შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (13)


6-04-2016, 23:31
ავტორი ანკა
ნანახია 3 332

დილით ბრიანას ადრე გაეღვიძა. ყრუ ტკივილი წვავდა შიგნიდან და უკმაყოფილომ შეჭმუხნა წარბები. ლიამი მშვიდად ფშვინავდა. ჩუმად წამოდგა ფეხზე და უხმოდ შეიძურწა სააბაზანოში. ტანზე წყალი გადაივლო, მაღალწელიანი შორტები და მოკლე ტოპი ჩაიცვა, შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა. რა მოემზადებინა? მაცივარში შეიხედა, იქაურობა თითქმის ცარიელი იყო. უეცრად ტელეფონის ზუზუნის ხმა მესმა, მაცივრის თავიდან მოდიოდა. აიხედა და თავისი და ლიამის მობილურები დაინახა, რომელიც მთელი დღე არ გახსენებოდათ გუშინ.
-გისმენთ - უპასუხა მობილურს და ისევ მაცივრის თვალიერება განაგრძო.
-ოჰჰ! როგორ მოხდა რომ აიღე?! გუშინ მთელი დღე გირეკავდი ხან შენ, ხან ლიამს! სად ხართ გამაგებინეთ! - გაბრაზებული ტონით საუბრობდა ემილი.
-აუუ, გუშინ მობილურები არც გაგვხსენებია... არაფერი სანერვიულო არაა, შეგიძლია დამშვიდდე ემ - უპასუხა წყნარად.
-როგორ დავმშვიდდე გოგო, სად ხარ მითხარი!
-მალიბუში, ლიამის სახლში... - უპასუხა მოკლედ და საძინებელი ოთახისკენ დაიძრა.
-ქორწილის მერე მანდ წახვედით? - იკითხა გაკვირვებულმა.
-ხო - თითქმის ჩურჩულით უპასუხა, საძინებლის კარი გამოხურა და ისე დაბრუნდა მისაღებში.
-რას მეჩურჩულები - გაეცინა ემილის.
-ლიამს სძინავს და არ მინდა გავაღვიძო... - უპასუხა მოკლედ. ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა ქორწილის ამბავი, ალბათ აჯობებდა იქ ჩასულებს სიურპრიზი გაეკეთებინათ მეგობრებისთვის. ამიტომ არჩია მინიშნებითაც კი არაფერი წამოსცდენოდა გუშინდელ დღეზე.
-რას აკეთებთ მანდ? - იკითხა გამომცდელად.
-ისეთს არაფერს... არც კი ვიცი როდის ჩამოვალთ, მაგრამ ალბათ რამდენიმე დღეში... არამგონია უფრო დიდხანს დავრჩეთ აქ - მხრები აიჩეჩა და ისე უპასუხა.
-რომ ჩამოხვალ ყველაფერს დეტალურად მომიყვები იცოდე - თქვა და მხიარულად გადაიკისკისა.
-სხვები რას შვებიან? ქეითი და დეივი როგორ არიან?
-წავიდნენ ჰავაიზე, ყველამ გავაცილეთ, მაგრამ თქვენ არც ყოფილხართ ლოს ანჟელესში და როგორ გააცილებდით - ირონიულად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-კარგი რა ემ... მალე ჩამოვალთ... თან არია და ზაკიც მომენატრნენ - ამოიოხრა ბრიანამ.
-კარგი, ახლა უნდა წავიდე და ჭკვიანად. გამაგებინე რომ ჩამოხვალთ - მეგობარს დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
ბრიანამ მობილური იქვე მიაგდო და სამზარეულოს დაუბრუნდა. არსებული პროდუქტები მაგიდაზე დააწყო და აღმოაჩინა, რომ ბლინების გასაკეთებლად ყველაფერი ჰქონდა. დიასახლისის წინსაფარი მოირგო და საქმეს შეუდგა. მალევე გაამზადა ყველაფერი და როგორც კი მასა ტაფაზე დაასხა შესაწვავად მთელი ოთახი გემრიელმა სუნებმა მოიცვეს. მშვიდად ღიღინებდა და კუნტრუშით დადიოდა წინ და უკან გაზქურის მახლობლად.
-რას საქმიანობ? - მოულოდნელად საყვარელი ბოხი ხმა გაიგო და კარისკენ მიტრიალდა. ლიამი კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა ერთი მხრით, თმები აჩეჩვოდა და ცალი ხელით ნამძინარევ სახეს იზელდა.
-ძილისგუდა - ენა გამოუყო და მხიარულად აკისკისდა. - ბლინებს ვაკეთებ - მამაკაცთან მიკუნტრუშდა, ხელები კისერზე მოხვია და ტუჩებში მსუბუქად აკოცა, შემდეგ კი ისევ მოშორდა და ტაფას დაუბრუნდა.
-მალე იქნება? - ჰკითხა ოდნავ გამოფხიზლებულმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-კი

მალე ისაუზმეს და ეზოში გავიდნენ. ორ დიდ ხეს შუა ჰამაკი იყო გაკეთებული და ახალგაზრდებიც იქ მოკალათდნენ კომფორტულად. ლიამი სიგანეზე დაჯდა, ბრიანა კი სიგრძეზე გაწვა და ფეხები მამაკაცის კალთაში ჩადო.
-დილით ემილიმ დამირეკა მობილურზე - სიჩუმე ბრიანას ხმამ დაარღვია.
-ალბათ გუშინ მთელი დღე გვირეკავდა - ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-ხოო, პირველად ეგ მისაყვედურა - აკისკისდა გოგონა.
-რა უნდოდა? - ჰკითხა ინტერესიანი ტონით.
-ისეთ არაფერი... სად დაიკარგეთო და რაღაცეები... ქეითი და დეივი ჰავაიზე წასულან.. - სხვათაშორის თქვა და თავისი ხელის თითები ლიამის ხელის თითებში ახლართა.
-ჩვენ სად წავიდეთ? - იკითხა სხვათაშორის.
-სად უნდა წავიდეთ სხვაგან - გაეცინა ბრიანას.
-რავი... არ გინდა ევროპაში ვიმოგზაუროთ? - ჰკითხა თბილი ტონით.
-აუ კიი, კარგი იქნებოდა... მაგრამ ჯერ არია და ზაკი უნდა ვნახო, ძალიან მომენატრნენ... უკვე 1 თვეზე მეტია რაც არ მინახავს ისინი. ბოლოს ერთი კვირის წინ ველაპარაკე... - ჩაილაპარაკა დაღონებულმა.
-ისე ჯერ შენს მშობლებს უნდა წარვუდგე სიძის სტატუსით და თაფლობის თვეზე მერე ვიფიქროთ - გაეცინა ლიამს.
-უი, ეგ ემილისთვისაც არ მითქვამს... მგონი ჯობია რომ ჩავალთ მერე ვუთხრათ და სიურპრიზი გავუკეთოთ - თქვა აჟიტირებულმა ბრიანამ.
-მშვენიერი აზრია - უპასუხა კმაყოფილმა. - ბრი...
-ხო
-თავს როგორ გრძნობ? - ჰკითხა შეწუხებულმა მზრუნველი ტონით.
-კარგად, რაიყო? - გაუკვირდა და თვალები გულუბრყვილოდ ააფახულა.
-გუშინდელ ღამეს ვგულისხმობ... რამე ხომ არ გტკივა? - სერიოზული ტონით გაიმეორა შეკითხვა. ამის გაგებაზე ბრიანა პომიდორივით აწითლდა, შემდეგ კი სიცილი აუვარდა და მუცლისტკივილამდე იცინა. - ბრინა, რა მოგივიდა - გაეცინა ლიამს.
-არაფერი, კარგად ვარ... - კისკისით უპასუხა, ლიამს მიუცუცქდა, ხელები კისერზე მოხვია და ცხვირი მის კისერში ჩარგო. მაინც ვერ მოახერხა მასთან ახლოს ყოფილიყო და არ ჩახუტებოდა. ლიამი აღარ ჩაძიებია. მიხვდა რომ ბრიანა ასეთ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდა და თავი ანება, რადგან გარეგნულად ისედაც არ ეტყობოდა რომ რამე აწუხებდა.
-დღეს დაისვენე და ლოს-ანჟელესში ხვალ დავბრუნდეთ ხო? - შუბლზე თბილად აკოცა გოგონას.
-კარგი - გაუღიმა და საყვარელ თაფლისფერ თვალებს მზერა გაუსწორა. ლიამი ნელა დაიხარა მისკენ და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. ალერსში ბრიანაც აყვა... ერთმანეთს მშვიდად ეფერებოდნენ და კოცნიდნენ, სიყვარულით სავსე მზერით აჯილდოვებდნენ და თბილად უღიმოდნენ.
მთელი დღე მოფერებასა და კოცნაში გაატარეს. საღამოს კი სანაპიროზე გაისეირნეს. მშვიდი და სასიამოვნო საღამო იყო... მზის ჩასვლაც ნახეს და უზომოდ კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში დასაძინებლად.


მეორე დღეს ლოს-ანჟელესში დაბრუნდნენ და პირდაპირ მეთიუს მიადგნენ სახლში, ვინაიდან იცოდნენ რომ ემილი სავარაუდოდ იქ იქნებოდა, ის ხომ ბრიანას ელოდებოდა, რათა სან-ფრანცისკოში ერთად დაბრუნებულიყვნენ.
-ბრიიი!!! - გახარებული შეახტა დაქალს და მთელი ძალით მოხვია ხელები.
-როგორ მომენატრე ემმ! - ისიც ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს. ლიამი და მეთიუც გადაეხვივნენ ერთმანეთს და როდესაც ერთმანეთთან მისალმებას მორჩნენ, მისაღებ ოთახში შევიდნენ.
-ყავას ხომ დალევთ? ნამცხვარი გვაქვს - თქვა ემილიმ. გოგონამ, რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო და კმაყოფილი შეკუსკუსდა სამზარეულოში.
-ჰა, მოყევი ახლა რა ხდებოდა მალიბუში - გაიცინა მეთიუმ.
-ბენს დაურეკეთ გამოვიდეს და გეტყვით მერე - ეშმაკურად გამოუყო ენა ბრიანამ
-მართლა რამე მოხდა? - ახარხარდა მამაკაცი.
-ხოო შე*ემა მიდი დაურეკე ბენს - უპასუხა ლიამმა და თან ბრინა მიიხუტა.
საღამოს ბენიც მოვიდა და დაინტრიგებულ მეგობრებს ახალდაქორწინებულებმა თავიანთი საიდუმლო გაუმხილეს. ყველას ძალიან გაუხარდა და ორივეს ბედნიერება უსურვეს. შემდეგ სკაიპით დეივს და ქეითს ელაპარაკნენ და კარგად გაერთნენ. მოსაღამოვებულს კი ბიჭებმა სასმელები ამოიტანეს და საქორწილო სუფრა გაშალეს. ყველამ დალია, თუმცა ლიამმა და ბრიანამ შედარებით ცოტა, რადგან მეორე დღეს არია და ზაკი უნდა ენახათ...

საღამოს იქვე დარჩა ყველა, დილით კი ბრინა და ლიამი სან ფრანცისკოს გზას გაუდგნენ.
-აუ ნეტავ რა რეაქცია ექნებათ? - ჰკითხა ცოტა აღელვებულმა ბრინამ და თან გაიცინა.
-ალბათ ენა ჩაუვარდებათ გაოცებისგან - უპასუხა მამაკაცმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ეგ ხო, მაგრამ მერე? - ინტერესით ააფახულა თვალები.
-მერავიცი... მამაშენს თოფი ხომ არ აქვს? - სიცილით ჰკითხა გოგონას.
-მგონი არა - ესეც მხიარულად აკისკისდა.
მთელი გზა ლაპარაკობდნენ, ენა არ გაუჩერებიათ.. განსაკუთრებით ბრიანას. სიმღერებს ყვებოდა და გუგუნ-გუგუნით ჩავიდნენ ქალაქში. როგორც კი სან-ფრანცისკოში შეაღწიეს გოგონამ მშობლებს დაურეკა და უთხრა რომ ნახევარ საათი მათთან იქნებოდა.

ლიამმა მანქანა ნაცნობი სახლის წინ გააჩერა, ბრიანა გადმოიყვანა, ხელი წელზე მოხვია და კარისკენ გაემართნენ.
-ბრიი, როგორ მომენატრე! - კარი გახარებულმა არიამ გააღო და შვილს გადაეხვია, მის უკან მომღიმარი ზაკი იდგა.
-დეე! მეც ძალიან მომენატრე! - მთელი ძალით მოხვია ხელები კისერზე, შემდეგ კი მამამისს ჩამოეკიდა და ლოყაზე გემრიელად აკოცა - მა! შენც ძალიან მომენატრე!
-დიდხანს დაგვტოვე მარტო მე და დედაშენი - ღიმილით უსაყვედურა ზაკმა შვილს, შემდეგ კი ლიამთან მივიდა - გამარჯობა ლიამ, გამიხარდა ისევ რომ შეგხვდი.
-მეც ბატონო ზაკ.. - ხელი ჩამოართვა და მომხიბვლელად გაუღიმა.
-ბატონოთი ნუ მომმართავ, ბრინას არცერთი მეგობარი ბატონ ზაკს არ მეძახის - მეგობრულად შეუსწორა და მუბრუნდა, რათა სტუმარს წინ გაძღოლოდა. სიტყვა „მეგობრის“ გაგებაზე ბრინამაც და ლიამმაც ერთმანეთს შეხედეს. გოგონამ ყურადღების მისაპყრობად ჩაახველა.
-მამაა... - დაბალ ხმაზე დამფრთხალი კნუტივით ამოიკნავლა და ჯერ დედამისს შეხედა თვალებში, შემდეგ კი მამამისს.
-გისმენ - მაშინვე დასერიოზულდა ზაკი და ლიამი საეჭვოდ აათვალიერა, თითქოს წინასწარ მიხვდა რაც ხდებოდა ამ ორს შორის.
-მე და ლიამი მეგობრები არ ვართ - თქვა მორიდებულად და მამაკაცს ხელზე მიეხუტა. არც არიას და არც ზაკს ხმა არ ამოუღიათ. სახეზე დიდად ემოცია არ შეცვლიათ, რადგან უეცარმა სიახლემ ორივე დააბნია. ლიამმა ბრინას თვალებში შეხედა, უნდოდა გაერკვია ვის ჯობდა ეთქვა, რომ დაქორწინებულები იყვნენ. გოგონას თვალებში ვერაფერი ვერ დაინახა და ამიტომ სიტუაციის განმუხტვა თავის თავზე აიღო და ზაკს თამამი მზერა გაუსწორა.
-ზაკ, მე ბრინა ძალიან მიყვარს და იმედია წინააღმდეგი არ ხართ რომ ერთად ვიყოთ - ბოხი ხმით თქვა და სიმამრის პასუხის მოლოდინში გაირინდა. მაშინვე იგრძნო როგორ მოდუნდა ბრიანას სხეული, როდესაც ქორწილზე არაფერი თქვა და კმაყოფილმა ტუჩის კუთხე მალულად ჩატეხა.
-არა, რა თქმა უნდა! მთავარია თქვენ იყოთ კარგად - საუბარში გახარებული არია ჩაერთო.
-არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. არ აღვნიშნოთ? - პოზიტიურად განაცხადა ზაკმა და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა. გაშლილ სუფრას მიუსხდნენ და ქეიფი დაიწყეს. გემრიელად ივახშმეს, შემდეგ კი ჭურჭლის დასარეცხად ქალები სამზარეულოში გავიდნენ.
-ძალიან კარგი ბიჭია ლიამი, პირველივე ნახვაზე მომეწონა - არიამ შვილს თბილად გაუღიმა და ხელზე მოეფერა. გოგონამ მხოლოდ მორიდებულად ჩაიცინა და თვალწინ ლიამი დაუდგა.
-დე... მე და ლიამი შეყვარებულები არ ვართ - მცირე ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა საიდუმლო დედისთვის გაენდო.
-რას გულისხმობ? - გაოცებული მზერით შეხედა არიამ ბრინას.
-ლოს ანჟელესში ქეითის და დეივის ქორწილში გამომიტყდა სიყვარულში, და იმ საღამოს მალიბუში წავედით... უფროსწორედ მან წამიყვანა, გზაში რომ ვიყავით მე მერე მივხვდი ამას, თუმცა არ შევწინააღმდეგებივარ. იქ კი ხელი მთხოვა და... და ახლა ცოლ-ქმარი ვართ - თითქმის ჩურჩულით დაამთავრა მონოლოგი და არიას დამფრთხალი მზერა მიაპყრო, თუმცა მზერა კარში აყუდებული ლიამისკენ გაექცა, რომელსაც ასევე ეტყობოდა მცირეოდენი აღელვება.
არიამ გაოცებისგან პირი დააღო და კარის მიმართულებით გაიხედა - იქ ლიამი დაინახა. ბრიანა მაშინვე მამაკაცთან მივიდა და გვერდზე დაუდგა.
-ამმ... გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ, მაგრამ არ ფიქრობთ რომ ნაადრევი გადაწყვეტილება იყო? - ენის ბორძიკით დაიწყო არიამ, შემდეგ ლიამს მიმართა - შენი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ და ძალიანაც უხდებით ერთმანეთს მაგრამ...
-დედა, ორივე მზად ვართ რომ ოჯახი შევქმნათ - მშვიდად გააწყვეტინა ბრიანამ.
-მაშინ ძალიან კარგი! - თბილად გაუღიმა ქალმა ლიამს.
-რა ძალიან კარგი?! ჩუმად ქორწინება ახალია? - გოგონამ ზურგს უკან გაბრაზებული მამის ხმა გაიგო და დამშვიდებული პულსი თავიდან აუჩქარდა.
-მა...
-ბრინა ასე უპასუხისმგებლოდ როგორ მოიქეცი! - ცოტა იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა.
-არ მოვქცეულვარ მასე! - შეეპასუხა აღელვებული.
-აბა როგორ მოიქეცი? რამდენიხანია რაც ლიამს იცნობ? - ჰკითხა გაბრაზებულმა. – 3 თვეც არაა მგონი! და უკვე დაქორწინდით! ერთმანეთის შეყვარება მაინც როდის მოასწარით, ან ასე მალე დაქორწინება თავში როგორ მოგივიდათ! - განრისხებულმა იყვირა და ოთახიდან გავარდა.
-მე ამ სახლში აღარ გავჩერდები! ლიამ, ჩვენს სახლშიწ ავიდეთ ახლავე! - გაბზარული ხმით ტირილის ზღვარზე მყოფმა ჩაილაპარაკა და აჩქარებული ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
-ბრი! ასე მალე მტოვებ? დარჩი გთხოვ, მამაშენს მე დაველაპარაკები! - გულაჩქარებული არია შვილს დაედევნა.
-დედა, ბოდიში მაგრამ ვერ დავრჩები. ისევ გნახავ, არ ინერვიულო... - ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ლიამს გახედა... ის მომლოდინე მზერით იცდიდა.
მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ. ლიამმა მანქანა სასტუმროსთან გააჩერა და ბრინას გახედა.
-ბრი თუ გინდა სასტუმროში დავრჩეთ ამაღამ - თბილი ტონით მიმართა და სახეზე მოეფერა შედარებით დამშვიდებულ გოგონას. ბრიანამ უხმოდ დაუქნია თავი და მანქანიდან გადმოვიდა. ორადგილიანი ნომერი აიღეს და საწოლზე დაწვნენ. როგორ ყოველთვის, მამაკაცმა გოგონა გულში ჩაიკრა და ცხვირი მის კისერში ჩარგო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent