შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეცხრე)


31-03-2016, 21:23
ავტორი fireending
ნანახია 2 653

-დილა მშვიდობისა ნინა. მიესალმა დათო ქალიშვილს და აკოცა.
-დილა მშვიდობისა მამა, ასე ადრე რატომ ადექი?
-თათბირი მაქვს შვილო. ერთ საათში წავალ.
-ლიზას ღვიძავს ?
-არა, ყოველ შემთხვევაში ოთახიდან რომ გამოვედი ეძინა. რამე გინდოდა?
-ჰო, თუმცა საჩქარო არაა. მალე ბანკეტი გვექნება და კაბას ამარჩევინებდა, კარგი გემოვნება აქვს.
-ჩემი გოგო, რამხელა გაიზარდე, უკვე სკოლას ამთავრებ. თითქოს გუშინ იყო ხელში ატატებულს რომ გასეირნებდი. რა სწრაფად გადის დრო.
ნინა მამას მოეხვია. ამ დროს ბექაც გამოვიდა აივანზე და ამ სცენის დანახვაზე გაიღიმა, დათოს და ნინას მიესალმა და როგორც ყოველთვის ნინას თმა აუბურდა.
-აუ მამა, ამას ახლა მოვკლავ.
-მოდი აბა დამიჭირე
-მოკლედ რა, სამი წლის ბავშვებივით იქცევით. სიცილით თქვა დათომ.
-დათო, ამ საღამოს სახლში ხომ იქნები?
-კი, რატომ მეკითხები?
-ჩემი საცოლე მინდა გაგაცნოთ.
-ძალიან კარგი ბექა, ვეცდები ადრე დავბრუნდე.
-მე წავალ ვნახავ საუზმე თუა მზად. თქვა ნინამ.
კიბეზე ისე ჩქარა დაეშვა რომ ნუკა ვერ დაინახა და დაეჯახა.
-უჰ, ბოდიში ნუკა
-არაუშავს ნინა
-საუზმე მზადაა?
-კი, სად ისაუზმებთ?
-ვნახავ ლიზამ თუ გაიღვიძა და გეტყვი
-კარგი
ნინა ლიზას ოახთან მივიდა და კარზე დააკაკუნა
-ლიზა გღვიძავს?
-კი ნიინ , შემოდი
-დილა მშვიდობისა
-დილა მშვიდობისა ნინა.
-საუზმე მზადაა, ჩამოხვალ ხო?
-კი, ჩავიცვამ და ჩამოვალ.
ლიზა საწოლიდან ადგა , მაგრამ თავბრუ დაეხვა.
-ლიზა, რა გჭირს? კარგად ხარ?
-კარგად ვარ, კარგად. ოდნავ თავბრუ დამეხვა.
-იქნებ ექიმთან მიხვიდე, რამდენიმე დღის წინაც თავბრუ დაგეხვა, სავაჭრო ცენტრში, გახსოვს?
-რა საჭიროა, არა მგონია რამე საშიში იყოს. ნიინ მწვანე კაბა მომაწოდე რა.
-აი აიღე.
-მადლობა.
ლიზა მოწესრიგდა და ნინასთან ერთად საუზმეზე ჩავიდა. ბექა და დათოც შემოუერთდნენ.
-ლიზა. იმედი მაქვს საღამოს სახლში იქნები.
-კი ვიქნები , ხდება რამე ბექა?
-კი, დღეს ჩემი საცოლე უნდა გაგაცნოთ
-მართლა, უკვე სახლში მოყვანა გადაწყვიტე?
-კი, ვფიქრობ აღარ უნდა გავაჭიანურო ეს საქმე
-ჰო, ბექა, მაგრამ დაფიქრება მაინც გმართებს
-დათო მართალია. თქვა ლიზამ.
-მოდი რა, სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. თქვა ნინამ.
-მართალია ნიინ. წელს სკოლას ამთავრებ, უკვე გადაწყვიტე რა პროფესიას აირჩევ?ჰკითხა ლიზამ
-იცი, ჯერ კიდევ ვფიქრობ, საერთაშორისო ურთიერთობებზე ან იურიდიულზე ჩავაბარებ.
-ორივე კარგი არჩევანია, საკმაოდ პერსპექტიული
-კი მეც ეგრე ვფიქრობ. თქვა დათომ.
ლიზას მოულოდნელად თავბრუ ისევ დაეხვა, სკამიდან ვარდებოდა, მაგრამ ბექამ მოასწრო მისი დაჭერა . დათომ სახეზე ცივი წყალი მოუსვა და გამოაფხიზლა.
-ლიზა, რა დაგემართა.კითხა შეშინებულმა დათომ
-თავბრუ დამეხვა. ახლა კარგად ვარ.
დათომ ლიზა დივანზე დააწვინა.ბექა და ნინაც შეშინებული გამოიყურებოდნენ.
-მამა, ცოტა ხნის წინ თქვენს ოტახში რომ შევედი იგივე დაემართა, რამდენიმე დღის წინაც თავბრუ დაეხვა.
-კი მაგრამ, ლიზა რატომ არ მითხარი? უსაყვედურა დათომ
-საშიში არაფერია, თავბრუ დამეხვა მეტი არაფერი.
-ექმითან უნდა წავიდეთ.
-კი, მაგრამ შენ ხომ თათბირი გაქვს?
-არაუშავს, ცოტა ხნით გადავდებ. ბექა სანდროს უთხარი მანქანა მოამზადოს, საავამდყოფოში მივდივართ.
* * *
დათო და ლიზა ექიმის კაბინეტში იჯდნენ და ანალიზის პასუხს ელოდნენ. რამდენიმე წუთში ექიმიც შემოვიდა.
-ირაკლი ექიმო, მშვიდობაა?
-კი, კი დაწყნარდი დათო.
-აი ხომ გითხარი, სანერვიულო არაფერია.
-დიახ, შენი ცოლი სავსებით მართალია. სანერვიულო მართლაც არაფერია. ისღა დამრჩენია მოგილოცოთ. ლიზა ორსულადაა.
-რა? სიხარულით წამოიყვირა დათომ და ლიზას მოეხვია. ლიზაც ძალიან გახარებული იყო.
-ნინას უნდა ვუთხრა , ძალიან გაუხარდება. მობილური ამოიღო დათომ.
-დათო, მოიცა. ამ საღამოს ვახშამზე ვუთხრათ ეგ ამბავი.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ გაუხარდება. სულ უნდოდა და ან ძმა ყოლოდა. ლიზა, იცი, ძალიან ვარ გახარებული.
-მეც, ძალიან.
* * *
ბექა ირინას სახლში იყო და უყურებდა თუ როგორ გადაატრიალა ქალმა მთელი გარდერობი.
-აუ ბეექ , რომელი კაბა ჩავიცვა.
-შენ რომელიც გინდა, ხო იცი ყველა მოგიხდება. ოღონ დროზე აირჩიე, ჩემი ოჯახის წევრები უკვე გველოდებიან ალბათ.
-აუუ, ნუ მაჩქარებ რა.
ბექას მოთმინების ფიალა ევსებოდა. როგორც იქნა ირინამ კაბა აარჩია და მანქანაში ჩასხდნენ.
-აუ, ძაან არ მომწონს ლიზას ნახვა რომ მომიწევს
-გთხოვ რა, ამაზე დიდ ამბავს ნუ შექმნი.
-რა? ის გოგო შენი შეყვარებული იყო
-მერე რა. იმედია ამაზ სიტყვა არ დაგცდება და ლიზას წესიერად მოექცევი
-ოო, ახლა ეგ მასწავლე როგორც მოვიქცე
-მე გაგაფრთხილე
-კარგი ხო
* * *
-ნეტა ამდენ ხანს სად არიან
-მე ვიცი მამა, ალბათ ქალბატონი პრანჭვას გადაყვა.
-ნინა, იმედია სტუმარს არ აწყენინებ
-მეტი საქმე არ მაქვს, ლიზასთან ავალ ოთხაში.
ნინა ლიზასთან შევიდა.
-რა საშინელებაა, ირინას ატანა მოგვიწევს. ნეტა ამ სახლში უნდა იცხოვროს ქალბატონმა ბექას ცოლად რომ გაყვება?
-ალბათ. ისე, სიმართლე გითხრა, დიდად არც მე მომწონს ეგ გოგო, მაგრამ ბექას არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. უპასუხა ლიზამ.
ეზოდან მანქანის ხმა გაიგონეს.
-მოვიდა, თქვა ნინამ.
ლიზა და ნინა ქვემოთ ჩავიდნენ და სტუმარს მიესალმნენ, შემდეგ სავახშმოდ დასხდნენ. ირინა, როგორც ყოველთვის ახლაც ვულგარული მანერებით გამოირჩეოდა, ზედმეტად ეტმასნებოდა ბექას, პრანჭვით ლაპარაკობდა და უაზროთ იგრიხებოდა. დათოს აშკარად არ მოუვიდა თვალში, მაგრამ თავს იკავედა და სტუმარს ზრდილობიანად ექცეოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ბექაც არ იყო კმაყოფილი, თითქოს რცხვენოდა თავისი არჩევანის, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მთელი საღამო ბექას ლიზასთვის არ მოუშორებია თვალი.მის გულში კვლავ იყო ლიზას მიმართ ძლიერი გრძნობდა, ის გრძნობდა რომ ასე ადვილად ვერ ამოიგლიჯავდა გულიდან ლიზას.ირინას უყურადღებოდ არ გამორჩენია ბექას მუდმივი მზერა ლიზასადმი და გული მწარე ბოღმითა და სიბრაზით ევსებოდა. მზად იყო იქვე მოეკლა ლიზა.
-მე და ლიზასაც გვაქვს თქვენთვის ახალი ამბავი. თქვა დათომ.
-რა ამბავი მამა?
-მალე პატარა და ან ზმა გეყოლება ნინა. უთხრა ლიზამ.
-სერიოზულად ამბობ? რა მაგარია. ლიზა, მამა, როგორ მიხარია.
გახარებული ნინა ლიზას ჩაეხუტა. ბექასთვის ეს ამბავი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, უკანასკნელი იმედიც უკვდებოდა გულში.
-მეც გილოცავთ. გადაკოცნა ირინამ ლიზა.
-მადლობა.
ცოტა ხანი ისხდნენ და საუბრობდნენ. ლიზა საპირფარეშიში გავიდა, იქედან გამოსულს კართან ირინა დახვდა.
-ლიზა მომისმინე. ბექას თავი დაანებე.ის ჩემი ქმარი იქნება მალე. შენი აღარაა.
-შენ სულ გაგიფრენია. ბექა რაში მაინტერესებს, მე ქმარი მყავს და მას დათო ჯავახიშვილი ქვია, თანაც ბავშვს ველოდებით.
-არ გაინტერესებს არა? მთელი საღამო ბექას თვალი არ მოუშორებია შენთვის.
-ეგ ჩემი პრობლემა არაა ძვირფასო. ეგ შენი უვარგისობის ბრალია. რას იზამ. გეგონა ჩემ ადგილს დაიკავებდი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგივარდა და იქედან ვერასდროს ამოიღებ.
ირინამ ლიზას კისერში მოკიდა ხელი.
-მომისმინე, იცოდე მოგკლავ. არავის ვაცოცხლებ ვინც ბექას აეკარება.
-გიჟი ხარ, გამიშვი...
ბექამ ისინი შეამჩნია.ირინასთან მივიდა და ლიზას მოაშორა.
-ლიზა, კარგად ხარ?
-კი, მაგრამ შენი გიჟი საცოლე მოაშორე აქედან, უკვე პარანოია დაეწყო.
-ირინა, სულ გაგიჟდ არა? რა ჯანდაბას აკეთებ თუ იცი? დროზე მოემზადე და სახლში წაგიყვან.
ბექამ ირინას ხელი მოკიდა, ყველას დაემშვიდობა და სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდნენ.
* * *
ლიზა და დათო საწოლში იწვნენ ჩახუტებულები.
-ლიზა, სიმართლე გითხრა ბექას საცოლე არ მომეწონა. ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ვატყობ არც ნინას მოწონს.
-ჰო, გეთანხმები. ბექას შესაფერისი არაა. უნდობლობას იწვევს ჩემში და მეშინია რამე შარში არ გაგვხვიოს.
-იმედია ცუდი არაფერი მოხდება. მოდი გვეყოს უსიამოვნო თემებზე საუბარი მითუმეტეს ახლა, როცა ასეთი შესანიშნავი ამბავი გავიგეთ. მალე შვილი გვეყოლება. უზომოდ ბედნიერი ვარ.
-მეც ძალიან ბედნიერი ვარ.
დათომ ცოლს ხელები მოხვია და უფრო მაგრად ჩაეხუტა. ტკბებოდა მისი სურნელით, მასზე შეხებით.ახლა ის, მართლაც უზომოდ ბედნიერი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent