შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (12)


4-04-2016, 22:39
ავტორი ანკა
ნანახია 4 059

როდესაც სტუმრებმა დაშლდა დაიწყეს, წყვილიც სახლის გზას გაუდგა, თუმცა მოიცა... არაა, ეს სახლის გზა არაა!..
-ლიამ, სად მივდივართ? - ჰკითხა გაკვირვებულმა ბრინამ და მამაკაცს გახედა.
-მოგიტაცე ჩემო პატარა - ტუჩის კუთხე კმაყოფილმა ჩატეხა და სიჩქარეს უმატა.
-რა? აუ ლიამ, კარგი რაა! ნუ მეხუმრები! - აბუზღუნდა გოგონა.
-არ გეხუმრები, მიდი დაიძინე შენ და რომ ჩავალთ გაგაღვიძებ - თბილად გაუღიმა და მარჯვენა ხელი მარცხენა ხელზე მოკიდა.
-სად მივდივართ? - ჰკითხა აღელვებულმა.
-მალიბუში მივდივართ - განაცხადა თავდაჯერებულად.
-ლიამ, მართლა?
-ხო... იქ სახლი მაქვს პლაჟთან... ძალიან მაგარია, აი ნახავ მოგეწონება - ბედნიერმა ჩამოურაკრაკა და თან გზას გახედა.
-რაღა დროს მოტაცებებია, რომელი საუკუნეა - შეუბღვირა უკმაყოფილომ.
-საათნახევარში იქ ვიქნებით... ოცდამეერთე საუკუნეა, 2016 წლის 1 სექტემბერი - უპასუხა ვითომ სერიოზულად.
ბრიანას კამათი აღარ გაუგრძელებია. ძალიან ეძინებოდა და გზაშივე ჩასთვლიმა. თუმცა ლოს ანჟელესიდან მალიბუმდე საათნახევარი უნდა გზას, ამიტომ ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო, როდესაც ლიამის სახლს მიადგნენ.
-წამოვალ მეთვითონ, არმინდა - ცოტა ახვანცალდა, როდესაც მიხვდა, რომ ლიამს ხელში უნდა აეყვანა.
-არაა საჭირო, დაიძინე... - შუბლზე თბილად აკოცა, შემდეგ ხელში ჰაერის ბუმბულივით ააფრიალა და ოთახისკენ გაემართა.
ბრიანას მაშინვე ჩაეძინა.. ვერც გაიგო როგორ გახადა ლიამმა ტანზე და როგორ მიუწვა გვერდით.

დილით რომ გაეღვიძა იგრძნო როგორ ეფერებოდა ვიღაც თმებზე.. ნელა და ფრთხილად. გაეღიმა და თვალები გაახილა. მამაკაცი თავით მარცხენა ხელს დაყრდნობოდა, მარჯვენას კი ბრიანას ხუჭუჭა თმებში დაასრიალებდა ჩაფიქრებული მზერით.
-დილამშვიდობის - უთხრა ლიამს და აკაშკაშებული თვალებით მზერა გაუსწორა.
-დილამშვიდობის, როგორ გეძინა? - ჰკითხა მზრუნველად და თბილად გაუღიმა.
-ძალიან კარგად - უპასუხა კმაყოფილმა - დიდიხანია გღვიძავს?
-არცისე - მხრები აიჩეჩა და ხელი მის სახეზე ჩამოაცურა. ბრიანა გარინდული ტკბებოდა მისი ყოველი შეხებით და მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ლიამს ახლოს მიუცუცქდა და ცხვირი მის კისერში ჩარგო, ხელები კი კისერზე მოხვია. პატარა ქალბატონი მალევე ჩაიკარგა გოლიათის მკლავებში. ისე სიამოვნებდა მასთან ჩახუტებულს ყოფნა, რომ შეეძლო მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე გაეტარებინა. მამაკაცს კნუტივით გაყურსული გოგონას დანახვაზე ჩაეცინა და ბრინას შუბლზე აკოცა.
-ხომ არ გშია? - მზრუნველი ტონით ჰკითხა ბრიანამ.
-ჯერ არა - უპასუხა დაუყოვნებლად.
-აუუ, მეძინება - ბავშვურად ამოიბუზღუნა ტუჩები დაბუშტა. ლიამმა ხელი ბრიანას შიშველ წელზე ჩააცურა, თითები აათამაშა და შემდეგ თეძოზე მოკიდა. გოგონა ასეთ შეხებაზე ერთიანად ახურდა და გული აუჩქარდა. ძილი უკვე ნამდვილად აღარ უნდოდა.. ერთმა შეხებამ მასზე საჭიროზე მეტად იმოქმედა. მამაკაცს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ბრიანას ტანზე გახურებული ხელის სრიალით იყო დაკავებული. გოგონა ახლა დაძინებას უკვე ვეღარ მოახერხებდა... ჩაეცინა, როდესაც ლიამს ჩანაფიქრს მიუხვდა და ლამაზი თითები კისერზე აათამაშა, შემდეგ კი კისერში ჩარგული ცხვირი კანზე ნაზად გაუხახუნა და იქვე აკოცა. ამ ქმედებაზე მამაკაცს წამში დაეჭიმა ხელი და ბრიანა მაშინვე ტანზე აიკრა.
-მასეთი მაიმუნობა კარგად არ დამთავრდება.. - ამოილაპარაკა ვნებისგან დახშული ხმით. ამის გაგებაზე ბრიანა ერთ ადგილზე გაშრა. ხელი მამაკაცის განიერ ბეჭებზე ჩამოასრიალა და ხელა ჩამოაყოლა იდაყვამდე. ლიამს მართლაც მკვრივი და მწველი კანი ჰქონდა. ჯერ კიდევ რცხვენოდა იმის, რაც გააკეთა, რადგან როგორც აღმოჩნდა ლიამზე ეს ზედმეტად მოქმედებდა. ჯიუტად არ იღებდა ხმას და ვერც მისთვის თვალებში შეხედვას ბედავდა.
-ბრიი... - გაიგო ტკბილი ბარიტონი და თავისდაუნებურად მზერა გაუსწორა თაფლისფერ თვალებს.
-ხო - ამოიკნავლა ჩუმად და დადუმდა.
-არ გეწყინოს კაი? უბრალოდ ისედაც არ გამოვირჩევი თავშეკავებულობით და მასე რომ მეხები და მკოცნი აზროვნების უნარს მართმევ - აუხსნა და შუბლზე აკოცა.
-კარგი - თბილად გაუღიმა და ხელით სახეზე მოეფერა. მამაკაცი მისკენ ნელა დაიხარა და გოგონა წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მიიზიდა. თვალებში ცეცლი აენთო და ბრიანას ტუჩები ხარბად შეათვალიერა. გოგონას ლამის გული ამოვარდნოდა... წინა დღის კოცნა გაახსენდა და შიგნიდან ახურდა. მოსალოდნელმა მომენტმა გული აუჩქარა და ააღელვა. თვალები მიელულა და გაირინდა. ლიამმა ნელა მიუახლოვა სახე, ტუჩებზე ნელა შეეხო, შემდეგ კი ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები. მამაკაცი ვნებიანად და მოთხოვნად კოცნიდა ბრინას. სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და გონებას უკარგავდა, თუმცა არც თვითონ იყო უკეთეს მდგომარეობაში... აქამდე არასდროს უცდია ქალთან თავი შეეკავებინა, ყოველი ქმედება და შეხება მოეზომა. ბრიანას ალერსით იყო გართული და თან საკუთარი თავის კონტროლს ცდილობდა, რაც თითქმის შეუძლებელი იყო მისთვის, თუმცა ასე თუ ისე მაინც ახერხებდა... რამდენი გოგო არ მოსწონებია, რამდენ ქალთან არ ყოფილა, მაგრამ ასეთი თბილი და ნაზი პირველად იყო. თვითონაც უკვირდა რომ ასეთი გახდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მიხვდა რომ სიყვარულმა შეცვალა და ბედნიერს ჩაეღიმა.
ისევ დიდხანს უკოცნა ტუჩები. მოშორება არ უნდოდა, თუმცა ბრიანასთვის ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცა. ძლივს მოწყდა მის ბაგეებს და კოცნით კისერში ჩავიდა. გოგონას გულისცემა ასმაგად აუჩქარდა. ეშინოდა ეს ალერსი რაიმე ზედმეტში არ გადასულიყო, თუმცა იმდენად იყო გაბრუებული ლიამის ყოველი შეხებით, რომ შეწინააღმდეგებას ვერ მოახერხებდა როგორც არ უნდა მოენდომებინა. სიამოვნებისგან კვნესა ვერ შეიკავა, როდესაც მამაკაცმა კისერი დაუკოცნა და ხელის თითები თეძოებზე მჭიდროდ ჩასჭიდა. ლიამს უზომოდ ესიამოვნა ამ ბგერების გაგება. უფრო გახელებულმა დაუკოცნა ტუჩები, მსუბუქად უკბინა და ისევ მოახერხა „აემღერებინა“ ბრიანა, თუმცა გონება განგაშის ზარებს სცემდა. თუ ახლა არ გაჩერდებოდა, მერე შეიძლება ვეღარ მოშორებოდა გოგონას მიმზიდველ სხეულს და ის მომხდარიყო რაც არ უნდოდა... უფროსწორედ უნდოდა, მაგრამ ჯერ არა...
მაინც მოახერხა ვნებები დაეოკებინა და მძიმედ მოშორდა კოცნისგან აწითლებულ ტუჩებს. ბრიანა ისევ აგზნებული და აღელვებული აფახულებდა თვალებს. ლიამსაც საოცრად ჟინიანი მზერა ჰქონდა იმწამს, თუმცა თავდაჯერებული და კმაყოფილი იმით, რომ საკუთარ სურვილებს სძლია. ერთმანეთის სურვილით შეპყრობილები ძლივს გამოფხიზლდნენ...
პირველად რა თქმა უნდა, ბრიანა აფართხალდა და ლიამის მკლავებიდან თავის დაღწევა სცადა. შემდეგ მამაკაცი მოვიდა გონს და გოგონა გაატარა. ბრინა უხმოდ ადგა ფეხზე და გაკვირვებული დოინჯშემორტყმული აესვეტა ლიამს წინ, როდესაც თავისი ტანსაცმელი ვერ იპოვა.
-სადაა ჩემი ჯინსი და მაიკა? - ჰკითხა ინტერესით.
-არვიცი, არ მახსოვს სად წავიღე - მხრები აიჩეჩა ლიამმა.
-რაა?! - პირი დააღო გაოცებულმა.
-ჰოო რაიყო - გაეცინა მამაკაცს.
-რა რაიყო, ნორმალური ხარ შენ? - გაბრაზდა, მაგრამ ლიამის ღიმილმა ისიც გააღიმა.
-არა! არ ვარ ნორმალური! შენ გამაგიჟე! შენი ბრალია ყველაფერი! - ხმამაღლა დაიძახა, საწოლიდან წამოვარდა და ბრიანა ხელებში აიტაცა. იმდენი აბზრიალა, სანამ გოგონას თავბრუ არ დაეხვა.
-კაი მართლა გეკითხები, სადაა ჩემი ტანსაცმელი? - ჰკითხა მშვიდად და გაუცინა.
-ჩემი ტანსაცმელი აყრია ზემოდან - უპასუხა და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა. მალე ჩაიცვეს, ისაუზმეს და დღის გეგმაზე დაიწყეს ფიქრი.

-აუ ნეტა ქეითი და დეივი რას შვებიან? - იკითხა ბრიანამ ინტერესით.
-რას და საწოლს აჭრაჭუნებენ სავარაუდოდ - თავხედურად ჩაიცინა და გოგონას თვალი ჩაუკრა.
-გარყვნილო! - შეიცხადა ლამის აჭარხლებულმა.
-ჩემი მორცხვი გოგო - თბილად გაუცინა და გულში ჩაიკრა.
-ჩემი გარყვნილი ბიჭი - ენა გამოუყო და მხიარულად აკისკიდა.
-ხო, მოგიწევს შეეგუო - თვალი ჩაუკრა და ცხვირზე აკოცა პატარა ბავშვივით.
-ჰმმ... რატომ მომიწევს შევეგუო? - იკითხა და წარბი აზიდა.
-იმიტომ... - უპასუხა მოკლედ - დღეს მინდა ერთი ადგილი განახო, ოღონდ ჯერ ეს უნდა ჩაიცვა - თქვა ენერგიულად და გარეთ გავიდა. ბრინაც კვალდაკვალ მიყვა. ლიამმა მანქანიდან ჩემოდან გადმოიღო და სახლში შემოიტანა.
-ოჰოო! ეს რა არის? - გაეცინა გოგონას.
-ტანსაცმელები მოგპარე - თვალი ჩაუკრა ბრიანას - ვიცოდი რომ დაგჭირდებოდა და ჩავაწყვე რაც ხელში მომხვდა... თუ რამე დაგაკლდება აქ ვიყიდოთ - ლაპარაკობდა და თან „იმ“ ტანსაცმელს ეძებდა. - აი ეს ჩაიცვი კარგი? - მოკლე თეთრი ფრიალა კაბა ამოიღო და ბრიანას გაუწოდა.

თვალებმა გაგცეს (12)


-რატომ?! - დაეჭვებულმა იკითხა და დოინჯი შემოირტყა.
-რაიყო გოგო ცოლად კიარ მომყავხარ, უბრალოდ მინდა რო ეს ჩაიცვა - ბოლო ხმაზე ახარხარდა და გოგონას ენა გამოუყო.
-მერე და ვინ გითხრა რომ ეგ მეგონა? - შეეპასუხა გაკაპასებული და ნერვებმოშლილმა გამოართვა კაბა.
-სახიფათო ყოფილა შენი ცოლად მოყვანა... - სიცილს არ წყვეტდა ლიამი.
-ვინც არაა სახიფათო იმას მიაკითხე ოქეი? - ნაგლად ჰკითხა და წარბშეკრული წავიდა ოთახისკენ.
-ბრიი! - მაშინვე უკან აეკიდა მამაკაცი - გეხუმრები, შენ კიდე ასეთ სისულელეზე იბუტები. კარგი რა პატარა, რა სულელი მყავხარ! - ხელები მუცელზე მოხვია და ტკბილად აბუტბუტდა.
-გამიშვი, კაბა უნდა ჩავიცვა - შეეცადა მკაცრი ტონით ეპასუხა, თუმცა სინამდვილეში ნაზად ამოიკნავლა. ლიამს აღარაფერი უთქვამს.
ბრიანამ მალე გამოიცვალა ტანსაცმელი, თმები სარკეში შეალამაზა და მამაკაცთან დაბრუნდა.
-ულამაზესი ხარ - კმაყოფილმა გაუღიმა, ხელი წელზე მოხვია და ტუჩებში ვნებიანად აკოცა.
-შენ ასე უნდა წამოხვიდე? - ჰკითხა გაოცებულმა, როდესაც ლიამი ტანსზემოთ შიშველი დაინახა.
-შენ როგორიც უფრო გიზიდავ ისე წამოვალ ლამაზო - მხიარულად გაეკრიჭა და თავხედურად ჩაიცინა.
-წადი ჩაიცვი! - შეუბღვირა და თვალები დაუბრიალა.
-ნუ მბრძანებლობ პატარა.. აქ უფროსი მე ვარ - ყურთან დაუჩურჩულა, შემდეგ კი კისერში ვნებიანად აკოცა და გამოშტერებული გოგონა ოთახში მარტო დატოვა.
მალე იკიდან შავი კლასიკური შარვლითა და თეთრი საროჩკით გამოვიდა.
-სად მივდივართ? - იკითხა დაინტერესებულმა.
-ისეთი არაფერი - მხრები აიჩეჩა უდარდელად. - წავიდეთ?
-კი - უპასუხა და გაუღიმა.
მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ბრიანა გადმოიყვანა, შემდეგ კი შავი ლენტი ამოიღო.
-ეს უნდა აიკრა თვალებზე, სხვანაირად არ შეიძლება - უთხრა და წინ პატარა ნაჭერი აუფრიალა.
-აუუ - ტუჩები დაბუშტა უკმაყოფილომ - რამეს ფეხს წამოვდებ და დავენარცხები ძირს..
-და ვინ გითხრა, რომ ფეხის წამოდების საშუალება გექნება? - გაეცინა ლიამს - ხელში აგიყვან და ისე მიგიყვან - უპასუხა და ტუჩებში ნაზად აკოცა. ბრიანა აღარ შეწინააღმდეგებია. თვალებზე ლენტი აიკრა და ლიამის ხელებში კომფორტულად მყოფმა ცხვირი საყვარელი მამაკაცის კისერში ჩარგო. როგორ უყვარდა მისი სურნელი! პირდაპირ გიჟდებოდა! ჰოდა ახლაც სად ნახავდა უკეთეს ადგილს...

-ფრთხილად, მოვედით და უნდა დაგსვა - გააფრთხილა გოგონა და ძირს ფრთხილად დააყენა.
-მოვიხსნა? - ჰკითხა დაინტრიგებულმა.
-კი, მე მოგხსნი ოღონდ... აქეთ მოტრიალდი - ბრიანა თავისკენ შეაბრუნა და მოხსნა თუარა ლენტი, მაშინვე ტუჩებზე დააცხრა. ორივე ხელი წელზე მოხვია, ტანზე მჭიდროდ აიკრა და ვნებიანად კოცნა სუნთქვის გამოლევამდე.
-ბრი, მიყვარხარ... - თქვა როგორც კი მის ბაგეებს მოწყდა და შუბლი შუბლზე მიადო.
-მეც მიყვარხარ - უპასუხა ბედნიერი ღიმილით.
-მოგწონს ზღვის ხედი? - ჰკითხა და ზურგიდან დაუდგა. უკან გახედვის საშუალებას არ აძლევდა.
-კი, ძალიან ლამაზია - უპასუხა კმაყოფილმა. - ასე ზღვის ხედის სანახავად გამომპრანჭე? - ჰკითხა სიცილით.
-მიყვარხარ - ხელები მუცელზე მოხვია, ცხვირი მის კისერში ჩარგო და იქვე მხურვალე კოცნის კვალი დატოვა. ძალიან სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურში ლიამის ნათქვამი მიყვარხარ, ჭკუა ეკეტებოდა, როდესაც მამაკაცი ზურგიდან ეხუტებოდა... პირდაპირ ზღვის ლამაზი ხედი იშლებოდა... სასიამოვნო ნიავმა დაუბერა და თვალები დახუჭა, კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

ბრიანა მშვიდად იყო, ლიამი კი ღელავდა... ასე ძალიან არასდროს არაფერზე აღელვებულა.
-ბრი, გიყვარვარ? - ჰკითხა თავდაჯერებული ტონით. როგორ უხაროდა იმ მომენტში აღელვების დაფარვა რომ შეეძლო ხმის ტონის კონტროლით.
-რა თქმა უნდა, რატომ მეკითხები?! - ჰკითხა დაეჭვებულმა და მისკენ მიბრუნება სცადა, თუმცა ლიამმა გააჩერა.
-მოიცა, არ მობრუნდე...
-კარგი
-მითხარი რომ გიყვარვარ - კიდევ ერთხელ გაიმეორა ლიამმა.
-მიყვარხარ ლიამ, ძალიან ძალიან მიყვარხარ... უზომოდ... აი იცი როგორ მიყვარხარ? ბაღში რო პატარა ბავშვებს მოსწონთ ერთმანეთი.. იმ სუფთა სიყვარულით მიყვარხარ... კიდევ პატარა გოგოს რომ მოსწონს ბიჭი. ის ბიჭი რომ ერთხელ აკოცებს და შემდეგ სულ ბედნიერი ღიმილით დადის წინ და უკან... თინეიჯერ გოგოს რომ ბიჭი შეუყვარდება. ვნებიანად, ლტოლვით... უცნაური, ძალიან ძლიერი რაღაც რომ აკავშირებს მასთან... და ბოლოს, როგორც ჩამოყალიბებულ გოგოს ისე მიყვარხარ. საყვარელი კაცის გარდა რომ ვერაფერზე ვერ ფიქრობს... მხოლოდ მისი შეხებაც კი რომ ყველაფერია... ერთი კოცნით ამ პლანეტაზე რომ აღარაა და ხანგრძლივი ალერსით გალაქტიკას რომ სცდება... შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ, აქამდე არავინ მყვარებია... არც მომწონებია, ალბათ გაგიკვირდება მაგრამ ასეა... - ბრიანა მშვიდად, ბედნიერი ტონით ლაპარაკობდა... სახეზე ღიმილი გამოსახვოდა და იმ დაგროვილი ემოციის გადმოცემას ცდილობდა, რისი გადმოცემაც ეგონა რომ არ შეეძლო... თუმცა ლიამი რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თვალებში ერთი შეხედვით ხვდებოდა. ისე სიამოვნებდა ახლა ბრიანას ასეთი სიტყვების მოსმენა ვერ წარმოიდგენთ... მთელი აღელვება წამში გაუქრა. გოგონას მოშორდა, მის წინ დადგა, მაშინვე ჩაიმუხლა და ბეჭედი გაუწოდა.
-ბრი, ცოლად გამომყვები? - თვალებში შეხედა და თბილად გაუღიმა.
-რა? ლიამ... - გაოცებისგან ხელები პირზე აიფარა და თვალებგაფართოებული ხან ბეჭეს უყურებდა და ხან მამაკაცს. მაშინვე მივარდა და ლიამს ჩაეხუტა. მამაკაცი ფეხზე წამოდგა, გოგონას წელი წელზე მოხვია და გულში ჩაიკრა.
-ჩემი ცქნაფა...
-გამოგყვები ცოლად - ლიამი რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ბრინამ გააწყვეტინა. მამაკაცს ორივე ხელი კისერზე მოხვია და ტუჩებში აკოცა... ლიამიც არ ჩამორჩა და ბრიანა ვნებიანი კოცნით დააჯილდოვა, თუმცა მალევე მოშორდა მას
-უკან გაიხედე პატარა - გაუღიმა და უკან მიატრიალა...
ზღვის სანაპიროზე ჯვრისწერისთვის ყველაფერი გამზადებული იყო. მღვდელიც იქ იდგა, დიდი სქელი წიგნით ხელში და თავისთვის რაღაცეებს კითხულობდა.
-ახლა? - იკითხა დაბნეულმა და შეშინებული თვალებით ახედა მამაკაცს.
-ხო, ახლა და ამწამს... თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე? - ჰკითხა თავდაჯერებულად, მყარი ტონით.
-კი - უპასუხა დაუყოვნებლად. ლიამმა ულამაზესი ბეჭედი თითზე მოარგო, შემდეგ კი წელზე ხელი მოხვია და მღვდლისკენ გაემართნენ. მოხუცი მალევე მიხვდა, რომ მისკენ მიდიოდნენ და შეყვარებულ წყვილს გულწრფელი ღიმილით მიეგება.
ირგვლივ არავინ იყო... მხოლოდ ისინი და მღვდელი. ჯვრისწერა ჩაატარეს და ხელიც იქვე მოაწერეს. ბრიანას თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა... ვერასდროს წარმოედგინა რომ ასეთი ქორწილი ექნებოდა, თუმცა იქნებ ეს სჯობდა ყველაფერს? მგონი კი...
-გილოცავთ, დღეიდან ცოლ-ქმრად გაცხადებთ! სიძეს შეუძლია აკოცოს პატარძალს... - ნელა, წყნარი და მშვიდი ტონით თქვა მამაომ ბოლო სიტყვები და ამით საბოლოოდ დაუკავშირა ამ ორი ადამიანის ბედი ერთმანეთს.
საოცარი მომენტი იყო... ლიამი ხუჭუჭა პატარძალს ტუჩებზე დააცხრა, თუმცა მალევე მოშორდა, ვინაიდან იქვე მამაო ელოდებოდათ.
-დიდი მადლობა მამაო რომ დამთანხმდით. თქვენ რომ არ ყოფილიყავით ჩემს ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებდი - ბედნიერი მივიდა მოხუც კაცთან და გულწრფელად გადაუხადა მადლობა.
-არაფერს შვილო... გეტყობათ, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ... ყველაფერი თქვენს თვალებში ჩანს - გაუღიმა მოხუცმა. - ღმერთმა დაიფაროს თქვენი სიყვარული. დიდიხანია ასეთი შეყვარებული თვალები აღარ მინახავს, სამწუხაროდ...

მოხუც მამაოს დაემშვიდობნენ და სანაპიროზე სეირნობა დაიწყეს.
-მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და საყვარელი გოგო ჩემი ცოლიაა! - ხმამაღლა დაიყვირა მამაკაცმა.
-ლიამ! ჩუმად, გაგიჟდი? - გაეცინა ბრიანას.
-კი, ჩემო ხუჭუჭა. რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სულ გამაგიჟე ამხელა კაცი - გაეცინა და გოგონას ტუჩებს დაწვდა. იმდენი ისეირნეს სანაპიროზე, რომ თავიანთ სახლსაც მიადგნენ.

ლიამმა ბრინას ორივე ხელი წელზე მოხვია, ტანზე აიკრა და ტუჩებზე გაშმაგებული ეცა. უკვე აღარ იკავებდა თავს. ბრიანა მამაკაცის ვნებას სულ მთლიანად გამოეშტერებინა. სიამოვნებით გაბრუებული ლიამის ნებას ემორჩილებოდა. ლიამმა გოგონა წელზე შემოისვა და სახლისკენ დაიძრა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა და თვითონ ზემოდან მოექცა. მოკლე კაბის ქვემოთ შეაცურა მარკვენა ხელი, მარცხენა კი წელს ქვემოთ შეუცურა და კისერი დაუკოცნა. შემდეგ ბრიანას კაბა გახადა და საცვლებიანი გოგონა ჟინიანი მზერით აათვალიერა. ლიფი გახადა, გვერდზე მოისროლა და ლამაზი მკერდზე ეამბორა. ერთი-ორჯერ მსუბუქად უკბინა და ბრიანას კვნესის გაგონებისას თავხედურად ჩაეცინა. გოგონა თავს ვეღარ აკონტროლებდა. გაასმაგებული გულისცემით ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდა. ლიამის ყოველი შეხებით სხვა სამყაროში გადადიოდა. მამაკაცმა ტუჩებში ნაზად აკოცა, შემდეგ კი კისერში და მუცლამდე კოცნით ჩამოვიდა. მარჯვენა ხელი ფეხზე აასრიალა და თეძოზე მჭიდროდ ჩაავლო. მეორე ხელიც მოკიდა და თავისკენ მისწია, შემდეგ კი ფეხებს შუა მოექცა. საროჩკა გაიხადა და შიშველი ტანით მთლიანად აეკრო გოგონას. ბრიანას მთელი გონება ემოციებისგან ჰქონდა დაბინდული... ლიამი ნელა მოშორდა და შარვლის შესაკრავის გახსნა დაიწყო. ამის დანახვაზე ბრიანას შიშისგან გააკანკალა... მოსალოდნელი ტკივილის ეშინოდა და თვალები აუცრემლიანდა, თუმცა ხმა არ ამოუღია. მამაკაცმა შარვალი გაიხადა, მხოლოდ ტრუსი ეცვა. ბრიანას ალერსს დაუბრუნდა, თუმცა მდუმარე გოგონას მაშინვე შეატყო ცვლილება.
-ბრი, რა გჭირს? - იკითხა შეწუხებული ტონით. უკვე მოსაღამოვებული იყო და სიბნელეში კარგად ვერ არჩევდა და ხდებოდა. მარჯვენა ხელით სახეზე მოეფერა და გაოცებისგან პირი დააღო, როდესაც სისველე იგრძნო. - ტირი? - ჰკითხა შეწუხებულმა.
-ნწ... - თავი გააქნია გაუბედავად. ლიამის განწყობა წამსვე შეიცვალა. ბრიანას გვერდზე მიუწვა და გულში ჩაიკრა.
-ბოდიში ჩემო პატარა. არ მეგონა თუ მზად არ იყავი, მაპატიე გთხოვ... - ყურთან უჩურჩულა და შუბლზე მთელი გრძნობით აკოცა.
-ლიამ.. - ამოილაპარაკა ოდნავ გაბზარული ხმით.
-ხო - უპასუხა მშვიდი ტონით.
-მეშინია... მეტკინება? - ჰკითხა გულუბრყვილოდ და აცრემლებული თვალებით მზერა გაუსწორა.
-არ ვიცი - ყოყმანით უპასუხა ლიამმა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ.

ბრიანას ხმა აღარ გაუცია. რამდენიმე წუთი ჩუმად იყო გაყურსული მამაკაცის მკლავებში. ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო და რა იქნებოდა ახლავე რომ დაეძლია შიში? თავი ამოყო ლიამის კისრიდან და ცოტა გაუბედავად, ნაზად აკოცა ტუჩებში. მამაკაცი, რა თქმა უნდა, კოცნაში აყვა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რის მიღწევას ცდილობდა ბრინა.
-ბრინა, ჩემს თავშეკავებულობას ნუ ცდი.. - მძიმედ ამოიხრიალა ლიამმა.
-არცაა საჭირო თავი შეიკავო - მხოლოდ ეს დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და ისევ აკოცა.
ლიამი თავიდან გამოცოცხლდა. ძალიან ვნებიანად დაუკოცნა მთელი სხეული და ისევ აიყვანა ბრიანა სიამოვნების პიკზე. გოგონა აღარ შეწინააღმდეგებია... იცოდა რომ არ უნდა დაძაბულიყო. მოდუნებული ელოდა ლიამის ქმედებებს, მთლიანად მასზე იყო მინდობილი.
ამ მომენტში ბრინაზე მეტად ლიამი ღელავდა. უნდოდა რომ მისთვის არაფერი ეტკინა, თუმცა მიუხედავად სიფრთხილისა გოგონამ მაინც ამოიკვნესა ხმამაღლა. მამაკაცმა ტუჩებში კოცნა დაუწყო და ფრთხილად განაგრძო მისი ალერსი. ბრინა ხანდახან თუ ამოიკვნესებდა ტკივილის გაძლიერებისგან, ყრუ ტკივილი შიგნიდან ყველაფერს სწვავდა, თუმცა აქამდე უცნობი შეგრძნება ნარკოტიკივით იყო მისთვის... საოცრად სიამოვნებდა...
ვნებიანი ღამე თითქმის დილამდე გაუგრძელდათ. ამ წყვილს ხომ ყველაფერი საოცრად გაჭიმული აქვთ! კოცნაც კი... ხოდა რა გასაკვირია ესეც რომ გაუგრძელდათ...

იმდენად დაღლილები და ნასიამოვნები იყვნენ, რომ წამსვე დაეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს...


...........
ბავშვებო, გთხოვთ დააკომენტარეთ ვინც კითხულობს რა...
ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს თუნდაც თქვენი დაწერილი ერთი სიტყვა...
იმედია არ დაიზარებთ



№1 სტუმარი A

Wera mezareba mara raxan stimuls gadzlevs davdzlev sizarmaces. Chemo kargo dzalian momwons es istoria da pqrvelive tavidan arcerti gamomitovia. Vagiareb umagresia. Tan dzalian momwons gansakutrebit is rom ar agvianeb da kvirobliv ar ikargebi. Ase gaagrdzele bri da liami gansakutrebuli wyvilia usayvarlesebi arian. Warmatebebs gisurveb aba shen ici.

 


№2  offline მოდერი ანკა

A
Wera mezareba mara raxan stimuls gadzlevs davdzlev sizarmaces. Chemo kargo dzalian momwons es istoria da pqrvelive tavidan arcerti gamomitovia. Vagiareb umagresia. Tan dzalian momwons gansakutrebit is rom ar agvianeb da kvirobliv ar ikargebi. Ase gaagrdzele bri da liami gansakutrebuli wyvilia usayvarlesebi arian. Warmatebebs gisurveb aba shen ici.

Dzalian dzalian didi madloba♡♡♡ ver warmoidgen axla rogor gamaxare ♡ sheni wyalobit dges gaghimebuls chamedzinebaa :D ♡♡♡♡♡

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu ra magarii iyoo momwonss
--------------------
G.ke

 


№4  offline მოდერი D-roni

ვაღიარებ , იმაზე უკეთესია ვიდრე მე მინდოდა ! რა საქართველო ? ხომ ვთქვი ყბელაფერს მოუხდენ შენ ისეთი ხართქო ! ❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი ანკა

gvanciii kereselidze
Auuu ra magarii iyoo momwonss

Madlobaa♡♡♡

D-roni
ვაღიარებ , იმაზე უკეთესია ვიდრე მე მინდოდა ! რა საქართველო ? ხომ ვთქვი ყბელაფერს მოუხდენ შენ ისეთი ხართქო ! ❤❤❤❤

Dzalian didi madloba sayvarelo ♡♡♡♡♡ mixaria rom mogwons ♡♡♡

 


№6  offline წევრი Paaw

აუ რასაყვარლები არიან რა love დროზე დაწერე შემდეგი თავი თორე გცემ ხოიცი და არც ნაყინს არ წამოგიღებ ისე მოვალ შენ საცემად wink wink ხოდა გელოდები ეხლა მალე tongue

 


№7  offline მოდერი ანკა

Paaw
აუ რასაყვარლები არიან რა love დროზე დაწერე შემდეგი თავი თორე გცემ ხოიცი და არც ნაყინს არ წამოგიღებ ისე მოვალ შენ საცემად wink wink ხოდა გელოდები ეხლა მალე tongue

Ahahhaa anu momitans nayins xo :D gelii ♡♡♡♡♡♡♡

 


№8  offline წევრი Paaw

ანკა
Paaw
აუ რასაყვარლები არიან რა love დროზე დაწერე შემდეგი თავი თორე გცემ ხოიცი და არც ნაყინს არ წამოგიღებ ისე მოვალ შენ საცემად wink wink ხოდა გელოდები ეხლა მალე tongue

Ahahhaa anu momitans nayins xo :D gelii ♡♡♡♡♡♡♡

კირასამბობ wink მეტი დარდი არმაქვს რა wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent