მზის ჩასვლა (თავი მეთერთმეტე)
წვეულებაზე გვიანობამდე აღარ დარჩნენ, ბექამ ირინა წაიყვანა სახლში, დათო, ლიზა და ნინა კი მათმა მძღოლმა მოიყვანა სახლში. ლიზას მთელი გზა ჩუმად იყო. იმაზე ფიქრობდა რაც მოისმინა. არ იცოდა რა ექნა, მაგრამ აუცილებლად რამე უნდა ეღონა და ოჯახისთვის საფრთხე აეცილებინა თავიდან. როგორც კი სახლში მივიდნენ, ლიზამ დაღლილობა მოიმიზეზა, ოტახში ავიდა და ლუკა იმეილით გაუგზავნა ვიდეო, რომელიც ამ საღამოს გადაიღო. რამდენიმე წუთში ლუკამ დაურეკა. -ლიზა, ეს რა ჯანდაბაა. თვალებს, კიარადა ყურებს არ ვუჯერებ. -ვერც მე ვიჯერებ, უნდა გავიგოთ რა ჩიპზეა საუბარი. -დათომ იცის? -არა. -ჯობია ვუთხრათ. -კარგი მართალი ხარ. დაველაპარაკები. -კარგი ლიზა, დროებით. -კარგად ლუკა. საუბარი დაასრულა თუ არა, ოთახში დათო შემოვიდა. -დათო, რაღაც უნდა გითხრა. -ყველაფერი კარგადაა? აღელვებული ხარ. -ეს ირინას ეხება. ბექამ ის ცოლად არ უნდა მოიყვანოს. -რა? რატომ? რა მოხდა? ლიზამ ლეპტოპი გახსნა და დაოს ირინას და მიხეილის ფოტო აჩვენა, რომელიც სავაჭრო ცენტრში გადაიღო. -ეს ხომ , მიხეილია? ირინას მასთან რა ესაქმება? -მოიცა, ეს ჯერ დასაწყისია, აი ვიდეოც ნახე. ლიზამ ვიდეოც აჩვენა.დათო აშკარად შოკირებული იყო, გაოცებისგან და გაბრაზებისგან ხმას ვერ იღებდა. -ორი . თურმე ჩიპი უნდათ. კარგ ჩიპს მიიღებენ. ნაგვები. -დათო გთხოვ დაწყნარდი. რა ჩიპზეა საუბარი? -ლიზა, ჩიპზე ჩვენი კომპანიის ყველა მნიშვნელოვანი ანგარიშები, საბუთებია, როგორც ჩანს ბატონმა მიხეილმა შურიძიება განიძრახა და კახპა შემოგვიგზავნა.ამას არცერთს შევარჩენ. -დაწყნარდი. ბექასაც უნდა ვუთხრათ. -კი, მაგრამ შენ მათ შესახებ დიდი ხანია იცი? -არა, მეც ახლახან გავიგე. -თავიდანვე არ მომეწონა ის ქალი, მართალიც ვყოფილვარ. თქვა დათომ. -რას აპირებ? -ჯერ არ ვიცი, მაგრამ ირინა უნდა მოვიშოროთ თავიდან. -როგორც კი მოვა, დაველაპარაკოთ ბექას. -არ ვიცი ამ ამბავს როგორ გადაიტანს. მეშინია. ისედაც გაუარესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. -ჯობია სიმართლე რაც შეიძლება მალე გაიგოს და საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას. როგორმე გადაიტანს. * * * ირინა ბექას კალთაში იყო და ბიჭს ეალერსებოდა. -ბეეექ, იცი რა, მინდა მალე დავქორწიდეთ. -კი მაგრამ, რა გეჩქარება? -რატომ უნდა გავაჭიანუროთ? მინდა მალე გავხდე შენი ცოლი. -არ ღირს აჩქარება. -რატომ? აღარ გინდა ჩემთან ყოფნა? თუ ლიზას გამოჩენამ აგაღელვა? ისევ გიყვარს არა? -ირინა, რა გინდა? სისულელეებს რატომ ამბობ. -მაშინ დავქორწინდეთ მალე. -როდის? -ერთ კვირაში. -კი, მაგრამ ძალიან ცოტა დროა ეგ. -მერე რა. ბექას ქორწილზე ფიქრი აშფოთებდა, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად გრძნობდა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ირინას ცოლობა თხოვა, თუმცა ახლა სინანულს რაღა აზრი ქონდა.ლიზასადმი სიყვარულმა ღრმად გაიდგა მის გულში ფესვები და ვერავითარი ძალა ვეღარ ამოძირკვავდა ამ გრძნობას, არც ირინას და არც სხვა რომელიმე ქალს ძალუძდა ამის გაკეთება. უხილავი ისრები ერჭობოდა გულში, როდესაც ლიზას უყურებდა, ამ აკრძალული გრძნობის დასამალად ირინასთან ქორწინებაზეც იყო თანახმა, მაგრამ იცოდა რომ ბედნიერი ვეღარასდროს იქნებოდა. -რაზე ჩაფიქრდი ბექა? -აა, არაფერზე, ცოტა დავიღალე. ჯობია სახლში წავიდე. -დარჩი ამაღამ. -იყოს, სახლში წავალ. * * * ბექა სახლში გვიან დაბრუნდა, ამიტომ დათომ და ლიზამ გადაწყვიტეს დილით დალაპარაკებოდნენ. დილით, საუზმის შემდგებ დათო და ლიზა ტელევიზორს უყურებდნენ. ოტახში ბექა შემოვიდა. -რაღაც უნდა გითხრათ. თქვა ბექამ. -გისმენთ. უთხრა დათომ -მე და ირინამ დაქორწინება ერთ კვირაში გადავწყვიტეთ. -რა?ასე ჩქარა? რატომ ? კითხა დათომ -არ ვიცი, აღარ გვინდა ამ ამბის დროში გაწელვა. -ბექა, უნდა ვილაპარაკოთ. -რამე მოხდა დათო? -კი, მოხდა. დაჯექი. ბექა დათოს წინ, სავარძელში ჩაჯდა.დათოს და ლიზას გაუჭირდათ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაბედეს და დათომ ბექას ყველაფერი უამბო ირინას და მიხეილის შესახებ. ლიზამ ვიდეოც აჩვენა.ბექა ხმას ვეღარ იღებდა, უჭირდა ყველაფრის გაანალიზება. -რა სულელი ვარ. თქვა ბექამ. -გთხოვ დაწყნარი.უთხრა დათომ. -არ შემიძლია. აი თურმე რატომ ჩქარობდა ჩემზე დაქორწინებას ასე. ნამდვილი სულელი ვარ, კინაღამ უდიდესი შეცდომა დავუშვი.თურმე ვინ უნდა მომეყვანა სახლში. -კარგი, ეცადე არ ინერვიულო. ახლა სიმართლე იცი და საფრთხე აღარ გვემუქრება. უთხრა ლიზამ. -შენი წყალობით ლიზა. მადლობა რომ თვალები ამიხილე. უთხრა ბექამ. -რას ამბობ, მე არაფერი გამიკეთებია, მათ ხომ შემთხვევით წავაწყდი, ვერ დავუშვებდი ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი საფრთხეში ჩავარდნილიყო. -მაგ კახპას ვუჩვენებ სეირს. წამოვარდა ბექა ფეხზე და გარეთ გავარდა.ლიზა და დათო გაეკიდნენ და ჭიშკარტან გააჩერეს. -ვიცი, რომ აღელვებული ხარ, ლიზამ ეს ამბავი რომ მიტხრა, ორივეს დახოცვა მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე, შენც დაწყნარდი. მაგათ მე მივხედავ. -ჰო, დათო მართალია, უნდა დაწყნარდე, დაუფიქრებლად არ იმოქმედო. -ვერ ვწყნარდები. ქალი ცოლად მომყავდა, ის კიდევ ჩემს ზურგს უკან ჩემი ოჯახის წინააღმდეგ რაღაც საშინელებებს ხლართავდა თურმე იმ ახვარ კაცთან ერთად. ბექა საშინლად არელვებული იყო. სუნთქვა შეეკრა და თავბრუ დაეხვა, საბედნიეროდ ინჰალატორი ჯიბეში ქონდა.მერე დათო და ლიზა ზემოთ ასვლაში დაეხმარნენ და ბექა თავის ოთახში დააწვინეს. -ვიცოდი რომ ძალიან აღელდებოდა, მაგრამ მაინც შემეშინდა. უთხრა დათომ ლიზას ოთახიდან გამოსვლისას. -არაფერია, გადაიტანს. სიმართლე უნდა გაეგო აუცილებლად. * * * გაკვეთილები დამთავრდა, ნინა მარიამთან და ელესთან ერთად სკოლიდან გამოვიდა. ელე facebook-ზე გუშინდელი წვეულების ფოტოებს ათვალიერებდა, ირინას და ბექას სურათიც ნახა. -ის ქალბატონიც ბრძანდებოდა გუშინ წვეულებაზე? უკმაყოფილოდ იკითხა ელემ -კი, დაუპატიჟებლად მოვიდა. უპასუხა ნინამ. -რა უთავმოყვარეო ვინმეა. მაინტერესებს რა მოწონს ბექას ამ არსებაში. -ოო, ელე დაიკიდე რა. სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. ბანკეტზე რას ჩაიცმევთ უკვე აარჩიეთ? თემა შეცვალა ნინამ. -მე ჯერ არა, უპასუხა მარიამმა. ელე შენ ? -მე კი, რამდენიმე ვარიანტი მაქვს და საღამოს გაჩვენებთ, ფოტოებს გამოგიგზავნით. -აუ, ისე გული მწყდება სკოლას რომ ვამთავრებთ. კლასელების და განსაკუთრებით თქვენ გამო. თქვა მარიამმა. -ჰო, მეც, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მაინც ხშირად ვნახავთ.სადაც არ უნდა ჩავაბაროთ. უთხრა ნინამ. -აბა რა მარი, სკოლის დამთავრება ვერ დაგვაშორებს. -გოგონებო, ჩემი მძღოლი მოვიდა, წავედი მე. აბა დროებით. -კარგად ნიინ. ნინამ გოგონები გადაკოცნა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში მობილური ამოიღო და ფოტოებს დაუწყო თვალიერება, მისი და ბექას ფოტოებიც იყო. მერე facebook-ზე შევიდა და ბექასდა ირინას ფოტო დახვდა, რამაც ძალიან გააღიზიანა.საერთოდ ბექას ყველა შეყვარებული აღიზიანებდა, ირინა განსაკუთრებით. თავის თავსაც ვერ უტყდებოდა ნინა გრძნობებში. სახეზე ხელს იფარებდა , რომ ცრემლები დაემალა, ცდილობდა თავი შეეკავებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ცრემლებმა მთლიანად დაუსველა სახე, სასწრაფო შეიმშრალა, რომ სანდროს , მათ მძღოლს არ შეემჩნია.საკუთარი გრძნობების თვითონვე ეშინოდა, ვინმეს კი არა თავსაც ვერ უმხელდა სიმართლეს, თანაც დარწმუნებული იყო, რომ მისი გრძნობები უპასუხოდ დარჩებოდა. ახლა კი იმედის პატარა ნაპერწკალიც კი გაქრა ნინას გულში, ბექა ხომ დაქორწინებას აპირებდა.ფიქრებიდან მაშინ გამოფხიზლდა, როცა სანდრომ კარი გაუღო. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ოთახში ავიდა. ჩანთა ძირს დააგდო და საწოლზე დაწვა, უკვე მარტო იყო და ცრემლებმაც აღარ დააყოვნეს, ბალიშში თავჩარგული ტიროდა, თან თავის თავზე ბრაზობდა. კარზე დააკაკუნეს. -შემოდით. თქვა ნინამ და სასწრაფოდ შეიმრალა ცრემლები. -ნინა, როგორ ხარ? კითხა ლიზამ და თვალებში ჩახედა. -მე... კარგად. -დარწმუნებული ხარ?მგონი ნამტირალევი ხარ. -არა, არა... მე... იძულებული გახდა გაჩერებულიყო, რადგან მეტის მოთნმენა არარ შეეძლო, ორი წამიც და ლიზას კალთაში თავი ედო და ისევ ტიროდა, როგორც იქნა დამშვიდდა. -ახლა კი მითხრაი რა გჭირს. -ვერ გეტყვი, მრცხვენია. -შეგიძლია მენდო, მითხარი დარდი შეგიმსუბუქდება. -ლიზა, მე ძალიან სულელი ვარ.შეყვარებული ვარ. საკუთარი თავისგანაც ვცდილობდი ამ გრძნობის დამალვას, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია. -შეყვარებული? მერე მაგიტომ ტირი? -ჰო... საქმე ისაა, რომ მან არ იცის, ვერც ვერასდროს გაიგებს და თანაც ამ გრძნობას მომავალი არ უწერია. -რატო? ხომ იცი იმედი სრულიად არ უნდა გადაწურო. -მე ბექა მიყვარს. ეს სიტყვები მეხის გავარდნასავით ჩაესმა ლიზას. -ბექა? ნინა, არც კი ვიცი რა ვთქვა. -რა უნდა თქვა. უსირხცვილოდ სულელი ვარ. ხომ ვიცოდი რომ ჩემს გრძნობას არასდროს უპასუხებდ, თანაც ახლა ის ქორწინდება. -ნინა, საყვარელო. დამშვიდდი. შენ არც უსირცხვილო ხარ და არც სულელი. შეგიყვარდა, არაფერი დაგიშავებია. -დავაშავე, სწორედ მაშინ, როცა შემიყვარდა. თანაც ბექა. რომ გაიგოს სირცხვილისგან მოვკვდები. -მე ერთ ამხალ ამბავს გეტყვი. თანაც კარგ ამბავს ბექა აღარ ქორწინდება, მეტიც ირინა სამუდამოდ გაქრება მისი ცხოვრებიდან. -რა? რას ამბობ? ლიზამ ყველაფერი მოუყვა. ნინა გახარებული იმით რომ ირინას თავიდან მოიშორებდნენ. -კარგია რომ იმ ძუკნაზე აღარ ქორწინდება, მაგრამ მე მაინც არ მაქვს შანსი. ის არასდროს შემომხედავს როგორც ქალს. -არავინ იცის რა მოხდება. მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ნინა, არ ღირს ამდენი იდარდო მაგის გამო. ბექა ახლა ცუდადაა, ცოტა დრო ჭირდება, შენ შეგიძლიაგვერდით დაუდგე და გადაატანინო ეს რთული მომენტი. ლიზა ოთახიდან გავიდა. ნინა ახლა თავს უკეთ გრძნობდა. იმედის პატარა სხივი ისევ გაჩნდა მის გულში. ლიზა ოთახში შევიდა. გასაღებით მისი დღიური გახსნა და გადაშალა, პირველ გვერდზე მისი და ბექას სურათი იდო. ფოტოს დანახვისას ლიზას გულში რაღაც გაურკვეველი გრძნობა გაჩნდა, რომელმაც გული აუწვა. დღიური ისევ ჩაკეტა და ოთახიდან გამოვიდა. ვიღაცას შეეჯახა. -ფრთხილად. უთხრა ბექამ. -უკვე ადექი, ცოტა ხანს დაგესვენა კიდევ. -ახლა უკეთ ვარ. -მიხარია. ლიზამ ქვემოთ ჩასვლა დააპირა, მაგრამ ბექამ ხელი მოკიდა. -რა მოხდა? ბექამ ის თავისკენ მიიზდა და წელზე ხელი მოხვია, ერთმანეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, სახეზე ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ. -მომენატრე, ძალიან მომენატრე ლიზა. ისევ ჩემს გულს ეკუთვნი. -გეყოფა გთხოვ, გამიშვი. -მინდა დავიძინო და აღარ გამეღვიძოს, რა ახლოს ხარ ჩემთან და ამავდროულად რა შორს. ისეთი მიუწვდომელი ხარ. ნეტავ, ნეტავ შემეძლოს დრო უკან დავაბრუნო. ახლა გავიგე რას ნიშნავს სიტყვა ნეტავ. ლიზა აღელვებისგან ვეღარ სუნთქვდა, ცრემელებს ვეღარ იჭერდნენ მისი თვალები. ბექას ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ქონდა. უეცრად მოუნდა მაგრად ჩახუტებოდა. წამიერად ყველაფერი გაქარა და მხოლოდ ორნი დარჩნენ. მაგრამ მხოლოდ წამიერად. ლიზამ კარგად იცოდა, რომ დროს უკან ვეღარ დააბრუნედბნენ და წარსული სამუდამოდ უნდა დაემარხათ. სწრაფად გაინთავისუფლა თავი ბექას ხელებისგან და ძირს ჩავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.