შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების კანონი 5


3-04-2016, 20:37
ავტორი teddy))
ნანახია 3 508

***
სამსახურიდან დაღლილი გამოვდივარ და ტაქსის გამოჩენას ამაოდ ველი. ლევანის დავალება რომ თანამშრომლის ნომრები დამეწერა მისთვის, ზედმეტი ,,ხაფანგების" გარეშე შევასრულე. რატომ? იმიტომ, რომ ლევანს, რამე რომ შეემჩნია, ისევ თავიდან მომიწევდა დაწერა. ჩემ თავს ვუფრთხილდები! აი, ტაქსიც გამოჩნდა და ხელს ვუქნევ. ჩემს წინ აჩერებს მანქანას და ადგილს ვიკავებ, ავტომობილში. სახლის მისამართს ვკარნახობ და ტელეფონს ჩანთაში ვიდებ. უცებ, წინ ვიწევი და ჩემს წინ მდებარე სავარძელს თავს ვარტყამ:
-ცოტა, ფრთხილად იარეთ!-ვეუბნები უკმაყოფილოდ და თან ნატკენ ადგილას ხელს ვიდებ.
-მაპატიე გოგონი, იმის ბრალი იყო!-ხელი გაიშვირა, ჩვენს უკან მიმავალ მანქანაზე.
***
ტაქსის მძღოლმა, ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა და საფულიდან ქაღალდის კუპიურა მივაწოდე. კიბეებზე ნელა ავდივარ და ლევანის ბინიდან, თვით ლევანი გამოდის:
-დაამთავრე უკვე?-მეკითხება მე.
-როგორც ხედავ, აქ ვარ!-ვპასუხობ მას.
-ძალიან კარგი! იცოდე, რამე თუ არ მომეწონა, თავიდან დაგაწერინებ!-მაფრთხილებს ის.
-ლილიანა, როგორ გაჩერდა, აქამდე მიკვირს!-ვიძახი მე.
-შენ მაგაზე ნუ ფიქრობ!-მეუბნება და კიბეებზე ჩადის.
-,,შენ მაგაზე ნუ ფიქრობ!"-ვაჯავრებ ლევანს.-აბა, ქერა არ მყავს მასზე, რომ ვიფიქრო და...-ვამბობ და ჩემი ბინის გასაღებს ვეძებ.


***
დილით გაჩერებაზე ვდგევარ და ორი ბავშვის კინკლაობას ვუყურებ და თან ჩემს საწოლზე ვფიქრობ, რომელზეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ძილს. ერთი ბავშვი, რომელსაც ორი ნაწნავი ამშვენებს, ფეხს ადგამს მეორე გოგონას, ფეხსაცმელს, რომელსაც ვარდისფერი ყვავილები ახატია. ეს გოგონა პასუხს უბრუნებს და ისიც ფეხს ადგამს. უცბად კი ნაწნავებიანმა გოგონამ წამოიძახა:
-აი, ეს არის შურისძიების კანონი!-მის სიტყვებზე მეცინება და ლევანი მახსენდება. მეც, ხომ მასზე ვძიობ შურს, ჩემივე ხრიკებით.

***
***
ლევანის კაბინეტში, ყავით ხელში შევდივარ და გაკვირვებული ვუყურებ ჩემს წინ ქერა გოგონას. გაკვირვებული, რატომ? იმიტომ, რომ ის ქერაა, რომელზეც ამ ხნის განმავლობაში, მასზე ვფიქრობდი და ეჭვს მიღვიძებდა. შემდეგ ფანჯარასთან მდგომ ლაშას ვუყურებ და მინდა სამივე დიდ აუზში გადავყარო!
-ნენსი, გაიცანი ეს ანასტასიაა!-მაცნობს ლაშა.
-სასიამოვნოა!-ვამბობ მე, მაგრამ რამდენად სასიამოვნოა არ ვიცი!
-ანასტასია, ეს კი ლევანის ცოლია, ნენსი!-ჩემს თავს აცნობს ლაშა, ანასტასიას. ცოლის წინ ყოფილი დააკლდა!
-გამარჯობა!-ღიმილით მესალმება გოგონა.
-ხომ ვუხდებით ერთმანეთს? ჩემი ცოლი რომ გახდება, მით უფრო დავამშვენებთ ერთმანეთს!-იძახის ლაშა და ანასტასიას ხელს ხვევს. ლაშას საცოლე? ახლა იცით, რა მინდა? ორივეს ჩავეხუტო და სიხარულისგან ცეკვა დავიწყო. მე სულელს კიდევ ლევანის საყვარელი მეგონა!
-ლაშა, როგორ გამახარე!-შევძახე მე. ლევანს ვუყურებ, რომელიც ჩემკენ მოიწევს და შეუმჩნევლად, ყურთან მოაქვს ტუჩები:
-ჩემი ქერა, არ არის!-იძახის და სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს.

***
სახლიდან გამოვდივარ და ლაშას ვხედავ:
-ლაშა, როგორ ხარ?-ვეკითხები და ლოყაზე ვკოცნი.
-კარგად! ნენსი, ბარში მივდივართ და წამოდი რა!
-მე რა მინდა?-ვკითხულობ მე.
-რას ქვია, შენ რა გინდა?-გაოცებული მიყურებს.
-მე ლევანის ცოლი, აღარ ვარ!-ვეუბნები მას.
-ლევანის ცოლიც ხარ და წამოხვალ კიდეც! მიდი შებრუნდი სახლში და მოემზადე!-მიბიძგებს უკან.
-ლაშა!-ვიძახი უკმაყოფილოდ.
-ანასტასიაც მოდის და ჩემი ხათრით!-მთხოვს ის.
-არ ვიცი!-ვამბობ მე.
-რა არ იცი! მიდი, მალე გელოდები!-ამბობს ლაშა. წავალ, რატომაც არა? იქნებ, იქაც შემეძლოს შური ვიძიო! ბინაში ვბრუნდები და შავ მოკლე კაბას ვირჩევ. ყელსაბამს ვიკეთებ და თმას ვიშლი. ნახევარ საათში გარეთ გამოვდივარ და ლაშას და ლევანს ვხედავ:
-რას აკეთებდი, ამდენი ხანი?-სიცილით მეკითხება ლაშა.
-ანასტასია მოვა თუ უნდა გავუაროთ?-ვეკითხები ლაშას. ანასტასიას მიმართ, უკვე კარგად განვეწყვე.
-გავუაროთ!-მეუბნება ლაშა.
-მომეწონა შენი შესრულებული დავალება! არცერთი შეცდომა ციფრებში!-მიფასებს ლევანი.
-ჩემს დავალებებს კარგად ვასრულებ, თუ საჭიროდ ვთვლი!-ვეუბნები მას.
-კარგი, ნუ იკამათებთ ახლა!-ხელს მხვევს ლაშა.


***
ბარში შესულები, ადგილს ვიკავებთ და ისე ხდება, რომ ლევანი ჩემს გვერდით ჯდება.
-კარგია, რომ წამოხვედი!-მეუბნება ანასტასია.
-ხო, მომწონს აქაურობა!-ვიძახი მე.
-ბოლომდე ვსვამთ!-ალკოჰოლზე გვანიშნებს ლაშა. ცოტახანში ოთხივეს გვეკიდება სასმელი და სიმღერის დაწყებისთანავე ვდგებით. ლევანი ჩემკენ მოდის და ჩემთან ერთად იწყებს ცეკვას. მე კი გონებით სულ სხვაგან ვარ. ვფიქრობ, რით შეიძლება, ამ შემთხვევაში ვიძიო შური! ცეკვისგან დაღლილი ბარმენის წინ ვჯდები და წყალს ვთხოვ.
-ვიცეკოთ?-გვერდიდან მესმის ბიჭის ხმა. ყურადღებას არ ვაქცევ და ბარმენის მოწოდებულ ჭიქას, ბოლომდე ვცლი.
-ვიცეკოთ?-მიმეორებს კითხვას.
-კარგი!-ვთანხმდები მე. სხვა შემთხვევაში უარს ვიტყოდი, მაგრამ ახლა ლევანის ეჭვიანობა გვაწყობს! ესეც, ჩემი შურისძიება! ფეხზე ვდგები და ტანს ვაყოლებ მუსიკას, ბიჭიც მყვება და ხმამაღლა მეკითხება:
-რა გქვია?
-ნენსი!-ვპასუხობ და არ ვინტერესდები, მისი სახელით. ლევანს ვუყურებ, თუმცა ლაშას რაღაცაზე ელაპარაკება და ვერ მამჩნევს. როდისმე ხომ შემამჩნევს? ეტყობა, ეს ადგილი კარგი ვერ აღმოჩნდა, ჩემი შურისძიებისთვის, მაგრამ ეჭვიანობას, რას ვუჩივი?! ლევანის აღარ ვუყურებ და ბიჭთან ერთად ვაგრძელებ ცეკვას.
-ჩემს ცოლს, მე ვეცეკვები!-მესმის ლევანის ხმა და ხელს მკიდებს.
-ვერ ხედავ, რომ ჩვენ ვცეკვავთ?-ყვირის ბიჭი.
-კარგი, დამშვიდდი!-ვცდილობ, როგორმე უცხო ადამიანი დავაწყნარო.
-ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ!-ეუბნება ლევანი.
-ჩვენ ვცეკვავთ!-ისევ თავისას იმეორებს ბიჭი.
-ლევანი წავიდეთ!-ხელს ვკიდებ მას.
-ჯერ არ დაგვიმთავრებია, ცეკვა!-იძახის უცხო ბიჭი და ხელს მკიდებს.
-ხელი გამიშვი!-ვეუბნები შეშინებული.
-ხომ, თქვა ხელი გამიშვიო!-ლევანის მუშტი კი უცხო ადამიანზე ჩნდება. ბიჭი ძირს ეცემა და ცოტა ხანში ფეხზე დგება. ლევანის მიმართულებით, ხელს იქნევს და ხვდება კიდეც, თუმცა ლევანი კვლავ იმეორებს. ლაშა ჩვენკენ მოდის და მათ გაშველებას ცდილობს:
-მორჩა, წამოდი!-ეუბნება ლევანს და ბიჭს თავს ანებებს და ლაშას მიყვება. ჩემს სულელურ საქციელს, ხედავ რა მოჰყვა? ხომ, შემეძლო იმ ბიჭისთვის უარი მეთქვა, მაგრამ არა მე ჩემი გავიტანე! ჩემს გამო, ყველას ჩავუშალე სიამოვნება!
-წავიდეთ სახლში!-იძახის ლაშა და გარეთ გავყავართ. თვალებიდან ცრემლები მცვივა, თუმცა არ ვიმჩნევ და სიბნელეში ვერც სხვები შეატყობენ. ტაქსს აჩერებს ლაშა და ანასტასიას სვამს, მძღოლს კი გოგონას მისამართს კარნახობს. ლევანს მანქანაში სვამს, წინა სავარძელზე და მე უკან მანიშნებს, რომ დავჯდე. ჩემში სირცხვილის გრძნობამ გაიღვიძა და ჯობდა, საერთოდ არ წამოვსულიყავი! ჩემს გამო, რა მოხდა! რა ჩავიდინე, სულელი ვარ! მანქანაში ვჯდები და ნერვიულობისგან ჩანთას ვათამაშებ ხელში. ლევანს გავყურებ, რომელსაც გაბრაზებული იერი აქვს და ჯიქურ მიშტერებია ავტომობილებს.
-მე...-დავიწყე და ისევ გაჩუმება ვამჯობინე. რა ნამუსით, უნდა მემართლა თავი?!
-თავს ნუ იმართლებ!-მეუბნება ლევანი, მკაცრი ხმით. ფანჯარას თავს ვადებ და უარესად მცვივა თვალებიდან, ცრემლები.

***
სახლთან აჩერებს მანქანას, ლაშა და სამივე გადმოვდივართ.
-აგაცილებთ!-ამბობ ლაშა.
-არ გვინდა!-ეუბნება ლევანი.
-კარგი, მარტო დაგტოვებთ!-იძახის და მანქანისკენ მიდის. ლაშასიც მრცხვენია, გოგო წამოიყვანა და მე კიდევ რა გავაკეთე, უცხო ბიჭს დავუწყე ცეკვა. ლაშამ მანქანა დაძრა და თვალს მიეფარა. კიბეებზე უხმოდ ავდივართ და რაღაცას წამოვკარი ფეხი.
-ფრთხილად იარე!-მომიბრუნდა ლევანი.
-ლევან, ბოდიში!-დავიწყე ტირილი. ლევანმა ბინის კარი გააღო და მეც მას შევყევი.
-გთხოვ ლევან მაპატიე! ცუდად მოვიქეცი!-ვაგრძელებ მე და თან ლევანს ვუყურებ, რომელიც სახლის კარს კეტავს.
-მაშინ უნდა გეფიქრა ცუდად რომ იქცეოდი და ვიღაცას ეცეკვებოდი!-დამიყვირა ლევანმა.
-ვიცი, მაშინ უნდა მეფიქრა, მაგრამ...-სიტყვას ვწყვეტ მე.
-რა მაგრამ, რა?-იძახის ლევანი.
-მე უბრალოდ, შენი...-ისევ შუა გზაში ვწყვეტ სიტყვას.
-რა შენი? უბრალოდ ჩემი ეჭვიანობა გინდოდა?-ყვირილი გააგრძელა ლევანმა.-შეგიძლია, სიხარულისგან იყვირო კიდეც, გამოგივიდა!
-არ გავითვალისწინე, ამას რა მოყვებოდა!-თავის მართლება გავაგრძელე მე.
-ხშირად, უნდა გაითვალისწინო, რას რა მოყვება!-ამბობს ლევანი. კარებისკენ წავედი და გამოვაღე. ჩემი სახლისკენ წავედი. მრცხვენოდა, ჩემი საქციელის, ჩემი დაუდევრობის გამო!
შურისძიების კანონი  5

---------------------------------------------------------------
იმედია მოგეწონებათ! დიდი მადლობა!



№1  offline წევრი ჩუმა

მიყვარს ესენი! როდის შერიგდებიან ვნახო ერთი ერთად რა ტკბილები არიან ^_^

 


№2  offline წევრი teddy))

ჩუმა
მიყვარს ესენი! როდის შერიგდებიან ვნახო ერთი ერთად რა ტკბილები არიან ^_^

ჩუმა
მიყვარს ესენი! როდის შერიგდებიან ვნახო ერთი ერთად რა ტკბილები არიან ^_^

dzalian didi madloba! <3 :* :*

 


№3  offline მოდერი sopiko

ეს უნდოდათ კიდევ?
ოჰ, საცემია ნენსი... თვითონ რომ ეჭვიანობდა კარგი იყო?
თუმცა კარგი ისაა რომ ლევანი გამოტყდა...
ორივე გმირი ძალიან მიყვარს, შენ ხომ სსააერთოოდ... ♥

ეს უნდოდათ კიდევ?
ოჰ, საცემია ნენსი... თვითონ რომ ეჭვიანობდა კარგი იყო?
თუმცა კარგი ისაა რომ ლევანი გამოტყდა...
ორივე გმირი ძალიან მიყვარს, შენ ხომ სსააერთოოდ... ♥

 


№4  offline წევრი teddy))

sopiko
ეს უნდოდათ კიდევ?
ოჰ, საცემია ნენსი... თვითონ რომ ეჭვიანობდა კარგი იყო?
თუმცა კარგი ისაა რომ ლევანი გამოტყდა...
ორივე გმირი ძალიან მიყვარს, შენ ხომ სსააერთოოდ... ♥
gasatyipia, gasatyipi! :D dzalian didi madloba, sayvarelo! :* mec miyvarxar, dzalian! <3
ეს უნდოდათ კიდევ?
ოჰ, საცემია ნენსი... თვითონ რომ ეჭვიანობდა კარგი იყო?
თუმცა კარგი ისაა რომ ლევანი გამოტყდა...
ორივე გმირი ძალიან მიყვარს, შენ ხომ სსააერთოოდ... ♥

 


№5  offline წევრი teddy))

nene gelovani
ეს ლევანია? wink ამან დიდი ხნის წინ დაატყვევა ყველა wink wink

uxx, mec damatyveva, nensi ki araa :D

 


№6  offline წევრი kiko

ვაიმე ნიკი ლევანის როლში ვაინე გულიიიიი :O ო ბოჟე მოი ვიცოდი იმედებს რომ არ გამიცრუებდი და საოცარს აარჩევდი ლევანის როლზე :დ მიეჭვიანა ბიჭი. ახლა უკვე მიშლის ნერვებს ნენსი და გავწიწკნი. აუ მაღირსე რა ამათი კოცნა პროშვნა როგორც ვეფხისტყაოსანშია :დდ შემდეგი თავის ჩემებური ვერსია მაქვს :დ უცებ ლევანი აბრუნებს ნენსის რომელიც კიბეებზე მიდის და უჰუუუუ :დდ მაგარია ძაან

 


№7 სტუმარი ❤️Eka

Auu rakaia au levanis meti echvianoba minda nensi rogori sayvarelia

 


№8  offline წევრი teddy))

kiko
ვაიმე ნიკი ლევანის როლში ვაინე გულიიიიი :O ო ბოჟე მოი ვიცოდი იმედებს რომ არ გამიცრუებდი და საოცარს აარჩევდი ლევანის როლზე :დ მიეჭვიანა ბიჭი. ახლა უკვე მიშლის ნერვებს ნენსი და გავწიწკნი. აუ მაღირსე რა ამათი კოცნა პროშვნა როგორც ვეფხისტყაოსანშია :დდ შემდეგი თავის ჩემებური ვერსია მაქვს :დ უცებ ლევანი აბრუნებს ნენსის რომელიც კიბეებზე მიდის და უჰუუუუ :დდ მაგარია ძაან

ვაიმე, მეც ვარ ამ ბიჭზე გაგიჟებული ;დდ ჯერ ვლადიო,ა ხლა ესაო და მერე ორივე ერთადოო ;დდდ ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგწონს, საყვარელოო love გაღირსებ, მა რა იქნება lol შენებური ვერსია, ჰმ კარგია wink ლევანისაც აქვს ვერსია lol love

❤️Eka
Auu rakaia au levanis meti echvianoba minda nensi rogori sayvarelia

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო! request

 


№9  offline წევრი kiko

ზოგადად ალექსის მერე ანდრეასი მიყვარს მაგრამ ნიკიც არ მიყვარს ნაჯლებად. რა ვლადი რის ვლადი როცა ანდრეასი არსებობს

 


№10  offline წევრი teddy))

kiko
ზოგადად ალექსის მერე ანდრეასი მიყვარს მაგრამ ნიკიც არ მიყვარს ნაჯლებად. რა ვლადი რის ვლადი როცა ანდრეასი არსებობს

aleqsi da andreasi vinebi arian? Ar vici :D

 


№11  offline წევრი mimimimo

ჩემს გამო - არა, ჩემ გამო.

ვაიმე, ამათ კიდევ ეგ უნდოდათ?
მომეშალა ნენსიზე ნერვები, რა..

აუ, რა უბედურებაა ეგრე როგორ შეიძლება?
თედ'ი შენ კიდევ რას მაწვალებ კარგი, რა..
ცოტა თავები გაზარდე...

ისე კარგია, გააგრძელე, გელოდები, წარმატებები! love

 


№12  offline წევრი teddy))

mimimimo
ჩემს გამო - არა, ჩემ გამო.

ვაიმე, ამათ კიდევ ეგ უნდოდათ?
მომეშალა ნენსიზე ნერვები, რა..

აუ, რა უბედურებაა ეგრე როგორ შეიძლება?
თედ'ი შენ კიდევ რას მაწვალებ კარგი, რა..
ცოტა თავები გაზარდე...

ისე კარგია, გააგრძელე, გელოდები, წარმატებები! love

chemo sayvarelo mimimimo, didi madloba! Dges davakvirdi shen niks da mimino ki ara mimimimo yofilxar :D

 


№13  offline წევრი mimimimo

teddy))
mimimimo
ჩემს გამო - არა, ჩემ გამო.

ვაიმე, ამათ კიდევ ეგ უნდოდათ?
მომეშალა ნენსიზე ნერვები, რა..

აუ, რა უბედურებაა ეგრე როგორ შეიძლება?
თედ'ი შენ კიდევ რას მაწვალებ კარგი, რა..
ცოტა თავები გაზარდე...

ისე კარგია, გააგრძელე, გელოდები, წარმატებები! love

chemo sayvarelo mimimimo, didi madloba! Dges davakvirdi shen niks da mimino ki ara mimimimo yofilxar :D

რა მნიშვნელობა აქვს სახელს wink
მთავარია შენი ერთგული მკითხველი ვარ wink
ნელ-ნელა შენს ძველ ისტორიებსაც ვეცნობი love

 


№14  offline წევრი teddy))

mimimimo
teddy))
mimimimo
ჩემს გამო - არა, ჩემ გამო.

ვაიმე, ამათ კიდევ ეგ უნდოდათ?
მომეშალა ნენსიზე ნერვები, რა..

აუ, რა უბედურებაა ეგრე როგორ შეიძლება?
თედ'ი შენ კიდევ რას მაწვალებ კარგი, რა..
ცოტა თავები გაზარდე...

ისე კარგია, გააგრძელე, გელოდები, წარმატებები! love

chemo sayvarelo mimimimo, didi madloba! Dges davakvirdi shen niks da mimino ki ara mimimimo yofilxar :D

რა მნიშვნელობა აქვს სახელს wink
მთავარია შენი ერთგული მკითხველი ვარ wink
ნელ-ნელა შენს ძველ ისტორიებსაც ვეცნობი love

dzalian gamaxare! Miyvars ertguli mkitxvelebi <3 :*

 


№15  offline წევრი kiko

ალექსი ანუ ალექსანდრე ჩემი შეყვარებულია და ანდრეასი ჩემი მეორე სიყვარული :დ ანდრეას ერიკსენია :დდდ

 


№16  offline წევრი teddy))

kiko
ალექსი ანუ ალექსანდრე ჩემი შეყვარებულია და ანდრეასი ჩემი მეორე სიყვარული :დ ანდრეას ერიკსენია :დდდ

aaa, gaamaxsenda aleqsi, svani :D :D

Mec vnaxe eg andriasi da mec damatyveva :D ar vicodi vin iyo :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent