როცა სიყვარული აკრძალულია (10 დასასრული)
წინა თავში: -უტა,მეგობარმა მოგაკითხა...ყალბი ღიმილით შეაბიჯა ოთახში ნიცამ და კარადიდან ჩაიდანი გამოიღო.თან მაგიდასთან მჯდარ ელზას დააკვირდა,ხახვს რომ ჭრიდა და,ცუდად კი ჭღერს,მაგრამ სასყვარლად რომ იცრემლებოდა. -მოგეხმარები ელზუ...ღიმილით წავიდა ქალისაკენ და დანა ჩამოართვა. -არა შვილო,მომეცი დავჭრი მე...კინარამ ხელი ამოისვა თვალში ელზამ,ნიცამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და ხელი ჰაერში დაუჭირა ქალს. -რას შვები ელზუ,ხელი ხახვიანი გაქვს,აგეწვება...ღიმილით ჩამოუწია ძირს კოტიტა თითები და გაუღიმა. -სულ გამოვჩერჩეტდი შვილო ამ სიბერეში...ხელები ჰაერში გაასავსავა და ნიჟარისაკენ წავიდა ხელების გადასაბანად.ღიმილით გააყოლა თვალი ქალს და მაშინვე მოიღუშა როგორც კი ფეხზე მკვირცხლად წამომხტარი მეუღლე დალანდა.თვალი ამჯერად მას გააყოლა და კვლავ ხახვის ჭრა განაგრძო... ****************************** ზიზღს გვრიდა მეზობელი ოთახიდან მისი მეუღლისა და სხვა გოგონას საუბრის ხმა რომ ესმოდა.ჯიუტად იდგა სამზარეულოში და ოთახიდან გასვლას მაქსიმალურად არიდებდა თავს,მობილურმა რომ დაურეკა ოდნავ აღელვდა,ვინ უნდა ყოფილიყო?!გასვლის სურვილი ნამდვილად არ აქვს,მაგრამ არც ელზაა სამზარეულოში.იცის რომ თუ „წყვილთან“ გავა სხვა გოგონას მიმართ სითბოთი განწყობილი უტას დანახვა გულს მოუკლავს...ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი და ღრმა ამოოხრების შემდეგ მშვიდი ნაბიჯებით დაიძრა მისაღებისაკენ... -ნიცა!გირეკავენ...ოთახის ზღურბლთან იდგა უკვე მეუღლის ძახილი,უფრო ღრიალი რომ შემოესმა „ნუთუ შეწუხდა?!მერე ადგეს და ფეღმძმე ცოლს მობილური მოურბენინოს“გესლიანად გაიფიქრა გოგონამ და გამწყრალი მზერით შეაბიჯა ოთახში. -ხო მესმის უტა,რა გაღრიელებს...მობეზრებული ტონით მიუგო ბიჭს და ოთახის კუთხეში მდგარი ტუმბოსაკენ გაემართა.უცხო ნომრის დანახვისას უსიამოვნოდ შეეკუმშა გულ-მკერდი და გონებაში ათასმა საშინელმა აზრმა გაუელვა. -გისმენთ...ინტერესით ჩასძაღა მობილურში მოსაუბრეს და გაისუსა. -ნიცა ხარ?...მამაკაცის ხრინწიანმა ხმამ კიდევ უფრო შეაშინა გოგონა,მაგრამ სახეზე არაფერი შეიტყო და მშვიდად გასცა პასუხი. -დიახ,თქვენ ვინ ბრძანდებით?! -მე ნიკოლოზის მეგობარი ვარ,შენ არ მიცნობ,უტას ვერ დავუკავშირდი,სახლის ტელეფონიც გამორთული გქონდათ,ნიკოლოზთან დაკავშირებით გირეკავთ... -გისმენთ,მოხდა რამე?...გულწრფელად აღელვებულმა იკითხა ნიცამ და ახსნა განმარტებას დაელოდა. -თქვენი მამამთილი დღეს სამსახურში არ მოსულა,ალბათ რაიმე საქმე გამოუჩნდა მაგრამ,ხელშეკრულებაზე,რომელსაც ახალ პარტნიორებთან ვაწარმოებთ ან მისი ან ბატონი უტას ხელმოწერაა საჭირო,აქ მყოფნი უკვე ძალიან არიან გაბრაზებულნი,იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ რომელიმე მათგანის ადგილსამყოფელი?!...მამაკაის ხმამ ძველი სიმკაცრე დაკარგა და თითქოს მუდარაზე გადავიდა.თავისდაუნებურად ჩაეღიმა ნიცას მამაკაცის ხასიათის ცვლილებაზე. -კარგით ახლავე გადავცემ უტას და მალე მანდ გაჩნდება... -გმადლობთ,ოღონდ იჩქაროს გთხოვთ...სწრაფად გათიშა მობილური მამაკაცმა და ნიცამაც ღიმილიანი მზერა ამჯერად მეუღლეს მიაპყრო. -აბა რა უნდა გადმომცე... -სასწრაფოდ კომპანიაში უნდა მიხვიდე,რაღაც საბუთზე შენი ხელმოწერა სჭირდებათ,ნიკოლოზი არ მისულა სამსახურში თურმე. -აუცილებლად ახლა უნდა მიხვიდე უტ?!...უცნაური გაწელილი ტონით დასვა კითხვა გოგონამ და ბიჭს ინეტრესით მიაპყრო მზერა... -არ წახვიდე ქრისტი,ნახევარ საათში დავბრუნდები,მივალ ხელს მოვაწერ და დავბრუნდები,მერე გავაგრძელოთ მუშაობა,კარგი?!...გოგონა ერთ ხანს ჩაფიქრდა,არადა ისედაც ნათელი იყო რომ ამ პირობას უკვე დათანხმებოდა,მხოლოდ და მხოლოდ თავს იფასებს... -კარგი,მაგრამ მანამდე რა ვაკეთო?!...მობეზრებულამ იკითხა და ნიცას შეავლო მზერა. -ნიცა და შენ რამეს მოიფიქრებთ,გოგონებმა ყავა დალიეთ ან რამე სხვა მოიფიქრეთ... „ეს უკვე უნამუსობაა,მე არაფერს მეკითხება?!მკითხოს იქნებ არ მინდა ამ ტყლარწის გვერდით ჯდომა..მომაშოროს“ თვალებით მხოლოდ ამას ღაღადებდა ნიცა და შეცდა,როდესაც დაივიწყა რომ უტა მის აზრებს კითხულობს,ახლაც ბიჭის ირონიულ,საოცრად სასიამოვნო ჩაღიმებას რომ მოჰკრა თვალი,მიხვდა რომ „დაიწვა“ და საკუთარი ფიქრების გამო გაბრაზდა... -კარგი,ოღონდ მალე მოდი...გაიღიმა ქრისტიმ და გასასვლელისაკენ მიმავალს თვალი გააყოლა.შემდეგ კი ნიცას დააკვირდა,რომელმაც მობეზრებულმა,ხმადაბლა,მაგრამ ღრმად ამოიოხრა...“ვერაფერს იტყვი,ამას ვერც ვინატრებდი“... -ესეიგი,შენ ხარ უტას ცოლი...აშკარად საუბრის წამოწყების მიზნით,საკაზმულად მიმართა ნიცას გოგონამ და ლამაზად გაიღიმა. -გახლავარ...მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა გოგონას და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მიხვდა თუ არა რომ უხეშად გამოუვიდა საუბრის გაგრძელებას შეეცადა...სამზარეულოში გავიდეთ,ყავას გაგიკეთებ. -კარგი,წამოდი...რაც არ უნდა იყოს,ამ გოგოს მართლაც საოცარი გარეგნობა აქვს. -მე ვერ დავლევ,ჩემთვის ამ მდგომრეობაში არ შეიძლება,შენ ყავას დალევ ჩაის თუ სხვა რამე შემოგთავაზო?!...ელზა სამზარეულოში არ დახვდა,ამიტომ შეძლებისდაგვარად ზრდილობიანი ღიმილით მიმართა გოგონას. -ყავას დავლევ,ამ სასწავლებლის გადამკიდემ თავის ტკივილი ვერ მოვიშორე...უკმაყოფილოდ დააკვესა თვალები ქრისტიმ და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა. -უტა ნამდვილად არ უჩივის დაღლილობას...სრულიად გაუაზრებლად წამოიძახა ნიცამ ეს სიტყვები და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა. -ჰმ,განტვირთვის უამრავი საშალება აქვს ალბათ და მიტო...აშკარად იგრძნობოდა ამ სიტყვებში სარკაზმი და ნიცამ მოახერხა მისი დაჭერა. -ალბათ...მსუბუქი ღიმილით უთხრა გოგონას და ფინჯანი გაამზადა. უტას მოსვლამდე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მიუგდეს ერთმანეთს.ქრისტი გემრიელად შეექცეოდა საკუთარ ყავას და მობილურზე ვიღაცას სწერდა.ნიცა კი,მალიმალ გადახედავდა გოგონას და ცდილობდა მოწოლილი ზიზღი დაემალა...კარების ხმა რომ მოესმა,ალბათ ქრისტიზე მეტად ნიცას გაუხარდა ბიჭის სახლში დაბრუნება,მაგრამ იმედები გაუცრუვდა.სამზარეულოში უტას მაგივრად ნიკოლოზი შემოვიდა. -სალამი გოგონებო,ქრისტინე,უტამ დამირეკა ახლა და დაგიბარა რომ რაღაც საქმე გამოუჩნდა,ნუღარ დამელოდება,მერე მე თავად შევეხმიანებიო...იმ წუთას საოცარი კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა ნიცას,ნიკოლოზის სიტყვებს ასე ჯერ არასოდეს გაუბედნიერებია.შემდეგ კი უკმაყოფილო ქრისტის გადახედა,აშკარად რაღაცაზე რომ ყოყმანობდა. -კარგი,პროექტი მე მიმაქვს,გადაეცით უტას რომ აუცილებლად შემეხმიანოს...“მოვიკლავ თავს“გუნებაშ ჩაიქირქილა ნიცამ და თან სტუმრის გასაცილებლად ფეხზე წამოდგა. -გაგაცილებ ქრისტი...ღიმილით გაუძღვა გოგონას გასასვლელისაკენ და გაისტუმრა თუ არა გარეთ სამზარეულოსაკენ წავიდა,ჭიქების ნიჟარაში ჩასადებად. -ნეტავ ელზა სად წავიდა?...თავისთვის ამოილაპარაკა გოგონამ და დალანდა თუ არა სამზარეულოში მარტო ნიკოლოზი უჩუმრად გაემართა საძინებლისაკენ. -ნიცა,მოიცადე...ნიკოლოზის ხმამ შეაჩერა გოგონა. -არ შემიძლია,ეს მუცელი უკვე მკლავს...არც კი შეუხედავს მამამთილისათვის ისე გააგრძელა გზა. -მომიცადე-მეთქი...ოდნავ მკაცრი ტონით დაუბრუნა პასუხი ნიკოლოზმა და ტონმა მიახვედრა ნიცა რომ უნდა გაჩერებულიყო. -გისმენ,მეჩქარება... -ნიცა,მომისმინე,არ მომწონს ასე რომ მექცევი... -რანაირად,რანაირად გექცევი ნიკა...ხმა ვეღარ გააკონტროლა გოგონამ და ოდნავ ხმმამაღლა მიმართა მამამკაცს. -ცივად,სულ გამირბიხარ,თავს ჩემგან შორს იჭერ,არ მინდა რომ ასეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს...მტკიცედ დასვა საკითხი ნიკოლოზმა. -შენი აზრით მე მხიბლავს მსგავსი დაძაბული ურთიერთობის ქონა?მაიძულებ თავი შენგან შორს დავიჭირო,იმდენად უზნეო ხარ რომ დაივიწყე რა სტატუსით ვარ ამ სახლში,მე შენი შვილის ცოლი ვარ ნიკა,მე და შენ არაფერი გამოგვივა,არც ახლა და არც არასოდეს... -და უტას მამა რომ არ ვყოფილიყავი?... -არც მაშინ...ხმაწართმეულმა მიუგო ნიცამ და თვალებში ჩახედა კაცს... -შეგიყვარდა არა?!...მტკივნეულად ჩაიცინა ნიკოლოზმა და მზერა აარიდა გოგონას...უტა შეგიყვარდა ხომ ასეა. -მე...წინადადება ვერ დაასრულა ნიცამ.თავადაც არაერთხელ უფიქრია ამაზე,მაგრამ დაჯერება არ შეეძლო,უტა უყვარს?!ეს,წარმოუდგენელია პირადათ მისთვის.მითუმეტეს იცის რომ გული ეტკინება.სიმართლეს თავს ვერ წაართმევს,უტა უყვარს,ეს აშკარაა...მე,შემიყვარდა...მზერა სივრცეს გაუსწორა და ხმადაბლა ამოთქვა ეს სიტყვები. -სამწუხაროა,მე მართლა მიყვარხარ ნიცა,იმაზე მეტად ვიდრე ეს წარმოგიდგენია,ძალიან მიყვარხარ.იმედია მომავალ ცხოვრებაში შევძლებთ რამეს,ახლა სამწუხაროდ შენი სიყვარული ჩემთვის აკრძალულია...სევდიან ნოტაზე დაამთავრა მონოლოგი ნიკოლოზმა და კიბეებისაკენ გაემართა. სახლიდან გასვლას აპირებდა კარი უტამ რომ შემოაღო. -მამა,სად იყავი,მთელი კომპანია გეძებდა,რა გჭირს,ნიცა ხომ კარგად არის?!...ამერვიულებულმა მიაყარა კაცს ყველაფერი ერთად და ადგილზე გახევებულს დააკვირდა. -უნდა წავიდე უტა,ნიცა ოთახშია,კარგად არის ნუ ღელავ...სწრაფად მიუგო პასუხი და კარებში გაუჩინარდა.გაოცებულმა გააყოლა თავლი ბიჭმა და შემდეგ თავის კანტურით წავიდა კიბეებისაკენ. -ხომ არ იცი რა სჭირს ნიკას,ანერვიულებული იყო,რა მოხდა ნეტავ?!....ინტერესით შეეკითხა საძინებელში საწოლზე მჯდარ თვალებგაშეშებულ მეუღლეს უტა და ახლა მას დახედა გაოცებულმა...ნიცა,კარგად ხარ?! -არა,არ ვარ კარგად,შენ სულ საკუთარ თავზე ფიქრობ უტა,არასოდეს დაინეტრესებულხარ რა ხდება ჩემთან ან მამაშენთან?!უგულო ხარ,ცივი,ნამდვილი ტირანი.რა ვნახე შენში შესაყვარებელი ნეტავ,თავის დროზე არ უნდა დავთანხმებოდი ამ საბოტაჟში მონაწილეობის მიღებას,დამანებეთ თავი ორივე მამა-შვილმა,მე ამ სახლიდან მივდივარ,დავიღალე,,დამღალა ამ ყველაფერმა...ხმამაღლა,ნერვებმოშლილმა წამოიყვირა ნიცამ ის რასაც ფიქრობდა და კარადას ეცა ჩემოდნის გამოსაღებად...სამუდამოდ წავალ,ჯანდაბამდე გზა გქონიათ ერთსაც და მეორესაც...ანერვიულებულს უკვე გაუცნობიერებლად მოსდიოდა ცრემლები თვალებიდან და ერთი მეორის მიყოლებით იღებდა ტანსაცმელს კარადიდან. გაღიმებული მიუახლოვდა მტირალ გოგონას უტა და ფრთხილად შემოჰხვია ხელები გოგონას,შემდეგ ოდნავ ხმამაღლა გაიცინა და უკვე ხმით მოსლუკუნე გოგონას. -ჩუუ,ჩუუ ნიცა,მაინც როგორი სულელი ხარ,აჰაჰაჰ,ჩუუ,ნუ ტირი,დამშვიდდი. -დამანებე თავი,წავალ მე აქედან,არ მინდა აღარაფერი...გულამომჯდარი სლუუნებდა ნიცა და თან სიყვარულის ობიექტს მონატრებული ეკვროდა. -ჩემი სულელი...თბილად ამოთქვა ბიჭმა და ნიცათურთ ჩამოჯდა საწოლზე...მიდი დაიძინე,დაისვენე და მერე ვისაუბროთ,მიდი...ფრთხილად დააწვინა გოგონა და თავადაც გვერდით მიუწვა. 1 წლის შემდეგ ******************** *********** -ნიცა,მამა და ლინდა მოვიდნენ მიდი ჩამო ქვემოთ...სარკის წინ გაბადრული ტრიალებდა ნიცა და ჯერ კიდევ წამოუზრდელ მუცელს კმაყოფილი შეჰყურებდა. -ახლავე ჩამოვალ...სწრაფად დაეშვა კიბეებზე და მამათილსა და ახალ დედამთილს მიეგება...დედიკო სად არის? -სამზარეულოში გავიდა,ნუ ღელავ,ნახე ლინდამ შენი საყვარელი სალათი მოგიტანა. -ლინდუ,გმადლობ საყვარელო,მომე სამზარეულოში შევიტან...ხელებში მოქცეული კონტეინერი ჩამოართვა და მამამთილს გადახედა...ნიკუშას სალამი,როგორ ხარ მამამთილო,გაწვალებს ჩემი მაზლი?!...მხიარულად შეეკითხა კაცს და პასუხის მოლოდინში თბილად გადაეხვია. -კი,ამ ბოლო დროს უკვე ძალიან,დედამისიც ეხმარება და სული ამომხადეს...დაღლილი მზერით შესჩივლა რძალს ნიკოლოზმა და ცოლს ხელი გადაჰხვია. -სულაც არა,აქეთ გვაწვალებს...ეშმაკური მზერით ამოილაპარაკა ლინდამ.მათი შემხედვარე ღიმილს ვერ იკავებდა ნიცა. -კარგი მიდი მისაღებში გადით,მანამდე მე ამას სამზარეულოში გავიტან და დედიკოსაც დავუძახებ. -მეც გამოგყვები...სამზარეულოსაკენ მიმავალს უკან მიჰყვა უტაც. -დე,ლინდა და ნიკოლოზი მოვიდნენ,მიდი შენ გადი,მე ყავას მოვიტან და ლინდას წვენს წამოვუღებ. -კარგი შვილო,ხომ იცი მე უშაქრო,დიეტაზე ვჯდები დღეიდან...შეწუხებულმა დახედა თეამ მუცელს და ოთახიდან გავიდა.ღიმილით გააყოლა დედამისს თავლი ნიცამ შემდეგ კი ჩაიდანი დადგა გაზქურაზე.უკნიდან შეგრძნება რომ იგრძნო და მეუღლის სურნელი ეცა,ეშმაკურად ჩაიღიმა. -ნიცა,მეც მინდა ბავშვი,ვიცი რომ ჯერ არ არის ამის დრო,მაგრამ,მაინც ძალიან მინდა,აბა წარმოიდგინე,ამ სახლში პატარა უტა რომ ირბენს,მამასავით სიმპატიური და მომხიბვლელი...ჩაეცინა ბიჭის სიტყვებზე ნიცას,მაგრამ მაშინვე შეიშრო ღიმილი და ჭიქების მომზადებას შეუდგა. -კარგი რაა,ნიცა,გთხოვ,ვიცი არაჩვეულებრივი მამა ვიქნები,გპირდები. -მაგას მონდომება უნდა უტა...ეშმაკურად ამოილაპარაკა ნიცამ და ჩაიდანისაკენ წავიდა. -ანუ,აუ როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი,ამ საღამოს ძალიან მოვინდომებ...ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა მეუღლეს და უკნიდან აეკრო. -იქნებ არც დაგჭირდეს...ნამიოკი ჩაურტყა ბიჭს და შემდეგ გასასვლელისაკენ დაიძრა...ზღურბლს სანამ გადააბიჯებდა მანამ გამოხედა გაოცებულ ბიჭს და ღიმილით დაუმატა...აბა ვნახოთ როგორი მამა იქნები...ჩუმი კისკისით გავიდა სტუმრებთან,ბედნიერებისაგან აკანკალებს,როდესაც წარმოიდგენს რომ მალე,მისი და უტას შვილი გაჩნდება,ამ ჯერად ნამდვილად მისი და უტასი... *********************************** ბოდიში,აი უღრმესი ბოდიშ ყველას ვინც კითხულობდა ამ ისტორიას,ვერ ვწერდი,მაგრამ ნამუსო როგორც ჩანს ბოლომდე არ დამიკარგავს,ასე რომ მე საზიზღარი,ვასრულებ ამ ისტორიას,გმადლობთ წინასწარ და კიდევ ერთხელ ბოდიში,ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მცხვენია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.