შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი სარკეში //2//


12-04-2016, 15:20
ავტორი ივინე
ნანახია 3 423

აუ რა დროს სტუმარია რა უფ.
ამოიხვნეშა ლინდამ და ლოგინზე გადაგორდა.
ლილე კარების გასაღებად გავიდა და კარს მიღმა მწვანეთვალება ბიჭი დაინახა.
-ლილეო ამ მაისურს სვიტერს და თან უეჭველი.
ყვირილით გამოვიდა ოთახიდან ლინდა და ადგილზე გაშეშდა, კარებში ის ბიჭი იდგა, "მხეცისგან" რომ იხსნა და ისევ თავმომწონედ უღიმოდა.
-უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით?
-დიდი ბოდიში უბრალოდ თქვენს მეგობარს აი ეს დაუარდა და მოვედი რომ დავუბრუნო, ხელში ტელეფონი შეათამაშა და გაშტერებულ ლინდას გაუწოდა.
-მადლობა!
ძლივს მოაბა ორ სიტყვას თავი და ხელი ტელეფონის გამოსართმევად გაუწოდა, უეცრად ორივეს შეხებაზე დენმა დაარტყა და უკან გახტნენ, ისევ გაუწოდა ტელეფონი, მეორედ მესამედ და ისევ იგივე განმეორდა.
ამაზე ლილემ თავი ვეღარ შეიკავა და ჩუმად ჩაიფრუტუნა. მწვანე თვალება კი მის ჭაობისფერებს ლინდას სხეულზე მოტმასნილ სვიტერს თვალს არ აშორებდა, ოხ როგორ უხდებოდა ეს ზედა ამ გოგოს, გოგოს რა მის მომგვალებულ და საკმაოდ დიდ მკერდს.
თვალიდან ფეხებამდე აათვალიერა გაწითლებული ლინდა და ტელეფონი ლილეს გაუწოდა, ლილემაც მადლობა გადაუხადა. ბიჭმა ერთხელ კიდევ გახედა ლინდას თვალი ჩაუკრა და კარებში გაუჩინარდა.
-ვახ ჩემი ეს რა იყო ლინდუშ გაფიცებ სად აააგდე ასეთი ბიჭი?
ბოლო ხმაზე "ყროყინებდა" ლილე და თან მაგიდის ირგვლივ დარბოდა დის კლანჭებს რომ გაქცეოდა.
-ლილე მოკეტე! გეფიცები მოგკლავ, ოხ როგირ ვერ დაინახე რა უტიფრად მიყურებდა ღმერთო სუფთა ხეპრე, ჩამოყალიბებული ხეპრე.
-კარგი რა შენ გამომაპარებ მე რაამეეს?
ვითომ გაბრაზებულმა ჰკითხა და გულმკერდზე მიიდო თითი.
-კარგი მორჩა შენ ის მითხარი შენს წარმატებას სად და როდის ვასველებთ?
-ჩემს ლოგინში არა და სხვაგან სადაც გინდა. სიცილით უპასუხა ლილემ
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ? აუ ლილე ამდენი წვალების მერე ამდენი ტანჯვის მერე ადამიანი, რომ 100%იანი დაფინანსებით ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩაირიცხება და რომ არ აღნიშნავს გაფიცებ ნორმალური იქნება?
-ოხ ლინდა ლინდა.
ხომ იცი არა, რომ ისედაც არ ვართ შეძლებული ოჯავი და იცოდე მამასთან ეს საკითხი არ ახსენო , არ მიმდა ეს ღრეობა და მამაპაპური რაღაცეები გემუდარები რაა.
-ლილუ მოდი ერთი წამით ჩემთან.
ლილე დაქალს მიუახლოვდა და თავი მუხლებში ჩაუდო.
-აი აქ მარცხნივ, ამ პატარა გულში ერთი გოგო იმდენ დარდს და წყენას ინახავს, რომ ხშირად მეშინია ხოლმე ამ ტკივილმა და არ წამართვას.
ჩვენი ურთიერთობა იმით გამოირჩევა, რომ არ გვიყვარს თბილი სიტყვები და აფერუმი ბაზარი. ეცადა გაეცინა და დაქალისთვის როგორმე ტკივილი შეემსუბუქებინა.
მოკლედ ახლა აწიე ეეგ გასიებული ერთი ადგილი საერთოდ რომ არ არის ლამაზი ფორმის და მარკეტში გამყევი.
ლილემ ღრმად ამოიხვნეშა იცოდა რომც გაეპროტესტებია არაფერი გამოუვიდოდა და ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე.
-ნუ იბღვირები რა მხოლოდ მე შენ და თოკუსა ვიქნებით.
აუ ლილე ისე მამაშენი მაგარი სიმპატიური კაცია
ეჰ რა ცუდია მეც რომ მამად მივიჩნევ.
მოკლედ ლაზღანდარობით და სიცილით მივიდნენ მარკეტამდე ყველაფერი იყიდეს რაც სჭირდებოდათ და სახლის გზას დაადგნენ.



ლილემ შორიდან შენიშნა სახლისკენ მიმავალი მამა და დაძახება დააპირა როცა, უეცრაად საიდანღაც მანქანა გამოვარდა და ყვრლაფერი გაშავდა........

გონს რომ მოვიდა პირველი რაც დაინახა ლინდას ჩაწითლებული თვალები იყო,,,,, უეცრად ყველაფერი გაახსენდა და ცხოვრებაში პირველად ტკივილისგან მთელ ხმაზე დაიყვირა
-მა მამა სად აარის მამაჩემი ლინდა სად არის მითხარი გთხოვ.
-ლილუ გაჩერდი გთხოვ არ შეიძლება უნდა დამშვიდდე ახლა მას ძლიერი სჭირდები.
ვერავინ მოახერხა ლილეს დაწყნარება, იძულებულები გახდნენ დამამშვიდებელი გაეკეთებინათ.
თვალრბი დახუჭა და ნათლად დაინახა როგორ დაარტყა მანქანამ საყვარელ სილუეტს.... მერეე? მერე ვეღარაფერი დაინახა, მაგრამ იგრძნო რომ მეტის დაკარგვას ვეღარ გადაიტანდა და ტკივილმა თვალები დაუბინდა.


ისევ გაახილა თვალები, ისევ იგრძნო მკერდში ტკივილი, მაგრამ არ უტირია თითქოს და რაღაცამ ძალა შემატა.
"18წლის წინ ვერ შევძელი მათი თავი სიკვდილისთვის გამომეგლიჯა, მაგრამ ახლა ვიცი რომ ყველაფერს გავაკეთებ და უკანასკნელ სხივს არ მივცემ უფლებას რომ ჩაქრეს."
პალატაში ლინდა შემოვიდა და დას დამწუხრებული გადახედა გრძნობდა ლილე, რომ სწორედ ამ მზერას შეეძლო მისი გაძლიერება სწორედ ეს გოგო იყო ის ერთადერთი ვინც მას არასდრის არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ეხმარებოდა.
-როგორ არის?
-ლილე ახლა მომისმინე და გახსოვდეს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.
თორნიკეს მდგომარეობა მძიმეა, ლინდას ხმა ჩაუწყდა და ჩაახველა, მაგრამ მისი გადარჩენა შესაძლებელია.
ლილე ოპერაცია უნდა გაუკეთდეს და ეს ოპერაცია 20000$ჯდება.
ვიცი ვიცი, რომ ამის საშუალება არც შენ გაქვს და არც მე, მაგრამ ბინას გავყიდი აი იმ ბინას ბებომ, რომ მაჩუქა ხომ იცი არა დედა და მამა ამაზე უარს არ მეტყვიან.
-არა მეორედ ეგ არ თქვა რამეს ვიზამ შენ არ იდარდო ოღონდ ახლა ის უნდა ვნახო.
ლილეს მამის პალატა აჩვენეს და ისიც მძიმე ნაბიჯებით გაუყვა გზას იქითკენ სადაც მომაკვდავი მამა ელოდებოდა.
დაინახა უაამრავ მილზე მიმაგრებული მამა და იგრძნო,რომ ამდენი წლის შენარჩუნრბული სიმდვიდე და ვითომ "ძლიერი"გოგოს ნიღაბი სადღაც გაქრა.
-მა ახლა, რომ დამტოვო და წახვიდე გეფიცები ყველა წმინდას გეფიცები მეტს ვეღაარ გავუძლებ.
იქ თქვენ სამივე ერთაად ბედნიერები და მე აქ უბედური ეს ხომ უსამართლობაა??
მა მამიკო ვიცი , რომ მიყურებ შენი მზე გახსენდება ვიცი ჩემი ყურება ტკივილს გაყენებს ვიცი ამდენი წლის განმავლობაში უზომოდ გტკიოდა, მაგრამ გთხოვ მარტო არ დამტოვო, მე არ გაგიშვებ ვერ დაგთმო.
შუბლზე აკოცა და პალატა დატოვა. ახლა ტირილის და თვითგვემის დრო არ იყო.


ბინასაც კი ვერ გაყიდდა მამიდის სახელზე იყო, რომელი სადღაც საზღვარგარეთ გულაობდა და ყვრლაფერი ფეხებზე ეკიდა. სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.
თავუს კორპუსს მიუახლოვდა და იგრძნო, რო ფეხებში ძალა აღარ ჰქონდა. მძიმედ დაეშვა და კიბეებზე დაჯდა, ახლა რა ყნდა ექნა 18წლის გოგოს რომელსაც არავინ ჰყავდა ის სულ სულ მარტო იყო და ცდილობდა როგორმე მამა სიკვდილის კლანჭებიდა დაეხსნა.
-ლილე შვილო!
მოესმა ლამარა ბრბოს ხმა, ეს ქალი ისე უყვაარდა როგორც საკუთარი ბებია.
-ვიცი რააც დაგემართა და როგორ გიჭირს, არაა შენთვის ეს ადვილი გადასატანი, მაგრამ გაახსოვდეს სიბნელესი შენი გამოსახულება სარკეში სულ არ ჩანს აი ნელ ნელა რომ გათენდება შენი ლანდიც უფრო შესამჩნევი გახდება და დადგება ის დრო, დრო როდესაც სარკეში ჩახედვისას შენს თავს ვერ იცნობ მიხვდები, რომ შენი თვალები ანათებს და მიხვდები რომ უცნობი სარკეში აუცილებლად ბედნიერი იქნება.
შენ იცი აარ ვარ დიდად შეძლებული ეს გამომართვი ამ კონვერთში200ლარია ცოტა ხნით რაღაცაში გამოგადგება.
ბებომ საუბარი დაასრულა და გაშეშებულ ლილეს კონვერთი კიბეზე დაუდო.
გოგონა სანამ გამოფღიზლდებოდა და რეალობას დაუბრუნდებოდა ბებო უკვე წასული იყო.
-ოხ ლილე რამ გამოგაშტერა მადლობაც კი ვერ ვუთხარი.
სახლის კარები შეაღო და იგრძნო თუ რამდენად აკლდა ამ სახლს თორნიკე.
ახლა გაგიკვირდებათ მამა საავაადმყოფოში ჰყავს და ამას სახლში რაა უნდაო, სწორედაც რომ უნდა კარადა გამოაღო და ის სამკაული გადმოიღო მამამ მეთვრამეტე დაბადებისდღეზე, რომ აჩუქა ჩანთააში საგულდაგულოდ შეინახა და ოქროულობის მაღაზიისკენ მიმავალ გზას გაუდგა.
სამკაულები ძველებური იყო და თან დედის ერთადერთი სამახსოვრო ნივთები ძალიან უჭირდა მათი გაყიდვა უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა სხვას ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდა.
-გამარჯობათ! აი აამ სამკაულებს რამდენად ჩაიბარებთ?
-გოგონა დარწმუნებული ხართ, რომ ასეთ ძვირფას ნივთებს შეელევით?
-დარწმუნებული რომ არ ვიყო აქ არ ვიქნებოდი!მიხვდა ძალიან უხეშად, რომ გამოუვიდა და დანაშაულის გრძნობის გამო ლოყები აუწითლდა. სულ ასე ემართებოდა როცა რაღაცას აშავებდა ლოყები აუწითლდებოდა ხოლმე და მამიკოც მაშინვე გამოიჭერდა დაანაშაულში.
ერთხელ სკოლაში წასვლა ძალიან არ უნდოდა, რადგან იქ ერთ ბიჭს მოსწონდა ის კი ლილეს მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ თორნიკემ სახლში დარჩენის უფლრბა არ მისცა და იძულებული გახდა ისიც წასულიყო. გზაში ვიღაც წინ გადაუხტა და წითელი ვარდი რასაც ჰქვია სახეზე ააფარა, ოხ ეს ჭირვეული გოგო ბავშვობიდან ვერ იტანს ბანალურობას და ზოგადად ვარდის სუნზე ალერგია აქვს. კი გეთანხმებით ზედმეტად უცნაურობაა ვარდზე ალერგია, მაგრამ არც ეს გოგოა დალაგებული მოკლედ გაგულისებულმა ლილემ ამ მომაბეზრებელ ბიჭს ერთი გემრიელად უთავაზა მუშტი ცხვირში და თავ აწეული გააგრძელა სკოლისკენ გზა.
სახლში, რომ მივიდა წინ გაბრაზებული მამა აესვეტა და თვალები დაუბრიალა.
სანამ ლილე თავის მართლებას დაიწყებდა იქამდე აუწითლდა ლოყები და თორნიკემაც წამებში გამოიჭირა.
უეცრად კაცს სიცილი აუტყდა და თავჩახრილი გოგო გულში ჩაიხუტა.
მოკლედ მამამ შვილს ყველაფერი გამოკითხა და ამაზე შემდეგ ბევრი იცინა......




-5000$ მეტს ვერა.
ფიქრებიდან კაცის ხმამ გამოიყვანა და ისიც სასიამოვნო მოგონებებს გამოეთიშა.
-კარგით!
არც კი დაფიქრებულა ისე გადასცა სამკაულები ფული აიღო და სასწრაფოდ სავადმყოფოსკენ გაეშურა.




არაფერი შეცვლილა თორნიკეს კი მხოლოდ ერთი კვირა დარჩენოდა.
ლილემ რომ ეს გაიგო თითქოს თავში რაღაც ჩაარტყეს, თითქოს ძალა წაართვეს და თვალებზე ნაჭერი ააფარეს, მაგრამ თავი გაიმაგრა და არ წაიქცა მყარად დადგა 5000$ და 2000 ლარი უკვე ჰქონდა ყველაფერს გაყიდდა რაც გააჩნდა და მას გადაარჩენდა.
საღამოს მამასთან დარჩა და მისი ხელისთვის საკუთარი ხელი არ გაუშვია.



საავადმყოფოს საპირფარეშოში შევიდა და ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა. ღამის 3იყო და საერთოდ არ ეძინებოდა დაღლილი იყო, მაგრამ ვერ დაიძინა.
თავი,რომ ასწიასარკის წინ საკუთარი გამოსახულება დალანდა და უცებ შუქი ჩაქრა აი იმ წამს გაქრა ლანდი სარკეში და აი იმ წამს მოიცვა უკუნითმა სიბნელემ ყველაფერი.
ლანდს ვეღარ ხედავდა და ხვდებოდა, რომ ამ სიბნელეში აარა ფიზიკურად არამედ სულიერადაც ჩაფლური იყო.
"ეჰ ნეტავ როდის ეღირსება ჩემს ცხოვრებასაც სინათლე ნუთუ მუდამ ასეთ სიბნელეში მომიწევს ყოფნა?" ფიქრობდაა და თან საპირფარეშოდან გასვლას ცდილობდა
კარები გააღო და მძიმე სხეულს დაეჯახა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent