შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark side of Blood 12(საიდუმლო გეგმა)


10-04-2016, 09:30
ავტორი Soow
ნანახია 1 747

უვე ვიცოდი რომ უკან დახევის ან ლოდინის უფლებაც კი არ მქონდა. თავს საშინლად ვგრძნობდი მინდოდა რომ დამთავრებულიყო ეს ყველაფერი.პატრიკის მუდარის მიუხედავად ვავიჩებთან მარტო წავედი, და ჩემს სიცოცხლეზე საერთოდ არ ვდარდობდი , ალბათ ყველაფერს ვიზამდი ჯინასა და ჩემი შვილის გადასარჩენლას, თავზე ხელაღებულივით და დაუფიქრებლად ვიქცეოდი მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა.ისიც კი არ ვიცოდი რა იცოდნენ ვავიჩებმა ჯინას შესახებ!იცოდნენ რომ ჯინა ის იყო რასაც თვითონ ეძებდნენ?
ვავიჩების სამფლობელოსთან მივედი, ეზოში შესასვლელი რგინის კარი მანქანით გავიტანე და შენობაშიც მანქანით შევვარდი, ვავიჩები ვინ იყვნენ მთელ მსოფლიოს დავუპირისპირდებოდი.
-მაშინვე გამოვარდა რამდენიმე ვავიჩი და ჩემზე თავდასხმა დაიწყეს, აზედმეტად ბევრ ფოქუსებს აკეთებდნენ, მტკიოდა მიჭირდა მაგრამ მათი თავების მოცილებაში ხელს არ მიშლიდა მათი მაგია!ფიზიკური შესაძლებლობები ისეთივეა როგორც გონებრივი ვერასდროს ნახავ საზღვრებს.მაგრამ ალბათ გარკვეული საზღვარი აქვს , როცა ოთხი ვავიჩი გაკავებს და შენი თავი წამში უკვე სხვა კუთხეში უნდა აღმოჩნდეს , მაშინ შენი მეგობრები გეხმარებიან! მოულოდნელად გამოჩენილმა პატრიკმა ორს ერთად მოამტვრია თავი, მესამე მას ხელს ვერ აკარებდა, მაგრამ პატრიკს არ ჰქონდა არანაირი მორიდება და ორივე ზემოთ აწეული ხელი მორლიტა იმ შეშინებულ საფრთხობელას.
ნელნელა ვავიჩებიც მატულობდნენ და მილანიტებიც, ოთახის მეორე კუთხეში დავინახე ანდრეაც რომელსაც მარიანა ეხმარებოდა, და ჩემი რამდენიმე წუთიანი ირიბი დაგვირვებისას ზუსტად ექვს ვავიჩს ამოაცალა სული.
იატაკი მკვდარი ვავიჩებით იყო გავსებული, როცა დავინახე რომ არც ერთ ჩვენგანს არაფერი მოსვლია სიამაყის გრძნობა დამეუფლა და იმედი მომეცა ჯინას ნახვისა.
-ბრავო, ბრავო!- აღფრთოვანებით წამოიყვირა მეზობელი დარბაზიდან გამოსულმა ლუისმა.
-სად არის ჯინა?!-ბოლო ხმაზე ვუღრიალე, და უკვე მზად ვიყავი რომ მისთვის ყელი გამომეჭრა.
-ჯინას ვერ მიიღებთ,იცით როგორი იშვიათობაა ამინები?-ცინიკურად ჩაიხითხითა ლუისმა-ანდარქტიკის ვამპირებს მივყიდი, ძალიან ბევრს მომცემენ მასში.-კიდევ უფრო სარკაზმულად დაამატა .
-ჩაძახლდი- ჩავილაპარაკე და მისკენ გავექანე.
-მომძებნე! - და უცებ ადგილიდან გაქრა, უბრალოდ გაუჩინარდა, უჩინარი გახდა.
-ლაჩარო !- ვყყვირე მე უჩინარ არსებას.
- წამოდი წამოდი, სხვა გეგმა გვჭირდება !-ძალით წამათრია პატრიკმა და შენობის ყველა ოთახი მოვათვალიერეთ, გზაში შემხვდარ ვავიჩებს ადვილად ვუსწორდებოდით, ალბათ იმიტომ რომ ბრძოლისთვის განკუვნილები არ იყვნენ.უკვე მთელი მათი ტერიტორია მილანიტებსა და ჩვენ გვეკავა, აღარავინ დარჩენილიყ შენობაში. უკან დაბრუნებას ვაპირებდით როცა მარიანამ ჩუმათ მიმიხმო პატარა ოთახში. სადაც რაღაც სანელებელი დაცვა და ტელეპატიურად გადმომცა შეტყობინება, რომ ჯინას ადგილსამყოფელი გაიგო , ოღონდ თვითონ უნდა წასულიყო მის წამოსაყვანად, იგირ შეძლებდა ლუისის ყველა ფოკუსების დანახვას რადგან თვითონაც ჯადოქარი იყო, თანაც ლუისს მასზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. მითხრა რომ ვერ მეტყოდა სად წაიყვანდა ჯინას მისი განთავისუფლების შემდეგ, რადგან ჩემს აზრების წაკითხვა შეეძლოთ. "მითხრა", რომ ყველა ჩვენთაგანის აზრებს რომელიც იმ არაბუნებრივ წყაროს და მათშორის ჯინას უკავშირდებოდა, რაღაც თილისმანი ფარავდა და ხელში პატარა თეთრი ქვა ჩამიდო, შევეცადე ისედ ადგილას შემენახა რომ არ დამკარგოდა.გეგმის თანახმად მე ბრძოლას ვაგრძელებდი, და გამთენიიისას, მხლოდ გამთენიისას შევძლებდით გაპარვას.
პატარა ვიწრო ოტახიდან ჩუმათ გამოვედი და დანარჩენებს შევუერთდი. პატრიკი სხვა შენობისკენ აპირებდა ჩვენს წაყვანას და მეც დავთანხმდი, რაც უფრო დიდი აჟიოტაჟს გამოვიწვევდით უფრო მოვადუნებდით მათ ყურადღებას ტყვეებისგან.
-დილან ! აქეთ დამიძახა ანდრეამ და მეც გავყევი მათ.
შენობიდან გასვლისას, გაზის გაყვანილობა ავაფეტქეთ, მას მიჰყვა შენობა რომელსაც ცეცხლი წაეკიდა და ავტომატურად წაიშალა სამხილები ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.
ვცახცახებდი, არ ვიცოდი რა მოხდებოდა გამოუვიდოდა თუ არა მარიანას რამე, შემდეგ ჩემი თავი დავადანაშაულე რომ მისი ადგილლამყოფელი ძალით არ ვათქმევინე და მე არ წავედი მის წამოსაყვანად.



№1 სტუმარი nukii

მაგარია ძაან
დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონაა
გააგრძელე რაა please

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent