შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 6


3-04-2016, 22:14
ავტორი s.g
ნანახია 1 802

რა გითხრათ...ჩვეულებრივი რუტინა დამყარდა მათ ცხოვრებაში...არაფერი განსაკუთრებული, უკვე ხუთი წელია აქ არიან...თითქოს ძალიან გავს იტალიელი ხალხი ქართველებს, მაგრამ რომ დაფიქრდები ეგ ეგრე სულაც არ არის...თითქმის უკვე ზეპირად იციან იტალია ...არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ჰყავთ გვერთით...თითქოს ამ გოგოებში იპოვეს მათ თავიანთი ბედნიერება... ოჯახში ჟრიამული, რასაკვირველია რენეს დამსახურებით, მათ უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდათ...მაგრამ, ხვდებოდნენ რომ მალე ერთი წელიც გაივლიდა და ორივე მშობლიურ ბუდეს დაუბრუნდებადა...ძალიან წყდებათ გული, მაგრამ ხომ იციან არა, რომ ვერ დაიტოვებენ სამუდამოდ...
ორივემ წარმატებით დაამთავრა სკოლა და ორივე განსხვავებულ პროფესიას გაჰყვა...რენემ საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია...ქეთომ კი იურიდიული...მომავალში სურს, საერთაშორისო სამართალს გაჰყვეს, და სწორედ ამ მხრივ გააგრძელებს მაგისტრატურას . რენეს სიჯიჟემდე უყვარს ხოლმე ქალაქების და ქვეყნების დათვალიერება, და ამ პროფესიაშიც თუ წარმატებას მივაღწევ ნამდვილად არ მომაკლდებაო...თუმცა, მერე მიხვდა, რომ ამ პროფესიაზე ჩაბარება, ქვეყნების მონახულების გამო სულაც არ სურდა....იმდენი ნაშრომი აქვს წაკითხული ამ თემაზე, ტვინიც კი შეუჭამა ქეთოს...თვიტონ ქეთოს სურდა სამედიცინოზე ჩაებარებინა, ქირურგიის განხრით, თუმცა ერთხელ ავარიაში მოჰყვა და ხელი მოიტეხა, თან ნერვიც დაუზიანდა და ზოგჯერ სიზუსტის ფოკუსირების დროს თითიები უთრთის ...მართალია, რენემ უთხრა სხვა განხრით წადი, სამედიცინო ძალზედ მრავალფეროვანი არისო, თუმცა იმდენად ჰქონდა ქეთოს გული დამწყდარი, სხვა განხრით რომ ჩაებარებინა, მაინც ყოველდღე მოუწევდა მის ოცნებასთან შეჯახება, ამიტომ არჩია სხვა მხრივ დაეცვა ადამიანები...
რომ გითხრათ ბიჭების არმია ედგათო მოგატყუებთ...თუმცა იყო რამოდენიმე განსაკურთებული, რომლებიც მოიხიბლენ, ქართული სილამაზით...რენე ისეთი ეშხიანი და ლამაზი იყო. თან მისი არც ისე თეთრი კანი მართლაც არ დატოვებდა გულგრილს ბიჭებს....ქეთო ოჰ ქეთო მისი შავი თმა და მწვანე თვალები რაღაც საოცრებას გავდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა ყველგან თავი დაემალა...თმები საგრძნობლად გაიზარდა, სათვალეს ხმარობდა, რადგან ძალიან ჰქონდა თვალები გადაღლილი, თან სულ მისი საყვარელი ბერეტი ეხურა, რომელიც რენეს დედამ, ირმამ აჩუქა, და სხვა უამრავი რომელსაც რენე ჩუქნიდა, როდესაც სადმე წააწყდებოდა ხოლმე...არასდროს მოსწონდა დიდ ყურაღებას რომ იქცევდა, რის გამოც რენე უბრაზდებოდა, მაგრამ ბოლოს მივიდნენ კომპრომისზე, რომ როდესაც ჩავიდოდნენ საქართველოში, რენე მას მთლიანად გარდაქმნიდა...
ჩემზე რა მოგიყვეთ...ყველა ამბავი ვიცოდი, საქართველოშიც ვიყავი და აქაც. ბოლო ორი წელი არდადეგებზე წასვლა ვერ მოახერხეს, რაზეც გული ძალიან დაწყდათ, თუმცა ვფიქრობ ასე ჯობდა...ლუკა... ლუკაზე რა გითხრათ, ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი, მაგისტრატურაც დაამთავრა, ერთ-ერთ წამყვან ფირმაში მუშაობს განყოფილების უფროსად...ისეთი მკაცრი და სიმპათიური უფროსია, მასზე უფროსი ქალები ჭკუას კარგავენ, რაც გულს მირევს, რამდენს ჰყავს აქედან ქმარი და ესენი კი სხვის გამო ჰყრიან დორბლებს...მისი გრძნობების შესახებ რა გითხრათ, დიდად არაფერი შეცვლილა, ადგებულად ექცევა ბევრს, მხოლოდ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან არის ნორმალურად.. მივხვდი მას ძალიან აკლდა ქეთო, პატარა ქეთო, რომელსაც სულ აბრაზებდა...ერთხელ რენემ დადო სურათი, სადაც კარგად ჩანდა. თუ როგორ ტიროდა ქეთო წიგნის კითხვის დროს...უყურებდა ამ სურათს, თვალებმოუშორებლად სანამ არ გამოჩნდა წინადადება სადაც ეწერა, რომ ხარვეზია და სურათის ნახვა შეუძლებელია....მაშინვე ინანა რომ არ გადმოიწერა, თუმცა თავის თავს გაუბრაზდა ეს როგორ გაიფიქრეო და ზიზღით დახურა ლეპტოპი...აი მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემ ქეთოს შეუძლია ჩემი ძმის შეცვლა, მხოლოდ მას...მაგრამ რამდენად შეეეცდება ამას და რამდენად მისცემს ამის უფლებას ეგ არ ვიცი...
სიმართლე გითხრათ მოვიწყინე...დიდად ვეხმარებითქო ხალხს ვერ გეტყვით...მხოლოდ მცირედით შემოვიფარგლები ...მაგრამ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა პატარა ბიჭს დავეხმარე, რამაც დიდად გამახარა...შემდეგ, როცა დედის აცრემლებულ თვალებს შევხედე მივხვდი, რომ უდიდესი ბედნიერება ვაჩუქე ...ნეტავ დედაჩემსთვისაც ეჩუქებინა, ჩემი სახით ანგელოზს ბედნიერება და ახლა ყველანი კარგად ვიქნებოდით...თუმცა არ გვინდა ამაზე საუბარი, ყველაფერი წარსულ ჩაბარდა ...
-ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორ ვიცხოვროთ თქვენს გარეშე შვილებო....უკვე აღარ ვიცი....ეტირებოდა ნატოს...გილიერმო კი, არც მალავდა ცრემლებს...საშინლად წყდებოდათ გული, თითქოს მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობდნენ, და უეცრად ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ყოველი გატარებული წუთისთვის იყვნენ მადლიერნი, რაც ამ გოგოებმა აჩუქათ...
-იცი როგორ ხშირად ჩამოვალთ?...არც ერთ შესაძლებლობას არ გამოვტოვებთ, თქვენც ჩამოხვალთ...რა გგონიათ უკვე არ წარმომეშო ის უფლება, რომ მოგთხოვოთ, რომ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ ჩვენთან?!...უზომოდ მომენატრებით...ასეთი რენე არ მინახავს ღაპა ღუპის მოსდის ცრემლები....ქეთო კი, პატარა ბავშვივით სლუკუნებს...მართლაც არაჩვეულებრივი წლები გაატარეს, რომლებიც არასდროს დაავიწყდებათ, თუმცა დარწმუნებულნი არიან რომ ხშირი სტუმარნი იქნებიან ამ ოჯახის...
.............
-დემეტრე ჩქარა აეროპორტში ვაგვიანებთ!
-ახლავე გასაღებს ავიღებ...
-ლუკა მოდის?
-არც იცის დღეს რომ ჩამოდიან, რენემ არ უთხრათო გაგვაფრთხილა...
-წარმომიდგენია. აშკარად რაღაცას უპირებს თავის ძმას ...
-ძალიანაც კარგი. არ აწყენდა ცოტა მხირალურება მის ტვინს...
-თუ რენეს სიგიჟე?
-თუმდაც რენეს სიგიჟე...
..........
-ვაიმე რენე, რას ცქმუტავ ამდენს...ჩავალთ მალე...დაეშვება უკვე
-ვაიმე ღმერთო, მე ჩასვლაზე სულაც არ ვღელავ...
-აბა რა ხდება...
-მიპასუხე! სახლიდან გამოსვლისას საკუტარ თავს შეხედე? მის მერე რაც ერთი კვირა ამდენი გავაკეტე, მოვინდომე და სხვად გაგციე?!
-მე უბრალოდ მე...
-რა შენ შენ ...უბრალოდ მიხვდი რა სილამაზესაც მალავ არა?! კიდევ კარგი ლუკამ არ იცი რომ ჩამოვდივართ...საღამოს სუფრა იქნება და სახურიდან როცა მოვა დავხვდებით...
-მე რატომ უნდა დავხვდე, შენ ჩამოხვედი, ოჯახს შენთან ერთად ყოფნა უნდა ...უნდა მოესიყვარულოთ ერთმანეთს, თან მეც ჩემებთან უნდა ვიყო, ძალიან მენატრებიან...
-არ მაინტერესებს, ამ დღეს მე თუ არ დამითმობ, უსაშინლესი მული ვიქნები შენთვის და მთელი სიცოცხლე გაგამწარებ...
-რეებს ბოდავ?! რა მული? ნორმალური ხარ?
-შენ ვერასდროს ვერ შეიყვარებ ლუკას გარდა ვინმეს...განა არ ვიცი, სულ მის სურათებს რმ უყურებდი ჩემი საიტიდან?.....ბრმა ხომ არ ვარ? თან უკვე შევეჩვიე იმ აზრს, რომ შენი მული უნდა ვიყო, აზრი არ აქვს მაინც ვერავინ მიიპყრობს შენს ყურადღებას, ლუკაც ნელ ნელა მიხვდება და გაერკვევა ყველაფერში და თუ ვნახე, რომ შენი ნახვა მასზე არ იმოქმედებს, გეფიცები შენ ამის მერე, მე თვითონ მოგიძებნი ისეთ ბის რომელიც უბდნიერესად გაგცევს და შენც შეიყვარებ....... უბრალოდ დარწმუნება მჭირდება იმაში, რომ ლუკა სხვანაირად ვერასდროს შემოგხედავს და თუ ეს ასე არ იქნება, დამერწმუნე რომ ძალღონეს არ დავიშურებ, იმისთვის, რომ ერთად ბედნიერები იყოთ ...
-რენე მე...
-ქეთო ჩემო ქეთო შენ რა ტირიხარ? გეხუმრე გოგო მართლა კი არ ვიქნები შენთვის უსაშინლესი მული, მოვიტყუე, კარგი რა, რაც არ უნდა გაააკეთო, ისე მიყავრხარ, ვერასდროს ვერ შევძლებ, რომ რამე ცუდად გაგიკეთო...არ იტირო კარგი?!
-ამიტომ არ ვტირი რენ...
-აბა რა გჭირს...
-რენ იცი მეგონა რომ შევძლებდი, რომ ამომეგდო გონებიდან, მაგრამ მივხვდი ეს შეუძლებელია ,იცი როგორ მიყვარს? ვერც აგიღწერ...ყველა მისი თვისებით, რომელიც ასე მტკენს გულს....უბრალოდ მინდა ბედნიერი იყოს, მე კი მისით ვისუნთქო.... გახსოვს, არდადეგებზე, რომ არ გამოვდიოდი ჩემი ბინიდან და სულ მეჩხუბებოდა ირმა დეიდა, როგორ შეიძლება შვილო, ვიცი მშობლები მოგენატრა და ერთად ხართ შენ და რენე იქ, მაგრამ მაინც უნდა გამოხვიდეო...იცი რატომ არ მოვდიოდი?....არ შემეძლო უბრალოდ, არ შემეძლო ლუკა მენახა, ვიცოდი თუ ვნახავდი, ცრემლები წამსკდებოდა, ის კი დამცინებდა, მე კი უარესად ვიქნებოდი ...არა ნუ გგონია, რომ ცუდად ვიქნებოდი და ჩემ თავს ვუფრთხილდებოდი არა... უბრალოდ ისე ძლიერ მიყავრს, რომ მენახა ვერ გავუძლებდი და გონებას დავკარგავდი...რომ შემხებოდა ვერ გავუძლებდი გესმის? გესმის რენ? ჩემი სისუსტის შემეშინდა, ასეთი რომ ვარ , თითქოს ყველაფერთან ძლიერი თუმცა, ლუკასთან არა, ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია გამანადგუროს ...ღმერთო, როგორ შეიძლება სიყვარულის გამო გული წაგივიდეს, მაგრამ თურმე შესაძლებელია...ერთხელ სანდრამ მაღაზიაში გამაგზავნა და ისე შევიფუთე თვალებიც ძლივს მიჩანდა ...აქეთობისას ქვას წამოვკარი ფეხი და დავეცი, ისე მწარედ მეტკინა ტირილი დავიწყე, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცა მომიახლოვდა და ჩემთვის უჩვეულო ხმით და სათუთად მკითხა თუ რა მეტკინა...როცა გავიგონე მისი ხმა, მუხლები მომეკეცა და ხელებში ჩავუვარდი გესმის? ხელებში, მაგრამ რა ძალა ვიგრძენი არ ვიცი, უცებ დავუსხლტი და გამწარებული შევვარდი სახლში ... შარვალი გახეული, ატყავებული კანი, ხელები დაკაწრული თუმცა ეს სულაც არ მაწუხებდა თითქოს ვერაფერს ვგრძნობდი ლუკას შენახები ადგილის გარდა რომელიც მიხურდა, რომელზედაც, იმხელა დუტი მეცვა თითებსაც ვერ შემოაჭდობდი....მე კი მხოლოდ ის ადგილი მეწვოდა და მიხურდა სახე კი ისეთი წითელი, სანდრამ კივილი დაიწყო სახეზე რამე შეგესხაო? მერე კი, როდესაც მთლიანად ამათვალიერა, გული წაუვიდა ქალს გესმის რენ? მე კი დედაჩემთან ვერ მივედი, იმიტომ რომ ვერაფერს ვხედავდი შემდეგ როდესაც მამა გამოვიდა და დედა წაიყვანა ჩემთან მოვიდა და გონზე მოყვანის მიზნით სახეზე ნელა შემომილაწუნა, მხოლოდ მას შემდეგ მოვედი გონს და დავეცი...მერე კი უკვე საწოლში გავიღვიძე სადაც შენ იჯექი, მაგრამ ვერ გავბედე შენთვის მომეყოლა...შენ კი ჩემს სისუსტეს აბრალებდი ყველაფერს და მთელი სია შემიდგინე რა უნდა მეჭამა რომ შენსავით ძლიერი გავმხდარიყავი...მე კი მოგქცქეროდი გაღიმებული და ვნატრობდი,რომ ლუკა არ მყვარებოდა,მაგრამ ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო, ასევე იმაზე ვფიქრობდი, მისთვის სრულიად უცხოს რა თბილად დაელაპარაკა ...მე კი, ვძულვარ რენ ვძულვარ გესმის? რომც მეტკინოს ვიცი, რომ მას პირიქით გაუხარდება ... ალბათ, რომ ენახა ვინც ვიყავი,მაშინვე გაუდგებოდა თავის გზას, აი სრულიად უცხოს კი დახმარების ხელი გაუწოდა ...გესმის რენ ?რატომ არის რთული შენი რძლობა? მე ეს სიყვარული მკლავს რენ...მანადგურებს, არც მეგონა თუ ასეთი სიყვარული შემეძლო ...ძალიან ეგოისტი ვარ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ვიცი რომ მე სხვას ვერასდროს შევიყვარებ, ისიც ვიცი რომ ლუკასთან ვერ ვიქნები, ამიტომ მინდა ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ჩემ საყვარელ ადამიანებს მივუძღვნა...მოვკვდები ვინმე სხვა რომ მომეკაროს ამას ვერ ავიტან გესმის? და ვიცი, რომ ის ვერ მიმიღებს, მის თვალში სულ ემილის მკვლელი ვიქნები, დაუდევარდი, უგუნური ბავშვი, რომლის მიზეზითაც მოხდა მისი დის სიკვდილი....ამ ბარიერს ვერ გადავლახავთ ვერასდროს ... მე შეგუებული ვარ ამას, გეფიცები მინდა რომ ბედნიერი იყოს სხვასთან ერთად, არც მინდა ჩემი სუნთქვითაც შევაწუხო ... ამიტომ გთხოვ არ დამაძალო არაფერი...უბრალოდ გთხოვ ... ეს ბარიერი ისეთი დიდია ორივეს გადაგვთელავს და დაგვღუპავს...მე კი ამის გადალახვის შესაძლებლობა არ მაქვს .... იმდენად დიდი ხიდია აღმართული ჩვენს შორის, მხოლოდ სასწაულს შეუძლია დაანგრიოს...
ვუყურებდი ჩემ რენეს, რომელიც დაუფარავად სლუკუნებდა, შემდეგ კი, მხოლოდ სტიუარდესას ხმა გავიგე, რომელიც ამცნობდა ხალხს, რომ უკვე ჩასვლის დრო იყო... მე კი მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ სასწაული გავმხდარიყავი, ქეთოს და ლუკას სასწაული, რომელსაც, სასწაულები შეუძლია...



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Ra kargiaa... nuu agvianebb raa
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი s.g

gvanciii kereselidze
Ra kargiaa... nuu agvianebb raa

დღეს კიდევ ერთ თავს დავდებ love ყველანაირად შევეცდები დავდო ხოლმე ამ კვირაში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent