შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა თუ...(დასასრული)


2-04-2016, 20:23
ავტორი nasia
ნანახია 3 082

დედაჩემის ხმის გაგონებისთანავე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.ახლა დავრწმუნდი,რომ ეს დღე მართლაც სასწაული ყოფილა.
-რას ამბობ დედა?-გაოგნებული მივაჩერდი
-ლექსო, ახლა დამირეკა და ლადომ გონს მოვიდაო,ჩქარა ჩაიცვი წავიდეთ
სიხარულისგან გონს ვერ მოვდიოდი,სასწრაფოდ შევვარდი ოთახში და ტანსაცმელი გამოვიცვალე,თან ვფრთხილობდი ლალოს არ გაღვიძებოდა.
საავადმყოფოში ყველანი ერთად შევცვივდით და გეზი ეგრევე ჩემი ძმის პალატისკენ ავიღეთ,როცა გზაში ლადომ გაგვაჩერა
-ჯერ სინჯავენ,მალე გამოვა ექიმი და შეძლებთ მის ნახვას,გილოცავთ-თბილი ხმით ჩაილაპარაკა და ჩენს გვერძე გაჩერდა
-ვაიმე,ვერ ვიჯერებ,რომ ვანომ გაიღვიძა,ისე მომენატრა მაგასთან ჩხუბი-სიხარულის ცრემლებით ტიროდა ნინო და თან ვანოს ახსენებდა
-ხოო,ახლა დაიწყეთ ისევ ერთმანეთის ჭამა-საუბარში დედაც ჩაერთო და ნინოს გახედა
-დღეს ისეთი ბედნიერი ვარ ამ ყველაფრისთვის-თქვა მამამ-ახლა სრულფასოვანი ოჯახი ვიქნებით ყიფიანების სახლში.
ვანო 1 კვირაში გამოწერეს.ლალოს ამბავი,რომ გაიგო ძალიან გაუხარდა.ისიც საკუთარი დასავით მიიღო და შეიყვარა.ყველაფერი თავის ლა;აპოტში ჩადგა.
ახლა თამამათ შემეძლო მეთქვა,რომ სრულყოფილი ოჯახი მყავდა.
* * * * *
დილას მზის სხივებმა გამაღვიძეს,გავიზმორე და ფრთხილად ვიცვალე გვერდი.ახლა უკვე მე-9-ე თვეში ვარ და მოძრაობა მიჭირს.მართალია ლექსო სულ ჩემს გვერდითაა და ყველაფერში მეხმარება,მაგრამ მაინც ძნელია სიარული,როცა მუცელში ორი პატარა ერთად გიზის.
მესამე თვეში ექიმთან წავედით მე და ლექსო,რომ სქესი გაგვეგო,ახლაც მახსოვს მისი გაფართოებული თვალები ექიმის ხმის გაგონებისას
-გილოცავთ ტყუპი გოგოები გეყოლებათ-ამ სიტყვების მერე აღარაფერი მესმოდა,სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა
-ლალო,უბედნიერეს ადამიანათ მაქციე-მითხრა ლექსომ და ჩამეხუტა.
ექიმმა ვიტამინები გამომიწერა და მითხრა,რადგან ორი ბავშვი გყავს უფრო უნდა ეცადო და არ დაიტვირთოო.გზათ აფთიაქში გავიარეთ და წამლები ვიყიდეთ.მერე სუპერმარკეტს მივაშურეთ და მგონი რაც კი სასუსნავი და ხილი იყო,ყველაფერი ჩვენ ვიყიდეთ.სახლში მისულებმა ეს ამბავი,რომ ვახარეთ ანამ სიხარულისგან ტირილი დაიწყო,ნინას უაროდა ორი გოგოს მამიდა,რომ ხდებოდა.მოკლედ.ყველას გადაედო ჩვენი ბედნიერება.
გიორგისთან ურთიერთობა ყველას გამოუსწორდა,ახლა ის და ლექსო დამეგობრდნენ და ჩვენი ხშირი სტუმარიც იყო.პრეტენზიული ორსული არ ვარ,მაგრამ ხანდახან ეც მინდება ხოლმე განსხვავებულები.
აი მაგალიტათ,სქესის გაგების ღამეს,სასწაულად მომინდა მწვადი.უკვე საღამოს 10 საათი იქნებოდა,ჯერ კიდევ არ ვიყავით დაწოლილები.მთელს ოჯახს მისაღებ ოთახში მოეყარა თავი და ტელევიზორს ვუყურებდით.რეკლამის დროს მწვადი დავინახე და ისე მომინდა ნერწყვიც კი წამომივიდა,მაგრამ ძალიან შემრცხვა ამ დროს ეგ მომეთხოვა და გავჩუმდი.ცოტა ხანში ეს გრძნობა,რომ გაძლიერდა თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი,ჯერ ჩუმათ ვტიროდი უხმოთ,ტელევიზორის ყურებაში გართულმა ხალხმა კი ვერ შემამჩნია და ამაზე საერთოდ ხმით დავიწყე ტირილი.
ლექსო ეგრევე ჩემთან მოვარდა
-ლალო რა გჭირს?ცუდათ ხარ? რამე ხომ არ გტკივა?-კითხვები დამაყარა და შეშინებული სახით დამყურებდა.
ცოტა ხანში მთელი ოჯახი ფეხზე წამოიშალა და წამში ჩემთან გაჩნდნენ.
-არ ვარ ცუდათ,არაფერი მტკივა-ჩუმათ ვთქვი და ტირილი ისევ განვაგრძე
-აბა რა მოხდა საყვარელო?-თბილათ მკითხა ანამ და თავზე ხელი გადამისვა
-მრცხვენია და ვერ ვიტყვიიიი-თან ვტიროდი და თან ვამბობდი
-ნუ გამაგიჟე ადამიანო,რა გჭირს?რამე გინდა?-მოთმინებადაკარგული მეკითხებოდა ლექსო
-კიი,მიინდაა-სლუკუნით ვუთხარი და მუცელზე ხელი დავიდე-მწვადი მომინდა,მაგრამ შემრცხვა თქმა.
ამის თქმა და ყველას ახარხარება ერთი იყო,ლექსო ცალკე დამცინოდა,ნინა და ვანო ლამის ძირს იწვნენ დ არც ანა და ბატონი დემეტრე იყვნენ კარგ დღეში
-ღმერთო ლალო,მერე არ უნდა გეთქვა?ისე მეც მომინდა მწვადი ხო იცი შენ-სიცილით ჩაილაპარაკა ნინომ
-შვილო ამაში სატირალი რა არის?-ახლა მამამთილი მომიბრუნდა-ანა ახლავე წავიდეთ და ვიყიდოთ ყველაფერი,ცოტა ხანში კი მწვადებიც გვექნება-მიმართა ცოლს და ოთახიდან გავიდა
-მე,თქენი შეწუხება არ მინდოდა-ვთქვი ცოტა დაწყნარებულმა
-ვაიმე ლალო,რა სულელი მყავდა,ჩემთვის მაინც გეთქვა-მითხრა ლექსომ და ტან მომეხვია.
ცოტა ხანში ჩვენი სახლის ბაღიდან სასიამვნო მწვადის სუნი გამოდიოდა,მართალია უკვე ღამე იყო,მაგრამ მაინც გადაწყვიტეს სუფრის გაშლა,ბარემ მიხეხო მოგვეცა და ვიქეიფოთო,მე და ლექსომ ლიკას და ლევანსაც დავურეკეთ,ცოტა ხანში კი ისინიც მოვიდნენ და ჩემი ძმაც.ამ შეკრების მიზეზი,რომ გაიგეს მათაც ბევრი იცინეს ჩემზე.
მოკლედ საბოლოოთ ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ვიყავით.არასდროს არ დამავიწყდება იმ მწვადის გემო,იმდენი ვჭამე სანამ თავი შეუძლოთ არ ვიგრძენი,არ გავჩერებულვარ.
ახლა კი უკვე დიდი მუცელი მაქვს და დავგორავავ,ჩემი ადგომა დაჯდმის სცენაზე ვანო სულ დამცინის ხოლმე,რაზეც ვბრაზდები და ვებუტები.
ხო მართლა ჩემს მაზლს შეყვარებული ყავს და მალე დაინიშნებიან.2 თვის წინ გაგვაცნო მთელს ოჯახს ოფიციალურათ.ძალიან საყვარელი გოგოა ნანუკა.მცირე დროის განმავლობაში მოახერხა და ყველას გული მოინადირა.
გვერდი,რომ ვიცვალე ლექსო საწოლში არ დამხვდა.საათს გავხედე პიტველს უჩვენებდა,რომ დავინახე ავდექი,მართალია ძლივს,მაგრამ მაიმც მოვახერხე მოწესრიგება და ქვევით ჩასვლა იქ,კი ლექსო და ვანო დამხვდნენ
-ვააა,ჩვენი ბურთიც გამოგორდა-ღიმილით მომმართა სავარძელში მჯდომმა ვანომ
-ვანო კარგი რა-მობეზრებულათ ვუთხარი და კიბეზე ნელა ჩავედი,ჩემს ქმარს გვერით მივიჯექი და თავი მხარზე ჩამოვადე
-როგორ გეძინათ-მშვიდათ მკითხა ლექსომ
-ძალიან კარგათ,მაგრამ რაღაც აქტიურობენ დღეს,მემგონი მომავალი მოჭიდავეები არიან ჩემს მუცელში
-მოჭიდავეები კი არა,მამას პრინცესები იქნებიან-მითხრა და მუცელზე მაკოცა-არ გშიათ?
-კიი ცოტას შევჭამ-ვთქვი და პულტი მოვიმარჯვე.ლექსო კი სამზარეულოში გავიდა.ცოტა ხანი არხებს უაზროდ ვათვალიერებდი და რაიმე საინტერესოს ვეძებდი,როცა მუცელი ამტკივდა,ცოტა ხანს ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ უფო,რომ იმატა ტკივილმა ლექსოს დავუძახე
-ლექსო მოდი აქ-ვუთხარი მშვიდათ და ისიც მალევე მოვიდა
-რა იყო ჩემო ფერია?
-მუცელი ამტკივდა,მგონი მშობიარობა მეწყება-მშვიდათ ვუთხარი და თან მის სახეს დავაკვირდი.თავიდან გაიყინა,აღელდა,მაგრამ მერე გონს მოეგო და ჩემთან მოვიდა
-ძალიან გტკივა?ვანოო-თან მე მესაუბრებოდა თან ძმას ეძახდა
-რა იყო,რა გაღრიალებს?-მალე გამოჩნდა ისიც
-წადი მაქნქანა გამოიყვანე,მშობიარობა დაეწყო.ვანოც მალევე გავარდა და მანქანა გამოიყვანა,ჩვენ კი მშვიდათ ჩავსხედით მანქანაში და საავადმყოფოსკენ გავწიეთ.თან გზაში ყველას გავაგებინეთ.
საჭესთან ვანო იჯდა,ჩვენ კი უკანა სავარძლებზე
-აბა,მოიფიქრეთ უკვე სახელები?-იკითხა ვანომ და სარკიდან გამოგვხედა
-შევთანხმდით რომ ანას და ელენეს დავარქმევთ-ვუთხარი მე და თან მუცელზე მოვისვი ხელი-ჯანდაბა,ძალიან მტკივა უკვე-ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა ვუთხარი
-მოითმინე და მალე მივალთ,სულ ცოტა დარჩა
-აი მოვედით უკვე ლალო,მოითმინე ცოტა აქ ხო არ გააჩენ გოგო-შეშინებული მამშვიდებდა ვნო და თან სიჩქარეს უმატებდა.
სავადმყოფოში მალევე მივედით,ცოტა ხანში კი მთელი სანათესაო იქ იყო და ჩემს მშობიარობას ელოდნენ.მართალია დიდხანს მაწვალეს ჩემმა ანგელოზებმა,მაგრამ ეს ყველაფერი ამათ ნამდვილად ღირდა.როცა მათი ტირილი მისწვდა ჩემს სმენას,უნებყრათ ცრემლები წამომცვივდა.პირველი ანა დაიბადა, მერე ელენე.როცა ლექსოს დედამ გაიგო მისოი სახელი დავარქვით ძალიან გაუხარდა.ლექსო მშობიარობაზე შემოვიდა,ქმარი ვარ და თან ექიმი,ჩემი ცოლის მშობიარობას,როგორ არ დავესწროო.როცა პატარები ხელში აიყვანა უბედნიერესი იყო,დავინახე ჩუმათ,როგორ მოიწმინდა ცრემლი.
მშობიარობის შემდგომ სულ ჩემს გვერდით იყო,ის სამი დღე რაც იქ ვიყავი,ისიც ლამის საცხოვრებლათ გადმოვიდა.
სახლში მისვლისას სულ ჩვენზე ზრუნავდა და ცდილობდა ჩემთან ერთად აეტანა გათენებული ღამეები.
თავიდან გაგვიჭირდა,მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა,მივეჩვიეთ დედობასაც და მამობასაც,მართალია არც ისე მარტივი იყო ყველაფერი,მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ეს.
ახლა,რომ მახსენდება საიდან დაიწყო ყველაფერი მეცინება,სულ არაფერს ველოდი და ყველაფერი მივიღე.ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ასეთ ბედნიერებას მიწილადებდა უფალი.
მან მე ოჯახი და საყვარელი ადამიანები მაჩუქა.
ყოვე დღე ამაზე ვფიქრობ: „რა იქნებოდა თუ კი მე მას არ შევხვდებოდი?
რა იქნებოდა და არც არაფერი!“
მაგრამ გამიმათლა.


* * * * *
სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ტკბილი ყოფილა სიცოცხე, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება.გრძნობა,რომელსაც გული ვეღარ იტევს და გონება წართმეული აქვს.სიყავრილი სულგრძელია, ქველმოქმედია,არ შურს,არ ყოყოჩობს,არ ამპარტავნობს...
სიყვარული უწეობას არ ჩადის,სათავისოთ არაფერს ეძიებს,კეთილია და ბოროტი არ სურს.
მე კი, ჩემს გრძნობებში ჩავიკარგე,უსაზღვრო სიყვარულმა,მხოლოდ შენზე ფიქრებში მამყოფა.ჩემი სიცოცხლის წყარო,მთლიანობა ხარ.უშენოდ ერთი ამოსუნთქვაც ვერ წარმომიდგენია.ჩემი გული შენთვის ძგერს,ენერგია,სიხარული,სიცილი.ჩემი ყველაფერი შენ ხარ...ჩემი ოცნება და ცხოვრება,ჩემი ტკივილი,ერთგულება.
ჩემო სულის მბრძანებელო,ჩემო ედემო,იმედო და დროვ,მიყვარხარ ჩემო მზეო,გულის ძალავ,სულის სიმშვიდე,თვალის სინათლევ,გონების კარო,მიყვარხარ,მიყვარხარ,მე შენ თავდავიწყებით და სამუდამოთ შემიყვარდი.
დასარული!
პ.ს. ესეც ასე,დავასრულე,დაგვიანებისთვის ბოდიში.ახლა კი მაინტერესებს თქვენი შეფასება




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent