შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(7)


9-04-2016, 00:25
ავტორი tsn
ნანახია 4 673

სესილი

- სესი, არ გინდა დღეს სადმე წავიდეთ, ნიაც წამოიყვანე? მე კი ბიჭებს ვეტყვი, ანასაც დავპატიჟებ და რავიცი რა. - მითხრა ლაზარემ და თმებზე ხელი გადამისვა..
- რა პრობლემაა, შენ მხოლოდ ისურვე..- ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე..
- კარგი მაშ, საღამოს მზად დამხვდით.. ახლა წავალ მე და გამოგივლი საღამოს..
- კარგიი ლაზო, თავს მიხედე - დავემშვიდობე მეგობარს და სახლში შევბრუნდი.. დიდ ხანს ვარჩიეთ მე და ნიამ რა ჩაგვეცვა, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ, ამიტომ სხვა გამოსავალი ვიპოვეთ.. სწრაფად მოვემზადეთ და მაღაზიების დასალაშქრად წავედით.. საკმაო ხანს ვიარეთ მაღაზიებში და სასურველი სამოსიც შევარჩიეთ.. ცოტა ხანში ნია იმაზეც დავიყოლიე, რომ სალონში წამოსულიყო და ვარცხნილობა შეეცვალა...
...
საღამოს მამას და მაიას შექმნილი სიტუაცია გავაცანით და ლაზარეს დაველოდეთ გამოწყობილები.. არცერთს გვიყვარს ზედმეტად გადაპრანჭვა, ამიტომ მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთეთ.. ცოტა ხანში ლაზარემ მოგვაკითხა.. არც გამკვირვებია, მასთან ერთად ლუკა რომ დავინახე..
- ანა სადაა? - ვკითხე მათ, როდესაც მანქანაში ჩავჯექი
- ანას დემეტრე მოიყვანს, ახლა არ ეცალათ..
-ანუ დემეტრეც იქნება?
- კი, რა იყო? - გაიკვირვა ლაზარემ..
- რავიცი, არ მეგონა გართობაც თუ იცოდა - მხრები ავიჩეჩე, მათ კი გაეღიმათ.. იმმდენი ველაპარაკე ბიჭებს მთელ გზაზე ლამის სამჯერ ჩამომსვეს, თუმცა ბარამდე მაინც მიმიყვანეს.. უაზრო სითუაცია იყო.. საერთოდაც მირჩევნია მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წავიდე და არა ასეთ ადგილებში, მაგრამ ლაზოს ხათრით ხშირად მოვდივარ, თანაც ზუსტად ვიცი, რომ ზედმეტად ვერავინ ვერაფერს მეტყვის.. არც თუ დიდი ხნის დემდეგ დემეტრე, ანა და ლიკაც გამოჩდნენ.. ისრთივარაფერი ხდებოდა, მე ბიჯექი და ჩემთვის კოქტეილს მივირთმევდი.. ნია და ლუკა რაღაცაზე იცინოდნენ, ლაზარე და ანაც არ კარგავდნენ უქმად დროს.. მალე კი საცეკვაოდ წავიდნენ..
- ჩვენც ვიცეკვოთ - უთხრა ლიკამ დრმეტრეს და ისინიც წავიდნენ..
- ფერი ფერს დაადლი ღმერთს - ვფიქრობდი გულში, მაგრამ რატომღაც მაინც ვღიზიანდებოდი.. უცებ წამოვდექი და მათკენ წავედი, არ ვიცი რა იფიქრეს, როდესაც გაჩერდნენ, მაგრამ მე გვერდი ავუარე და ჩემს ძველ ნაცნობს გადავეხვიე..
- გიოო, რა ხანია არ მინახავხარ.. რას შვრები?
- სესიი, შენ სად დაიკარგე, თორემ მე აქ ვარ აი - გამიღიმა მანაც.. მე და გიო დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.. ბავშვობაში სამეჯლისო ცეკვებზე ერთად დავდიოდით და ასე თუ ისე, ვმეგობრობდით..
- კარგად გამოიყურები - მითხრა მან და ისევ გაიღიმა..
- შენც - მხრები ავიჩეჩე.. წამოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ - ვუთხარი, როდესაც ჩემი მეგობრები ისევ მაგიდაშთან დავიგულე.. ისიც გამომყვა.. ყველას წარვუდგინე და გავაცანი.. გიორგი ცოტა ხანს ჩვენს მაგიდასთან დაჯდა და ბავშვობის გახსენებას მოჰყვა.. მალე ჩვენი საყვარელი მუსიკაც გაისმა და გიომ საცეკვაოდ გამიწვია.. ყველაფერი მშვიდად მიდიოდა.. ჩოტა არ იყოს მაღიზიანებფა ლიკას აქ ყოფნა და იმასაც ვერ ვხვდებოდი, რატომ.. თუმცა მალევე ამისრულდა საწადელი და ლიკას წასვლა მოუხდა.. მაგიდასთან დაბრუნებულებს გიომაც გვითხრა, რომ დრო იყო თავის მეგობრებთან დაბრუნებულიყო და ასეც მოიქცა..
- როგორც ჩანს მარტო დარჩი - მითხრა დემეტრემ, როდესაც მაგიდასთან მხოლოდ ჩვენ დავრჩით..
- ისევე, როგორც შენ..- არ ჩამოვრჩი მეც.. ის რატომღაც ხეკზე დამაკვირდა, რომელზეც სწორედ ის სამაჯე მეკეთა, რომელიც მის გამო გაწუდა, მაგრამ ყველა სათითაოდ შევაგროვე და იუველირს მივუტანე შესაკეთებლად..
- რა აქვს მაგ სამაჯეს ასეთი განსაკუთრებული, რომ ხელიდან მოხსნაც კი არ გინდა..
- დედაჩემისაა - ვუთხარი მშრალად და წვენი მოვსვი.. ის კი უხერხულად გაჩუმდა..
- შენ სანაძლეო წააგე - მითხრა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ..
- მე არაფერიც არ წამიგია.. საერთოდაც, ამაზე საუბარი აღარ მინდა.. - ვუთხარი მას გაბრაზებით, წვენი ბოლომდე გამოვცალე და წამოვედი.. ჰაერზე გავედი.. ყოველთვის, როდესაც იმ ინციდენტზე მეფიქრება ასე მემართება, ნერვები მეშლება და ვფიქრობ: ნეტავ ასე უმნიშვნელოა ჩემი სიცოცხლე მისთვის, რომ იმ შენობაში გამგზავნა.. თან ბოდიშიც კი არ მომიხადა, მე იქ ლამის მოვკვდი, მან კი უბრალოდ არც კი მომიბოდიშა.. თუმცა ვის რაში სჭირდება ბოდიში.. ღმერთო, ნეტავ ოდესმე შეიცვლება? არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, ვისაც სიყვარულის არ სჯერა.. ვთვლი, რომ როდესაც უარყოფ სიყვარულს, უარყოფ საკუთარ თავსაც.. ერთი მხრივ გასაგებია, რაც ნაკლებად ემოციური ხარ, მით ნაკლები საზრუნავი გაქვს.. მაგრამ ცხოვრების აზრიც ხომ იმაშია, რომ ვიღაცაზე იზრუნო და გაუფრთხილდე.. რა შეიძლება დაემართოს ადამიანს ისეთი, რომ სიყვარულის რწმენა დაკარგოს? მე ვფიქრობ, რომ სისუსტეა, როდესაც ერთი გაცრუებული იმედის გამო ოცნებას შეწყვეტ.. ერთი დაკარგული მეგობრის გამო მეგობრობას უარყოფ, ერთხელ გაცრუებული სიყვარულის გამო კი ყველა საპირისპირო სქესის ადამიანს გადაუსვამ ხაზს.. რა არის ჩვენი ცხოვრება, თუ არა საპირისპირო ემოციების ერთობლიობა.. როგორ შეიძლება იგრძნო სიამე თუ არ გამოგიცდია ტკივილი.. სიმართლის ფასი როგორ უნდა გაიგო, თუ ტყუილი არასოდეს უთქვამთ შენთვის? თუმცა ეს მარტო ჩემი შეხედულებაა და არ მაქვს უფლება სხვებს თავს მოვახვიო.. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა, შეტყობინება მომივიდა, ნია მწერდა, რომ ლუკასთან ერთად გასასეირნებლად მიდიოდა.. შებრუნება გადავწუვიტე, მაგრამ ისევ ვიღაცას შევასკდი.. ეს ვიღაც კი ისევ დემეტრე იყო.. ღმერთო, როგორ გავურბივარ მას, მაგრამ საბოლოოდ ისევ მასთან მივდივარ.. ამჯერად ის ძირს დაეცა და მეც ზედ მიმიყოლა . ძალაინ ახლოს მოხვდნენ ჩვენი ტუჩები ერთმანეთთან, სახეზე მის სუნთვქს ვგრძნობდი.. ის კი ხელებს ძლიერად მიჭერდა.. მაქსინალურად ვცდილობდი, რომ თავი შემეკავებინა, მაგრამ აჩქარებულ გულისცემას ვერაფერს ვუხერხრბდი..
- აღარც კი ვიცი, მერქმდენედ მეჯახები - ირონიულად მითხრა მან .
- ეს თქვენ მეჯახებით - ვუთხარი უკმეხად და ავდექი, წასვლას ვაპირებდი, როდესაც ხელზე ხელი ჩამჭიდა და მიმაბრუნა
- შეწყვიტე რა, შეწყვიტე ეს მთელი რიგი ოფიციალურობები, ეს თქვენობით საუბარი. ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო...
- ეგ ჩემი პრობლემა არაა, თუ დავაკვირდებით, ჩემი საქციელი უფრო ნორმალურია ვიდრე თქვენი.. - ვუთხარი და გავბრუნდი.. ჯანდაბა, ჰერ შემთხვევა არ ყოფიკა ურჩხულს შევხვდე და არ ვეკამათო..ლაზარე და ანა თავისთვის ერთობოდნენ, ამიტომ ხელის შეშლა აღარ მოვინდომე.. ლაზარეს და ასევე ნიასაც შეტყობინება მივწერე, რომ სახლში მივდიოდი.. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფეხით გასეირნება მინდოდა, არც თუ ძალიან ციოდა, მაგრამ ქარი მაინც ქროდა, მე კი საკმაოდ დიდ გზას ფეხით გავუყევი.. მთელი გზა ვგრძნობდი, რომ ვიღაც მომსდევდა და მითვალთვალებდა, მაგრამ არ მეშინოდა, პირიქით, ეს სითამამეს მმატებდა.. ეზოში შესულმა დავინახე, როგორ შებრუნდა ჩრდილი და გამეღიმა.. ვიღაცამ ''შეუმჩნევლად'' მომაცილა სახლამდე...

დემეტრე..

ადვილი არ იყო ჩემთვის სეაილის სახლში სტუმრობა, ხომ ვთქვი, რომ ვებრძვი ჩემს ემოცუებ, მაგრამ რამდენად ვახერხებ არ ვიცი- მეთქი.. გონება მეუბნება, რომ უნდა დავძლიო ემოციები, მაგრამ მეორე წუთს ისე მინდა მისი ნახვა.. ხო, სულ ასეა, როცა მასთან ვარ, მინდა რომ მალე წავიდეს.. როდესაც მიდის შემდეგ მისი ნახვა მინდება.. მალევე წამოვედი მისი სახლიდან..
საღამოს ლუკამ მითხრა, რომ ბარში მიდიოდნენ.. ვიცოდი, რომ იქ სესილიც იქნებოდა, ამიტომ ლიკაც დავპატიჟე.. მაგრამ არ გაჭრა ამან, ლიკაზე ყურადღების გადატანა მაინც ვერ შევძელი.. საზიზღარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც მან თავისი მეგობარი მოიყვანა და გაგვაცნო.. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მომწონდა მათი ერთად დანახვა.. არ მომწონდა, რომ ის ბილი მას ეხებოდა,.მასთან ცეკვავდა და მის ღიმილს იმსახურებდა.. ამას ისიც დაერთო, რომ სესილიმ ჩემ მიმართ გაუცხოვება დაიწყო.. ნუ, გასაგებია, რომ კარგად არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთთან, მაგრამ ახლა უკვე თქვენობით მომართვაზეც გაფმოვიდა.. ღმერთო, როგორ ეხერხება ჩემი წყობიდან გამოყვანა.. შევნიშნე, რომ ხელზე ის სამაჯე ეკეთა, რომელიც ჩვენი პირველი შეხვედრისას გაწყდა.. როცა შევეკითხე, გავიგე, რომ დედამისის ყოფილა და სინდისმა შემაწუხა.. ის მალევე ადგა მაგიდიდან და გავიდა.. უკან გავყევი და დავინახე, რომ იდგა და ჰორუზონტს გასცქეროდა.. როცა წამოვიდა შემეჯახა, ძირს ვეცემოდით, ანითომ ხელები ძლიერად მოვჭიდე, რომ კიდევ რაიმე არ ტკენოდა და რბილად დაცემულიყო.. თუმცა ის რისი სესიია, ისევ კამათი დამიწყო.. ვთხოვე თქვენობით არ მესაუბრო-მეთქი, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვერაფერი გავაწყე.. ძალაინ მინდოდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ ემოციებისგან თავის შეკავებას დიდ ხანს ვერ შევძლებდი.. როცა შიგნით შევწდი ის უკვე მიდიოდა.. მარტო წავიდა, ამიტომ უკან გავყევი.. არ ვიცი, რამ გადააწყვეტინა, მაგრამ გზა ფეხით გაიარა.. მთელი ეს დრო უკან მივყვებოდი, რომ ისევ რაიმე შარს არ გადაყროდა.. აი რას შვრება ემოჩიები, ერთი შეხედვით მთლად დალაგებულ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს..

ნია..

სესილისთან ერთად მაღაზიები მოვიარე და სალონშიც ვიყავი.. უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო . ზოგადად, სესილი სასიამოვნო თანამგზავრია.. შეიძლება ითქვას, რომ სტილი შევიცვალე.. აქამდე უფრო კონსერვატულად ვიცვამდი, ახლა კი ცოტა თამამ რაღაცეებზე გადავედი.. თმა არც ისე გრძელი მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე ოდნავ მომოკლება და ფორმის მიცემა, ისე წითური ვარ და შეღებვა არ მინდა, რადგან ძალიან მომწონს ეს ფერი..
საღამოს სულ სხვა ადამაინს ვგავდი.. არ დამავიწყდება ის სახე, ლუკამ რომ ასე დამინახა.. არც ის გამოიყურებოდა უროგოდ.. როგორ ვცდილობდი, მაგრამ სხვა რამეზე ყურადღება ვერ გადანქონდა..
- დღეს ძალიან ლამაზი ხარ.. უნდა ვატიარო, რომ ეს სტილი ძალიან გიხდება.. - მითხრა მან..
- დიდი მადლობა - ჩემს თავს შევატყე, რომ გავწითლდი.. ცოტა ხანში საცეკვაოდ გამიწვია..
- კარგად ცეკვავ..- მითხრა კიდევ ერთი კომპლიმენტი..
- სხვათაშორის შენც კარგად ცეკვავ..
- ნია, არ გინდა სადმე მშვიდ ადგილზე წავიდეთ? - მკითხა მან
- რატომაც არა - რატომ არ ვიცი, მაგრამ უარს ვერ ვეუბნენოდი.. სესილის მივწერე, რომ გავდიოდით.. ლუკამ მანქანაში ჩამსვა და დაუძრა.. ცოტა ხანში დიდი შენობის წინ გაჩერდა.. აშკარად დაკეტილი იყო.. გადავიდა და.მალევე მობრუნდა, კარი გამიღო და გადასვლაში დამეხმარა..
- ციგურებზე დგომა იცი? - მკითხა უცბად..
- აარაა, არასოდეს დამჭირვებია - ავიჩეჩე მხრები..
- არაუშავს.. ახლა ისწავლი.. - გაიღიმა ისევ..
- რა, არა.. კისერს მოვიმტვრევ..
- ოო კარგი რა - ლამის თვითონ ჩამაცვა ციგურები, რომელიც კაცმა არ იცის სად იპოვა.. მალე კი ყინულზე დამაყენა.. მე მაშინვე მოვსრიალდი და ხელებში ჩავუვარდი.. საოცრად ვიგრძენი თავი.. გულმა გაორმაგებული ცემა დაიწყო..
- კარგი, მოეშვი - მითხრა მან.. - ეცადე წონასწორობა დაიცვა, მუხლებში ოდნავ მოიხარე, ახლა უბრალოდ გასრიალდი, ნუ ღელავ, ხელს არ გაგიშვებ.. ლუკამ პირობა შეასრულა, მთელი მოედანი ხელჩაჭიდრბულმა მომატარა.. ხელები ჩავჭიდეთ და ისე ვტღიალებდით.. უცებ მან გამიშვა ხელი, მე კი პირდაპირ გავსრიალდი და პირდაპირ მის მკერდზე აკრული აღმოვჩნდი.. მან ხელები მომჭიდა და ყელთან მაკოცა..
- არ ვიცი რას ნიშვრები, მაგრამ შენთან ისე საოცრად ვგრძნობ თავს.. მე შენ ხელს არასოდეს გაგიშვებ, არასოდეს.. - მითხრა ჩურჩულით.. მე კი ჟრუანტელმა დამიარა.. ასე თბილად ჯერ არავის უსაუბრია ჩემთან.. გამეღიმა და ვუთხარი
- მეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან.. - ამაზე მასაც გაეღიმა.. სახეზე ნაზად ჩამოატარა თავისი თითები, შემდეგ უცებ ხელში ამიტასა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა, რის შემდეგადაც ორივე ძირს დავეცით.. ჩვენი მხიარულება დიდ ხანს გაგრძელდა, შემდეგ კი მან სახლში გამაცილა...

ლაზარე

ლაზარეს დღეს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ანას სიყვარულში გამოტყდომოდა, მაგრამ შინაგანად ძალიან ღელავდა.. ძალიაბ ლამაზი იყო ანა, ლაზარე თვალს უბრალოდ ვერ წყვეტდა.. ის სულაც აღარ იყო ის პატარა ბავშვი, მის წინ ნამდვილი ქალი იდგა..
საცეკვაოდ გაიწვია.. გოგონა ძალიან ახლოს იდგა მასთან, ისე, რომ მის აუნთქვას სახეზე გრძნობდა.. გრძნობდა, როგორ უცემდა ანას გუკუ, როგორ უვლიდა ჟრუანტელი მისი შეხებისას, ეს კი უკვე იყო ის პასუხი, რასაც ელოდა.. შემდეგ ხელი ჩასჭიდა და მანქანაში ჩასვა..
- სად მივდივართ?- იკითხა გოგონამ..
- მალე ნახავ - მოკლედ უპასუხა და დაიძრა.. ცოტა ხნის შემდეგ მათ ძველ უბანში მოხვდნენ.. ლაზარემ მანქანა ერთ-ერთ სახლთან გააჩერა და ანას კარი გაუღო.. ისიც ღიმილიანი გადმოვიდა და სახლს შეხედა.. ეცნო, მაგრამ მთლად ვერ გაიხსენა რა ხდებოდა.. ლაზარემ უხმოდ შეიყვანა.. გაოცებული დარჩა ანა, იქ მათი ყველა ფოტო იყო.. ზოგი ისიც, რომელის არსებობაც არც კი იცოდა.. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა..
- შენ ალბათ ეს ადგილი არც გახსოვს არა? რა გასაკვირია.. იცი, ამ სახლში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, თუმცა აქამდე ხშირად ვსტუმრობდი.. ამ სახლში ჩვენს ყველა მოგონებას ვინახავ.. ჩვენს ფოტოებს, შენს სათამაშოებს.. თმის სამაგრებს, რომლებსაც ძალით გართმევდი.. აი გახსოვს გაბრაზებულმა თასი რომ დამიმტვრიე, ისიც აქ მაქვს- ამ სახლში მართლაც ბევრი ნივთი იყო, მათი ბავშვობის მოგონება..- შენ არც კი იცი, რამდენი ხანი ვუცდიდი ამ მომენტს.. მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ ანა, არა როგორც მეგობარი, არამედ საყვარელი ქალი.. შენ ჩემი.ბავშვობა ხარ, ჩემი აწმყო.. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როგორ მიიღებ ამ ამბავს, ალბათ ერთი იდიოტი ადამიანი გჰონივარ, რომელმაც მეგობრობა ვერ დააფასა.. ვცდილობდი, მართლა ვცდილობდო მარტო.მეგობარი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა.. მაშინ, როცა წახვედი ვფიქრობდი, რომ ეს გატაცება იყო და მალე გადამივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა.. იმ დღის მერე ჩვენი ყველა მოგონება აქ შევინახე.. ყველაფერი.. როცა მონატრებას ვგრძნობდი აქ მოვდიოდი.. - ამ დროს ლაზარემ შენიშნა, რომ ანას ცრემლები მოსდიოდა.. - ანა, ჩემო პატარავ, გთხოვ ნუ ტირი.. გთხოვ.. შეგიძლია გამლანძღო, მიყვირო, ან რამე მითხრა, მხოლოდ არ იტირო.. მე არ მინდა, რომ ჩემ გამო ტიროდე.. - ამ დროს ანას ბაგეზე ღიმილი გაკრთა, ფეხის წვერებზე აიწია და ნაზად შეეხო მის ბაგეებს.. მერე მოწყდა და უთხრა
- შენ არც კი იცი, როგორ მენატრებოდი.. აღარ გამიშვა გთხოვ.. აღარასოდეს გამიშვა შენგან..
- მე შენ არასოდეს გაგიშვებ.. არც მაშინ ეს თუ შენ გენდომება.. - გაუცინა და ისევ დაეწაფა მის ბაგეებს..

არ გეგონოთ, რომ ბატონი ლევანი და ქალბატონი მაია მოწყენილები იყვნენ.. მათ ბავშვების არ ყოფნაში ერთმანეთზე უამრავი რაღაც გაიგეს.. ერთმანეთს სადარდებელი გაუზიარეს და ჭადრაკიც კი ითამაშეს.. შემდეგ ორივემ ერთად ვახშამი მოამზადა და ვახშმობაც ერთად მოუწიათ.. უცნაურად გრზნობდნენ ერთმანეთთან თავს.. მაგრამ ეს უცნაურობა ორივეს სიამოვნებდა




******
შემდეგი თავიი.. ველოდები თქვენს შეფასებებს.. იმედია მოგეწონებათ და ბეჭდურ შეცდომებზე არ მისაყვედუrლრებთ.. ყველანი ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ თქვენგანაც სიყვარულს ვგრძმობ.. გელით კომენტარებში ♥♥♥



№1 სტუმარი Black

Bravo!!magaria dzalian;) <3

 


№2 სტუმარი tammo

Dzaaliann dzaliann kargiaa :-* <3

 


№3  offline მოდერი tsn

Black
Bravo!!magaria dzalian;) <3

გმადლობ..მიხარია, რომ მოგწონს ♥

tammo
Dzaaliann dzaliann kargiaa :-* <3

გმადლობ ♥♥

 


№4  offline მოდერი bibo

ვაიმე გვრიტები ჩიტები საყვარელი ბისკვიწებიი love love რა კარგობა ვგიჟდები მე შენზეეე ჩემო ტკბილო თბილოოო სასწაულოოო გოგოვ საოცრებავ უხ უტკბილესი უსაშინლესი თავი იყოოოოო ვაფრენ მე შენზე ჩემო საოცრებავ love request request request request

 


№5  offline მოდერი tsn

bibo
ვაიმე გვრიტები ჩიტები საყვარელი ბისკვიწებიი love love რა კარგობა ვგიჟდები მე შენზეეე ჩემო ტკბილო თბილოოო სასწაულოოო გოგოვ საოცრებავ უხ უტკბილესი უსაშინლესი თავი იყოოოოო ვაფრენ მე შენზე ჩემო საოცრებავ love request request request request

მიხარია, რომ მოგეწონა.. გმადლობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent