შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი ღამე –7– (ეპილოგი)

1-04-2016, 18:11
ავტორი sopiko
ნანახია 3 234

[თავი 7]
რა არის ცალმხრივი გრძნობა? გულში ჩახვეულ ტკივილად ქცეული სიყვარული? ჭია, რომელიც შიგნეულს გიხრავს... მხოლოდ ერთ შეგრძნებას გიტოვებს... შესაძლებლობები გეზღუდება და ღამით უკვე გგონია, რომ ყველაფრის უნარი წართმეული გაქვს სიყვარულის გარდა...
ასე ფიქრობდა ლინა... ამ ცალმხრივობის უსასრულობის გაგრძელების ეშინოდა, მაგრამ...
ერთი კითხვის ნიშანი მაინც რჩებოდა! ამ სამ დღეში გაბრიელის მეში ჩაბუდებული უჩვეულო კბენები და გავლებული ჟრუანტელი მომავალში უფრო ძლიერ და განსაკუთრებულ ფაზაში ხომ არ გადაიზრდებოდა? ჰმ, ხომ არ გადაიზარდა?!
ეს კითხვა აწმყოში მარტო იმიტომ მაინც უნდა დავსვათ, რომ საირმეში გატარებული ათი დღე ზმანება არ ყოფილა და რეალობა იყო! ლამაზი რეალობა!
მოდი, იქიდან გავაგრძელოთ, სადაც შევწყვიტეთ თხრობა...
იმ საღამოს ლინას მაღალი სიცხე მისცა... საწოლში ჩაფუთნულმა გოგონამ გაბრიელს რომ შეხედა, მასაც გაუწოდა თერმომეტრი, ისეთი წითელი ხარ და ისე დაგბერვია ძარღვები, შენც სიცხე ხომ არ გაქვსო... მამაკაცს თითქოს დანაშაულზე წაუსწრესო, ისე აერია სიტყვები ერთმანეთში და საჭმელი ქურაზე დავტოვეო, ამის მიზეზით გაიქცა სადღაც.
ლინას ჩაეღიმა, მაგრამ ეს იმაში არ არწმუნებდა, რომ გაბრიელს უყვარდა... ან კი შეიძლებოდა მოსამართლეს ობოლი, დიდ ქვეყანაში დარჩენილი პატარა არსება შეყვარებოდა, რომელიც თავისი უბადრუკი ცხოვრებითაც კი კმაყოფილი იყო?!
მეორე დღეს ენერგიის მოზღვავება იგრძნო და წამოდგომა დააპირა, თუმცა ვინ დააცადა... გვერდით გაბრიელი აესვეტა და ოთახიდან გასვლის საშუალებაც კი არ მისცა...
რა მოხდა კვირას? კვირას ლინა უკვე ფეხზე იყო და კარადის თავზე შემთხვევით გიტარა აღმოაჩინა. გაბრიელმა არ დაუმალა, ადრე ვუკრავდიო, მაგრამ ახლად გამოკეთებული ქალიშვილის ხათრით ადრე ახლად აქცია...
შესაძლებელია ეს მხოლოდ ხათრიც არ იყო... ანდაც არც გამოკეთებასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ლინა ვერ უგებდა შიშველ ღამეს გაცნობილ მამაკაცს და სხვას რა ძალა შესწევდა...
მეოთხე ღამეს მეხუთე მიყვა, მეხუთეს მეექვე, მეექვსეს მეშვიდე და არც მეათე დღეს დაუწყვეტია გული ჩვენი გმირებისთვის!
სინამდვილეს თვალი რომ გავუსწოროთ, დასწყვიტა კიდეც... ეს სევდა განსაკუთრებით ლინას ეტყობოდა. მთელი დღე ხმას არ იღებდა. უხმოდ გააკეთა საჭმელი და გაბრიელს უარი უთხრა დახმარებაზე. ეს ბოლო დღეები არც ერთხელ არ დაუხველებია და რა ფილტვების ანთებაზე იყო ლაპარაკი... ხო, ჩავიდოდნენ თუ არა ერთმანეთს დაშორდებოდნენ, მერე უკეთეს შემთხვევაში გაბრიელი რამდენჯერმე ტელეფონზე დაურეკავდა, უარესში კი...
დაღამდა. გაბრიელი ხის მორზე ლინას გვერდით ჩამოჯდა და ცეცხლს ხელები შეუშვირა.
–ხვალ დილით ადრე წავალთ.–უღიმღამოდ თქვა მან.
–მე მეგონა საღამოსთვის წავიდოდით...–ლინას თვალებში თხოვნამ გაიელვა, მაგრამ მამაკაცს არაფერი შეუმჩნევია... ან არ უნდოდა შეემჩნია...
–ნიკომ დამირეკა. საქმე არ იცდის.–ასეთი ცივი არასდროს ყოფილა ლინას მიმართ. პირიქით სულ უღიმოდა და ხელები თავისით გაურბოდა მისკენ.
–აჰა... რადგან საქმეა...–გრძელი კაბა უფრო მეტად ჩამოქაჩა ქვემოთ და წამოიმართა.–მაშინ დავიძინებ. ხვალ დილით რომ არ გალოდინო...
გაბრიელმა თავის დაქნევით უპასუხა.
–და კიდევ...–გულმა არ მოუთმინა და უკვე სახლთან მიახლოებული შემოტრიალდა ლინა.–მადლობელი ვარ, გაბრიელ! ჩემი მადლიერება საზღვრებს ისე გაცდა, ვერც კი გავიგე...
ამით ყველაფერი იყო ნათქვამი... გაბრიელმა კი ამ ყველაფერსაც ვერ გაუგო გემო.
იმ ღამემ საბურველი ჩაიცვა და ლინამ ვერ დაინახა საყვარელ მამაკაცში ვერაფერი... საერთოდ ვერაფერი...
ეს უკანასკნელი ღამე იყო... მეცამეტე ღამე.

მანქანა სასაფლაოსთან გაჩერდა.
გაბრიელი სუფთა ჰაერზე გადმოვიდა და სიოს შესციცინა. მას უმალ უკან გადმოყვა ლინაც.
–აქ რატომ გავჩერდით?–ათრთოლებული ხმით იკითხა და თვალი ძმის საფლავისკენ გააპარა.
–ლინა, ახლა არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯში შენი ძმის საფლავია... მე აქ იმიტომ მოგიყვანე, რომ ამ ადგილიდან დაიწყო ჩემთვის შიშველი ღამეების სერია... აქედან დაიწყო ჩემს გულში საოცარი აურზაური... ამ აურზაურის ცენტრში კი ყოველთვის შენ იდექი და ყველაფერს აშუქებდი! ლინა, განა ეს სანტიმენტალურობაა? თუ რომანტიზმის ფუჭი ცდაა?–მაჯებზე ხელები ჩაავლო და გაუღიმა... გაუღიმა ისე, როგორც მხოლოდ ლინას უღიმოდა ხოლმე.
–არ ვიცი, რა ჰქვია ამას შენს ენაზე... მაგრამ ჩემთვის ეს ბედნიერებაა!–აღტაცებულმა შესძახა ლინამ და სიხარულის ცრემლები გადმოყარა.–მართალია შენ ძალიან გვიან მაცნობე ამ სანტიმენტალურობის შესახებ, მაგრამ მე ამისთვისაც დიდად მადლობელი ვარ! და... და...
–საქმე მოგვარებულია, ლინა!–ტუჩებზე თითი გაკრეჭილმა ააფარა გაბრიელმა.–დღეიდან მეც შენს ენაზე ვიმეტყველებ! ახლა კი... ჩვენს სამოთხეში დავბრუნდეთ!
–ხო, ნუ იბუზები, ფილტვების ანთება მართლა კი არ გაქვს!–სანამ მანქანაში ჩაჯდებოდნენ, მხრებში ძალით გაასწორა მამაკაცმა ლინა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
გზაზე ავტომობილი მიფრინავდა... კი არ მიდიოდა, მიფრინავდა! ეს იმ სანტიმენტალურობის და რომანტიზმის ფრთების წყალობით, შიშველ ღამეს რომ დაიბადა და სიყვარული რომ ერქვა!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
გინდ დასასრული უწოდეთ ამ თავს, გინდ ეპილოგი, მაგრამ მე კი ძალიან, ძალიან მიყვარს!
ლინა? ლინა ჩემთვის სხვა სამყაროა! მისი სული საოცრად სუფთაა, ჩემი სხვა გმირებისგან განსხვავებით...
გაბრიელი? გაბრიელი იდეალური მამაკაცია! პირველად ჩემს შემოქმედებაში მას ნაკლი არ გააჩნია!
ახლა რა გითხრათ... როგორ გამოვხატო ის ბედნიერება, რომელსაც თქვენი კომენტარების კითხვა მანიჭებდა? ერთი რამ იცოდეთ! ყველაზე კარგები ხართ, ყველაზე თბილები და ყველაზე ტკბილები... თეო, ბლექ, თედ'უნია, მერი, ანამარია, თაკო და რა ვიცი კიდევ... უღრმესი მადლობა!
ველი საბოლოო, გადამწყვეტ შეფასებებს!
ხო, დავბრუნდები ალბათ მალე... დავბრუნდები ახალი ისტორიით!
უყვარხართ სოფიკოს!

№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

მე კიდე მინდოდა მაგრამ ესეც კარგი იყო love

№2 სტუმარი tamuna

Kargi gogo xar Shen...me miyvars es ori gmiri

№3  offline წევრი teddy))

Bolo tavi chemtvis gansakutrebuli iyo! Tavidan ukve siyvaruzle rom gkonda saubari vifiqre, rgaca maklia-metqi, magram ara arc araferi maklia da amas mivxvdi bolomde, rom wavikitxe! Sanam ar waikitxav ganacheni ar gamoitano :D tavidan megona aamas rom gaigebda, rom moatyua gaubrazdeboda :D dzalian momewona da male dagvibrundi! Gansxvavebuli personajebia! ,,Es arc sentimetalobaa, da arc romantizmis cda''... Ragac amdagvari sidyvebi warmostkva bichma da es ganskautrebit momewona, eg ki ara erix maria remarki gamaxsenda :D <3 dzalian momewona da piriqit shen madloba, rom gavsiamovneb yovel axal istoriaze! Bechduri shecdoembic araa da dzalian momwons! <3

№4 სტუმარი Teo..

Kargi iyo sofi.cota meti mindoda magram asec kargi uyo.gelodebi axali istoriit...

№5 სტუმარი Black

Gushin wavikitxe magram am komentaristvis ver movicale:/sopo shen xar,ai ar vici sagol kargad dasrulda;) <3

№6  offline მოდერი sopiko

aanamaria
მე კიდე მინდოდა მაგრამ ესეც კარგი იყო love

გმადლობ, ანამარია love სათქმელი აღარაფერი მქონდა და გამოდის, რომ ერთი და იგივე უნდა მეტკეპნა.
tamuna
Kargi gogo xar Shen...me miyvars es ori gmiri

გმადლობ, თამუნა! love მეც ძალიან მიყვარს ორივე...
teddy))
Bolo tavi chemtvis gansakutrebuli iyo! Tavidan ukve siyvaruzle rom gkonda saubari vifiqre, rgaca maklia-metqi, magram ara arc araferi maklia da amas mivxvdi bolomde, rom wavikitxe! Sanam ar waikitxav ganacheni ar gamoitano :D tavidan megona aamas rom gaigebda, rom moatyua gaubrazdeboda :D dzalian momewona da male dagvibrundi! Gansxvavebuli personajebia! ,,Es arc sentimetalobaa, da arc romantizmis cda''... Ragac amdagvari sidyvebi warmostkva bichma da es ganskautrebit momewona, eg ki ara erix maria remarki gamaxsenda :D <3 dzalian momewona da piriqit shen madloba, rom gavsiamovneb yovel axal istoriaze! Bechduri shecdoembic araa da dzalian momwons! <3

თედ'უნია love უჰ, როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა! ერიხ მარია რემარკი ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მწერალია lol
Teo..
Kargi iyo sofi.cota meti mindoda magram asec kargi uyo.gelodebi axali istoriit...

თეუსიუს, დიდი მადლობა request მეტად აღარ შემეძლო განვრცობა... ლინა და გაბრიელი გავაბედნიერე და ორივეს დავემშვიდობე, თუმცა შემპირდნენ, მოგინახულებთ ხოლმეო... tongue
Black
Gushin wavikitxe magram am komentaristvis ver movicale:/sopo shen xar,ai ar vici sagol kargad dasrulda;) <3

ბლექ, დიდი მადლობა request

№7  offline ადმინი შამანი

არ დაგიმალავ და სხვანაირ დასარულს ველოდი. უფრო სწორედ ასეთ,ბედნიერ დასარულს მაგრამ სხვანაირად აღწერილს. მაგრამ , მთლიანობაში მართლაც ბევრი სიკეთით და სითბოთI სავსე ისტორია გამოვიდა. მომეწონა შენი პერსონაჟები. რაც მთავარია,კითხვით ვისიამოვნე <3
წარმატებები :*
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

№8  offline მოდერი sopiko

შამანი

ხო, ნინე, მართლაც რამდენიმე დღის შემდეგ რომ გადავიკითხე, მივხვდი, რომ ვიჩქარე...
არ უნდა გამეფუჭებინა ეს ისტორია ასე.
დიიდი მადლობა heart_eyes
ხო, ახლა ჩავუჯექი ჩემს პროფაილს და თუ პოზიტივი და ცოტა გამხიარულება გსურს, ''აფერისტი მაჭანკალი'' წაიკითხე :დდ კადნიერი მე!

№9  offline ადმინი შამანი

sopiko

არაუშავს,მაინც მშვენიერი ისტორია გამოვიდა. მერე კი შეიტან შესწორებებს შენ,როცა გადახედავ სხვა დროს და დაარედაქტირებ. აუცილებლად,დღეს წავიკითხავ მაშინ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent