შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 12.


1-04-2016, 00:00
ავტორი Supreme
ნანახია 3 321

  მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მინდოდა იოანეს გავყოლოდი, მაინც დავრჩი.
-არა, მეც ახალი მოსული ვარ.-მკრთალად გავიღიმე.
-კაფეში შევიდეთ.
  იქვე ერთ კომფორტულ კაფეს წავაწყდით და შევედით.
-აბა მითხარი, რას მიირთმევ.
-ყავას.-გავიღიმე და გამახსენდა რომ კაკისაც სულ ამას ვთხოვდი.
-ნამცხვარი.
-ეგეც შეიძლება.
  შეკვეთა გავაკეთეთ და ჩუმად დავსხედით კუთხის მაგიდასთან. უხერხულად ვგრძნობდი თავს.
-ჰო არ გცივა...პრინციპში ჟაკეტი გაცვია, უაზრო შეკითხვა იყო.-თავისივე დაბნეულობაზე გაეცინა.
-გუშინ ბევრად თამამი იყავი.-მეც ავყევი უხერხულობის გასაფანტად.
-გუშინ ნასვამიც ვიყავი.
-ჩემი ნახვისას იმედგაცრუებული ხო არ დარჩი?
-არა, როგორი ლამაზიც იყავი, ისეთივე დარჩი.-საყვარლად გამიღიმა.
-მადლობა.-კომპლიმენტი შევიფერე.
  9 საათამდე ვისხედით. ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ მინდოდა. ვერ ვფიქრობდი სერიოზულად. რატომ? ვერ ვიშორებ იოანეს, თან ეს ჟაკეტი. ვერაფერი გავუგე.
  სახლამდე მომაცილა და თავისი გზით წავიდა.
-აბა, რა მოხდა?-ნუცა მაშინვე შემომეგება კითხვებით.
-არაფერი საერთოდ.-უხასიათობის დამალვა არც მიცდია.
-ეს ჟაკეტი დემეტრემ მოგცა?-ამ კითხვაზე გული გამიჩერდა.
-აა...ჰო, შემცივდა.-მოვიტყუე და ოთახში შევედი.
-რადგან არ გამოგართვა, ესე იგი, ისევ აპირებს შენს ნახვას.-მითხრა ნუცამ ცბიერი ღიმილით და ლოგინზე წამოწვა.
-სიმართლე გითხრა, დიდად აღარ მინდა მისი ნახვა.
-რატომ? ასე ძალიან არ მოგეწონა?-ნუცას გაუკვირდა.
-არა, პირიქით, ძალიან საყვარელი ბიჭია, უბრალოდ ვერ ვფიქრობ, როგორი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს.
-აუ, კაკი აღარ მოგწონს, დემეტრეზე ვერ ფიქრობ, დარჩები ეგეთი ტემპებით მარტო.-გაიცინა.
-რა ვიზამთ, ალბათ ეგ არის ჩემი ბედი.-ავყევი და მეც წამოვწექი ლოგინზე.-დაღლილი ვარ და მშია.-წავიწუწუნე.
-პიცა გავაკეთოთ?
-მმ...მხიბლავს ეს იდეა.-ლოგინიდან წამოვდექი.
  მოკლედ, გემრიელი პიცა, ცივი კოკა-კოლა და ღამემაც მშვენივრად ჩაიარა. პირველი საათისთვის დავწექით, მაგრამ არ მეძინებოდა. ისევ იანვარს ემსგავსება ყველაფერი. ყავა გავიკეთე, იოანეს სუნით გაჟღენთილი ღია ნაცრისფერი სპორტული ჟაკეტი მოვიცვი და აივანზე დავჯექი. ასეთი ლამაზად ღამე არასდროს გამითენებია.
  ღრუბლები ახალი გაფანტული იყო, ვარკსვლავებით მოჭედილი ცა და დიდი სავსე მთვარე ზღვის ზედაპირზე ლაპლაპებდა. ცხვირი შეკრულ ჟაკეტში მქონდა ჩაყოფილი და იოანეს სუნს ხარბად ვისუნთქავდი. ეს ყველაფერი გულს მიჩქარებდა. როგორ მომნატრებია. შემაჟრჟოლა. არ მციოდა, უბრალოდ იოანეზე ფიქრები სისხლს მიყინავდა. მართლა ვერასდროს გავაქრობ მას ჩემი ცხოვრებიდან, ალბათ ასეც უნდა იყოს...
  კიდევ დიდხანს ვიფიქრებდი ამ ყველაფერზე, ნუცა რომ არ გამოსულიყო.
-კარგად ხარ?-მკითხა გაკვირვებულმა და გვერდზე მომიჯდა.
-კი, ვფიქრობდი უბრალოდ.
-რაზე?-ჟაკეტს შეხედა.-დემეტრეზე?
-არა, ისე, რაღაც უცნაური აზრი გამიჩნდა.
-რა აზრი?
-რა მოხდებოდა ორ დაქალს ერთი და იგივე ბიჭი რომ შეყვარებოდა. 
-რა სისულელეებზე ფიქრობ.-გაიცინა.
-ჰო, მართალი ხარ, სისულელეა. დაიკიდე.-გავუღიმე.-ნიკასთან რას შვები?
-არც არაფერს. ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ როგორც შენ ვერ ფიქრობ დემეტრეზე, ისე ვერ ვფიქრობ მეც ნიკაზე.
-ისევ იოანე გიყვარს?-ვკითხე ჩუმად.
-მაგას რატომ მეკითხები?-გაიცინა.-რა თქმა უნდა, კი. რა დროც არ უნდა გავიდეს, ალბათ ვერასდროს გადავიყვარებ. დებილი ვარ არა?
-არა, რატომ? მართლა სულელური შეკითხვა დავსვი. ამდენი წელია გიყვარს, ბუნებრივია ეს რამდენიმე თვე ვერაფერს შეცვლიდა.-მკრთალად გავიღიმე.
  ნუცამ ჟაკეტს ზედმიწევნით დაუწყო თვალიერება.
-რა იყო?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-არა, ამდენი ხანი ვუყურებდი და ახლა მივხვდი.-გაიცინა.-ზუსტად ასეთი ჟაკეტი აქვს იოანესაც. მისი საყვარელია. გამახსენდა უბრალოდ.-გაეღიმა.
-ჰაჰა, მართლა?-გული კინაღამ გამიჩერდა.
-ჰო, რა საოცარი დამთხვევაა.
-იოანეზე ყველაფერი იცი?-გამეცინა.
-ვიცოდი. ნუ, თითქმის ყველაფერი.
-არ გეზარებოდა მაინც?
-რა?-გაკვირვებულმა გამომხედა.
-ყველაფრის გაგება.
-არა, პირიქით მსიამოვნებდა, როცა იოანეზე რამე ახალს ვიგებდი. ახლაც ყველაფერს მივცემდი, ოღონდ მასზე თუნდ ჭორი გამეგო. იმდენად მენატრება...-თქვა ეს და მხიარულად წამოხტა.-კარგი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, ზედმეტად მამძიმებს.
-ჰო, გეთანხმები.-გული უკვე დაგლეჯილი მაქვს.
-მეძინება. შენ რას იზამ?
-ცოტა ხანი ვიჯდები და მერე მეც დავწვები.
-კარგი, არ გაათენო.
-შევეცდები.-გავუღიმე. 
  ნუცა სახლში შევიდა. ისევ ჩემ თავთან დავრჩი მარტო. უყვარს...ეს წინააღმდეგობა არასდროს გაქრება ჩემი და იოანეს ურთიერთობიდან. გაქრება? რაზე ვფიქრობ? ჩემი თავი შემხულდება ასე. დაქალია.
-არ შეიძლება, ავალიანო.-ვუმეორებდი ჩემ თავს.
  ჟაკეტს მაგრად მოვუჭირე ხელები და ავტირდი.
  დილის 6 საათამდე აივანზე ვიჯექი, გათენებისთვის რომ მეყურებინა, მერე ოთახში შევედი და დავწექი. ძლივს დავიძინე. 9 საათისთვის ნუცა თავზე დამახტა და ხმაურით ამაგდო ლოგინიდან.
-რა გინდა, რას მერჩი.-წავიწუწუნე.
-პლიჟზე გავდივართ, დროზე აეგდე.-იცინოდა, მაგრამ უცებ გაჩერდა.-იტირე?-ჩემს სახეს დააშტერდა.
-რაღაც სისულელეზე ვფიქრობდი და...
-შენ ღამე ძალიან ბევრ სისულელეზე ფიქრობდი, იმედია რაც მითხარი, იმაზე ორმაგად უარესი აზრი არ გაგიჩნდა.-გაიცინა.
-არა, ეგეთ იდიოტურ აზრებს გასაქანს აღარ მივცემ.-ავყევი.
  პლიაჟზე გავედით. მშვენიერი ამინდი იყო. ჩემ გემოზე ვიცურავე, გასარუჯადაც ვიწექი. პირველი საათისთვის შერატონთან ახლოს კაფეში დავსხედით დასასვენებლად, ნინო სახლში ავიდა.
-რას მიირთმევთ?-მოგვიახლოვდა ოფიციანტი, რომლის ხმაც უზომოდ მეცნო.
-იოანე?-ნუცა გაკვირვებული წამოხტა.
-რამდენი ნაცნობი სახეა.-იოანემ თავისი ღვთაებრივი სიცილით გაიცინა.-როგორ ხართ გოგოებო?-ისე იქცეოდა, თითქოს არც შემხვედრია.
-კარგად, შენ?-ნუცას თვალები სიხარულით უბრწყინავდა.-აქ რა გინდა?
-დასასვენებლად ჩამოვედი.-გაგვიცინა.
-მაშინ რატომ მუშაობ?-ასე მგონია, ნუცა თავის ნებაზე რომ მიმეშვა კითხვებით დაახრჩობდა.
-ზედმეტი ფული არ მაწყენს. თქვენ რას შვებით, ერთობით?-მე შემომხედა.
-კი, კი. არ გინდა ერთად გავიაროთ სადმე, როცა მოიცლი?
-სიამოვნებით.-გაუღიმა.-რას იტყვი, ანუკა, გაგიხარდება ჩემი ნახვა?-მიმზიდველად გამომხედა.
-შენი აზრით?-ჩემი ძველი იაზვური გამოხედვა დამიბრუნდა.
-უზომოდ.-ცალყბად გაიღიმა.
-აბა შენ იცი, იოცნებე, არ მოგკლავს, იმედია.-გამეცინა.
-რაც იყავი, ის დარჩი.-თითქოს ძველი იმედგაცრუება დაბრუნდა მის ხმაში.
-არც შევიცვლები.
-როდის ისწავლი ჭკუას.-ჩაიცინა.-კარგით, ახლა თქვენს შეკვეთას ველოდები.
-2 ცივი ყავა ნაყინით.-ნუცამ ჩქარა მიახალა.
-ძალიან კარგი, ახლავე მოგართმევთ.-გაგვიღიმა და გაგვეცალა.
-ნუცა, კარგად ხარ?-ვკითხე, როცა მისი აწითლებული სახე დავინახე.
-არა, არანაირად.-ხმა უკანკალებდა.-იოანე ვნახე, ანუკი, იოანე ვნახე.-თვალები სიხარულით აევსო.-უბედნიერესი ვარ.
-ვიცი.-თბილად გავუღიმე, გული კი მეფლითებოდა.
  შეკვეთა მოგვიტანა, ერთხელ გაგვიღიმა და ბართან გაჩერდა. მაგიდას ხელებით დაეყრდნო და ისევ დამიწყო ყურება. ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ ეს დაჟინებული მზერა მაგიჟებდა. 
-დღეს რომელზე ამთავრებ? გავიაროთ სადმე?-ნუცამ იოანეს განათებული თვალები მიაპყრო.
-8-ზე, მაგრამ დღეს ვერ მოვახერხებ.
-რატომ?
-ჩემი და უნდა წავიყვანო კვარიათში 9 საათისთვის.
-მანქანა გყავს? მართვის მოწმობა როდის აიღე?
-ამერიკიდან როცა ჩამოვედი.
-აუ, რა მაგარია.
-გეთანხმები.-ჩაიცინა.
-რამდ...-ნუცას ტელეფონმა დაურეკა.-ახლავე მოვალ.-მაგიდიდან ადგა და გვერდზე გავიდა.
-ჩემთან ლაპარაკს საერთოდ არ აპირებ?-გამომცდელად მიყურებდა.
-რა საჭიროა.
-შენი აზრით არაა?
-არანაირად.
-იგივე შეცდომებს უშვებ, რაც ადრე.
-არაუშავს.
-უშავს, მაგრამ დაიკიდე. ვხვდები რომ ვერაფერი შეგცვლის, მაგრამ მერე არ ინანო.-ცალყბად გამიღიმა.
-ჟაკეტს დაგიბრუნებ.
-შენ გქონდეს.
-არ მინდა, მაინც, გავიგე რომ შენი საყვარელია.
-ცნობებს აგროვებ ჩემზე?-გაეცინა.
-არა, უბრალოდ გავიგე.
-გასაგებია. 8 საათზე აქ მოდი და მომაწოდე, ვიცი, არ გინდა ნუცამ გაიგოს.
-კარგი, მადლობა.-მაგიდიდან წამოვდექი.
  ნუცა ამ დროს ბრუნდებოდა. გაკვირვებულმა გამომხედა.
-რა მოხდა?
-არაფერი, თავი მტკივა უბრალოდ, წავალ.-გავუღიმე.-დარჩი შენ.
-მარტო ხო არ გაგიშვებ, წამოდი.-გამიღიმა.-კარგად, იოანე.
-აბა თქვენ იცით, გოგოებო.-თვალისმომჭრელი ღიმილით დაგვატყვევა და მუშაობა განაგრძო.
  სახლში მივედით. მაშინვე წამოვწექი.
-რა ჭირი დაგემართა?-მკითხა ნუცამ სიცილით.
-რა ვიცი, უძილობის ბრალია ალბათ.
-დებილი ხარ რა.
-შენ რატომ გამომყევი?
-დებილივით დავმჯდარიყავი მარტო?-გაეცინა და თვითონაც წამოწვა.
-არა, მაინც იოანე იყო იქ...
-მერეც ვნახავ.
  1 საათით ჩამეძინა. ცოტა აზრზე მოვედი. შეტყობინებამ გამაღვიძა. კაკისგან. სხვათაშორის ხშირად მწერდა. კარგია რომ ურთიერთობა არ გაგვიფუჭდა. საღამოს 5-ზე პლიაჟზე გავედით. როცა დავბრუნდით, ჩქარა გადავივლე. ატმისფერი მოკლე თავისუფალი ზედა, დახეული ღია ცისფერი ჯინსის შორტი და კედები ჩავიცვი, თმა ავიწიე. იოანეს ჟაკეტი ხელში დავიჭირე და გასასვლელად გავემზადე.
-სად მიდიხარ?-ნუცამ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-ი...დემეტრეს ჟაკეტი უნდა დავუბრუნო.-კინაღამ სახელი შემეშალა, რა დებილი ვარ.
-ოჰოჰ, მიდი, მიდი, მალე.-გამიცინა.
  8-ისთვის კაფესთან ვიდექი და იოანეს ველოდებოდი.
-მეგონა არ მოხვიდოდი და დამიკიდებდი.-იოანეს ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-როგორც ხედავ, ეგრე არ მოვქცეულვარ.-თვალებში ჩავხედე.
-მადლობა.-გამიღიმა.
-კარგი, წავედი, კარგ...
  სიტყვა იოანეს მხურვალე კოცნამ გამაწყვეტინა. მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. როგორც ადრე, ახლაც ისევე გავითიშე. უბრალოდ არ შემეძლო მასზე უარის თქმა...
-იდიოტო!-ვუყვირე, როცა მომშორდა, მან კი უბრალოდ ჩაიცინა.
-მეც მომენატრე.-მაგრად ჩამეხუტა.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargia da rodis unda daawyviloo es orii <3 me 2,ki nika sheayvaree
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი Uhuu

auu es nuca rogor magizianebs,ese uarod shekvarebul xalxs ver vitan,vibme sxva sheakvaree raa

 


აი ძალიან ცუფად იქცევა რა ნუცას გამო არ უნდა დათმოს ყველაფერი ანკამ.უნდა დალეაპარაკოს ნუცას რა თან შანსიბარ აქ იოანეს მაიჯც ანკა უყვარს
--------------------
romantikosi mwerali

 


№4 სტუმარი ahahah

Auu male gagvixare guLebj

 


№5  offline წევრი S.likuna

dzalian kargiaaaa

 


№6  offline წევრი Supreme

დიდი მადლობა რომ კოთხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent