შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიკერი ლინდა დაბრუნდა XI


9-04-2016, 00:30
ავტორი gijka13
ნანახია 2 949

- ლინდა... გაიღვიძე ტო...
ფრთხილად შეახო ხელი ბიჭმა, მის გვერდით მწოლ გოგონას.
- ნიკსოონ... რა გინდა ეე...
თვალები მოისრისა ლინდამ და საწოლზე წამოჯდა.
- რა და მომენატრე, ორი საათია მღვიძავს და გიცდი როდის გაიღვიძებ.
- ნუ იქცევი თინეიჯერი ბღარივით.
- ქალოო...
- რაა კაცოო...
- ადე ყავა გამიკეთე...
- ყავისთვის მაღვიძებდი?
- აბა კოცნით შენ არ მკოცნი და გუშინდელი ღამის მერე კიდე არ მგონია გამიძლო.
ჩაიხითხითა ნიკსონმა.
- მოგიდუღოს ყავა ბაბუაშენის მესამე ცოლმა მარომ...
გაბრაზდა ლინდა და ბალიშში თავი ჩარგო.
ნიკსონის ბაბუა განთქმული იყო ცოლების რაოდენობით, სასაცილოა მაგრამ მას ზუსტად ათი ცოლი ჰყავდა, არც მეტი და არც ნაკლები. მის შვილიშვილს კი რომელიც ერთადერთი ჰყავდა, მესამე ცოლის ხელში ვაჟიშვილისგან, ეს სასაცილოდ აღარ ჰყოფნიდა.
- ბაბუაჩემს დასცინე შენ ბაბუაჩემს, შენ აზრზე ხარ გოგო პენსია რო გაიზარდოს რა მაყუთს მოვხევ ყოველ თვე?
- ხო ყველა ბებიანაცვალი ფულს შენ მოგცემს.
- აბა ვის მიცემს შვილიშვილი და შვილი მაგათ არ ჰყავთ, ერთი მე ვყავარ ათივეს და მზე და მთვარე ამოსდით ჩემზე ტოო...
- ანუ ბაბუაშენს ბიზნესი აქვს საკაიფო.
გაეცინა ლინდასაც.
- მეც ვიფიქრებ ე...
სერიოზულად დაფიქრდა მამაკაცი.
- წილში ჩამსვი.
უფრო გამხიარულდა გოგონა.
- შენ როგორც პირველი ცოლი 100 ლარს იმსახურებ.
- შენი ასი ლარი აიკარი შუბლზე და იარე...
- არ გყოფნის თუ?
- არაჰ...
- აბა შენ ფული რად გინდა, იცი როგორ უნდა დახარჯო?
- თუ არ გაჩუმდები მაგ წინადადებაზე დაგთანხმდები, მერე ყოველთვიურად დაგროვებული, შენივე ბიზნესიდან ნაშოვნი ფულით ვიყიდი კარგ პისტოლეტს და ვერცხლის ტვიებს... მერე დაგაჭედებ შუბლში.
- მერე მიგლოვებ ხო?
- ხო.
- ქალები ჯოჯოხეთში მიდიან პირდაპირი რეისით.
- აბა აბა...
- მოიცა მოიცა ვერცხლის ტყვიები რატო ვამპირი ვარ ტოო?
- არა, უბრალოდ დაბალ ფასიან უბრალო ტყვიებს ვერ გაკადრებ.
- ქალოო... ნუ ხარ ცინიკოსი თორე ენას მოგაჭამ.
- ოჰოჰ... ცოტა დამიტოვე.
- ნწუ... მშია.
გოგონას ზურგში მოეხვია და თავისკენ მიიზიდა, ძლიერ მკლავებში ისე მოიქცია თითქოს ვინმე ართმევდა და ლოყაზე მთელი ძალით აკოცა.
- ტკბილო.
- აბა მწარეო?
გაუკვირდა ლინდას.
- არაფერია ეგ ალუბლის კამფეტს მიგაყოლებ.
ორივეს გაეცინათ.


ქალი თავისზე ორჯერ დიდ მაისურში გამოწყობილი სამზარეულოში იდგა და ბლინებს ამზადებდა.
- გახმა კუჭი... ბლინი მიშველის მე?
აწუნწუნდა ნიკსონი მისაღები ოთახიდან.
- ნუ იქცევი რა ქართველი მუჟიკივით, აბა დილით რა უნდა ჭამო გაფიცებ ხინკალი?
დასცინა ლინდამ.
- ხინკალი არა ჩიხირთმა. ისე რატომაც არა? ხინკალიც კარგი იქნება, ან შენი დამწვარი პიცა.
ჩაურტყა კაცმა საუბარში.
- სხვათაშორის შენ რომ მაგ ხელი არ გქონდეს ჩაბეტონებული, ის პიცა არ დაიწვებოდა.
ნიშნის მოგებით მიახალა ქალმა.
- სხვათაშორის შენ რო იმ "ადიელა"-ზე არ აგეჩემებინა ჩამოვხსნათო ახლა მთელი ვიქნებოდი.
გაჯავრდა ნიკა.
- ფარდა იყო ეგ ნიკსონ, ფარდა...
- ადიელა და ფარდა ერთი ჭირია, ორივე მალე ისვრება და რთული გასარეცხია. თან ორივე ფარავს რაღაც რაღაცრებს.
- რაღაც რაღაცეებს რას?
- რას და ფარდა იმას რაც სახლში ხდება და, ადიელა ეგრედ წოდებული პლედი იმას რაც საწოლში ხდება, ოღონდ ზოგჯერ, მე პირადად პლედობანა არ მიყვარს, მშვენიერი სხეული გაქვს და პლედით რატო დავმალო?
- ოხ ნიკოლოზ... გამოუსწორებელი მექალთანე ხარ.
- ხვალ ჩემი და ჩამოდის.
- ჰა? დაა?
- ჰო.
- არ ვიცოდი და თუ გყავდა ეე...
გაოცდა ლინდა.
- მამაჩემის შვილია, ნახევარ დაა, ლონდონში ცხოვრობს და სწავლობს. ამ დღეებში მესტუმრება, მინდა გაგაცნო.
- მოხარული ვიქნები, რა ჰქვია?
- სამეგობროში ყველა დუდას ეძახის, ნამდვილი სახელი მეც კი დამავიწყდა.
გაეცინა ნიკსონს.
ლინდას უეცრად სახე შეეცვალა ღიმილი გაუქრა და სახე დაუსევდიანდა.
- ლინ მოხდა რამე?
ჰკითხა ნიკსონმა.
- არაფერი ნიკსონ რაღაც გამახსენდა.
- ანრი?
- ჰო...
- მეც ვერ ვიშორებ გონებიდან... როგირც კი გავიფიქრებ მაშინვე ის ნაბიჭ**რი მახსენდება და სიბრაზე მეხმარება აზრზე მოვიდე.
- ნეტავ ამ საღამოს რა მოხდება...
- რა და რბოლა შედგება...
- ცალი ხელით ატარებ ბაიკს? გაგიჟდი? გინდა შენც რამე დაგემართოს?
- მე არაფერი დამემართება, ბევრჯერ მიცდია ბაიკის ცალი ხელით მართვა და გამომივიდა.
- ეს სულ სხვა რამეა ნიკსონ შენ უამრავი კილომეტრი უნდა გაიარო ცალი ხელით.
სამზარეულოდან გამოვიდა ლინდა და ნიკსონს თავზე დაადგა.
- არაუშავს გავუძლებ.
- ძალიან გთხოვ არ გინდა..
- არა ლინდა რბოლას არ ჩავშლი.
- ნიკსოონ...
- ძალიან გთხოვ აღარ შემეკამათო.
გოგონა მიხვდა რომ შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა და ლაპარაკი არ გაუგრძელებია. ხასიათი გაუფუჭდა, რა უნდა გაეკეთებინა ნიკსონი რომ ანრისავით დაეკარგა მერე?
მთელი დღე ამაზე ფიქრობდა. მოსაღამოვდა, რახან ნიკსონი და ლინდა რბოლაზე ერთად ვერ მივიდოდნენ, რადგან არ სურდათ ვინმეს დაენახა მათი ურთიერთობა, ჯერ ლინდა წავიდა.
მოტოციკლს მოაჯდა და ადგილს მოსწყდა.
სარბოლო ტრასაზე მისულმა მადინვე შეამჩნია მარიტა, მაგრამ მისკენ არც გაწეულა. იცოდა ეს რომ დაჩის დაენახა მთელი გეგმები წყალში ჩაეყრებოდა. ამიტომ პირდაპირ მტრისკენ აიღო გეზი, რომელიც მიზანმიმართულად აქცია მოყვარედ.
- ჰეი... როგორ ხარ ?
ჰკითხა ლინდამ და გაუღიმა.
- ეი თოჯინა მოხვედი?
გაუღიმა დაჩიმაც.
- ჰო... რაშვები აბა? ემზადები რბოლისთვის?
- კი, დღეს შენს მეგობარს ვერკინები.
- ყოფილ მეგობარს.
სახე დაისერიოზულა ქალმა.
- ხო კაი რა იყო არ მცემო ტოო...
- არ ვაპირებ.
სცადა თბილად გაეღიმა.
- რა საყვარელი ხარ...
- ნუღარ მეუბნები თავში ამივარდება.
- ისე შენც მართალიხარ.
კიდევ ერთი მოტოციკლის ძრავის ხმა გაისმა, ლინდა მიიხედა და ნიკსონი დაინახა რომელიც მოტოციკლს ცალი ხელით მართავდა და გულზე ისევ დააწვა დილიდან გამოყოლილი სიმძიმე. ძალიან ნერვიულობდა.
- ამას რა ჭირს ტოო...
გაუკვირდა დაჩის.
- რავი ალბათ რბოლას ვერ შეძლებს.
გაკრვირვებული ხმის ტონი მოირგო ლინდამ.
- მართლა რამე ჭირს თუ მიზეზად დაიდო ნეტა ...
გადაიხარხარა დაჩიმ და ამ დროს ლინდას თვალებში საშინელმა მრისხანებამ იფეთქა, მაგრამ თავი დახარა რომ მის წინ მდგარ მამაკაცს არაფერი შეემჩნია.
- ალბათ.
თქვა და თავის მოტოციკლისკენ წავიდა.
როგორ უნდოდა მარიტასთან მისულიყო და მოხვეოდა.
მარიტაც იმავეს გრძნობდა. დაჩი ნიკსონს მიუახლოვდა, ლინდას ძალიან აინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ ისინი ამ წამს, მაგრამ შეუძლებელი იყო. საუბარს რაღაც ჟესტით მორჩნენ , თითქოს ნიკსონი ეუბნებოდა არაფერია მოვახერხებო და ორივე მოტოციკლი ერთმანეთის გვერდიგვერდ დადგა. შუაში ჩადგომა რატომღაც ლინდას სთხოვეს. გოგონა მივიდა მოტოციკლეტებს შორის ჩადგა ხელები აწია და წამის მეასედში ჩაჯდა ამით ანიშნა მძღოლებს რბოლა დაიწყოვო და მოტოციკლეტებიც ადგილს მოსწყდნენ. საშინელი დაძაბულობა იყო ირგვლივ, არავინ ყვიროდა და გულშემატკივრობდა არცერთ მრბოლელს , ნიკსონს გაკვირვებულები უყურებდნენ და ყველა იმას ფიქრობდა რომ ცოცხალი გადარჩენილიყო. ლინდას გული ძალიან სწრაფად უცემდა, თითქმის მკერდიდან ამოხტა , ძალიან ცუდად იყო რბოლის დამთავრებამდე. როგორც იქნა რბოლა დამთავრდა, ნიკსონი ტოლს არ უდებდა დაჩის, მიუხედავად იმისა რომ ცალი ხელით ატარებდა ბაიკს აშკარა უპირატესობით სარგებლობდა ზოგ მომენტში, მაგრამ მტკივანმა ხელმა მაინც თავისი გააკეთა და დაჩიმ გაიმარჯვა. მოტოციკლეტები გაჩერდა, დაჩი გადმოვიდა და ნიკსონთან მივიდა.
- ეს ჩემი გამარჯვება არ არის...
უთხრა დაბალი ხმის ტემბრით.
- როგორ არა გაიმარჯვე.
- არა შენ გაიმარჯვე, ცალი ხელით მართავდი მოტოციკლს და ცოტაც დაგაკლდა და მომიგებდი. უთანასწორო ბრძოლა იყო, ამიტომ მხოლოდ ამაზე არ შევჩერდებით.
- რა თქმა უნდა, ჩემი ატანა მოგიწევს როცა თაბაშირს მოვიხსნი.
სუსტად გაუღიმა ნიკსონმა.
- ბაზარი არაა...
გაიღიმა დაჩიმაც და ნიკსონის ბაიკს მოშორდა.
ლინდამ შვებით ამოისუნთქა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. ნიკსონს საღსალამათს უყურებდა და მეტი არაფერი ანაღვლებდა.
უეცრად ყველას ყურადღება რაღაცამ მიიქცია, ლინდამაც მიიხედა და სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, ბაიკერებს ან მოტოციკლეტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს არ ჰგავდნენ. მანქანით მოვიდნენ და თანაც ჩვეულებრივად ჩაცმულები. მხოლოდ ერთი იყო სპორტულ ფორმაში, სპორტულში და არა Metalhead-ურში.
მარიტა მოტოციკლს ჩაჰკირკიტებდა და ყურადღება არც მიუქცევია, რომ სწორედ ამ სპორტული აღაგობის ბიჭი თავზე დაადგა .
- გამარჯობათ.
საუბარი წამოიწყო ბიჭმა.
მარიტას არც აუხედავს ისე უპასუხა.
- გაგიმარჯოს.
- აქ მთავარი ვინ არის?
- მოტოციკლი.
ისევ თავ აუღებლად და ლაკონურად მოუჭრა მარიტამ.
- როგორ მოტოციკლი?
- ჩვეულებრივად... თუ მოტოციკლი გყავს მთავარი ხარ.
- აქ ყველას მოტოციკლი ჰყავს.
შენიშნა მამაკაცმა.
- ხო და ყველა მთავარია.
- არა ვერ გამიგეთ, იცით მე სარეკლამო სააგენტოდან ვარ, სარეკლამო სახეს ვეძებთ, ბაიკერი ქალი გვჭირდება.
- წარმატებები.
კიდევ არაფრად აგდებდა მარიტა.
- არ დაგაინტერესათ ჩემმა წინადადებამ? იქნებ სწორედ თქვენ გაგიმართლოთ და მოგვეწონოთ .
აქ კი მარიტამ თავი ასწია, წამოიმართა და მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს სახეზე მიაშტერდა.
- ეცადეთ იქეთ მომაწონოთ თავი.
თქვა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა.
ბიჭი კი დაჩა პირდაღებული. საკმაოდ სიმპატიური იყო. შავგრემანი და ეშხიანი.
- თქვენი სახელი ?
უეცრად იკითხა მამაკაცმა.
- რა ხდება შეურაწყოფისთვის უნდა მიჩივლოთ? ეგ არაფერი მიჩვეული ვარ.
უდარდელად თქვა გოგონამ.
- შეურაწყოფა არ მოგიყენებიათ.
- ჯერ-ჯერობით.
- უბრალოდ სახელი მაინტერესებს.
- საჭიროდ არ ვთვლი გითხრა, ახლა კი ძალიან გთხოვ დამტოვე, საქმე მაქვს და ხელს მიშლი.
- კარგი... უკაცრავად. ისე მე ლევანი მქვია.
- ფრიად მოხარული ვარ.
- დროებით.
- ადიოს.
ერთ ხანს იდგა ლევანი და აკვირდებოდა საქმეში ჩართულ გოგონას.
- კიდევ დიდხანს უნდა მადგე თავზე ?
გაოცებულმა ახედა მარიტამ.
- უკაცრავად.
ბიჭი გამოეცალა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და გაოგნებულმა მობუსა მხრები... სასწაული , მისი გარეგნობა როგორც წესი ყველას თვალში ხვდება და ეს რკინებიანი ლილიპუტი რა დღეშია.
ფიქრობდა ის.
ამ დროს კი მისი მხლებლები ხალხში არეულიყვნენ და რეკლამას უკეთებდნენ თავიანთ სააგენტოს, პატარა კასტინგიც ჩაატარეს. ლინდამ იცნო ერთი შუახნის მამაკაცი, სწორედ ის გახლდათ მაიას სტუმრებში რომ ერია.
თუმცა არ გამოხმაურებია, ხლა ამ კაცის თავი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა.
ნიკსონიც უსმენდა.
- მე მინდა.
წამოიყვირა მოულოდნელად მან.
- უკაცრავად?
იკითხა ერთ-ერთა თანამშრომელმა.
- მე მინდა რეკლამაში .
გაიმეორე ნიკამ.
- ჩვენ ქალს ვეძებთ ბატონო.
დააკვალიანა მამაკაცმა.
- მერე და რომელ აქ მყოფ ქალზე ნაკლები თეძო სახე და მიხვრა-მოხრა მაქ. გავიარო?
ყველა ცრემლებამდე იცინოდა.
- თქვენ ხუმრობთ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გოგონა.
- ხო და წამოვაყენე საკუთარი კანდიდატურა, რა გინდა ტოო, დავიგრძელებ თმას, ჩავიდგამ პატარა იჩისოდენა ორ სილიკონს , ჩავიცმევ მოკლე კაბას და მიძახე მერე შენ ბო*ი. რატო ცუდი ნაშა დავდგები?
სერიოზულად გაწყრა ნიკოლოზი.
აქ უკვე ხალხს შოკი დაემართა, სიცილში არცერთი თანამშრომლის ლაპარაკი აღარ ისმოდა.
- მე მხარს ვუჭერ ნიკსონს.
წინ წამოიწია დაჩი.
- თქვენ პიდ**სტი ხართ ბატონო?
საუბარში მხიარულად ჩაერთო სპორტული აღნაგობის მქონე ლევანი.
- რა შემატყე ?
ცოტა არ იყოს გაბრაზდა დაჩი.
- რა და სასწაული ქალები დგას აქ და მხარს მაინც და მაინც შენსავით დაკუნთულ ახმახს უჭერ... საეჭვოა... საეჭვო.
უფრო გამხიარულდა ბრბო, სერიოზულად მხოლოდ ორი მამაკაცი იდგა. შუახნის მამაკაცმა, მაიას სტუმარმა წინ წამოიწია და ლევანს მიმართა.
- ლევან აქ საღლაბუცოდ არ მოვსულვართ.
- ვიცი მამა...
დასერიოზულდა ლევანი.
- გოგოებს შორის არის ვინმე მსურველი?
იკითხა ლევანმა.
- რახან დავსერიოზულდით მრ გეტყვით. - მოტოციკლს მოშორდა ნიკსონი და წინ წამოიწია. - ჩვენ ბაიკერები ვართ... აქ მყოფი ყველა ქალი და გოგონა ბაიკერია, ჩვენ არაფერინგვაინტერესებს მოტოციკლის, ძრავების, რბოლის და ერთანეთის გარდა... ტყუილად კარგავთ დროს. თანაც არ მესმის, რაში გჭირდებათ მაინც და მაინც ნამდვილი ბაიკერი? შეგიძიათ ნებისმიერ მოდელს შეურჩოთ მეტალჰედური სტილი და დასვათ მოტოციკლზე.
გაუგაბრად მოიქნია ნიკსონმა ცალი ხელი ჰაერში.
- თქვენი სახელი?
იკითხა ხანში შესულმა.
- ნიკსონი.
- ნიკოლოზ...
- ნიკსონი..!
შეაწყვეტინა ნიკამ.
- კარგი ნიკსონ, მართალია ეს ჭკვიანურია, მაგრამ კარგ სარეკლამო სააგენტოს არ სჭორდება ტყუილი... იმისთვის რომ შექმნას ახალი სახე. ხო და არც შვენ გვინდა ტყუილით დავიწყოთ.
- ნეტა ერთი თქვენ.
ნიკამ ხელი ჩაიქნია, მოტოციკლს მოაჯდა და წავიდა.
ლევანს ეღიმებოდა, არ იცოდა რატომ მაგრამ ეს ბიჭი მასში აღტაცებას იწვევდა. ალბათ ოდესმე თუ ისურვებდა დაბადებულიყო სხვად, ენდომებოდა ის სხვა სწორედ ნიკსონი ყოფილიყო. მარიტა მოაგონდა დაუკან მიიხედა. ქერა ისევ მოტოციკს ცაჰკირკიტებდა და სულ არაფლად აგდებდა შეკრებილ საზოგადოებას.
- რანუცნაური გოგოა...
ჩაილაპარაკა თავიდთვის.



* * *
- უუფ..! გამაწამა ბაიკმა დღეს.
აწუწუნდა მარიტა და ფეხები ლინდას ჩაუდო კალთაში, ლუდის ბოთლს გადაწვდა და პირზე მიიყუდა.
- რა სჭირს?
ჰკითხა ლინდამ.
- სამუხრუჭე მავთული უტრ**ებს.
- გააკეთე?
- შენი ბიჭი შემპირდა გაგიკეთებო, მარა ეგ რისი გამკეთებელია ცალი ხელი რკინა ბეტონში აქ.
- ღირსია.
- ხო მართლა დამავიწყდა რა სჭირს ხელზე? ან რა მოხდა იმ დღეს ეე...?
- არაფერი. გოგო მაია მიემგზავრებოდა მივლინებაში ორი დღით თურმე, ხო და წინა საღამოს ეგ ახმახი ჩემთან მოეთრა რა და ვაბშე არაფერ არ მომხდარა დედასვფიცავარ. უბრალოდ ერთ საწოლზე ვიწექით...
- აუ შენ გამაგიჟებ ეე... ასეთი ტიპი გეწვა საწოლში და არაფერი მომხდარა?
შუბლზე აუვიდა თვალები მარიტას.
- კარგი რა... ხო იცი მსგავსი რამები ჩემთვის რას ნიშნავს არა?
- ხო კარგი მერე?
- მერე დილით დააკაკუნა კარზე მაიამ და შემრცხვა გოგო მეთქი რას იფიქრებსთქო, ეს მუტრუკი ვერ გავაღვიძე ფეხი ვკარი და საწოლის მეორე მხარეს გადავაგდე მაიას რო არ შეეხედა.
- მერე მაგ დროს მოიმჩხვლია ხელი?
- არა მაგ დროს უბრალოდ იატაკზე დაეჟღვერთა.
- რა ქნა?
გადაიხარხარა მაიამ.
- დაეჟღვერთა. - გაეცინა ლინდასაც.- ხო და მაიამ არვი საიდან გაიგო იცოდა რო ნიკსონი ჩემთან იყო და რო არ ეჩხუბა სანაცვლოდ სახლის დალაგება დაგვავალა. ხო და ფარდის ჩამოხსნის დროს ორ სკამზე ვიდექი და მაინც ვერ მივწვდი.
- ღირსი ხარ.
- რატო?
- ნუ შენ რა მაიაა ღირსი. რა ჯანდაბად უნდოდა ქალო ამხელა კოშკურა?
- აუ კაი ნუ მაცინებ .
გადაიხარხარა ლინდამ.
- მერე ?
- მერე ნიკსონი ამოვიდა და ის ხო ორ სკამზე იდგა? ხო და მერე მე შემისვა კისერზე.
- ბრახ ნიკსონი დაეხლიწა იატაკზე და შენ ნიკსონ დაეჟღვერთე თუ როგორც არის ?
გადაიკისკისა მარიტამ.
- ჰოო...
- და ნიკსონმა ხელი მიიმჩხვლია.
- ხო ხო მიიმჩხვლია.
გაეცინა ლინდასაც.
- აუუ რა გამოვტოვე ეეეჰ...

ლინდას მობილური აწკრიალდა.
- ნიკოლოზია.- თქვა ლინდამ და უპასუხა. - ჰეი...
- ......
- ჰო?
- ......
- ძალიან კარგი, მარიტასთან ვარ შენი აქ მოსვლა საეჭვო არაა.
- .......
- ფეხით მოვედი ვერავინ შემამჩნევდა.
- .......
- იცდით.
ლინდან ტელეფონი გათიშა.
- რა მოხდა ?
- ნიკსონს ნახევარ და რო ჰყავს იცოდი ?
- კი.
- მარტო მე არ ვიცოდი ამდენი ხანია ვიცნობ ?
- რავი მე ვიცოდი ე...
- ხო და მალე მოიყვანს, დღეს საღამოს ჩამოსულა, ნიკსონმა თქვა რბოლიდან რომ დავბრუნდი ჩამოსული დამხვდაო ხო და გაგვაცნობს.
- კარგია...


- ლინდა ზარია გააღე..!
ს ამზარეულოდან გამოსძახა მარიტამ მეგობარს.
ლინდამ კარი გააღო.
- ამდენ ხანს უნდა მალოდინოთ?
უკვე "აჯუჯღუნდა" ნიკა.
- მაპატიეთ.
ნაზად გაიღიმა ლინდამ.
- ეს ჩემი დაა.
გვერდით ამოიყენა პატარა, შავგრემანი, ცისფერთვალება, სრულიად ნორმალური მაგრამ ლამაზი გოგონა.
- ვაიმე რა საყვარელია.
უეცრად წამოცდა ლინდას და პირზე ხელი აიფარა.
ნიკსონს გაეღიმა. იმავეს სტუმარზე ვერ ვიტყვი, მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალბი და გამარჯობა მოვალეობის მოხდის მიზნოთ თქვა. მერე ლინდა კარგად ჩაათვალიერა და თქვა.
- იიფ... ახლა მესმის ბაიკერი ქალი...
ლინდას და ნიკსონს ორივეს გაეცინათ, ამ დროს სამზარეულოდან მარიტაც გამოვიდა.
- ვაიმე გული...
დაიძახა სტუმარმა.
- რა იყო?
ჰკითხა ნიკამ. მარიტამ სახეზე ხელი მოისვა რამე ხომ არ მაქვსო, მერე ტანზე დაიხედა ისევ ჩაცმა ხომ არ დამავიწყდაო, რომ დარწმუნდა ჩვეულებრივ ვარო მანაც შეანათა დაინტერესებული თვალები სტუმარს.
- რა იყო..? ესენი ბაიკერები არიან თუ ტოპ მოდელები?!
იკითხა დუდამ.
ახლა უფრო გულიანად გადაიხარხარა ნიკსონმა.
- აი ეს მაღალი და შავგრემანი შენი რძალია.
- სასიამოვნოა თუ ბოლომდე შერჩები, მე დუდას მეძახიან და მირჩევნია თქვენც ასე მომმართოთ.
გაიღიმა დუდამ.
- ლინდა.
ხელი გაუწოდა ლინდამ და გადასახვევად დაიხარა.
- ხო ვიცი პატარა ვარ.
უხერხულად იგრძნო თავი სტუმარმა და შეიშმუშნა ლინდას სიმაღლეს რომ შეხედა და ისიც შეამჩნია როგორ გაწამდა ქალი რომ გადახვეოდა.
- ოფ ეგ არაფერი... მე მესმის შენი
სიცილით უთხრა მარიტამ და მისკენ წავიდა. მარიტაც მასზე მაღალი აღმოჩნდა, მაგრამ ბევრად არა.
- ძალიანაც კარგი.
დუდამ პირდაპირ სახლში შევარდა და სავარძელში მოთავსდა.
- ნიკსონ... ასე როგორ დაიმგვანე?
გადაუჩურჩულა მარიტამ მეგობარს.
- აბა ბაბუაჩემის მერვე ცოლს ხო არ დაემგვანებოდა ტოო...
გაუკვირდა ნიკას.
- ოხ შენ, ბაბუაშენი და მისი ცოლები ცალკე თემა ხართ.
წაუსისინა მასპინძელმა და სტუმარს გვერდით მიუჯდა.

- შენთან საქმე მაქვს.
- გისმენ ნიკსონ.
- გავიდეთ რა.
- კაი წამო მარიტას ოთახში გარეთ საშიშია არ მინდა ვინმემ შეგვამჩნიოს ერთად.
- ჰო მართალი ხარ.
ორივე მარიტას ოთახისკენ გაემგზავრნენ რომ მარიტას ხმამ შეაჩერა.
- სად მიიპარებით?
- საქმე გვაქვს.
- ჩემს საწოლზე არა...
გააფრთხილა გოგონამ მეგობრები.
- მარიტა დააკავე გარყვნილი აზრები წინ ბავშვი გიზის.
უსაყვედურა ლინდამ.
- რა მოხდა მერე? წაკითხული მაქვს...
წამოიყვირა დუდამ. რაზეც სამივე სიცილისგან კინაღამ გაიგუდნენ, დუდა კი გაოცებული უყურებდა მათ.
- რა მოხდა?
იკითხა დაბნეულმა.
- არაფერი არა.
თქვა ნიკსონმა და გზა განაგრძო ლინდასთან ერთად.


----
ტანააააამ.... ესეც დაპირებულიი....
შემიფასეთ.



№1  offline წევრი დუდაツ

omg :D mec gamovchndiii :D patara iyo mara eg araferi dgesve dadeb :D

 


№2  offline წევრი gijka13

დუდაツ
omg :D mec gamovchndiii :D patara iyo mara eg araferi dgesve dadeb :D
nwu dges vera

 


№3  offline წევრი დუდაツ

gijka13
დუდაツ
omg :D mec gamovchndiii :D patara iyo mara eg araferi dgesve dadeb :D
nwu dges vera

hm rato vitom ...potoebi rato ar adevs?

 


№4  offline წევრი gijka13

დუდაツ
gijka13
დუდაツ
omg :D mec gamovchndiii :D patara iyo mara eg araferi dgesve dadeb :D
nwu dges vera

hm rato vitom ...potoebi rato ar adevs?

XII - shi iqneba

 


№5  offline წევრი elo123

მალე დადეეე ძალიან კარგია

 


№6 სტუმარი qeti

rato agvianeeb :'( dade ra male ♡:-D:-D

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ერთი კითხვა არ მასვენებს... მოვესწრებით ამის გაგრძელების წაკითხვას? angry

 


№8 სტუმარი Karamelo

Sheni ert-erti motxroba wavikitxe (magiaze sheyvarebuli) iq fb gverdi gqonda mititebuli gedzebe magram ver gipove agar gaqvs?

 


№9 სტუმარი nana

აუუუუუუუუუუუ მეთორმეტე მალე რაააა

 


№10  offline მოდერი ენემი

აუუუ გთხოვ ეს ისტორია გააგრძელე რა ნუ თუ ნახავ ჩემს კომს joy

 


№11  offline წევრი Lilith Morningstar

ენემი
აუუუ გთხოვ ეს ისტორია გააგრძელე რა ნუ თუ ნახავ ჩემს კომს joy

იქნებ ოდესმე გავაგრძელო კიდეც...
--------------------
L.M

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent