შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 17.


6-04-2016, 00:11
ავტორი Supreme
ნანახია 3 077

  უზომოდ გამიხარდა რომ ჩამოვიდა. მამამისიც გამოკეთდა. ყველაფერი კარგადაა. ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.
  აგვისტოა. სამედიცინოში ჩავირიცხე, რა თქმა უნდა, ნუცამაც და იოანემაც წარმატებით ჩააბარეს ყველა გამოცდა. ძალიან მინდოდა ოჯახისთვის ჩემი ბიჭის გაცნობა, ამიტომ ჩემთან დავპატიჟე.
-მეღადავები?-თვალები გადმოუვარდა.
-კარგი, რა გჭირს, მინდა ჩემები გაგაცნო.
-შანსი არაა, მეშინია.-თავს აქეთ-იქით იქნევდა.
-რისი გეშინია, ვერ ხარ.-ვიცინოდი.
-დამიწუნებენ.-ანერვიულდა.
  პირველად ვხედავდი ასეთს. იოანე, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებულია, ორ წამში დასაცავ პატარა ლეკვს დაემსგავსა.
-აუ, ძალიან მინდა რომ გაიცნო, აი, უზომოდ. გთხოვ, გემუდარები, ამოდი რა ჩემთან.-მუდარით სავსე თვალებით ავხედე, თან პატარა ბავშვივით ვექაჩებოდი მაისურზე.
-ბოლოს მომიღებ, ანუკა.-დამარცხებულმა თავი ჩახარა.
-ანუ, თანახმა ხარ!-ხმამაღლა წამოვიყვირე სიხარულისგან და კისერზე ჩამოვეკიდე.-ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი საოცრება, ჩემი უსაყვარლესი ბიჭი, უზომოდ გამახარე.-ლოყაზე ვაკოცე.
-შენ ჩემი მკვლელი.-ჩაიცინა და ცხვირზე მაკოცა.
-ხვალ, 7 საათზე.-გავუღიმე.
  სახლში მივედი. ზედმეტად გახარებული სახით დავბოდიალობდი აქეთ-იქით, რაც დედაჩემს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია.
-რამე ხდება?-მკითხა დაეჭვებით.
-დედა, მამა და ჩემო საყვარელო თოკო, ხვალ საღამოს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მინდა გაგაცნოთ, ჩემი შეყვარებული.-ეს სიტყვები ხმამაღლა და გამოთქმით წარმოვთქვი.
-რა?-თოკოს თვალები შუბლზე აუვიდა.
-კარგი, გასაგებია.-მამაჩემმა ჩაახველა.
-კარგით, რა გჭირთ, შეყვარებულია, ხო არ მითქვამს გავთხოვდი-მეთქი.-გამეცინა.
-ესაა რა კაცების ბუნება.-დედაჩემმა ჩაიცინა.-არ ინერვიულო, ჩემს მშობლებს როცა ვაცნობდი მამაშენს, ზუსტად ასეთივე რეაქცია ჰქონდათ.
-იმედია გამოცდების მოწყობას არ დაიწყებთ.-დავიბღვირე და ოთახში შევედი.
  მალე თოკომ შემოყო ცხვირი.
-დაიკო, სერიოზულად?
-არა, გატყუებთ.-ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
-რომ არ მომეწონოს რას იზამ?
-რატომ მიშლი ნერვებს? მაინც არ დავშორდები. თითქმის 1 წელი გავიდა, რაც ერთად ვართ. შენი აზრით, ცუდი რომ იყოს ამდენი ხანი მასთან გავჩერდებოდი?
-იმედია შენი სიტყვები გამართლდება.-გამიღიმა, თმა ამიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.
  ხვალ მოდის. როგორ ვნერვიულობ. ვფიქრობდი ისეთი არაფერი იქნება და გადავიტან-მეთქი, მაგრამ ძალიან შევცდი. მაკანკალებს. რატომ ვერ ვიძინებ? სულ ხვალინდელ საღამოზე ვფიქრობ...და ასე დამათენდა.
  დილის 9 საათზე ლოგინიდან წამოვხტი. სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში და ტანზე გადავივლე.
-რა განერვიულებს, ავალიანო. უბრალოდ ოჯახი უნდა გავაცნო.-ვერ ვწყნარდებოდი.
-იოანე-
  მთელი ღამე ვერ დავიძინე. უაზროდ ვწრიალებდი. როგორ ვნერვიულობ. დედამისს ან მამამისს რომ არ მოვეწონო? უფროსი ძმა რას იტყვის? რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? ზედმეტად თავშეკავებული ვიყო? შევეცადო ჩემი აზრი არ გამოვხატო თუ პირიქით, რამე თემასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავიცვა. ჩუმად ვიჯდე? ვილაპარაკო? რა ვქნა, არ ვიცი. გავაფრენ. ნამდვილად გავაფრენ. ღამენათევი 9 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი.
-ვიბანავებ, ჩავიცმევ. არა, ჯერ ძალიან ადრეა...ანუკა, რა დაგიშავე.-მძიმედ ამოვისუნთქე.
  როგორც იქნა დრო მოვიდა, თუმცა უზომოდ ვნერვიულობდი. თეთრი "საროჩკა", ჯინსი, კედები.
-მგონი გამოვდგები.-გამეცინა.-რა იდიოტივით ვიქცევი...სასაცილო ვარ. რაზე ვნერვიულობ. უბრალოდ ჩემი გოგოს მშობლები უნდა გავიცნო. ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. სადაა ჩემი თავდაჯერებულობა. აზრზე მოდი, იდიოტო.
  7-ს აკლია წუთები. ანუკას სახლთან ვდგავარ. ყვავილები და შოკოლადი. მეოთხე სართული, ბინა 8. უკვე კარებთან ვდგავარ. ზარი დავრეკე. კარი ანუკამ გამიღო. კრემისფერ კაბაში ლამაზად გამოწყობილი გაღიმებული მიყურებდა. გული ამიჩქარდა.
-შემოდი.-თვალები აუციმციმდა.
  პირველი ნაბიჯი გადავდგი. ანუკას დედა გამოვიდა. ყვავილები და შოკოლადი მივართვი.
-როგორ მიხარია რომ მოხვედი.-თბილად გამიღიმა.-ლიკა.-ხელი გამომიწოდა.
-იოანე, სასიამოვნოა.-მეც გავუღიმე.
-ჩემთვისაც.
  მალე შემოსასვლელში მაღალი და პატივსაცემი გარეგნობის მამაკაცი გამოვიდა. ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ხელი გამომიწოდა.
-კოტე.
-იოანე.-ხელი მაგრად ჩამოვართვი.
  მამამისმა კმაყოფილმა შემომხედა. შვებით ამოვისუნთქე. სულ ბოლოს ანუკას ძმა, თოკო გავიცანი. ყველაზე მეტად ამ შეხვედრაზე ვნერვიულობდი. ძმები ყოველთვის უფრო მეტი ეჭვით უყურებენ დების შეყვარებულებს, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იმაზე კარგად ვიდრე წარმომიდგენია. თოკოს ადვილად დავუმეგობრდი. არ ვიცი რა მანერვიულებდა აქამდე.
-ანუკა, ყავა გააკეთე.
-ახლავე.-გაგვიღიმა.
  პატარა დიასახლისივით იქცეოდა. უაზროდ მეღიმებოდა, როცა მას საქმეში ჩართულს ვხედავდი. საოცრად სასიამოვნო საღამო იყო.
-ანუ ამერიკაში ცხოვრობ?-ლიკამ ნაზად გამომხედა.
-ვცხოვრობდი. მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამიტომ გადავედით.
-უი, რას მეუბნები, ახლა როგორ არის?-დედამისის ხმაში გულწრფელი თანაგრძნობა გამოიხატებოდა.
-ახლა უკვე კარგად, გმადლობთ.-თბილად გავუღიმე და მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დავხარე.
-რა კარგი ბიჭი ხარ. ნამდვილად მიხარია რომ ჩემს ანუკას შენნაირი შეყვარებული ჰყავს, არა საყვარელო?-ქმარს გახედა.
-არ ვარ იმ ტიპის მამა, რომელიც ცდილობს თავისი შვილი ყველა საფრთხეს ააცილოს. ათას შეცდომას დაუშვებს თავის ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ რომ უკვე თავისით უნდა შეეძლოს ასეთი პრობლემების გადაჭრა. მგონია რომ შენნაირი ადამიანი ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ანუკამ მიგიღო, ესე იგი, ამის ღირსი ხარ.-მამამისმა გამიღიმა.
  თოკოს გავხედე, რომელსაც ტუჩის კუთხეში კმაყოფილი ღიმილი დაეტყო.
-ძალიან დიდი მადლობა.-ასეთი შვება ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია.
  ასე მგონია დიდხნიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამომიშვეს და სუფთა ჰაერი პირველად ჩავისუნთქე.
  10 საათისთვის დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედი. ანუკაც გამომყვა. კარებთან დავდექით.
-როგორ ხარ?-მკითხა სიცილით.
-ძალაგამოცლილი, მაგრამ ბედნიედი.-მივუახლოვდი.
-მეც ბედნიერი ვარ.-გამიღიმა.
  ლოყაზე ნაზად ვაკოცე, შემდეგ მის გემრიელ და მიმზიდველ ტუჩებს დავეწაფე.
-ხვალამდე.-უცებ გამოვიწიე, ანუკა სახით გამომყვა.
-აა...ხო...ხვალამდე.-გამიღიმა და სახლში შევიდა. 
  რაზე ვფიქრობ. თავი ძლივს შევიკავე. სულ გავაფრინე. ტელეფონი ამოვიღე. ანუკა.
"-დამავიწყდა მეთქვა, ხვალ 7 საათისთვის გამოგივლი და კინოში წავიდეთ.
-კარგი."
  სახლში წავედი. ოთახში შევედი თუ არა, ლოგინზე დავეგდე.
-როგორ მიყვარს...



№1 სტუმარი მიკა

ეჰეე..ერთი ეს ისტორია მომწონდა და ამანაც აურია,მგონი)

 


№2 სტუმარი Uhuu

Cota ro gazardoo tavebii kargii iknebaa saertod ar mkofnis ise dzalian kargia magraam pataraa

Hoo da ikneb sheni carmosaxvis anukas da ioanes fotoebi daurto

 


№3 სტუმარი M

aura momwons magram banaluria dzalian) cota dadzabera:d

 


№4 სტუმარი anna

au dzan magaria dzan momewona <3 sagol <3 ai vafshe yvelanairad momewona <3

 


№5  offline წევრი Supreme

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent