არ შეგიყვარდეს. წესი 18.
-ანუკა- იოანემ, როგორც შევთანხმდით 7-ისთვის გამომიარა თავისი მანქანით. -როგორ გირჩევნია, კინო სახლში თუ რუსთაველზე?-მკითხა, როცა მანქანაში ჩავჯექი. -სახლში.-ვუპასუხე გაუაზრებლად. -კარგი.-გამიღიმა. იოანემ მანქანა თავის სადარბაზოსთან გააჩერა. -წამოდი.-მანქანის კარები გამიღო. ფრთხილად გადმოვედი და უცებ დამარტყა ტვინში. მე და იოანე, მარტო სახლში, საღამოს. გული ამიჩქარდა და თავი გავაქნიე. არაფერი მოხდება. ნელა ავიარეთ სადარბაზოს კიბეები და მის კარებთან შევჩერდით. ბინაში შევედით. ყველაფერი ისეთი კომფორტული და მოვლილი იყო, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. -აქ მარტო ცხოვრობ?-გაკვირვებულმა შევხედე. -მე და ჩემი და ვიყავით, მაგრამ ელენე ამერიკაში დარჩა, ამიტომ ახლა მარტო ვარ. -გასაგებია. -არ გცხელა ამ ჟაკეტში? გარეთ ყველაფერი იწვის.-გაიცინა და მხარზე დამადო ხელი. -აა...არა.-დაბნეულმა ოდნავ უკან დავიხიე. იოანეს ჩუმად ჩაეცინა. -წამოდი, კინოს ვუყუროთ. ოთახში შევედით და ლეპტოპში სასურველი ფილმი მოვძებნეთ. იოანემ ხალიჩაზე ორი ბალიში დადო. დავჯექი. როგორც ზღვაზე, ახლაც უკნიდან მომეხუტა და ისე, რომ არ მომშორებია, ჩართო ფილმი. ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია, ნიკაპი მხარზე დამადო და ყურება დავიწყეთ. გული ისე ხმამაღლა მიცემდა, მეგონა მასაც ესმოდა. ვცდილობდი დავწყნარებულიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა. მისი თბილი სუნთქვისგან მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. უკვე ზედმეტად გაფანტული გონებით ვუყურებდი ფილმს. -კოკა-კოლას მოვიტან.-ჩუმად ჩამჩურჩულა და წამოდგა. გახშირებულად ვსუნთქავდი. მალე დაბრუნდა და ისევ იგივე პოზაში დაჯდა. ცივ კოკა-კოლას ნერვულად ვწრუპავდი. უცებ კისერში ნაზი და ამავდროულად ვნებიანი კოცნა ვიგრძენი. ხელი ამიკანკალდა. -რა იყო?-ისევ მისი ჩურჩული.-ნერვიულობ?-ჩუმად ჩაიცინა. -რა?...რაზე?-მინდოდა რამენაირად მაინც შემენარჩუნებინა სიმშვიდე. -დაფიქრდი.-უფრო ვნებიანად მაკოცა კისერში. თვალები დამეხუჭა. იოანემ ჭიქა გამომართვა და გვერდზე გადადგა. -რატომ კანკალებ...გცივა?-მისი ხმა მთიშავდა. -არა...-ამოვისუნთქე. -მაშინ...ჩემი ბრალია?-ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა. ცივი თითებით ნაზად აირბინა მუცლიდან მკერდამდე. სისხლი გამეყინა, შემდეგ კი ერთბაშად დამცხა. იოანე არ ჩერდებოდა და კვლავ განაგრძობდა ჩემს მოფერებას, კისერში და მხარზე კოცნას. უცებ აზრზე მოვედი და გიჟივით წამოვხტი. -რას აკეთებ?-ვუთხარი ცოტა ხმამაღლა. -სამაგიეროს გიხდი.-ისიც წამოდგა და ცალყბად გამიღიმა. -რისთვის?-ხმა მიკანკალებდა. -გუშინდელისთვის.-მომიახლოვდა და წელზე მომხვია ხელი. -არ მინდა...-თავი ჩავხარე, იოანეს საყვარლად ჩაეცინა. -ბოდიში.-ავხედე, მიღიმოდა. ცხვირზე მაკოცა.-შენი სურვილის წინააღმდეგ ნამდვილად ვერ წავალ. სხვა გოგო რომ ყოფილიყო, ვინც არ მიყვარს, ალბათ დავიკიდებდი, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. ვიცი საშინელი პიროვნება ვარ ამ მხრივ.-თავი ჩახარა. -არ ხარ საშინელი პიროვნება. ის, რომ ახლა თავი შეიკავე, უფრო მარწმუნებს შენს გულწრფელ სიყვარულში და რაც ადრე იყო, მოდი დავივიწყოთ. წარსული წარსულად უნდა დარჩეს, მას მომავალში არაფერი ესაქმება.-თბილად გავუღიმე. -საოცარი გოგო ხარ, იმდენად საოცარი რომ მაგიჟებ. ვხვდები რომ შენ მჭირდებოდი, მხოლოდ შენ. მთლიანად შემცვალე. შენ რომ არა, ალბათ უსაზიზღრესი ადამიანი ვიქნებოდი, ვინც უბრალოდ ყველას აუბედურებს. შენ რომ არ შემყვარებოდი... -მეც შევიცვალე. შენმა სიყვარულმა ბევრი რაღაც მასწავლა. შენთან ყოფნით გავიზარდე და სიცილით მახსენდება ის დრო, როცა შენს შეყვარებას ვუკრძალავდი ჩემ თავს. -მაშინ უზომოდ გამაწამე.-გაეცინა. -მეც ვიტანჯებოდი.-ავყევი.-სანაგიეროდ ახლა შენთან ვარ და შენით ვცოცხლობ. -მე...შენით.-ცხვრიზე მაკოცა, როგორც ვხვდები ეს მისი საყვარელი ჟესტია. უცებ რაღაც ხმები მოგვესმა და უკან გავიხედეთ. -ფილმი ჩართული დაგვრჩენია.-გამიცინა.-არაუშავს. ვუყუროთ თავიდან? -მოდი, რაღაც საინტერესო ჩანდა.-გავუღიმე. ისევ დავსხედით ფილმის საყურებლად, ისევ იგივე პოზაში, თუმცა იოანეს ერთი ზედმეტი მოძრაობაც კი აღარ გაუკეთებია. სასიამოვნო რომანტიკა იყო, სამწუხაროდ, სევდიანი დასასრულით. -მომეწონა.-ცრემლები მოვიწმინდე.-მაგრამ უზომოდ შემეცოდა ბიჭი, ის გოგო არ უნდა მომკვდარიყო. -დასასრული მეც გამიტყდა, მაგრამ ფილმში რა მოგეწონა, რა მუღამი აქვს ასეთ მელოდრამებს, არ მესმის. -"ყველაფერი რაც დასასრულისთვისაა განწირული, მშვენიერია". -ეგ ვინ თქვა? -ჩემმა ერთმა მეგობარმა.-გამეღიმა. სახლში ყოფნა აღარ გვინდოდა. -ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვან.-უცებ შემომთავაზა იოანემ. -სად?-გამიკვირდა. -სიურპრიზია, მაგრამ პირობას გაძლევ, მოგეწონება. -აუ, სად? -ნახავ. დავინტრიგდი და იოანეს უყოყმანოდ გავყევი. მანქანაში ჩავჯექი. საბურთალოზე ერთ მიტოვებულ 16 სართულიან შენობასთან მიმიყვანა. -უნდა მომკლა?-ვიკითხე გაოცებულმა, როცა გარშემო უკუნითს მოვავლე თვალი. -რა აზრები გაწუხებს.-გამიცინა. -სად მიგყავარ? -მოთმინების უნარი არ გაგაჩნია? -ოო, მაინტერესებს. -სიურპრიზია-მეთქი.-ხელი მომკიდა. ფრთხილად მივუახლოვდით შენობას. მთლიანად ბეტონის იყო, როგორც ჩანს, მშენებლობა ვერ დაასრულეს. კიბეებზე ნელა ავდიოდი და ვცდილობდი მინის ნამსხვრევებისთვის თავი ამერიდებინა. 16 სართული ავიარეთ. უცებ ბნელი და ვიწრო გასასვლელიდან საოცარ სივრცეში აღმოვჩნდი. გარშემო მიმოვიხედე და გული გამიჩერდა. მთელი თბილისი...მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანდა. იმდენად საოცარი ხედი იყო, სუნთქვა შემეკრა. სასწრაფოდ მივირბინე ბეტონს მოაჯირთან და ჩემს ულამაზეს ღამის ქალაქს გადავხედე. -იოანე! ღმერთო! რა სილამაზეა! იოანე! ულამაზესია!-გაბრწყინებული სახე მივანათე, ის კი თბილად მიღიმოდა.-აქ რომ მოვკვდე, არ დამენანება. -ეგეთი სისულელეების გარეშე.-გაეცინა. -ულამაზესია, იო, მართლაც უმშვენიერესია. არ მყოფნის. რა საოცრებაა. გონებიდან ყველაფერი გაქრა. ახლა უბრალოდ ულამაზეს ხედს ვიყურებდი და არაფერი მახსოვდა. დაღლილობა, სევდა, მხიარულება, ტკივილი, არ ვიცი ყველანაირი გრძნობა, რაც კი არსებობს, ყველაფერი გაქრა. მხოლოდ ბედნიერებას ვგრძნობდი, უზომოდ დიდ ბედნიერებას. -სულ ვოცნებობდი ასეთ ადგილას აღმოვჩენილიყავი და მეყვირა.-ვუთხარი იოანეს. -იყვირე რამდენიც გინდა.-გამიღიმა. თავი აღარ შევიკავე. ბოლო ხმაზე ვიყვირე, თან ყველაფერი ამოვაყოლე, რაც გულში მედო. ხელები გავშალე და უფრო ხმამაღლა ვიყვირე. -ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ.-ქარი მიბერავდა. იოანე უკნიდან მომეხუტა და ხელები მომკიდა, შემდეგ ნაზად მომიკეცა და ჩამეხუტა. -იცი რისი მეშინია?-მითხრა ჩუმად. -რისი? -თავი რომ ვერ შევიკავო და გადავხტე. -გაგიჟდი? -არა, უბრალოდ იმდენად შეპყრობილი ვარ სიმაღლის სიყვარულით, რომ შეიძლება თავი ვეღარ შევიკავო. -იოანე, მაშინებ. -მეც მეშინია, მაგრამ არ ინერვიულო, არ გადავხტები.-ჩაიცინა.-მოაჯირი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ვერ გავუძლებდი. შევბრუნდი და მაგრად ჩავეხუტე. -არასდროს გაგიშვებ და არასდროს მოგცემ ამის გაკეთების უფლებას. -ვიცი...სანამ შენ მყავხარ გვერდით, არც მე მივცემ ამის უფლებას ჩემ თავს. -მადლობა... -რისთვის? -ყველაფრისთვის და არაფრისთვის. მადლობა რომ უბრალოდ ხარ. სახლში 12-ის ნახევარზე მიმიყვანა. ისევ ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვერ დავწყნარდი. ის ულამაზესი ხედი თვალწინ მიტრიალებდა. -კარგად.-იოანეს ჩავეხუტე და მანქანიდან გადმოვედი. -ნახვამდის.-მომხიბვლელად გამიღიმა. სადარბაზოში სანამ არ შევედი, არ წასულა. -მოვედი. -სად იყავი აქამდე?-თოკო წინ გადმომიხტა. -ვსეირნობდი. -იოანესთან ერთად? -დიახ.-გავუღიმე. -ცუდი ხო... -არა, თოკო, არ არის ეგეთი ბიჭი. მეძინება, ძილინებისა. ოთახში შევედი და ლოგინზე უსულოდ დავეგდე. ტელეფონი ამოვიღე და სასწრაფოდ დავურეკე ნუცას. -ჩემთან ვერ გადმოხვალ?-ვკითხე წუწუნით. -აუ ვერ, მამაჩემთან ვარ გასული. ხვალ დილით მოვალ. რამე მოხდა? -არაფერი, უბრალოდ იმდენი მაქვს მოსაყოლი. დღეს იოანემ ისეთი საჩუქარი გამიკეთა, არ ვიცი, შოკში ვარ. -რა საჩუქარი?-ნუცა ლამის ტელეფონში გამოძვრა. -ნივთიერი არაფერი.-გამეცინა.-ხვალ რომ მოხვალ მოგიყვები. -კარგი, კარგი, ხვალამდე, ინტრიგანო.-გაეცინა. საუბარი დავასრულეთ. საგარეო ტანსაცმელი გამოვიცვალე და დასაწოლად გავემზადე. იოანეს ჟაკეტი ავიღე და მაგრად მივიხუტე. მისი სურნელი მაბრუებდა. ყველაზე ბედნიერი ვარ... ზოგადად არ მიყვარს ჩემი პერსონაჟების რეალური პორტრეტების შექმნა, ისინი ჩემს აზროვნებაში ისეთები არიან, როგორიც მე მინდა და მინდა რომ სხვებმაც ისეთები წარმოიდგინონ, როგორიც მათ უნდათ, მაგრამ ერთ-ერთი ჩემთვის უკვე საყვარელი მკითხველის თხოვნით გადავწყვიტე მეჩვენებინა დაახლოებით როგორები არიან ანუკა და იოანე. ვიცი რომ ისტორია ცოტა გაბანალურდა, მაგრამ დასასრულისკენ მივდივარ უკვე. ძალიან დიდი მადლობა მკითხველებო, თქვენ მე მეტ სტიმულს მაძლევთ და ყოველთვის დიდი სიხარულით ვკითხულობ თქვენს შეფასებებს და მომავლისთვის ვიტოვებ თვქენს რჩევებს. მადლობა^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.