სექსუალური ადვოკატი (თავი 6)
-ბავშვობის. -რა მოხდა თქვენ შორის? -არ მინდა ამაზე საუბარი-თავი გააქნია ქალმა. -მე რომ მოგიყევი. -არ დამიძალებია. -კარგი რა,ნატა. -შენი ნება იყო,მე კი არ მინდა... -თუ როდესმე მოგინდა... -არა,არ მომინდება-საკუთარ თავში დარწმუნებით თქვა ნატამ და ორი ნაბიჯით წინ წაიწია,კაბინეტი უნდა გაეღო. -კარგი,ნატა..არ დაგავიწყდეს,რომ მალე სასამართლო გვაქვს. -გულავიწყს ვგავარ?-გაბრაზებით შეხედა დავითს და კარი გააღო.შუა საუბარში იყვნენ,როცა მდივანმა დააკაკუნა,რაღაც საქმე მაქვსო. -რა ხდება?-ქალს მისთვის არ ცხელოდა. -რაღაცაა თქვენს სახელზე. -რაა? არ მცალია-მეთქი-ფეხზე წამოდგა და ქალს თვალები დაუბრიალა.ეტყობოდარომ ნერვიულობდა. -ყვავილებია,ნატა-გაუღიმა ქალმა და იასამნები შემოიტანა,პირდაპირ მაგიდაზე დაუდო ნატას.ქალმა მაშინვე იცნო,როგორ ვერ იცნობდა.განა იგივე თაიგული არ აჩუქა გიორგიმ პირველ პაემანზე. -არა!-თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა. -ნატა,რა ხდება?-დავითმა კინაღამ თაიგული აიღო,ჩააცივდა თვალებით და შემდეგ ანერვიულებულ ქალს გახედა. -გადი,თუ შეიძლება-გახედა მდივანს და კარების მიხურვის შემდეგ სკამზე დაეშვა. -რა ხდება,ნატა? -მისგანაა-წარწერას შეხედა,მაპატიეო და თაიგული პირდაპირ ურნისკენ მოისროლა. -დამშვიდდი. -ასეთი ვარ,დავით,ასეთი ფეთქებათი. -მესმის,არაუშავს-დავითმა ქალის დამშვიდება სცადა. -ეს ტიპი ვერაა,მოვკლავ ერთხელ!-ფეხზე წამოდგა,შუბლზე ნერვიულად მიიდო ხელი და შემდეგ ისევ დაჯდა. -არ გინდა სუფთა ჰაერზე გავიდეთ?-შესთავაზა დავითმა. -ჰო,წავიდეთ..სული მეხუთება-ჩანთას ხელი დაავლო,თმა უკან გადაიწია და კარებისკენ წავიდა.იმ წამებში ისე იყო ნერვებზე მოშლილი,რომ ყველაფერს დაამტვრევდა,გაანადგურებდა და გიორგისაც მიაყოლებდა. -ცხოვრება ასეთია,უსამართლოა! -არ დაიწყო,ვიცი,როგორიცაა...ყველამ თავისი ადგილი უნდა იპოვოს და არ უნდა იქაჩებოდეს აქეთ...-გიორგის გამომეტყელება,თავდაჯერებულობა ედგა თვალწინ და გაცოფებული იყო.ვერავის აპატიებდა შეურაცყოფას..ვერავის და გიორგიმ ეს შეირჩინა.დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა ეს ყველაფერი,ახლა კი ისევ თავიდან იჭრებოდ უსინდისოდ ნატას ცხოვრებაში.. -გოგო,დედაშენმა დარეკა,სად იყავი?-ჰკითხა სალიმ,რომელიც ტელეფონზე ვიღაცას გამალებით წერდა. -დავითთან ერთად ვსეირნობდი.რა მინდაო?-მიკიბ-მოკიბვის გარეშე უპასუხა გოგონამ. -დავითთან? ეს გამიხარდა.ჰო,მეც უნდა გაგახარო. -თქვი,მიდი. -გოგამ ხელი მთხოვა. -ღმერთო,ჰო,ვთქვი,მოვატაცებინებ-მეთქი შენს თავს-გადაეხვია დაქალს და კინაღამ დაახრჩო. -რას იცვამ? სექტემბერშია,ჰო?-დაახრჩო კითხვებით. -არა,აგვისტოში..ჩვენ ბანალური წყვილი არ ვართ. -ისე გამოიაროს მაგან,ამ ბოლო დროს სად გაქრა?-დაინტერესდა ნატა. -შენ არ ხარ სახლში და..რაც ის ბიჭი.. -დავითი რეკავს-ტელეფონი აიღო და აივანზე გავიდა,სკამზე ჩამოჯდა. ღიმილს მოუმატა ნატამ.გიორგიც არ ახსენდებოდა,არ ფიქრობდა იმაზე,რომმოვიდოდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა მამაკაცი.თითქოს სხვაფერი მიცემოდა მის ცხოვრებას,თითქოს მზე მეტს ანათებდა,თითქოს ნაკლებად წვიმდა და თითქოს სამყარო ბედნიერი იყო,ბედნიერების სხივებს ასხივებდა... საღამო იყო და უბრალოდ იჯდა აივანთან..ათას რამეზე ფიქრობდა,ფიქრობდა იმ სასამართლო პროცესზე,რომელიც ერთ კვირაში ელოდა,ყველაფერზე ფიქრობდა და გრძნობდა,რომ მისი ფიქრი მაინც დავითისკენ მიდიოდა.. უცნაური გრძნობა იყო..მსგავსი რამ დიდი ხანი იყო,რაც არ ეგრძნო.ეს იყო გრძნობა,როცა ცხოვრება გავარვარებული კოცონის ბუშტი ჰგონია ადამიანს..ეს უბრალოდ ერთი სიტყვაა და ბედნიერება ჰქვია. ლამაზი ფერები რომ გიკრთის თვალებში,როცა იღვიძებ,როცა სამყარო შენი გგონია...ეს ის გრძნობაა,როცა გიყვარს და,როცა გიხარია,როცა სიყვარული გიხარია... -ნატა,არ წამოხვალ? -სად,გოგო?-გასძახა სალის ფიქრებდამფრთხალმა. -ვახშამს ვამზადებთ მე და გოგა გოგასთან. -უი,კი..მომენატრა ეგ ბიჭი-გაღიმებული სახით წავიდა და გადაეხვია დაქალს. -რა გჭირს? შეიცვალე..-ჩაიბურტყუნა და თმა შეისწორა-ლამაზად ვარ? -მაგას გოგა გეტყვის-კარისკენ უბიძგა დაქალს. -მეჩვენება,თუ მთვარე უფრო დიდია?-ნატას კითხვაზე სალის გაეცინა,არაფერი უპასუხია,მერე არ გადაიფიქროს წამოსვლაო. -ჰეი,ლამაზებო..შენ აქ?რა მოხდა? მერვე საოცრება..-ხელები გაშალა და განიერ მკერდში ჩაიკრა ნატა. -არ გამჭყლიტო-ძლივს დაუძვრა ბიჭს. -დღეს მაგარ რამეებს ვამზადებთ. -მე მაინც და მაინც არ ვარ კარგი-თავი გააქნია ნატამ. -არა.გამოგივა-დაჟინებით თქვა ბიჭმა და დაქალები სამზარეულოსკენ წაიყვანა. -მმმ...მწვანე ვაშლი!-დიდი ვაშლი აიღო ლარნაკიდან ნატამ,ჩაკბიჩა,მაგრამ ვინ აცალა,გოგამ გამოგლიჯა ხელიდან და სიცილი ატეხა. -აეეე..კარგად ხარ?-შეიცხადა ქალმა. -დავითი ნახე?-დაინტერესდა სალი. -დღეს კვირაა! -ჰაჰჰაჰა-სიცილი აუტყდა წყვილს. -ჰაჰაჰა-გააკავრა ნატამ და პროდუქტები ამოალაგა-სასმელიც გიყიდიათ? წითელი ღვინო?! არაუშავს. -დავიწყოთ რა. -სად გვეჩქარება რო?!-გაიკვირვა ნატამ. -სად მიდიხარ?-ოჯახური შეხვედრიდან ადრე მოდიოდა დავითი. -არ მცალია-პასუხს თავი აარიდა მამაკაცმა. -აშკრად,რაღაც ხდება..ამ ბოლო დროს შეიცვალე. -არაფერი,საქმეები მაქვს..ჰო,იცი,როგორ ვღელავ,ამ კვირაში სასამართლო პროცესია. -სულ სადღაც გეჩქარება. -ასეთია ცხოვრება..სულ ვჩქარობდეთ,დე..-ლოყაზე აკოცა ქალს და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი. სახლში გაიარა,მოემზადა,გამოიცვალა,განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ნაყიდი სუნამოც გამოიყენა... -აუ,ცოტა სილამაზე რა..ბუზღუნებდა სალი. -ვინმეს ელოდებით?-გაუკვირდა ნატას. -ჰო,მეგობარს-გაეცინა გოგას. -აუ,კარგით რა...არ გითქვამთ-ბუზღუნი დაიწყო ნატამ. -ეგ არაფერი,კარგი ბიჭია. -გაჩე..ვინმეს მირიგებთ?-სიცილი აუტყდა ქალს. -დაახლოებით-სახეზე ხელი აიფარა სალიმ. -აუ,კარგით რაა..მაინც ვერ შემაშინებთ და ჩემს ნახელავს მაინც შევჭამ. -არ მოიწამლო..-თვალი ჩაუკრა გოგამ. -იქნებ დაგვემალა შენი გაკეთებული,არ მოიწამლოს ბიჭი..მერე რა ბიჭი. -რა ფრანციცული,არა?-გადაიხარხარა ნატამ. -ჰო,მერე რა ბიჭი..რა განათლება.. -ჰარვარდული? -არა,ზეჰარვარდული. -აი,მოვიდა-კარებისკენ წავიდა სალი. -აბა,ვნახოთ-ტანზე გამოყვანილი,მოკლე კაბა შეისწორა და თმა წინ გადმოიყარა ნატამ.არ შევრცხვე სტუმართანო. თუმცა ბედი არ გინდა! გული კინაღამ გაუსკდა,როცა დავითი დაინახა. -აქ?შენ?რა?მერადავებით?-ასეთი იყიო ნატას რეაქცია. -დავმეგობრდით..ეს შენ..-თაიგული მისცა ნატას და ლოყაზე აკოცა დავითმა.ქალი გაშრა და გაშეშებული იდგა ყვავილებთან ერთად. -მოდი,დაჯექი.. -მეგონა,დიჯეის მოიყვანდი-გაეხუმრა ნატა,ეცადა ემოციები დაემალა,თაიგული გვერდზე დადო და აფორიქაებული ჩამოჯდა დავითის პირდაპირ,სხვა ადგილი არც იყო. -აი,ის ბიჭი...როგორიაო? რა იკითხე?-არ ჩერდებოდა სალი. -ფრანციცულია-მეთქი..-გადაიხარხარა ნატამ. -კარგად ხართ?-გაეცინა დავითს. -კარგად ვიქნები,თუ გადავრჩით-სასამართლო იგულისმხა ქალმა. -კარგი რა,მტკივნეულ ადგილას ნუ მაჭერ ფეხს. -მაგარი ღვინოაა ეს რა-გოგამ ბოთლი გახსნა და ყველას დაუსხა. -ეს კი ნატას ნახელავია-ყურში ჩასჩურჩულა სალიმ დავითს. -ნატასი? აუცილებლად დავაგემოვნებ-ღიმილით გახედა ქალს და მაცდურად აათვალიერა მისი სახე,რომელსაც მკვეთრი მაკიაჟი კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა,მისი გამოხედვა და ღიმილი,რომელსაც ვერ მალავდა. -ჰო,ჩემი და მოიწამლები-დაამშვიდა მამაკაცი. -არა,ძალიან გემრიელი იქნება..-გაუღიმა ქალს და ჩანგლითყ ლუკმა პირდაპირ პირისკენ წაიღო. -ახლა ცა დაგვემხობა-ახარხარდა სალი. .-არა,შესანიშნავია... -დედაჩემთან უნდა მივსულიყავი დღეს და სულ დამავიწყდა-ფეხზე წამოდგა სალი და გოგას ანიშნა,ადექიო. -რა მტოვებთ?-შეიცხადა ნატამ. -რა იყო? -მასპინძელი მიდი და მე.. -კარგი რა..გვაგვიანდება-გადაჭრით თქვა გოგამ და შეყვარებულს ხელი ჩაავლო. -კარგად-ხელი დაუქნია დავითმა სალის. -ღმერთო...ანუ მოგეწონა?-ძალიან გახარებული ჩანდა ნატა და აციმციმებული თვალებით უყურებდა დავითს. -ძალიან... -დღეს კვირა იყო-ისევ თქვა ჩვეული ფრაზა. -მერე რა...კვირამ მონატრება იცის?-დაინტერესდა მამაკაცი.ნატას არაფერი უპასუხა,ესიამოვნა ეს კითხვა,უცნაური რამ იგრძნო,თუმცა მაინც დუმილი არჩია. -ესეც შენ გააკეთე? -ჰო,ასე გამოდის. -თავმდაბალო.. მთელი ემოციები..რთული დღე.დღე,როცა თითქმის არაფერი გახსოვს და იცი,რომ დღის ბოლოსაც იგივეს იგრძნობ..ოღონდ ერთი რამ არ იცი,მთავარი რამ,არ იცი,ამას სიხარული განაპირობებს,თუ განადგურება. სასამართლოდ დღე.გაშტერებული სახით ადგა საწოლიდან,თავი ძლივს მოიწესრიგა.სალის რომ არ შეეხსენებინა,ჩანთაც დარჩებოდა ალბათ. -ნატა,ჩანთა! ___ ესეც შემდეგი,დააფიქსირეთ აზრი.ისე გაზარმაცდით,რომ ათასობოთ მნახველიდან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად თუ წერთ კომენტარს.საჩუქრები ისევ ძალაშია.გამოგიგზავეთ კიდეც და გამოგიგზავნით ისევ. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.