შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

emotions -it's love 6


3-04-2016, 21:17
ავტორი tata11
ნანახია 1 552

ვისხედით ჩემს იასამნისფერ ოთახში, კვლავ ვსვამდიით ჩაის და ვუსმენდით arctic monkeys. ეს ის მომენტი იყო მშობლები 1 კვირით, რომ წავლენ და შენ ჭკვიანად უნდა იყო, არადა პირველივე დღეს შანს ხელიდან არ უშვებ და შეყვარებულს პატიჟებ ჩაიზე. სხვათაშორის მოიხიბლა ჩემი ოთახით.

იწვა ასე ჩემს "საწოლზე" რომელსაც ძირს დაგდებული მატრასი წარმოადგენდა და შეჰყურებდა ფრიდას სურათს.
-ჰო გითხარი იასამნისფერი ხართქო.
-ჰო მითხარი.
-აი კიდე ერთი დამამტკიცებელი საბუთი.
უბრალოდ გამეცინა ამაზე და მეც ჩემი ოთახის თვალიერება დავიწყე, ისე თითქოს პირველად ვიყავი აქ.
-მაგრამ არა ! ფერადი ხარ, მარტო იასამნისფერი არა.
-ოთახის და ბლოგის გამო ფიქრობ ალბათ ესე.
-ბლოგის და ოთახის გარეშეც ფერადი ხარ.
მითხრა და ისევ ფრიდას შეხედა. დიდი ხნის დუმილის შემდეგ როგორც იქნა ამოიღო ხმა.
-ფრიდა მოგწონს ?
-ჰო ძალიან, შენ არა?
-არ ვიცი, ხან მომწონს ხან ვერ ვიტან.
სიცილით გამცა პასუხი,წამოდგა და ჩემი შირმისკენ წავიდა.
-გაჩე ესენი სულ შენი ნახატებია ?
-ჰო, რავი ვჯღაპნი ჩემთვის.
-კაი რა ტატა, ესაა ნაჯღაპნი? რა კაი რაღაცეებია.
გაციისკროვნებული თვალებით შემომცქეროდა ხან მე, ხან ჩემს ნახატებს შირმაზე.

radiohead-ის reckoner-ი ჩაირთო და მე ტრანსში გადავვარდი, ჩემსავე პუფში ჩაფლული. თვალები დავხუჭე და მეც ავყევი სიმღერას, ის კი თურმეე ამ დროს სურათებს მიღებდა, არადა სურათების გადაღების კომპლექსი მაქვს, თან როგორი.

მან ისევ მიიისაკუთრა ჩემი საწოლი, მეც დავწექი მასთან ერთად და ჩავეხუტე.
-remember cuddles in the kitchen yeah.
წავიღიღინე ახლაც, როგორც მჩვევია და კიდევ უფრო მოვეხვიე მას.
-remember cuddles in the purple room yeah.
-საერთოდ არ ჯდება რითმში.
სიცილით გავაპროტესტე ტექსტის შეცვლა.
-მერე რა, მთავარია ამ მომენტს ასახავს და უხდება. ტერნერმა თავისი თქვა, მე ჩემსას ვამბობ.
სერიოზულად გამცა პასუხი და სერიოზულადაც დაასაბუთა. მე კი მის ასეთ საქციელზე სიცილი ამიტყდა...

ვიწექით ასე, ორივესთვის პატარა საწოლზე. ის როგორც ყოველთვის თმაზე მეთამაშებოდა, მე კი მის მკედზე მედო თავი, ჩემს კედელზე გაკრულ სურათებს ვუყურებდი და ვფიქრობდი არაფერზე. ჰო საერთოდ არაფერზე.
-შენს თმას გვირილის სუნი ასდის.
ღიმილით მითხრა კვლავ. მე კი ახლა იმაზე დავფიქრდი, რომ "ჩვენ" სულაც არ იყო შეცდომა, მივხვდი, რომ ამდენი ხანი მე ჩემი ცხოვრებით არ ვცხოვრობდი, არ ვაკეთებდი იმას რაც მომწონდა,მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს მისი დამსახურება იყო...


ორი იდიოტი, ჰო ზუსტად ორი უსაქმური იდიოტი... კეკელიძიდან სააკაძემდე და იქიდან ჭავჭავაძე, სრულიად უაზროდ ვიბოდიალეთ, უაზრო დიალოგებით და ამით ჩვენ ბედნიერები ვიყავით.
ვიდექით ზოოპარკის წინ და შევყურებდით 3 დათვს, ის კი იდგა გაცისკროვნებული თვალებით, იღიმოდა მთელი გრძნობით და მეც თითით მაჩვენებდა მათ. მას ხომ ასე უყვარს დათვები. ძლივს წავიყვანე იქიდან. კიბეებზე ჩავდიოდით, მე მის უკან მივდიოდი და მას მხრებზე დავადე ხელები, მას ხომ ვიცი როგორ მოსწონს ეს, გადავიღეთ ზე უაზრო სურათები, მაგრამ ამითაც უზომოდ ბედნიერები ვიყავით. ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ მზიურს და ჩვენი საყვარელი ადგილისკენ გავემართეთ.

ის ჩემი თითებით თამაშობს, მე კი უაზროდ ვიღიმი და ვუყურებ, მის უგრძელეს თითებს, რომლებიც ჩემსას ფარავს.
-თითებზე გაფეტიშებული ადამიანი.
ჩავიბურტყუნე ჩემთვის. ის კი თითებიდან თმაზე გადავიდა. უცბად შემომაბრუნა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ღიმილით დამყურებდა ზემოდან.
-თვალებიი დახუჭე.
მეც დავყევი მის ნებას და ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს ქუთუთოზე.
-იცი ქუთუთო ყველაზე მგრძნობიარე ადგილია.
მე კი ამაზე მეცინება, ის კი კვლავ მკოცნის მაგრამ ახლა ლოყაზე.
ბოლოს სწორდება და ისევ ჩემს თმას ეხება.გვერდით მიწევს თმას და ვგრძნობ, რომ მიახლოვდეება, მისი ცხელი ტუჩები კი ხერხემლის პირველ მალაზე მეხება. მიკოცნის პირველ სამ მალას, მე კი ტაო მაყრის, ის იღიმს, ვიცი, ვგრძნობ, რომ იღიმის....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent