შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (დასასრული)


8-04-2016, 22:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 877

შენ ცოტა გირიკინებს-ხელი მოაშორებინა წელიდან და მაგიდაზე დასკუპდა.
-აბა,დღეს რა გეგმები გაქვს?
-დღეს კვირა!
-ჩვენ აღარ ვმუშაობთ.
-ჰო,მაგრამ მე იმდენი საქმე მაქვს,რომ შვებულებასაც არ მაძლევენ.
-გინდა დაველაპარაკო?
-არა,მნიშვნელოვან საქმეზე ვმუშაობ.შენ იცი ხოლმე ასე.
-კარგი,მაშინ რამდენიმე დღეს თუ დასტყუებ, ჩემს სოფელში დაგპატიჟებ,გავერთობით.
-არც იფიქრო-მხარზე დაკრა ხელი და ყავის მადუღარის გამოსართავად წაიწია.
-მაბრაზებ?
-თან კი,თან არა-სიცილი აუტყდა ნატას.
ბოლოს,როგორც იქნა,რამდენიმე დღით დაეთხოვა უფროსს,თვითონც ვერაფერს გააწყობდა,რომ არა დავითი.მის უფროსზე 25-ე კადრზე უკეთ მოქმედებდა ის.მართლაც,საოცარი შეგრძნება იყო,ამდენი ხნის მერე დასვენება,სუფთად სუნთქვა..საოცარი გრძნობაა,როცა არ გიწევს იმაზე ფიქრი,ხვალ რა მხოდება,როცა არ ხარ დაძაბული და სიზმარშიც სასამართლოდ არ გესიზმრება.
-დავით!-გასძალა გვერდითა ოთახში მყოფ მამაკაცს,რომელიც ინტერნეტში რაღაცას ეძებდა.
-ლამაზო!
-ნუ მეძახი ეგრე.
-ნატუშკ!
-იცი,ასეთი შეგრძნება რა მაგარია..როცა არ ხარ დილას სამსახურში წასასვლელი..
-უკეთ ის ვიცი,თუ როგორია,როცა ხარ წასასვლელი,ხარ დაძაბული..
-მგონი,ასეთი გრძნობა მას შემდეგ სულ მაქვს,რაც ეროვნულებზე ისტორია ჩავაბარე.
-შენ და ისტორია.ღადაობ? შანსი არაა,შენ უფრო პოეტესა ხარ!
-მაგრამ გამაცინე! პოეზია და მე შორს ვართ,მეგონარო!-ჩაბჟირდა ქალი.
-დაგაწყნარებ-გვერდით მიისვა და თმაში ხელი შეუცურა.
-აბა,ვინ იყვნენ გიორგი პირველის შთამომავლ-წინამორდები?
-ძვირფასო,ეგ ისტროიიდან კი არა,დიდოტატიდან გეცოდინება,შენ ნუ მატყუებ,თითქოს ჩემნაირად ისტორიით იყავი გატაცებული როდესმე.
-მიპასუხე!
-ბაგრატ მესამე და მეოთხე,საწყალო!
-შენ ისიც გეცოდინება,თუ სად აღმოაჩინეს პირველი ადამიანი?
-პირველი ადამიანი კი არა,მალე უნდა გავიდეთ,გავგვიანდება,ზუგდიდში იმდენი ხალხი გველოდება.
-ზუგდიდი სოფელი როდიდაა?
-უბრალოდ ბავშვობაში სულ იქ დავდიოდი და მუდამ სოფლად მიმაჩნდა...-დაეღიმა დავითს..მართლაც,არ წყდება ბავშვობის მოგონებები,ნოსტალგიები,რომლებიც შორებული წარსულიდან გვსდევს,არ კვდება,დიდობაშიც იჩენს თავს და მუდამ ყურში გვჩურჩულებს,მეც,მეც ვარსებობო!
-არც მე შევცვლილვარ,ისევ ფსიქოპატი გიჟი ვარ-გადაიკისკისა და ოთახი სასწარაფოდ დატოცვა.
-აშკარად გეტყობა.
არა,სულ არ უფიქრია იმაზე,თუ ვინ დახვდებოდა ზუგდიდში.რაც უნდა გასაოცარი იყოს,არ უკითხავს ამაზე დავითისთვის,რატომღაც არ უკითხავს...ძალიან მხიარულ ხასიათზე იყო,თითქოს ცაში დაფრინავდა,ასეთი გრძნობა მაშინაც კი არ ჰქონია,როცა პირველად წავიდა საოცნებო ქალაქში,პარიზში...
-უცნაურია არა,როცა სულ წვეულებები გაქვს?-ჰკითხა დავითს,რომელიც გზაზე იყო ორიენტირებული და სულ იმაზე ფიქრობდა,ნეტავ მალე ჩავიდეთო.
-არ მიყვარს მსგავსი რამეები მაინც და მაინც,თუმცა გულიკოს,დედაჩემს,ძალიან..
-დედაშენი კიდევ ჰო არ გირიგებს ვინმეს?
-ახლა შენ არსებობ!-თვალი ჩაუკრა და ისევ საჭისკენ გაიხედა.
-რამეს მიმალავ?-ნატა საკმაოდ მიხვედრილი იყო და ახლაც არ გამოეპარა,რომ დავითს რაღაცის თქმა უნდოდა და თან არ უნდოდა,თითქოს რაღაცა იჭერდა,აკავებდა...
-არაფერს..ნუთუ რამე მეტყობა?
ნატას აღარაფერი უთქვამს,მთელი გზა მუსიკებს უსმენდა და ფანჯრიდან იყურებოდა,სანამ ელისომ არ დაურეკა,რას შვრებიო..მოკლედ უთხრა,რომ რამდენიმე დღე დასვენებას აპირედა და გაუთიშა,საუბრის ხალიათზე არ იყო,თითქოს გული რაღაცას უგრძნობდა..
გზა კი გრძელი იყო..ნატას ძალიან გრძელი ეჩვენებოდა ის.უბრალოდ იჯდა და ხმას არ იღებდა,თითქოს რაღაც აშინებდა,უცნაური ძალა დაპატრონებოდა და ნორმალურად სუნთქვის უფლებას არ აძლევდა..იქნებ სულ არ უნდა აეღო შვებულება..რა უნდოდა ან სად მიდიოდა?
ნათელი იყო რა აწუხებდა ქალს..გულიკოს ნახვის ეშნოდა,ეშინოდა დავითის ნათესავების გაცნობის,თუმცა რა ნათესავების,გულიკო,მისი აზრით,ყველაზე დიდი და აუღებელი სიხესიმაგრე იყო...
-მოსტრები ვართ ადამიანები-საკუთარ თავს გულში ელაპარაკებოდა და ვერ ხვდებოდა,ასე რატომ აშინებდა დავითის დედა..ნუთუ მასში იყო რამე აღმაშფოთებელი?
-მოვედით..გამოფხიზლდი-ტელეფონი ააცალა და კარები გამოაღო.
-რა? უკვე?-თვალები გაახილა-მგონი,მეძინა..
-კი,გეძინა-გაუღიმა მამაკაცმა და ხელში აყვანილი გადმოიყვანა.
-სირცხვილია-შეიცხადა ქალმა,მაშინვე ჩამოხტა და კაბა შეისწორა.
-გიხდება!
-ხუმრობა იქეთ იყოს და ძალიან მოკლე ჰო არაა?
-არა,შენი სტილია.
-ასე ფიქრობ?
-გულიკო მოდის..არ გამიბრაზდე.
-შვილო...დავით..როგორ გამიხარდა..არ ველოდი..მაშინ რომ გითხარი წამოდი-მეთქი,არაო,მერე კი გადაიფიქრე...რა ჭია შეგიჩნდა?
-როგორ ხარ,დედა?-გადაეხვია ქალს,თუმცა მალევე მოშორდა,არც არასდროს უყვარდა საათიანი ჩახუტებები.
-შვილო,ეს ახლა დავინახე..-მიაშტერდა ნატას და ერთი ნაბიჯით წინ წავიდა,მისი სახის გამომეტველება შეცვლილი იყო,რაღაც ამოუცნობი ემოციები დასთამაშებდა ქალს.
-დედა,ეს ნატაა.
-ნატა? დაიქცა ქვეყანა? შვილო,თავზე ცა ჩამომექცა? კიბო გჭირს თუ ანემია? მითხარი.რა ხდება...რა ხდება? კვდები,დავით?
-დედა,კიბო და ანემიას არაფერი აქვს ერთმანეთთან საერთო.
-შვილო,გოგო არასდროს მოგიყვანია ჩემთან...
-მართალი ხარ,ეს გოგო არაა.
-გაჩე,რა ხდება?-გულუბრყვილო ბავშვივით შეხედა შვილს და სახეზე ხელი აიარა.
-ნატა ქალღმერთია!
-ნწ! გაგიჟებულხარ,დავით..შემოდი,ნატა-ცალი თვალით გახედა ნატას,ძალიანაც არ დაკვირვებია,ლამაზი რომ იყო,ისედაც ამჩნევდა..პირველივე შეხედვაზე მიხვდა,რომ ის განსაკუთრებული გარეგნობის იყო და მის შვილს ცუდი გემოვნება არ ჰქონია.
-დავით,გიჟი ხარ!-ნატამ ჩასჩურჩულა მამაკაცს და მორიდებით შევიდა სახლში.
-ეს ჩვენი საგვარეულო შენობაა,ძალიან გვიყვარს,ასეა,ჰო,შვილო?-ჯერ ნატას გახედა,შემდეგ კი დავითს,რომელსაც სახეზე საოცრებაზე საოცრება გრძნობათა ნაკვალევი ეტყობოდა,მის სახეზე უცნაური ძაფები ებმებოდნენ ერთმანეთსო,თითქოს სიყვარულის ზეობა იყო...
იცნაურები,მართლაც,შეყვარებულები არიან...შეპყრობილები და გაგიჟებულები არიან,ისინი ხომ მხოლოდ იმ განსაკუთრებულს ხედავენ და იშვითად თუ დაინახავენ სხვას,რომელიც განზე დგას და მათ ბედნიერებას შორიდან უყურბს..
-დედა,დაღლილია ნატა..დაისვენებს და მერე აუხსენი,რა რაა,კარგი?
-უი,ჰო.ახლავე..დავუძახებ თინას და დაგაკვალიანებთ.
-თინა! მოდი,აქ..სად დაიკარგე?-გასძახა მოსამსახურე გოგოს.
-დიახ...
-ორი ოთახი გაამზადე,კარგი?-დაეთანხმა თინა და სასწრაფოდ კიბეებს აუყვა.
-რამდენ ხანს დარჩებით?
-რამდენიმე დღე.
-მაინც?
-სამი..

-კარგად მოვთავსდი..სად წამომიყვანა.დედამისი მონსტრი მეგონა,თუმცა,მგონი,არაა.-დასვენების მაგივრად სალის ესაუბრებოდა,რომელიც თაფლობის თვეში იყო.
-გოგო,გაგიჟდი..ხელი არ გთხოვოს და არ გამახარო!
-ჯერ მაქამდე არ მისულა საქმე-დაიმორცხვა და შემდეგ სიცილი აუტყდა.
-გულიკოს უფრთხილდი,ნატა,კარგი?-გააფრთხილა დაქალი.
რამდენიმე საათი მარტო იყო და ათას რამეზე ფიქრობდა,აწყობდა აზრებსა და ფიქრებს და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდიოდა,რომ თითოეული მათგანი დავითამდე მიდიოდა.კიდევ დიდ ხანს იფიქრებდა,რომ არა დავითის ხმა,კარზე დაუკაკუნა.
-გამობრძანდებით?
-ღიაა,შემოდი..-გასძახა ქალმა და საწოლიდან წამოდგა.
-როგორ დაისვენე?-გვერდით მიუჯდა დავითი და ხელი კისერზე მოხვია,თავზე ნიკაპით დაეყრდნო და მისი თმა დაყნოსვა.
-სალის ვესაუბრებოდი.გულიკო არც ისე საშიშია,ჰო?
-შენთვის რატომ უნდა იყოს საშიში,ნუ ჯერჯერობით.
-ნამიოკების ჩარტყმას არ ვართ-სარკის წინ დადგა და თმი შეისწორა,შემდეგ კი დავითს გაყვა დაბლა,საიდანაც გულიკოს ხმა ამოდიოდა.
-არ ვარ მსგავს რამეებს მიჩვეული,თუ რამე უადგილო ვთქვი არ გაგიკვირდეს.
-არა,არ იტყვი.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ ხარ,დავით!
-ასეთი ოფიციალურობაა?
-დავითი სახელი მომწონს.
-ნატა მე ნატალიას როდი გეძახი..-გაეღიმა მამაკაცს და სხეულზე მიიკრა.
-კარგი რა,წავედით.
-ისე დავითს რომ მეძახი იმ მომენტს მახსენებს,სასამართლოზე,შორიდან გიყურებდი და ვფიქრობდი,ვინაა ეს სექსუალური ადვოკატი-მეთქი.
-და ვინ იყო?-გადაიკისკისა ნატამ.
-გვრიტებო!-დაბლიდან გულიკოს ხმა მოესმათ და ორივენი შეხტდნენ.
-ძალიან საყვარელი ქალია-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და კიბეებისკენ მოჰკურცხლა.
-დამელოდე..მოვდივარ-უკან გაჰყვა ნატა,რომელიც ძლივს აცნობიერებდა,თუ რა ხდებოდა მის თავს.
მრგვალ მაგიდასნას გვერდი-გვერდ მიუსხდნენ დავითი და ნატა.კიდევ კარრგი სხვა არავინააო,ფიქრობდა წყვილი,თუმცა მალევე გულიკომ მეზობლები შემოკრიბა და ნატას ყველას ისე აცნობდა,როგორც დავითის საცოლეს.ეს უკანასკნელი არ სიამოვნბდა დავითს და თან სიამოვნებდა..მუდამ ის ფაქტი ახსენდებოდა,რომ გულიკო მის დაუოჯახებულობაზე წუხდა და სულ იმაზე ფიქრობდა,რომ საცოლე ეოპვა შვილისთვის...აბა,ახლა შანს როგორ გაუშვებდა ხელიდან.
-რა ლამაზი გოგოა-ერთ-ერთი ქალი განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო ნატათი.
-მადლობა-დავითს მორიდებით გაეღიმა და ნატას გახედა,რომელსაც სახე ალეწოდა და არ იცოდა,სად გაქცეულიყო.
-ჩემი შვილის ყოფილს ძალიან ჰგავს და თან მასაც ნატა ერქვა-აგრძელებდა ირინა და თან გოგონას ათვალიერებდა.
-მართლა? ნატაჰქვია ყველა ლამაზს-გულიკოს სიმკაცრე სულ დავიწყებოდა.
-ჰო,ჩემი ბიჭიც მოვა და მოგესალმებათ..აი,ისიც-და კარებისკენ გაიხედა...ნატამ და დავითმა ვერც კი გააცნობიერეს,როგორ დაადგათ თავზე გიორგი,რომელიც მაცდურად იღიმოდა და მთელ სახეზე ირონია აკვროდა.
-ნატა!-ბიჭს ისტერიული სიცილი აუტყდა..-ყველას ველოდი და არა შენ...ღმერთო!
-რა ხდებაგიო?-ირინამ შეიცხადა.
-როგორ ხარ,ნატა? შენი დაბადების დღის მერე არ მინახავხარ.
-კარგად,შენ როგორ ხარ?-გადასაკოცნად არც ამდგარა,მხოლოდ ხელი ჩამოართვა მამაცს.
-მოდი,დაჯექი-დავითმა გახედა და ირონიულად გაუღიმა.
-იცნობთ ერთმანეთს?
-ჰო,დავითი ნატას დაბადების დღეზე გავიცანი არც ისე დიდი ხნის წინ-დააკმაყოფილა ხალხის ცნობისმოყვარეობა გიორგიმ,რომელიც ვერ გარკვეულიყო,რა ხდებოდა.
-შვილო,ეს დავითის საცოლეა,ნატა-ბედნიერი სახით უთხრა შვილს ირინამ,რომელმაც იცოდა,რომ გიორგი ნატას სანახავად იყო წასული,რომელმაც იცოდა,რა უთხრა იმ საღამოს მას ქალს და მერე რა გადახდა თავს.
საღამომ ასე თუ ისე,ჩაიარა..ხალხი დაიშალა,მხოლოდ რამდენიმე ქალი დარჩენილიყო და ეჭორავებოდა გულიკოს,დავითი ეზოში აიცლებდა რამდენიმე ადამიანს,ხოლო ნატა გიორგისგან თავის დაღწევას ცდილობდა...
-არ ვიცოდი,თუ..
-ჰო ან რატომ უნდა გცოდნოდა..
-იმ დღეს ვიფიქრე,რომ მოსწონდი,მაგრამ ეს..
-ასეა,ყველაფერს ვერ ვხვდებით ხოლმე.
-მე კიდევ მქონდა იმედი..
-ეგ უკვე უნამუსობაა...წადი ახლა,მორჩა ვახშამი. ამ დროს დავითიც მოვიდა და შეყვარებული ზემოთა სართულზე აიყვანა.ნატა ღელავდა,გამალებით უცემდა გული,ასეთ რამეში რომ ამოყოფდა თავს.რა იცოდა..
-ნატა-შეაჩერა დავითის ხმა,მამაკაცმა ხელი მაგრად მოუჭირა მაჯაზე და თავისკენ მიიზიდა.
-გისმენ-ენა დაება ქალს.
-მინდა,ცოლად გამომყვე.
-რა?
-მინდა,რომ ეს ბეჭედი გაიკეთო?
-ამისთვის წამომიყვანე?!-აღფრთოვანება და გაკვირვება ერთმანეთს გადაება.
-მოგიხდება-თითზე ბეჭედი ჩამოაცვა და მუხლებზე დაიხარა.
-პირიქით უნდა გექნა.
-ანუ ხდები ჩემი ცოლი?
-ოღონდ გულიკოს არ უთხრა,სამეზობლოს შეყრის-სიცილი აუტყდა ნატას.
-არა,შანსი არაა..ყველამ უნდა იცოდეს,რომ ჩემი სექსუალური ადვოკატი ჩემი მეუღლე ხდება...
-შანსი არაა-პირზე ხელი აუფარა,თუმცა სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.

-მა,დედას რას ეძახი ხოლმე?
-შენი საქმე არაა-თავი გააქნია ნატამ.
-ეს ჩემი სექსუალური ადვოკატია-ცოლს ხელი გადახვია და შვილი მუხლზე ჩამოისვა.

დასასრული.
_______
დიდი ხანი ვერაფერს დავწერ,ვერც შემოვალ საიტზე,რადგან ინტერნეტისგან შვებულება ავიღე.გამოცდებმა იცის...მიყვარხართ ყველანი და აგვისტომდე გემშვიდობებით.



№1  offline წევრი mani156

ვაიმე როგორიი იყოო^^ დჯსჯსჯაოაკვსჰსჰსჰსჯ დამემართა :დდ ძააან მომეწონნა და ბოლო მომენტზე გავგიჟდი რა საყვარლები იყვნენ ^^

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

ოოოჰ რა კარგი იყო ❤ ბოლო რამოდენიმე დღიანი დაძაბულობა დამავიწყდა ❤

 


№3  offline წევრი kora

მარიამ, ძალიან თბილი დასასრულია. სიმართლე გითხრა ბოლო მომენტამდე დაძაბული ვკითხულობდი, თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინი იგრძნობოდა, გამიხარდა შენი გადაწყვეტილება და ის რომ ჩემი ვარაუდები არ გამართლდა love სწორედ ასეთი დასასრული წარმომედგინა, ყოჩაღ <3
წარმატებებს გისურვებ შენს დასახულ მიზნებში love
--------------------
kira.G

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ არა მაგარიააააა კიდე მინდოდა რატომ დაამთAვრე ჯერ უფფ am love

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობა,ბავშვებო love
როგორც ვაპირებდი,ისე დავასრულე..

 


№6  offline წევრი natia-natia

Auu magari iyooo dzaan momewona...

 


№7 სტუმარი An

Sasiamovno wasakitxi iyoo warmatebebs gisurveb kargad chagebarebinos gamocdebii <3

 


№8  offline წევრი Pepper

სასიამოვნო და საყვარელი ისტორია იყო
დასასრულიც შესაბამისი <3

 


№9  offline წევრი TeddyBear

დღეს წავიკითხე ყველა თავი და მინდა გითხრა რომ საშინლად მომეწონა love love

 


№10  offline წევრი Ninuca)

ვააიმეე ძაან მაგარი იყოო <3

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

დიდი დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent