შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (თავი 7)


2-04-2016, 17:48
ავტორი nuki-nuka
ნანახია 3 800

ბოლო დღე არის სვანეთში ყოფნის სანამ ისევ თბილისში დაბრუნდებიან და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სასიამოვნოც კი. ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში ელენეს და თორნიკეს ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ამას კი ყველა ამჩნევს. თანამშრომლებმაც დაიწყეს ჭორაობა ამ საკითხზე, თუმცა ნინო და მაკა ყველას კარგ პასუხს სცემენ.
მისაღებ ოთახში ზის ყველა და ოთახში გამეფებული სიჩუმით ტკბებიან. ნინოს თავისი ქმრის მხარზე უდევს თავი და თვალები უხუჭია, სადნროს კი მისი ხელი თავისაში აქვს მოქცეული და ცერა თითით შიგადაში ეფერება. გიგას მაკა მიხუტებული ყავს და თავით მის თავს არის დაყრდნობილი. თორნიკე და ელენე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ზიან და ორივე მათგანი მალულად თავლს აპარებს ერთმანეთისკენ. ლაშაც კი, რომელიც სულ ლაპარაკობდა ჩუმად იყო და ტელეფონში რაღაცას თამაშობდა.

- მოდით რა, რამე ვითამაშოთ. - თავი ასწია ნინომ სანდროს მხრიდან და მომლოდინე თვალებით შეხედა დანარჩენებს.
- რა? - ნელა წამოიმართა ლაშა სავარძლიდა და წელში გასწორდა.
- სიმართლე თუ მოქმედება - ღიმილით წამოიძახა ელენემ და გაახსენდა როგორ თამაშობდნენ ხოლმე სკოლაში ის და თავისი კლასელები.
- კარგი აზრია, ბოთლს მოვიტან - უცებ წამოდგა გიგა ფეხზე, ცოტახანში კი ოთახში ბოთლით დაბრუნდა. ყველანი იატაკზე დასხდნენ, დაბალი მაგიდის გარშემო, ბოთლი მაგისის შუში დადეს და დაატრიალეს.
- სიმართლე თუ მოქმედება? - მაკამ კითხა თორნიკეს.
- სიმართლე - მშვდი ხმით გასცა პასუხი და დაელოდა კითხვას.
- ცოლს მალე მოიყვან? - ჩუმად ჩაიხითხითა.
- ვნახოთ , თუ დამთანხმდა- ბოხი ხმით გასცა პასუხი თორნიკემ და ელენეს შეხედა, რომელსაც სახეზე იმედგაცრუება ეხატა. სიმართლე გითხრათ ძალიან ეწყინა ელენეს ამის გაგება, ეგონა რომ თორნიკეს მის მიმართ რაიმე გრძნობა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს შეცდა. არადა რამოდენიმე დღე მასზე ფიქრში გაატარა და მის კოცნას გონებაში იღდგენდა. თამაში ამის შემდეგ სხვაადასხვა კითხვებითა და მოქმედებებით გაგრძელდა, თუმცა ელენე მაინც ისევ თორნიკეზე ფიქრობდა და გულს ვეღარ უდებდა.
- ელენე. ელენე - რამოდენიმეჯერ დაუძახა ნინომ თუმცა, რომ მიხვდა ელენემ ვერაფერი გაიგო ხელები სახესთან აუფრიალა და გამოაფხიზლა.- სად დაფრინავ? შენი ჯერია - ღიმილით უთხრა და თამაშზე მიანიშნა.
- სიმართლე თუ მოქმედება - ეშმაკური ღიმილით უთხრა ლაშამ ელენეს.
- მოქმედება - იფიქრა რამე ისეთი არ მკითხონ, რომ ვერ ვუპასუხოო და ამიტომ ისევ მოქმედება არჩია.
- თორნიკეს აკოცე... - ამის გაგონებისას სუნთქვა შეეკრა - ნიკაპზე- როგორც იქნა დაასრულა და ელენეს მომლოდინე თვალებით მიაჩერდა. ელენე კი ვერაფერს აკეთებდა და მხოლოდ ლაშას სამაგიეროს გადახდის გზებზე ფიქრობდა. ბოლოს როგორც იქნა მოეგო გონს და ნელა დაიძრა თორნიკესაკენ, რომელსაც თვალებში ჭინკები უთამაშებდა. ამან ელენე ცოტა დააფრთხო თუმცა არ გაჩერებულა. ძალიან ნელა დაიხარა თორნიკესაკენ და გახურებული ტუჩები ნიკაპზე მიადო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა ორივე მათგანს თითქოს აფეთქება მოხდა მათ სხეულში და სულში. ორივე გამოეთიშა რამოდენიმე წამით ამქვეყნიურ ცხოვრებას და გადაეშვნენ უსასრულობაში, თუმცა მალევე დასრულდა ყველაფერი. ნელა მოაშორა ელენემ ტუჩები თორნიკეს ნიკაპს და მის უკუნით შავ თვალებში ჩახედა, საიდანაც აუარებელი ვნება იკითხებოდა. ორივე ერთმანეთს უყურებდა თვალებში და ვერც ერთი ახერხებდა გონზე მოსვლას. ბოლოს როგორც ყოველთვის ლაშა გამოეჩხირა და გაშტერებულ თორნიკეს მთელი ძალით დაჰკრა ხელი ბეჭებზე. ამაზე რათქმაუნდა თორნიკე ლაშასკენ მიტრიალდა და ერთი გემრიელიც თვითონ უთავაზა, მაგრამ როგორც კი ისევ ელენესკენ შემოტრიალდა გოგონა იქ არ დაუხვდა, თვალი თავის მის მპირდაპირე მხარეს გაუსწორა და თავჩაქინდრული ელენეს აწითლებულ სახეზე გულიანად გაეღიმა. თამაში კიდევ ცოტახანი გაგრძელდა, თუმცა ბოლოს ყველას მობეზრდა და რადგან გვიანი იყო დაძინება გადაწყვიტეს.

ელენემ როგორც კი თავი „საკუთარ“ ტერიტორიაზე დაიგულა, იმწამსვე სახეზე ღიმილი გამოესახა და ბედნიერი სახით დაწვა თავის საწოლში. ეგონა რადგან კარგ განწყობაზე იყო უფრო ტკბილად დაიძინებდა, თუმცა შეცდა. ვერაფრით იგდებდა თორნიკეზე ფიქრს და თვალწინ სულ მისი შავი თვალები ედგა. თავის თავს გამოუტყდა და აღიარა, რომ თორნიკემ მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოულოდნელად შეიჭრა მის გულში და ერთიანად ააფორიაქა. იმდენად აჟიტურებული იყო, რომ ვერაფრით შეძლო ძილი. ღამის სამის ნახევარი იყო როდესაც წყურვილმა შეაწუხა, ნელა წამოდგა საწოლიდან და ასევე ნელა გამოხსნა ოთახის კარები. ჩუმი ნაბიჯებით მიუყვებოდა კიბეებს, დაბლა ჩასული კი სამზარეულოსაკენ წავიდა. ნელა გამოხსნა მაცივარი და იქიდან ცივი წყლის ბოთლი გადმოიღო, მაგიდაზე ჭიქა დადო, ცივი წყალი ჩაასხა და გამოცალა. ისევ უკან მიბრუნდა ბოთლის მაცივარში დასაბრუნებლად, როგორც კი მაცივრის კარი მიხურა და უკან შემოტრიალდა მაშინვე ვიღაცის სხეულს შეეჯახა. ნაცნობმა სურნელმა ცხვირი აუწვა და თავბრუ დაახვია. ნელა ასწია თავი მაღლა და ვნებისგან ანთებულ შავ თვალებს შეხედა. იმდენად იყო გაბრუებული ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინაა და ერთ ადგილზე გაუნძრევლად იდგა, მსგავს მდგომარეობაში იყო თორნიკეც იმ განსხვავებით, რომ ის ელენეს ტუჩებს უყურებდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაეწაფებოდა. დიდი ხანი არც უფიქრია, სწრაფად დაიხარა ელენეს ტუჩებისაკენ და გაშმაგებით თუმცა ნაზად დაუწყო კოცნა, ცალი ხელი წელზე შეუცურა და სხეულზე აიკრა. ელენემაც ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და მალე თვითონაც აჰყვა კოცნაში, ერთი ხელი მის ხელზე მოათავსა, მეორე კი კისერზე მოხვია. თითქოს ეს ტუჩები ახსოვდა და ძველ დროში აბრუნებდა. უცებ გონს მოეგო, გაახსენდა თამაშის დროს დასმული კითხვა და თორნიკეს პასუხი „ცოლს მალე მოიყვან?“ „ვნახოთ , თუ დამთანხმდა“ . ბრაზით აივსო მთლიანად და სახეზე წამოწითლდა, უცებ კრა ხელი თორნიკეს და მოიშორდა. თორნიკემ რამოდენიმე წამით გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, თუმცა შემდეგ გამოფხიზლდა და გაკვირვებული სახით შეხედა ელენეს, რომელიც აპილპილებული იყურებდა.
- როგორ ბედავ ჩემთან მოკარებას - გაბრაზებული ხმით უთხრა თორნიკეს და უკან მდგომ მაცივარს აეკრო. - როგორ ბედავ, რომ მკოცნი მაშინ როდესაც საცოლე გყავს ჰა?
- რა მყავს? - გაკვირვებული სახით შეხედა თორნიკემ.
- სა-ცო-ლე. რა იყო გაგიკვირდა თუ ეხლა გაიგე? - ირონია გაურია ხმაში ელენემ.
- საიდან მოიტანე რომ საცოლე მყავს - ელენეს ასეთ ტონზე ცოტა არ იყოს გაბრაზდა და ხმა დაუბოხდა.
- მე მოვიტანე? შენ არ უთხარი მაკას ვნახოთ თუ დამთანხმდაო - თორნიკეს უტიფარ სახეზე და ხმაზე უფრო გაბრაზდა და სიბრაზემ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც თორნიკემ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- შენ რა იფიქრე რომ მე საცოლე მყავს? - სული ძლივს მოითქვა და ღიმილით შეხედა ელენეს.
- სხვა რამე უნდა მეფიქრა? - ირონიით იკითხა და თორნიკეს მიაშტერდა.
- კი, სულ სხვა რამ უნდა გეფიქრა. - ღიმილით უთხრა და მისკენ ერთ ნაბიჯი გადადგა.
- მაგალითად რა? - დაბნეული ხმით ამოილაპარაკა ელენემ.
- მაგალითად ის რომ სრულიად არის შესაძლებელი მე ვერ ვუტყდებოდე ერთ გოგოს სიყვარულში - ღიმილით უთხრა.
- კარგი რა - სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ - შენ გგონია ეგეთი სულელი ვარ რომ ეგ დავიჯერო? სიყვარულში ვერ უტყდები, რადგან გეშინია მისი რეაქციის ხო? - სიცილი დაიწყო და თორნიკეს სერიოულ სახეზე თავადაც დასერიოზულდა.
- ზუსტადაც რომ ესე არის. მაგრამ იცი რა? - ცოტახანი თითქოს ჩაფიქრდა - მგონი დროა ვუთხრა, თორემ უკვე ძალიან ეჭვიანობს და რამდენიმე წამის წინ კინაღამ მომკლა - ღიმილით მიუგო ელენე. ელენე კი გაკვირვებული სახით უყურებდა თორნიკეს და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა მისი სიტყვები.
- ვერ მიგიხვდი - დაბნეული ხმით უთხრა თორნიკეს, რომელმაც მისკენ რამოდენმე ნაბიჯი გადადგა და წინ დაუდგა.
- ელენე მიყვარხარ ... მას შემდეგ მიყვრხარ როცა პირველად გნახე... ორი წლის წინ. როცა ჩვენი ურთიერთობა წაკინკლავებით დაიწყო და ჩემი თავხედობის გამო იმისდა მიუხედავად, რომ მე ვიყავი დამნაშავე ბოდიშიც არ მოგიხადე. წერილში მოგწერე როგორ იყო ყველაფერი, დღეს კი... დღეს კი ამ წამს მინდა გითხრა რატომ წავედი, რატომ დაგტოვე მარტო და რატომ გამოგეცხადე სულ სხვანაირი... სკოლა რომ დავამთავრე ჩავაბარე, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მაგისტრატურის გავლაზე უარი ვთქვი და მოტოციკლი ვიყიდე. ამან კი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სახლში თითქმის არასდროს მივდიოდი, არალეგალურ ბრბოლებში ვიღებდი მონაწილეობას და ა.შ , მანამ სანამ შენ არ შეგხვდი. ვიცოდი რომ მაშინდელ თორნიკესთან შენ ვერ იქნებოდი, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ცხოვრების დაწყება... მხოლოდ შენთვის. შენ ხარ ერთადერთი მიზეზი ჩემი შეცვლისა. ვიცი რომ გატკინე, ისიც ვიცი რომ რაღაც მხრივ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს, თუმცა მინდა გამიგო. ეს რომ არ გამეკეთებინა, შენს წინ ახლა თავქარიანი თორნიკე იდგებოდა, რომელიც ნებისმიერ დროს ან მოკვდებოდა ან ციხეში ამოყოფდა თავს... დღეს მე ესეთი ვარ და გთხოვ, შეეცადე შემიყვარო...




-------------------------------
ძალიან დიდი მადლობა ჩემო უსაყვარლესო მკითხველებო. ალბათ ჩემზე ბედნიერი ადამინი არ იყო გუშინ, როდესაც ჩემი ისტორია ტოპ სიახლეებში დავინახე.
თქვენი თითოეული კომენტარი ჩემს გულს ახარებს და აბედნიერებს.



№1  offline წევრი chupika

Bravooooo au ra magaria

 


№2 სტუმარი taaaas

Auu ra kargiaaaa

 


№3  offline წევრი Pepper

ძალიან ძალიან კარგი თავი იყო <3

 


№4 სტუმარი Cow

Aii miyvars eleneze ❤️dzaan miyvars roko❤️

 


№5  offline წევრი mimimimo

ზიან - არა, სხედან!
ეხლა - არა, ახლა.

აუ, რა დროს გაწყვიტე..
ვიცი, რომ ელესაც უყვარს, მაგრამ მაინც მაინტერესებს რა პასუხს გაცემს.
გელოდები, წარმატებები!

 


№6  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Suu ra kargi iyoooo

 


№7 სტუმარი Black

Magar moments velodi ro komentari damewera da ai mec aq var;Dmagaria dzalian sagol<3

 


№8 სტუმარი Ana

Kargia da dzalianac momcons

 


№9 სტუმარი A

მაგარი იყოოოო თუმცა არ მეყო და მალე დადე რა შემდეგიიიიიიიიიი

 


№10  offline წევრი bichinashvili ))

ai arvici ravtqva sityvebi ar myofnis <3 umagresia <3 ubralod tavebi gazarde cota :))
--------------------
mariam 13

 


№11 სტუმარი ბანანასი

au male Dade ra

 


№12 სტუმარი ჩეპე

მალე დადე რა

 


№13  offline წევრი nineli

love რა კარგიაააა

 


№14 სტუმარი ბანანასი

Boroti xar ukve meshvide dgea araferi dagidia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent