შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (7)


9-04-2016, 23:16
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 415

დილით რაღაც უჩვეულო ხასიათზე გავიღვიძე..
ძალაუნებურად ზუკას გუშინდელი მოქმედება გამახსენდა და გამეღიმა,ხელი ნელა გადავისვი ნაკოცნ ადგილას და სულელივით გავიცინე...
მალევე მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი..
-დილამშვიდობის
ომახიანად მივესალმე გოგოებს და ყავა გავიმზადე..
-დილამშვიდობის
ოხვრით ამოილაპარაკა ნუკამ..
-რა ხდება რა სახე ჩამოგტირით?
თვალი მოვავლე გოგოებს და პასუხი მოლოდინში გავიტრუნე..
-რ ინერვიულო რა..
მუდარით გამოხედა მარიამ და დიდი ყავისფერი თვალები შემომანათა...
-რა ხდება გამაგებინეთ? რატო არ უნდა ვინერვიულო ან რა სახე ჩამოგტირით..
-ჩამოვიდა..
-ვინ ჩამოვიდა ან სად ჩამოვიდა?!
-საქართველოში ჩამოვიდა...
ლაპარაკი ნინუცამ გააგრძელა და ანერვიულებულმა ხელები კისერზე მოისვა..
-ვინ ჩამოვიდა?!
გაღიზიანებულმა ვიკითხე და ცოტა არ იყოს ავნერვიულდი კიდეც..
-თაზო
ერთი სიტყვა და მოგონებების მთელი ხროვა...
მრავალი უსიამოვნო და უხამსი მოგონება....
ვიგრძენი როგორ ამიკანალდა უცებ ხელები.. ვგრძნობდ როგორ მეცლებოდა მიწა ფეხქვეშ...
თვალები ცრემლებით ამევსო და მალევე ვიგრძენი ცხელი სითხე ლოყაზე...
თვალები ერთმანეთს მაგრა დააჭირე და მაშინვე, კინოსავით გამიარა თვალწინ მთელმა მოგონებებმა..
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გულზე მთელი ძალით მიჭერდნენ ხელს და მისი ამოგლეჯვა უნდოდათ...
-მე უნდა წავიდე..
მხოლოდ სამი სიტყვა ვთქვი, ცრემლები უცებ მოვიწმინდე და ჩემი ოთახისკენ გავვარდი...
ტელეფონი ავიღე და ნაცნობი ნომერი ავკრიფე და აკანკალებული დაველოდე პასუხს...
-მარიამ.. რა ხდება ხომ მშვიდობაა?!
ნამძინარვი ხმით მიპასუხა ჩემმა ძმამ და კანკალი უარესად ამივარდა....
-არა ლუკა, არაფერი არაა კარგად, გეხვწები სასწრაფოდ მოდით შენ და ლაშა...
უცებ გავუთიშე ყურმილი და ისევ ქვემოთ ჩავედი...
ისევ ისეთი სიტუაცია დამხვდა ერთის განსხვავებით, ამჯერად გოგოებთან ერთად ბიჭებიც იგივე სახით იდგნენ...
-მარიამ... მე.... თუ გინდა ეხლავე წავიდეთ..
ეგრევე დაიწყო ნიკუშამ ლაპარაკი და დანარჩენებს გადახედა..
-არა, თუ წასვლა აუცილებელი გადება მე წავალ თქვენ ვერ გაიძულებთ დასვენება ჩაიშხამო.. - წყნარად ამოვილაპარაკე და ეზოთან გაჩერებულ მანქანს გავხედე - ლუკა და ლაშაა...
როგორც კი მათ დაძაბულ სახეებ გავხედე მაშინვე ვთქვი და მათ შესახვედრად გავედი.
-მარიამ რა ხდება?!..
ეგრევე შემოვარდა ლუკა და მთელიძალით ჩამიხუტა..
-სამზარეულოში წამოდით..
მალევე მოვშორდი და სამზაულოსკენ წავედი...
შესვლისთანავე სკამებისკენ ვანიშნე და ისინიც მაშინვე დასხდნენ....
-ჩამოვიდა..
ზედმეტი მიკიბ-მოიბვების გარეშე ვუთხარი და მზერა ავარიდე...
-ვინ ჩამოვიდა?!
გაკვირვება ვერ დამალა ლაშამ და ლუკას გახედა..
-თაზო...
უცებ უპასუხა ნინუცამ და გვერდით ამომიდგა..
-როგორ გაბედა? ეტყობა მაშინ საკმარისად არ მოხვდა...
სკამიდან წამოხტა ლუკა და წინ და უკან სიარული დაიწყო..
-როდის გაიგეთ?
კბილების ჭრიალით იკითხა ლაშამ...
-გუშინ ღამე, ერთ-ერთმა კურსელმა დამირეკა...
უცებ უპასუხა ნუკამ და აცრემლიანებული თვალებით გამომხედა...
-იქნებ გამაგებინოთ ვინ არის თაზო ან ესე რატომ გაგაღიზიაათ მისმა ჩამოსვლამ?
ამ დროის მანძილზე პირველად ამოიღო ზუკამ ხმა და ყველას ურადღებაც მიიქცია...
-მაგას ეხლა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რამენაირად თვალში არ გავეჩხირო...
ვითომც არაფერი ისე ვუპასუხე და საძინებლისკენ წავედი...
მთელი დღე ისე გავიდა, რომ ოთახიდან თავი არ გამომიყოფია...
ვიჯექი და ვფიქრობდი ამჯერად როგორ უნდა დამეღწია თავი მისგან..
ხან გოგოები შემოდიოდნენ და მამშვიდებდნენ, ხანაც ბიჭები და ჩემი გაღიმების გამო რას არ აკეთებდნენ...
-აუ მარიამ კარგი რა, ხო იცი არა რო როცა ჩვენ ვართ შენ გვერდით, თაზო კი არა თვით მამა ზეციერიც ვერ წაგვართმევს შენ თავს... ადე და ჩამო რა ქვემოთ ვჭამოთ და საღამოთი კლუბში წავიდეთ...
ოთახში მირო შემომივარდა და ისე სწრაფად ჩამომიყალიბა უნებურად გამეღიმა და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე...
-ერთი პირობით..
თითი წინ ავუფრიალე და ფართოდ გავეკრიჭე..
-ვსვამთ ბევრს და საერთოდ არ ვცეკვავ..
-მოსულა
უცებ დამეთანხმა და ზურგზე გაგდებული ჩამიყვანა პირველ სართულზე...
-ესეიგი დროზე ვჭამოთ და წავედთ ძლივს დავითანხმე...
ღიმილით დამსვა მიწაზე...
ნახევარ საათში უკვე დანიშულების ადგილას ვიყავით ყველანი და ათას უაზრო საკითხზე ვლაპარაკობდით...
მალევე შემოგვიერთდნენ ლუკა და ლაშაც და გართობაც დაიწყო...
ყველა თავის ამპულაში იყო... ზოგი ისევ სვამდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც იცინოდა და ზოგიც ჩემსავით უბრალოდ იჯდა და სხვისი ყურებით ირთობდა თავს...
-შეიძლება?
თავზე ზუკა წამომადგა და ხელით სავარძლისკენ მანიშნა..
გვერდზე გამოვიწიე და ადგილი გავუნთავისუფლე...
-ისევ იმაზე ფიქრობ?
დუმილი ზუკამ დაარღვია და ჩემკენ არც გამოუხედავს ისე მკითხა...
-უბრალოდ ვფიქრობ რა მოხდება, არ მინდა იგივე განმეორდეს და ისევ ისე მეტკინოს გული როგორც ოთხი წლის წინ...
ძლივს შეკავებული ტირილით ვუთხარი და თავი ბეჭზე დავადე...
არც მისმა რეაქციამ დააყოვნა, კანი მაშინვე დაეხორკლა, ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმწია მისკენ...
რაღაც საოცრება დამემართა... ისევ მთელმა ფლორა და ფაუნამ გადმოინაცვლა ჩემ მუცელში...
ტანზე ჭიანჭველების მთელი ჯარი მოძრაობდა, გული კი წამში ალბათ ათასჯე მეტჯერ ცემდა...
პიკი იყო, როდესაც მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი, თვალები წამში მიმელულა და ჩამეძინებოდა კიდეც, ნინუცას კივილი რომ არ გამეგო...
-რა გაკივლებს გოგო?!
თვალები გავახილე, თუმცა თავი არ ამიწევია...
-რა რა მაკივლებს გაიღვიძე და გაერთე რა...
ცეკცა-ცეკვით მითხრა და ისევ მიროსთან დაბრუნდა..
-წავიდეთ?
ღიმილით გამომხედა და ხელი ოდნავ შემიშვა..
-კი ოღონდ სახლში დამტოვე და მერე უკან დაბრუნდი თუ გინდა...
ისევ ნახევრად მძინარემ ვუთხარი და ხელი მუცელზე შემოვხვიე..
ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა და ხელში ისე ამიტაცა, გეგონება ბუმბული უჭირავსო...
მანქანაში ჩამსვა, ღვედი შეიკრა და მალევე დაიკავა მისი ადგილი...
-ზუკა, აივანზე გამიყვანე რა...
როგოც კი ვიგრძენი, რომ უკვე ჰაეში ვიყავი ხელები მჭიდროდ მოვხვიე კისერზე და ცხვირი კანზე გავუხახუნე..
-როგოც შენ იტყვი..
ღიმილით მითხრა და კიბეები აიარა...
მართალია რომ ამბობენ სასმელი ათამამებსო, მაგრამ იმდენიც არ მქოდა დალეული რომ ზუკასთვის ესეთები მეთქვა..
-დარჩი რა...
როგორც კი ცივი ჰაერი მომხვდა სახეზე თვალები მაშინვე გავახილე და ხელები ოდნავ შევუშვი..
მხრები რა გეწობას ნიშნად აიჩეჩა და სავარძელში მოკალათდა, კალთაში ჩამისვა და პლედი მჭიდროდ მომახურა...
-18 წლის ვიყავი, ნინუცასთან ვიყავი შუაღამემდე, თორმეტ ხდებოდა წამოსვლა რომ გადავწყვიტე... როგორ ყოველთვის მაშინაც ფეხით მივდიოდი... თაზო მთელი თრამეტი წლის მანძილზე პირველი ბიჭი იყო რომელზეც სერიოზულა ვფიქრობდი....
"ძველი ბიჭი" იყო, მაგრამ როგორც კი ამაზე ჩამოვუგდებდი ლაპარაკს ამბობდა რომ შეცვლილი იყო და ძველი თაზოსგან აღარაფერი იყო დარჩენილი...
მეც როგორც სიყვარულისგან გამოშტერბული გოგო ვუჯერებდი და ვფიქრობდი, რომ თაზო იყო ის ვისთან რთადაც გავატარებდი მთელ დარჩენილ დროს....
სწორედ იმ ღამეს დამთავრა ჩემი ზღაპარი...
შუაღამე იყო განწირული ყვირილი რომ გავიგე...
მე ხომ შარს მაგნიტივით ვიზიდავ, ხმას გავყევი და რაც იქ ვნახე მთელი ცხოვრების მანძილზე მემასოვრება, როგორც ყველაზე საშინელი კოშმარი...
ადამიანი, რომელზეც მზე და მთვარე ამომდიოდა, ვიღაც უსუსურ გოგოს აუპატიურებდა... მერე იყო დიდი ჩხუბი, მუქარა და მუქარის ასრულება...
დავემუქრე, რომ პოლიცაში განვაცხადბდი მასზე, არც მან დამაკლო და თუ პოლიციას ვეტყოდი ჩემზეც იგივეს გააკეთება... მეც რა თქმა უნდა არ დავუჯერე, პოლიციაში განვაცხადე და დაიჭიეს, თუმცა მამამისის წყალობით მალევე გამოუშვეს და საზვარგარეთ წავიდა, წასვლისა კი დამემუქრა, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად დაამთავრებდა..
აკანკალებულმა ვუთხარი ბოლო სიტყვები და ცხელმა სითხემ მაშინვე გაიკვლია გზა ჩემ ლოყებზე..
ვხედავდი ზუკას წაშლილ სახეს...
ვგრძნობდი ზუკას გახშირებულ სუნთქვას და აჩქარებულ გულის ცემას...
-არ იტირო რა..
ხელები ძლიერად მომხვია და თავზე რამდენჯერმა მაკოცა...
მეც უფრო მივეკარი გულზე და თავი მის კისერში ჩავრგე...
ცხვირი კანზე გავუხახუნე და ორივეს ერთდროულად დაგვბურძგლა...
-ხო არასდროს მიმატოვებ?
ტირილით ვუთხარი და აწითლებულ თვალებში ჩავხედე...
-არასდროს...
მტკიცედ მითხრა და შუბლზე მაკოცა...
თავი მის გულზე მოვათავსე და თვალები დავხუჭე...
ძილშიც კი ვგრძნობდი მის ტუჩებს სახეზე და ხელებეს ტანზე, რომელიც იმდენად მაიამოვნებდა, რომ ამ წუთის დამთავრება არ მინდოდა...
დილით რომ გავიღვიძე, უკვე ლოგინში ვიწექი და წუხანდელის გახსენებას ვცდილობდი...
კადრება ამომიტივტივდა გუშინდელი საღამაო გონებაში და გამეღიმა...
ამდროს ალბათ ნებისმიერი სხვა გოგო თავის ლანძღვას დაიწყებდა, როგორ გავაკეთე, როგორ ჩავეხუტე რატომ მივეცი ამდენია უფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ....
ღიმილით წამოვყავი თავი ბალიშიდან, უცებ გავემზადე და გარეთ გავედი...
-დილამშვიდობის ენამწარევ..
თბილად მომესალმა ზუკა და ძლივს დავარცხნილი თმები ამიპუწა..
-აუუ ზუკა კარგი რა, ისედაც ძლივს დავივარცხნე...
ბუზღუნით ვუთხარი და შევეცადე თითებით გამესწორებინა...
-კარგი ბოდიში და მოდი დაგეხმარები...
გამიღიმა და ჩემს თმებში თითები ახლართა, ეგრე ნუ შვები,თორემ ჩემი ჩასვენება მოგიწევს ქვემოთ...
ღიმილით ვუთხრი და თავს ძალა დავატანე, რომ თვალები არ დამხუჭვოდა...
სიცლით შევედით მისაღებში, მაგრამ ამდენი დამწუხრებული სახის ნახვამ ხასიათი წამებში შემიცვალა...
-მოგაგნო..
აკანკალებული ხმით მითხრა ნინუცამ ყავა მომაწოდა..
-არაუშავს... როცა თქვენ მყავხართ არაფრის შემეშინდება...
იმედიანად ჩავილაპარაკე და სავარძელში ჩავესვენე..
-რატომ არ გესმის მარიამ, არაფერი არაა ისე როგორც იყო, თაზო არ ისვენებს, მთელი თბილისი გადაატრიალა და შენი ადგილსამყოფელი გაიგო....
დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აქ იქნება და სანამ თავისას არ მიიღებზ ვერ მოისვენებს...
ხმას აუწია ნინუცამ და გაბრაზებულმა გამომხედა...
-არ მაინტერესებს, მე აქ ვრჩები არსად წასვლას არ ვაპირებ. მოვა?! მოვიდეს... ვერაფერსაც ვერ მიიღებს ეხლა კი შემეშვით და ნუღა მელაპარაკებით მაგ თემაზე..
ჭიქა ხმაურით დავაბრუნე მაგიდაზე და საძინებელში ავედი...



№1  offline წევრი natia-natia

აუუ ძაან მომწონს ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann magariaaa gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი Ana

აიიი რაგაც საოცრება გაააგრდზელე

 


№4 სტუმარი Black

Dzalian magari tavia;) <3veli shemdegs

 


№5 სტუმარი ბანანასი

აუ მალე დადე რა შემდეგი თავი wink

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

რა არის ასეთი თაზო ყველას რომ ააშინებს?

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ მინდება მაგ თაზოს დაგუდვის სურვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent