შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (14 - დასასრული)


8-04-2016, 20:57
ავტორი ანკა
ნანახია 4 363

-ლიამ.. - სუსტი ხმით ჩუმად თქვა ბრინამ.
-რაიყო პატარა?
-ბოდიში რა... სულელი ვარ. ასე არ უნდა მეთქვა. ერთად უნდა გვეთქვა და მე ვერ მოვითმინე - გულუბრყვილოდ აბურტყუნდა და თვალზე ისევ ცრემლი მოადგა.
-საბოდიშო არაფერია. დედაშენს რომ უთხარი მაგაში ცუდი არაფერია - მზრუნველად დაამშვიდა და შუბლზე აკოცა.
-იმიტომ არ დავრჩი იქ, რომ ვიფიქრე თავს მამაჩემისგან შორს უკეთ იგრძნობდი - აუხსნა და მზერა გაუსწორა.
-დამშვიდდი კაი? ყველაფერი მოგვარდება... დაელაპარაკება დედაშენი და დაამშვიდებს - სახეზე მოეფერა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. ბრიანას გული აუჩქარდა და შიგნიდან ახურდა. კანზე ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი. მხურვალე ტუჩების შეხება აზროვნების უნარს უკარგავდა და დროის სათვალავს ურევდა.


საბედნიეროდ, ბრინას დედამ ზაკის დაწყნარება მოახერხა. დაარწმუნა, რომ მთავარი გრძნობა იყო და ის, თუ რამდენი ხნის წინ გაიცნო ბრინამ ლიამი. მშობლებთან მეორე შეხვედრამ მშვიდად ჩაიარა. ზაკი ლიამს ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა... არც სიმპათიას გამოხატავდა და არც ზიზღს. ბუნებრივია, სიმპათიით ასე მალე ვერ განეწყობოდა, ვინაიდან იგი თვლიდა, რომ ასე მალე არუნდა დაქორწინებულიყვნენ.

წყვილის ერთად ყოფნა სამეგობრო წრეში აღნიშნეს. არიამ და ზაკმა ბრინას და ლიამის ყველა მეგობარი გაიცნეს, მათ შორის ბენიც.. და უთხრეს, რომ როცა მოესურვებოდა შეეძლო მათთან დარჩენილიყო.

ემილი და მეთიუ დაქორწინებას ჯერ არ აპირებდნენ. ბრიანა, რა თქმა უნდა, საცხოვრებლად ლიამთან გადავიდა... მამაკაცი ბევრს მუშაობდა, თუმცა დროს ყოველთვის პოულობდა საყვარელი ხუჭუჭა გოგოსთვის. რაფაელოებითაც ანებივრებდა, კოცნებითაც და სიყვარულითაც. სამეგობრო წრე უმეტესად მათ სახლში იკრიბებოდა.
ბრიანა ბიოლოგიურ მშობლებს კიდევ ერთხელ შეხვდა... ბენთან ჰქონდა საქმე და ამიტომ მოუწია მათი ნახვა, თორემ ისე არ აპირებდა. თავაზიანად და ცივად ელაპარაკა მათ და შემდეგ იქაურობა დატოვა. უბრალოდ ვერ აპატიებდა მათ ამ შეცდომას. ისედაც ჰყავდა ორი უსაყვარლესი მშობელი - არია და ზაკი... მეტი არც სჭირდებოდა.

ქორწილიდან 3 თვეში კი ბრინამ აღმოაჩინა რომ ორსულად იყო...
-ლიამ! - სახლში საღამოს მოსულ ქმარს კისერზე ჩამოეკიდა გოგონა.
-მომენატრე ჩემო პატარა... - მაშინვე მოხვია ორივე ხელი წელზე, ჰაერში აიტაცა და მისაღებ ოთახში დივანზე დააწვინა. - კინაღამ გავგიჟდი უშენოდ... - დაამატა ცოტახანში და ბრინას ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-რაღაც უნდა გითხრა - დაიწყო გოგონამ შეფარვით და სახეზე ეშმაკური ღიმილი გაეპარა.
-რაიყო? - თბილად გაუღიმა და ცხვირზე აკოცა პატარა ბავშვივით.
-სიურპრიზი მაქვს შენთვის - მხიარულად გადაიკისკისა და თხელი თითებით ლიამს სახეზე მოეფერა.
-ოჰოო, ეს უკვე მომწონს - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა - რამე გემრიელობა დამახვედრე? - ჰკითხა ინტერესით, ბრინა კალთაში ჩაისვა და კისერი დაუკოცა. ამას კი რა თქმა უნდა, ბრინას გაბრუების გარეშე არ ჩაუვლია. გულაფრიალებულმა მოხვია ხელები კისერზე და ჩაიცინა.
-არა, საჭმელი არაა - უპასუხა ნიშნისმოგებით.
-აბა? - ინტერესით ჩახედა თვალებში და პასუხის მოლოდინში გაირინა. ბრინა ხმას არ იღებდა... ბედნიერი, აკაშკაშებული თვალებით უყურებდა ლიამს და დუმდა. მამაკაცმა წარბი აზიდა იმის ნიშნად, რომ თავში არ მოსდიოდა რა სიურპრიზი შეიძლებოდა დაეხვედრებინა მას. ბრინამ თავისი ხელი მალულად მიიდო მუცელზე და ღიმილით დაიხედა ხელზე. ლიამმა თავისდაუნებურად მას მიბაძა და მზერა გოგონას მუცლისკენ გაექცა. გაოცებულმა პირდაპირი მნიშვნელობით პირი დააღო და გაფართოებული თვალებით შეხედა ბრიანას.
-შენ რა.. მოიცა, მართლა? - ბურტყუნით დაიწყო ბოდიალი.
-ორსულად ვარ და მალე შვილი გვეყოლება! - ბედნიერმა თქვა და ლიამს ძლიერად ჩაეხუტა.
-ჩემო პატარა, მაგ მუცელში კიდევ ერთი პატარა გყავს? აუ რა მოითმენს ახლა სანამ ეს გაჩნდება.. - გახარებულმა უპასუხა ცოლს, თუმცა ბოლოს ცოტა მაინც წაიბუზღუნა.
-ჯერ არავისთვის არ მითქვამს - თქვა და გაიცინა.
ლიამმა ორივე ხელით ტანზე აიკრო ბრინა და ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა. აწითლებამდე კოცნა ისინი, შემდეგ კი კისერზე გადავიდა. გოგონა სიამოვნებისგან კნუტივით გატრუნულიყო და თვალებდახუჭული გარინდული ტკბებოდა მის მკლავებში ყოფნით.

იმ საღამოსვე დაურეკა ბრინამ მშობლებს. ძალიან გაუხარდათ და უთხრეს აბა შენ იცი თავს ორმაგად უნდა გაუფრთხილდეო. შემდეგ ბავშვებს დაურეკეს. იმდღესვე ყველა მათთან შეიკრიბა უკლებლივ და შუაღამემდე იქეიფეს, თუმცა მეორე დღეს თავი უსკდებოდათ.

ბრიანა წარამარა ლიამს აღვიძებდა ღამით. ხან შოკოლადი უნდოდა, ხან ხილი, ხან ნაყინი... დიახ - შუა ზამთარში ნაყინი უნდებოდა. წინდახედულ ლიამს ყველაფერი ნაყიდი ჰქონდა და ამიტომ მხოლოდ სამზარეულოში შესვლა უწევდა. რაც კი მაღაზიაში იყიდებოდა ყველაფერი მაცივარში ჰქონდა შეტენილი და კარს რომ აღებდა ნახევარი პროდუქტები ძირს ცვივდებოდა, თუმცა არ ანაღვლებდა - ოღონდ შუაღამეს არ გასულიყო სახლიდან და სულ წიხლით ტენიდა ყველაფერს. მაცივარი უზარმაზარი ჰქონდათ, თუმცა ადვილი ხომ არაა ყველა სახეობის პროდუქტის დატევა!
რამდენიმე თვეში ქეითიც დაორსულდა და ლიამთან ერთად ახლა დეივიც უზომოდ გახარებული იყო. ორსული ქალბატონები ქმრების შეწუხებას არ ერიდებოდნენ, თუმცა მეთიუ დეივს ეხმარებოდა ხოლმე ქეითის კაპრიზების ასრულებაში. ბენი კი ლიამის გვერდზე იდგა და ორსულ დას შეძლებისდაგვარად ანებივრებდა.

ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და დაუვიწყარი შეგრძნება შვილის ნახვა იყო ექოსკოპიაზე. ექიმმა დაადგინა, რომ ბიჭს ელოდებოდნენ და ამით წყვილი ძალიან გაახარა, განსაკუთრებით ლიამი. არიას და ზაკს ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა როდესაც ბრიანას მუცელი ძალიან გაეზარდა მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოიფარგლებოდნენ. ზაკსა და ლიამს შორისაც საგრძნობლად დათბა ურთიერთბა, როდესაც ზაკი დარწმუნდა, რომ ეს ქორწილი ნამდვილად სიყვარულზე იყო დაფუძნებული და არა უბრალოდ ძლიერ გატაცებაზე.
მეცხრე თვეში მყოფ ქალიშვილს არიამ და ზაკმა ლოს ანჟელესში თვითონ ჩააკითხეს. ძალიან ენატრებოდათ და ამიტომ იქ რამდენიმე დღე დარჩნენ, შემდეგ კი ისევ სან-ფრანცისკოში დაბრუნდნენ საქმეების გამო.
ბრიანას ბიოლოგიური მშობლებიც კითხულობდნენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბენის პირით. ის ეუბნებოდა მშობლებს ბრინას მდგომარეობას და სიახლეებსაც უყვებოდა.

მშობიარობა დილით ადრე დაეწყო. ლიამი სამსახურში უნდა წასულიყო და ამიტომ პირველ სართულზე იყო ჩასული სასაუზმოდ, ბრინა საწოლში ნებივრობდა... ამ დროს კი საშინელი ტკივილი იგრძნო, თითქოს მთელს სხეულში მჭრელი დანა ჩაატარესო. სიმწრისგან თავისდაუნებურად ხმამაღლა იკივლა და ორ წამში ოთახის კარი მამაკაცმა შემოგლიჯა.
-ბრინა, რა ხდება? - იკითხა განერვიულებულმა და მაშინვე გოგონას მივარდა.
-მტკივაა! - ამოისლუკუნა ტირილის პირას მისულმა.
-ნუ გეშინია პატარა, ღრმად ისუნთქე... თვალებში შემომხედე.. - სახეზე ხელით მოეფერა, ერთი ხელი ხელზე ჩასჭიდა და დამამშვიდებელი ტონით უთხრა. რამდენიმე წამს ასე იყვნენ და გოგონაც შედარებით დამშვიდდა.
-გადამიარა ცოტა - ამოიბლუყუნა ხმადაბლა.
-კარგი, მაშინ წავიდეთ... თუ გინდა კიდევ იწექი რამდენიმე წუთი და მერე წავიდეთ - უთხრა მზრუნველი ტონით და ნაზად აკოცა ტუჩებში.
-არა, წავიდეთ... - მოკლედ უპასუხა ბრინამ.
ლიამმა ხელებში ფრთხილად აიყვანა და აჩქარებული ნაბიჯით გავიდა გარეთ. გოგონა მანქანაში ჩასვა, სახლი დაკეტა და სირბილით ჩახტა მანქანაში. სწრაფად დაძრა და ბენის ნომერი აკრიფა.
-ალო - ტელეფონში ბიჭის ნამძინარევი ხმა გაიგო.
-ბენ, ბრინას მშობიარობა დაეწყო. ბავშვებს დაურეკე, კიდევ არიას და ზაკს... - აღელვებული ყველაფერს ერთმანეთზე აყრიდა.
-ააა! - ისევ წამოიკივლა ბრიანამ.
-რა ხმებია ბიჭო. სად ხართ? - განერვიულებული ბენის ხმის ტონი წამსვე შეიცვალა დის კივილის გაგებისას.
-გზაშ ვართ საავადმყოფოში მიმყავს... ბრი ცოტაც გაუძელი პატარა - ბენს უთხრა, შემდეგ კი ცალი ხელი გოგონას ძლიერად ჩასჭიდა.
-მეშინია - ამოისლუკუნა ბრინამ ტირილით.
-ბენ, უნდა წავიდე ახლა - მიაძახა ნაჩქარევად.
-კარგი, სამშობიაროში გამოვალ მეც და გნახავ
-კაი, დროებით - მობილური გათიშა და მანქანა გააჩერა. სირბილით მოუარა მანქანას, გოგონა ხელში აიტაცა და საავადმყოფოში ელვასავით შევარდა.
-მშობიარობს, მალე ექიმი უნდა! - იყვირა ბოლო ხმაზე და უმისამართოდ დაიწყო ბოდიალი.
-აქეთ მობრძანდით, ამაზე დააწვინეთ.. - მალევე გაიგო ზურგს უკან ვიღაც კაცის ხმა და ისიც ექიმს დაემორჩილა.
-ლიამ, არ წახვიდე - დაბინდული მზერა გაუსწორა და ხელი მთელი ძალით ჩასჭიდა.
-აქ ვარ პატარა, არსად არ მივდივარ... - უპასუხა გამამხნევებლად და სამშობიარო ოთახისკენ გაემართნენ.
მთელი მშობიარობის პერიოდში ლიამი გვერდიდან არ მოცილებია, მისი ხელი ძლიერად ეჭირა და გამამხნევებელი მზერით შესცქეროდა თვალებში. საბედნიეროდ, ბავშვი ზედმეტი გართულებების გარეშე გააჩინა...
შვილის ტირილის ხმის გაგებამ ყველა ტკივილი დაავიწყა. მოზღვავებული ემოციების გამო კი ტკივილისგან ატირებულს ბედნიერების ცრემლები ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა. მოტირალი პატარა დედას გულზე მიუწვინეს ექიმებმა და მიულოცეს.
-ბრი, ჩვენი ბიჭი... ყოჩაღ ჩემო პატარა.. - ბედნიერმა თქვა ლიამმა და ბრიანას ტუჩებში ნაზად აკოცა. გოგონას ახლა მხოლოდ ეს თუ შემატებდა ენერგიას. მათი კოცნისას შემოვარდა პალატაში ემილი.
-უი, უკაცრავად - მხიარულად აკისკისდა გოგონა - მარტო ხომ არ დაგტოვოთ? - იკითხა პოზიტიურად.
-არა,მოდი ემ... - მეგობარს გაუღიმა და შემდეგ შვილს ნაზად შეეხო აბრეშუმის კანზე.
-ვაიმეე! პატარა ანგელოზის დეიდა ვაარ! - სიხარულისგან შეჰკივლა ემილიმ - გილოცავ ბრიი! ლიამ, შენც გილოცავ! - ორივეს გადაეხვია და პატარას სათუთად მიეალერსა.
-გოგო, შენზე ნერვიულობით ახლა მეც გავაჩენ ამ ბავშვს - ოთახში 7 თვის ორსული ქეითი შემოვიდა... მას ბენი, დეივი და მეთიუ შემოყვნენ.
-ბიძა გავხდი მომილოცეთ! - სიამაყით ჩაილაპარაკა ბენმა.
-ბიძა კიარა, კაცი მამა გახდა... გილოცავ ძმაო! - მეთიუ და დეივი ლიამს გადაეხვივნენ. ბენმაც მიულოცა და შემდეგ ბრინას შუბლზე აკოცა...
-თავს როგორ გრძნობ? - ჰკითხა მზრუნველად.
-კარგად ვარ ბენ, ცოტა დავიღალე მაგრამ არაუშავს - გაუღიმა ძმას და აჭიჭყინებული პატარას დამშვიდებას შეუდგა.
-სამსახურში გადავრეკავ და მოვალ ახლავე, კარგი? - თბილად ჰკითხა ბრიანას ლიამმა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-კაი - გაუღიმა გოგონამ.

რამდენიმე საათს ოთახში ჟრიამულობდნენ ბავშვები. მეთიუ შამპანურის საყიდლად წავიდა და უკან არა მარტო სასმლით ხელში, არამედ ფერადი, უზარმაზარი ბუშტებითა და დიდი ფაფუკი დათვით დაბრუნდა.
-ეს საჩუქრები ბრინასია! ბოლო-ბოლო დედა გახდი! - გამოაცხადა და შემდეგ შამპანურიც გახსნა. ოთახის იატაკი მოწუწეს, თუმცა ვის ანაღვლებდა...
რამდენიმე საათი გაჩერდნენ იქ, შემდეგ კი ბავშვი დასაძინებლად გაიყვანეს, ბრინა კი სხვა პალატაში გადაიყვანეს მოსასვენებლად. ყველაზე მალე ქეითი და დეივი წავიდნენ, ორსული ქალბატონი მალევე დაიღალა და შინ წასვლა მოინდომა. წყვილს კიდევ ერთხელ მიულოცა და შემდეგ დაემშვიდობა. ნელ-ნელა მეთიუ და ემილიც წავიდნენ და ბრინასთან ლიამი და ბენი დარჩნენ.

-ბიჭო რას ვიფიქრებდი ჩემს დას თუ მოიყვანდი ცოლად - გაეცინა ბენს.
-ეგ მეც არ წარმომედგინა... - თქვა ლიამმა.
-პირველად რომ შევხვდით მაშინვე შეგატყვე რომ მოგწონდა - ნშნისმოგებით შეეპასუხა მეგობარს.
-ჰოო... - დაეთანხმა ბენს და ჩაეღიმა.

ქეითის მშობიარობამაც წარმატებულად ჩაიარა. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობდნენ. გოგონა შეეძინათ და ანაბელი დაარქვეს. ბრინამ და ლიამმა კი თავიანთ შვილს ჯასპერი დაარქვეს, მოფერებით კი ჯეის ეძახდნენ. ანაბელიც და ჯეიც საოცრად ჭირვეული ბავშვები იყვნენ... ერთად ყოფნაზე ხომ საერთოდ გიჟდებოდნენ - გამაყრუებელი დუეტები ჰქონდათ ხოლმე.

სამეგობროში ორი ახალი წევრის გაჩენის შემდეგ ემილიმ და მეთიუმ დაქორწინება გადაწყვიტეს. სამზადისი 3 თვეს გაუგრძელდათ, თუმცა ამად ნამდვილად ღირდა - ყველაფერი ზღაპრული იყო... ნამდვილი საოცრება. ქორწილში ანაბელი ლამაზ კაბაში გამოწყობილი ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. ქერა, ცისფერთვალება ჯეი კი მალე გოგოების გულთამპყრობელი გახდებოდა...

თვალებმა გაგცეს (14 - დასასრული)



ქორწილში, რა თქმა უნდა, ორივე პატარა წაიყვანეს. ისე როგორ შეიძლებოდა... საქორწილო ცერემონია, რა თქმა უნდა, ეკლესიაში ჩაატარეს. ბრიანა და ლიამი მეორე რიგში ისხდნენ.. ლიამს კი 6 თვის ვაჟკაცი ესვა კალთაში.
-ლიამ, მოდის! - ხელზე დაქაჩა ქმარს და შემოსასვლელისკენ გაახედა, სადაც საპატარძლო კაბაში გამოწყობილი დაქალი დაინახა. ადვილი შესამჩნევი იყო როგორ გაუნათდა თვალები მეთიუს მისი დანახვისას და სახეზე ღიმილი გამოესახა...

-შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს! - საფინალო სიტყვა თქვა მღვდელმა და ნეფე-პატარძალმა ერთმანეთს აკოცა. ბრინამ მომღიმარ ლიამს გახედა და თაფლისფერი თვალების მზერამ მალევე დაატყვევა. მამაკაცი ნელა დაიხარა მისკენ და ტუჩებზე ნაზად ეამბორა, თუმცა აგრუხუნებულმა ტაშმა პატარა ჯეი შეაშინა და ბიჭმაც ტირილი დაიწყო. წყვილს მოუწია კოცნა შეეწყვიტა და ბავშვის დამშვიდებაზე ეზრუნათ. გოგონამ ის ხელში აიყვანა და ათაში დამამშვიდებელი სიტყვების ჩურჩული დაუწყო. პატარა მაიმუნიც მალევე დამშვიდდა, როდესაც დედის სითბო იგრძნო და ციცქნა ხელები კისერზე მოხვია.

შემდეგ საქეიფოდ რესტორანში წავიდნენ და თავიანთი ადგილები დაიკავეს. პატარა ჯეი ამჯერად დედის კალთაში მოთავსდა.
-ლიამ, ცოტახანს შენ გყავდეს კაი? მალე მოვალ... - უთხრა შეწუხებული სახით და ბავშვი მამის კალთაში გადასვა.
-ბრი, ცუდად ხარ? - ჰკითხა შეწუხებულმა.
-ჰო, ცოტათი... არ ინერვიულო კაი? - თბილად გაუღიმა და ტუჩებში მსუბუქად აკოცა, შემდეგ ჯეის დაუკოცნა ფუმფულა ლოყები და საპირფარეშოსკენ გაემართა.
ბოლო 1 თვე იყო, რაც საეჭვო ცვლილებებს ამჩნევდა. ტესტი წინა დღეს ჰქონდა ნაყიდი, თუმცა დაავიწყდა და ამიტომ ახლა ჩანთიდან ამოქექა. თავბრუ დაეხვა და ხელსაბანს დაეყრდნო... ცივი წყალი შეისხა სახეზე და ოდნავ გამოფხიზლდა, შემდეგ კი ნელი, არეული ნაბიჯით გაემართა ტესტის გასაკეთებლად.
ბრიანა არც შემცდარა - ორსულად იყო. ბედნიერმა სარკეში თავისი თავი აათვალიერა და გვერდულად დადგა მუცელი ხომ არ დამეტყოო. გარეთ გამოსულს წინ ლიამი შეეფეთა.
-ბრინა, კარგად ხარ? - ჰკითხა აღელვებულმა ბავშვით ხელში.
-ჰმმ... ხომ არ ფიქრობ რომ გავსუქდი? - კითხვითვე უპასუხა ვითომ ჩაფიქრებულმა, თუმცა ღიმილი მაინც გაეპარა სახეზე.
-არა, ჩემო სულელო - გაეცინა ლიამს - ისევ ისეთი გამხდარი და პაწაწუნა ხარ, როგორიც ადრე იყავი... აი ჯეიც დამეთანხმება, ხო მა? - პატარას გახედა და შუბლზე აკოცა.
-კიი, გავსუქდი.. აი მუცელზე შემომხედე... - გვერდულად დაუდგა და მუცელზე ხელი მოიკიდა. ლიამი ერთწამს გაშეშდა, შემდეგ კი გაბრწყინებული თვალებით შეხედა ცოლს.
-ჩემი ხუჭუჭა ისევ ორსულადაა... - ბრიანას წელზე ხელი მოკიდა, ტანზე აიკრო და ტუჩებში აკოცა.

თვალებმა გაგცეს (14 - დასასრული)


.............
ესეც დასასრული...
მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ერთხელ მაინც დააკომენტარა. ყველა თქვენგან ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდით.
მიყვარხართ ყველა, ჩემო თბილებო და საყვარლებო...

იმედია ისიამოვნეთ, ველი შეფასებას...



№1  offline წევრი Paaw

ვაიმე love ძალიან მაგარი იყო ანკა love უზომოდ საყვარლები არიან ესენი რა love მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო ://

 


№2  offline მოდერი ანკა

Paaw
ვაიმე love ძალიან მაგარი იყო ანკა love უზომოდ საყვარლები არიან ესენი რა love

მადლობაა <3 ყველა თავზე აკომენტარებდი და ამით დიდ სტიმულს მაძლევდი love მიხარია რომ მოგეწონა love

 


№3  offline წევრი Paaw

ანკა
Paaw
ვაიმე love ძალიან მაგარი იყო ანკა love უზომოდ საყვარლები არიან ესენი რა love

მადლობაა <3 ყველა თავზე აკომენტარებდი და ამით დიდ სტიმულს მაძლევდი love მიხარია რომ მოგეწონა love

love love

 


№4  offline წევრი TeddyBear

აუუ სიტყვები არ მყოფნის love ყველა თავი ერთდროულად წავიკითხე და მინდა რო გითხრა რო შემომათენდა wink ვგიჟდები ბრიზე და ლიამზე, რაღაც ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ალბათ მეც რო ვისურვებდი wink საინტერესო, ვნებიანი და რაც მთავარია სიყვარულით სავსე love არ ვიცი რა ვთქვა გრძნობებით დახუნძლული მოთხრობა იყო და აქამდე რატო არ ვკითხულობდი მიკვირს wink დღეს შენს ორ მოთხრობას გავეცანი "მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს" და ამას love ორივე სიგიჟემდე მომეწონა love ძალიან მაგარი გოგო ხარ ანკა love ამიერიდან შენი მოთხრობების მუდმივ მკითხველად ჩამთვალე love წარმატებები ყველაფერში, იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით love love

 


№5  offline მოდერი ანკა

TeddyBear
აუუ სიტყვები არ მყოფნის love ყველა თავი ერთდროულად წავიკითხე და მინდა რო გითხრა რო შემომათენდა wink ვგიჟდები ბრიზე და ლიამზე, რაღაც ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ალბათ მეც რო ვისურვებდი wink საინტერესო, ვნებიანი და რაც მთავარია სიყვარულით სავსე love არ ვიცი რა ვთქვა გრძნობებით დახუნძლული მოთხრობა იყო და აქამდე რატო არ ვკითხულობდი მიკვირს wink დღეს შენს ორ მოთხრობას გავეცანი "მალე დაგიგემოვნებ მარწყვის ტუჩებს" და ამას love ორივე სიგიჟემდე მომეწონა love ძალიან მაგარი გოგო ხარ ანკა love ამიერიდან შენი მოთხრობების მუდმივ მკითხველად ჩამთვალე love წარმატებები ყველაფერში, იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით love love

Dzalian dzalian didi madloba sayvarelo aseti tbili komentaristvis ♡♡♡ uzomod gamaxare, ubralod sityvebi ar myofnis ro gitxra axla rogori gaxarebuli var ♡♡♡♡♡ madloba didi ♡

 


№6  offline წევრი მოიისფრო

კარგი გოგო ხარ შენ! შენი დაწერილი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. განსაკუთრდბით "გაიზრდები და მიხვდები". (მსგავსი ისტორიით კიდევ თუ გამახარებ კარგი გოგო იქნები, ნუ ისედაც კარგი ხარ მაგარმ...)
ჰო ამას რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებთან ცოტა გაურკვევლობაა ( აპატია, არ აპატია?), ანაბელი და ჯასპერი კი ისე დამაინტრიგებლად გამოაჩინე რომ მეორე ნაწილი მომინდა... (თუნდაც სხვა სათაურით) .
აბა შენ იცი.
ახალი ისტორიით დაბრუნდი.

 


№7  offline მოდერი ანკა

მოიისფრო
კარგი გოგო ხარ შენ! შენი დაწერილი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. განსაკუთრდბით "გაიზრდები და მიხვდები". (მსგავსი ისტორიით კიდევ თუ გამახარებ კარგი გოგო იქნები, ნუ ისედაც კარგი ხარ მაგარმ...)
ჰო ამას რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებთან ცოტა გაურკვევლობაა ( აპატია, არ აპატია?), ანაბელი და ჯასპერი კი ისე დამაინტრიგებლად გამოაჩინე რომ მეორე ნაწილი მომინდა... (თუნდაც სხვა სათაურით) .
აბა შენ იცი.
ახალი ისტორიით დაბრუნდი.

Biologiur mshoblebs ar apatia...
Madloba rom daakomentare, dzalian mixaria rom mogewonaa ♡♡♡ shevecdebi axali istoriit male davbrunde ♡♡♡♡♡

 


№8  offline წევრი lamazmani

აი ძალიან მაგარი იყო უმაგრესი აი სიტყვები არ მყოფნის ისეთი იყო love love
ძალიან მომეწონა ყველაფერი იყო ამ ისტორიაში სიყვარული სითბო ვნება და რავიცი ბევრი რამ love შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქ (ეს იცი) და ყველა
ძალიან მომწონს და ესეც შეემატა მათ რიცხვს აი არ ვიცი რა ვთქვა love love
ბოლო სამი თავი ისე მოხდა რო აქამდე ვერ წავიკითხე და დღეს წავიკითხე სამივე და ისე გაპარვის მომენთი მომეწონა ძალიან love love კარგი დასასრული ქონდა ძლიან თბილი და საყვარელი love როგორიც შენ ხარ love love ძალიან ნიჭიერი ხარ love
ყველა დაწყვილდა მარა ბენი რატო დატოვე მარტო? კაი იქნება მასზეც თუ დაწერ ისტორიას ან ანაბელზე და ჯეიზე მეორე ნაწილი კარგი იქნება love love love მოკლედ ველი ახალ ისტორიას მალე დაბრუნდი დიდი ხანი არ გვალოდინო love
მიყვარხარ love

 


№9  offline მოდერი ანკა

lamazmani
აი ძალიან მაგარი იყო უმაგრესი აი სიტყვები არ მყოფნის ისეთი იყო love love
ძალიან მომეწონა ყველაფერი იყო ამ ისტორიაში სიყვარული სითბო ვნება და რავიცი ბევრი რამ love შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქ (ეს იცი) და ყველა
ძალიან მომწონს და ესეც შეემატა მათ რიცხვს აი არ ვიცი რა ვთქვა love love
ბოლო სამი თავი ისე მოხდა რო აქამდე ვერ წავიკითხე და დღეს წავიკითხე სამივე და ისე გაპარვის მომენთი მომეწონა ძალიან love love კარგი დასასრული ქონდა ძლიან თბილი და საყვარელი love როგორიც შენ ხარ love love ძალიან ნიჭიერი ხარ love
ყველა დაწყვილდა მარა ბენი რატო დატოვე მარტო? კაი იქნება მასზეც თუ დაწერ ისტორიას ან ანაბელზე და ჯეიზე მეორე ნაწილი კარგი იქნება love love love მოკლედ ველი ახალ ისტორიას მალე დაბრუნდი დიდი ხანი არ გვალოდინო love
მიყვარხარ love

Dzalian didi madlobaaa ♡♡♡♡♡ xoici rogor miyvarxaar ♡♡♡ mixaria ro mogewona, shevecdebi male davbrunde ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent