შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(6)


7-04-2016, 23:38
ავტორი tsn
ნანახია 5 088

სესილი
- სესილი გაიღვიძეე - ნია ჩამძახოდა და მარხევდა..
- ოო, რატომ გამაღვიძე რა.. იცი რა კარგ სიზმარს ვხედავდი? - ვუთხარი და ბალიშს ჩავეხუტე..
- რა ნახე ეჰეთი?
- ვნახე, რომ ის ურჩხული ჩემი მოსამსაცურე იყო.. ეს მომიტანე დემეტრე, იქ წადი და ა.შ..
- მერე?
- რა მერე, მოხვედი და დამფრთხე ძილის ანგელოზები..
- სულელო გოგო.. ადექი რა..
- კარგი რა, რომელი საათია,..
- არ მაინტერესებს, მე მღვიძავს, ე.ი შენც უნდა გეღვიძოს..
- ახლა ვხვდები ამ დროს რატომ დამსდევდა ლაზარე საცემრად - გამეცინა..
- გუშინ რა მოხდა? დემეტრეს არაფერი ვკითხე..
- ისევ ავარიაში მოვყევი..
- ნეტავ მაგ გატეხილ შუბლს გამთელება თუ უწერია.. მოდი აქ - ახლოს მიმწია და ეცადა გაეგო ისევ მქონდა თუ არა სიცხე..- დაბალი სიცხე გაქვს, ანტიბიოტიკი აღარ გინდა.. აი ეს ჩაი დალიე, შენთვის დავაყენე..
- რა კარგი ხარ, მაგრამ ჩაი არ მიყვარს, ყავა მირჩევნია..
- არ დაიწყო ახლა, არც მე ვარ შენზე ნაკლები ჯიუტი.. ჩაი უკეთესია შენს მდგომარეობაში.. დალიე მიდი.. აი ასე, - სანამ ბოლომდე არ გამომაცლევინა არ მოისვენა.. ცოტა ხანში ავდექ კიდეც და ნიასთან ერთად სამზარეულოში შევედით.. მაია დეიდა და მამა გულიანად იცინოდნენ.. მივესალმე და როგორც ყოველთვის პირდაპირ მაცივარს მივვარდი..
- სესილი, შებლზე რა გაქვს მამა.. - მაინც შემამჩნია მამამ..
- ნაკაწრია მამა, მეტი არაფერი, არ ინერვიულო რა.. - როგორც იქნა მოვახერხე მამას დამშვიდება.. ცოტა ხანში ლაზარემაც დამირეკა და შემპირდა, რომ გამოივლიდა.. მე მისი საყვარელი სასუსნავების მომზადებას შევუდექი და თან ნიაც დავიხმარე.. საკმაოდ დრო დაგვრჩა და გადავწყვიტეთ რაღაც გვემაიმუნა.. ის დედამისთან გავუშვი, მე კი მამასთან..
- მაა, ხომ მოგწონს ნია და მაია, კარგი ადამიანები არიან არა?
- კი მა, კარგები არიან.. მიხარია, რომ ასეთი კარგი ხარ.. - უბრალოდ გავიღიმე..
- მამა, მემგონი მაია დეიდა თავს უხერხულად გრძნობს აქ, იქნებ რაიმე გააკეთი, მაგალითად ყავა მოუმზადე ან რავიცი, მოიფიქრე რამე..

ნიასთან
- კარგი რა დედა, ეს რა ჩაგიცვამს, ან თმა როგორ გაქვს.. არ მინდა ამ ხალხზწ ცუდი შთაბეჭდილება დატოვო - ეუბნებოდა ნია დედამისს და გარდერობს ათვალიერებდა.. ბოლოს ლამაზი, სადა კაბა ამოიღო და გაუწოდა..
- რას ერჩი რაც მაცვია..
- არ მომწონს.. შენ უფრო სხვანაირი ტანსაცმრლი გინდა, ეგ უფრო ბებრულია..
- ნიაა, არც მე ვარ ახალგაზრდა..
- კარგი რა, ჯერ 36 წლის ხარ.. მინდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდე, ზოგი შენი ტოლი ახლა თცოვდება, შენ კი ცხრამეტი წლის შვილი გყავს და მაინც ულამაზესი ხარ.. მინდა, რომ ეს ჩაიცვა და გალამაზდე.. - ნიამ იმდენი ქნა, რომ მოახერხა მაიას დაყოლიება, თმაც კი დაივარცხნა ლამაზად.. ლამაზი ქალი იყო მაია, მოკლე კარედ შეჭრილი წითური თმა ჰქონდა და ლამაზი თაფლისფერი თვალები.. უბრალოდ ცხოვრებამ დაასვა დროზე ადრე დაღი.. ბავშვობაშიც ულამაზესი გოგო იყო.. ბევრი ბიჭი გიჟდებოდა მასზე, მაგრამ ერთ დღეს ვიღაც მთვრალი და გაუბედურებული ბიჭი დახვდა ბნელ ორღობეში და მასზე ძალა იხმარა.. მადინ ჯერ კიდევ თხუთმეტის იყო.. თექვსმეტისას კი ნიაც შეეძინა.. ძალიან უყვარდა მისი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შედეგად გაჩნდა.. მისთვის ეს არასოდეს უგრძნობინებია.. მთელი ცხოვრწბა მის აღზრდას შეალია, ცუდის და კარგის გარჩევა ასწავლა და გოგონა სწორ გზაზე დააყენა.. მიუხედავად იმისა, რომ შვილი ჰყავდა, მაინც ყავდნენ მთხოვნელები, მაგრამ იმ დღის მერე ყველა მამაკაცს ერთად გადაუსვა ხაზი და არავინ მიიკარა...
გოგოების იდეამ გაამართლა, ბატონმა ლევანმა ქალბატონი მაია ყავაზე დაპატიჟა, მხოლოდ თავისივე სახლში, აოვანზე, საკუთარი ხელით მომზადებული ყავით გაუმასპინძლდა და საკმაოდ საინტერესო საუბარი გაუბა..
ამ დროს გოგოებთან ლაზარე მივიდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ლუკაც თან ახლდა.. წარმოიდგინეთ და სესილი ურჩხულსაც ელოდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა.. როგორ აინტერესებდა ახლა რას აკეთებდა, რას ფიქრობდა, ან სად იყო, მაგრამ პრინციპის გამო ამას არ იკითხავდა..
- რამეს დალევთ? - იკითხა ნიამ, ყველას ყავა უნდოდა, ამიტომ ნია სამზარეულოში გავიდა.. სესილიმ რაღაცნაირად გაიღიმა და ლუკას გვერდით მიუჯდა.. იქვე ეულად მდგარი ყვითელი საღებავი და ხელების ფრთხილი მოძრაობით ლუკას ტანსაცმელზე მოახვედრა..
- უპს, ბოდიში, შემთხვევით მოხდა.. სწრაფად, სამზარეულოს ონკანთან მიდი, სანამ ახალია ლაქა და მოშორება შეიძლება.. - უთხრა სესილიმ ლუკას და ისიც სწრაფად გავარდა..
- სააბაზანოში რატომ არ გაუშვი - იკითხა დაეჭვებულმა ლაზარემ..
- რომ გითხრა, სამზარეულო უფრო ახლოს იყო-მეთქი დაიჯერებ?
- არაა - ცხვირი აიბზუა ლაზარემ..
- მაშინ რაც შენ იფიქრე იმიტომ..
- ეჰ, მარტო.შენ მრჩები პრინცესავ ცალად - ჩაილაპარაკა ლაზარემ..
- იმდენი ვიღაცას სცემე ჩემ გამო, ბილები მორიდებით მესალმებიან..
- მასეც ვიზამ.. ვინც ცუდად მოგექცევა და არ იქნება შენი ღირსი ყველას ყბებს ჩავუმტვრევ.
სესილი
- ლაზარეს სიტყვებზე გამეღიმა.. რაღაცის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ..მამა და მაიაც გამოვიდნენ და თან კარზე კი ზარი გაისმა.. კარის გასაღებად წავედი, როდესაც მამა უკვე კარს აღებდა.. გამიკვირდა, როდესაც კარში დემეტრე დავინახე, გული რაღაცნაირად შემიფრთხიალდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.. გავიგონე, როგორ უთხრა მამამ თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლშიო და შეიპატიჟა.. მამა ჩამორჩა, მე კი მოვედი და ვუთხარი
- მამა, რა თავი ისე იგრძენი, როგორც სახლში, მართლა რომ იგრძნოს?
- კარგი მამა, დამშვიდდი, სტუმრებს ასე ვხვდებით.. ან იგრძნოს, მერე რა..
- რა და ტარტაროსია სახლში და ის.. კაი დაივიწყე - ჩავიქნიე ხელი და ოთახში გავედი.. ცოტა ხანში ლუკა და ნია სიცილიც შემოვიდნენ ოთახში..
- ვაა, დემე, არ მეგონა თუ მოხვიდოდი.. - დემეტრემ მხრები აიჩეჩა მხოლოდ.. ნიამ ყავა ჩამოარიგა, რა თქმა უნდა დემეტრეს წილი არ იყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე ჩემი ყავა მიმეწოდებინა, მან გამომართვა, თუმცა ვერ მიხვდა, რომ ჩემს ყავას ვაძლევდი. იცრბვე გავედი სამზარეულოში და ფინჯანი ყავით ხელში დავბრუნდი..

ნიასთან
საშინლად დააბნია ნია ლუკას დანახვამ.. მართალია ერთხელ ნახა, მაგრამ მის მიმართ რაღაც ამოუცნობი ლტოლვა იგრძნო.. ახლაც კი ჟრუანტეკი უვლის მათი ცეკვის გახსენებისას.. ახლაც დაიბნა და რომ არ შეემჩნიათ რაც თავში აზრად მოუვიდა ის თქვა.. მალე კი სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად.. სულ ხუთი წუთი არ იყო გასული, როცა უკან ლუკა მიყვა და ონკანთან პიჯაკის გასუფთავება დაიწყო.. ნია კი ელოდა, როდის მომზადდრბოდა ყავა..
- დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები - უთხრა ლუკამ მოულოდნელად
- გმადლობ - გაუღიმა გოგონამ..
- დაგეხმარები..
- კი მაგრამ პიჯაკი?
- ამას აღარაფერი ეშველება - მომხიბლავად გაუღიმა ბიჭმა და გაზქურასთან ახლოს მივიდა..
- რამდენი წლის ხარ ნია?
- ცხრამეტის, შენ?
- მე ოცდაოთხის.. იცი, შენ, შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, კიდევ ლამაზი ღიმილი - ნია გამოშტერდა, ისე იყო მის მზერადი დაკარგული, უცებ შენიშნა ყავა, რომელიც ამოდიოდა..
- ყავა
- რა ყავა? - იკითხა დაბნეულმა ბიჭმა
- ყავა ამოდის
- ოჰ, ჯანდაბა..
- ხელი დაიწვი? სწრაფად მოდი ონკანს შეუშვირე - ანერვიულდა ნია.. ონკანთან მიიყვანა და ხელი წყალს შეაშვერინა.. საოცარ ეფექტს ახდენდა ლუკა ნიაზე, უბრალოდ თიშავდა და ამ სამყაროს სწყვეტდა.. არანაკლებ დღეში იყო ლუკაც.. იდგნენ და შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, ისე, რომ ხელი არც კი ახსოვდათ.. ცოტა ხანში გამოფხიზლდა ორივე, მაგრამ საქმე ის იყო, რომ უავა თითქმის დაღვრილიყო..
- ხელახლა მოვამზადოთ - წამოაყენა იდეა ლუკამ..
- არა, ამ ჯერად ყავის აპარატში გავაკეთებ.. - უთხრა და მომზადება დაიწყო.. ცოტა ხანში ორი მისაღებისკენ გაემართა.. ლუკა კარგი მოსაუბრე იყო და ნიას მასთან საუბარი არ ბეზრდრბოდა.. სახლში დაბრუნებული ლუკა ისევ სახელოსნოსში შევიდა და კიდევ ერთი ნიას პორტრეტი დახატა..

სესილი
ყავა დავლიეთ და გადავწყვიტე ჭიქები სამზარეულოში გამეტანა.. ავალაგე და შევიტანე კიდეც, როცა უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა.. ხელიდან ფინჯანი მივარდებოდა, მაგრამ დემეტრემ დაიჭირა და თავის ადგილს დაუბრუნა..
- რა ხდება? - ვკითხე მოჩვენებითი ბრაზით
- არაფერი, მინდოდა გამეგო კარგად თუ ხარ
- და რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის მე როგორ ვიქნები.. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან კარგად ვარ და თქვენთვის სასამართლიში ჩივილს არ ვაპირებ
- რა შუაშია სასამართლო.. სეს.. - სიტყვის თქმა არ ვაცადე ისე გავედი...


დემეტრე

სიმართლე რომ ვთქვათ სესილისთან იმიტომ.არ მივსულვარ, რომ მეშინია არ მიჩივლოს, უბრალოდ არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ.. მინდა დავრწმუნდე, რომ კარგადაა.. ამ ბოლო დროს სულ ავირ-დავირიე.. ჩემს თავს აღარ ვგავარ'.. პირველად ვგრძნობ ცხოვრებაში, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, თუმცა სხვანაირადაც არ შემიძლია.. არ ვიცი რატომ ვფიქრობ ამ გოგოზე ამდენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისგან ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულება მოდის.. ხო, შეოძლება ეს დამოკიდებულება ორმხრივია და ჩემგან გამოწვეული, მაგრამ მაინც უარყოფითია.. ჩემს თავს ვებრძვი, ჩემს ემოციებს.. ეს ამდენი სიუხეშეც აქედან მოდის.. ჩემს თავს ვეკითხები, რატომ უნდა ფიქრობდე ვიღაც ბავშვზე ამდენს, როცა მისგან ერთი ნორმალური სიტყვა არ გაგიგონია, რომელიც შენგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟია.. რა გვაქვს საერთო?- სიჯიუტე.. ახლაც ვზივარ და მინდა თუ არა მას ვუყურებ.. მიპყრობს მისი სიცილი, საუბარი.. აი, სწორედ ამას გავურბივარ, ამგვარ ფიქრებს და გრძნობებს.. ჩემთვის არ არსებობს სიყვარული.. არ მივცემ ჩემს თავს ემოციებზე აყოლის უფლებას.. ამიტომაც ყველას ვემშბიდობები და ჩემთვის მივდივარ. მინდა მარტო ვიყო.. ამ ბოლო დროს ლიკაც მაღიზიანებს.. ვდგავარ მის წინ ვესაიბრები და ამ დროს იმაზე მეფიქრება, რას იზამდა მსგავს სიტუაციაში სესილი.. არ ვიცი რა მაღიზიანებს, ის, რომ მის მიმაეთ რაღაც ემოციებში ვიჭერ ჩემს თავს, თუ ის, რომ ყველასგან განსხვავებით ის მეპასუხება და ვერ ვიმორჩილებ.. მხოლოდ ერთი ვიცი, მას შეიძლია წამებში გამაგიჟოს, პუკსაცია ამიჩქაროს, წნევა ამიწიოს მაღლა და ა.შ.. მე კი რას ვაკეთებ, ვერც ვერაფერს.. ვცდილობ ამ ემოციებს ვაჯობო, მაგრამ გამომდის კი?..

ლაზარე
სესილისთან სტუმრობა ყოველთვის სახალისოა.. ის ერთადერთია, ვისაც შემიძლია გრძნონები გავუზიარო.. როცა ყველა წავიდა, მხოლოდ მე და სესილი დავრჩით ოთახში.. ის, როგორც ყოველთვის მოვიდა და თავი მუხლებზე დამადო, ისე დაწვა დივანზე..
- რა გჭირს შენ? - მკითხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ..
- არ ვიცი.. ავირიე.. სესი, ანა ბავშვობიდან მიყვარს.. ამაზე მასთან არ მისაუბრია.. სულ მეგობრობდა ჩემთან და არ ვიცი რა რეაქცია ექნება.. მთელი ეს დრო, მეგონა დავივიწყე, მეგონა უბრალო გატაცება იყო, მაგრამ არა და არ გამქრალა გრძნობა.. არ ვიცი..
- ანუ სიყვარული არ აგიხსნია..
- არა
- მერე რას უცდი, სანამ სხვა ვინმე არ გამოჩნდება?
- არაა, უბრალოდ მინდა შევუყვარდე და მისი უარის მეშინია..
- კარგი რა ზუსტად ვიცი, რომ უყვარხარ..
- საიდან?
- მისი მზერიდან, რა თქმა უნდა... - მე კი უბრალოდ გადავეხვიე და ძლიერად ჩავეხუტე ჩემს პატარა სესილის.. ღმერთო, ოდესმე თუ შევძლებ, რომ მოვუყვე, როგორ დაკარგა დედა.. ნეტავ მაშინ თუ ვეყვარები, როცა გაიგებს, რომ დედამისს ვერ ვუშველე..



*****
შემდეგი თავიი.. ვიცი, ცოტა პატარაა, მაგრამ მაპატიეეთ, მეტის დაწერა ფიზიკურად ვერ მოვახერხე.. იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ვიცი ცოტა დაგაკლდათ დემე და სესი, მაგრამ მინდა სხვა პერსონაჟებია გრძნობებიც გადმოგცეთ.. ველოდები თქვენს შეფასებებს.. შეცდომებისთvის, როგორც ყოველთვის, ბოდიშიი wink



№1 სტუმარი Black

Lazares ra bralia..magari tavia da veli shemdegs

 


№2  offline მოდერი tsn

Black
Lazares ra bralia..magari tavia da veli shemdegs

გმადლოობ love

 


№3  offline წევრი Pepper

კარგი იყო ძალიან <3
ეს ურჩხული უნდა მოვკლა :დ <3

 


№4  offline მოდერი tsn

Pepper
კარგი იყო ძალიან <3
ეს ურჩხული უნდა მოვკლა :დ <3

გმადლობ ♥♥ იყოს, ჯერ ისტორიაში ცოცხალი მჭირდება, რომ დავამთავრებ მერე მოკალი :-დ

 


№5 სტუმარი hipo

miyvars es istoriaa

 


№6  offline მოდერი tsn

hipo
miyvars es istoriaa

გმადლობ, მიხარია ♥

 


№7  offline წევრი Reny

erterti chemi sayvareli istoriaa <3

 


№8  offline მოდერი tsn

Reny
erterti chemi sayvareli istoriaa <3

მიხარია, თუ მოგწონს ♥♥♥

 


№9  offline წევრი gvanciii kereselidze

Aiii yvelaze kargi istoriaa :* <3
--------------------
G.ke

 


№10  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Aiii yvelaze kargi istoriaa :* <3

დიდი მადლობა საყვარელოო love feel

 


№11  offline მოდერი bibo

რა სიტკბოება სინუგბეეე უხ კაი გოგო ხარ გასაოცარი მურაბა მარწყვი აუბალი ალუჩა ვაშლატამავ love love

 


№12  offline მოდერი tsn

bibo
რა სიტკბოება სინუგბეეე უხ კაი გოგო ხარ გასაოცარი მურაბა მარწყვი აუბალი ალუჩა ვაშლატამავ love love

ძალიან ძალიან დიდი მადლობა love

 


№13 სტუმარი ბანანასი

აუ მალე დადე რა ახალი თავი

 


№14  offline მოდერი tsn

ბანანასი
აუ მალე დადე რა ახალი თავი

თორმეტის მერე დავდებ, მემჰონი მოვახერხრბ ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent