შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა სიცოცხლისათვის თავი 3


31-03-2016, 22:57
ავტორი An geL
ნანახია 1 686

მეც არ ვიცი ასე რატომ ვენდე ჩემთვის უცნობ მამაკაცს, მაგრამ ხელი ჩავჭიდე და უკან გავყევი. სიმართლე რომ ვთქვათ ალბათ სასმელმა გამათამამა, თორემ არამგონია ეს ნაბიჯი გადამედგა. უბრალოდ მივყვებოდი ყველანაერი ფიქრის გარაშე, იმდენად მინდოდა მასთან სიახლოვე, იმდენად მჭირდებოდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
კლუბიდან გავედით, მანქანასთან მივედით, კარი გამიღო და მეც კომფორტულად მოვთავსდი მანქანის სავარძელზე, გიგამ მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა დაძრა. მე უხმოდ ვიჯექი, სიმართლე რომ ვთქვათ ხმის ამოღების სურვილიც კი არ მქონია... უბრალოდ ხანდახან მისკენ ვაპარებდი თვალს. ისეთი სხვანაერი იყო, ოდნავ სერიოზულიც კი მომეჩვენა. პატარა ლამაზი ცხვირი, თმა მოკლედ შეჭრილი, ოდნავ წვერიც წამოზრდოდა, რაც უფრო მამაკაცურ ოერს მატებდა...
- დიდხანს აპირებ ასე მიყურო? - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
- მე, მე... - საშინლად დავიბენი და ფანჯარაში გავიხედე.- სად მივდივართ?
- აკი მითხარი გენდობიო ასე უცებ გადაიფიქრე?
- გენდობიმეთქი, უბრალოდ ინტერესია. - მხრები ავიჩეჩე.
- ანუ მენდობი?!
- სავსებით!- ვუთხარი არხეინად.
- მაშინ დამიმტკიცე!
- რანაერად? - ხმაში გაკვირვება შემეტყო.
- უბრალოდ თვალებში მიყურე.
მეც თვალებში ჩავხედა და კიდევ ერთხელ დავიკარგე მის ლურჯ თვალებში. მან კი სიჩქარეს ნელ ნელა უმატა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს წამითაც კი არ შემშინებია. გიგამ ერთი გამიღიმა და გზას გახედა, მერე ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია და თითებს მონოტომურად მისმევდა ხელზე.
- მენდობი! - მტკიცედ ჩაილაპარაკა.
- აი შენ კი არ მენდობი.- ხელი გამოვაცალე, სავარძელზე თავი გადავწიე.- მალე მივალთ?
- ცოტაც მოითმინე კარგი?
- სხვა რა გზაა...
ცოტახანს კიდევ ვიარეთ მანქანით შემდეგ უცებ გააჩერა მანქანა, სადღაც ტრიალ მინდორთან.
- მოვედით!
- აქ რა გვინდა? - სიცილით ვუთხარი.
- მარიამ ვარსკვლავები გიყვარს?
- რა კითხვებს მისვამ?
- უბრალოდ მიპასუხე...
- კი ძალიან, მაგრამ ამჯერად ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს?
- ხოდა მაშინ წამომყევი.
მეც მანქანიდან გადავედი, გიგამ პლედი აიღო, ხელი ჩამკიდა და წინ გამიძღვა. ხელს არ მიშვებდა,წინ მიდიოდა და მეც თან მივყავდი, შუაგულ მინდორში გაჩერდა, ბალახზე პლედი დააფარა, ჯერ თვითონ წამოწვა შემდეგ მე მიმითითა მის გვერდით. მეც დავემორჩილე მის თხოვნას და გვერდით მივუწექი ერთხანს ჩუმად ვიწექით შემდეგ გადავწყვიტე ლაპარაკი წამომეწყო, არასდროს მიჭირდა ლაპარაკი მაგრამ ამ წუთას ყველაზე მეტად მიჭირდა ლაპარაკის წამოწყება...
- გიგა რატომ არ გინდა იმკურნალო? - მისკენ გადავბრუნდი და თვალებში ჩავხედე.
- აუცილებელია ამაზე ახლა ვილაპარაკოთ?
- არა, მართალი ხარ. მაპატიე ხასიათის გაფუჭება არ მინდოდა...- ისევ ცას ავხედე.
- სულ ბოდიშებს რატომ მიხდი? - მკითხა სიცილით.
- უბრალოდ საჭიროება მოითხოვს ყოველთვის, რავიცი...- დავიბენი.
- ეგ დაბნეულობაც როგორ გიხდება იცი?
- ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა!
- სურვილი ჩაიფიქრე. ოღონდ თვალები დახუჭე და ისე, თან ხმამაღლა თქვი...
ერთი პირობით, თუ იგივეს გაიმეორებ, ოღონდ შენ პირველი გააკეთებ ამას.
- თანახმა ვარ!- თვალები დახუჭა და ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა -ერთი გოგონას კოცნა მინდა მე ძალიან... - ამის გაგონებისას თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ახლა აქ იწვა ჩემს გვერდით და ვიღაც გოგოზე ფიქრობდა...- ახლა შენი ჯერია.- ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა...
- მე ბედნიერება მინდა...
- არ ხარ ბედნიერი? - კითხვით შემომიბრუნდა.
- შემცივდა, წავიდეთ კარგი?
- კარგი, წავიდეთ...- წამოდგა, ხელი გამოიწოდა და წამოდგომაში დამეხმარა, როცა უცებ ფეხი დამიცდა და ძირს დავეცი ისიც თან მივიყოლე.
ზემოდან დამყურებდა, უცებ სახეზე ხელი ჩამომისვა, ცერა თითი გადამისვა ტუჩებზე მე კიდევ თვალები მიმენაბა.
- როგორი ლამაზი ხარ, როგორ მინდა ამ მარწყვის ტუჩების დაგემოვნება...
თვალებში მიყურებდა და ისევ თავისი გამაბრუებელი ღიმილით მიღიმოდა. იმ წამს წამერთვა მოძრაობის უნარი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, "ნუთუ ჩემზე დახარჯა სურვილი, ნუთუ ჩემზე დახარჯა სურვილი..." უცებ დაიხარა შუბლი შუბლზე მომადო, ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა. მე ისევ გაუნძრევლად ვიწექი ბალახზე მისი მოქმედება ჩემში პარალიზებას იწვევს. მეტყველების უნარიც კი დავკარგე.
- ნეტავ იცოდე როგორი ლამაზი ხარ, ნეტავ იცოდე როგორი ძლიერი ხარ, მაგრამ ამავდროულად როგორი სუსტი, ხანდახან მეშინია კიდეც რაიმე არ გატკინო. ძალიან მინდა სულ ჩემი გერქვას, მხოლოდ მე შემეძლოს შენი ჩახუტება, კოცნა... მარიამ, როცა ჩემთან ხარ ჭკუას მაკარგვინებ იმდენად კარგი ხარ რომ ამ სიკარგით ჩემს ცუდსაც კი ფარავ...- მისი სიტყვები გულში ისრებივით მხვდებოდნენ რომლებიც ბედნიერების სხივებს უშვებდნენ და ნელ ნელა უფრო და უფრო მეტად მიჩქარდებოდა გული... ის კი უცებ ადგა ჩემიანად, იქვე ბალახზე ჩამოჯდა და კალთაში ჩამისვა.- მინდა სულ ასეთი ბედნიერი ვიყო, მინდა ჩემი ბედნიერება გერქვას, მე კიდევ შენი ბედნიერების მიზეზი ვიყო...
- გიგა... - თავი დავხარე არ მინდოდა ჩემი აწითლებული სახე დაენახა...
- ჩუ მარიამ, ჩუ, ამ მომენტს ნუ გააფუჭებ , ისე დავიმახსოვროთ როგორც არის მინდა ეს მომენტი ყოველთვის ასე ლამაზად გახსოვდეს...
ვხვდებოდი რომ ჩემთან იმაზე ახლოს არ აპირებდა მოახლოებას ვიდრე ეს ამ ეტაპზე საჭირო იყო, მეც ალბათ სასმელმა გამათამამა, ოდნავ წამოვიწიე და მის ბაგეებს შევეხე, ხელები კისერზე შემოვხვიე და ნაზად ძალიან ნაზად შევეხე მის ბაგეებს. ამ დროს არ ვიცი როგორ ავღწერო რა ვიგრძენი, თითქოს ფრთები გამომესხა და ჰაერში ფრენა დავიწყე...
- მარიამ...
- ბატონო. - თვალებში ჩავხედე და გავუღიმე.
- შენ მე ოცნება ამიხდინე. - ღიმილითვე მიპასუხა.
- შენ კიდევ მე ამიხდინე ოცნება, მაგრამ სახლში წასვლის დროა უკვე. - ღიმილით ვუთხარი, წამოვდექი ხელი გავუწოდე, ისიც წამოვაყენე და მანქანისკენ დავიძარით...
უკვე სახლთან ვიყავით, გადასვლას ვაპირებდი მაგრამ ხელი ხელზე წამავლო, მაგრად მომეხვია, გეგონებოდათ ბოლოჯერ მეხვეოდა ისე ძლიერად მიჭერდა ხელებს.
- გიგა, - მისი სახე ხელებში მოვიქციე - ხომ მენდობი?
- კი მარიამ, გენდობი...
- მაშინ ხვალ, საავადმყოფოში გელოდები...
- მარიამ, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. - მკაცრი ტონით განმიცხადა.
- თუ ეს საღამო შენთვის რაიმეს ნიშნავდა აუცილებლად მოხვალ... - უცებ ვაკოცე ლოყაზე და მანქანიდან გადავედი.



№1  offline წევრი just smile

ძაან ზარმაცობ რა. გააგრძელე 4 დღიანი წყვეტა გაქვს ... ძალიან გაგრძელდა შესვენება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent