შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების გზა (vol.2)


10-04-2016, 09:34
ავტორი lag2
ნანახია 1 844

თვალები გავახილე და ავდექი,დავინახე თუ არა რაღაც დამემართა,ისეთი რაც აქამდე არ დამმართნია და სიტყვებით გადმოცემა რთულია.
-გთხოვთ მომიტევოთ თუ შეგაშინეთ,ეს ნამდვილად არ მინდოდა,უბრალოდ დაგინახეთ და...
-საპაიებელი არაფერია,არ შემშინებია,დაწყნარდით.
-მიხარია,რას იტყვით აქაურობას,რომ მოვწყდეთ და სადმე მყურდო ადგილას ფინჯან ჩაიზე დაგპატიჟოთ.
იმდენად მინდოდა წასვლა და თან ცხელი ჩაი,რომ უპრობლემოდ დავთანხმდი.დედას მესიჯი გავუგზავნე,მოვუბოდიშე გაუფრთხილებლობისა და სტუმრებთან დაუმშვიდობების გამო,ჩვენ კი იქვე ახლო მდებარე,მართლაც,რომ მყუდრო კაფეშე შევედით.
-უკაცრავად,რა გქვიათ,ახლახანს გამახსენდა,რომ თქვენი სახელიც კი არ ვიცი.
-ათანასია.
-ოჰო,თქვენი გარეგნობის ამსახველი სწორი სახელი,იცით როგორი დახვეწილი და არამიწიერად ლამაზი ხართ? და თავისი შავი თვალები მე შემომანათა
-კარგით რა,გთხოვთ ეგრე ნუ მიყურებთ ძალიან მაბნევთ.
-მე კიდე თქვენი თვალები მაბნევს,თქვენი განსხვავებულად მნათობი მწვანე თვალები,თითქოს შორს,ძალიან შორს,სხვა პლანეტაზე მივყავარ.რესტორანში შემოსვლისთანავე,რაღაც შემოიტანეთ,აი თითქოს შემოხვედით და ოთახი განათდა,თქვენი მშვენიერების აღსაწერად სიტყვებიც კი ზედმეტია.
-ძალიან გთხოვთ,უხერხულად ვგრძნობ თავს.
რამდენიმე წუთით ორივე გავჩუმდით და თითქოს დედამიწამაც მოძრაობა შეწყვიტა,თითქოს მთელ გალაქტიკაში ჩვენ ორი ვყოფილიყავით.ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია,მეგონა ასეთები მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში ხდებოდა.ჩემს წინ იჯდა კაცი,რომელიც პირველად ვნახე და ვგრძნობ,რომ მანამდე ვიცნობდო,ჩვენი სულები იცნობდნენ ერთმანეთს და განგებამ სხეულების გაცნობაზეც იზრუნა.სიჩუმე მან დაარღვია
-უკვე გვიანია,სახლამდე მიგიყვანთ.
-დიახ მართალია,გმადლობთ.
გზაში ხმა არცერთს ამოგვოღია,მიუხედავად იმისა,რომ მის ხმაზე რაღაც სასწაული მემართებოდა იმდენაც მომწონდა,მსურდა ჩუმად ვმსხდარიყავით.
-აჰა,მოვედით კიდეც.
-დიდი მადლობა ამ საღამოსათვის,ძილინებისა.
მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი,მიუხედავად იმისა,რომ მე მისი სახელი არ ვიცოდი,ისიც არ ვიცოდი კვლავ ოდესმე ვნახავდი თუ არა,მაინც ბედნიერი ვიყავი.მეორე დღეს სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ,ჩემი საყვარელი რეჟისორის ლარს ფონ ტრირრის ,,მელანქოლია" ჩავრთე და დიდი სიამოვნებით ვუყურე,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მძიმე,დამთრგუნველი ფილმია. საერთოდ ვგიჟდები ასეთ ფილმებზე,ლარსზე ხომ საერთოდ ჭკუას ვკარგავ,ეს კაცი არანორმალურია ასეთივე არანორმალურ რაღაცეებს იღებს,რის გამოც ასე ძალიან მიყვარს ის.ფილმის ყურება,რომ დავამთავრე ცოტა ვიმეცადინე,რადგან უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი.ხო,მე სოციოლოგიას ვსწავლობ და თან დიდი სიამოვმებით,ადამიანმა ის პროფესია უნდა აირჩიოს,რაც თავად სურს,რაშიც თავის თავს ხედავს და არა ის,რასაც სხვები ურჩევენ.მომდევნო დღეს ისეთი არაფერი მომხდარა უნივერსიტეტში,აი დამთავრების შემდეგ კი...

გამარჯობათ,ყველას ვინც ამას კითხულობს ძალიან მაინტერესებს მისი აზრი,კრიტიკასაც ნუ მოერიდებით,ეს ხომ ჩემი პირველი ისტორიაა.მოკლედ ველოდევი თქვენს კომენტარებს



№1  offline წევრი lag2

Pirveliaa pirvelii)) madloba tqven eseti tbili sityvebisatviss,yvelanairad vecdebi ardavagviano❤

 


№2  offline წევრი elo123

ძალიან კარგია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent