შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –1–


12-04-2016, 19:17
ავტორი sopiko
ნანახია 3 266

[თავი 1]
ბნელა! ხის ტოტები ისე გადაფარჩხულან და ახლართულან ერთმანეთში, რომ მონსტრის ხელები მგონია. შეშინებული ტრიალ–ტრიალით მივდივარ გზაზე, რათა ყოველ კუთხეს ვხედავდე და არაფერი არ გამომეპაროს. აბა, როგორია, როცა მიდიხარ, მიდიხარ და ვერ მიდიხარ! დაკარგულის ამპლუაში ყოფნა მართლაც საშინელებაა. ორიენტაცია ყოველთვის დაბალ დონეზე მქონდა და ამიტომაც იყო, რომ პირველად თემქას მარტო, მშობლების და უფროსი ადამიანის გარეშე მხოლოდ მაშინ გავცდი, უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა, მერე სამსახურში და ასე თუ ისე თბილისი შევიცანი, მაგრამ დღეს იმისთვის ვისჯები, რომ უკვე ოთხი წელია სოფელში არ ჩამოვსულვარ და პაპა, ბართლომე არ მომინახულებია. თუშეთში სოფლები დაცარიელდა. განსაკუთრებით კი ჩემი თუშარულა, რომელსაც რამდენიმე ოჯახიღა შემორჩა. ათიოდე მოხუცი დაკინკილებს თავის ეზო–კარზე. ახალგაზრდები დედაჩემისა და მამაჩემის თამადობით ქალაქებში გაიფანტნენ. ახლა რა ხდება? ჩემი დაკარგვის მიზეზი ისაა, რომ აქეთ საქმე, იქით სწავლაო და პაპას მხოლოდ ფიქრებში ვესიყვარულებოდი. ძლივს მოვიცალე, ჩამოვყალიბდი, წამოვედი სოფელში მარტოდმარტო და... აი, შედეგი!
ქვა–ღორღით სავსე გზას კარგად ვერ ვხედავ და რამდენჯერმე წავიქეცი კიდეც. ხან თხრილებში ჩამიცდა ფეხი, ხან წვეტიანი ქვა შემერჭო თხელძირიან ფეხსაცმელზე. ისიც კი არ გამითვალისწინებია, რომ თუშეთი სხვა იყო და თბილისი სხვა! ჰავაც სხვა იყო და კლიმატიც! ღირსი ვარ ყველაფრის! ტელეფონიც რომ აღარ იჭერს...
როგორ დაიწყო ჩემი დღევანდელი ფათერაკობის ისტორია? ძალიან უბრალოდ! ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში, სულ ბოლო რიგში და გასართობად წამოღებული წიგნი მარაოსავით ავაფრიალე. სანამ ''მარშუტკა'' თავისთვის ჯაყჯაყებდა და ''შაბათი ხომ შაბათიას'' უკრავდა, ცოტა წავიძინე კიდეც. ეს ცოტა წაძინება ორსაათიან ძილში გამოიხატა და თვალი რომ გავახილე, ვიღაც იდიოტის მხარზე მედო თავი. გარემოს რომ მოვავლე თვალი, მეუცხოვა. გავიკითხ–გამოვიკითხე, შემოვედით თუშეთში თუ არა_მეთქი. კი ვიცოდი, რომ ტრანსპორტი ჩემს სოფლამდე არ მიდიოდა, მაგრამ ერთი დეტალიც კი არ იყო ჩემთვის ნაცნობი აქაურობის. ხოდა როგორც გავიგე, შემოვლითი გზით მოვდიოდით. მარშრუტი შეცვლილიყო და ახლა სამხრეთიდან კი არა, ჩრთილოეთიდან მივუკაკუნებდით თუშარულას. დიდად არ მიდარდია. მართალია ეს გზა გაგებითაც არ გამეგო, მაგრამ ''მარშუტკაში'' ჯერ კიდევ დარჩენილიყო რამდენიმე მგზავრი და მათი დახმარებით როგორმე მივაგნებდი სახლს.
ამ როგორმემ ნამდვილად არ გაამართლა. ყველა რომ ჩავიდა ''მარშუტკიდან'', მაშინღა მოვედი გონს. აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი და მძღოლიც მეცა, არ ჩადიხარო? არ მინდოდა სულელი გამოვჩენილიყავი და ვითომ ვიცოდი სად ვიყავი, ისე გადმოვხტი ტრანსპორტის ქვედა საფეხურიდან.
მერე კი ვიარე ბევრი და ვიჩერჩეტე, მაგრამ ვერ იქნა და დანიშნულების ადგილს ვერ მივაღწიე! აქედან გამომდინარე კი ალბათ წარმოგიდგენიათ, ხეებს შორის სინათლის გამოჩენა როგორ მახარებს. თითქოს მეზღვაური ვიყო, დამშეული, მოწყურებული და მიწას ვხედავდე. სრულიად ანალოგიური სიტუაციაა ამ შემთხვევაში.
ძალა მემატება და ჩემი ჩემოდანიც მომენტალურად მჩატდება. ხელების ქნევით და ხვნეშით მივექანები ორსართულიანი, მორყეული სახლისკენ და შესასვლელთან წამიერად ვჩერდები.
''ადამიანები!''–გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს და ჩემი ხელი ხის კარებისკენ გარბის. ზუსტად სამჯერ ვაკაკუნებ და თავს უკან ვაგდებ. ღმერთო, როგორ დავიღალე...
გადის ერთი... ორი... სამი წუთი და მგონია, რომ უკვე სამი ათეული საუკუნე გავიდა! წამებიც კი მაჩანაკებენ და ენერგიას მაცლიან.
ჩემი ტანჯვის დასასრულს კარის სახელურის მოძრაობა მამცნობს! გაღიმებასაც ვეღარ ვახერხებ... კარები იღება და შუქი ახალგაზრდა მამაკაცის სახეს ეცემა. მის ნაკვთებს ბუნდოვნადღა ვხედავ... ცხვირი, პირი, თვალები ერთმანეთში წყლის საღებავებივით ირევა... ფერები ერთმანეთზე გადადის... თვალებს ვაჭყეტ და მანათობელ წერტილს უგემურად ვეკრიჭები.
–მაპატიე, მაგრამ გინდა თუ არ გინდა, მე უკვე შენი დროებითი მდგმური ვარ!
ეს სიტყვებია და მოცელილი ვეცემი ძირს. ყველანაირი კივილისა და ტკივილის გარეშე. თავზე ანგელოზები დამტრიალებენ და მეც გადარჩენას მათ მოხდენილ სასწაულს ვაწერ.
***
ინა, ახლა გაიღვიძებ და შენს თბილ საწოლში იქნები საყვარელ საღამურებში გამოწყობილი. ალბათ იმიტომ ვერ ხედავ ვერაფერს, რომ თვალებზე როგორც ყოველთვის ვარდისფერი ნაჭერი გაქვს წაკრული. ხო, გუშინ რაც მოხდა, სიზმარი იყო, მაგრამ... ფეხი ასე რატომ მტკივა? სიზმრიდან მომდევს ტკივილი? ადრე მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. ნუ, ესეც შესაძლებელია! მე მართლაც საწოლში ვწევარ, რბილად, კომფორტულად... სახეზე ხელებს ვიფათურებ და არც არაფერი მაქვს წაკრული, უბრალოდ თვალები მიხუჭია. იმისთვის, რომ რეალობაში გავერკვე, თვალებს ვახელ და რას ვხედავ?! თავზე მადგას მთელი ჯარი! მთლად ჯარიც არა... მგონი სამნი არიან... თუ ორი? არა, არა, სამი!
დამშვიდდი, ინა, დამშვიდდი! მთავარია მოსწრებული და შედეგგარანტირებული მოქმედება! აბა, რისთვის დავყავდი დედაჩემს თბილისში გადასვლისთანავე კარატეზე? ჩემი ცოდნა სადმე ხომ მაინც უნდა გამოვიყენო!
–ერთი წუთით!–ვჩურჩულებ განაზებული ხმით და საბანში ახლართულ ფეხებს ვითავისუფლებ.–კიდევ ერთი წუთი!–ახლა ფრჩხილებს ვარჭობ მის კიდეებს.–კიდევ ერთიც და დროა!
ფეხზე ვხტები და ჩემი საყვარელი ილეთით გამოვდივარ ''სცენაზე''!
–არ მომეკაროთ! არ მომეკაროთ, თორემ...–ერთიდან მეორეზე გადამაქვს მზერა, მეორიდან მესამეზე და... აი, ეს მესამე ნამდვილად მეცნობა!
მეცნობა კი არა...
ღმერთო, რას ვაკეთებ? სიზმარი არა, ის! ამ ხალხმა დაკარგული შემიფარა და მე კიდევ სამაგიეროს ასე ვუხდი?
დარცხვენილი და აფორაჯებული სახეზე ბალიშს ვიფარებ და თვალებს იქიდან ქურდულად ვაპარებ.
–ნუ გეშინიათ, არ მოგკლავთ...–მათ გაკვირვებულ სახეებს ვპასუხობ და ბალიშს ნელ–ნელა დაბლა ვწევ.
ტყუილად შემშინებია მათი. რა ეტყობათ იმის, რომ ''ცუდები'' არიან? არც არაფერი! ერთი ქალია და სამი მამაკაცი. ქალი ძალიან ლამაზია, როგორც ჩანს ორსულადაა. სათნო და კეთილი სახე აქვს, თვალები კი ''საფრთხის'' გადასვლისთანავე ანცად ენთება.
–ჩვენი ამერიკული ფილმი მგონი უფრო და უფრო იხლართება, გიორგი...–მხარს კრავს გვერდით მდგომ მამაკაცს და თმას ხელით აწვალებს.
–მგონი კი არა, ასეა!–ნაძალადევი ღიმილით პასუხობს კაცი და მხარზე ხელს უთათუნებს.
ჩემი დაკვირვებული თვალი აფიქსირებს მათ სითბოს და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ალბათ ეს ქალი მისი ცოლია, ამ ქორწინების შედეგი კი სახეზეა წინ წამოწეული მუცლის სახით.
განაპირად მდგარი ორი მამაკაცი კი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე მათვალიერებს. აშკარად ერთი სული აქვთ ჩემი ვინაობა და აქ მოსვლის მიზეზი გაიგონ. ხო, მართლა! მე ხომ ბართლომე პაპა მელოდება. წარმომიდგენია, როგორ ინერვიულებდა ღამით რომ არ მივიდოდი... მან ხომ მაინც იცის, თუ როგორ ვიზიდავ ხიფათებს!
–გაგინელდა შთაბეჭდილება, თომა? რა სისულელეებს როშავდი გუშინ! ალქაჯიაო, ტყიდან ჩვენს შესაცდუნებლად გამოვიდაო... მერე რა ლეგენდები მოიფიქრე!–კისკისებს ქალი და შავგვრემან მამაკაცს გაჰყურებს.
რაო? რაო? ალქაჯიო? მერე რა, რომ გვარად ალქაჯელი ვარ და თანაც ცოტა ვალქაჯობ ხოლმე, ამიტომ ჩემთვის ალქაჯი უნდა ეწოდებინა? საძაგელი! დიახ, ეს ისაა, კარი რომ გამიღო და მე მის წინ რომ ჩავიკეცე. ნეტავ, შემომეშველა მაინც? თუ ერთი საათი ვეგდე ცივ მიწაზე...
–უკაცრავად, თქვენი სახელი?–შეურაცხყოფილი ვუტრიალდები შავგვრემანს. მისი სახელი მართალია ქალმა ახსენა, მაგრამ აღარ მახსოვს.
–თომა!–უღიმღამოდ მპასუხობს და დამცინავად იღიმის.
ოო, სახელს დასაწუნი არაფერი აქვს!
–გვარი?
–ქისტაური.–ამაყად იჯგიმება წელში. მადლობა მამაშენს უთხარი, ქისტაური რომ იყო, იდიოტო!
–ეს სახელი ამ გვარს ნამდვილად არ უხდება, სიხარულო!–სხვას რომ ვერაფერს ვუგონებ, სახელსა და გვარს ვუკავშირებ ერთმანეთს და გონებაში მის შეჭმუხნულ ცხვირზე ვხალისობ.

^^^
12 აპრილია და მეც აქ ვარ, თქვენთან!
უჰ, როგორ მომნატრებიხართ... ძალიან! წარმოიდგინეთ, ამ რამდენიმე დღემაც კი მომანატრა თქვენი თავი!
დავბრუნდი სასიყვარულო, კომედიური და მძაფრსიუჟეტიანი ისტორიით, რომელიც ვიმედოვნებ გაგართობთ და სასიამოვნოდ გაგატარებინებთ დროს...
ძალიან მაინტერესებთ, როგორ მოგეწონებათ ჩემი ნამუშევარი ამ ჟანრში და აჟიტირებული ველი შეფასებებს...
შემდეგ თავში გაიგებთ იმას, თუ რა უნდა ამ სამეულს მორყეულ, ძველ სახლში და კიდევ ძალიან ბევრ რამეს...
უყვარხართ სოფიკოს! (უპს, ამის დაწერაც მომნატრებია (აქ ვიცინი))



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ რა მაგარი იყო.მმ ძალიან ძალიან მაგარი სიცილით გავიგუდე ლამის... მკითხველებსაც ძალიან მოენატრე და ძალიან გამიხარდა შენი იატორია რომ ვნახე... ეს ინა მაგარი ვიღაც არის... არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის ჩემი ემოციების გამოსახატად... მაგარი ხარ

 


№2  offline წევრი teddy))

Ert dgeshi mogenatra xoo :D vaime ra kargia, ai ici rogoria?
S A C H E M O! Sheni istoriebi sul sachemoa, magram vatyob es gansakutrebulad! Mxiarulia da rac dzalian mmwons! Veli shemdeg tavs! :*

 


№3  offline მოდერი sopiko

უცნობი ქ
აუ რა მაგარი იყო.მმ ძალიან ძალიან მაგარი სიცილით გავიგუდე ლამის... მკითხველებსაც ძალიან მოენატრე და ძალიან გამიხარდა შენი იატორია რომ ვნახე... ეს ინა მაგარი ვიღაც არის... არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის ჩემი ემოციების გამოსახატად... მაგარი ხარ

გმადლობ, უცნობო love ძალიან გამახარე!
teddy))
Ert dgeshi mogenatra xoo :D vaime ra kargia, ai ici rogoria?
S A C H E M O! Sheni istoriebi sul sachemoa, magram vatyob es gansakutrebulad! Mxiarulia da rac dzalian mmwons! Veli shemdeg tavs! :*

მმმ, ჩემი თედ'უნია love ერთში არა, ორ დღეში! lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent