შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი ღამე –6–


31-03-2016, 17:45
ავტორი sopiko
ნანახია 2 549

[თავი 6]
გაბრიელმა ლინა ცისფერ ფერში მოწყობილ საძინებელში შეიყვანა და ჰკითხა:
–მოგწონს? მთელი გზა ვფიქრობდი შენთვის რომელი საძინებელი შემერჩია იმ ორიდან, რომლებიც ჩემი ოთახის გამორიცხვით რჩებოდა და არჩევანი ამაზე შევაჩერე.–ხელები მომღიმარმა გაშალა მან.–თუ იცი, რატომ?
–არ ვიცი...–აფორაჯებულმა აიჩეჩა მხრები ლინამ.
–შენი თვალების გამო... ცისფერი მზეების გამო, რომლებიც ღამით ანათებენ...–ამ სიტყვების თქმისას თვითონვე დაუარა რაღაცამ გულის სიღრმეში, მერე იქიდან მუცელში ჩაედინა და გაბრიელი მთელი არსებით სასიამოვნო შეგრძნებებმა მოიცვა.
''გაბრიელ, აქ ამ გოგოსთან ერთად არ უნდა წამოსულიყავი...''–დატუქსა მეორე მემ და მესამეც მსწრაფლ დაეთანხმა მას.
ლინა ტუჩებს აფორიაქებული იკვნეტდა და სისხლის გემოსაც კი ვერ გებულობდა მამაკაცის სიტყვებით საცნაურად გამთბარი.
–სამწუხაროდ სააბაზანო მხოლოდ ჩემს საძინებელშია და ერთი აბაზანით მოგვიწევს სარგებლობა.–აღნიშნა სასხვათაშორისოდ.
–ცალკე აბაზანით არც არასდროს მისარგებლია.–საწოლზე ფრთხილად ჩამოჯდა ქალიშვილი და გადასაფარებელს ხელი გადაუსვა.
–მაშინ ყველაფერი მოგვარებულა! თუ არ გშია, ღამე მშვიდობისას გისურვებ...–ერთი სული ჰქონდა ლინას გარემოცვას გარიდებოდა და თვალი კარისკენ ეჭირა.
–არა, სანამ წამოვიდოდით ვჭამე. ჩანთას შემოვიტან და დავიძინებ.–იუარა ლინამ და მამაკაცს გვერდით ჩაუქროლა.
გაბრიელმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ახლაღა მიხვდა, უფრო სწორად ჩაუხვდა ლინას მოტყუების და აქ წამოყვანის მიზეზს... უდიდესი შეცდომა დაუშვა და პირველად იყო ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ იცოდა, რა გაეკეთებინა. არა! ისე ვერ დაეცემოდა, რომ ამ გულუბრყვილო და მიმნდობი გოგონას მდგომარეობით ესარგებლა... ოთახიდან გავიდა და თავის საძინებელში შეიკეტა.

დაღლილობამ, საკუთარ თავთან ჭიდილმა, ლინამ და საერთოდ ყველაფერმა იმოქმედა და გაბრიელმა პირველად გააბა ძილი თორმეტ საათამდე... სასწაული ის იყო, რომ წივილმა გამოაღვიძა... ანუ ამ ვიღაცის წივილმა ნაღმის ხმასაც კი გადააჭარბა.
–რა ხდება?–სააბაზანოსთან მიირბინა, რადგან სწორედ იქიდან ისმოდა ხმა.
–ვაიმე, გაბრიელ, მაპატიე რა... გთხოვ, გთხოვ, მაპატიე, რომ გაგაღვიძე...–მოესმა ლინას ტირილნარევი ვედრება.–წყლის გამათბობელი ხომ სამზარეულოშია და... არ ვიცი, რა მოუვიდა... წყალი ძალიან გაცხელდა, მე კი აქედან ვერ ვუწევ. აბაზანიდან ამოვედი და პირსახოცი შემოვიხვიე, მაგრამ საპნიანი ვარ. ოჰ, სულელი ვარ... სულელი!
მამაკაცმა სახეზე ხელი ჩამოისვა, თითქოს ასე უნდოდა იმ გრძნობების ჩამოწმენდა, რამაც აანერვიულა... რაც ლინას მიმართ ლტოლვას იწვევდა... იმ ბუსუსების მოშორება კი მაინც ვერ მოახერხა, ქალიშვილის კივილზე რომ დააყარა...
–ახლავე! ახლავე გავალ და დავუწევ! შენ კი წყალს გაეცალე...–მიაძახა კარს მიღმა მყოფს და ზოლიანი ტრუსით გავარდა სამზარეულოში.
მილების გაუმართავობის გამო მოუწია წყალი მთავარი გამოსართველიდან გამოერთო. შემდეგ კი ჩასართველად მთელი ძალით გადაატრიალა ონკანის თავზე დამაგრებული რგოლი და სწორედ ეს რგოლი არ შერჩა ხელში?!
–ეს...–ჩაფიქრებულმა წარმოთქვა და სულ რამდენიმე წამი დასჭირდა იმის შესახებ გონებაში მსჯელობას, თუ რისთვის იყო საჭირო ეს რგოლი...
–ლინა!–იღრიალა გაშმაგებულმა და გიჟივით შევარდა საძინებელში.
ლინას ყვირილის და ტირილის ხმა გარეთ ნათლად აღწევდა. მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, ხის კარებს ეძგერა და ისიც რადგან ჩაკეტილი არ იყო, ადვილად შეიღო.
ორთქლში ძლივს დაინახა ნარინჯისფერ ფილებზე დავარდნილი გოგონა, რომელიც შემთხვევით წაქცეულიყო და მიუხედავად ამისა ცრემლები მოეწმინდა და კრიჭაშეკრული იზელდა ნატკენ ფეხს.
გაბრიელმა სადგისით გადაკეტა წყალი, მისუსტებული ქალიშვილი ფეხზე წამოაყენა და გული მოეწურა, რომ დაინახა, როგორ გამეტებით ახველებდა ის. მკერდზე მიიხუტა და გასაკვირი ის იყო, რომ ლინასაც არ გაუწევია წინაამღდეგობა. შეცივნული კანკალებდა და ხან ერთ ფეხს წევდა მაღლა, ხან მეორეს.
–კარგად ხარ?–გალურჯებულ სახეზე ხელებით მიეფერა გაბრიელი და გაუაზრებლად მიაკრო ტუჩები მხარზე.
–ცხელი იყო... მერე კი შემცივდა... მაპატიე რა... გთხოვ, მითხარი, რომ მაპატიე და უკეთესად გავხდები...–სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა უჭირდა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდა.
–რას ამბობ, შე მართლა სულელო! ასეთ მდგომარეობაში ხარ და მე პატიებას მთხოვ? მიცვალებულის ფერი გადევს... დამიცადე, სულ ორი წუთით დამიცადე...–ამ ლაპარაკში რაღაც გაახსენდა და ნიჟარაზე შესკუპებული დატოვა ლინა.
მართლაც ორ წუთში დაბრუნდა და დაჭიმული მკლავები კვლავ უსუსურ გოგონას შემოხვია.
–იცი, ეს ორი დღეა ვფიქრობ, რომ შენი თავი ჩემმა ძმამ გამომიგზავნა... შენ... შენ...–ლინა უცებ მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა და გამშრალი ტუჩები ენით გაილოკა. ფეხზე წამოდგომა მოინდომა, თუმცა იგრძნო, რომ ნაბიჯის გადადგმასაც ვერ შეძლებდა და ისევ თავის ალაგას დაუბრუნდა.
–ნურაფერს იტყვი... მორჩა... ახლა გათბები.–მისმა სიტყვებმა გაბრიელიც კი გაათბო... ოღონდ ხორციელად კი არა, სულიერად... ეს ყოველივე ზეციური იყო... ის მოვლენები, თუ შეიძლებოდა, რომ მოვლენები დაგვერქმია, რაც მამაკაცში ხდებოდა, შეუძლებელი იყო ამ სამყაროდან ყოფილიყო განპირობებული.
ცოტა ხანში სამზარეულოში გაბრუნდა და იქიდან ტაშტით ხელში დაბრუნდა, რომელიც გაცხელებული წყლით იყო სავსე.
–ჩაწექი.–აბაზანაზე ანიშნა ლინას და წამოაყენა.
–კი, მაგრამ...–შეკრთა ის და პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოიხვია ტანზე.
–პირსახოცით.–არანაირი მიზანი არ იკითხებოდა გაბრიელის შუბლზე და თუნდაც გულში.
ქალიშვილი მორჩილად ჩაწვა აბაზანაში და თითქოს დაპატარავდა...
მამაკაცმა ნაჭერი ცხელ წყალში დაასველა და ლინას ფაფუკ მკლავებზე დაუსვა, მერე ყელზე, მერე კისერზე... მის მოქმედებებზე უფრო და უფრო იკუმშებოდა ის ქერათმიანი ანგელოზი, რომელსაც ეს სტატუსი სრულიად შეეფერებოდა.
ბოლოს დარჩენილი წყალი მთელ სხეულზე გადაასხა და საბოლოოდ ჩამოცილა საპნის ქაფები.
უსიტყვოდ ამოვიდა ლინა აბაზანიდან და ოთახიდან გავიდა...
დარჩა გაბრიელი ნაჭრით ხელში... სველი, წყლით კი არა, არამედ ლინათი... სააბაზანოს კარები გამოიხურა და საწოლზე წამოწვა. იცოდა, რომ ვერ დაიძინებდა, მაგრამ ცდილობდა როგორმე ამ ფერიისგან თუ ჯადოქრისგან როგორმე გათავისუფლებულიყო... ეს გარდაუვალიც კი იყო ამ შემთხვევაში, თორემ ისეთ დანაშაულს ჩაიდენდა, მთელი ცხოვრება სარკეში ჩახედვის რომ შერცხვებოდა.
ის აინუნშიც არ იყო, რომ მისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში, კართან იდგა ლინა და მას თვალმოუშორებლად უყურებდა...
უყურებდა კაცს, რომელმაც სიკვდილისგან, სასოწარკვეთილებისგან, უსიყვარულოდ გაწირვისთვის იხსნა... დიახ, ლინას უყვარდა გაბრიელი... ეს სიყვარული კი იმაზე ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალოდ მადლიერების გრძნობა, მაგრამ რომ არა ზემოთხსენებული მადლიერება, სიყვარულს დასაბამი არ ექნებოდა და სწორედ ამაში იყო შიშველი ღამის საიდუმლოება... გაბრიელს ლინას სული რომ არ დაენახა, ვერც მის გულში ჩათესავდა სიყვარულის თესლს...

^^^
ეს თავი ყველაზე მეტად მიყვარს ამ ისტორიიდან...
იმიტომ, რომ მასში მთელი გული ჩავდე...
ეს სიყვარული არ არის ჩხუბითა და დაუმორჩილებლობით გამოწვეული! სიყვარულიც კი განსხვავებული იციან ლინამ და გაბრიელმა, თუმცა იციან? იქნებ სულაც არ უყვარს გაბრიელს ლინა...
ხო, ამას კი მომდევნო და ბოლო თავში გაიგებთ, ჩემო ძვირფასებო!
ველი შეფასებებს... ძალიან გამახარებთ, თუ მეტყვით რომელი პერსონაჟია თქვენთვის საყვარელი, რატომ... მათ რომელ საქციელს ვერ ამართლებთ და ა.შ. და ა.შ.
სიყვარულით სოფო!



№1 სტუმარი Nana

Orive kargebi arian da gtxov cudad ar daasrulo tore cudad gavxdebi male dade<3

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian magariaa gaagrdzelee <3
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი tamuna

Orive sayvatlebi arian

 


№4 სტუმარი Teo..

Orive personaji momwons sofi.gabrieli imitom rom arsargeblobs linas mdgomareobit da sufta grznobit eqceva.Lina ki imdenadaa tkivilisgan gatishuli rom mecodeba.imedia ertmanetit datkbebian da grznobebs gasaqans miscemen.shen ki hemi shokoladi xar!!!!!

 


№5 სტუმარი Black

Shensavi tbili da tkbili tavi iyo<3

 


№6  offline წევრი aneta

გული შემიწუხდა ისე მაღალფარდოვანი სიტყვებით წერ:საცნაურად გამთბარი,მიზეზს ჩაუხვდა... და მერე "ტაშტი".

 


№7  offline მოდერი sopiko

Nana
Orive kargebi arian da gtxov cudad ar daasrulo tore cudad gavxdebi male dade<3

გმადლობ, ნანა! love ვნახოთ, ვნახოთ...
gvanciii kereselidze
Dzalian magariaa gaagrdzelee <3

აუცილებლად გვანცი love
tamuna
Orive sayvatlebi arian

გეთანხმები...
Teo..
Orive personaji momwons sofi.gabrieli imitom rom arsargeblobs linas mdgomareobit da sufta grznobit eqceva.Lina ki imdenadaa tkivilisgan gatishuli rom mecodeba.imedia ertmanetit datkbebian da grznobebs gasaqans miscemen.shen ki hemi shokoladi xar!!!!!

თეო, ჩემო ტკბილო, ზუსტად ჩემნაირად მსჯელობ...
Black
Shensavi tbili da tkbili tavi iyo<3

ბლექ, ნუ მაწითლებ... lol
aneta
გული შემიწუხდა ისე მაღალფარდოვანი სიტყვებით წერ:საცნაურად გამთბარი,მიზეზს ჩაუხვდა... და მერე "ტაშტი".

უკაცრავად?! რამ შეგიწუხათ გული მაღალფარდოვანმა სიტყვებმა თუ ტაშტმა? დიახ, ტაშტი ქართული სიტყვაა და ქართულ სიტყვათა ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც არის. სადარდებელი ისეთი სიტყვებია, რომლებიც ქართველებს ქართული ჰგონიათ, სინამდვილეში კი არ არის... მაგ:პლიუსი, პლიაჟი, შლიაპა, სენტიმენტალური, რომანტიკული, სიმპატიური და ა.შ და ა,შ.

 


№8  offline ადმინი შამანი

უნდა უყვარდეთ რაა,ამის იმედი მაქვს ^^
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent