შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (14)


31-03-2016, 23:49
ნანახია 2 598

***


დილას ხმაურმა გააღვიძა ანკა. მძიმედ გაახილა თვალები და მშვიდად მძინარე სესილიას გადახედა. გაეღიმა და შუბლზე აკოცა საყვარელ მეგობარს. როგორი სულელი გოგოიყო.. თუმცა, ანკაც არ ყოფილა მის ასაკში დალაგებული. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, მაგრამ ასე არ განიცდიდა. სესილიას კი ყველაფერი სახეზე ეწერა. მის თითოეულ ამოსუნთქვაში იგრძნობოდა, რომ ყველა ნაბიჯს გულმოდგინედ უყურებდა და ყველაფერზე კარგად ფიქრობდა. ზოზინით წამოდგა ფეხზე, სარაფანი გადაიცვა და სააბაზანოში შევიდა. თავის მოწესრიგების მერე კი სამზარეულოში გავიდა, სადაც გივი,ირაკლი და დათა იყვნენ.

-აუ, კიდევ კარგი ადექი რა... გვიშველე..-ძლივს თქვა ირაკლიმ და იმედიანად შეხედა ანკას.
-უიმე, რას იკლავდი თავს როცა იცი რომ არ შეგიძლია დალევა?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ანკამ,- რას ერჩოდი გივი რა!
-რა ჩემი ბრალია? შენ თუ გგონია მახსოვს ძალიან ცდები,-გაეცინა გივის,-არ ინერვიულო ანკა! ცოტახანში მე დამაგდებს!
-აუ, ანკ მიდი რა ჩიხირთმა ხიე..-უთხრა ირაკლიმ ანკას.
-სად ვიცი ჩიხირთმები და კაი ცხოვრება?!
-კაი, მაშინ ცოლად აღარ მოგიყვან!
-ხო,აი, სულ ჩიხირთმის გამო მოგყავდი რა.. სესილიას გავაღვიძებ, თორემ ისეთი სახეები გაქვთ მეცოდებით!-თქვა ანკამ და კარისაკენ შეტრიალდა. კართან მისული შედგა და გაეღიმა ეშმაკურად:
-დათა, შეგიძლია შეაღვიძო სესილია? მე მანამდე მაღაზიაში ჩავალ და ნაბეღლავებს ამოვიტან..-დათამ უკმაყოფილოდ გახედა სესილიას და მერე გივის.
-მიდი დავით, ოჯახის წევრი ხარ ჩემი..-ღიმილით უპასუხა გივიმ. დათაც წამოდგა და ანკას მკვლელი თვალებით გახედა. ოთახის კარი ფრთხილად გამოაღო და თხელ საბანში გახვეულ გოგონას დააკვირდა. საოცრად ლამაზი და კარგი იყო სესილია! როგორ უყვარდა და როგორ აგიჟებდა.. მის ლოგინთან ახლოს მივიდა და დააკვირდა მძინარე გოგოს. სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები და ხშირი წამწამები ჰქონდა სესილიას. ქერა თმა მხრებზე დაყროდა და მკერდი ზემოდან-ქვემოთ აუდიოდა. უყვარდა, მაგრამ ის არ უყვარდა ადამიანებში, რომლებთანაც მაქსიმალურად იხარჯებოდა ეჭვი რომ შეჰქონდათ. როგორ დაიჯერა სესილიამ რომ იყენებდა? დასცინოდა ზურგს უკან? ამის გახსენებაზე სახე მოეღუშა. სანამ დათა თავის ფიქრებში იყო გართული სესილიას

გამოეღვიძა.
დაინახა.
გაშრა.
სუნთქვა შეეკრა.
გაშტერდა და ემოციები ერთ სივრცეში მოაქცია.

-ანკა გეძახის,-მშვიდად უთხრა დათამ და კარისაკენ წავიდა. გავიდა თუ არა დათა სესილიამ მაშინვე ამოისუნთქა. სუნთქვის შეკავებისგან სახე გაუწითლდა და ხველება აუტყდა. წამოდგა საწოლიდან, დილის პროცედურები დაამთავრა და მაშინვე სამზარეულოსკენ გავიდა.

-მამას გოგო!-გივი მიეგება შვილს.
-მა,-ჩაეხუტა სესილია მამამისს და შეწუხებულ ირაკლის გახედა,-რამე მჟავე ხო?
-აუ, სესუკა! იმენა და ხარ რა..!-აღფრთოვანებულმა თქვა ირაკლიმ. სესილიამაც მაცივრიდან ყველაფერი გამოიღო, კაცები სამზარეულოდან გაუშვა და ჩიხირთმის მომზადება დაიწყო. მალე ანკაც შემოუერთდა და ყავასთან ერთად გაამზადეს კაცებისთვის საჭმელი.
-ჩვენ გავალთ რა. ისეთი მზეა საცოდაობაა ამ დროს სახლში ყოფნა,-თქვა სესილიამ და მაგიდაზე დადო პურით სავსე თეფში.
-ჩადით და ჩამოვალთ,-უპასუხა ყბა გამოტენილმა ირაკლიმ. გოგოებიც მოემზადნენ და ზღვაზე წავიდნენ. არც ერთს ხმა არ ამოუღია, არ ულაპარაკიათ თუმცა ორივე კარგად ხვდებოდა, რომ ბევრი ჰქონდათ სალაპარაკო. ანკამ არ იცოდა საიდან დაეწყო. ხვდებოდა, სესილია ძალიან განიცდიდა მომხდარს და აუცილებლად, ლაპარაკი ესაჭიროებოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ დაეწყო დათაზე ლაპარაკი. ზღვით ინებივრეს და შეზლონგებზე წამოწვნენ.

-აუ, დაილოცოს მზე, ზღვა და შენ რა!-უთხრა ანკამ და მზეს სახე მიუშვირა. სესილიას ხმა არ ამოუღია და უბრალოდ გახედა მზეზე მიფიცხებულ მეგობარს.
-არ გინდა დავილაპარაკოთ?-მოულოდნელად ჰკითხა ანკამ.
-რაზე? როგორი დებილი გოგო ვარ და რა სისულელე გავაკეთე?
-ჰო, თუნდაც მაგაზე. მაგასაც რომ მიხვდი ეგ უკვე დიდი პროგრესია..!
-არ მაპატიებს.
-გაპატიებს, ოღონდ ჯერ არა.
-ძალიან ამაყია.
-სიამაყე ყველაშია, სესო.
-ჰო, მაგრამ დათასთან განსაკუთრებით ხდება.
-ეგ არ უნდა გაგეკეთებინა, სესო. ბიჭი იმენა თვალებში შემოგციცინებს და შენს ყველანაირ მდგომარეობას ითვალისწინებს, ზედმეტს არაფერს აკეთებს და შენ კიდევ ეჭვი შეგაქვს.
-ვიცი, გგონია არ ვიცი? ჯერ კიდევ ბათუმისკენ რომ მოვდიოდი მაშინ მივხვდი ჩემს დანაშაულს, მაგრამ..
-ზედმეტად ჯიუტი ხარ! სანამ არ დაგადგა თავზე იქამდე საკუთარ თავთანაც კი არ აღიარე. არ არის კარგი სიჯიუტე ხო იცი, არა?-გააწყვეტინა ანკამ.
-დათაც ჯიუტია..
-რას ედრები დათას? შენი წონა გამოცდილება აქვს ცხოვრებაში ბიჭს. როცა ხედავ რომ არ ხარ გულგრილი მის მიმართ და იგივეს გრძნობ მისგანაც რატო იქმნი ძალით პრობლემებს? ხომ იცი ყველას სიყვარული ერთნაირი არაა.. დათა სხვა არის სესო, სხვა..!
-სხვა რომ არის არ მაპატიებს.. იცი, რა მითხრა? შენ მე სხვანაირი მეგონეო.. იმედები გავუცრუვე, გესმის?-აუცრემლიანდა სესილიას თვალები.
-სესო, დათა იცი როგორი ბიჭი იყო? მის მეგობრებში ყველაზე განსხვავებული. არასოდეს ზედმეტებს არ აკეთებდა. იყო არანორმალური და გიჟი მათთან ერთად, მაგრამ ზღვარს არასოდეს გადასდიოდა. ეგ და ლაშა იყვნენ ერთნაირები ზუსტად. ვერ იტანდნენ ვინმეს თუ ეჭვი შეჰქონდათ მათში. ზედმეტად გულახდილი და სუფთა ბიჭია. ტყუილით არასოდეს არ იწყებს ურთიერთობებს..
-ხოდა, საქმეც მაგაშია ანკა..! იმედი გავუცრუვე და რა იქნება არ ვიცი.. არადა, ვგრძნობ რომ ერთი დღე მის გარეშე გამიჭირდება,-დანანებით ჩაილაპარაკა სესილიამ,-როგორ მოახერხა, რომ ასე მოკლე პერიოდში ამხელა ადგილი დაიკავა?
-როგორ და ის სხვანაირია. ამას რომ ვამბობ იმას კი არ ნიშნავს, რომ ირაკლი ცუდია ან დათა ირაკლის ჯობს. ორივე ძმა ერთმანეთზე უკეთესია.. - უთხრა ანკამ და ამღერებულ ტელეფონს დახედა. ირაკლი ურეკავდა სად იყვნენ აინტერესებდათ. გაუთიშა თუ არა ტელეფონი თავზე წამოადგნენ ბიჭები გოგოებს. დათას არც კი შეუხედავს სესილიასთვის გაიხადა და მაშინვე ზღვაში შევიდა.
თითქოს ზღვა მეგობარია..
ყველას მეგობარი..
განუგეშებს და შენი თანამოაზრე ხდება..
ზღვას შეგიძლია უსიტყვოდ გაანდო შენი ფიქრები და ისიც მაშინვე განუგეშებს..
ცოტას აღელდება, მაგრამ ესეც საჭიროა.
ღელვა დაგამშვიდებს და ცოტა ხნით მაინც მოგწყვეტს რეალობას.



***


მეორე დღეს გივი გააცილეს თბილისში. გააცილეს გივი თუ არა, დათაც სახლიდან გავიდა და გვიანობამდე არ დაბრუნებულა. არც მათთან ერთად ყოფილა სანაპიროზე, მაგრამ ირაკლი ყოველთვის ყველგან დაჰყვებოდა გოგოებს. დათა დილას გადიოდა და საღამოს შემოდიოდა სახლში. მაქსიმალურად თავს არიდებდა სესილიას და სესილიაც კვდებოდა ინტერესით სად იყო, რას აკეთებდა.ამ პატარა ბათუმში ასეთი რა საქმეები გამოუჩნდა.

მისაღებში ისხდნენ ირაკლი და სესილია. ძალიან წვიმდა. ბათუმის წვიმა კი იცით, რომ დაიწყებს არ ჩერდება დიდხანს. დათა ისევ არ იყო სახლში, სესილიას კი მოთმინების ფიალა ევსებოდა. ისე გავიდა ერთი კვირა დათას მხოლოდ რამდენიმე წამით თუ ნახულობდა.
იჯდა ჩუმად თავისთვის და ტელევიზორს უყურებდა, მოულოდნელად კი ცრემლები წამოუვიდა. ჩუმად მოიწმინდა ცრემლები ისე, რომ ირაკლის არ დაენახა, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ბათუმის წვიმის მსგავსად სესილიას ცრემლებიც წვიმდა..

-რა გჭირს სესო? რამე გტკივა?-აღშფოთდა ირაკლი.
-არა, არაფერი. უბრალოდ..
-რა უბრალოდ, ტო? ვგავარ ნუცას ბაღელს?
-გული მეტკინა უცებ და მაგიტომ..-უპასუხა სესილიამ. ირაკლი გვერდზე დაუჯდა სესილიას და მაგრა ჩაეხუტა.
-რა ვქნა მითხარი? ნუ ტირი რა! ხო არ მოვკლავ შენი ცრემლების გამო? ბოლოს და ბოლოს ძმა არის. რამდენადაც კარგია, იმდენად მძიმეა.. ცოტაც რა.. სულ ცოტაც..
-სად არის?-ჰკითხა გაბედულად სესილიმ.
-ჯანდაბაში.. აღმა-დაღმა დადის. გგონია ვიცი?ერთი ის კი ვიცი, რომ თავი ექნება ახდილი შენზე ფიქრით..-გაუღიმა ირაკლიმ და თავზე აკოცა.
-არ მაპატიებს ამას..-უთხრა ირაკლის სესილიამ და მაგრა ჩაეხუტა. ირაკლი მართლა მისი უფროსი ძმა იყო, მისი მეგობარი, ანკასავით ჰყავდა. ყველაფერს უყვებოდა, ყველაზე მეტად ენდობოდა. აი, რაღაცნაირი იყო ირაკლი მისთვის.. მისაღების ოთახი ანკამ კივილით შემოგლიჯა.
-ვაიმე...! არ არსებობს!-კიოდა ანკა. მაშინვე წამოხტა ირაკლი და ისტერიკაში ჩავარდნილ საცოლისკენ მივიდა.
-რა მოხდა გოგო? რა გაღრიალებს?
-რა მოხდა? მოხდა ისეთი რაღაც ვერც ერთი ვერ გადარჩებით!
-ე, თქვი ეხლა!-გაუბრაზდა ირაკლი ანკას. ანკამაც ცრემლმორეულმა გახედა თავის მეგობარს, რომელიც მოკუნტული იჯდა სავარძელზე და გაოცებული უყურებდა ანკას:
-რა მოხდა და ჩვენი პატარა ბავშვიკო სტუდენტია..! ჩააბარა და პირველივეში მოხვდა..!-დაიყვირა ანკამ და სესილიას მიეჭრა.
-ღადაობ, ტო? ე, რა მაგარია!-ირაკლიც შეუერთდა ანკას და ორივე ეხუტებოდნენ გაოცებულ სესილიას.
-რა იცი, ანკა?
-რა ვიცი და შენ რო ძაან ტაკოი გოგო ხარ და არ ამოწმებ ეროვნული გამოცდების საიტს ვუზივარ რამდენიმე დღეა და დღეს ღამე ამ ორიგინალებმა ამ წამს დადეს შედეგები..!- ცრემლები მოსდიოდა ანკას სიხარულისგან და სესილიას ეფერებოდა,-დედას ვფიცავარ შენით ისე ვამაყობ, ისე, ისე, როგორც საქართველო ამაყობს თავისი გმირებით!- უთხრა ანკამ და მაშინვე სესილიას დედასთან დარეკა. ნინო სიხარულისგან კინაღამ ტელეფონში გამოძვრა. მოლოცვას-მოლოცვაზე იღებდა სესილია. ანკა კი-სესილიას პირველ დღეს გეგმავდა უკვე უნივერსიტეტში რა უნდა ჩაეცვა, თმა როგორ უნდა ჰქონოდა, მაშინვე ჩამორეკა ყველასთან და გააგებინა სესილიას ამბავი და ისიც გაარკვია ვინ მოხვდა მისი მეგობარი თუ მეგობრის და ან ძმა იმავე უნივერსიტეტში, რომ სესილია იქ მარტო არ ყოფილიყო. ჭკუაზე არ იყო ანკა სიხარულისგან.
სესილიასაც, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა.
რა თქმა უნდა, აკლდა.
დათა აკლდა თავისი ღიმილით..
აკლდა დათას თვალები სიხარულისგან, რომ ბრწყინავდნენ.
დათას ჩახუტება აკლდა და ის ემოცია რასაც ეს ერთი შეხება იწვევდა.
მაგრამ დათა არ ჩანდა.
არც ტელეფონზე,
არც სახლში.

ირაკლი მაშინვე მაღაზიაში ჩავიდა და უკან სასმელებით დახუნძლული ამოვიდა. კარი გაუღო თუ არა ანკამ ირაკლის მაშინვე იკივლა. მის უკან კოტოშა, მარიამი და თიკა იდგნენ. გიჟებივით შემოვარდნენ სურპრიზები და ჩაეხუტნენ უკვე სტუდენტ მეგობარს. დასხდნენ და ერთად აღნიშნეს სესილიას გასტუდენტება, მაგრამ დათა არსად ჩანდა. სესილია კი-სვამდა. სვამდა ყველა ჭიქას და გულის შეძახილებს სულ არ უსმენდა.


***

გვიანი ღამე იყო. ყველა სამზარეულოში იჯდა სესილიას გარდა. სესილია საყვარელ აივანზე იჯდა მოწნულ სავარძელში, ფეხები მაგიდაზე დაეწყო და უბრალოდ ცას უყურებდა. ცას, რომელზეც ერთი ვარსკვლავიც კი არ ჩანდა. უცებ იგრძნო, მონატრებული სურნელი. ეგონა, ეჩვენებოდა.. ეგონა, სიზმარში იყო. არ უნდოდა გამოფხიზლება, არ უნდოდა რეალობაში დაბრუნება, მაგრამ მაინც სცადა და გარისკა. სცადა და შემოატრიალდა. სიზმარი კი არა ცხადი იყო! ხომ უკვე აღვნიშნე ამ ბიჭის საოცარი გამოჩენები..!

შეტრიალებულს დათა დახვდა, რომელსაც ხელში ერთი ცალი წითელი ვარდი ეჭირა.

ამბობენ, წითელი ვარდი სიყვარულის სიმბოლოაო.. ამბობენ..

-გილოცავ, გასტუდენტებას..-მშვიდად უთხრა დათამ. ხმა.. ეს ხმა დათასას გავდა.. სითბოთი დახუნძლულიყო ეს ორი სიტყვა. სესილიამ ხმა ვერ ამოიღო და მიაშტერდა დათას შავ თვალებს, რომლებსაც კიდევ ჰქონდა ცოტა წითელი ხაზები შეპარული.

პულსი აუჩქარდა..
გული გაუჩერდა..

გაიქცა და დათას შეახტა.. დათას სუნი ღრმად შეიგრძნო და ტუჩები დათას კისერს მიაწება.

ორივემ იგრძნო ერთმანეთის ბუსუსები.
ორივემ იგრძნო თმის ღერიდან ტერფამდე გავლილი წერტილი..
მონატრებული სხეული დათამ უფრო მეტად ჩაიხუტა და უთქმელი სიტყვა აღარ იყო უთქმელი.. ეს იყო ცხადი და არა სიზმარი.. ეს იყო რისკი, რომლის შედეგზე არავინ არასოდეს უნდა ფიქრობდეს! გრძნობით ნათქვამი, არასოდესაა სანანებელი..

-უშენობა არ შემიძლია, იცი? დანახვის წამიდანვე შემიყვარდი.. მიყვარხარ სესილია ანდრონიკაშვილო! შენ ჩემი გქვია. ცაზე არც ვარსკვლავი მინდა, არც მზე.. როცა შენ მყავხარ გვერდზე სულ ერთია ყველაფერი..-სესილია დათას ერთი ნაბიჯით მოშორდა და გულ აჩქარებულმა შეხედა საყვარელ ადამიანს. გრძნობდა იგივეს.. ზუსტად იგივეს..ყველაფერი მნიშვნელობას მაშინ იძენდა მისთვის, როდესაც დათას შავ თვალებს ხედავდა.
-დათი, მიყვარხარ რა..- გაეღიმა დათას და სესილიას უკან გადადგმული ერთი ნაბიჯი შეამცირა.

აი, ეს იყო ყველაფერი ერთად..
უთქმელი სიტყვა და პირველი კოცნა ორივე ერთად..
საოცარი ბალანსი სიყვარულის..
საოცარი გრძნობების ზღვა, რომელშიც ორი ადამიანი ახლა უკვე თავისუფლად ცურავდა და დინებას უსწრებდა!


***

იმედი მაქვს მოგეწონებათ!
როგორ მახარებს თქვენი კომენტარები არ იცით უბრალოდ..!:)

დიდი მადლობა და ისევ, ველოდები შეფასებებს!
კრიტიკა არ დაიშუროთ!:)



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauu dzalian magari iyooo <3
--------------------
G.ke

 


№2  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auu ra kargiaa rom sherigdnen.es istoria miyvars dzalian da tavebs tu gazrdi ufro gamaxareb.ar myofnis rom vkitxulob.

 


№3  offline წევრი mani156

ძაალიიან მაგარიი იყო ^^ აუ დათაზე ვგიჟდებიი ^^^

 


№4  offline წევრი შამხათი

ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა, კარგი ისტორიაა, თბილი და საყვარელი. ჩემი სიმპათიები შენ love

 


№5 სტუმარი tamuna

Am motxrobashi kritika sheudzlebelia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent