N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 8
- იცი მე რა მომენატრება ? - ჰკითხა და ღიმილით ახედა , შემდეგ კი ნაზად აკოცა ლოყაზე. - ყოველ დილით ბალიშთან დადებული , ბრაზილიული ფოთლები და ზედ გადაფენილი ვარდის ფურცლები ... - ღიმილით აკოცა ისევ ლოყაზე. - და დღიურის ყოველი მეცხრე გვერდი არა ? - იკითხა ეშმაკური ღიმილით და თალებმოჭუტულს სიცილით დახედა. - შენ რა წაიკითხე ? -მკლავზე უჩქმიტა და ოდნავ წამოჯდა. - ჩემი არაა , ჩამიდეს ! - სიცილით გაიწია გვერდით და ხელები სახეზე აიფარა. - ვაიმე ჩემი დღიური ! - ოდნავ წამოიკივლა ჩურჩულით და ჩემოდნის ჩალაგების მომენტი გაიხსენა. - დაგრჩა ? -კითხა შეწუხებულმა და კოპებშეყრილმა. - აუ ხოო ... -გაბრაზებული აწუწუნდა და ცრემლიანი თვალები საყვარელი კაცის კისერში ჩამალა. - არაუშავს ფისუნია ! - თმაზე აკოცა და მაშოსაც ხმით ჩაეღიმა .- პატრონს დავურეკავ და ვეტყვი , რომ გამოაგზავნოს ... - ლოყაზე აკოცა და მაშინვე დაამშვიდა. - იყოს ... რომ ჩავალთ წამოვიღებ ... - ეშმაკური ღიმილით დაგეგმა შემდეგი ვიზიტი. - სასწრაფოდ გვჭირდება შენი დღიური ! - დაეთანხმა თავის ქნევით და მხარზე მოდუნებული მიიკრა. ^^^ თვალებს ახალგაღვიძებული აცეცებდა და ბათუს მკლავს ჩაბღაუჭებული ნაცნობ სახეებს ეძებდა. - დაგვადეს ? - სიცილით იკითხა ბათუმ და გარემო კიდევ ერთხელ დაზვერა. უცებ საიდანღაც ჯერ ერთი , შემდეგ კი სხვა ბევრი ნაცნობი სხეული , რომ აეწეპათ მერე მიხვდნენ , რომ გიჟებთან იყვნენ ისევ! - ვაიმე , რა იყო შვილო მზეზე იყავი გართხმული ? - გაშავებულ შვილს , თუკამ ტუჩის ბზუილით მოავლო თვალი . - მიშო , მეც მინდა ! - ტუჩები გაბუსხა და ქმარს გახედა. - წავალთ , ხო წავალთ ! - სიცილით გასწია ცოლი გვერდით . - მამას ფერია , როგორ გივლიდა ეს ბედოვლათი ? - ბთუს მხარზე ხელი დაჰკრა და რაღაცნაირად გაუღიმა. - შესანიშნავად ... ასე ჯერ არავის მოუვლია ჩემთვის ! - ირონიული ღიმილით გამოაჯვრა ბათუ , მანაც ცალი წარბი ასწია და გოგონას ცინიკური ღიმილით მოატარა მზერა ყველგან. - ვერც ვერავინ , ვერასდროს მოგივლის! - გააფრთხილა და თვალი ჩაუკრა. - რაო ? - ყურები ცქვიტა ყველამ. - ხვალ სვანეთში თქვენც მოდიხართ ? - უფროსობას გადახედა ილიამ და ბარბარეს ხელი გადაჰხვია. - უფროსობა , 1 კვირაში ჩამოვალთ ! - დემეტრემ თვალი ჩაუკრა ილიას და ბარბარე სიცილით გამოსტაცა ხელიდან . -აბა რამე მითხარი ! - ჯიბრით და ირონიული ღიმილით გამოაჯავრა ძმაკაცის შვილი. - ერთადერთი კაცია , ვისაც ვერაფერს ვერ ვეუბნები ამ თემაზე და უკვე გამიბლატავდა ! - წარბები შეკრა ილიამ და იოანეს გადახედა . - ხო ნუ მიყურებ ეგრე , შენ "მეორთადერთი" ხარ ... - ღიმილით დაჰკრა ძმაკაცს ხელი. ^^^ ცოტა დაისვენეს , მეორე დღეს მომზადებულები ჩაბარგდნენ მანქანებში. შეთანხმდნენ , რომ ორი მანქანით წავიდოდნენ. რადგან ბათუს და მაშოს დათოსთან უნდა შეევლოთ , ყველა მეორე მანქანაში ჩაეტენა. ბათუ თავის მანქანით წავიდა დათოსთან , მაშოსთან ერთად. ბიჭი კარში გახარებული შეეგება და ორივე მონატრებული სხეული მძლავრად ჩაიხუტა. - მაშო, რა შავი ხარ ! - აღტაცებით ჩაილაპარაკა ბიჭმა . - შენ ის მითხარი , სკოლაში ხომ ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა გაბადრულმა და მაშინვე შეეცვალა დათოს სახე. - კი , ისე კარგადაა , ზოგჯერ მეშინია ... - ჩუმად გამოუტყდა და სიცილი დაიწყო. - რისი გეშინია ? - წარბები აწია გაკვრივების ნიშნად ბათუმ და ბიჭს მხარზე ხელი სიცილით მისცხო. - რისი და აქაც პუტინი არ იყოს გარეული ... - ბათუს ხარხარით გადახედა. - შენი სკოლაა ? - ჰკითხა მაშომ შეყვარებულს და დათოს ლოყაზე უჩქმიტა. - აბა რა ! - გაიჯგიმა და სიცილში ორივეს აყვა. - რამე პრობლემა , რომ მაქვს სულ დათოსთან ვარ ! , საკმარისია ვინმეზე გავბრაზდე და ბარბარემ იცის სადაც უნდა მომძებნოს ! - სიცილი დაიწყო და ღვედი გაიკეთა. - ამიერიდან მეც მეცოდინება ! - თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა. - შენ არ გამაბრაზებ ! - ლოყაზე აკოცა და მობილურით სელფი გადაიღო. ^^^ - მალე ჩავალთ ? - უსიამოვნო მოძრაობამ გამოაფხიზლა და თვალების ფშვნეტით გაახილა თვალები. - უკვე ჩავედით , ცოტა ცუდი გზებია აქეთ , მალე მივალთ ! - თბილად გაუღიმა. - ისინი სად არიან ? - მთქნარებით წამოჯდა და პირიდან ხელი უხერხული ღიმილით მოიშორა. - ისინი ჩავიდნენ უკვე და სახლიც დაალაგეს ! - სიცილით აიჩეჩა მხრები და საყვარელი კისერი დაუკოცნა. ^^^ - ბიჭო მაშკა ჩემთან წვება ! - იოანეს თვალები უბრიალა ბათუმ. - მაშკა წვება ბარბარესთან ! - იომ წარბები შეკრა. - ბარბარე წვება ჩემთან ! - ილიამ შეყვარებულს ხელი მოხვია , მაშკა დაწვება მარტო ! - მხები აიჩეჩა უდარდელად და წარბაწეულ დას გაუცინა. - მაშკა წვება მეთქი ჩემთან ! - ამჯერად მართლა გაბრაზდა ფარჯიანი. - ბარბარე წვება მაშკასთან ! - იოანემ დას გახედა და შემდეგ ილიას უბრიალა თვალები. - მოიცა მაშკა მარტო თუ წვება და ჩემთან არა , ბარბარე რატოღა წვება შენთან ? - ახლა , ბათუს ნათქვამს , რომ დავუკვირდი ... ამდენი სვანი ზედმეტია ! - ვაიმე ! - ბარბარემ და მაშომ ერთმანეთს გადახედეს და შეძახილიც წამშივე გაისმა. - მე ვწევები ბათუსთან ! , ბარბარე ილიასთან ! - გაბრაზებულ ძმას მაშინვე "აუხსნა" ყველაფერი . ილიაც თითქოს მოეშვა. - და იოანე , მარტო გაიჯგიმება საწოლში ! , ნუ ხანდახან შეუძლია დასაც შეეჭრას და ძმაკაცსაც ოთახში , ჩვენ არ გაგვეკაროთ ! - მზერა ვერაგული გაუხდა გოგონას და შეყვარებულს აეხუტა. - აი , ჩემი მეორე ნახევარი სხვანაირი როგორ შეიძლება იყოს ? - გაეცინა ბათუს და გოგონას თავზე აკოცა. - ვინმე ლამაზი სვანი გოგო არაა აქ ? , ძაან ხის თავი რო არ ქონდეს? - იოანემ ფარ-ხმალი დაყარა და თავის ქნევით გაიხედა ფანჯარაში . - ჯერ-ჯერობით , იმ მსუქანი ქალების გარდა , ვერაფერს აღიქვამს ჩემი უკვე დამძიმებული მხედველობა ! - "მხედველობა დაუმძიმეს" მსუქანმა ქალებმა. - აუ რა ნაშაა ! - ილიამ ეზოში გაიხედა და შეყვარებულს სიცილით გადახედა. - აბა სად ? - თვალები გააცეცა იოანემ, ყველას სიცილი , რომ წასკდა , წარბები შეკრა და აქეთ-იქით გაიხედა. - დაახვიეთ რა ! - ერთად მიაყარა და ბურგერი ჩაკბიჩა მადიანად . - აი ნაშა მესმის ... - ტუჩები გააწკლაპუნა და სიცილით მოიყუდა კოკა-კოლა. ^^^ აღტაცებული დასეინრობდა და ბათუს ხელზე , ჩამოკიდებული თვალებს ინტერნესით აცეცებდა გარშემო. მიუხედავად იმისა , რომ უკვე ბნელდებოდა , მაინც გამოყარა სახლიდან აწუწუნებულები და ყველა ერთად დასეირნობს ტყეში. დროდადრო იოანეს უკმაყოფილო ხმა და ნასროლი რეპლიკები ისმის , მარტოობასთნ დაკავშრებით. - მარკესმა ჩემზე დაწერა , ის მარტოობის ასი წელი ! - ამოიბლუყუნა და იქვე ხესთან ჩამოდგა. - დავიღალე ტოო , მალე მოვრჩებით ? - ქშენით იკითხა და მაღლა აიხედა. - მარკესი არ ვიცი და ... მგონი გზა აგვებნა ! - სიცილით წამოიძახა და წრეზე წამოსული დააკვირდა , რომ რამოდენიმე წამის წინ ამ ადგილად უკვე იყო. - რას ბოდავ მაშო , ბათუმ და ილიამ ეს ადგილები ზეპირად იციან ! - იოანემ თავი გააქნია. - რა ზეპირად ვიცი ბიჭო , რაც ჩამოვედი პირველად ვარ ! , წლებია აქ არ ვყოფილვარ ! - სიცილით წამოარტყა ფარჯიანმა ძმაკაცს ხელი თავში. - თუმცა უკვე ვიხსნეებ ყველაფერს და გზა მგონი იქითაა , წყაროზე არ დავდიოდით აქ ? - იკითხა და ილიას გადახედა. - ხო , იქ მაშო დაეცა პატარა , რომ იყო ... - ილიამ მხედველობა დაძაბა . - შენ ხელში აიყვანე და წამოიყვანე ... , მოიცა გავიხსენო ... - თავზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა უფროსმა სუბელიანმა. თითქოს რაღაც მოგონება იღვიძებდა მასში , თავი გააქნია და იმ ადგილს შეხედა , სადაც წამის წინ ილიამ თითი გაიშვირა. თვალები გაუბრწყინდა და ადგილს მიუახლოვდა. - აი აქეთ , აქ ამიყვანა ხელში ! - ნაცნობ ხესთან ჩამოდგა და ორმოსავით ამოჭრილ ადგილს გაშტერებული დააკვირდა. - რა ? - ბათუ ოდნავ მოშორებით მდგარ შეყვარებულს მიუახლოვდა და ცალი თვალით მოსაუბრე მეგობრებს გახედა , რომლებიც ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ. - გამახსენდა ... - ამოილუღლუღა და ბათუს სახე , გონებაში აღიდგინა. - გამახსენდა , ბათუ გამახსენდა ! - კივილ/ტირილით ამოილუღლუღა და წამში აღმოჩნდა საყვარელი მამაკაცის მკლავებს შორის. - გაგახსენდა ? - თმაზე აკოცა და საყვარელი სურნელი წამით მაგრად შეისუნთქა. - გამახსენდა , ხო გამახსენდა ! - ემოციურად აიქნია ხელები და აქეთ-იქით ხტუნვას მოჰყვა. - ხო და წავედით , აქეთ მივდივართ ! - წყაროსკენ თითი გაიშვირა ბათუმ და ბედნიერმა აიხუტა სხეულზე , აჟიტირებული შეყვარებული... ____ სიბნელეში რაღაც გაფაჩუნდა და იოანეც სმენადაძაბული მოიხარა წელში. - არ გესმით - მეგობრებს ეჭვის თვალით გადახედა. - მიჩი ! - მოესმათ ნაზი და მკაცრი ხმა , რომელიც რაღაცას მაგრად შეეძრწუნებინა - მიჩი ? - ჩაილაპარაკა თავისთვის და როცა ფეხზე რაღაც იგრძნო , კედებს დახედა და პატარა ჯუჯა ბაჭიას ღიმილით დახედა. - მიჩი , მიჩი ... - კანკალით წამოძახილები არ ჩერდებოდა. - აქ არის ! - დაიყვირა იოანემ და მთრთოლვარე პატარა მკლავებში მოიქცია. - მიჩი ... - დაღლილი შედგა გოგონა ერთ ადგილას. როგორც იქნა ყველა გავიდა ტყიდან და სახლის განათებაზე , ღობესთან ჩამომდგარი გოგონაც დაინახეს. - შენია ? - ჰკითხა და ბაჭიაზე მიანიშნა . - ვაიმე , დიდი მადლობა ! - ცრემლიანი თვალებით გამოგლიჯა ხელიდან ბაჭია .- სად წახვედი ? - თვალები უბრიალა და თავი გააქნია. - არაფერს ... - დაბნეულმა უპასუხა და თმაში ხელი შეიცურა. - ანი ? - თვალებმოჭუტული წავიდა წინ მაშო. - მე ვარ ... - დაბნეულმა ასწია თავი და თვალები დააწვრილა. - მაშო ვარ , ვერ მიცანი ? - ჰკითხა და გაუღიმა. - მაშო ... გიჟი მარო და ბარბარე ? - იკითხა და ბაჭია უფრო კარგად მოითავსა ხელებში. - ხო ... - ბარბარე წინ წავიდა და მაგრად მოეხვია მონატრებულ ბავშვობის მეგობარს. - ოხ ანი ... მერამდენე ბაჭიაა ? - ჰკითხა ჩახუტებულს მაშომ და ხელიდან ააგლიჯა. - შენ ისევ ვირი ხარ ?! - თვალები უბრიალა და ბოლოს მაინც გაუცინა. - არა , ახლა ცოტა დავნაზდი... - ჩურჩულით უთხრა და თვალით მოცინარი ბათუსკენ ანიშნა. - ის ილია არ არის ? - იკითხა და თითი ბიჭისკენ გაიშვირა. - მე ვარ , მე ... - ილია მეგობრისკენ წაიდა და თავზე ხელი გადაუსვა. - ეს ისევ ბოთეა ! - დაასკვნა თავის ქნევით და სიცილი ატეხა. ____ იმდენად დაძაბული გრაფიკი მაქვს , ამის წერასაც ძლივს ვახერხებ. დიდი ბოდიში პატარა თავებისთვის... მადლობა გვერდში დგომისთვის ! შემდეგი თავი სავარაუდოდ დასასრული იქნება! მიყვარხართ და ველი თვქენს აზრს ... რაღაც არ აქტიურობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.