შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 6


3-04-2016, 21:24
ავტორი D-roni
ნანახია 4 849

სამზარეულოში იდგა და ბუტერბროტებს აკეთებდა.
მოკვდება და გაზქურას ვერ ჩართავს , სახლში ჩართული ონდიციონერებისგან წამოსულ გრილ ჰაერს ამით ვერ "წალეკავს"!
ფიქრებში იყო გართული და გაბადრული აკეთებდა ყველაფერს.
ისევ იმ კოცნაზე და აბაზანიდან გამოსროლილ სიტყვაზე ფიქრობდა.
ბოლოს თავის თავზე ხმამაღლა გაეცინა და როგორც კი ხელი იგრძნო მუცელზე და რაღაცას მთელი ძალით ეკრა შეშინებულმა შეჰკივლა და დანა ხელიდან გააგდო მაგიდაზე.
- ნუ გეშინია მე ვარ ... - სიცილით შეაბრუნა თავისკენ დამფრთხალი და წელზე ხელები შეუცურა.
- მეშინია კი არა ... - ჩხუბი უნდა დაეწყო , მაგრამ ფარჯიანმა თვალები გადაატრიალა და გაბრაზებულს ტუჩებზე დააკვდა. - ასეთი ჩუმი უფრო მომწონხარ ამ შემთხვევაში ! - განაცხადა და სამზარეულოს დახლზე შემოსვა მოდუნებული.
მაშომ ხელები კისერზე შემოხვია და ფეხები მის წელზე მოათვსა.
მოკლე სარაფანი კიდევ უფრო ასწია ზემოთ ფარჯიანმა და ხელები მის ფეხებზე აასრიალა.
ტუჩებით კისერზე , რომ გადავიდა ის უკანასკნელიც უკან გადააგდო და გაპობილი ბაგეებიდან უპრაგუნოდ ამოისროლა რამდენიმე ბგერა ...
- ჩამოხტი ,ძალიან მშია !თუ არ მაჭმევ შემომეჭმე ... - საუბრის დამთავრება არ აცადა მაშომ , საჩვენებელი თითი ტუჩებზეე ააფარა.
- გაჭმევ ! - დარცხვენილმა თვალები ხელის გუგებში ჩაულაგა.
- ხო და ძალინ კარგი ! - ირონიულად ჩაიღიმა და იქვე მოთავსდა გემრიელად.
- ახლა ასე უნდა მიყურო ? - დაბნეული და ჯერ გონს მთლად ვერ მოსული ადგილზე აცქმუტდა.
- ხო - მხრები აიჩეჩა და ისე გაიღიმა , როგორც მხოლოდ მას უღიმის. - პრობლემა გაქვს ? - ქვედა ტუჩზე კბილები ლამაზად დაილაგა და სიცილით მისწია თავი მის კისერთან , შემდეგ კი ოდნავ შეეხო ტუჩებით .
- ბათუ ... თუ არ გინდა ხელი მოვიჭრა ძირში და შენიც მივიყოლო ... მომშორდი და ნუ მაგიჟებ ! - სუსტი ხმით ამოიკნავლა და კისერი თვალებდახუჭულმა გადახარა გვერდით .
- ვაგიჟებ ... - გამოაჯავრა და გაბრაზებულს ენა გამოუყო. - რა ? - სიცილით იკითხა და ლოყაზე აკოცა. -ჩემი ტკბილი ...
- ბათუ ! -თვალები დაუჟუჟუნა და სიცილით გააწყო მაგიდა . - ლეპტოპს მოვიტან , ბარბარეს ვეჭორავოთ ... - ოთახიდან ლეპტოპი გამოიტანა და მაგიდაზე მოათავსა.

- ოჰ , ქალბატონ მის ბრაზილიას ვახლავარ , რაო გვიკადრე ქართველები ? - ირონული ღიმილით ჰკითხა და სიცილით გადახედა ძმას. - იოანე მოდი !
- ვაიმე ჩემი ბუნტ....ბი ... - კამერაში შეძვრა და სიცილი დაიწყო მონატრებულმა.
- სადაა ჩემი ძმაკაცი ? - ღიმილით იკითხა იოანემ და ხელის ერთი მოძრაობით გადააგდო და სავარძლიდან.
- ეეე ... - აბუზღნდა ბარბარე და ძმის კალთაში გემრიელად მოთავსდა.
- აქაა ... ხეთქავს ... - სიცილით თქვა და როგორც კი გაბრაზებული ბათუს სახე დაინახა პირი მოკუმა. - ბოდიში ... - ჩაიჩურჩულა და კისკისით აკოცა ჩაჭუტულ ლოყაზე .
- ეგ არ მყოფნის ... საკმარისი არაა ,რომ გაპატიო ! - წვენი მოსვა და საზურგეს მიეყრდნო.
- მერე შეგირიგებ ... - დაპირდა და თვალი ჩაუკრა.
- მე ახლა მინდა ! - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ხველა ამტყდარს ცინიკური ღიმილით მიაწოდა წყალი . - პირს გააღებ და დალევ თუ თავზე გადაგასხა და ეგრე გიშველო ?
- მართლა ... იდიოტი არაა ახლა ეს ? - ჰკითხა გაოგენბულ ორ წყვილ თვალს , რომლებიც კომპიუტერის კამერიდან უყურებოდნენ.
- გეშველათ ? - სიცილით იკითხა იოანემ და ძმაკაცს თვალი ჩაუკრა.
- ვაიმე ! - უცებ შეხტა ბარბარე და ილიას მკლავებში გაიყურსა , რომელსაც აშკარად მაკომ გაუღო კარი.
- რაო ? , ვის ეშველა ? - ღიმილით შეყო ლეპტოპში თავი და ორივეს ცერა თითი აუწია .
- დამსვი შე დეგენერატო ! - მხარზე მიჰკრა ხელი ილიას და მის მკლავებში აფართხალდა.
- ნეტა ამათ როდის ეშველებათ ? - იოანემ დას და ძმაკაცს გახედა.
- რაო ? - ყურები ცქვიტა ბარბარემ.
- რა ? - გულუბრწყვილოდ გაიკვირვა იოანემ.
- იუკა , ამოგეგლიჯება ენა! - დაემუქრა ძმაკაცს ილია და ბარბარეს შუბლზე აკოცა . - ჩემი დებილი!


^^^

- აუ ... ჩაუწიონ ამ მუსიკებს ! - აწუწუნდა და საწოლზე გაგორდა თხელი ხალათის ამარა , შიგნით მხოლოდ საცვლები ეცვა ... ხალათის კვანძი კი თანდათან იხსნებოდა.
- არ გინდა ჩვენც გავიდეთ ? - მისკენ გადაბრუნდა და მოშიშვლებულ მუცელზე ცხელი ხელის გული დაადო.
მაშინვე მოახდინა მისმა შეხებამ რეაგირება.
მაშოს დიაფრაგმა ისე შეეკუმშა ,რომ ბაგეები გაეხსნა და თვალებანთებულმა გადახედა მის გვერდით მწოლიარეს , რომელიც ღიმილით უყურებდა საყვარელ ადამიანს .
ყველაფერი იმ ცისფერ თვალებში ეწერა მაშკას , რომლებიც ბათუს ასე აგიჟებდნენ.
მათში ჩახედვაც კი საკმარისი იყო , იმისთვის რომ მისი სურვილით აღძრულიყო.
- შენ გინდა ? - ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა და მისკენ გადატრიალდა.
- მე დიდად არა , მაგრამ შენ თუ გინდა გავიდეთ ... - მხრები აიჩეჩა და ცხვირზე აკოცა.
- მე მეზარება ... - გაუცინა და შუბლი მის ტუჩებს მიადო.
- დავიძინოთ ! - მოსაცმელი გაუსწორა და სიცილით მიიხუტა სხეულზე.
- დავიძინოთ ... - მის კისერში ცხვირჩარგულმა ამოილუღლუღა და ხელი მის მხარზე მოათავსა. - თუმცა არა ... - უცებ წამოსწია თავი და ზემოდან დააჩერდა ღიმილშეპარულ სახეზე . - რატომ მიღიმი ასე ? - ჰკითხა სიცილით .
- იმიტომ , რომ ვიცი გიჟდები! - ირონიული ღიმილით გასცა პასუხი და თითი მის ლოყას კისერზე ჩამოაყოლა.
- ხო არა ? - ცალწარბაწეულმა ჰკითხა და სიცილით დაიხარა მისი ტუჩებისგან . - აბა კიდევ გამიღიმე ... - თხოვა და თითები შუბლიდან ცხვირზე ჩამოაცურა , იქიდან კი ტუჩებზე .
ფარჯიანმაც ისევ ისე გაუღიმა , როგორც მხოლოდ მას უყვარს და თითით თმა ყურსუკან გადაუწია , როგორც მხოლოდ მას უწევს!
მოთმენელმა და მისი სურვილით შეპყრობილმა მაშომ თავი მისკენ გადახარა და ტუჩებზე ძალიან ნელა შეეხო.
- მიყვარხარ... - მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მთელი გრძნობით , ნელა და დიდი ვნებით შეეხო ისევ მის ბაგეებს.
ბათუმ თითები მის თმაში ღიმილით შეაცურა და ოდნავ წამოწია ბალიშიდან.
კოცნიდა მთელი გრძნობით და გულით .
ალბად მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა მისი ტუჩების და ამ კოცნის გემო.
ბათუმ დიდი სიფრთხილით გადააწვინა საწოლზე და ამჯერად თვითონ დააჩერდა ზემოდან.
ხელი მუცელზე შეუცურა და მისი მცხუნვარე კანს მთელი გრძნობით შეეხო.
შემდეგ კი თვითონვე დაეწაფა კოცნისგან აწითლებულ ბაგეებზე.
- მაგიჟებ ! - მკერდზე თავი დაადო და ხელები მაგრად შემოჰხვია მუცელზე.
მაშომ თავი ბალიშზე დააბრუნა და თითები მის თმაში შეაცურა.
ღრმა სუნთქვა დაუმშვიდდა და ტუჩებისწკლაპუნით გააჩერა თითებიც .
სხეული მოადუნა და მშვიდად ჩაიძირა მორფეოსის სამფლობელოში.
ძილშიც კი გრძნობდა საყვარელი ადამიანის სხეულს ასე , ძალიან ახლოს.
კმაყოფილი იღიმოდა პატარა ბავშვივით .


^^^


დილით ადრე გაეღვიძა.
ბათუს ისე ღრმად ეძინა ათჯერ შეანჯღრია და ვერაფრით ვერ შეაფხიზლა.
ბოლოს რაღაც მოფიქრა და სიცილი ძლივს შეიკავა.
მაკიაჟის ჩანთა მოიტანა და იქიდან წითელი კონტური ამოიღო.
წითელი ტუჩსაცხიც ამოაყოლა და ნელნელა , ძალიან ფრთხილად გადაუსვა ტუჩებზე.
შემდეგ წენები თვალებზე წაუსვა.
ტონალური გადაუსვა ღია და რუმიანა ლოყებზე "მიაყარა".
პუდრიც და ეგაა!
არა ! რაღაც გამორჩა , ლაინერი აიღო , შავ ფანქართან ერთად გადაუსვა და ზემოდან , რომ დახედა ასეც ისე ესიმპატიური ტუჩები მოკუმა.
ჩვეულებრივი "მსახიობი" კაცივით იყო , რომელსაც მუქად არ დააჯდა კონტური და არც ტუჩსაცხი.

^^^
სამზარეულოში იდგა და იცინოდა .
ბარბარე გაოგენბული უყურებდა კამერიდან და წარბებს კრავდა.
- წავედი ... - რაღაც ფართხაფურთხი , რომ მოესმა მაშინვე გათიშა სიცილით და ოთახისკენ წავიდა.
ბათუ გაოგნებული იყურებოდა სარკეში და დროდადრო წარბებს ისიც ბარბარესავით და უფრო მაგრად კრავდა.
ტუჩები მაგრად მოკუმა , რომ სიცილი არ ატყდომოდა.
- ვაიმე ბათუ , რა ქენი გუდუნა ეს ? - შეიცხადა და ლოყებზე ხელები იტკიცა.

____
იმედია ესეც მოგეწონებათ !
დიდი მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ !
იმათ უღრმესი მადლობა ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამს და ამხელა სტიმულს მაძლევს!
ძალიან მიყვარხართ ისინიც , ვინც უბრალოდ კითხულობთ .
ველი შეფასებას , ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია!
____

N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 6


N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 6



N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 6



N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 6


N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 6



N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 6



№1  offline წევრი LONDON

Vax, amovisuntqe :3 viwyeb kitxavs. Vici rac meliss <3 !

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უუჰჰ ძააან ძაააან მაგარიი იყოო ... რა საყვარლები არიაან <3

 


№3  offline წევრი LONDON

Mmm ra magaria. Martalia ar meyo, magram araushavs. Moutmenlad veli shemdegs <3

 


№4  offline წევრი natia-natia

აუუ რასაყვარლები აროანნნ

 


№5  offline წევრი kora

მმმმ, რა მაგარიაა, ძალიააან ძალიან მომწონს love
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი mimimimo

ალბად - არა, ალბათ.

ვაიმე, რა 'მსუბუქი' წასაკითხია.
ძალიან მომწონს..
სულ უფრო და უფრო დიდი თავები მინდა..
მაშა ძალიან საყვარელია...
მაშა და დათვი wink

ბარბარეს და ილიას რამე უშველე თორემ მამკლეს ამათმა... wink

ძალიან კარგია, გელოდები, წარმატებები! feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent