N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 7
ფარჯიანი თვალებისბრიალით წავიდა მოცინარი მაშოსკენ და კედელთან აყუდებულს ხელები შემოაჭდო კედელზე გარშემო. - ბათუ ... - ამოილუღლუღა და ნერვიული სიცილით აეყუდა კედელს. - რა არის ეს ? - გაბრაზებულმა საჩვენებელი თითი , სახისკენ მიიშვირა. - მაკიაჟი ... - ამოიხრიალა და სიცილი წასკდა. მამაკაცმა სანამ ცალი ხელი თმაში შეიცურა და კედელზე დააბრუნა , მანამ დაუძვრა ეშმაკივით მოხერხებული მაშკა და კარისკენ გაიქცა. უცებ გაჩერდა და უკან შებრუნდა. ისე საყვარლად კრავდა წარბებს ფარჯიანი , რომ მისკენ გაიქცა და მუეცელზე შეამოხტა. - მე მოგაშორებ ... - სიცილით დაპირდა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. - გირჩვენია დროზე მომაშორო ! , ეს უბედურება მაინც !- ტუჩებზე მიუთითა და მოცინარს მაგრად აკოცა. ^^^ - აუ ...რა ლამაზია !- აღტაცებულმა მიუთითა ჩამავალ მზეზე და წითელ ცას გაოგნებულმა შეხედა. - არასდროს მიყურებია მზის ჩასვლისთვის ... მითუმეტეს ბრაზილიაში ... - სიცილით დაასრულა და მის კალთაში უფრო კომფორტულად მოთავსდა. - პირველობა ჩემი სტიქიაა ! - სიცილით გაიჯგიმა და ისევ მის საყვარელ ცხვირს დაწვდა კბილებით. - იცი რა მინდა ? - მის მხარს მიადო თავი და სახე კისერთან მოათავსა , თვალებით ახედა და მზერით გაუღიმა. - რა გინდა ? - ჰკითხა და ცალი ხელით ლოყაზე მიეფერა. - ბავშვი ... - სიცილით დააჭირა კბილები ერთმანეთს. - შენ თვითონ ბავშვი ხარ ჯერ ! - ღიმილით აკოცა ტუჩებზე. - ბავშვი არ ვარ ! - ჯიბრზე ცაილაპარაკა და წარბები შეკრა. - რამდენი გინდა ? - ბოლოს დანებდა და სიცილით დაუსვა კითხვა. - მმმ ... რა ვიცი ... 4 ! - ტუჩზე თითი მიიდო და ჩაფიქრდა. - მე არ მეზარება მუშაობა , მაგრამ შენი თავი არ გეცოდება მაინც ? - ჰკითხა და მის სახეზე ლამაზი სიცილით ახარხარდა. - შენ თუ არ გინდა , მე თვითონ გავაკეთებ ! - გაბრაზებულმა უთხრა და წამოჯდომა დააპირა. - შენ თვითონ , როგორ წერო მოგიყვანს ? - ჰკითხა ღიმილშეპარული ხმით. - არა ! ,რამ დალია ბიჭები ? - იცოდა ძალიან , რომ გააბრაზებდა მაგრამ ისეთი სახე დაიყენა ფარჯიანმა , იქიდან გაქცევის ხერხები განაზოგადა გონებაში მაშომ . - იცოდე ! , ეგეთი რაღაც ხუმრობითაც აღარ თქვა ! - ტუჩებზე თითი მიადო და აღელვებულ ზღვას გახედა. - კარგი რა გეწყინა უიმე ... - "ქარაფშუტა ვარ"! -ფიქრობდა და თავს ილანძღავდა ... - აუ შემირიგდი რაა ... ხომ იცი ვერ ვიტან , როცა მიბრაზდები !- მის ყელში ცხვირჩარგულმა ამოილუღლუღა და კისერზე ცხელი სუნთქვა მიაფრქვია , შემდეგ კი მხურვალე კოცნა დაუტოვა არტერიაზე. - რა გავაკეთო ,რომ შემირიგდე ? - მის კანზე დავლილი ჟრუანტელი ტუჩებით შეიგრძნო და ნასიამოვნებს გაეღიმა . - ვერაფერს ვერ გააკეთებ ! - "მტკიცე და უტეხი" ხმით ამოიბურდღუნა ბათუმ. - ვერაფერს ? - ნაწყენმა წამოსწია თავი და მის სახეს ღიმილით გაუთანაბრდა . - საერთოდ ვერაფერს ? - მისი ტუჩებისკენ წაიწია და ოდნავ შეეხო ქვედა ტუჩზე .- ვერაფერს ? - ისევ გაუმეორე კითხვა და ამჯერად ზედა ტუჩზე დაუტოვა კოცნის კვალი ... - მაინც, რომ ვცადო? - თვალებმოჭუტულმა იკითხა და მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. მოთმინება დაკარგულმა ფარჯიანი ხელებით თეძოებზე ჩააფრინდა და ვნებიანად დააკვდა მის ტუჩებს . --- მზეც ჩავიდა! --- ^^^ - აუ მალე ჩამოდით რაა , მომენატრე ! - აბუზღნდა ბარბარე და ილიას მკერდს მიეკრო. - რაღაი თქვენ დაადგით საშველი და გამოუტყდით ერთმანეთს ტრფობაში , დაირქვით სახელი "შეყვარებულები" და უჟუჟუნებთ ახლა თვალებს ერთურთს ... - რომ ჩაირთო ვეღარ გაჩერდა . - კარგი გოგო რა იყო , ორი დღეც და მანდ ვართ ... ილია ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა სიცილით . ბარბარემ თვალები დააწვრილა და რაღაც კითხა მზერით მაშოს. - ძინავს ... - მიხვდა , ბათუს ადგილსამყოფელს , რომ ეკითხებოდა და სიცილით უპასუხა. - როგორ ერთობით , რაო რას გეუბნება ? , აუ რა მაგარია ! - აღტაცებით საუბრობდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. - ისეთი საყვარელი და თბილია , უგონოდ მიყვარს! - სამზარეულოს მაგიდაზე თავი დააგდო და სიცილით დაიზილა ნატკენი ადგილი. - რაო ? - ბათუ ღიმილით მიუახლოვდა და მუცელზე ხელები შემოაჭდო. - რა ვარო ? - უგონოდ ვარ შეყვარბეულიო ... - ბარბარემ თვალების ჟუჟუნით გაარღვია ვირტუალური სივრცე. - მაინც ვერ მომწვდები მანდედან და რას მიბრიალებ თვალებს ? - გაიცინა ბედნიერმა. - ორ დღეში ხო მაინც ჩემს ხელებში იქნება შენი ყელი და სასუნთქი ორგანოები ? - ღიმილით ჰკითხა და კბილები წინ დაულაგა. - უმადური რო იქნები ადამიანი ! - ბარბარემ სიცილით გათიშა და მაშომაც ლეპტოპი დახურა. ^^^ - არ მინდა წასვლა ... - ამოიბურღუნა და გარედან დაკეტილ სახლს თვალი ნაწყენმა მოავლო. - გპირდები , მერე კიდევ ჩამოგიყვან ... - გასაღები პატრონს გადააბარა ბათუმ და მასთან ერთად შეხედა სახლს ოდნავ მოშორებით მდგარმა. - დამპირდი , რომ ამ სახლს ვიყიდით ... - ღიმილით ახედა და ცხვირზე აკოცა. - გპირდები ! - სიცილით დაპირდა და ტაქსისკენ მიუთითა. - მომენტრება აქაურობა ... - ჩაილაპარაკა თავისთვის და მის მხარს თავი მოწყენილმა მიადო. - სამაგიეროდ , ახლა სვანეთში წავალთ იმათთან ერთად ! - დაამშვიდა და თვალი ჩაუკრა. - რა ? - იკითხა გახარებულმა და ისე მოეხვია გაჭყლიტა , ტაქსისტი მიუხედავად იმისა , რომ ვერც ერთ სიტყვას ვერ იგებდა , ემოციებით ხვდებოდა ყველაფერს და ღიმილით შეჰყურებდა შეყვარებულ წყვილს. - მართლა ? - ჰკითხა , როცა ამოისუნთქა. - ხო აბა ! - ტუჩებზე აკოცა და აეროპორტს გახედა მანქანის ფანჯრიდან . ^^^ თითქოს ყველაფერი ჩაწყდა მასში და სუნთქვა შეწყვიტა , როცა იგრძნო რომ ბრაზილიას შორდებოდა. თითოეული წამი , წუთი , საათი , დღე , კვირა ... მომენტი ! , ყველაფერი ცრემლებამდე და ტირილამდე ბედნიერად ახსენდებოდა! ცრემლები მოიწმინდა და თვითმფრინავში ჩამჯდარმა საყვარელი კაცის მხარს ,თავი ემოციურად დაღლილმა მიადო. ყველაზე ბედნიერი წამები ,სიყვარულის ახსნა , პირველი კოცნა , პირველად მზის ჩასვლის ყურება ... ყველაფერი ბრაზილიაში , ბათუსთან ერთად მოხდა. ახლა კი უწევს წავიდეს , იქ სადაც ეს მოგონებები არ იცხოვრებენ ... თითქოს უფრო თავსიფულად სუნთქავდა ,გული ტკიოდა და გონებით , ოცნებებით , ყველა გაგებით ისევ ბრაზილიაში რჩებოდა. მერე რა , რომ საქართველოში ჩასვლაც ძალიან უხაროდა. ეს სრულებითაც არ უშლიდა ხელს ,იმას რომ გული დაწყდომოდა იქიდან წამოსვალზე. უბრალოდ იმდენად გათავისებული ჰქონდა იქ ყოფნა , ბათუსთან ერთად საღამოობით სეირნობა. დილით ადრე მზის ამოსვლის , საღამოს კი ჩასვლის ყურება ... ველოსიპედებით სეირნება , გასწრობანას თამაშზე ანთებული სურვილი და ბათუს ირონიული ღიმილით შეძახილი "ბავშვი" , სკუტერით წყალში წრეების რტყმა , შეზლონგის "სად დავდოთ"-ზე ვერ ჩამოყალიბებული მაშო და ყოველ ღამით მის კისერში , მის სურნელთან ერთად ძილი. ყოველ დილით ბალიშზე დადებული, ფოთლები და მათზე დაფენილი ვარდის ფურცლები. ყოველი გაფერადებული მეცხრე გვერდი ! ყოველი სასაცილო წუთი , ბათუ მაკიაჟით . ძილიდან მოღუტუნებით გამოფხიზლებული მაშო და აქეთ-იქით მორბენალი ორი ვირი ! გული წყდებოდა თითოეულ მოგონებაზე და უნდოდა კიდევ იქ ყოფილიყო. რას არ გაიღებდა ახლაც ეწუწუნა რა სიცხეაო ... ნეტავ ყაზბეგში ვიყო და ვიყინებოდეო ! რას არ გაიღებდა ისევ , ფარჯიანთან ერთად გაწოლილიყო მზის სხივებს ქვეშ... ყველაფერს გაიღებდა , იმ ბედნიერი წამების დასაბრუნებლად ... თუმცა დროს ვერ დააბრუნებ , ყველაფერი კი წინ წავა... მომავალი ? , იქნება კი მომავალი იმაზე ბედნიერი , ვიდრე წარსული ? ... - ახლა რა იქნება ? - იკითხა ჩურჩულით მის ყურთან. - ბედნიერი მომავალი ფისუნია ! - მანაც ჩურცულით უპასუხა და ხმაში ღიმილი გაეპარა. - აუ იცი , რომ ვერ ვიტან და მაგიტომ მეძახი არა ? - დაიწყო ჯუჯღუნი. - ჩემი ბუზღუნა ! - შუბლზე აკოცა და ისიც მაშინვე მოდუნდა მის მკლავებში. როგორც კი თვალები დახუჭა , მაშინვე გაახსენდა როგორ მისდევდა ღამით ქუჩაში გაქცეულს ბათუ. ნაყინს , რომ ჭამდნენ ფარჯიანის ცხვირს "შემთხვევით მოხვდა" და დამთხვევა იყო , ისიც რომ მაშო გაიქცა. ბათუ სიცილით გაეკიდა და გამოჭერილი ხელებში მოიქცია. მაშოც მაშინვე გაინაბა , ეგონა მაკოცებსო. მან კი მთელი ნაყინი სახეზე წაუსვა. დათუთხული სახლამდეც ბუზღუნით მივიდა. ბათუმ გზაში წყალი უყიდა მოიბანეო , მან კი ის წყალი კისკისით გადაასხა თავზე. - იცი ყველაზე მეტად რა მომენატრება ? - იკითხა ბათუმ და ხელი მის თეძოძე ჩააცოცა. - რა ? - იკითხა განაბულმა და მის თითებს , თავისი გადაატარა. - ღამით ... შენი ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის დათვლა , შენც აცმაცუნებულ ტუჩებზე სიცილი ... ვერ დაწყნარებული სხეული და პულსაცია ! - შუბლზე აკოცა და თავი ,თავზე მიადო. მეორე ნაწილის დასასრულიც ახლოვდება! მადლობა , რომ გევრდში მიდგახართ ! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.