შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (თავი 7)


5-04-2016, 23:28
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 212

-უი,ჰო.არ მაქვს?-მთვარეულივით შევიდა თავის ოთახში,ჩანთა აიღო და კარებისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
არ ელოდა,რომ დავითი შეხვდება.ყოველ ღამით ჩაესმონა მისი ნათქვამი მიყვარხარ,მუდამ ესიზმრებოდა ის,თუმცა ცდილობდა,რომ ამაზე არ ეფიქრა.რატომ?რატომ არ უნდა ეფიქრა? მხოლოდ იმიტომ,რომ ის მისი კლიენტი იყო?!
-როგორ ხარ,ადვოკატო?
-შენღა მაკლდი.
-ყავა მოგიტანე.
-გგონია,სახლში არ მაქვს ყავა?
-უბრალოდ ვიცი,რომ ვერ დალევდი.
-და რატომ?
-უბრალოდ ვიცოდი.გეტყობა კიდეც.
-კარგი,მომეცი-გამოართვა ყავა და გემრიელად მოსვა.
-ლამაზი ხარ.
-რა?
-ულამაზესი ხარ.
-ამის დრო არაა ახლა,წავედით.
-ჩემი მანქანით წავიდეთ,შენ ყავა დალიე-გაუღიმა ქალს და ხელი მხარზე მოხვია.უნდოდა ეკოცნა,მაგრამ ვე გაბედა და უბრალოდ დაძრა მანქანა.იმ დღის შემდეგ ორივე მათგანი უხერხულობას გრძნობა,დავითი პასუხს ელოდა,ნატას მისთვის მადლობაც ხომ არ უთქვამს.
მანქანა სასამართლოდ წინ გაჩერდა,დავითმა ჩვეულად გაუღო კარი ნატას და ჭიქა გამოართვა,ხელი ხელზე შეახო და ფეხზე წამოყენა.იცით,რას იფიქრებდით? ნადმვილი ჯელტმენიაო...და განა არ იყო ასე?
-ნატა,რაღაც უნდა გითხრა-ქალი უფრო დააბნია.
-ყველაფერი კარგად იქნება,დავით..არ იდარდო!
-მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ! არ უნდა ვთქვა ძალიან,რადგან ამ გრძნობას არ აქვს საზღვრები,მას არ სჭირდება მათემატიკური განსაზღვრებები...მაინც არ ვიცი,რა ვთქვა...უბრალოდ შენთან მინდა,ნატა..არ ვიცი,რა იქნება ამის მერე,არ ვიცი,რა მოხდება დღეს,მაგრამ მინდა იცოდე,რომ მიყვარხარ.
ქალი გაშრა,გაიყინა,ხელები,ფეხები,ტუჩები ...არაფერი იცოდა,სად წაეღო..მთელი სხეულით თრთოდა,სუნთქვა ეკვროდა,მსგავსი რამ არასდროს ეგრძნო,,გაიყინა,გაშეშდა,ვეღარ იძროდა,ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა დაეცვა დავითი,არ იცოდა...
-დავით.ახლა შენ რა გააკეთე,იცი?
-საყვარელ ქალს სიყვარულში გამოვუტყდი.
-ახლა შენი კომპანია საფრთხის ქვეშ დააყენე,ნახე რა მჭირს..ასეთ მდგომარეობაში რგოორ უნდა დაგიცვა?
-ეს უფრო მნიშვნელოვანია,ნატა...
-დავით..
-უბრალოდ მითხარი,რომ ჩემ მიმართ არ ხარგულგრილი.
-არ ვარ..შენ საუკეთესო ხარ.
-არ მინდა,რომ დაგაფრთხო და..
-სულაც არა...-ნატა დავითისკენ ინერციით წავიდა და ტუჩები ბაგეებზე შეეხო.ეს დავითისთვის შოკი იყო,არ ელოდა ამას,გაშრა,აკანაკალებული ხელები წელზე ძლივს მოხვია ქალს და კოცნაში აყვა.
-გვრიტებო,იწყება!-ვიღაცის ხმამ გამოაფხიზლა შეყვარებული წყვილა.
-კარგი,მზად ვარ,ყველაფერი კარგად იქნება!-გაეღიმა ნატას და დავითს მოშორდა.
-მჯერა შენი,ნატა.
-იმედია,ვერავინ დაგვონახა,პრობლემები არ შეგვექმნას,მიკერძოვებააო.
-არა,დამშვიდდი.
ეს რამდენიმე საათი ნატასთვის საშინლად გაიწელა,ეს მომენტები მას არასდროს დაავიწყდებოდა..იცოდა,იცოდა და თან საშინლად ბედნიერი იყო...მან ეს შეძლო!
-შევძელით-გადაეხვია დავითი.
-უნდა ავღნიშნოთ-თვალებში ჩახედა ნატას და სასიამოვნო გრძნობამ დაუარა,ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.საყვარელი ქალის თვალებში უსაზღვრო სამყაროს ხედავდა და ამას მეცხრე ცამზე აჰყავდა იგი.
-აუცილებლად!
უბრალოდ ძალიან დიდი ემოცია იყო ნატასთვის დავითის თვალებში ბედნიერების დაჭერა,უხაროდა გამარჯვება,მაგრამ ამავე დროს რაღაც უცნაურად ღრღნიდა გულს,არ იცოდა,რა იყო ეს,თუმცა მაინც ხვდებოდა.იმ საღამოს ბედნიერები იყვნენ,თუმცა,როცა მარტო დარჩა გააცნობიერა,რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა,დავითი მალე წავიდოდა რუსეთში,მერე კი ყველაფერი უბრალოდ გაიყინებოდა:საგნები,ცხოვრება,ემოციები,ხალისი...

ჩვეულებრივი დილა გათენდა,რამდენიმე კვირა გავიდა გასულიყო სასამართლოს შემდეგ,რამდენიმე ბედნიერი კვირა ახსოვდა ნატას დავითთან გატაებული,თან ბედნიერებას გრძნობდა და მუდამ ეღიმებოდა,ყველაზე სულელური რამეც კი სიხარულს გვრიდა,ეს იყო აღმაფრენი და გამაგიჟებელი გრძნობა,რომელსაც ვიღაცამ ერთ დროს გრძნობა სახელად სიყვარული უწოდა.
გრძნობა,როცა ერთის ღიმილი ქვეყანას გირჩევნია,როცა უბრალოდ ადგომა გიხარია,ყველაფერს ხალისით აკეთებ მისი ნახვის მოლოდინით,მისი ხმის მთელი არსებით შეგრძნებით,მისი თბილი მზერისა და ხელის შეგრძნებით..
სიტყვა,რომელიც ერთდროულად გამაგიჟებელი და ბანალურია...საოცარი სიტყვა,რომლითაც იწყება დღე..მხოლოდ ტელეფონიდან გაგონილი მისალმება რაა და რა იქნება დილას კოცნით გააანალიზება იმისა,რომ საყვარელი ადამიანი შენს გვერდზეა,შენთან ახლოს,შენს საწოლში და არასდროს წავა სხვაგან.
-ნატუშკ!
-ნუ მეძახი ასე,დავით!-აუწია ხმას და გადაიხარხარა.
-შენი მეწყვილე ვარ დღეს.
-უი,მაგ გიჟის ქორწილია.მოვიშორებ!
-სხვა ვერაფერი გახსენდება,გოგო!-გადაიხარხარა ბიჭა.
-ნოუ!-ჩაიცინა ნატამ.
-მენატრები!
-რამდენიმე საათის წინ არ მნახე.
-სულ 10 საათის წინ,ჰო? ერთი სული მაქვს,როდის იდგები ჩემს გვერდით ლამაზ კაბაში გამოწყობილი..
-მეც თითქმის.
-მაიმუნო!
-გცემ!
საყვარელლად გულის ამაჩუყებელი საუბრები...მუდამ ასე იცოდნენ ნატამ და დავითმა...საუბარი,რომელიც გაგიჟებს და უბრალოდ თავს გაკარგვინებს,გულიდან წამოსული სიტყვები,სიტყვებით,რომლითაც მზად ხარ საკუთარი გული გაუყო იმ მეორეს,შენს ნაწილსა და შენს მეორე ნახევარს.
მეორე ნახევრის თეორია არ არსებობსო...არა,ცდებით.არსებობს,ეს ყველაზე ძლიერი ქიმიაა,რაც კი ადამიანს უგრძვნია..მერწმუნეთ,მენდელიც ვერ აჯობებდა მას...ვერა,რადგან ის შეუცნობელია,მას ყოველ დღე უფრო ახლოდან იცნობ,იცნობ და ისევ იცნობ!
განა ეს საოცარი არაა?

-ყველაზე ლამაზი კაბა!
-ნუ მაწითლებ,ბიჭო!-მხარზე ხელი დაკრა ნატამ.
-ცოტა ნაზად,გოგო!-მიიხუტა საყვარელი ქალი.
-აი,ისიც!-გაიხედა სალისკენ და თვალები გაუფართოვდა.
-არ გინდა მას ჰგავდა?
-არა,მაგისნაირი გიჟი არ ვარ...
-არ გინდა,რომ შენც მისნაირი კაბა გეცვას?
თავიდან გაიფიქრა,უკეთესი მინდაო,მერე კი ჩასწვდა დავითის ნათქვამის აზრს,რა ხელი უნდა მთხოვოსო...ესიამოვნა და თან გაუკვირდა,ძალიან გაუკვირდა..საოცრად გაუკვირდა!
ცერემონიამ შესანიშანავად ჩაიარა,გამთენიისაა ფეხზე ძლივს იდგა ნატა,დავითი რომ არა,ძირს დაეცემოდა ალბათ,ძლიერად ეჭედებოდა მამაკაცის პერანგის საყელოს და ასე იმაგრებდა თავს,საშინლად დაღლილ-დაქანცული იყო და ეს სახეზე ეტყობოდა.
-კარგად ხარ?-მზრუნველად ჰკითხა მამაკაცმა და ხელში აიტაცა.
-კი,რა მიჭირს..დავიღალე უბრლაოდ.
-სახლში წაგიყვან.
-კარგი,ოღონდ ჯერ დაქალს უნდა დავემშვიდობო-ხელი გააშვებინა დავითს და სალის დაუწყო ძებნა.

-გამომაგდეს! რა ვქნა?-კარებზე ვიღაც უბრახუნებდა მთელი ძალი,ფეხზე წამოხტა ნატა და კუთხეში მიიტუზა,არ იცოდა,რა ხდებოდა...
-მე ვარ სალი,გააღე..გამომაგდეს!
-რა? რა მოხდა?-სახე აელეწა ქალს.
-მე...გამიღე!-ენა ებნეოდა სალის.
-არა,არ არსებობს!
ამ დროს ნაა ბურანიდან გამოერკვა და საწოლზე წაფართხალდა,რაღაცებს იძახდა,ნერვიუობდა..ამან შედეგიც გამოიღო და ძირს გაადინა ბრახვანი,თავი რაღაცას მიარტყა და უარესაც აკივლდა.
-ღმერთო!-მამაკაცის აღელვებული ხმა გაისმა,ტრუსის ამარა შემოარდა ოთახში დავითი და პირდაპირ ქალისკენ წავიდა.
-სად ვარ? აქაა სალი?
-დამშვიდდი..კოშმარი ნახე!-ხელში აიტაცა ნატა და საწოლზე დააწვინა.
-მეშინია.დავით-ხელზე ხელი მთელი ძალით მოუჭირა ქალმა.
-დამშვიდდი,აქ ვარ..-გვერდზე მიუწვა და ნატას თავი მკერდზე მიიდო.
-არ წახვიდე..
-არ წავალ.
-რამე იტკინე?
-არა,არაფერი,მაგრამ,მგონი,კოპი მაქვს-თავისკენ წაიღო ხელი.
-მანახე აბა..-ხელი მიადო შუბლზე თუ არა,ნატამ კივილი დაიწყო და კინაღამ კედლები გაანგრია.
-ჩუმად! მეზობლებს ძინავთ.
-მეზობლებს-სიცილი აუტყდა ქალს და ტკივილი თითქმის სულ გადაავიწყდა.დავითი ცოტა ხანში წამოდგა და მაცივრიდან ყინული გამოუტანა ქალს,შუბლზე მიადო და ისევ გვერდით მიუწვა.
მთელი ღამე თეთრად გაატარეს,ხან რაზე საუბრობდნენ ხან რაზე,ბოლოს ძლივს ჩაეძინათ..
დილას ისევ ხალისიანად გათენდა,თავი აღარ ტკიოდა ნატას,ამიტომ ფეხზე წამოხტა,რამეს მოვუმზადებ დავითსო,მაშინვე სამზარეულოსკენ გაექანა,უნდოდა,რომ საყვარელი მამაკაცი ესიამოვნებინა.
როცა ყველაფერი მოამზადა,დავითსაც გაეღვიძა და ფეხაკრეფით დაუწყო ქალს ძებნა,აინტერესებდა,თუ რას აკეთებდა ნატა.ბოლოს უკნიდამ მიეპარა,ჭიქა დაადებინა და წელზე ხელის მოხვევით მჭიდროდ მიიკრა.
-უი,შენ ხარ?-გახედა ქალმა და ხელი დავითის კისერზე ააცურა.
-რა სურნელია..მმმ...შენი სურნელი აქვს-ნატას კისერზე დადო კისერი და ყავას გადასწვდა.
-არ გადამასხა.
-მაგას მირჩევნია,მოვკდე!-გაეღიმა დავითს.
___
ესეც შემდეგი,შემდეგს ზეგ ვეღარ დადებ,დაბადების დღე მაქვს და...
ველი შეფასებებს.
მიყვარხართ ყველანი.
ამ ისტორიას დავასრილებ მერე რამდენიმე თავში და მერე შევისენებ,ოღონდ ახლა მართლა,ადვილი არაა აბიტურიენტობა და...მერე სექტემბერში დავბრუნდები სტუდენტის სტატუსით..



№1  offline წევრი kora

გელოდებოდი და გამიხარდა ახალი, თანაც საინტერესო თავის დანახვა <3 მაგრამ ბოლოსკენ ცოტა დავიძაბე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს :( იმედია ვცდები :)
--------------------
kira.G

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Uuu ra kargi iyooo

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

kora
გელოდებოდი და გამიხარდა ახალი, თანაც საინტერესო თავის დანახვა <3 მაგრამ ბოლოსკენ ცოტა დავიძაბე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს :( იმედია ვცდები :)

ჯერ თავადაც არ ვიცი,რა მოხდება..
მადლობა.
aanamaria
Uuu ra kargi iyooo

მადლობა

 


№4  offline წევრი natia-natia

Gilocav yvelafers sauketesos gisurvebb....gamixarda rodade veli shemdegs

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

natia-natia
Gilocav yvelafers sauketesos gisurvebb....gamixarda rodade veli shemdegs

ორმაგი მადლობა love

 


№6 სტუმარი ბანანასი

Au male dade ra axali kargi

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ბანანასი
Au male dade ra axali kargi

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent