შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 7


4-04-2016, 16:06
ავტორი s.g
ნანახია 1 752

-ღმერთო როგორც იქნა ჩამოდით....რა გჭირთ, რა სახე ჩამოგტირით...ასე არ გინდოდათ აქ ჩამოსვლა?
-არა დემე, უბრალოდ მგზავრობამ იმოქმედა...
...იყო ერთი დიდი აჟიოტაჟი, რომელსაც რენე ასე ძალიან ელოდა, მაგრამ ახლა საერთოდ არაფრის ხალისი არ ჰქონდა...უბრალოდ ლუკას გაგლეჯვა სურდა...სულ ქეთოს სიტყვებზე ფიქრობდა, და არც იცოდა მომავალი რას უმზადებდა მათ...
-ქეთ
-ხო რენ
-არ მოხვიდე დღეს...
-მადლობა .... მადლობა რომ მიგებ ... არც ვიცი, რომ არ მყოლოდი, როგორ ვიქნებოდი...მადლობა ყველაფრისთვის...
-რა მადლობები აგიტყდა 22 წლის გოგოს, ეგ მეორეჯერ არ გავიგო, ვინ ხარ ჩემთვის ეგ კარგად იცი, ამიტომ მორჩა ამაზე საუბარი ...ხვალ გნახავ იცოდე, მობილური ჩართული გქონდეს, თორემ ხომ იცი ჩემი ამბავი ყველაფერს ავაწიოკებ.... თან წიგნებიც ვიყიდოთ...თორემ აქაურმა სისტემამ მომკლა...რა უბედური უნარებია...
-ნუ ხარ წუწუნა...გნახავ ხვალ, მიდი გაიქეცი, მეც უნდა მივეხმარო დედას....მიყვარხარ
-მეც ქეთო...
...........
-რენ დედას სიხარული მოდი გთხოვ...
-ახლავე დე რა ხდება, რაში მოგეხმარო...
-მომეხმარო? მოიცა შვილო ამას შენ მეუბნები? ვაიმე მგონი მეშველა, და როგორც იქნა რამე კარგი მოხდა...
-კარგი რა დედა, უბრალოდ ახლა მართლა მოხმარების ხასიათზე ვარ, აბა ისე ადგილს ვერ მომაცვლევინებ ხომ იცი...
-რა ხდება რენ ასეთი არ მახსოვხარ ....ასე რამ იმოქმედა შენზე...მისმინე იქ შეყვარებული დატოვე და ამიტომ ხარ ასე?
-ვაიმე ღმერთო, რა შეყვარებული ირმა, ხომ იცი კი ძალიან მომწონს იტალიელები, მაგრამ იქ თურმე სულ სხვანაირად ყოფილა ყველაფერი, მარტო გარეგნობა არაფერი არ არის .... კიდევ ქართველები მირჩევნია, კიდევ ესენი თუ ამიტანენ თორემ, იტალიეალები მთლად გავაგიჟე...
-არც გამიკვირდება ... თან მეც სულელი ვარ რას გეკითხები ასეთს...
-არ ხარ სულელი... შენ ხარ ჩემი ღვთაება ... რომელზეც ვაბოდებ ... ჩემი ყველაზე საყვარელი დედა, რომელმაც კიდევ არ იცის, როგორ სიგიჟემდე მიყვარს....
-ვაიმე რენ მაშინებ, აშკარად ვიღაცამ გაგიხეთქა სიყვარულის ბუშტი ...
-ეჰ მეც მინდა დე ეგრე ერთსაც გავუხეთქო და ჭკუაზე მოვიყვანო, მაგრამ...
-ვის დეე
-არაფერი არ მომაქციო ყურადღება...შენ ეგ მითხარი, ჩვენი ქეთო როგორ მოგეწონა...
-ანგელოზია რენ ... ბედნიერი ის ადამიანი, ვისი მეუღლეც გახდება მომავალში... ნამდვილი ანგელოზია .... ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი ოჯახის წევრი რომ იყოს...ხომ იცი შვილივით მიყვარს...
-ვაიმე ირმაჩკა ყოჩაღ .... აი როგორ ვგავართ მე და შენ ერთმანეთს...
-რას გულისხმობ რენ...
-არ მომაქციო ყურადღება...მომეცი ამათ მე დავჭრი...
...........
-ვაიმე მომიკვდეს თავი...
-რა მოხდა დე
-ვაიმე ქეთუ, ნახე რას ვგავარ, ასე ვერ ჩავალ მაღაზიაში და გთხოვ ჩადი ვანილი ამომიტანე და თან 5 ცალი კვერცხიც...
-ამ ღამეს უნდა გამხეთქო ჭამით...
-ზუსტადაც რას გავხარ შეხედე...მიდი ჩქარა ფული თაროზეა ...
-კარგი ჰო...
........
ვაიმე ეს ქუჩის ბიჭუკები არ შემიძლია.... თან მაინც და მაინც რა ქეთოს სადარბაზოსთან არიან...
-უკაცრავად...
-ქეთა შენ ხარ?
-დიახ...
-ვასკა ვარ
-უი გამარჯობა ვერ გიცანი...
-როგორ ხარ? უკვე ჩამოდი? აქ იქნები?
-კი ჩამოვედით უკვე აქ ვიქნებით...
-რენე როგორაა
-კარგად...უკაცრავად მეჩქარება ... კარგად...
-მიდი ქეთა გნახავ მერე...
.....
-ვინ იყო ვასკა ეს გოგო
-არა არც შემპარვია ეჭვი, რომ მკითხავდი...ჩემი მეზობელია, რენე ხომ იცი ბავშვობიდან რომ მომწონს და ვერ დავადგი საშველი ...მისი დაქალია, იტალიაში იყვნენ 6 წლით და ახლა ჩამოვიდნენ...
-ახლა მეჩქარება....და სახლში რომ მივალ ყველაფერი მოწერილი უნდა გქონდეს გესმის?
-ეგღა მაკლდა რა ძმაო....გაიგე თვითონ.... ბავშვობაში ყველა ამას მთხოვდა, ახლა კიდევ შენ ...არა რა მაგის ნერვები არ მაქვს ...
-ერეკლე მე გავიგებ ყველაფერს და გეტყვი მაგაზე არ იდარდო ძმაო...
-გაიხარე ემზა....
........
-უკაცრავად 5 ცალი კვერცხი და ორი ცალი ვანილის ფხვნილი მინდა...
-ახლავე შვილო....შენ ქეთო არ ხარ? ღმერთო რა ლამაზი ხარ შვილო, თვალი არ გეცეს როდის ჩამოდი? გაახარებდი დედას...
-მადლობთ... დღეს ჩამოვედი კი ....თქვენ როგორ ხართ?
-რავი შვილო ვტკეპნი ამ ადგილს....აი აიღე ფრთხილად არ დაგივარდეს...
-მადლობა ძალიან დიდი...
.....
-წინ არ იყურებით? როგორ შეიძლება ასე... ღმერთო ჩემო კარგით რა
-ვაიმე შეწუხდა ქალბატონი, გაიარე რა ორ ცალ კვერცხს არ გადამაყოლო....წავედით ნათია ....ნელა არ დააბიჯო ფეხი...
....ღმერთო ასეთი გოგოები არ შემიძლია ერთი გასაპუტია კარგად მაცა შენ...
-ვაიმეეე ნათიაა მიშველე ვაიმე ფეხიიი...
-ნატაა,ა ვაიმე ჩემო გოგო რა დაგემართა ...
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
-ვაიმე მადლობა დიდი...
-სად ცხოვრობთ მიგიყვანთ...
-მეორე სადარბაზოში 3 სართულზეეე....თქვენ სად ცხოვრობთ?
-მე მეოთხე სადარმაზოში....აი ასე დადგით ფეხი...
-ვაიმე მადლობა ძალიან დიდი რომ მომიყვანეთ....თქვენი სახელი...
-ლუკა
-ჩემი ნატაა...
-აჰამ ...კარგი კარგად ნატა....
......ვაიმე ნათ ნახე რა ბიჭია? ვაიმე ცუდად ვარ ....
-ფეხი როგორ გაქვს?
-ფეხზე დარდობ? კარგი რა, გამივლის ორ დღეში....ვაიმე რა ბიჭია ცუდად ვარ... დამაცადოს ცოტა ხანი..
...ხამი გოგოები ფუ გული მერევა კიდევ კარგად უნდა დაცემულიყო, არ მოვინდომე აშკარად კარგად....მეტიჩარა
............
-რენ ბატონი ნუგზარი არ ვინახულოთ?
-არა
-რატომ, მართალია ხშირად ბევრს ხუმრობდი მასზე, მაგრამ ვიცი რომ ძალიან მოგწონდა...შესანიშნავი მასწავლებელი არისო იძახდი...
-არა
-რატომ რენ, ძალიან ვუყვარვართ ძალიან გაუხარდება
-შენ რა გინდა ნიკა ნახო?
-რეებს ამბობ რენ...
-არ მინდა მორჩა ,კიდე ეგ გაკლდა ახლა ....რომ გნახავს ზუსტად ვიცი, არ იქნება შენი საქმე კარგად...
-კარგი რა რენ რა ნიკა ...ალბათ ახლა ცოლიც ჰყავს... შენ რა გგონია მე დამიცდიდა? კარგი რა
-მოდი დავნიძლავდეთ რომ არ ჰყავს...
-ხომ იცი ვერ ვიტან ასეთ რამეებს...
-მე ვიტან მიდი... ესეიგი თუ ცოლი არ ჰყავს, ვახშამს გავმართავთ, ულამაზეს კაბას ჩაგაცმევ და ლუკას ნახავ...
-რენ მე რა გთხოვე
-არაფერიც მორჩა ხმა არ გავიგო შენი გესმის? ...და თუ ჰყავს რაც გინდა იმას გავაკეთებ ....
-კარგი შევთანხმდით....
-ვაიმე თუ გგონია გაიმარჯვებ ქეთუს ძალიან ცდები....
-ვნახოთ...შენ ის მითხარი გუშინდელმა ვახშამმა როგორ ჩაიარა
-რავი
-რა ხდება...
-მე და ლუკამ ვიჩხუბეთ...
-რა მოხდა....
-ისეთი არაფერი
-რენე მითხარი...
-კარგი ხო.... ვესწერვე და შენ რა გჭირსო, მთლად დადებილდიო იმ იტალიაშიო? რა არისო ასე უნდა ამდენი წლის უნახავ ძმასთან შეხვედრაო ?.... ასაკი თურმე შენზე სულ არ მოქმედებსო და მე გავარტყი...
-რა ქენი?
-გავარტყი რა ვქენი და...
-კი მაგრამ რენ ეს როგორ ღმერთო...
-მორჩა არ მითხრა არაფერი...
.......ეჰ ქეთომ რომ იცოდეს, რატომ გაარტყა ალბათ გაგიჟდება....რენე შეიშლა ლუკა ქეთოს რომ შეეხო და ეგდებულად მოიხსენია, და არც აპატია და არც ნანობს ...მე ვფიქრობ მართალიცაა... მართალია ძმაა მაგრამ ასე არ უნდა ეთქვა... კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა ამხელა კაცმა...
.......
-ბატონო ნუგზარ შეიძლება?
-ვაიმე გოგოებო არ მჯერა ეს თქვენ ხართ? ვაიმე რამხელები გაზრდილხართ ...რა კარგები ხართ
-მადლობთ ბატონო ნუგზარ...
-შემოდით გოგოებო....ახლავე ერთი წუთით...
-შვილო გამოდი სტუმრები გვყავს...
.....-აი ხომ გითხარი..
.....-მოიცადე..
-ბავშვებო გაიცანით ჩემი რძალი...რძალი კი არა შვილი...ნიკა ეჭვიანობს მგონი, ტასო უფრო გიყვარსო...ტასო ესენი ჩემი საუკეთესო მოსწავლეებია...რომლებმაც მასახელეს....გახარებული ვარ, რომ არ დამივიწყეთ და მომინახულეთ...
-რას ბრძანებთ ბატონო ნუგზარ ძალიან გვიყვარხართ და გაფაცებთ...
-მოდით დასხედით...ახლავე გამოვალ...
-არ შეწუხდე ტასო მალე წავალთ ...
-შვილიშვილი გყავთ ბატონო ნუგზარ?
-4 თვისაა ტასო მალე გავხდები ბაბუა
-გილოცავთ....
-ნიკა წუთი წუთზე მოვა, დაელოდეთ გაუხარდება თქვენი ნახვა
........
-აი ნიკაც მოვიდა... შვილო ნახე რა სტურმები გვყავს...
-რენე ქეთო არ ველოდი თქვენს ნახვას....როგორ ხართ...
-მადლობა ნიკა, შენ როგორ ხარ ...
-რავი ბედნიერი , ოჯახი შევქმენი, მომიკაკუნა სხვამ მეც უძლური გავხდი ამის წინაშე...
-ულამაზესი მეუღლე გყავს ნიკა, ძალიან კარგი გოგოა გილოცავ სულ ასე ყოფილიყავით...
-გაიხარეთ, მადლობა დიდი...
-ჩვენი წასვლის დროა.... კიდევ შემოგივლით ბატონო ნუგზარ, ძალიან გაგვიხარდა ყველას ნახვა ...კარგად ბრძანდებოდე...
...ნიკაზე ქეტოს ნახვამ არ იმოქმედაო ვერ გეტყვით, მაინც წარსულის მოგოგნებები ამოუტივტივდა თუ როგორ იყო გაგიჟებული 16 წლის ბავშვზე, მაგრამ მას უპოვია თავისი სიყვარული და ეს მხოლოდ წარსულის ამბავი იყო, რომელიც ვერ შედგა...მიხარია რომ წრფელი გულით უყვარს თავისი ცოლი, ვგრძნობ მე ამას...
-აი ხომ გითხარი....ღმერთო მადლობა...
-არ მჯერა...
-ესეიგი რაც მე მინდა ხო?
-ხო რაც შენ გინდა...
-ნუ ბუზღუნებ ....მარტო ერთ რამეს გთხოვ, არ დამაძალო არაფერი კარგი რენ?
-ჯანდაბა შენს თავს....
-რენ...
-კარგი ხო, წავიდეთ ახლა წიგნის საყიდლად....და მერე უცებ სახლში, ხალისი დავკარგე რომ წავაგე...
-არ იბუზღუნო ....მიყვარხარრრ
........ ოჰ ამას ვის ხედავს ჩემი თვალები ამ ბიჭს ქეთოს სადარბაზოსთან რა უნდა ...
-საღამოსკენ მარტო რატომ სეირნობ
-უკაცრავად?
-არ გეშინია?
-ვისი შენნაირების?
-რა იცი რანაირი ვარ....
-რანაერიც არ უნდა იყო არ მაინტერესებს...გამატარე...
-მოიცადე...
-გამატარე გესმის? რა უფლებით მეხები გაწიე ხელი ...ვერ ვიტან ასეთ გამოხტომებს მით უმეტეს უცხოსგან...
.........-რამე პრობლემაა....ქეტო შენ ხარ?
-ლუკა მე
-გაიწიე რა ძმა ვლაპარაკობთ ვერ ხედავ?!
-შენ თვითონ გაიწიე და გოგოს ნუ აწუხებ ვერ ხედავ, რომ არ სიამოვნებს შენთან საუბარი?
-შენი საქმე არაა
-ზუსტადაც ჩემი საქმეა...ჩემი ახლობელია ეს გოგო და ამიტომ მოტყდი აქედან....
.....-რა ხმებია რა ხდებაა ვინები ხართ აქ...
-აი გესმის ხალხს აწუხებ გადი აქედან....
-მივდივარ, არა იმის გამო რომ შენ ამბობ, ურბალოდ ასე მოითხოვს ეს გარემოება... ჩვენ კიდევ შევხვდებით და გავარკვევთ ყველაფერს...აი შენ კი ქეთუს, ღამე არ ისეირნო, რა იცი რა ხდება, ათასი გადარეულია და თავში რა უტრიალებთ ვინ იცის...
......-ქეთო რატომ კანკალებ? შეგეშინდა იმ ახვრის?
-ლუკა მე
-არ ინერვიულო, ადი სახლში და აწი ჭკუით...
-მადლობა ლუკა
-სამადლობელი არაფერია...ეს მე, ჩვენი ოჯახების გამო გავაკეტე...ჩემთვის როგორი ადამიანიც არ უნდა იყო, მაინც ცოდვა ხარ, ამიტომ მოვრჩეთ ამაზე საუბარს...
......დეგენეტარი, სულელი, რეები უთხრა, დამაცადე, მუქარის დედოფალი მალე გეახლება ახდენილი მუქარით...
ვაიჰ ეს რა ფიქრებია...
-ლამაზია....თან ძალიან ლამაზი ...მაგრამ მაინც რაღაც ცხია ჩემს თვალში, მაგრამ ღმერთო რატომ ვხედავ, თითქოს, რომ ეს ლაქა პატარავდება? რა შეიცვალა? არადა ახლა ვნახე ამდენი წლის შემდეგ...იქნებ ვცდებოდი, იქნებ იმ პატარა ეგოისტი ბავშვის ბრალია, ეგ რაც გავაკეტე და დღემდე ვაგრძელებ ...არა მოეშვი ამ ფიქრებს არაფერს კარგს არ მოგიტანს...მაგრამ რატომ გავცოფდი როცა ვიღაც ბიჭის გვერდით დავინახე. იქნებ რენე მართალია, და ჩაკეტილ ადგილას ვცხოვრობ, სადაც ჩემი სიმართლის გარდა სხვას ვერაფერს ვხედავ...
...ოჰ აი ეჭვიანობას რა შეუძლია იმედია მალე მიხვდება რომ გონს უნდა მოვიდეს თორემ მერე გვიანი იქნება...ვაიმე მგონი მეშველა...აშკარად რაღაცა იცვლება...თან კარგი დროა უკვე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent