შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა სადღაც გაქრა! 4


31-03-2016, 22:45
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 133

* * *
დილაადრიან სამსახურში გავემწესე,ვიფიქრე,მალენა დამხვდებოდა და მეჩხუბებოდა მისი დავალიანება რომ დავფარე,მაგრამ რედაქციაში სიწყნარე იყო.მოხუციც კი მშვიდად კითხლობდა რაღაც წიგნს.
-როგორ ხარ ბიძაჩემო?-მასთან მივედი და მოვიკითხე,თან დამაინტერესა რას კითხულობდა,ისე გულმოდგინედ ჩასჩერებოდა ნაწერს და შიგადაშიგ ახველებდა.
-როგორ ვიქნები,-კითხვა შეწყვიტა და ამომხედა-რა ადრე მოსულხარ?-გაოცება ვერ დაფარა-საკუთარი თავის უფროსი შენ ხარ,აქ ასე ადრე არ გელოდი,-ხო რას ვიზამთ,ხდება ხოლმე.ქალს რომ გადაეყრები კაი რა მოგივა კაცს,ან შენით ჩავარდები ხრამში,ან თვითონ ჩაგაგდებს.
-რას კითხულობ?-თემა შევცვალე-თვალი არ მოგიწყვიტავს
-ახალი წიგნია,-ცოტა უხერხულად მომეჩვენა-მე რომ ვამბობდი არ მომწონს-მეთქი
-ხო,მერე?
-მეორედ წავიკითხე და ვგონებ ცუდი არ უნდა იყოს,-ისევ ეჭვით მომიგო და წიგნი მომაწოდა-ნახე აბა,როგორი დაბეჭდილია,-გამოვართვი და ყდას დავუსვი ხელი,მერბილა,თითებით ვიგრძენი წარწერა და ავტორის სახელი.უცნაური შეგრძნება დამეუფლა,გამცრა და უჰაერობამ შემიპყრო.შემდეგ გადავშალე და ნაბეჭდი ასოების ხარისხს დავაკვრდი,შრიფტის ზომას.ყველაფერი ნორმალური ჩანდა და კმაყოფილმა,ისევ დავუბრუნე წიგნი
-მშვენიერია,ბესო,-რამდენი ხანია სახელით არ მიმიმართავს და ორივეს უხეშად მოგვხდა ყურში,მერე გაგვეცინა და ამ სიცილში ჩემი პრობლემები სულ გადამავიწყდა,ასე გულიანად დიდი ხანია არ მიცინია-წავალ,აღარ მოგაცდენ,კითხვას რომ დაასრულებ უთხარი წაიღონ,-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც კმაყოფილი წავედი,ისევ,კაბინეტში.როგორც კი შევედი და კარი მივხურე,გონებაში ძველი ტალღები ამოტივტივდნენ,მალენაზე ფიქრება დამიწყეს ტვინის ნაოჭებში ძრომიალი და შეღონება.სავარძელზე მივესვენე და თვალი ერთ წერტილს გავუსწორე.სიმართლე რომ ვთქვა,ამდენი ჩემს ცოლზეც კი არ მიფიქრია,უფრო სწორად ყოველთვის ვიცოდი რა ხდებოდა მის გარშემო და ზედმეტი ფიქრებით თავს არ ვიღლიდი,რეკვებითაც არ ვაწუხებდი,ვიცოდი სად იყო და რას აკეთებდა.მას არაფერს ვუმალავადი და თავისთავად არც თვითონ.როდის გადაწყვიტა ბ,რა თქმა უნდა,არ ვიცი და სწორედ ეგ მიღებს ბოლოს.მასთან გატარებული წლებიდან,წამიც კი არ მახსენდება რამე გვწყენოდა,იმდენად ვიცნობდით ერთმანეთს,უსიტყვოდ გვესმოდა,მაგრამ არა.მან თავი მოიკლა,ესეიგი ჩემი არ ესმოდა,სხვაგვარად როგორ ვიფიქრო,ოჯახი,სადაც პრობლემა მხოლოდ ჩემი იყო და მას არაფერი აწვა ტვირთად,რა ჭკუაში უნდა დაჯდომოდა სიცოცხლე დაესრულებინა.მოკლედ,მასზე ფიქრები შორს წამიღებენ და საბოლოოდ მართლა გავგიჟდები.მალენაზე რომ ვფიქრობ,თითქოს ვმშვიდდები და აზრი ეძლევა იმას,რაც წართმეულია.არ ვიცი რა მიზნით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ თავს უფლებას აღარ მივცემ,ქალზე სხვანაირად იფიქროს.
* * *
-შეიძლება?-ვიღაცის ხმამ გამომარკვია,სავარძელში ჩამძინებია,თვალები გავახილე და ზანტად წამოვდექი ფეხზე,მომერიდა,თორემ გემრიელად კი გავიზმოერებოდი-შეიძლება?-ისევ მკითხა და მისი ხმა ყვავის ჩხავილივით ჩამესმა ყურში,მიუხედავად იმისა რომ ძალიან რკბილი და მშვიდი ხმით მკითხა
-კი, მალენა, მოდი,-ჩემდაგასაკვირად წყნარად მივუგე და სკამისკენაც წავედი,უნდა გამომეწია,მაგრამ ერთდროულად მოგვივიდა და თავით დამეჯახა.სიცილი წამსკდა და მტკივანი ადგილი ხელით მოვისრისე,მერე მას ავხედე და უფრო გამეცინა.ხელები სახეზე აეფარებინა და ჩუმად იცინოდა-რა მორცხვი ხარ,-ვუთხარი და სკამი სწრაფად გამოვწიე,კიდევ რომ არ დამჯახებოდა.
-მადლობ,-ხელები ჩამოუშვა და უცხო ხმით მომიგო,ყურები დამეძაბა და ცოტა წამოვხურდი კიდეც-მეგონა სხვა რედაქციის ძებნა მომიწევდა,-რატომღაც მეგონა რომ დედამისის გამო მიხდიდა მადლობას და დავიბენი-რა მოხდა?-მკითხა მან
-არაფერი,-სწრაფად შევცვალე გამომეტყველება და გავუღიმე-დაჯექი,-შევახსენე სკამი და ხელი იმ ადგილზე დავიდე,რომელიც დაჯახებისას ვიტკინე. ჩაეცინა და დაჯდა,ისევ ჩემს წინ,იმ განსხვავებით რომ თვალები უბრწყინავდა.უცნაურია,მაგრამ მე ეს შეუმჩნეველი ვერ დავტოვე.ბედნიერი იყო,ძალიან ბედნიერი,მის გულისცემასაც კი ვგრძნობდი მკერდში.
-მოგეწონათ წიგნი?-მკითხა ცოტახნის შემდეგ
-კი,ურიგო არაა,-ვუპასუხე და ახლად შემჩნეული წიგნი მივაწოდე.შემოსვლისას ვერ შევამჩნიე,ბესოს ერთი წიგნი ჩემთანაც შემოუტანია.
-რა კარგია,-აღტაცებულმა დახედა საკუთარ წიგნს და ისე დაუწყო ფერება,თავი წიგნის ადგილას წარმოვიდგინე და მთელ ტანში დამიარა სიცხელემ,მერე სიცივემ და გამაჟრჟოლა.
-მეც მომეწონა
-მშვენიერია,-ნესტოებთან მიიბჯინა და ღრმად შეისუნთქა-აი ეს მაკლდა,-ხმამაღლა გაიფიქრა,რადგან სახეზე წამოწითლდა და საჩქაროდ დადო წიგნი მაგიდაზე-მადლობ რომ სხვა გამოსავლის ძებნა არ მომიხდა,რადგან გზა სადღაც გაქრა,იმდენი პრობლემა მაქვს,წიგნზე ფიქრმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა
-ცოტა გაწვალე,-გამოვუტყდი და თვალი ჩავუკარი-ერთბაშად არ მინდოდა გამეხარებინე
-რა საზიზღარი ხარ,-კისკისით მომიგო.
-ხო ვარ,-დავეთანხმე მეც და სიცილში ავყევი-თუმცა არც შენ ხარ ნაკლები,-დავაყოლე თან და დაბლა დავიხარე,რადგან ხელში ფურცლების სამაგრი აიღო და უნდა ესროლა-მიმეტებ?-ნაწყენი ხმით ვკითხე და გავსწორდი
-ვითომ რატომ ვერ უნდა გაგიმეტო,-გაკვირვებულმა მითხრა და სამაგრი ადგილზე დააბრუნა
-მე არ მემეტები
-კარგი რა,-თავი გააქნია-შენ პირველი გამომასალმებ სიცოცხლეს,-ჩაიფრუტუნა უკამყოფილოდ-უბრალოდ სახარბიელო არც ადგილია და არც დრო,-თითები აათამაშა მაგიდაზე და წამიერად ზიზი გამახსენდა.გულის რევა მომგვარა მალენას საქციელმა და ხელი ჰალსტუხს ჩავავლე,მთელი ძალით მოვქაჩე და გავხსენი-ცუდად ხოარ ხარ?-დაფეთებული წამოვარდა სკამიდან და ფანჯარა გამოაღო
-კარგად ვარ,-ცივად მივუგე და წამოვდექი
-დავკეტო?
-არა,იყოს,დახუთულობაა,ცოტა განიავდეს,-ვუთხარი და მეც ფანჯარასთან მივედი.ხელის გულებით რაფას დავეყრდენი და სახე ნიავს მივუშვირე.მალენა ჩემს გვერდით იდგა და მიყურებდა.ცოტა შვება რომ ვიგრძენი მისკენ შევბრუნდი,ნიავმა წაბლისფერი თმა უკან გადაუწია და ლავიწის ძვალთან ახლოს მწკრივზე ორი ხალი შევამჩნიე.არც ისე მუქი იყო რომ მარტივად დაენახა ვინმეს,მაგრამ მე შევამჩნიე და ცოტა უცნაურად შევიქენი,თითქოს მომერიდა,რაც დავინახე და ზურგი ვაქციე.ისევ სავარძელში ჩავესვენე და შტვენას მოვყე.
-ფული გადამიხადეთ და წავალ,-ფანჯარას ჩამოსცილდა მალენაც და აბურდული თმის სწორება დაიწყო.მე ჩეკი ამოვიღე და გავუწოდე.გამიღიმა და გამომართვა.
-თავისუფალი ხართ,ბატონი იოანესგან,-გავუღიმე მეც
-კარგად იყავით,-დამემშვიდობა ისე,თითქოს ჩვენი შეხვედრა აღარ მოხდებოდა.



№1  offline მოდერი ლილიანა

ძლივს არ გავიგე ამ კაცის სახელი?
არ მეყო,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი Kira

ვაიმეე რა კარგი იყო.. და შენც ძალიან კარგი ხარ ❤️❤️ მალე მალე მინდა შემდეგი , ვგიჟდები უკვე მალენაზე ❤️
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№3  offline წევრი iku_nia_iko

Kai iyo martlac <3 isetive kargi rogorc wina tavebi <3 vnaxot amjamad muza ras mogvimzadebs <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

კაი ტიპია იოანე...აი, მალენა კი ჩერჩეტი გოგოსავით იქცევა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent