თვალებმა გაგცეს (11)
შუაღამეს რა თქმა უნდა საშინლად დაცხა და შეწუხებულ ბრიანას გაეღვიძა. ჰაერი არ ჰყოფნიდა და იძულებული იყო ელასტიკები და მაიკა გაეხადა. ფრთხილად გამოძვრა ლიამის მკლავებიდან და საწოლზე წამოჯდა. -მმმ... ბრი სად წახვედი? - ამოიბურდღუნა ნახევრად-მძინარე მამაკაცმა. -აქ ვარ - ჩურჩულით უპასუხა გოგონამ და სწრაფად გაიხადა ზედმეტი ტანსაცმელი. -მოდი რა - ეს თქვა ძილისგან დაბოხებული ხმით და თვალებდახუჭულმა ხელი გაამოძრავა ბრიანას მოსაძებნად. -მაცადე ერთწამს - მაისური გვერდზე გადადო და ისევ საწოლზე ჩამოჯდა. -აი რომ არ დამიჯერე - ტუჩის კუთხე მაინც ჩატეხა ლიამმა მიუხედავად იმისა, რომ ალბათ იმ მომენტში ვერ აზროვნებდა. -ოოო... - ამოიბუზღუნა და ისე დაუბრუნდა თავის ადგილს. -ასე უკეთესია - ამოილაპარაკა კმაყოფილმა, გოგონას მხურვალე ხელი შიშველ წელზე მოხვია, თავი კი მის კისერში ჩარგო და ისე მიეხუტა. ბრიანას ჟრუანტელმა დაუარა. ლიამის ტუჩები ყელზე ეხებოდნენ და მისი ცხელი სუნთქვა კისერზე ეცემოდა. ყოველი წერტილი ეწვოდა, სადაც მის კანს გრძნობდა თავის სხეულზე და საოცრად აფორიაქებულიყო. -დამშვიდდი, გული ჩიტივით გიფართხალებს - ტკბილად უჩურჩულა ყურში ლიამმა და ძალიან შერცხვა. -არ მიფართხალებს, შარზე ხარ შენ! - შეუბღვირა ჩურჩულით. -პატარა, აღელვებული ქალბატონი... - მოსიყვარულე ტონით განაგრძობდა მამაკაცი. -ლიამ, გეყოფა! - შეეცადა მკაცრად ეპასუხა, რადგან უფრო და უფრო მატულობდა მისი მღელვარება. -რატომ? - ჰკითხა მშვიდი ტონით და უკვე გამოფხიზლებულმა თავი ოდნავ წამოწია. ოთახში ძალიან ბნელოდა, თუმცა მთვარის სუსტ სინათლეზე ჩანდა რა ახლოს იყო მათი სახეები.. ბრიანა ლიამის ყოველ ამოსუნთქვას საკუთარ სახეზე გრძნობდა და ეს ყველაფერი მალე „მეგობრის“ ნიღაბს ჩამოხსნიდა ორივეს... -იმიტომ რომ უნდა დავიძინო - უპასუხა დაუყოვნებლად. -გული ყოველთვის ასე სწრაფად გიცემს? - თავდაჯერებული ტონით განაგრძო გოგონას „წამება“. -როცა მინდა როგორც მინდა ისე მიცემს! - ჯიუტად განაცხადა ბრინამ. -ვითომ? - ტუჩის კუთხე კმაყოფილმა ჩატეხა და თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ. -კი - ბრიანას ტონი გაცილებით მერყევი გახდა. -როცა ჩემთან ახლოს ხარ ყოველთვის აღელვებული ხარ - დარწმუნებით განაცხადა ლიამმა. -რაღაც გეჩვენება - მაშინვე იუარა და მზერა მამაკაცის ტუჩებისკენ გაექცა. ლიამმა მაშინვე დააფიქსირა და თავისი „გამოცდა“ უფრო „გაართულა“, თავისი სახე ბრინას სახეს მიუახლოვა. -აღიარე, რომ ასე არაა -რატომ უნდა ვაღიარო როცა ასე არაა? - მხრები აიჩეჩა ვითომ გაკვირვებულმა. მამაკაცმა ხელის თითები ბრიანას მუცელზე მსუბუქად გაასრიალა და შედეგმაც არ დააყოვნა.. გოგონას გულისცემა წამში გაასმაგდა, სუნთქვა გაუხშირდა და დაბნეულად ააფახულა თვალები. -კარგი.. ძილინებისა... - მოსიყვარულე თვალებით გაუღიმა, შემდეგ შუბლზე ნაზად აკოცა და თბილად ჩაიცინა. ბრინას წვალება აღარ უნდოდა, ამიტომ გოგონას შიშველ სხეულზე აწეპებული გვერდზე მიიწია ოდნავ მოშორებით. -ძილინებისა.. - უპასუხა გოგონამაც. თავი ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიტრიალებული. ხან ერთი გაახელდა თვალებს და ხან მეორე, თუმცა როდესაც დაინახავდნენ, რომ მეორე თვალის გახელას აპირებდა, ისევ ხუჭავდნენ. რამდენიმე წუთი ასეთ დუმილში მიილია, თუმცა ლიამიც და ბრინაც სრულიად გამოფხიზლებულები იყვნენ. -ლიამ, გძინავს? - ჰკითხა გოგონამ ფრთხილი ტონით. -არა.. შენ რატომ არ გძინავს? - არ დააყოვნა პასუხმა. -მცივა.. - თქვა ოდნავ გაუბედავად, რადგან ამ სიტყვის იქით იმალებოდა სიტყვა „ჩამეხუტე“. -ტანსაცმელი მოგცე? - შეწუხებულმა წამოყო თავი. -არა, არაა საჭირო - იუარა მაშინვე და უხერხულად შეიშმუშნა, როდესაც ლიამის პრესი დაინახა. -არ მეზარება, თუ გინდა მოგიტან რამე მაისურს - თქვა მზრუნველი ტონით, არადა პირველივე სიტყვიდან მიხვდა გოგონას ჩანაფიქრს, უბრალოდ უნდოდა ბრიანა გამოეჭირა. -აღარ მცივა... ძილინებისა - უპასუხა მოკლედ და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ლიამს მის უტეხ ხასიათზე ჩაეღიმა.. გაიფიქრა რა საყვარელიაო და ბრის ზურგიდან მიეხუტა. -ახლა ხომ აღარ გცივა? - ჰკითხა თბილად და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ნწ.. - თავი გააქნია და კმაყოფილს გაეღიმა. ისევ აუჩქარდა გული, მაინც აუჩქარდა... მაგრამ სწორედ ეს გრძნობა მოსწონდა სიგიჟემდე.. საყვარელი მამაკაცის მკალვებში მონებივრეს მაშინვე ჩაეძინა. -ძილისგუდაა, გაიღვიძე! - დილით ლიამის ხმამ გააღვიძა და უკმაყოფილოდ ჭყიტა თვალები. -რაგინდაა.. - ამოიბუზღუნა და გაიზმორა. -ადექი მალე, ხომ არ დაგავიწყდა დღეს რა დღეა? - ჰკითხა ენერგიულად. -აუ ხო ასადგომი ვარ.. ქეითს ჩემი დახმარება დასჭირდება - ზლაზვნით წამოჯდა და ამოიოხრა, შემდეგ კი ლიამს გახედა ოთახიდან გადიო. -რაგინდა ჩემგან - გაიკვირვა მამაკაცმა. -მარტო მინდა ჩემს ოთახში დავრჩე - თქვა მომთხოვნი ტონით. -კარგი რა.. გრცხვენია? - მხიარულად ახარხარდა ლიამი. -გადი! - შეუბღვირა გაბრაზებულმა. -კარგი ხო - დანებებულმა ასწია ხელები და მაინც ფხუკუნით გაიხურა ოთახის კარი. -დებილი - თქვა უკმაყოფილოდ, თუმცა მაინც ღიმილი გაეპარა სახეზე. მალევე ჩაიცვა მუქი ჯინსი, შავი ზედა და შავი კეტები... კაბის ყუთში მალულად ჩადო შავი კუსლიანი ფეხსაცმელი და პატარა შავი ჩანთა. არ უნდოდა ლიამს ეს ყველაფერი ქორწილამდე ენახა... შემდეგ კი უბრალოდ თავის თავს სარკეში თვალი შეავლო და პირველ სართულზე ჩავიდა. -ოჰო.. საქორწილოდ ხარ გამოწყობილი - ირონიულად ჩაიცინა ლიამმა. -შენც - ენა გამოუყო სპორტულებში გამოწყობილ მამაკაცს. -ვიცი, მადლობა - თვალი ჩაუკრა ბრინას. მალევე ისაუზმეს და მეგობრებისკენ გაეშურნენ. ლიამმა ბრინა ქეითთან დატოვა, თვითონ კი დეივთან, მეთიუსთან და ბენთან წავიდა. -ქეით! ულამაზესი ხარ! - გაეკრიჭა საქორწილო კაბაში გამოპრანჭულ მეგობარს. -აუ, დეივს მოვეწონები? - აღელვებულმა გადახედა მეგობრებს. -რა თქმა უნდა მოეწონები! - შეიცხადა მიამ. -არ მოეწონები და სხვა გზა არ ექნება, მაინც ცოლად მოგიყვანს - გაეხუმრა ემილი. -მოეწონები ქეით, პირს დააღებს - თავდაჯერებულად უთხრა ბრინამ. -კარგი, ეგ გასაგებია, მაგრამ ახლა მე მაქვს სხვა საქმე - წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ემილიმ, თან ცალი თითი ჰაერში აზიდა და ბრიანას წინ აესვეტა. -რამე ხდება? - იკითხა გაკვირვებულმა ბრინამ. -კი.. გაგვაგებინე რა ხდება შენსა და ლიამს შორის. მეტს ვეღარ ვითმენ, ერთი თვეა თქვენს წამებას ვუყურებ - განაცხადა უკმაყოფილო ტონით. -ხო მართლა... რა წესია არაფერს რომ არ გვეუბნები - დოინჯშემორტყმული პატარძალიც გვერდზე მიუდგა ემილის. -არაფერი არ ხდება, რა უნდა ხდებოდეს - მხრები აიჩეჩა და საწყლად ამოიბურტყუნა. -კი, კი როგორ არა - ჩაიცინა ემილიმ ირონიულად - რა ხდება იმხელა სახლში მარტოები რომ ხართ, ან მთელი დღე ერთად რომ ხართ.. ან თუნდაც ჩვენს თვალწინ თვალებს რომ უჟუჟუნებთ ერთანეთს? -ნეტა მარტო უჟუჟუნებდნენ - ჩაერთო ქეითი - მარტო ჟუჟუნია ის, რა დღეშიც ესენი არიან? მარტოებს ალბათ გადადმული აქვთ სახლი - დაამატა და ჩაეცინა. -აუ კარგით რაა! - ამოიბუზღუნა ბრიანამ. - მართლა არაფერი არ ხდება... ნუ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ... - დაამატა ბედნიერებით გაცისკროვნებულმა. -რაც საჭროა მოხდა უკვე.. ყურებამდე შეყვარებული ხარ შენც და ის ვაჟბატონიც - გაეცინა მიას. -ლიამისთვის არ მიჩვენებია ის კაბა, დღეს რაც უნდა ჩავიცვა - ეშმაკურად ჩაიცინა და მეგობრებს გადახედა. -ოჰოო! მეგონა დღესაც არ გექნებოდა შენი მოსაწონი კაბა ნანახი! - გაუკვირდა ემილის - მიდი აბა გვანახე ერთი რაარის ასეთი 3 დღე რომ ეძებდი... -რომ ჩავიცვავ ნახავთ მერე - უპასუხა კმაყოფილმა. -აუ, ვერ დავიჯერებ რომ არაფერი არ ხდება.. რაღაც მაინც მოხდებოდა და ნუ გვიმალავ ახლა - თვალები დაუბრიალა ქეითმა. -რა უნდა მომხდარიყო - გულუბრყვილოდ გაიკვირვა გოგონამ. -არ უცდია ეკოცნა? - პატარძალმა გაოცებულმა დააღო პირი. -არა... არ გვინდა ასე მოხდეს - თქვა და ამის შემდეგღა გააანალიზა, რომ ზედმეტი წამოცდა. -რაო? თქვენ გოგო კარგად ხართ თუ შეიშალეთ - აკისკისდა ემილი - არ გინდათ რას ქვია.. შეთანხმდით სიყვარულს როდის აგიხსნიდა? - სიცილს არ წყვეტდა გოგონა. -არა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ქორწილში მეტყვის ყველაფერს - თავისი წინათგრძნობა გაუმხილა დაქალებს. -ერთი არ უთქვამს, დავუჩეჩქვავ თავს! - მუშტი მოიღერა ქეითმა. -შენ პატარძალი ხარ, ენერგია სხვა რამისთვის შემოინახე - ახარხარდა მია. -არ ინერვიულო, ეგ მოგვარებულია უკვე - თვალი ჩაუკრა დაქალს. -გარყვნილებო - ენა გამოუყო მიამ. ბევრი იჭორავეს და სანამ ქორწილამდე 2 საათი არ იყო დარჩენილი დანარჩენმა გოგოებმა მომზადება არ „იკადრეს“. შემდეგ კი გული უსკდებოდათ არ დაეგვიანათ. ბრიანას კაბამ გაოცების შეძახილები გამოიწვია მეგობრებში. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა - თვალებზე ყავისფერი ჩრდილები დაიდო, შავი ლაინერი ლამაზად წაისვა.. ტუჩები კი კაბის მსგავსად, სისხლისფერ წითლად შეიღება. გოგოები იცინოდნენ, ეგეთ ტუჩებს რომ დაინახავს გაკოცებს კიარა მოგაჭამსო. ამდენი ხუმრობის მიუხედავად, ბრიანა ისე იყო აღელვებული როგორც არასდროს... ელოდა რომ ლიამი ყველაფერს ის საღამოს ეტყოდა და ეშინოდა იმედები არ გაცრუებოდა, რადგან მართლა ძალიან ნაწყენი დარჩებოდა. თან იმის ეშინოდა, რომ მამაკაცი ყველაფერს ეტყოდა... ჯვრისწერამ და ხელის მოწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, თუმცა ბრინას ლიამი არ უნახავს. ქეიფი მის რესტორანში იყო და როგორც რესტორნის მფლობელი მომსახურე პერსონალს ყურადღებას აქცევდა, რომ ნეფე-პატარძალს ყველაფერი იდეალურად დახვედროდა. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ დაესწრო ქორწილს, თუმცა ბრიანასთან შეხვედრა ვერ მოახერხა... არადა როგორ უნდოდა გამოპრანჭული ბრინას ნახვა... იცოდა რომ ულამაზესი იქნებოდა და მოსვენებას აკარგვინებდა ის ფაქტი, რომ ბევრი ხარბი თვალი მიაჩერდებოდა. გოგონამ ისედაც იცოდა, რომ ლიამი დაკავებული იყო და ამიტომ არც უცდია მისი მოძებნა. რესტორანს საღამოს 9 საათზე მიადგნენ. სიგნალებით აიკლეს ქუჩები და ჟივილ-ხივილით შეაღეს რესტორნის კარი. სადღესასწაულო დარბაზი საოცრად იყო მორთული. ქეითს კაბის შესაკრავი გაეხსნა და ამიტომ გოგონები საპირფარეშოში შეიმალნენ. მალევე მოაწესრიგეს პატარძალი და უკან, დარბაზში დაბრუნდნენ. ბრიანამ მათ უთხრა, რომ თვითონაც მალე გამოვიდოდა. სარკეში ჩაიხედა და მაკიაჟი შეალამაზა. შემდეგი კი, საკუთარი თავით კმაყოფილი გარეთ გამოვიდა. დარბაზში შესულმა პირდაპირ ლიამი დაინახა... მამაკაცი მომლოდინე მზერით ვიღაცას ეძებდა. ბრინასკენ შემოტრიალდა და ერთ ადგილზე გაშრა. ბრინას ისედაც ნანახი ჰყავდა ადრე ლიამი ასეთ ფორმაში, თუმცა იმ დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო. მამაკაცის მზერაში დაუოკებელი ჟინი და ცეცხლი დაინახა, უზომო ვნება... და გული აუჩქარდა, ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ლიამი თავდაჯერებულად დაიძრა ბრიანასკენ კმაყოფილი მზერით. მიუახლოვდა, ხელი წელზე შეუცურა და მის ყურთან დაიხარა. -ულამაზესი ხარ... -მადლობ - მორცხვად გაუღიმა მამაკაცს და საყვარელ თაფლისფერ თვალებში შეხედა. ლიამმა მისი მარცხენა ხელი აიღო და გოგონას მზერა გაუსწორა - ანიშნა გამომყევიო. ბრინა უკომენტაროდ დაემორჩილა. ლიამის უკან მიმავალს გული უსწრაფესად უცემდა. მამაკაცმა ის მეორე სართულზე, ვერანდაზე აიყვანა. ირგვლივ სიბნელე იყო, მხოლოდ მთვარის შუქზე ხედავდნენ ერთმანეთის სილუეტებს. გავიდნენ თუ არა ჰაერზე, ლიამმა ბრინა კედელზე ააკრა, ორივე ხელი წელზე მოხვია და ტუჩებზე ეცა. მოწყურებული მხეცივით უკოცნიდა ბაგეებს და არ ჩერდებოდა. გოგონა ამას ნამდვილად არ ელოდა. გამოუცდელი ხელები კისერზე შემოაწყო და შეეცადა კოცნაში აყოლოდა. ვერავინ აღწერს იმწამს მის ორგანიზმში და გონებაში რა ხდებოდა.. ყველაფერი ტრიალებდა, სამყარო ბუნდოვანი იყო, გონება ნახევრად დაბინდული ჰქონდა, მხოლოდ ლიამის შეხებას და კოცნას აღიქვამდა.. თუმცა ესეც ჰყოფნიდა, მეტი არც უნდოდა... ცხოვრებაში პირველ კოცნას ცხოვრების პირველ სიყვარულს უზიარებდა. მას ლიამი ყველანაირად უყვარდა - ბავშვურად, თინეიჯერულად, ქალურად... ყველა გრძნობა იყო თავმოყრილი მის ლიამისადმი გრძნობაში და სწორედ ამიტომ იყო ეს ყველაფერი ასეთი განსაკუთრებული... მამაკაცი საოცრად ვნებიანი იყო... მთელი გრძნობით კოცნიდა საყვარელ ქალს ტუჩებზე... სიყვარულით, სითბოთი და მზრუნველობით სავსე შეხებით. მისი პაწაწინა სხეული მკლავებში ჰყავდა მოქცეული და ამდენი ხნის მოთმინებას ერთანად ინაზღაურებდა. ჯერ მოწყურებული ჰკოცნიდა, შემდეგ ვნებიანად და მომთხოვნად წაეტანა ბაგეებზე. ნელ-ნელა დამშვიდდა და ახლა ნაზად ეამბორა. ხელებს მის წელსა და თეძოებზე დაასრიალებდა და სიამოვნებას უძლიერებდა გამოუცდელ გოგონას. უნდოდა რომ ეს დღე, ეს საღამო დაუვიწყარი ყოფილიყო... რა დამთხვევაა.. ორივეს უნდოდა ერთანეთისთვის დაუვიწყარნი ყოფილიყვნენ, როცა ეს უკვე ასე იყო. ბრიანა უკვე ტუჩებს ვეღარ გრძნობდა, თუმცა გაჩერება არ სურდა. ლიამის თითოეული შეხება ეიფორია იყო მისთვის. სანატრელი კოცნა ძალიან გაუგრძელდათ... როდესაც ნაზად დაუწყეს კოცნა, ბრინა ხელით თითებით სახეზე ნაზად მოეფერა. საპასუხოდ ლიამმა მჭიდროდ აიკრა ტანზე და ისევ აკოცა. გოგონამ ორივე ხელის თითები მხრებზე აათამაშა. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა... ნელ-ნელა კოცნები გაიშვიათდა და შემდეგ შეწყდა... ძლივს მოშორდნენ ერთმანეთის ტუჩებს. ბრიანა თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა, თავს უხერხულად გრძნობდა პირველი კოცნის შემდეგ. ლიამმა ჩუმად ჩაიცინა და გოგონას ნაზად აკოცა ლამაზ ტუჩებში. -მიყვარხარ... - სიჩუმეში ლიამის ბოხი ხმა გაისმა. სანატრელი სიტყვა იმწამსვე მიწვდა ბრიანას ყურს და ბედნიერი მთელი ძალით ჩამოეკიდა კისერზე. მამაკაცმაც მაშინვე დაჭიმა ბრიანას წელზე მოხვეული ხელები და გოგონა უფრო მჭიდროდ ჩაიხუტა. ჩახუტების შემდეგ ბრინამ სიმორცხვეს სძლია და თაფლისფერ თვალებს მზერა გაუსწორა. აკაშკაშებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და ბედნიერი ღიმილით ანათებდნენ გარშემო ყველაფერს. ბრიანამ უხმოდ ჩამოასრიალა თავისი ლამაზი თითები ლიამის სახეზე, შემდეგ მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა და საკოცნელად დაიხარა. ნაზად აკოცა და ნელა მოშორდა საყვარელ ბაგეებს, შემდეგ კი მკრთალი ღიმილით ახედა ლიამს. -თვალებმა გამცეს ხომ? - თქვა ბრინამ. -კი, თუმცა მეც გამცეს... - ჩაეცინა მამაკაცს - ორივე თვალებმა გაგვცეს - დაამატა რამდენიმე წამში. -ვიცოდი, რომ დღეს... -ვიცი.. - თბილად გააწყვეტინა სათქმელი ლიამმა და ტუჩებში ნაზად აკოცა. -მიყვარხარ... - ამოილაპარაკა მაშინვე, როგორც კი მამაკაცის ტუჩებს მოშორდა. -ჩემი საოცრება ხარ, ჩემი ხუჭუჭა გოგო, რომელმაც უზომოდ შემაყვარა თავი.. ჩემი საყვარელი გოგო, რომელიც ჩემთვის ყველაფერში იდეალურია... - ეს თქვა, შემდეგ კი ბრიანას ხელი წელზე მოხვია და კარისკენ გაემართნენ. კიბეებზე ჩასვლისას კი ბრინა ერთ ადგილას შედგა. -ლიამ... -რაიყო პატარა? -მგონი პომადა ჩემს მაგივრად შენ გისვია - თქვა და ბოლო ხმაზე აკისკისდა. -წამოდი პატარა მაიმუნო რესტორნის მფლობელის ოთახში, ვის დასცინი -ბრინას ხელი მოკიდა და სიცილით-ხარხარით მივიდნენ მის კაბინეტამდე. - აჰაჰა შენ მგონი ჩემზე უარესად ხარ გალამაზებული მაგ პომადით - ახარხარდა დემე, როდესაც სინათლეზე კარგად დაინახა გოგონა. -ასე საშინლად მაქვს? - ტუჩები დაბრიცა ბრიანამ. -იმდენად საშინლად არა, რომ კოცნა აღარ მომინდეს - ხელები წელზე მოხვია და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. ბრინამ ხელები კისერზე მოხვია და თვითონაც აყვა კოცნაში. ალბათ სხვა გოგოები მხოლოდ თავის დაძვრენას შეეცდებოდნენ, თუმცა ბრიანა ამას სულაც არ აპირებდა. საერთოდ არ უნდოდა მოშორებოდა საყვარელი მამაკაცის ბაგეებს და ვნებამორეული ცდილობდა კოცნაში აყოლოდა. როდესაც ერთმანეთით გული იჯერეს სააბაზანოში შევიდნენ. ლიამს რა ენაღვლებოდა - პომადა მოიშორა და ვსიო... ბრიანას კი მოუწია ჯერ გათხაპნილი პომადა მოეშორებინა, შემდეგ კონტური წაესვა და ბოლოს სისხლისფერი პომადით უფრო მიმზიდველად შეეფერადებინა ტუჩები. -ხომ იცი, რომ უკოცნელად ვერ გავძლებ - წინ აესვეტა ერთი თავით მაღალი მამაკაცი, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმლის წყალობით ბრიანა ცხვირამდე სწვდებოდა. -და მერე რა მოხდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა. -ისევ წამესმება ეგ პომადა - უპასუხა უკმაყოფილომ. -აა უი.. - აკისკისდა გოგონა. - მოიცა, ასე არ წაგესმება - თვალი ჩაუკრა და ჩანთიდან კიდევ ერთი კოსმეტიკური საშუალება ამოაძვრინა. ტუჩებზე პუდრა წაისვა და 2 წუთში იმდენი მოახერხა, რომ კოცნისას პომადა ზედ დარჩენოდა და არ გათხაპვნოდა. დარბაზში დაბრუნებულებმა ყველას ყურადღება მიიპყრეს, ვინაიდან საკმაოდ დაგვიანებულები შეუერთდნენ სუფრას. ბრიანა უხერხულად შეიშმუშნა, თუმცა ლიამმა წელზე მოხვეული ხელით წინ უბიძგა და გოგონაც დაემორჩილა. თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და მეგობრების კითხვისნიშნიან თვალებზე გაეცინათ. -გასაგებია ყველაფერი, თქვენ გაგიმარჯოთ გვრიტებო - გაიცინა მეთიუმ, ჭიქა ბოლომდე ჩაცალა და ემილი მიიხუტა. -გილოცავთ, ძლივს არ დაადგით საშველი! - გაეცინა მიას. -გილოცავთ და ბედნიერებას უზომო გისურვებთ - გაიღიმა ემილიმ. ბრიანა სახიდან ღიმილის ვერ იშორებდა. პატარძალს გახედა... ისიც მიმხვდარიყო ყველაფერს და კმაყოფილი ღიმილით თვალი ჩაუკრა დაქალს. დაგვიანებულად მისულებმაც დალოცეს ნეფე-პატარძალი... ცოტა კიდევ მოილხინეს და შემდეგ საცეკვაოდ გავიდნენ. ჯერ ქეითმა და დეივმა იცეკვეს ვალსი და ყველას აპლოდისმენტები დაიმსახურეს. წყვილი ამ ცეკვას ორი კვირის განმავლობაში სწავლობდა. ახალდაქორწილებულების ცეკვა დამთავრდა და ყველა წყვილ-წყვილად გავიდა მოსალხენად. ბრიანა მაშინვე ქეითთან მივიდა. -გილოცავ!!! - კივილით ჩაეხუტა მეგობარს. -შენც გილოცავ ბრიი! აი დედას გეფიცები როგორც კი ერთად შემოსულები დაგინახეთ ეგრევე მივხვდი რაც მოხდა - აკისკისდა კმაყოფილი. -ხოდა თუ მიხვდი დამითმე ეს ქალბატონი და შენს ქმართან მიდი ეცეკვე - გოგონებს ლიამი მიუახლოვდა მომხიბვლელი ღიმილით. -წამო ვაცალოთ ამათ ერთად ყოფნა - ცოლს სიძე მიუახლოვდა და წელზე ხელი მოხვია. ქეითმა და დეივმა წყვილი პირისპირ დატოვეს და მოშორებით დაიწყეს ცეკვა, ემილი და მეთიუც თავიანთ სტიქიაში იყვნენ. აი ბრინა და ლიამი კი სულ სხვა პლანეტაზე - სიყვარულის პლანეტაზე იყვნენ... ცეკვა დაიწყეს და ტუჩებიც მაშინვე ერთმანეთისას მიაწებეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.