შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების გზა (vol.3)


11-04-2016, 16:01
ავტორი lag2
ნანახია 2 019

ის დავინახე,მეგონა გული გამისკდებოდა იმხელა სიხარული ვიგრძენი. ნელი ნაბიჯებით წავედი და მის წინ დავდექი.
-გამარჯობა,როგორ ხარ? ეს მითხრა და ისე გამიღიმა ლამის მოვკვდი
-არამიშავს,თავად როგორ ხარ?
-უკვე კარგად შენ,რომ დაგინახე,მთელი ეს დღეები შენზე და შენს თვალებზე ვფიქრობდი.წამოდი,წამოდი ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო,ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა.მივედით ერთ ლამაზ,პატარა ტყეში,სადაც ისეთივე პატარა და ლამაზი ქოხი იდგა.შიგნით შევედით,ბუხარი დავანთეთ,ჩაი გავაკეთეთ და მოგიზგიზე ბუხრის წინ დავჯექით.
-მე არ ვიცი შენი სახელი და ძალიან მაინტერესებს.
-ერეკლე.
-ძალიან მომწონს ეგ სახელი
-მოდი ათანასი შენზე მომიყევი რამე,მინდა ახლოს გაგიცნო.
-არაფერია მოსაყოლი,ძალიან ჩვეულებრივი,ერთფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობ,რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში,სულ ესაა.იქნებ შენ მომიყვე შენს თავზე,ოჯახზე...
-რავი რა მოგიყვე...მშობლები რამდენიმე წლის წინ დაიღუპნენ,მყავს მხოლოდ ერთი და 16 წლის,რომელთან ერთადავ ვცხოვრობ.შენ მითხარი შენს ოჯახზე.
-მთელი ჩემი ოჯახი მხოლოდ 2 ადამიანისაგან შედგება,ჩემგან და დედასგან.აგერ უკვე 5 წელია მარტო ვცხოვრობთ,მას შემდეგ რაც მამა საზღვარ გარეთ წავიდა.
-რა გიყვარს ყველაზე მეტად და რა არ გიყვარს?
-ძალიან მიყვარს წვიმაში სეირნობა,ფილმების ყურება,წიგნების კითხვა,ოცნება...და ვერ ვიტან ზოგადად ადამიანებს
-კარგი რა ათანასია,შენი
თვალების პატრონს არ გეკადრება ასეთი საუბარი.ადამიანები არ უნდა შეიძულო მხოლოდ იმის გამო,რომ შენგან განსხვავებულები არიან ან ვერ გიგებენ.სცადე და ისინი შეიყვარე ასე უფრო მარტივია ცხოვრება.
-ცხოვრება ჩემთვის მარტივი არასდროს ყოფილია,არც ეხა არის და არც მომავალში იქნება,თუნდაც რომ შევიყვარო ისინი,ვინც მიყვარდა ღმერთმა ყველა წამართვა,მგონი მათი სიკვდილი ჩემი ბრალია,ასე ძალიან,რომ შევიყვარე.ახლა კი აღარავის შევივარებ და არც მე დავიტანჯები.
-ცხოვრებაში რთული პერიოდი ყველას გვქონია,მაგრამ უნდა გავუძლოთ,შენ უნდა გაუძლო.გგონია მარტო შენ გტკივა და მარტო შენ იტანჯები?ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება არავის არ აქვს.ცხოვრება ზედმეტად ხანმლკლეა მასზე გასაბრაზებლად,ამიტომაც უნდა ეცადო გახალისდე და შენს გვერდით მყოფებსსც ამისკებ უბიძგო,დამპირდი ათანასია,დამპირდი,რომ ეგრე აღარ იფიქრებ.
-კარგი ერეკლე ვეცდები.ახლა კი სახლში წავიდეთ ბევრი მაქვს სამეცადინო,თან დედამაც არ იცის.
-ხო წავიდეთ და ხვალაც გამოგივლი უნივერსიტეტში.
იმ ღამეს არ ვიცი რატომ,თუმცა ძალიან მშვიდად მეძინა,თითქოს ერეკლესთან საუბარი დამეხმარა და სტიმული მომცა.მომდევნო დილას დიდი შემართებით გავიღვიძე,გახარებული გავედი სამზარეულოში და დავინახე...



მადლობა,რომ კითხულობთ და გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით,პირველია და ძალიან მაინტერესებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent