შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #2


11-04-2016, 04:48
ავტორი ჯია
ნანახია 4 788

ტუჩზე მოწყვეტით ვაკოცე გიოს და მანქანიდან გადავედი. მერსედესი ჩემგან ოც მეტრში იდგა. ხელის კანკალით ავკრიფე ლისას ნომერი და პასუხს დაველოდე, შიშისგან ნაბიჯს ვერ ვდგამდი.
-ლისა, შენს ბინასთან ვარ და ამოვდივარ, გთხოვ არ გამითიშო სანამ კარს არ გამიღებ. -ვუთხარი და როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე, სადარბაზოსკენ წავედი.
-რა ხდება? -შეშფოთდა ლისა.
-რომ ამოვალ გეტყვი. -უკვე ლიფტს ველოდებოდი, ამ დროს ლამის გული გამისკდა. -მარტო ხარ?
-არა, მე და ნინა ვართ. ყავა გინდა?
-კი ძალიან. -ღილაკს თითი მივაჭირე და ლიფტის კარიც დაიკეტა. -მგონი გადავრჩი. -ამოვისუნთქე.
-რას გადარჩი, ადამიანო, ამიხსნი?
-გამიღე კარები. -კარებთან დავდექი და ტელეფონი გავთიშე.
-შემოდი, ფერი არ გადევს. რა მოხდა? მოყევი მალე.. -მომაყარა ჩემმა ქერა და ულამაზესმა დაქალმა, რომელიც სახლის ფორმაშიც კი შეუდარებელია.
-ამოასუნთქე და მოგვიყვება, რა გჭირს? -შეუბღვირა ნინამ. ნინა შავგრემანია, ოდნავ კეხიანი ცხვირით. ეშხი და სილამაზე მისთვისაც არ დაუშურებია ბუნებას.
გოგოები გადავკოცნე და მაგიდასთან დავჯექი, ლისამ ყავა წინ დამიდგა და ისიც მაგიდასთან მოკალათდა.
-დაიწყე. -სიგარეტს მოუკიდა და სმენად იქცა.
-მოსაყოლი არაფერია, ორი დღეა შავი მერსედესი დამყვება. -შედარებით დავმშვიდდი და ამოვღერღე.
-რაა? ვინ უნდა იყოს? -შეჰკივლა ნინამ.
-იმედია, ის არ არის რასაც მე ვფიქრობ. -გამომხედა შეშინებულმა ლისამ.
-მეც მაგას ვფიქრობ. -დავუდასტურე დაქალს და მეც მოვუკიდე სიგარეტს.
-გამაგებინეთ, ხალხნო, რა ხდება? -გაურკვევლობაში იყო ნინა.
-მამამისის ბიზნეს-პარტნიორი გვგონია, თუ ვინცაა.
-ხო, მაგრამ ეგ ხომ საქართველოში ვერ ჩამოდის? კრიმინალი არ არის?
-შენი აზრით, ხალხი არ ეყოლება აქეთ? -ნერვიულად მოისრისა შუბლი ლისამ. -კირა, რა უნდა ქნა?
-აზრზე არ ვარ. -თავი გავაქნიე და ტუჩების ჭამა დავიწყე.
-გიოს რომ უთხრა? -შემომთავაზა ნინამ.
-შარში გავხვიო? გამორიცხულია. მირჩევნია მამაჩემს დავურეკო.
-გაგიჟდი? ხომ იცი, მამაშენი ისევ იგივეს გეტყვის.
-ვიცი, მაგრამ მაინც უნდა დაველაპარაკო.. -სიგარეტი ჩავაქვრე და ნინას ავხედე. -გვეყოს ამაზე, გამახარეთ ახლა რამით. -წარბები ავუთამაშე გოგოებს.
-ალიმ დარეკა დილით, საღამოს ფულს გადავრიცხავთ და ხვალ
დილით ყველაფერი იქნება. -სიხარულისგან ხელები შემოარტყა ერთმანეთს ნინამ.
-ეეე, რა მაგარია. მე ორი მინდა, გიოს უნდა ვაჩუქო ერთი. -ჩანთა გავხსენი და ბოლო ორასი ლარი ამოვაძვრე. -სამსახური თუ
არ დავიწყე მშიერი მოვკვდები.
-მერე დაიკიდე ახლა ეს ექსტაზი, მართლა უფულოდ რჩები. ან ჩვენ გიყიდით. -უკან გამომიჩოჩა ლისამ ფული.
-ნერვები არ მომიშალო რა, ოცდაათი ლარი მრჩება და მერე რამეს ვიზამ. თან მჭირდება ახლა ექსტაზი, ერთი ღამით მაინც დავივიწყებ პრობლემებს. -მეორე ღერს მოვუკიდე და ყავის ჭიქას დავხედე. -კიდე მომიდუღე, გთხოვ.
-გიოს მაინც არ უყიდო.
-არა, მინდა გიოც ჩემ გვერდით იყოს.
-შენ ეგ გიო ხომ არ შეგიყვარდა, ჰა? -ეჭვის თვალით გამომხედა ლისამ და ჭიქა ამაცალა.
-ნუ ბოდავ. მიყვარს როგორც ადამიანი და პატივს ვცემ
მის გრძნობას.
-პატივს კი არ ცემ, მის გრძნობებზე თამაშობ.
-არ არის ეგრე.
-ეგრეა, თითქმის ერთი
წელი გრძელდება ეს გაურკვეველი ურთიერთობა. აღარ უნდა დაამთავრო?
-კარგი რა, ნინაჩკა, ისედაც ქაოსი მაქვს თავში, შენც ნუ დამიმატებ რა.
-მე შენთვის გეუბნები, იმ ბიჭსაც ნუ ტანჯავ, ეგოისტო. -დამეჭყანა და ”მალბოროს” კოლოფი გახსნა. -სიგარეტი
აღარ მქონია..
-ჰა, ჩემი მოწიე. -ჩემი ”მალბორო” გავუცურე დაქალს.
-სანდრო რას შვება? ისევ ისეა? -მის შეყვარებულზე ვკითხე ნინას.
-არა, ახლა უკეთ არის. გუშინ ექიმთან იყო, ხვალ ფსიქოლოგთან მიდის.
-ექიმმა რა უთხრა?
-თავზე გადაუღეს და ამდენი ბიოს მოწევისგან ტვინის უჯრედები გაქვს მკვდარიო, წამლები დაუნიშნეს, რამოდენიმე თვე ჭირდება ყველაფრის აღსადგენად.
-გიჟია რა! რომ არ დაგვიჯერა მეტის ღირსია, კიდევ კარგი ჩვენ მაინც შევეშვით დროულად. -თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და წყლის დასასხმელად ავდექი.
-მივხვდით, რომ გვაშტერებდა და შევეშვით. აბა, ამ ვაჟბატონს ვერაფერი შევაგნებინეთ. -ლისამაც ვერ დამალა უკმაყოფილება.
-ახლა ისწავლის ჭკუას. ექსტაზებსაც გიჟივით რომ იყრიდა, იმდენ ენდორფინს გამოყოფდა კვირის განმავლობაში, ორგანიზმის აღდგენას ვერ ასწრებდა და იმიტომაც აქვს ახლა დეპრესიები. არაფრის დოზა და საზღვარი მაგან არ იცის, ყველაფერი უნორმოდ უყვარს. -გემრიელად გამოლანძღა ნინამ ჩვენი სანდრიკო.
-ყველაფერი უნორმოდ უყვარს, შენი ჩათვლით. -გამეცინა და დაქალს თვალი ჩავუკარი. -ანუ ხვალ ჩვენთან ერთად არ წამოვა?
-შენი აზრით სანდრო ექსტაზზე უარს იტყვის? მოდის, ოღონდ იმ პირობით, რომ ბიოს არ გაეკარება.
-ბიოს არ გაეკაროს და ექსს არაუშავს. გაერთობა მაინც..


საღამომდე ვიჭორავეთ, ათას საკითხს მოვედეთ, შემდეგ კი სახლში წამოვედი, მამაჩემს უნდა დავურეკო. ტაქსიში ჩაჯდომისას ისევ შევამჩნიე ის მანქანა, სახლამდე გამომყვა. უცებ ავირბინე კიბეები, სახლში
სასწრაფოდ შევვარდი და კარები ყველა საკეტით გადავკეტე.
ანერვიულებული გავედი სამზარეულოში და სასმლის ძებნა დავიწყე, თან მამაჩემის ნომერი ავკრიბე.
-კირა შვილო, როგორ ხარ? -ხმის ამოღებაც არ მაცადა ლევანიმ.
-მამა, ამიხსენი რა ხდება? -შევეცადე მკაცრად მეკითხა, პარალელურად ღვინის ბოთლს ვხსნიდი.
-რაზე მეკითხები, შვილო?
-რაზე და რატომ
დამყვებიან ვიღაც ტიპები უკან? რა უნდათ ჩემგან? რა შარში გამხვიე, მამა? -ხელის კანკალით გავავსე ჭიქა, ცრემლები მახრჩობდნენ, ყელში
ბურთულა გამეჩხირა.
-პირველად მესმის გეფიცები. ყველაფერს გავარკვევ და დაგირეკავ, არ ინერვიულო.
-გელოდები. -ტელეფონი მივაგდე და ღვინოს მოწყურებულივით დავეწაფე. ერთ ამოსუნთქვაში ჩავცალე მთელი ჭიქა, გრადუსი ოდნავ ავიდა თავში და ცოტა მომეშვა. მოწყვეტით დავეშვი სკამზე და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი.
-როგორ ვუშველო თავს? -ჩემს თავს დავუსვი კითხვა და ჩანთის ძებნა დავიწყე, აღარ მახსოვს სად მივაგდე, არადა მოწევა მინდა. უცებ კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, ჩუმად მივუახლოვდი და ყური მივადე კარს.
-ვინ არის? -ვიკითხე დამფრთხალმა.
-გიო ვარ. -შვებით ამოვისუნთქე და კარი გახარებულმა გავაღე. შემოვიდა თუ არა, კისერზე მოვეხვიე და ცალი ლოყა გემრიელად ჩავუკოცნე.
-რჩები ხომ?
-რა გჭირს? -გაეცინა გიოს, თან
გაოცებული მიყურებდა. -მოგენატრე? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-გარყვნილო. -მხარზე ვკარი ხელი და კარები ისევ ყველა საკეტით გადავკეტე.
-ნუ გეშინია არსად გაგექცევი. -გამეხუმრა გიო და სამზარეულოში გავიდა.
-ეს რაები მოიტანე? -ახლა შევამჩნიე, რომ ორივე ხელი დატვირთული ჰქონდა, სავარაუდოდ პროდუქტებით.
-ისეთი არაფერი, ცოტახანი გეყოფა. -მაგიდაზე დააწყო პარკები და გამიღიმა.
-გიო, არ მიყვარს რომ გაწუხებ, არ იცი?
-ვიცი, მაგრამ მე მიყვარს რომ შენზე ვზრუნავ. -მაგიდასთან დაჯდა და ხელები ჩემკენ გამოიშვირა. -მოდი ჩემთან.
მეც მივედი და მის კალთაში მოვკალათდი, ცალი ხელი კისერზე მოვხვიე ცალით კი ერთ-ერთი პარკი გადავწიე.
-გინდა რამე გემრიელი გავაკეთოთ?
-გავაკეთოთ. -დამეთანხმა გიო.
-აუ, ძალიან დიდი მადლობა რა. -მეორე ხელიც მოვხვიე და გემრიელად ჩავეხუტე.
-ახლა მაკოცე. -მიმზიდველად გამიღიმა გიომ და მეც ნაზად შევეხე მის ტუჩებს. -გემრიელო. -კოცნის დროს აბუტბუტდა და ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა. არც ერთი არ ვაპირებდით გაჩერებას, მეც უფრო კომფორტულად მოვთავსდი, მუხლებზე გადავაჯექი და კიდევ უფრო ახლოს მივიწიე. გიო კისერს ჩაუყვა და ვნებიანი კოცნით მიაღწია მკერდამდეც, სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა. ხელები ჩემს უკანალზე ჩააცურა და ძლიერად მომიჭირა, შემდეგ ჩემთან ერთად წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა, თან ისევ ტუჩების დაგემოვნებას შეუდგა. ოთახში კედელს მიმაყუდა, მე ფეხები დავუშვი და იატაკზე დავდექი, ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე და თითების ნაზი მოძრაობით დავუწყე სხეულის შესწავლა. კოცნას არ ვწყვეტდით და ნაზი კოცნიდან, პერიოდულად გაველურებულ კოცნაზე გადავდიოდით, შემდეგ ისევ ვწყნარდებოდით. ერთმანეთს მაიკები გადავაძვრეთ და ახლა ჩვენი შიშველი სხეულები შეეხეს ერთმანეთს, უფრო დიდ ვნებას ვგრძნობდი და ყველა ადგილი მიხურდა სადაც კი გიო მეხებოდა, და დამერწმუნეთ მთელი სხეული მიხურდა. ხელი შარვალში ჩავუცურე და ახლა მას აღმოხდა სიამოვნების ოხვრა. ნელ-ნელა საწოლისკენ დავიძარით და გაუცნობიერებლად აღმოვჩნდით მასზე, ზემოდან მოვექეცი და შარვლის შესაკრავი
შევხსენი. კისრიდან ნაზად და ვნებიანად დავუკოცნე მთელი გულ-მკერდი და მუცელი. მესმოდა როგორ უფრო და უფრო უხშირდებოდა სუნთქვა. მისი ხელები ჩემს თეძოებზე ვიგრძენი, შემდეგ სხარტი მოძრაობით ამჯერად მე მოვექეცი გიოს ქვემოთ. ბრა წამებში შემომაცალა და ახლა მან გაიმეორა იგივე, ალბათ უფრო სასიამოვნოდაც კი. მკერდთან შედარებით დიდხანს გაჩერდა, სიამოვნებისგან ბგერები ვეღარ შევიკავე. ერთი სული მაქვს როდის ვიგრძნობ გიოს ჩემში. ის თავდავიწყებით მკოცნის და მეფერება, შარვალი გამხადა და უკანასკნელი ნაჭრებიც მოვიშორეთ სხეულიდან. უსასრულო სინათლეში გადავვარდი, სიამოვნების პიკზე ვარ. მთელი ოთახი კვნესის ხმით გავავსეთ..
ბოლოს გიომ მოწყვეტით მაკოცა და მუცელზე დამადო თავი.
-იცი ყველაზე მეტად რისი ხმა მიყვარს? -მკითხა მოულოდნელად.
-რისი? -ჩავეკითხე და გამეღიმა რადგან პასუხი უკვე ვიცოდი.
-შენი კვნესის. -წამოიწია და ტუჩებში მაკოცა ისევ. -ხომ არ გავიმეოროთ?
-მშია. -სახე საყვარლად შევჭმუჭნე. -მთელი ღამე წინ გვაქვს. -გავეღრიჯე, წამოვდექი და შორტი და მაიკა გადავიცვი.
-მაგიჟებს ის აზრი, რომ მაგ ყველაფრის შიგნით საცვლები არ გაცვია. -მომთხოვნი თვალებით ამათვალიერა გიომ.
-მე მაგიჟებს ის აზრი, რომ შენ ჩემზე გიჟდები. -გადავიკისკისე და სამზარეულოში გავედი.

-რა მოვამზადოთ? -სპორტულებში გამოწყობილი გამოვიდა გიო, მე პროდუქტებს ვალაგებდი.
-რამდენი რაღაც გიყიდია.. -დავიწყე წუწუნი და სიგარეტის კოლოფების შეკვრა უჯრაში ჩავდე.
-რანაირი გოგო ხარ, ზოგი ავალდებულებს ბიჭებს მსგავს რაღაცეებს.
-ფემინისტი გოგო ვარ. -თვალი ჩავუკარი და ცარიელი პარკები ლამაზად დავკეცე.
-ახლა რაღაც უნდა გითხრა და კივილი არ დაიწყო. -მითხრა და ზურგიდან მომეკრა.
-მითხარი. -თავი მისკენ შევატრიალე.
-ანდა ხვალ გეტყვი. - კეფაზე ნაზად მაკოცა და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო.
-ასე დგომით დავრჩებით მშიერი. -გავიცინე და მისი მკლავებიდან თავის დაძვრენა ვცადე.
-მე შენი თავიც მყოფნის. -მითხრა, თან კისერში მკოცნიდა.
-ენერგია გვჭირდება, ხოდა უნდა ვჭამოთ. -როგორც იქნა დავუსხლტი და მაცივრის კარი გამოვაღე. -რისი მომზადება შეიძლება? -ცალი ხელით დოინჯი შემოვირტყი მეორე ხელი კი ნიკაპთან მივიდე და ისე ჩავფიქრდი თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს ვწყვეტდე.
-რამე შენი საყვარელი ვეგეტარიანელური სალათი მოამზადე.
-ვიფიქრე ეგ, მაგრამ შენ არ გიყვარს და?
-ხორცი მაინც არაფერი მიყიდია, შენი ხათრით დღეს მეც ვეგეტარიანელი ვარ. -გამიცინა და ჩემს ტელეფონს დახედა. -მამაშენი გირეკავს. -გაკვირვებული სახით მომაწოდა ტელეფონი.
გიოს მზერა არ შევიმჩნიე და ტელეფონს ვუპასუხე.
-გისმენ.
-ველაპარაკე ლაშას. ტელეფონით ვერაფერს გეტყვი, ხვალ შეგიძლია მნახო?
-კარგი, შუადღით გნახავ. -ვუთხარი და გავუთიშე.
-რა უნდოდა? -დაინტერესდა გიო.
-არაფერი. -მოვუჭერი მოკლედ და მაცივრიდან ბოსტნეული გამოვიღე.
-კირა, ისევ იმ ტიპზე გელაპარაკება ხო? -მისკენ მიმატრიალა და ამღვრეული თვალებით შემომხედა.
-კარგი რა, გიო. მელაპარაკოს რამდენიც უნდა, ხომ იცი რომ ვერაფერს შეცვლის. -მისი დამშვიდება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-მაშინ არ ნახო ხვალ!
-არა, უნდა ვნახო.. -შემოვტრიალდი თვალის არიდების მიზნით და ბოსტნეული წყალს შევუშვირე.
-დათანხმებას აპირებ? -ხმა გაებზარა გიოს.
-არა, რა თქმა უნდა. ერთხელ და სამუდამოდ დაველაპარაკები და ეგ არის. ნუ ნერვიულობ, კარგი? -მისკენ გადავიწიე და ცხვირზე ვაკოცე.
ცოტა დაძაბული იყო მთელი საღამო, მაგრამ ამას არც გემრიელი ვახშმის მომზადებაში შეუშლია ხელი და არც ვნებიან დაუღლელ ღამეში. გამთენიისას გამოფიტულებს მიგვეძინა. ხანდახან მიკვირს, რატომ ვწირავთ ასე ერთმანეთს? სანამ ენერგიის უკანასკნელ წვეთს არ გამოვწურავთ არ ვისვენებთ, მაგრამ სიამოვნება იმდენად დიდია, რთულია ამაზე უარი თქვა.

ეს დილა კი ზედმეტად სასიამოვნოდ დაიწყო...

-----
აი, ხომ ხედავთ, გამოვსწორდი და აღარ ვაგვიანებ :))))))))
მადლობა კომენტარებისთვის და მიხარია, თუ მოგწონთ!



№1 სტუმარი mariami

aumagrad momwons)) dzaliankargia !

 


№2  offline წევრი anuka1994

ძაოიან მომწონს

 


№3  offline მოდერი ჯია

anuka1994
ძაოიან მომწონს

mariami
aumagrad momwons)) dzaliankargia !



მადლობა, გოგოებო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent