შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე ნაწ.2 (სრულად)


12-04-2016, 21:49
ნანახია 3 976

***

მონატრების გრძნობა, აუტანელი. სურვილი, რომ იგი ოცნებებს გამოსტაცო..
ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაღაცას ნანობ მაგრამ ვერაფერს აკეთებ ეს შეცდომა რომ გამოასწორო.
გულისტკივილი და დარდი..
მუცელში სიცარიელე..
უძილო ღამეები, შიმშილი, რომელსაც აღარაფერი კლავს..
რაღაც გაკლია და ეს ნაკლებობა არაფრით ჩამოუვარდება ჟანგბადის ნაკლებობას..
სიცარიელე ფიქრებში..
სიცარიელე სულში..
სიცარიელე..
შემდეგ, დიდი სიხარული და ამ სიხარულით შევსებული სიცარიელე..

***
-რატომ ხარ მოწყენილი პატარავ?
-დედიკოზე ვარ გაბრაზებული, კიდევ მარიამზე და ლიზიკოზე
-რატომ ხარ გაბრაზებული, რა მოხდა?
-მე არ მომწონს ბაღი, მაგრამ დედიკომ მითხრა მოგეწონებაო. სულ ლიზისთან და მარიამთან ერთად ხო არ ვივლი. არ მიყვარს თოჯინებით თამაში, ისინი კიდევ სულ ბარბებით ხელში დარბიან,- უპასუხა ბავშვმა. კაცს გაეღიმა და უთხრა:
-იცი, მეც არ მომწონდა ბაღი თავიდან, მაგრამ მერე ძალიან შემიყვარდა ბევრი მეგობარი
გავიჩინე. რა გქვია შენ?
-მე ვატო მქვია, თქვენ რა გქვიათ ბიძია?- კაცს გაეღიმა. უნდა ეპასუხა, მაგრამ ამ დროს ლამაზმა გოგომ მოირბინა:
-ვატო, წამოდი რა!
-არ მინდა ლიზა თქვენთან!-გაბრაზებულმა უპასუხა ვატომ
-წამოდი, თორემ ელენეს ვეტყვი იცოდე, რომ არასოდეს გვეთამაშები და სუპიც არ შეჭამე!-დაემუქრა ლიზა.
-კაი, ჰო!- ჯუჯღუნით უპასუხა დაემშვიდობა კაცს და წავიდა. სასიამოვნო შეგრძნებითა და ღიმილით უყურებდა კაცი მოთამაშე ბავშვებს.

***

მეორე დღესაც მივიდა უცნობი კაცი, მესამე დღესაც, მეოთხე დღესაც და ასე, გაგრძელდა 2 კვირა. დაუმეგობრდნენ ვატო, ლიზა და მარიამი და ისინიც ხშირად ეჭორავებოდნენ.
-ვატო, ელენე მოვიდა! წავედით,- დაიყვირა მარიამმა და წამოდგა. ბავშვები ბაღის მასწავლებელმა მიაცილა გასასვლელამდე. კაცი კი შორიდან უყურებდა ბავშვებსა და ახალაგაზრდაა ქალს, რომელსაც დიდი სიყვარულით შეეგებნენ ბავშვები.ჩასხდნენ მანქანაში, ელენე მასწავლებელს გამოემშვიდობა და ისიც ჩაჯდა. მთელი გზა ბავშვები უყვებოდნენ ბაღის ამბებს. ელენეს უხაროდა ვატოს რომ მოწონდა ბაღი უკვე და პრეტენზიას არ გამოხატავდა იქ სიარულზე.
-დე, დე ჩემმა მეგობარმა იცი რა მითხრა?- უთხრა ვატომ
-ვინ მეგობარმა დე?-ჰკითხა ელენემ
-აი, ელე მეგობარი რო გვყავს ჩვენ მაღალი როა, შავთმიანი,ესეთი თვალები რო აქვს,- ხელებით განასახიერა მარიამმა
-რაო, დე რა გითხრა?-სიცილით იკითხა ელენემ
-დედიკოსავით ლამაზი თვალები გაქვსო,-უპასუხა ვატომ. ელენე გაჩუმდა ცოტახანს და მერე კითხა:
-რა ქვია თქვენს მეგობარს?
-არვიცით,-უპასუხეს ბავშვებმა
-რას ქვია არ იცით? ბაღელს როგორ არ იცნობთ?- გაეცინა ელენეს
-არაა ელე ბაღელი. დიდი ბიჭია, წვერები აქვს,-უპასუხა ლიზამ. ელენე გაბრაზდა და უთხრა ბავშვებს:
-აღარ დაელაპარაკოთ არც ერთი! გიკრძალავთ უცხო ადამიანებთან საუბარს! არ მაინტერესებს!- აიღო ტელეფონი და დაურეკა ანას,- ან, ჩემთან წავიყვან ბავშვებს და გამოდით ყველა რაღაცა საქმე მაქვს.
საღამოს ყველა ელენესთან ავიდა. გემრიელობები დაახვედრა მეგობრებს ელენემ, ბავშვებსაც საყვარელი შოკოლადის ტორტი მიართვა და სათამაშო ოთახში გაუშვა.
-პროსტა, ნერვები მეშლება! ბოლო ორი კვირაა ვატატო იმენა ისე ახსენებს გეგონება, მაგაზე ახლო მეგობარი მეორე არავინ ჰყავს. სახელიც არ იციან ბავშვებმა,- ბრაზობდა ელენე
-ხო ვამბობდი, რომ ატყდით ეს გოგოები ბაღი-ბაღიო!ძიძა ავუყვანოთ ბავშვებსთქო?,- გაბრაზდა დათუნა
-კაი რა დათი ბავშვებს ხომ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი სხვებთან. უფრო მეტს ისწავლიან. ეს ნელი მასწავლებელი კიდე ან ისულელებს თავს ან მართლა არაფერი არ იცის, ვერ ხედავს ვინ მიდი-მოდის?- თქვა ანამ
-ხო, გუშინ რომ გამოვიყვანე ბავშვები ნელის ველაპარაკე და არ ვიციო, რა სისულელეა ხომ იცით აქ უცხო არავინ შემოვაო იმენა ქალმა თავი გაიგიჟა და ტანსაცმლიდან ამოხტა, ეს როგორ მაკადრეთო- სიცილით თქვა ნიკუშამ.
-შენ რა სულ ლაზღანდარობ ნიკუშ,-სიცილითვე უთხრა ანამ,-კაი ჰო ეშველება მაგ კაცს თუ ვინცაა, სხვა ბაღში გადავიყვანთ და ეგაა. რა ქენი ელენე დარეკე სახლზე?-კითხა ანამ
-კი, დავრეკე და თავისუფალია. შეგვიძლია ორი კვირა წავიდეთ და გავიხსენოთ ძველი დრო,- ტაში შემოკრა და სიხარულით უპასუხა ელენემ ანას.
ზაფხული იყო დაწყებული. სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები ისვენებდნენ უკვე. მეგობრებმა შვებულება აიღეს სამსახურებიდან და ორი კვირა ისევ ისე, ზღვაზე წავიდნენ ოღონდ ახლა უკვე შვილებთან ერთად.
დილას გადიოდნენ ზღვაზე, შუადღისას კი მორიგეობდნენ ხან რომელი დარჩებოდა მძინარე ბავშვების საყარაულოდ, ხან რომელი დანარჩენები კი სანაპიროზე რჩებოდნენ გასარუჯად. ინაწილებდნენ მოვალეობებს, ბავშვებს რომ დააძინებდნენ ერთობოდნენ და ასე შემდეგ. დათუნამ და ნიკუშამ ჩაიყვანეს გოგონები და ბავშვები ზღვაზე, გაჩრდნენ ორი დღე და სამსახურის გამო ისევ უკან დაბრუნდნენ. მართლა ძველი დროის გახსენება გამოუვიდათ. საღამოს აივანზე ისხდნენ ანა, ელენე და ნიაკო და ჭორაობდნენ ძველებურად.
-დათუნა იყო,-თქვა ანამ ტელეფონზე ლაპარაკს რო მორჩა,- შაბათ-კვირას ჩამოვალთ მე და ნიკუშა და კოტესაც გამოვიყოლებთო
-აუ, რა მაგარია! გიჟდებიან ბავშვები კოტეზე, თან იმასაც მეტი ჭკუა არ აქვს,-სიცილით თქვა ელენემ
-აუ, გახსოვთ გოგოებო? კოტე რომ გადმოხტა მესამე სართულიდან იმ ვიღაც ნატალიას რომ უმტკიცებდა ვითომ სიყვარულს?- იცინოდა ანა
-აუ, კი! და ის გახსოვს? ჩვენი ბიჭები რომ ჩამოგვივარდნენ ბაკურიანში სერენადებით?- დაამატა ნიამ. იცინოდნენ , ძველ დროს იხსენებდნენ. იმ დროს, როცა ყველა კარგად იყო.
მოვიდა სანატრელი შაბათი-კვირა და ჩამოვიდნენ ბიჭებიც. ბავშვებმა აღარ იცოდნენ კოტეს რომელ მხარეს დამსხდარიყვნენ,ისე გაუხარდათ მისი ჩამოსვლა კისერზე ეკიდა სამივე. კოტეც რა თქმა უნდა ყვეალფერზე თანხმდებოდა, ზღვაში ჭუკებივით ჩაყრილ და მოჭყუმპალავე ბავშვებს უერთდებოდა „დედა იხვი ხოა საჭირო აქო“, წუწავდა, ეჯიბრებოდა ვინ, როგორ გაცურავდა და რა თქმა უნდა სულ „აგებდა“. კოტეს ჩამოსვლით ძალიან გამხიარულდნენ და საღამოს გადაწყვიტეს ცოტა დაელიათ და დაესვენათ რუტინული დღეებისგან. იმ საღამოს მარიამი და ვატო ვერაფრით ვერ დააძინეს. სულ ფეხებში ედებოდნენ ბავშვები უფროსებს, სულ თამაში უნდოდათ და არ ეძინებოდათ. კოტემ მოჰკიდა ხელი ორივეს და გარეტ გაიყვანა მაღაზიაში ვუყიდი რამესო იქნებ ამით მოვქრთამო და მერე დაიძინონო. რაც ვატო გაქრა კოტე იყო ყველაფერი. მას მერე ზრუნავდა პატარა ძმიშვილზე, არაფერს აკლებდა, ცდილობდა მამის სითბო რაც ბავშვს სჭირდებოდა არ მონატრებოდა პატარას, ყველაფრით ცდილობდა გაენებივრებინა. მაღაზიში შევიდნენ. ისე გაცვივდნენ გარეტ მარიამი და ვატო კოტემ ვერც კი შეამჩნია. მარიამი და ვატო თავიანთ უცნობ მეგობართან მივიდნენ. ძალიან გაუხარდათ მისი ნახვა.
-როგორ ხართ ბავშვებო?
-კარგად, შენ როგორ ხარ ბიძია?-კითხა მარიამმა,-ჩვენ არ ვიძინებით და კოტე ბიძიამ წამოგვიყვანა სასეირნოდ
-კარგად ვარ მე. ძალიან გამიხარდა აქ, რომ გნახეთ. ვისთან ერთად ხართ?- ჩაეკითხა უცნობი მეგობარი
-დედიკოებთან, მამიკოებთან და ბიძია კოტესთან ერთად,-უპასუხა მარიამმა
-ოღონდ მამაჩემი აქ არაა. სხვაგან ცხოვრობს და მაგარ სათამაშოებს მიგზავნის,-უპასუხა ვატომ გლუბრყვილოდ. კაცმა გაუღიმა, ამ დროს კოტეს ხმა გაიგეს.
-ვატო! მარიამ! სად იყავით? გავგიჟდი თქვენი ძებნით ასე როგორ შეიძლება!-მივიდა კოტე და ბავშვებს ხელი მოჰკიდა,-დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხათ,-უთხრა კაცს და შეხედა. ერთ ადგილას გაშეშდა, ხმას ვერ იღებდა, თვალებს არ უჯერებდა, რომ მის წინაშე მისი დეიდაშვილი, ადამიანი რომელთან ერთადაც გაიზარდა, ძმაკაცი, მეგობარი ვატო მენაბდე იდგა. აი, ხმა ჩაგვარდნიათ? ერთ ადგილას გაშეშებულხართ, ყურები დაგხშობიათ, თვალებში დაგბნელებიათ, გქონიათ განცდა თითქოს დაგამცირეს და გაგანადგურეს. აი, ზუსტად ასე იყო კოტე ახვლედიანი იმ წამს! როგორ იქნებოდი, როცა შენი სისხლი და ხორცი, ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაზე ყველაფერს გირჩევნია გარდაცვლილი გეგონა და უცებ, ხედავ.
-შენ..შე..შენ..- ძლივს ამოიღო ხმა კოტემ. ვატომ თვალებით ანიშნა ბავშვებზე, რომ არ შეემჩნია და გამოფხიზლებულიყო. კოტემ უკომენტაროდ მოჰკიდა ბავშვებს ხელები და გიჟივით გავარდა სახლისკენ. სახლში შესული ასეთი სახით რომ დაინახეს კოტე ფეხზე წამოიჭრნენ.
-რა გჭირს კოტე? რა მოხდა?,-მივარდა ანა
-კოტე,ფერი არ გადევს სახეზე! სულ თეთრი ხარ! ვაიმე რა გჭირს,- ხელი მოჰკიდა ელენემ, მაგრამ კოტე უმოძრაო და გაყინული იყო.
-რა გჭირს ბიჭო ხმა ამოიღე შენ ხო არ გარეკე? რა დაგემართა ტო!- დაუღრიალა დათუნამ
-დათუნა და ნიკუშა , თქვენი დახმარება მჭირდება. მე..მეე.. დამირეკეს და ბათუმში უნდა გადავიდე რამდენიმე საათი,-ძლივს მოაბა თავი და ბოლო
-ეგრე რა ტო. მაგრად შემაშინე შენს ძმობას ვფიცავარ,-ამოისუნთქა ნიკუშამ
-ჰე, წამო წავიდეთ,- უთხრა დათუნამ და გასაღებისკენ წაიღო ხელი
-გოგოებო, დაიძინეთ არ დაგველოდოთ,-უთხრა კოტემ და ისე გავიდა სახლიდან არც კი შეუხედავს არავისთვის. გზაშიც ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა, ამაზე ბიჭები უფრო მეტად გიჟდებოდნენ და ნერვიულობდნენ.
-ბიჭო დათუნ გააჩერე აქ,-უთხრა კოტემ. დათუნამაც გააჩერა. ცოტა კი გაუკვირდა რადგან ჯერ ბათუმშიც არ იყვნენ ჩასულები, გონიოს გზაზე იდგნენ.
-რა ხდება კოტე იტყვი ეხლა ბოლოს და ბოლოს?-იკითხა ნიკუშამ
-ვატო ცოცხალია. ცოცხალი და უვნებელი. არაფერი არ ჭირს, ისევ ისეთია. ისევ ის სახე, ღიმილი, ხმა. აბსოლუტურად ყველაფერი!- დაიყვირა კოტემ და მუხლზე ხელი დაირტყა. ბიჭები გაოგნდნენ, ხმას ვერ იღებდნენ. თავიდან ვერ გაიაზრეს რა თქვა კოტემ, მერე კი ერთმანეთს დაუწყეს ყურება.
-რა თქვი ბიჭო?-აღმოხდა ნიკუშას
-რაც გაიგეთ. წეღან ვნახე შემთხვევით და აბა, თუ გამოიცნობთ ვინ არის ის იდუმალი უცნობი ბავშვების მეგობარი?-უპასუხა კოტემ
-ხო არ ღადაობ ტო!!! ეგ სულ გამოშტერდა! სად ეგდო აქამდე?-გამწარდა ნიკუშა
-არ მაინტერესებს! ამის დედაც.....! წავედით დროზე,-იღრიალა დათუნამ და მანქანა დაძრა. იცოდნენ ბიჭბმა სადაც უნდა წასულიყვნენ. ვატოს მამიდის სახლში,სადაც პირველად ჩამოვიდნენ და სადაც, ყოველ წელს ისვენებდნენ ბიჭები. სახლის კარი გააღეს და გიჟებივით შეცვივდნენ.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდით,-გაიგეს მშვიდი ნათქვამი.
-შენ ბიჭო ხო არ გარეკე? სრულ ჭკუაზე ხარ?-მივარდა დათუნა და ხელი დაარტყა,- ამის დედაც! იცი რა გვჭირდა? ადამიანებს აღარ ვგავდი! შენ ვინ ყოფილხარ არაკაცო!- ნიკუშა და კოტე ჩუმად იდგნენ. ხმას ვერ იღებდნენ და ვერც ვერაფერს აკეთებდნენ, არც დათუნას აკავედბნენ. გული რომ მოიოხა დათუნამ ყვირილითა და მუშტებით გადგა განზე.
-ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს,-დაიწყო ვატომ და ტუჩიდან წამოსული წითელი სითხე მოიშორა
-კარგია რომ ხვდები. იცი როგორ გეძებდით? გადავატრიალეთ მთელი საქართველო. ის როგორ გაპატიო დეიდაშენსა და დედაშენს შავები რომ ჩააცვი?- მშვიდად იკითხა კოტემ
-ვერ მიპოვიდით, არ ვიყავი საქართველოში. თუმცა ცოტა ხნის წინ ოჯახებმა გაიგეს ჩემი ამბავი,-უპასუხა ვატომ
- და ვსო? ეს არის ძმაკაცობა? ეს არის ურთიერთობა? ჩვენ რა გვერჩოდი ის საწყალი გოგო თუ არ შეიცოდე? ნაგავი ხარ! როგორ გაგინო ამისი ღირსიც არ ხარ!-იყვირა ნიკუშამ
-იმ დღეს საგურამოში, ეჭვიანობისგან კინაღამ ცუდად გავხდი. რა ცუდად ვიყავი თქვენც იცით. მისმა მოსვლამ ჩემთან კი ვაფშე დააგვირგვინა ყველაფერი. იცი რა მჭირდა? სულს და ხორცს რომ უნდა.. უნდა, მაგრამ ვერ იღებს. ჩემგან შორს იყო და თან ახლოს. დიდხანს ველოდებოდი, დიდხანს ვცდილობდი ხან ისე, ხან ასე. თქვენც ხომ იცით რომ ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ იმ ღამეს, ნუ იმ დღეს ყველაფერი ცუდი გამახსენდა, რაც გადავიტანე და გამიჩნდა საოცარი შურისძიების სურვილი და კი იცით..-ჰყვებოდა ვატო,-დედასაც დავუტოვე წერილი, სადაც ვწერდი რომ კარგად ვიქნებოდი, იცი რატომ? ვერ გავბედე ნანასთვის მეთქვა რაც გავაკეთე! მერე რა ნამუსით მომეყვანა ელენე სახლში? ინგლისში წავედი ჯარჯისთან, მერე რიგაში წავედი და რაღაც წვრილ-წვრილი ბიზნესები დავიწყე,რითიც თითქოს დანაშაულის გამოსწორებას ვცდილობდი ჩემ თავთან, ელენესთან და თქვენთან რა თქმა უნდა. თქვენ რაც შეგეხებათ, რომელიმესთან რომ გამოვჩენილიყავი ვიცოდი ეტყოდით ერთმანეთს, მერე მოგვიწევდა კონტაქტი ერთმანეთთან მეც ჩამოსვლის სურვილი გამიჩნდებოდა და ალბათ კიდევ სისულელეს ვიზამდი. რომელიმე აუცილებლად მიხსენებდით ელენეს...-ხმა აუკანკალდა ვატოს, გაჩუმდა რამდენიმე წუთი და ისევ გააგრძელა,- რამდენიმე კვირააა, თითქმის ერთი თვეა ჩამოვედი და ნანასგან გავიგე, რომ შვილი მყოლია. მერე.. მერე მივაკითხე ბაღში და რომ დავინახე ჩემი ბავშვობა გამახსენდა.. დანარჩენი კი გეცოდინებათ,-დაასრულა ვატომ. ბიჭები გაოცებულები, გაბრაზებულები იყვნენ. ყველა გრძნობა ერთად იყო თავმოყრილი: სიბრაზე, სიყვარული, მონატრება, სიძულვილი.
-მორჩი?,-ცივად იკითხა დათუნამ
-ყველაფერი ალბათ ბედისწერამ გადაწყვიტა, რომ დღეს შემთხვევით ვნახე ბავშვები და კოტე.- დუმილის შემდეგ კოტემ ჰკითხა:
-რას აპირებ? კიდევ დამალვას და შორიდან ყურებას?
- არა, აღარ ვაპირებ. უბრალოდ ცოტა დალაგება მინდა
-დალაგება , რომ გინდა ეგ უკვე კარგია,-ცინიკურად უთხრა დათუნამ
-აღარ დავიმალები და მაქსიმალურად ვეცდები ყველასთან ვიყო და ავინაზღაურო ის დაკარგული დღეები,-იმედიანად უპასუხა ვატომ,- რაღაც უნდ გკითხოთ, ვუყვარვარ კიდევ?
-ვერ ხედავ ტო? ბავშვი ვირტუალურად იცნობს მამას, გიჟი დედაა, ყველაფერს აკეთებს ბავშვისთვის,ბოლოს და ბოლოს ბავშვს შენი სახელი ჰქვია, ეს იმას ნიშნავს რომ თავიდანვე იყო იმედი შენი გამოჩენისა და დაბრუნების!-უპასუხა კოტემ
-მომეხმარეთ მის დაბრუნებაში,-ხმადაბლა თქვა ვატომ
-ელენე შენნაირ არაკაცს არ იმსახურებს! იცი რა გადაიტანა ამ 4 წლის მანძილზე? დღეს და ღამეს ათენებდა, ჩაშავებული თვალები რომ ჰქონდა მიზეზად ამბობდა ბევრი საქმე მქონდა და ღამე ვიმუშავეო, მარტო ჩვენ ვხედავდით რა სჭირდა! სამაგალითო დედაა, გოგო რომელიც მუშაობს, მაგისტრატურაც დაამთავრა და ღირსეულ შვილს ზრდის! ეს ცოტააა?- იღრიალა ნიკუშამ,- მაგრამ სიგიჟემდე მენატრებოდი ვატო! ძმა მაკლდა, ძმა!- უთხრა ნიკუშამ და ჩაეხუტა,- დაგეხმარებით, აბა რას ვიზამთ... იმ ღამეს მთელი 4 წლის მომხდარი ამბები მოუყვეს ვატოს. იყო ემოცია, ცოტა ცრემლი, ბევრი სიხარული, სიცილი, ბავშვობის გახსენება და ბოლოს მაინც თემა: ელენე და პატარა ვატო. ბიჭები გამთენიისას დაბრუნდნენ სახლებში.

****
დილა როგორც ყოველთვის ბავშვების ყვირილით დაიწყო. არ იყო ამინდი, წვიმდა ზღვისპირეთში და ამიტომ, ათასი რამ მოიფიქრეს ბავშვების გასაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები გამთნიისას მოვიდნენ სახლებში, დილას მაინც ადგნენ თუ არა მაშინვე გავიდნენ, მოიმიზეზეს საქმიანი შეხვედრა. მთელი დღის განმავლობაში ხან რომელ არხს უყურებდნენ, ხან რომელ ფილმს, მულტფილმს, სერიალსა და სხვა გადაცემემებს. ძალიან მოუნდათ პიცა, მაგრამ მოგეხსენებათ ზღვისპირეთის წვიმების შესახებ არც ერთი ტაქსიიყო თავისუფალი, ამიტომ ანამ და ნიამ გადაწყვიტეს პიცერიაში წასულიყვნენ და თავად მოეტანათ პიცები.
ამასობაში კი, ბიჭები ისხდნენ კაფეში და საუბრობდნენ. გეგმავდნენ გოგონებთან და ელენესთან შეხვედრას, როგორ მომხდარიყო ყველაფერი, რადგანაც ნია და ანა ძალიან ემცოიურები იყვნენ ყველაფერი კარგად მოფიქრებული უნდა ყოფილიყო.ხომ იტყვიან თბილისი პატარააო, მაგრამ საქართველო და კონკრეტულად აჭარაც პატარა ყოფილა! ამ ლაპარაკ-ლაპარაკში იყვნენ, რომ კაფის კარი ანა და ნიამ შემოაღეს. მომღიმარ დაქალებს ღიმილი სახეზე მიეყინათ და სახე-ალეწილები წამოვიდნენ ბიჭბისკენ.
-ახსნი თუ..?- მკაცრად დაიწყო ანამ
-ანა, კარგი რ..- დაიწყო დათუნამ
-შენ ჩუმად იყავი!- გაბრაზდა ნია და როცა დაინახა, რომ ნიკუშაც ხმის ამოღებას აპირებდა,- შენი ხმაც არ გავიგო! ახლა კიდევ შენ მომისმინე ასეთი სახით რომ გვიყურებ, როგორ ფიქრობ ეს სახე უნდა გქონდეს ვითომ აჩრდილი დაინახე? არა! პირიქით ჩვენ ვართ გაოგნებულები,მგონია რომ ჩემი ძველი „ყოფილი“ მეგობრის სულს ვხედავ! ნამდვილად გამოცხადება მაქვს!-ატლიკინდა ნია და არ იცოდა რას ამბობდა
-კარგი ნიაკო რა,- შეევედრა ნიკუშა
-შენ ვაფშე რა პონტში იღებ ხმას?- მიუტრიალდა ნია,- ხომ შეგეძლო გეთქვა? ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს?
-ნია, ამათმაც გუშინ გაიგეს შემთხვევით,- უპასუხა ვატომ
-რაო? შემთხვევითო?,- გაიოცა ანამ- რა იყო არ აპირებდი საერთოდ გამოჩენას? ისევ უნდა ეგლოვა ჩვენს დაქალს შენი თავი ყოველ ღამეს? იცი, ვატო? საერთოდ აი, საერთოდ, საერთოდ არაფერი არ ვიცით რა მოხდა! მისგან არაფერი არ ვიცით, შენგან ხო მითუმეტეს! იცი, რატომ? იცი, რა თქვა? როცა გაიგო, რომ შვილს ელოდებოდა შენგან აგვიკრძალა რამე გვეთქვა შენზე, იმიტომ რომ პატივს ვცემ, როგორც ჩემი შვილის მამასო და ჩემ საყვარელ ადამიანსო! და რომ ვეკითხებოდით აპატიებ თუ არათქო , პრინციპში რაც არ ვიცოდით რა მოხდა, პასუხი იცი რა იყო? თემის გადატანა! ჩვეულებრივი არაკაცი ხარ!
- იცი, რამხელა ტკვილი იყო შვილის მარტო გაზრდა? ჩვენ რომ არა ალბათ ახლა არ ვიცი მე რა მდგომარეობაში იქნებოდა, მიუხედავად იმისა რომ ოჯახი გვერდზე ედგა. იცი რამხელა ძალა დასჭირდა იმისთვის, რომ დედაშენთან და მამაშენთნ მისულიყო და ეთქვა, მალე ბებია და ბაბუა გახდებითო? არ იცი! არაფერი არ იცი! შენ სადღაც შორს გტკიოდა და აქ ელენეს ტკიოდა იმაზე მეტად ვიდრე შენ!იცი რა ძნელია ერთი კედლის იქეთ, რომ გესმის ტირილის ხმა!- გამწარებული იყო ნია.
-ხო ანა და ნია, არაფერი არ ვიცი და მესმის ყველაფერი რასაც მეუბნებით! არც მე არ ვამართლებ ჩემს თავს, რაც მოხდა და რაც გავაკეთე. იმაზე მეტად ვნანობ ვიდრე თქვენ გგონიათ! სინანულმა ჩამომიყვანა აქ და იმ სიყვარულმა რაც მე მის მიმართ მაქვს,-უპასუხა ვატომ და სასმელი მოსვა.
-პროსტა არ ვიცი ვატო, რა უნდა გითხრა, რა უნდა გელაპარაკო! ჩვეულებრივი არაკაცი ხარ მართლა,-უთხრა ანამ
-ე, გოგო! მოზომე ცოტა ლაპარაკი ზედმეტები ხო არ მოგდის?- მკაცრად უთხრა დათუნამ
-აი, შენ და შენ,- უთხრა ანამ დათუნას და ნიკუშას,- ამის მერე პროსტა როგორ გენდოთ! რომ მოხვედით დღეს დილას სახლში ჩვენ მაინც ვერ გვითხარით?
-კაი, ანა რა! ზედმეტი მოგდის ეხლა, სახლში დავილაპარაკებთ,- უთხრა დათუნამ. ნიაკოს არავისთვის არ გაუცია ხმა.ნიკუშას ზედაც არ შეხედა ისე ადგა და გავიდა კაფიდან. ანაც გაჰყვა.ჩასხდნენ თუ არა მანქანაში ნიამ უთხრა:
-ჩვენ კიდევ რა მაინც და მაინც აქ შემოვედით! გეფიცები გული აღარ მაქვს..
-მეც ნი, გაოგნებული ვარ! ელენე გააფრენს..
-ხო ან.. მოკლედ რადგან ელენეს გარდა ყველამ ვიცით ეხლა ვატოს მივაწვეთ, რომ დროზე ნახოს. რაც უფრო მალე უკეთესი!
-აუ, ძალიან მაგრა მეშინია ელენეს რეაქციის..-დაიწუწუნა ანამ
-მეც, მაგრამ ძლიერი გოგოა! ძალიან ძლიერი და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვყავართ,-დაიმშვიდა თავები ნიამ
-კი, მართალი ხარ,-უპასუხა ანამ,- წამო სხვაგან პიცა წავიღოთ რისთვის გამოვედით ამ ამინდში.

****

მეორე დღესაც წვიმიანი ამინდი იყო და, რადგან ამინდის პროგნოზი მომავალ ერთ კვირასაც წვიმიან ამინდს იუწყებოდა წამოვიდნენ. ვატომ აიჩემა ბიძიებთან მინდა ჩაჯდომა მანქანაში, დამღალეს გოგოებმაო. ცოტა სასაცილოდ კი გამოუვიდათ გოგონები ერთად ისხდნენ, ბიჭები ერთად.
-აუ, ეს მანქანა ნერვებს მიშლის რა,- თქვა ელენემ და გაიხედა სარკეში
-რომელი?-იკითხა ნიამ და ანას გახედა
-აი,ის უკან რომ მოგყვება. იმენა აკიდებულია! გავასწრებ-გამასწრებს, შევანელებ სიჩქარეს ისიც შეანელებს! შოკშია მგონი,-სიცილით თქვა ელენემ. ანას და ნიას გაეღიმათ, მაგრამ არაფერი უპასუხეს. იცოდნენ, რომ ვატო უკან მოჰყვებოდა. როგორც კი თბილისში შემოვიდნენ, მაშინვე გაქრა ის მანქანა და ელენეც დამშვიდდა. ყველა სახლებში დარიგდა, პატარა ვატო, ვატოს დედასთან,ბებიასთან მიიყვანა ელენემ დასალეგებელი ვარ და დღეს დაიტოვეთ მონატრებული შვილიშვილიო. ცოტა უჩვეულოდ შეეგება ვატოს დედა, ქალბატონი ნანა ელენეს. ერთი-ორი ცრემლი და ბევრი ჩახუტებით გამოაცილა საყვარელი შვილიშვილის საყვარელი დედა. ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ნანა ელენეს მიმართ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ძალიან გაუკვირდა ელენეს.
-დღეს დედაშენთანა არის ბავშვი,-დაურეკა კოტემ ვატოს
-ხო, ვიცი ეხლა დამირეკა ნანამ. კოტუშ, გცალია ეხლა?,-ჰკითხა ვატომ
-კი, მცალია რა ხდება?,-უპასუხა კითხვითვე კოტემ
-დაურეკე და უთხარი, რომ საქმე გაქვს
-კარგი, მოიცა.,-უპასუხა კოტემ და აიღო ტელეფონი,-ელ, რას შვები? გცალია ცოტახანით, რომ ამოგიარო? კაი ამოვალ. რა?შენ რატო ტო, წამოგიღებ მე არ ჩახვიდე. რომელი? კაი, ხო წამოგიღებ,-გათიშა კოტემ ტელეფონი და ვატოს მიუბრუნდა,- წადი, სახლშია უკვე და ფხვნილი აიყოლე თან ფერადი ტანსაცმლის.

******

-კი დე სახლში ვარ უკვე. ნანასთან დავტოვე ბავშვი, თქვენთან ხვალ ამოვიყვან და დაიტოვეთ თუ გინდა რამდენიმე დღე. ბავშვები ხომ არიან? ხოდა ძალიან კარგი გაერთობა,- ტელეფონზე ლაპარაკობდა ელენე ზარის ხმა , რომ გაიგო. ლაპარაკ-ლაპარაკით წავიდა კარის გასაღებად,კარი გააღო და ფერები გადაუვიდა. კარში ვატო იდგა, სერიოზული სახითა და ფხვნილით ხელში.
-შემოდი,-ცივად უთხრა ელენემ და ტელეფონს მიუბრუნდა,-დე, დაგირეკავ ცოტახანში კოტე მოვიდა.
საოცარი იყო! საოცარი შეგრძნება დიდი ხნის მონატრებულის! გული რომ ამოვარდნას გაქვს, ვერ გრძნობ საით ფეთქავს, სახეზე რომ აწითლდები და ამავდროულად, რომ გცივა! გრძნობ, რომ ფეხები დაგეყინა და უმოძრაოდ ხარ!
-გამომართვი,-მიაწოდა ვატომ ფხვნილი
-მოვალ ახლავე,-ჩუმად უპასუხა ელენემ და გაიქცა სააბაზანოსკენ. სარკეში ჩაიხედა და ვერ იცნო საკუთარი თავი! აფორიაქება სახეზე ეტყობოდა! ხედავდა როგორ ეცვლებოდა სახეზე ფერები, გულის ცემას ხედავდა, როგორ უფეთქავდა გული. თავის დამშვიდება დაიწყო.“ ელენე, მშვიდად იყავი. ის აქ არის..ის ცოცხალია..ცოცხალია..“ ვატო კი-უბრალოდ იდგა და კარადაზე დადებულ სურათებს ათვალიერებდა. პატარა ვატო თვეების, ვატოს პირველი კბილი, ვატოს სიცილი, ვატოს ჭამა, ვატო ჩაცმული პატარა ჩოხაში- ინანა, ინანა და ინატრა ამ დროს ყოფილიყო, რომ ენახა შვილის პირველი ნაბიჯები.
-ესეიგი, შენ ხარ ის უცნობი მეგობარი ბავშვების და ბიჭების უცნაურობის მიზეზი?-ფიქრები გააწყვეტინა ოთახში შემოსულმა ელენემ.
-ეგრე გამოდის,-უპასუხა ვატომ და შეხედა. შეათვალიერა და მიხვდა დანაშაულს! იმაზე მეტად ინანა ის ჩადენილი საქციელი, ვიდრე იმ 4 წლის განმავლობაში. უყურებდა და მის წინ იდგა ქალი, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული იყო, ქალი, რომელიც მისი შვილის დედა იყო და ქალი, რომელსაც ძალიან მაგრად ატკინა.
-მგონი ფხვნილის მოსატანად არ უნდა იყო მოსული,-მშვიდად უთხრა ელენემ და ამჯერადაც გააწყვეტინა ფიქრები.
-არ ვიცი საიდან დავიწყო,-დაიწყო ბლუყუნი ვატომ
-საიდანაც დაასრულე,-ცივად მიუგო ელენემ
-არ მინდა იმ ღამის გახსენება და არც იმ დღის. უბრალოდ გეტყვი, რომ ვიცი არაკაცი ვარ და ცუდად მოვიქეცი. მაშინ, როდესაც პირველად გნახე, დაგინახე და დაგიმახსოვრე. ასეთი რაღაც არ დამმართნია. მეორედ, რომ გნახე გოგონებთან ერთად გაუხარდა გულს, მაგრამ გონება სხვა რამეს ფიქრობდა. მერე უკვე გონებაც მიჰყვა გულს..მომწონდა შენთან თამაში, შენი წვალება თავი სკოლის მოსწავლე მეგონა, გოგოს რომ აწვალებს და ასე გამოხატავს სიყვარულს,- მძიმედ ამოისუნთქა და გააგრძელა,- როცა დავიფიცე, რომ შენთან აღარ მოვიდოდი, დაგივიწყებდი, შეგეშვებოდი ვერ შევძელი! ერთი,ორი,სამი,ოთხი დღე და ისევ დამეწყო „ელენეს სენი“, რომელიც ჩემს ნებისყოფაზე ძლიერი აღმოჩნდა. შენ რომ გეგონა შეგეშვი გხედავდი როგორ მეძებდი თვალებით, მაგრამ თავს იმას ვეუბნებოდი ელენეს უნდა ჩემგან შორს ყოფნათქო.. ქორწილი.. ანასთან რომ მოვედით ჩათვალე იქ არ ვყოფილვარ. ფეხზე არ ვიდექი, შენი გულისცემა მესმოდა,მინდოდა მოვსულიყავი და გასული თვეების მონატრება ერთიანად ერთ ჩახუტებაში გამომეხატა, მაგრამ თავი შევიკავე..
-ბოლოს ხომ მაინც მოხვედი,-უთხრა ელენემ
-უბრალოდ ვერ გავძელი იცი? შენი ხმა, რომ არ გამეგო ალბათ გავგიჟდები და თან ცოტა.. ცოტა ნასვამი ვიყავი და ალბათ უფრო გავთამამდი. შენგანაც წამოვიდა დადებითი ემოცია, მაგრამ ვერასოდეს ვიქირებდი თუ ანალოგიურად იქნებოდი განწყობილი ჩემს მიმართ, როგორც მე. მერე კი, მერე უბრალოდ მივყვებოდი დინებას და ამ დინებამაც შენ ჩემს მიმართ დაგათბო. ვეჭვიანობდი ყველაზე და ყველაფერზე, ძაღლებზეც კი რომლებსაც ეფერებოდი, ეგოისტური მომენტი მქონდა რატომ-თქო. ვერასოდეს ვუშვებდი შენს გვერდზე ვინმე ყოფილიყო. იმ დღესაც რატი რომ დაგეხმარა გადავედი ჭკუიდან. რატომ ჩემთან არ დარეკათქო ან ბიჭებთან, მაგრამ შენი უაზრო ხასიათის გამო მევე გავეცი პასუხი ჩემს თავს. მაგიჟებდა ის რომ რატი გიღიმოდა, თბილად საუბრობდა შენზე, შენც ანალოგიურად..
-შენ ხომ არც აცადე ადამიანს გაგერკვია ვინ იყო, ისიც კი არ დააცადე თავის ოჯახზე ეთქვა რამე,-წყენით უპასუხა ელენემ
-ვიცი, შენ გგონია არ ვიცი?ყველაფერი ვიცი და ვაღიარებ. უბრალოდ მე არ ვიცი იმ ღამეს რა დამემართა. გიყურებდი, რომ გეძინა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო დედამიწაზე ალბათ იმ წუთებში. მაგრამ ავირიე-დავირიე. შენზე, ჩემზე, აწმყოზე, მომავალზე ვიფიქრე. დაგტანჯავდი შენც ამ ჩემი ხასიათის გამო და შენი რთული ხასიათის გამო ბევრი უთანხმოება იქნებოდა
-მე რატომ არ მკითხე არაფერი?იქნებ მინდოდი ეგეთი ხასიათით? იქნებ მივდიოდი დათმობაზე შენს გამო ყველაფერზე?-დაიყვირა ელენემ და ცრემლები წამოუვიდა
-დაიჯერებ ელენე?დღემდე არ მაქვს პასუხი ამ ყველაფერზე დღემდე არ მაქვს ამის დედაც!-ასევე დაიყვირა ვატომ,- ყველასფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს ყველასთან შენს გარდა! მიყვარხარ, უფრო მეტად ვიდრე 4 წლის წინ, უფრო მეტად მინდა შენთან ყოფნა ვიდრე 4 წლის წინ მინდოდა, მით უმეტეს ვატო არსებობს..-უთხრა ვატომ და შეხედა აწითლებულ თვალებში. ელენემ არაფერი უპასუხა, წამოდგა და ფანჯარასთან ვატოსთან ზურგშექცევით დადგა. ჩუმად იყო. ტიროდა და ტიროდა. არც ერიდებოდა ცრემლების, ვატო კი ვერ ბედავდა მასთან ახლოს მისვლას.
-უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან ვნანობ. ჩემს საქციელს ახსნა არ აქვს. მინდა ბოდიში მოგიხადო და როგორმე გამოვასწორო ის ტკივილი რაც მოგაყენე.. მიყვარხარ ისევ, თუმცა სისულელეა მე შენ ამ გრძონაზე, რომ გელაპარაკები..-უთხრა ვატომ და წამოდგა, კარებთან მისული არ იყო გაიგონა:
-ვატო, მე შენ დიდიხანია ყველაფერი გაპატიე..


*******
თავზარდაცემული შედგა ვატო კარებთან. ეგონა, მოესმა. ყურებს არ უჯერებდა.
-შენ თუ ყველაფერი მაპატიე..?-დაიწყო ვატომ
-არაფერი შეიცვლება,-მშვიდად უპასუხა ელენემ და ცრემლები მოიწმინდა,-ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო. არ მინდა რამე შეიცვალოს, არ მინდა. მოვედი აქამდე, ცხოვრება დავალაგე და ისევ ამერია. არ მინდა ამ ყველაფერმა დამინგრიოს სიმწრით აშენებული. უბრალოდ ერთი ის შეიცვლება, რომ ჩემს შვილს ეყოლება მამა, რომელიც აქამდე საზღვარგარეთ ეგონა და ბავშვს ექნება მამამისთან ურთიერთობა.
-რატომ გგონია რომ აგერევა ყველაფერი? და პირიქით არ დაგილაგდება? ყველაფერი წარსულში დარჩა!-სიმწრით თქვა ვატომ და ის იმედის ნაპერწკალი რაც ელენეს სიტყვებმა გაუჩინა მანვე ჩაუქრო.
-იმიტომ არ მინდა, რომ მეშინია. ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება შიშთან ასოცირდება.. მეშინია, რომ მე ან შენ დავიტანჯებით, ან ორივე ერთად და ეს ჩემს..ჩვენს შვილზე აისახება. არ მინდა ბავშვი დაიტანჯოს და დაიღალოს მშობლების „შეუთავსებლობით“. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთად და ისიც კი არ ვიცით გამოგვდის თუ არა ერთად ყოფნა..
-იმიტომ, რომ არც გვიცდია. ელენე, თუ არ ვცადეთ არაფერი გამოგვივა არასოდეს..
-არ მინდა! არ გესმის? არ მინდა, არ შემიძლია!- დაიყვირა ელენემ,-უბრალოდ ერთი ის იცოდე, რომ არასოდეს აგიკრძალავ ვატატოს ნახვას ან მასთან ურთიერთობას როცა გინდა, რამდენი ხნითაც გინდა.მაგრამ იცოდე, რომ შენს საქციელს რაღაც გამართლება ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის.
-მერე ელენე? რა გინდა ვერ გავიგე?-გაცოფდა ვატო,-გამაგებინე! დრო გინდა მაინც და მაინც?
-დრო მინდა!-მოულოდნელად უთხრა ელენე,-მოულოდნელად მოხვედი, გამოჩნდი, ამირიე ცხოვრება. ცოტა დალაგება, დაფიქრება მინდა . უნდა გავაანალიზო ყველაფერი..-უთხრა მშვიდად ელენემ. ვატომ აღარაფერი უპასუხა, კარი გააღო და გასვლისას უთხრა:
-როგორც გინდა, რამდენიც გინდა. იცი რომ დაგელოდები და კიდევ, ხვალ ბავშვს ჩემთან დავიტოვებ.!
გავიდა თუ არა ვატო, ელენე სავარძელში მოწყვეტით დაჯდა. ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი. რამდნეჯერ უფიქრია ამ მომენტზე, როდესაც ვატოს ნახავდა და გაიგებდა ყველაფრის პასუხს, მაგრამ ამ შეხვედრამ ვერაფერზე პასუხი ვერ მოუტანა გარდა იმისა, რომ გაიგო ვატოს დღემდე ჰყვარებია და ის ყველაფერი სიძულვილის ნიადაგზე არ გაუკეთებია. რამდენჯერ დაუსვამს შეკითხვა თავისი თავისთვის, რომ გადაებიჯებინა თავმოყვარეობისთვის და როცა სიყვარულში გამოუტყდა ვატო, მაშინაც ეთქვა თავისი სათქმელი ახლა ხომ არ იქნებოდა ასეთ სიტუაციაში? ამ ყველაფერზე ერთია პასუხი: აუცილებლად იქნებოდნენ სხვანაირად, ოღონდ ასე არა. მოსდიოდა ცრემლები, უწყვეტად, შეუშრობლად. ტიროდა განვლილ 4 წელს და ტიროდა თავის სისულელეებს. ახლა რა იქნებოდა? როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება. შიში, რომ ნებისმიე დროს ნახავდა ვატოს, ქუჩაში, კაფეში, კინოში, თეატრში,მეგობრებთან, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება? მაგრამ იმაში უდაოდ დარწმუნებული იყო, რომ თავისი შვილისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდოდა. როგორ ოცნებობდა ბავშვობაში სრულყოფილ ოჯახზე, ქმარზე, შვილებზე. საღამოს დაბრუნებულ ქმარს რომ შეეგებებოდა.ზუსტად ამიტომ პატარა ვატოს გამო მოითმენდა და აიტანდა ყველაფერს. დრო? დრო ნამდვილად სჭირდებოდა, რომ გადაწყვეტილება მიეღო და გაეანალიზებინა მომხდარი. შეგუებოდა მისი და პატარას ცხოვრებაში მესამე პიროვნებას. ჩაიკეტა საკუთარ თავში. ვერასოდეს ვერ ელაპარაკებოდა გოგონებს ამ თემაზე და კონკრეტულად იმ დღეზე.დღე არ გადიოდა ელენეს ცრემლს მისი ლოყა არ დაესველებინა, ღამე კი-ბალიში. მერე.. მერე ორსულობამ შეცვალა ყველაფერი, ამ თემას ტაბუ დაადო და თავისთვის შეინახა ყველაფერი. მშობლებმა ერთადერთ შვილს ზურგი არ აქციეს და მაქსიმალურად დაეხმარნენ დამდგარიყო ფეხზე და სწორ გზაზე. რატომ მივიდა ვატოს მშობლებთან? ელენეს ვატო უყვარდა, ელენე ვატოს შვილს ელოდებოდა, ელენე პატივს სცემდა ვატოს მშობლებს, როგორც მისი შვილის ბებია-ბაბუას და საჭიროდ ჩათვალა ეთქვა მის შესახებ. პატარას დაბადება იყო სასწაული მის ცხოვრებაში, დიდი გადატრიალება მოახდინა!მას სახელი ისე დაარქვა არავისთვის არაფერი უთქვამს, არც შეუხედავს ისე თქვა სახელი „ვატო“. მიხვდნენ მეგობრები, მიხვდნენ, რომ დაუვიწყარი იქნებოდა და დიდხანს გაგრძელდებოდა ის გრძნობა და განცდები, მაგრამ არ შეიმჩნიეს. 4 წელი ცოტა დრო არ არის. ისწავლა, იმუშავა, იშრომა, თავისი ფულით სახლი და მანქანა იყიდა, გაზარდა ვატო და ჩამოყალიბდა, როგორც სერიოზული ქალი. ახლა კი, დაბრუნდა ვატო და არია მისი ცხოვრება! სჭირდებოდა დრო.. ნამდვილად სჭირდებოდა..

*****
მეორე დღეს ანა და ნია ავიდნენ ელენესთან და უხმოდ შევიდნენ სახლში.
-გვაპატიებ?-დაიწყო ნიამ
-რა უნდა გაპატიოთ ის რომ იცოდით და დამიმალეთ ვატოს ჩამოსვლის ამბავი?-იკითხა ელენემ
-აუ, ხოო.. რა ცუდად ჟღერს, მაგრამ ხო ნუ ეგრე გამოვიდა..-თქვა ანამ
-გეფიცები, აი ძაან დამნაშავედ ვგრძნობთ ორივე თავს.. მაკანკალებს ახლა აქ, რომ ვარ და მიჭირს, ლაპარაკი.. გთხოვ, გვაპატიე რაა. ბოდიში,-უთხრა ნიამ და აცრემლებულმა შეხედა დაქალს.
-კარგით რა! ჩემი ბავშვობის მეგობრები ხართ! დავიბადეთ თუ არა ერთად მოვდივართ სამივე და როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციაში გავბრაზდებოდი თქვენზე? ალბათ, იგივენაირად მოვიქცეიოდი მეც თქვენს ადგილას! არ ვარ გაბრაზებული ნუ სულელობთ რაღაცას,-უთხრა ელენემ გაუღიმა და ჩაეხუტა მეგობრებს
-მინდა, რომ მოგიყვეთ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდეთ! აღარ შემიძლია, მგონია რომ გავსკდები თუ ახლა ვერ დაგელაპარაკებით,-თქვა ელენემ. ანა და ნია სმენად გადაიქცნენ. ჰყვებოდა ელენე შეუჩერებლად, ზოგჯერ მძიმედ ამოისუნთქავდა და აგრძელებდა. ნია და ანა უსმენდნენ, ხმას ვერ იღებდნენ, ვერც კი აწყვეტინებდნენ, რომ რამე ეკითხათ. როცა ელენე მორჩა მოყოლას, რამდენიმე წუთი ჩუმად იყვნენ.
-ვაიმე, ჩემო გოგო! რამდენი რამე გადაგიტანია!-ჩაეხუტა ელენეს ანა და ატირდა.
-როგორ შეძელი და არ გვითხარი არაფერი?-აყვა ნიაც
-ვერ შევძელი. ხომ იცით ყოველთვის სხვანაირი ხასიათით გამოვირჩეოდი თქვენგან. თქვენ ისეთი ლაღები და გახსნილები იყავით. მე კიდევ გადაწყვეტილების მიღება სულ მიჭირდა და ერთ რამეზე დიდხანს ვფიქრობდი..
-რაც მთავარია, ახლა ხომ ვიცით ყველაფერი. არ ინერვიულო რაა.. მარტო აღარ მოგიწევს გადატანა!-გაამხნევა ანამ დაქალი
-და რას აპირებ?-ჰკითხა ნიამ
-რა უნდა ვქნა ნი? იცი, როგორ მეშინია? აი, ძალიან! ვიფიქრებ ცოტას, შევხედავ. თავს არ შევიზღუდავ და არც მას შევზღუდავ ურთიერთობისგან.ქაჯივით ხომ არ მოვიქცევი? არ ავარიდებ თავს და ვნახოთ რა იქნება..-უპასუხა ელენემ
-ხო, ეგ იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი ჩემი აზრით,-უპასუხა ნიამ
-ვაიმე, როგორ მიყვარხართ რომ იცოდეთ! მომეშვა მაგრად!-თქვა ელენემ და გაიცინა
-მოსაშვებები ვართ ერთმანეთის ჩვენ,-აყვა სიცილში ნია
-აბა, რომელს უნდა მივეძალოთ ალკოჰოლს?-ეშმაკურად იკითხა ელენემ და აათამაშა თვალები
-აუ, მე მინდა!-წამოხტა ანა,-ნი, შენ?
-უარს როგორ ვიტყვი? უბრალოდ ქმარს გავაფრთხილებ, რომ მოკითხვა მოუწევს,-გაიცინა ნიამ და მოიმარჯვა ტელეფონი.

*****
ვატომ შვილთან ურთიერთობა ააწყო. ბავშვი უკვე მამას ეძახდა და ყველა ამ დაძახილზე ვატო სადღაც უსასრულობაში ვარდებოდა სიამოვნებისგან. გიჟი მამა იყო. ისეთი ელენე, რომ ნატრულობდა თავისი შვილისთვის. ბავშვი ხან ელენესთან იყო, ხან ვატოსთან. ელენეს მშობლებმა კიდევ ვერ მიიღეს ვატო, ამიტომ ელენეზეც ცოტა გაბრაზებულები იყვნენ ასეთი ურთიერთობა რომ ჰქონდა.თითქოს ძველი დრო დაბრუნდა. ხშირად ერთად იყვნენ, ხან ბავშვებთან ერთად, ხან ბავშვების გარეშე. ვატო და ელენეც თითქოს შეეჩვივნენ უკვე ერთმანეთს, მაგრამ დისტანცია მაინც იყო მათ შორის.
ერთ საღამოს, როდესაც ელენემ დააძინა პატარა ვატო და ჩამოჯდა ტელევიზორთან კარებზე ზარი გაისმა. გიჟივით გავარდა ჯერ ვატოს ოთახში დახედა შვილს ხომ არ გაეღვიძა და შემდეგ კი კარი გააღო. კარში ატირებული ნია იდგა მარიამით ხელში. გაოცდა ნიას ასეთ მდგომარეობაში დანახვისას. შემოატარა ნია და მარიამი გამოართვა. ბავშვი ისეთი გათიშული იყო, რომ მაშინვე დაეძინა, ელენე კი ნიასთან გამოვიდა რომელიც აკანკალებულიყო.
-ნი, რა მოხდა?
-მე..მე.. ნიკუშას უნდა დავშორდე. ხელი უნდა გავაწერო..-თქვა ნიამ და ატირდა
-რას ამბობ ნი? გაგიჟდი?-გაოცდა ელენე
-არა, არ გავგიჟდი. დავიღალე უკვე! ძალიან დავიღალე! შენ არ იცი ნიკუშა.. ნიკუშაა..-გაუჭირდა ნიას ლაპარაკი, ელენე გავარდა სამზარეულოში და წყალი გამოუტანა.ნიამ ცოტა ამოისუნთქა და გააგრძელა:
-ელენე, გთხოვ! დაიფიცე ვატატო, რომ ანას არ ეტყვი! ძალიან გთხოვ!
-კაი ნი არ ვეტყვი, მაგრამ თქვი რა რა ხდება!
-არავინ არ იცის. იცი, რამდენჯერმე ნიკა კაიფში იყო.. დავილაპარაკეთ სერიოზულად, მაგრამ მოუხშირა ესეთ მდგომარეობაში სახლში მოსვლას, ან მე რომ მივდიოდი ეგრე მხვდებოდა. რამდენჯერმე დავილაპარაკეთ, ვიჩხუბეთ, იფიცა ჩემი და მარიამის თავი, მაგრამ დღეს კი.. მარიამს ხელი მოვკიდე და წამოვედი შენთან.
-ძალიან კარგი რომ მოხვედი. ვატო ჩემთან წევს და შენ და მარიამი ვატოს ოთახში მოთავსდით დღეს და საერთოდაც რამდენი ხანიც გინდათ, მე კიდევ წავალ შენს ნივთებს ავიღებ და იქნებ,იქნებ დაველაპარაკო ნიკას..-ძლივს მოაბა სათქმელი ელენემ
-ელენე,-დაუძახა ნიამ და თმა გადაიწია, სადაც ნათითურები ეტყობოდა. გაოცდა ელენე, ხმა ვერ ამოიღო საერთოდ.- მარტო ეს არაა, მაგრამ არ მინდა გთხოვ არ გაჩვენებ.. გაგიჟებულია ლენ, სრულიად სხვა ადამიანია! წინააღმდეგობას ვერ იტანს, შფოთავს,გულისცემა აქვს გაძლიერებული,ხშირად ესმის თავბრუ,არის გაღიზიანებული და უხასიათო.-უთხრა ნიამ. ელენე გაგიჟებული იყო. მაშინვე დარეკა იქ სადაც მეტად ეიმედებოდა, ჩაიცვა ტანსაცმელი და ჩავიდა ქვემოთ.
-რა იყო აქ იდექი?-იკითხა ელენემ
-სწორად მიხვდი,-გაუღიმა ვატომ
-კაი, მისმინე.. რა იცი ნიკუშასა და ნარკოტიკების შესახებ?-ჰკითხა ელენემ. ვატოს ფერები შეეცვალა და კითხვა შეუბრუნა- რა ხდება?
-ნია და მარიამი არიან ჩემთან. ნაცემები..-უთხრა ელენემ და დაინახა ვატოს დაბერილი ძარღვები კისერზე.მაშინვე გადაატრიალა გასაღები ვატომ და ელვის სისწრაფით მივიდა ნიკუშას სახლში. აირბინეს კიბეები და კარი შეაღეს, რომელიც ისედაც ღია იყო. ყველაფერი ეგდო დამსხვრეული, სადღაც ოთახის ბოლოში ნიკუშა იჯდა, რომელიც კანკალებდა და თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას. მაშინვე მივარდა ვატო ნიკუშას:
-ბიჭო, ნიკუშ! ვატო ვარ! აქ ვარ შემომხედე!
-ვატო! ვატო! იცი რა ვქენი? დავარტყი! გესმის ბიჭო? წავიდა! ჩემგან წავიდა! არ დამიბრუნდება წავიდა..-დაიღრიალა ნიკუშამ
-ნიკუშ, მისმინე! ადექი ეხლა და წავედით! უნდა შეძლო ნიკუშ! ეს ადრე ყველამ შევძელით შენ რაღა დაგემართა ტო..-ამის თქმა იყო და ელენეს ათასმა აზრმა გაურბინა თავში: „ როგორ? ვატო ნარკომანი იყო? როდის? მაშინ არ ეტყობოდა არც ერთს, რომ გავიცანით!“ ელენე თავის ფიქრებში იყო ვატომ რომ დაუყვირა და ადგილზე შეხტა:
-ელენე! აქ ნუ დგახარ! წადი აიღე ტანსაცმელები და სახლის გასაღები მოძებნე..- ელენეც მაშინვე დაფაცურდა, ჩაალაგა ნიას და მარიამის ტანსაცმელები, გასაღებიც იპოვა ნიას კარადაში და გამოვიდა. ვატოს უკვე აეყენებინა ნიკუშა, რომელიც ნახევრად უგონო მდგომარეობაშიიყო.
-მომეხმარე,-უთხრა აღელვებულმა ვატომ. საერთო ძალებით ჩაიყვანეს ნიკუშა. ვატომ სასწრაფოდ მიიყვანა ელენე პირველ რიგში სახლში.
-ადი და დაგირეკავ,-უთხრა ელენეს და ტუჩის კუთხე ჩატეხა. რა აღიმებდა ამ ბიჭს ისედაც კვდებოდა ნერვიულობით.
-ვატო, გელოდები დამირეკე არ დავიძინებ..
-დაიძინე და რომ დაგირეკავ გაიგებ..მოიწიე..-უთხრა ვატომ. ელენე მოიწია და ვატომ შუბლზე აკოცა,-ახლა კი ადი..
დილის 5 საათამდე ვატო არ გამოჩენილა. ელენეს ძილი არ ეკარებოდა. ფიქრობდა ნიკუშაზე და ნიაზე და განიცდიდა მომხდარს. 15წუთში ერთხელ შეხედავდა ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ღრმა ძილით ეძინა თითქოს არაფერი მომხდარიყო. გაოცებული იყო ნანახითა და მოსმენილით. ფიქრობდა ნიკუშაზე, რომელზეც ვერასოდეს წარმოიდგენდა მსგავს რაღაცას. მიუხედავად იმისა,რომ ნიკუშაზე თავისუფალი ცხოვრების სტილით ცხოვრობდა, არ იკლებდა სასმელს,გოგოებს და კლუბებს. ნიკუშა და კოტე ერთად დადიოდნენ სულ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც ტიპური თავისუფალი ბიჭები. ვატო და დათუნა ცოტა სხვანაირები იყვნენ. იშვიათად თუ შეუერთდებოდნენ ბიჭებს, არ უყვარდათ ზედმეტი გართობები, ყველაფერს ნორმის ფარგლებში აკეთებდნენ. უფრო მომავალზე იყვნენ ორიენტირებულები,ვიდრე-აწმყოზე. მიუხედავად ნიკუშას ასეთი ცხოვრებისა, ნიასთან დაქორწინების მერე ძალიან შეიცვალა და გახდა მართლა სამაგალითო მამა და ქმარი. სულ ნიას სიამოვნებაზე ფიქრობდა, რა გაუხარდებოდა, რა მოიყვანდა ხასიათზე. მაგრამ ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. რა სასაცილოა არა ცხოვრება? რასაც ვერ წარმოიგენ უცებ სურპრიზად გხვდება. დილის 6 საათი იყო დაწყებული ვატომ რომ დაურეკა ელენეს.
-რატომ არ გძინავს?
-არ დამეძინა ვატო.
-ჩამოხვალ?
-არა, შენ ამოდი რა. ცივა გარეთ..-უპასუხა ელენემ და ცოტახანში ვატომ შემოაღო სახლის კარი. სახეწაშლილი და დაღლილი დაჯდა სავარძელში. ელენემ ძლიერი ყავა მოუდუღა და მიუჯდა გვერდზე.
-როგორაა ნიკუშა?
-თურქეთში გადაფრინდა. ნარკოლოგიურში..-უპასუხა ვატომ
-რა? ვინ გაყვა?
-კოტე გაჰყვა,-მოკლედ უპასუხა ვატომ მთავარი შეკითხვის მოლოდინში
-ვატო, მომიყევი ყველაფერი..-არ დააყოვნა ელენემ
-ჩვენ ყველას მეც, დათუნას, კოტეს და ნიკუშას ყველაფერი გასინჯული გვაქვს თითქმის. ხო ხვდები, გათამამებული ბიჭები ვიყავით, არც საჭმელი გვაკლდა, არც სასმელი, არც გოგოები, მანქანები გვყავდა, დავიოდით ყველგან სადაც გვინდოდა. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთბდით. ჯერ ძალიან მსუბუქით დავიწყეთ, მერე შევყევით ცოტა, მაგრამ დროულად გავჩერდით.. ძმაკაცი გვყავს ჯარჯი, ჩვენი დიდი ძმაკაცია და ის რომ არ ყოფილიყო ალბათ მართლაც ჩავიძირებოდით.. თურქეთში ვიყავით სადაც დღეს გადაფრინდენ კოტე და ნიკუშა.თურქეთის მერე მონასტერში და ასე, ჩვენ საბოლოოდ დავემშვიდობეთ მსუბუქ ნარკოტიკებსაც კი და როგორც აღმოჩნდა ნიკუშა ვერა.პრინციპში ნიკუშა ყოველთვის სუსტი ნებისყოფით გამოირჩეოდა და არც მიკვირს, რომ ასე მოხდა. უბრალოდ იმაზე ვგიჟდები წლების გამნავლობაში, სანამ მე აქ არ ვიყავი როგორ ვერ შეამჩნიეს კოტემ და დათუნამ.
-შენ აღარ..?-შიშით ჰკითხა ელენემ
-ბავშვს გეფიცები აღარ, ძალიან დიდიხანია. ბოლოს ანას და დათუნას ქორწილში მსუბუქად ვიყავი ასე ვთქვათ „გაბრუებული“ და მაგიტო გავბედე შენთან მოსვლა..
-ხომ გამოჯანმრთელდება ნიკუშა?
-კი, გამოჯანმრთელდება, მაგრამ ცოტა მეტი დრო დასჭირდება. პერიოდულად მიფრინავდნენ ხოლმე, ბიჭები სანამ მე აქ არ ვიყავი რეაბილიტაციია საჭირო პერიოდუალად..
-გასაგებია,-შედარებით დამშვიდებულმა უპასუხა ელენემ,- ნია და მარიამი ჩემთან იქნებიან. რამეს ეტყვის მშობლებს.
-ნიკუშას მამას მე დაველაპარაკები. იცის ყველაფერი ისედაც..-ხმადაბლა თქვა ვატომ,-ელენე, არ იციან გოგოებმა ასე ყველაფერი, ახლა მოგიყევი შენ და არ უთხრა რა.. თუ გადაწყვეტენ ბიჭები თვითონ ეტყვიან
-არა, რა სისულელეა! რა უნდა ვუთხრა!,-ელენემ პატარა ვატოს ხმა გაიგო, რომელსაც გამოეღვიძა,წამოხტა და ვატოს უთხრა-მოვალ ახლავე.- ელენემ ვატოს ძილი შეუბრუნა, თან ნიას და მარიამს დახედა და გამოსულს სიამვონების ღიმილმა გადაკრა სახეზე. ვატოს ჩასძინებოდა სავარძელში. შუქი ჩააქრო, პლედი მიაფარა და შვილს მიუწვა თვითონ.
დილას რომ ადგა ვატო უკვე წასულიყო, ბავშვებს უკვე ეღვიძათ ნია კი გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს.
-ნი, როგორ ხარ?-კითხა ელენემ და გვერდზე მიუჯდა
-რაო? როგორ იყო?- ანერვიულებულმა ჰკითხა ელენეს
-ნუ, რავიცი.. იყო რა.. თურქეთში გადაფრინეს გუშინ..
-იმედია კარგად იქნება..-შედარებით დამშვიდებულმა უპასუხა ნიამ. ცოტახანში ანა მოვარდა გიჟივით, ჩაეხუტა ნიას, ამხნევდებდა თითქოს დიდი ტრაგედია მომხდარიყო.
-შოკში ვარ გეფიცები! პროსტა ჩვენი ნიკუშა? აი, ვაფშე არ ეტყობოდა რა! ისევ ისეთი ცანცარა იყო სულ, თან სულ ხასიათზე იყო!წარმოუდგენელია მართლა ეგეთი პათოლოგი თუ იქნებოდა..-ქოთქოთებდა ანა და თან შოკოლადებს და ხილს ერთდროულად ჭამდა. მთელი დღე ერთად იყვნენ მეგობრები. ანა და ელენე ცდილობდნენ ნიას ნაკლებად ეფიქრა და ენერვიულად და ათას რამეს აკეთებდნენ.ყურადღების გადატანის მიზნით, ხან სუში გააკეთეს, ხან ტორტი გამოაცხვეს ბავშვები ამასობაში ბებიებთან წაიყვანეს. ელენეს ვატომ დაურეკა მე და დათუნა ამოგივლითო. თვალებგაცისკროვნებულმა დაკიდა ტელეფონი და მაშინვე დაიჭირა ანას ეშმაკური მზერა.:
-აუ, თქვიი!!!-გაიწელა ანა და გაიკრიჭა ბოლომდე,- ფუ, ისე რა სუნია?
-რა გინდა რომ ვთქვა?არაფერი ანჩო, ჩვენი ნამაიმუნარის სუნი დგას-გაიცინა ელენემ ანას სახეზე
-გააღე კარი გთხოვ თორე გული ამერევა!შერიგდით ხო? უკვე ერთად ხართ ხო?-მიაყარა კითხვები ანამ
-ან, დილას რომ გავიღვიძე ვატოს აქ ეძინა,-სასხვათაშორისოდ თქვა ნიამ და გაიღიმა
-აუ, რაა? ღადაობ ხო? რაღაცას იტყუები..-გაიცინა ანამ,-ნია შენ პონტში თორე სამივე ერთად დაიძინებდა
-ანა, მორჩი! რა სისულელეებს ბოდავ,-სიცილითვე უპასუხა ელენემ
-კაი რა! ეგრე მირეკავდა მეც დათუნა და ამოდიოდა ხოლმე ჩემთან. ნუ, აი მერე რა რომ მაშინ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, სულ რაღაც 17 წლის ვიყავი და ნუ, ხო კაი გავჩუმდი,-მიხვდა ანა რომ სისულელეებს ლაპარაკობდა. ეცინებოდათ გოგოებს ანას სისულელეებზე, ელენე სიცილით გაემართა კარისკენ, რომ გაეღო დათუნასა და ვატოსთვის. ბიჭები ისეთი სახეებით შემოვიდნენ მაშინვე იქვე მორჩა სიცილი და კისკისი.
-მოკლედ ნია, რომ იცოდე.. თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოშია, კოტე არის მასთან თუმცა რაღაცა დროის მერე კოტეც ჩამოვა. მდგომარეობა კარგი აქვს და დაიწყო მკურნალობა, შემდეგ რეაბილიტაციის კურსი და ჩამოვა. ვერ გეტყვი რომ ეს ყველაფერი ერთ თვეში ან ორ თვეში მორჩება,-თქვა ვატომ ისე რომ ვერც უყურებდა ნიას თვალებში
-ხო და ნი, კიდევ ერთი და მთავარი. ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას რა.. ცოტა დრო რომ გავა ზუსტად მიხვდები რა უნდა ქნა და რა უნდა გააკეთო. უბრალოდ ერთი ხელის მოსმით ამხელა სიყვარულსა და ურთიერთობას არ ანგრევს არავინ..-უთხრა დათუნამ
-მესმის დათუნ, მაგრამ იცი რამდენი ხანია ვითმენ?იცი, საერთოდ რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში?-კითხა ნიამ დათუნას
-ნი, ხომ იცი რომ ოჯახი მარტივი არ არის რა.. ყველაფერს თავისი სირთულეები აქვს თან მით უმეტეს ოჯახს..
-ნი, არ იცი შენ ცოლქმრული სიყვარული-სიყვარულის უძლიერესი სახეობა რომაა? ასე რომ არ თქვა რომ მორჩა. ოჯახი ისაა რომ დააბალანსო და ერთმანეთის სურვილებს გაუწიო ანგარიში. მართალია დათუნა მარტივი არაა, მაგრამ პატიების უნარი უნდა ვიქონიოთ ადამიანებმა, რომ სრულყოფილ და მშვიდ ცხოვრებას მივაღწიოთ საყვარელ ადამიანთან ერთად. გთხოვ, მეგობრულად დაფიქრდი და გადაწყვეტილება მერე მიიღე. დამიჯერე საკმარისი დრო გექნება, რომ იფიქრო..გავალ მე აივანზე მოვწევ,-თქვა ვატომ და გავიდა. დათუნაც გაჰყვა. გოგოები გაჩუმებულები იყვნენ ხმას ვერ იღებდნენ, ან რა უნდა ეთქვათ სამივემ იცოდა, რომ ვატოც და დათუნაც სწორს ამბობდნენ. ელენე კმაყოფილი და გაოცებული იყო ვატოს ნათქვამით. რაღაცნაირად ესიამოვნა, რომ ვატომ ოჯახზე მსგავსი რამ თქვა. ნია კი დაფიქრდა ამ სიტყვებზე რაც ბიჭებმა უთხრეს, ანა კი უბრალოდ იზიარებდა ამ მოსაზრებას. ბიჭები მალე დაბრუნდნენ. რადგან არსად არ იყვნენ წასასვლელები არავინ და კოტეს ზარს ელოდებოდნენ ელენემ გადაწყვიტა რამე კულიარული შედევრი გაეკეთებინა. მთელი ეს პერიოდი ანას წუწუნს ისმენდნენ, რომ იდგა საშინელი სუნი, რომ პროდუქტი დაძველებული იყო, არადა ელენემ დამტკიცა რომ წინა დღის ნაყიდი ჰქონდა ყველაფერი. უგემრიელესი სალათები და ხორციანი კერძი გააკეთა ელენემ და შემოუსხდნენ მაგიდას. ანა წამოხტა შუა ჭამისას მოვალ ახლავეო. მეგობრებმა კი გააგრძელეს სადილობა. დიდხანს რომ არ დაბრუნდა ელენე გავიდა და ნახა ანა გულწასული სააბაზანო ოთახში. სასწრაფოდ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სანამ ანას ექიმები სინჯავდნენ დათუნა ნერვიულობისგან ღერი-ღერს ეწეოდა და წინ და უკან შეუჩერებლივ დადიოდა.
-აუ, დათუნ! თავი მატკინე უკვე დაჯექი რა,-უთხრა ანერვიულებულმა ელენემ
-კაი რა! ვკვდები ნერვიულობით ასე მაინც გამოვხატო!-უპასუხა ჯუჯღუნით დათუნამ
-ბიჭო, თავბრუ დამეხვა უკვე დაეხეთქე რა!-ასევე დაიჯუჯღუნა ვატომ.ამ დროს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და დათუნას უთხრეს:
-გილოცავთ! თქვენ მამა გახდებით...!
-ელენუშკა, გამარჯობა ჩემო საყვარელო, ლამაზო, სარძლოვ და მეგობარო!-მიესალმა ნიკუშა კარებში მდგარ გაყინულ ელენეს,-როგორ ხარ გოგო?-გადაკოცნა ნიკუშამ და პირდაპირ შევიდა სახლში.ანა და ნია მისაღებ ოთახში ისხდნენ და საუბრობდნენ. ნიკუშას დანახვაზე ორივე გაჩუმდა და გაშეშდა. ნია მოსყწდა ამ ქვეყანას, გული აღარ ჰქონდა, თითქოს შეუჩერდა გულისცემა.
-ანჩო, როგორ ხარ?-ჰკითხა ნიკუშამ და „უნებართვოდ“ ჩამოჯდა ნიაკოს წინ. ნიკუშას უკან გაოცებული ელენე შემოჰყვა და ანას სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.
-კარგად ნიკა, შენ როგორ ხარ?-ძლივს ამოიღო ხმა ანამ
-არ გინდა სწერვობები რა, ეხლა არ დამიწყო. რამსისქე ხარ! რას ჭამ ამდენს?-სიცილით იკითხა ნიკუშამ
-აუ, ნიკუშ! გცემ!-გაბრაზდა ანა და მუშტი დაანახა
-რას გაჭმევს დავითა ამდენს შეიძლება ასე?-აგრძელებდა ნიკუშა ანასთან მასხარაობას. ნიასთვის არც შეუხედავს ისე ეკონტაქტებოდა ანას.
-ნიკუშა! შენი ცოლი ჩემზე სქელი იყო, როცა მარიამზე იყო ფეხმძიმედ!-გაბრაზებულმა უპასხუხა ანამ
-ყოჩაღ დათუნას. კარგად უმუშავია, არადა თითქოს მოტეხილი მომეჩვენა რაღაც. შენ როგორ ხარ ნი?-თქვა ნიკუშამ და ღიმილით გახედა ნიას.
-მე, მე.. არამიშავს..-უპასუხა ნიაკომ და აარიდა თვალი.
-ადექი,- თქვა ნიკუშამ და ადგა
-არსადაც არ წამოვა!-წამოენთო ელენე
-ელო, დამშვიდდი ეხლა! თორემ დავრეკავ სადაც საჭიროა..-ღიმილით უთხრა ნიკუშამ ელენეს, ნიას ხელი მოჰკიდა და გაარბენინა სადარბაზოში. ელენე და ანა გაოცებულები იდგნენ.
-ეს რა იყო გეხვეწები?მიჩქმიტე რა,-უთხრა ანამ.
-სიზმარი იყო ანა, სიზმარი! ბიჭებმა არ იცოდნენ ნეტა?
-კაი, რომ ცოდნოდათ ხო წამოცდებოდა რომელიმეს,-უპასუხა ანამ და მორიგი ნამცხვარი გადაიდო თეფშზე.
-აუ, ანა! მორჩი რა ჭამას მართლა ძალიან გასივდი მგონია, რომ უნდა გასკდე! 6ე თვეში ამხელა რომ ხარ 9ში რა იქნები არც მინდა წარმოგიდგინო,-უთხრა ელენემ და თეფში გამოსტაცა ანას.
-ჩემი შვილი არ გაპატიებს ამ ერთ ნაჭერს იცოდე!-ბუზღუნით უპასუხა ანამ
-კაი ჰო!-ანას გაბუშტულ სახეზე გაეღიმა ელენეს და ის თეფში მიაწოდა. ისე გემრიელად შეექცეოდა ანა ნამცხვარს, თითქოს არასოდეს არ უჭამია და ეს- ესაა გასინჯაო.
-რა ვქნათ?-იკითხა ელენემ
-რაზე?
-რა რაზე? ბიჭებს არ დავურეკოთ?-იკითხა ელენემ
-შენ თუ ვატოსთან დარეკვა გინდა ნუ იმიზეზებ ნიას და ნიკუშას,-სიცილით უპასუხა ანამ.
-აუ, ეგ რა შუაშია??-მსუბუქი მუჯლუგუნი გაჰკრა ელენემ ანას
-კაი რა! შენც ხომ იცი რომ ნიაკო აუცილებლად კარგად იქნება ნიკუშასთან? ხოდა, მოდი ბიჭებისთვისაც ისეთივე სიურპრიზი იყოს ნიკას ჩამოსვლა, როგორიც ჩვენთვის! მომენდე პროსტა!- ეშმაკურად გაიღიმა ანამ.
-გოგო ორი შვილის დედა ხდები და კიდე მაიმუნობაში გძვრება სული!-გაიცინა ელენემ და თვითონაც გადაიღო ნამცხვარი.

******
ხელი დასტაცა ნიკუშამ ნიაკოს და სადარბაზოს კიბეები ჩაარბენინა. მანქანის კარი გაუღო და თვითონ მეორე მხრიდან მოუარა.
-გახსოვს ნი? ესე, ვიქცეოდით მე და შენ პატარები რომ ვიყავით და გამოვდიოდით საიდანმე ერთად,-ღიმილით უთხრა ნიკუშამ და ანერვიულებულ ნიას გახედა. ნია ხმას ვერ იღებდა. ნიკუშამ დაძრა მანქანა და დაადგა გზას. გზა ნაცნობი იყო, მთაწმინდისკენ. ადგილი სადაც ნიკუშა პირველად მიხვდა ნიას მიმართ გრძნობებს, სადაც უთხრა სიტყვა მიყვარხარ და ამ ყველაფერში მთელი გული და სული ჩააქსოვა, ადგილი სადაც პირველად აკოცა და ადგილი სადაც ნიას მუცელში პატარას არსებობა გაიგო.
-გეცნო ადგილი?- ჰკითხა ნიკუშამ და მანქანა გააჩერა-აქ დაიწყო ყველაფერი
-და აქვე დამთავრდება,-უპასუხა ნიამ თამამად. ამის პასუხად ნიკუშამ უბრალოდ გადაიხარხარა.
-გჯერა შენი სიტყვების ნი? უბრალოდ ეგ გამორიცხულია ხომ იცი!
-რატომ არის გამორიცხული? მე აღარ ვაპირებ ცხოვრებას ადამიანთან, რომელმაც ჩემზე ხელი აწია და არ ვიცი როდის და რანაირად მოუფრენს კიდევ მსგავსი რაღაცები!-ასევე თამამად უთხრა ნიამ.
-ხომ იცი ეგრე არ იქნება,-მშვიდად უპასუხა ნიკუშამ
-საიდან ვიცი? შენ გგონია რადგან გამოჯანმრთელდი და ჩამოხვედი და ამდენი დრო გავიდა დამავიწყდა ყველაფერი? შენ გგონია ადვილია იმ ყველაფრის დავიწყება?-გაცხარდა ნია. ის უფრო აგიჟებდა, რომ ნიკუშა ამ ყველაფერს ღიმილით პასუხობდა.
-კარგი ჰო! ვნანობ ნიაკო, ვნანობ! რაც წასული ვიყავი დღე არ გასულა არ მენანოს ჩემი საქციელი, დღე არ გასულა შენზე და მარიამზე არ მეფიქრა, მაგრამ დრო ყველაფერს უძლებს! აღარ გიყვარვარ? გთხოვ, ეგ არც გაიფიქრო და არ მითხრა! შენს თვალებში ვხედავ ყველაფერს, ჩემი ერთი გამოხედვა და მაშინვე ყველაფრის აღქმის უნარს კარგავ. იცი, რატომ? იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ! ჩვენი სიყვარული სხვანაირია ნიაკო არ გავს არც დათუნა და ანასი და არც ელენე და ვატოსი! ჩვენი სიყვარული ერთი ნახვით შეყვარება იყო, ამ სიყვარულის გამო სიგიჟეებს ჩავდიოდით! ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩუმად ვაკეთბდით ყველაფერს. ეს აზარტული სიყვარულია, სხვანაირი არც კი შეგვეფერება! უერთმანეთოდ ვერ ვიცოცხლებთ ხომ იცი არა?- უთხრა ნიკუშამ და ნიაკოსთან ახლოს მიიწია.
-და მე რომ მტკივა კიდევ?-გულიბრყვილოდ უპასუხა ნიამ.
-გადმოდი მანქანიდან,-მშვიდად უთხრა ნიკუშამ. ნიაც დაჰყვა ნიკუშას ნათქვამს. ხელი მოჰკიდა ნიკუშამ და გადაახედა თბილისზე.:
-ხედავ? ეს ის თბილისია სადაც ყველა ყველას იცნობს, სადაც არავინ არავინს ინდობს, ერთ შეცდომას არ პატიობს და ელემენტარულს-ტრაგედიად გარდაქმნიან! ამ თბილისში უპატიებელი ბევრი ხდებდა, მაგრამ შეუძლებელი არაფერი!ეს ის თბილისია, სადაც ნიკუშა გელაშვილმა თავდავიწყებით შეიყვარა ნიაკო ალავიძე და ამ თბილისში მის გაშვებას არ აპირებს!-უთხრა ნიკუშამ და ჩახედა ნიაკოს აცრემლებულ ცისფერ თვალებში. ნიაკოსგანაც იგრძნობოდა ანალოგიური ემოცია.
-ეს ის თბილისია სადაც ერთ შანსს ყველა იმსახურებს!ეს ის თბილისია, სადაც ნია ალავიძემ ნიკოლოზ გელაშვილი შეიყვარა და არც ის აპირებს მის გაშვებას! - უპასუხა ნიაკომ და წამოიყვირა- მიყვარხარ ნიკუშა! მე ღმერთის წინაშე ვთქვი, რომ ჭირსა თუ ლხინში შენთან ვიქნებოდი და მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მოხდეს ერთად ვიქნებით!- მოძალებული ემოციები, მონატრების გრძნობა, დიდი სიყვარული, რომელმაც ლამისაა გაგხეთქოს შუაზე, გული რომ ამოვარდნას გაქვს და თვეების მანძილზე მონატრებული კოცნა..!

******
ბიჭები სახლში გადათიშულები დაბრუნდნენ. ბავშვებმა მთაწმინდის ყველა ატრაქციონზე მოინდომეს ასვლა, შემდეგ საჭმელად წამოვიდნენ, იქაც სასრიალოებზე გაერთნენ და ბიჭები გადაიწვნენ. როგორია შვილს უარი უთხრა რაღაცაზე თუნდაც კვირაში ერთხელ.
-აუ, კოტე საღოლ რა! იმენა მოწოდებით ძიძა ყოფილხარ შენ,-უთხრა გადათიშულმა დათუნამ ძმაკაცს.
-აზრზე არ ხართ არც ერთი რა!-თავმომწონედ თქვა კოტემ.
-გადაიღალე დავით?-გაიცინა ვატომ
-კი შენ ძმობას ვფიცავარ, არაფრის თავი არ მაქვს მართლა!-უპასუხა დათუნამ და წამოწვა სავარძელში. ამასობაში გოგონებმა ბავშვები დააბინავეს ოთახებში და შემოვიდნენ ბიჭებთან მისაღებში.
-მესამე სად დაკარგეთ?-იკითხა ვატომ
-ო,ო,ო...-წაიმღერა ანამ და ელენეს თვალი ჩაუკრა
-რა, „ო“?- დაიძაბა ვატო
-საქმეზე გავიდა,-მშვიდად უპასუხა ანამ
-რა საქმეზე?-გასწორდა დათუნა
-თავისმა თანამშრომელმა დაურეკა ნიტო ვაკო ნიტო ვახო ზუსტად კი არ ვიცი, გამოიპრანჭა და წავიდა რა,-მშვიდად უპასუხა ანამ. ბიჭები უცებ გამოფხიზლდნენ და გასწორდნენ. სახე დაეძაბათ და აელეწათ.
-რა თქვი გოგო?-დაიძაბა დათუნა
-ხო, დათუნ გავიდა და მალე მოვალო,-უპასუხა ანამ და ვითომც არაფერი
-ანა, გაგიჟდი? როგორ გაუშვით ვიღაც ვაკო , ვახო თუ ჯუმბერთან?- გაბრაზდა კოტე
-რა დაგემართათ! წავიდა რა მოხდა!- აჰყვა ანას ხუმრობაში ელენე
-ელენე! გამაგებინე რა ხდება! სულ არ არის სასაცილო!-მკაცრად უთხრა ვატომ ელენეს.
-რა დაგემართა ვერ გავიგე? არ აქვს ადამიანს უფლება ვინმეს შეხვდეს?-გაიოცა ელენემ და გაიცინა.
-შენ გოგო სულ გაგიჟდი? ვაფშე არ არის სასაცილო რა! რა ხდება თქვით დროზე!-დაიყვირა ვატომ
-აუ, რა ბანძები ხართ! ნიკუშამ მოაკითხა ნიაკოს და გავიდნენ გვრიტები სალაპარაკოდ. ვერ გავიგე თქვენ უნდა გკითხონ აზრი ან ერთმა ან მეორემ?-ვითომ გაბრაზებულმა უპასუხა ანამ. გაგიჟდნენ ბიჭები. კოტე მაშინვე წამოხტა და დაიწყო კლინიკაში დარეკვები, ვატო ნიკუშასთან რეკავდა, დათუნა კი უბრალოდ დაძაბული და გადათიშული იჯდა და ფიქრობდა, არავინ იცის რას.
-წამოსულა იქიდან ეგ ავადმყოფი!-თქვა კოტემ, როცა ლაპარაკს მორჩა
-ღადაობ ტო? რა სიურპრიზების მოწყობა დაიწყო!- ამოისუნთქა ვატომ და ელენეს გახედა საყვედურის თვალებით. ელენემ მხრები აიჩეჩა რა გინდა ვერ გავიგეო. თითქმის მოსაღამოვდა და გელაშვილი-ალავიძის წყვილი არსად ჩანდა. უკვე ნერვიულობა დაიწყეს ანამ და ელენემ, მარიამიც უკვე ნიაკოს ითხოვდა. დაძაბულები ისხდნენ მეგობრები, როდესაც კარი ნიკუშამ და ნიაკომ შემოაღო.
-მომილოცეთ! ცოლი ხელმეორედ მოვიყვანე!..-დაიყვირა ნიკუშამ და გადახედა სახეაწითლებულ ნიაკოს.
გაოცებულები უყურებდნენ ელენეს მეგობრები. ანა და ნია გაკვირვებულები იყვნენ. იცოდნენ, რომ სხვა რაღაცას აპირებდა ელენე და ამ დროს სრულიად სხვა რაღაცა მოხდა. თამთა კი კმაყოფილებისგან აღსავსე სახით უყურებდა და თან ღვინოს წრუპავდა. ვატო გამოჰყვა ელენეს და არ დაანება წასვლა.
-რას აკეთებ? გაგიჟდი? სად მიდიხარ?
-სახლში. ჩემს შვილთან,-ცივად უპასუხა ელენემ და ჩანთა აიღო ხელში. მშვიდად მოსცილდა ვატოს, დაემშვიდობა ახალგაცნობილ თანამშრომლებს და გეზი კარისაკენ აიღო. ნია და ანა წამოხტნენ და გაეკიდნენ ელენეს.
-შენ მოგხედავ!-დაუყვირა ვატომ თამთას და ისიც გაჰყვა ნიას და ანას. ელენე აუღელვებლად იცვამდა პალტოს, ვითომ არ ნერვიულობდა და არ განიცდიდა. მშვიდი გამომეტყველებით შეეგება მეგობრებს.
-ელენე, რა ხდება ამიხსნი?-ჰკითხა ანამ
-რა უნდა ხდებოდეს. ვატო თავისთვის, მე-ჩემთვის..-უპასუხა და ნაძალადევად გაიღიმა
-რას ამბობ? დღეს სანამ აქ მოხვიდოდი სხვა რაღაცას ამბობდი! არ წახვიდე რა..-შეევედრა ნია.
-რას ვიზამთ ნიაკო.. ხდება ხოლმე..-მშვიდად უპასუხა ასევე და როგორც კი დაინახა ვატო მაშინვე კარისაკენ გატრიალდა. ვატო დაეწია და ნიას და ანას მიაძახა შიგნით შედითო.
-სად მიდიხარ? რა ხდება არ მეტყვი?
-მე რა უნდა გითხრა ვატო.. პრინციპში არც შენ გაქვს ასახსნელი რამე. თავისუფალი კაცი ხარ და ვისთანაც გინდა იმასთან დაწვები. უბრალოდ, უსიამოვნო ფაქტია ის რომ რაღაც გამოგვდიოდა თითქოს ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით და უცებ ათი ნაბიჯით უკან აღმოვჩნდით..
-ნუ ამბობ მაგას! იცი, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და შენს გარდა არავინ არ მინდა..!-დაიღრიალა ვატომ.
-თამთა?
-რა თამთა?
-ორი დღის წინ თამთა? იცი, რა ხდებოდა ორი დღის წინ? ნია და ნიკუშა შერიგდნენ. მე და შენ აივანზე ვიდექით და ერთმანეთს ვსუნთქავდი. ვქმნიდით ჩვენი მომავალი ოჯახისთვის ნიადაგს და ვრწმუნდებოდით ერთმანეთის გრძნობებში! შენ კიდევ ორი დღის წინ..! ზუსტად ორი დღის წინ, მე და ბავშვი სახლში რომ წამოვედით მაშინვე ეგ აუტანელი ქალი ჩაიგორე ლოგინში..! ნორმალურია შენი საქციელი?-გამწარდა ელენე
-თვითონ მოვიდა..! შენ თავს ვფიცავარ სადარბაზოსთან დამხვდა.. კი მნახე როგორი ნასვამი ვიყავი, ამომყვა სახლში და..
-მეტი აღარ მაინტერესებს! ინტიმური დეტალები შენთვის დაიტოვე და შენს ფანტაზიასაც მიეცი გასაქანი მაგ თამთასთან! მე ნუღარ შემეხები იცოდე..! და ცოტახანს გთხოვ ადამიანურად გაქრი ჩემი ცხოვრებიდან..!- არანაკლებ დაიყვირა ელენემ. ცხოვრებაში ელენეს ისტერიკები რომ არ ახსოვდა და გამწარებული ელენე არ უნახავს, დღეს იყო ელენე დაუმორჩილებელი. ყვიროდა ბოლო ხმაზე. გააჩერა ტაქსი და ჩაჯდა მანქანაში. ვატო კი დარჩა და უყურებდა, როგორ მიდიოდა საყვარელი ადამიანი მისგან შორს.
-ამის დედაც..!-დაიგვირგვინა ვატომ და შევარდა რესტორანში. მომღიმარი და მოფლირტავე თამთა ვიღაც კაცს ააცალა ხელიდან და გარეთ გამოათრია.
-რა გამიკეთე შენი დედაც..!-დაუყვირა თამთას ვატომ.-რატომ ხარ ასეთი ბოროტი? მოგეცი რამის იმედი? გითხარი სერიოზულად არ გიყურებ-მეთქი და რამდენიმე ღამე რატომ გადამაყოლე? რატომ არ მეშვები?
-ის რამდენიმე ღამე ჩემთვის მართლა დაუვიწყარი იყო და ასე ადვილად მე შენს დათმობას არ ვაპირებდი! იცი, როგორ ვიტანჯებოდი შენს გარეშე? სამსახურში მაიგნორებდი ყურადღებას არ მაქცევდი და ვის გამო პროსტა? ვიღაც გოგოს გამო?
-შენ რამე ხომ არ გეშლება? ეგ ვიღაც გოგო ჩემი ცხოვრების სიყვარულია და ჩემი შვილის დედაა..!!!-დაუღრიალა ვატომ
-მერე ყველა კი არ ცხოვრობს თავისი შვილის დედასთან,-ცინიკურად უპასუხა თამთამ,-მე შენ გითხარი რამდენიმე თვის წინ, რომ შენს დათმობას არ ვაპირებდი და შევასრულე კიდეც! ხოდა როგორც მე არ მყავხარ შენ ისე არ გეყოლება შენც შენი საყვარელი ადამიანი გვერდზე!-უპასუხა თამთამ და კურტუმოს ქნევით წავიდა.


***
ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.მართალია ნათქვამი „რასაც დასთეს იმას მოიმკი“. ვატოც ზუსტად ამას ფიქრობდა. დატანჯა საყვარელი ადამიანი წლების წინ და ახლა, ბუმერანგივით დაუბრუნა ყველაფერი. და მაინც რა მოხდა? უღალატა? კი, ნამდვილად უღალატა. რაც ჩამოვიდა იმის მერე ცდილობდა ურთიერთობის დალაგებას. ყველა ნახვაზე ეუბნებოდა თუ არა აგრძნობინებდა მაინც, როგორი ძვირფასი და ღირებული ადამიანი იყო ელენე მისთვის. და რა გააკეთა? წამიერი სისუსტე ვერ მოითმინა! მერე რა რომ ნასვამი იყო, ყოველთვის შეეძლო თავის გაკონტროლება და არასოდეს არ გადადიოდა ზღვარს. აქამდეც იყო თამთასთან, მაგრამ რაც ელენესთან დაიეყო ურთიერთობა ყველა ქალი მით უმეტეს თამთა წარსულს ჩაბარდა. უნდოდა ოჯახი, ცოლი, შვილი და ცდილობდა, მაგრამ დაუშვა შეცდომა ვნებები რომ ვერ მოთოკა. შეიძლება იფიქროთ, რომ მერე რა თავისუფალი კაცია და ვისთანაც უნდა იმასთან იქნებაო. მაგრამ!...მაგრამ როდესაც ხედავ პერსპექტივას საყვარელ ადამიანთან ყოფნის იქ სხვა რაღაცები უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება. როცა გიყვარს მაშინ ხარ ყველაზე ერთგული..ყველაზე ცუდია წამიერი სისუტე, რომელიც გძლევს და შეცდომას გაშვებინებს. რამდენჯერ უნდა შეეშალოს? ყოველთვის ხომ არ იქნება პატიების ღირსი. წლების განმავლობაში იცოდა, რომ ელენეს ცხოვრებაში ვინც კი გამოჩნდა არავისთან სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია. მისი ჩამოსვლის მერე კი ელენემ არავინ მიიკარა. იმიტომ რომ მათი ურთიერთობა და მომავალი,რეალური იყო ვიდრე არარეალურ სივრცეში მცხოვრები. იცოდა, ელენემ რომ ადრე თუ გვიან ისინი ერთად იქნებოდნენ და წერტილი არ ჰქონდა ურთიერთობას დასმული. ვატომ კი... არცაა საჭირო თქმა რა, როგორ და რანაირად. ფაქტი ის იყო რომ ვატო თავს დამნაშავედ თვლიდა.. მესამე თვალმა შეიძლება არ ჩათვალოს, მაგრამ ვატო თვლიდა და ალბათ, ესეც იყო.

***
-კაი, ბიჭო რას იჭყიპები ამ სპირტით რა!..-უთხრა კოტემ
-შემეშვი რა კოტე.. დავაშავე და ცოტა მოშვება მინდა..-უპასუხა ვატომ და გადაკრა არაყი.
-სასმელი ამსუბუქებს?- კითხა დათუნამ
-არ ამსუბუქებს, მაგრამ თავისას ხომ შვება..-მოკლედ უპასუხა ვატომ
-დაურეკე ხვალ ან ზეგ იქნებ დაგელაპარაკოს და წესიერად მოგისმინოს..-უთხრა დათუნამ.
-რა ნამუსით დავურეკო დათუნ? ვატკინე ერთხელ ნუ კაი, მაპატია.. მეორედ ვატკინე და როგორ ვუთხრა ბოდიში, მაპატიე, შენ გარდა არავინ მინდათქო? იცი რა არის ყველაზე ცუდი? ის ძალიან ძლიერია, მე კიდევ სუსტი.წასული და გამქრალი რომ ვიყავი მაინც ჩემი ერთგული იყო. ჩამოვედი და გააათასმაგა ერთგულება. მე კიდევ ჩამოსული არ ვიყავი ვგორაობდი ვიღაცასთან..!სიყვარული ნაზი და წმინდაა,გაფრთხილება სჭირდება. ელენე უფრთხილდებოდა მე-არა.-უპასუხა ანერვიულებულმა ვატომ
-კაი, ტო.. კაცი ხარ და ისე ხომ არ იქნებოდი?-თქვა ნიკუშამ
-ნიკუშ, რა არის იცი? ყველაფრის მოთმენა შეიძლება. ამდენი თვის განმავლობაში იმიტომ გაიწელა ჩვენი „არ ყოფნა“ , რომ ვითმენდი და პატივს ვცემდი მის აზრებსა და ნაბიჯებს. ვგრძნობდი, როგორ მომყვებოდა ნელ-ნელა და ერთად ვაშენებდით ჩვენს გარშემო საჩვენო სამყაროს. მომენტს ველოდებოდი, რომ მეთქვა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა მომენტს არ უნდა დავლოდებოდი. ამ მომენტმა ყველაფერი გააფუჭა..
-პროსტა ის გოგო მაცემინა მეტი არაფერი არ მინდა..!-დაიყვირა კოტემ
-რაღა აზრი აქვს კოტე? თამთამ რაც მინდოდა ის გავაკეთეო და ახლა, შემეშვება უკვე..-მშვიდად უპასუხა ვატომ, რომელიც ერთ ადგილს მიშტერებოდა.
-რომ დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.მაშინვე ელენეს დავუწყე ძებნა, რომ გამერიდებინა სიტუაციას ან, თუნდაც რამე მომეფიქრებინა, რომ ნაკლებად ტკენოდა.. -თქვა დათუნამ
-ახლა სად არის ელენე?-იკითხა ვატომ
-გოგოებთან ერთად ჩვენთან საგურამოში. ოღონდ არც იფიქრო, რომ ასეთ მდგომარეობაში ნახავ..!-კატეგორიულად უთხრა დათუნამ
-არა, მაგას არც ვფიქრობდი..ცოტა ხანს გავერიდები.. აღარ აქვს სურვილი ჩემი ნახვის..-თქვა ვატომ და გადაკრა არაყი.

***
ბუხართან ისხდნენ გოგოები. სვამდნენ ჩაის და ელენეს უყურებდნენ, როდის იტყოდა რამეს.
-ელენე, თქვი რამე რა.. არ მინდა შენში შეინახო ყველაფერი..-უთხრა ანამ ელენეს
-არა, არც ვაპირებ. უბრალოდ ჩემ თავში ვალაგებ აზრებს. იცი დღეს ირაკლის ველაპარაკე. ვეღარ მოვასწარი მეთქვა თქვენთვის..
-ვაიმე, რაო?-შეიცხადა ანამ
-შენო როგორც გინდაო ისე მოიქეციო. ვატო ღირსეული ადამიანია და შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერო. იცით არასოდეს არ უკითხავს რეალურად რა მოხდა, სანამ მე თვითონ არ მოვუყეი. მაშინაც არ შეუძულებია ვატო. უბრალოდ, მამობრივმა სიყვარულმა და ეგოიზმმა გამოიჩინა მაგ დროს თავი.. თვითონ მითხრა დღევანდელი დღე გამოიყენეო.. ვაპირებდი, მეთქვა როგორ მიყვარსდა ერთი წამითაც არ მეპარებოდა მასში ეჭვი.მაგრამ ახლა აღარ ვიცი. მეტკინა ძალიან მეტკინა..
-მესმის ლენ, მაგრამ იქნებ დაელაპარაკო წესიერად? და მოისმინო რეალურად რა ხდება? რა მოხდა ერთხელ..-დაიწყო ნიამ.
-საქმეც ისაა, რომ ერთხელ არ ყოფილა. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ხომ გააჩნია როდის? როცა ჩამოვიდა და დავიწყეთ ურთიერთობა სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდით, მაგაზე პრეტენზია არ მაქვს.. სანამ სხვა ფაზაში გადავიდოდით და ვიფიქრებდით მომავალზე.. ესაა მთავარი. შენი და ნიკუშას შერიგების დღეს იცი რა იყო? ემოცია, გრძნობა, ვნება.. როცა ჩამეხუტა არც ერთი აღარ მახსოვდით. გალაკტიკამდე ბედნიერი ვიყავი და იმას იქეთაც..
-რას აპირებ?-ჰკითხა ანამ შეპარვით
-ამ წუთას მაგაზე არ ვფიქრობ. ერთი ის ვიცი,რომ სიგიჟემდე მიყვარს მართლა. მართალია, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და რაღაც უხილავით გაჯადოვებს და მიჯაჭვულს გხდის.მაგრამ ისიც ვიცი, რომ არ მინდა მისი ნახვა.. ყველაფერს წარმოვიდგნენ. თამთა და ვატო ერთად! ვატო ვინმე სხვა ქალთან..! დარტყმაა ჩემთვის. ახლა, ალბათ ემოციების ქვეშ ვარ და ამიტომ ვლაპარაკობ ამას. არ ვიცი ხვალ რა იქნება ცივ გონებაზე და დამშვიდებულ გულზე რას ვიფიქრებ.-მშვიდად უპასუხა ელენემ და ჩაი მოსვა.
-მდაა.. არასდროს არ დაგადგათ საშველი! იცი, რისი ბრალია? აქამდე რო მიიყვანეთ ყველაფერი. დრო რომ გაწელეთ!-უთხრა გაცხარებით ანამ.
-კი, მაგის ბრალიც არის და ჩემი დაუდევრობითაც. რა ვქნა გადაწყვეტილებას მალე ვერ ვიღებ. მით უმეტეს ასეთ საკითხში კი იცით.. ასე, მგონია ბედნიერი არასოდეს არ ვიქნები..
-რა სისულელეს ბოდავ! იქნები აუცილებლად იქნები. შენ ისეთი ხარ არასოდეს არ დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ცუდ შედეგამდე მიგიყვანს,-უთხრა ნიამ დარწმუნებით.
-იმედია, ახლა მართლა ვერაფერზე ვფიქრობ..

***
მეორე დღეს დათუნა და ნიკუშა ჩავიდნენ საგურამოში. ელენე მათ დანახვაზე ცოტა დაიძაბა, ეგონა ვატოც მათთან ერთად იქნებოდა.
-აქ არ არის,-უთხრა ნიკუშამ. ელენემ პასუხად გაუღიმა და ბუხართან ჩამოჯდა.
-იმედი მაქვს, არ აპირებთ ვატოს დაცვას ან მორალის წაკითხვას,-უთხრა ელენემ ჩამოსულ ბიჭებს.
-არც ერთს არ ვაპირებთ. უბრალოდ შენი ნახვა გვინდოდა, როგორ იყავი და ერთი-ორი სიტყვის თქმა,-უპასუხა ნიკუშამ.
-ისე ვარ როგორც უნდა ვიყო,-მშვიდად უთხრა ელენემ.
-არც ვატოს დაცვას ვაპირებ, არც შენთვის მორალის კითხვას, იცი ყოველთვის როგორიც ვიყავი. არც მე და არც დანარჩენები არ ვერეოდით თქვენს ურთიერთობაში და ალბათ, ძალიან ცუდსაც ვაკეთებდით, თორემ აქამდე არ მიხვიდოდით. შენ აქ ხარ სასოწარკვეთილი და სახე ალეწილი და ის იქ იხრჩობს თავს სასმელში. კოტე არ წამოვიდა, რომ რამე სისულელე არ ჩაედინა ვატოს,-დაიწყო დათუნამ.
-იცით, რომ ორივე გვიყვარხართ და თქვენი ბედნიერება ძალიან გაგვიხარდება ყველას, მაგრამ საჭიროა, რომ მოისმინოთ ერთმანეთის. უშეცდომო არავინაა ელენე ხომ, იცი?-უთხრა ნიკუშამ.
-გიყვართ ერთმანეთი და საჭიროა, რაღაც კომპრომისზე წასვლა. ასე ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება ძლივს აშენებულის დანგრევა..-უთხრა დათუნამ.
-ასეც ხდება ხოლმე..-მოჩვენებითი სიმშიდით უპასუხა ელენემ ისე, რომ არ მოუშორებია აგიზგიზებული ცეცხლისათვის თვალი.
-არა, ელენე ასე არ ხდება და თუ ხდება მომავლისთვისა და ურთიერთობისთვის საჭიროა ერთხელ თუ დათმობ მეორედაც დათმო. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით მოწმეები, როგორ ცდილობდა ვატო რომ რაღაც გაეკეთებინა. ბაზარი არაა შეეშალა ადრე, მაგრამ ახლა სხვა დრო და სხვა ცხოვრებაა. თქვენ გყავთ შვილი და შვილის გამო ღირს რაღაც დათმობაზე წასვლა და თავმოყვაროების დათმობა.
-რა დათმობას გულისხმობ, ნიკუშა? გაგიჟდი ხო შენ? ადამიანური მომენტია და ძალიან ძნელია რა..!-შეეკამათა ნიაკო.
-შენ გაჩუმდი და ვაფშე გადით ორივე ოთახიდან,-მკაცრად უთხრა ნიკუშამ ნიაკოსა და ანას.
-რატომ? რომ გადაიყვანოთ ჩემი დაქალი ჭკუიდან და სისულელეები ელაპარაკოთ? ვითომ, ვატო უცოდველია და არაფერი დაუშავებია?-გაცხარდა ანა.
-ხო გითხრა ადამიანმა გადიო?! ხოდა, გადი..!-გაბრაზდა დათუნა. ანამ და ნიამ შხედეს ელენეს, რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა მეგობრებს.
-თქვენ გგონიათ მარტივია ყველაფერი? ძლივს გადავლახე ის პერიოდი მაშინ რაც მოხდა. ნუ, კარგი მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი და არც მინდა წარსულის გახსენება. ღალატი ხდება, მაშინ როდესაც ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. სად დაინახეთ ჩვენს ურთიერთობაში არაჯანსაღი დამოკიდებულება? ყველაფერი ხდებოდა ეტაპობრივად და მივჯვებოდით დინებას. ნელ-ნელა ვეჩვეოდით ერთმანეთს და ჰოპ! მაშინვე უნდა დავქორწინებულიყავით? ეგეთი ადვილი გგონიათ ოჯახის შექმნა? დათუნ, შენ და ანა წლები იყავით ერთად და მერე დაქორწინდით. ნიკუშ , შენ და ნიაც ერთ წელზე მეტ ხანს იყავით ერთად და მერე დაქორწინდით და ამ ყველაფის მაგალითზე თქვენ გინდათ, რამდენიმე თვეში მივიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ შვილი გვყავს?-გაბრაზდა ელენე და ყველაფერი ერთმანეთს მიაყარა.
-მაგას ვინ გეუბნება? რა სისულელეებს ლაპარაკობ ხვდები საერთოდ? შენ თუ გგონია, რომელიმე ვამართლებთ ვატოს ძაან ცხდები, ტო. უბრალოდ იმისკენ მოგიწოდებთ, რომ დაილაპარაკოთ დღესვე თუნდაც, თორემ დრო რომ გავა და თუ წაიღო ყველაფერი თქვენ ორსაც წაგიღებთ,-უთხრა ნიკუშამ და ნერვულად მოუკიდა სიგარეტს.
-არაფერი არ იცი ელენე, საერთოდ არაფერი!-გაბრაზდა დათუნა.
-რა უნდა ვიოდე მაინც? ის ინტიმური დეტალები მე არ მეხება და არ მაინტერესებს!-ცივად უთხრა ელენემ დათუნას.
-იცი, მაინც რეალურად რა მოხდა? ვატო რომ ჩამოვიდა და თამთამ გაიცნო, აეკიდა ის გოგო იმენა სულ დასდევდა, სანამ შენთან დაალაგებდა ურთიერთობას.. მაგრამ..! მაგრამ!! როდესაც შენთან დაიწყო ურთიერთობა, შენც დათბი არ იკარებდა საერთოდ. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა თამთა მივარდნილა მასთან და უთქვამს ჩემი ცხოვრების სიყვარულია ელენე, მის ცოლად მოყვანას ვაპირებ და არ ვაპირებ შენთან ურთიერთობის აწყობას და გაგრძელებასო! მის გამო დავბრუნდი და ჩამოვედიო!-გაბრაზბულმა დაიყვირა დათუნამ.
-მთელი დღეები დღეები შენზე ლაპარაკობდა. შენზე და ვატოზე. ფიქრობდა, როგორ უკეთესი იქნებოდა თქვენთვის, რა გაგაბედნიერებდა, რა გაგახარებდა. შენ გგონია არ ვიცით ღამე რომ გაკითხავდა? ამით ცდილობდა მეტი საერტო ეპოვნა შენთან, მეტად დაგახლოვებოდა და ბევრი გაეგო შენზე. უყვარხარ, იცი როგორ უყვარხარ? გუშინ პატარა ვატოს დაბადების დღეზე აპირებდა შენთვის ხელი ეთხოვა. სხვადასხვა გვერდებზე დაძვრებოდა, რომ რამე განსაკუთრებული შეერჩია შენთვის. ისეთი, როგორიც არავის ჰქონია და ლამაზ გარემოში ეთხოვა ხელი! დაფიქრდი, ცოტა რომ მოგეთმინა სულ ცოტა კიდევ და აგეტანა ეს ყველაფერი დაგავიწყდებოდა და სურპრიზსაც ნახავდი..
-ეგ თქვენი საქმეა ვინ რაში ხართ დამნაშავე და რომელმა რომელთან დააშავა მოქმედებით, ან უმოქმედობით. მაგრამ ერთი ის იცოდე, რომ ამ ერთი სისულელის გამო არ უნდა დაკარგო და არ უნდა მიატოვო ყველაფერი რაც აქამდე გაგიკეთებია,-დაასრულა დათუნამ. ელენე უსმენდა და ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები. ვატოს ხელის თხოვნა უნდოდა? მთელი ბავშვობა ოცნებობდა პრინცზე, სურპრიზად ქცეულ ხელის თხოვნაზე, ფუშფუშა კაბაზე და ლამაზ ოჯახზე. პირიქით მოხდა ყველაფერი და დაუდევრობამ თავისი ქნა. რომლის ბრალია, ერთი რომ ძალიან მომთმენი იყო თუ მეორე, რომელსაც უაზრო თავმოყვარეობა ჰქონდა და არაფრის დიდებით არ გადადიოდა, ასევე, უაზრო პრინციპებს. ალბათ, გაუბედაობის, რომელიც ორივეს ჰქონდა.
-შენ იცი, რომ ვატო არაა ის ტიპი რამე უხერხულობა შეგიქმნას, ან შენი სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდეს.. მაგრამ ალბათ, აქამდე ჯობდა ასე ექნა..-უთხრა ნიკუშამ და დათუნას გადახედა, რომელიც აგიზგიზებულ ბუხარში მაშით აწვალებდა შეშას.
-ნიკუშ, წავედით რა..-უთხრა დათუნამ და წამოდგა ფეზე,-შენ კიდევ რო ფიქრობ და აგეხადა თავი ამდენი ფიქრისგან ცოტა რეალური და საჭირო რაღაცები იფიქრე,-მიმართა ელენეს და გავიდა ოთახიდან. ისე გავიდა ბიჭები სახლიდან ზემეტი აღარაფერი უთქვამთ. მაშინვე შემოცვივდნენ ანა და ნია ელენესთან და დაინახეს უემოციო ელენე, რომელიც უძრავად იჯდა და მოსდიოდა ცრემლები.

***
ჩვეულებრივად გაგრძელდა ის კვირა.
არც ერთი ზარი, ან წერილი, ან უბრალოდ შემთხვევით ნახვა არ ყოფილა.
უსასრულო ფიქრი და მიუღებელი გადაწყვეტილებები.
ტკივილი..
სულის შემძვრელი
და გამყინავი..
ტკივილი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ტალღებივით გაივლის და ყოველ უჯრედს ნემსებად ერჭობა..
ფიქრი ძილის წინ და მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გათენებისას კარგავენ ძალას. ვატო შვილს ნახულობდა, გამოჰყავდა ბაღიდან და მიჰყავდა თავისთან და შემდეგ კი ვატოს დედას მიჰყავდა ელენესთან. ქალი განადგურებული იყო. ხმას ვერ იღებდა ვერც საკუთარ შვილთან და ვერც ელენესთან. ან რა უნდა ეთქვა? როცა რეალურად არც იცოდა რა მოხდა. უბრალოდ, ძალიან სტკიოდა ორივეს ცუდად ყოფნა. სტკიოდა ელენეს ამოღამებული თვალები და ვატოს ალკოჰოლით გაჟღენთილი გამოხედვები.
იტანჯებოდა ერთი აქეთ,ერთი იქეთ.
ტიროდა სული- ერთის აქეთ, ერთის იქეთ.
ელენე სამსახურიდან მივლინებაში მოუწია წასვლა ერტი კვირით. ბავშვი კი სულ ვატოსთან იყო. თითქოს პატარაც გრძნობდა მშობლების უთანხმოებას და ხასიათზეც ეტყობოდა.
-არ ვიცი ვატოს რა მოვუხერხო, რაღაც უხასიათოდ არის..-დაიწუწუნა ბიჭებთან ვატომ.
-ელენე უნდა?-ჰკითხა ნიკუშამ.
-ხო, ალბათ. ამდენ ხანს მარტო არასოდეს ყოფილა მის გარეშე,-ამ დროს დათუნა შემოვიდა ოთახში.
-ბიჭო, ნიამ დაგირეკა?-ჰკითხა ნიკუშას.
-არა, რა ხდება?
-ვიღაც ამათი კლასელის დაბადების დღეა და იქ მიდიან გოგოები,-უპასუხა დათუნა და ვატოს გახედა,-ჩამოვიდა.
-ელენეც მიდის?
-კი. ანამ მითხრა ახლა ჩამოვიდა და ნანასთან მისულა ბავში უნახავს და ვემზადებით საღამოსთვისო.
-ძალიან კარგი, გაერთოს ცოტა,-მშვიდად ჩაილაპარაკა ვატომ.

***
ღამის პირველი საათი იყო დაწყებული. ტელევიზორში საინტერესო არაფერი იყო, მარტო ფეხბურთი თუ მიიზიდავდა კაცს თან რაღაც გადაკარგული ქვეყნის ნაკრებების თამაშები გადიოდა. ვატო შავ სპორტულებში წამოგორებული უყურებდა ტელევიზორს და პულტს ხელში ათამაშებდა. აღარ უნდოდა დალევა. როგორც წესი, ერთი ჭიქაც კი მის ფიქრებზე მოქმდებდა. კარებზე ზარი დარეკეს და ზოზინით წამოდგა ვატო. ეზარებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო და ამიტომ ნელა მიუახლოვდა კარს. კარებში ელენე იდგა. გული გაუჩერდა, ან აუჩქარდა, ზუსტად არ იცის.
-ელენე.. შემოდი,-უთხრა ვატომ და შემოატარა ნემსაძე. სასწაულად ლამაზი იყო ელენე. შავი მოკლე კაბა ეცვა მუხლს ზემოთ, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და სადა მაკიაჟი, რომელიც მოსცილებოდა. ეტყობოდა, საგრძნობლად ნასვამი იყო. თმები აწეწვოდა და შესვლისთანავე მისაღები ოთახის სავარძელში ჩახტა.
-ესეიგი, ეს არის შენი სამფლობელო..-მიმართა ვატოს და ოთახი მოათვალიერა.
-ელენე, ძალიან ნასვამი ხარ...
-არ ვარ! მერე რა.. რომც ვიყო, არაუშავს! ცოტა დავლიეთ გოგოებმა,-უპასუხა და ფეხზე წამოხტა.მიუახლოვდა კარადაზე დადებულ სურათებსა და კედელზე დაკიდებულ ნახატებს. თან ნელ-ნელა დადიოდა და ინტერესით უყურებდა ყველა სურათს.
-აი, ყველაზე მეტად რა გინდა?-ჰკითხა უცებ ვატოს ისე, რომ არც შეუხედავს მისთვის.
-როგორ?-გაუკვირდა ვატოს, რომელიც უკან მიჰყვებოდა ელენეს.
-რა გაგიკვირდა. მითხარი, რა გინდა ყველაზზე მეტად?
-რა თუ ვინ?
-კარგი. აი, მაგას პირდები, რომ არასოდეს მოატყუებ, უღალატებ, მიატოვებ და სიცოცხლის ბოლომდე გეყვარება?
-არსებობს მაგის ორი აზრი, რომ ეგრე არ იქნება?
-კონკრეტული პასუხები, ვატო!-შენიშვნა მისცა ელენემ და გააგრძელა გზა ვატოს ოთახისკენ.
-კარგი, ჰო.. ვპირდები და ის?
-ის გპირდება, რომ სულ შენს გვერდით იქნება ჭირსა თუ ლხი...-დაიწყო ელენემ და სათქმელი ვეღარ დაამთავრა. ვატოს ოთახში შსულს წინ სანახაობა გადაეშალა. კედელზე დიდად იყო ელენეს სურათი გაკრული. ცრემლები თავისით წამოუვიდა, მაგრამ არ შებრუნებულა ვატოსკენ.
-ჭირსა თუ?-შეახსენა ვატომ.
-ლხინში.. ყველაზე მეტად ეყვარება და კიდევ რაღაც, რასაც ყურში ეტყვის მერე..
-ახლა, რომ უთხრას?
-ახლა, სხვა რაღაცა უნდა..!-უთხრა ელენემ და ვატოსკენ შემოტრიალდა.

***

დილას რომ გაიღვიძა თავი ისე ტკიოდა, კიდევ ერთხელ ინანა, რომ დალია. მაშინაც ნანობდა, რომ სვამა მაგრამ უნდოდა და რაექნა? ცხოვრებაში ერთხელ ხომ უნდა დაელია ისე, რომ სისულეეები გაეკეთებინა მერე? სისულელე? რა სისულელეა, რომ ეს სისულელე იყო.. გაეღიმა. თვალები გაახილა და თავის სურატს შხედა, სადაც გვერდზე საყვარელი მამაკაცის სურათი მოუხდებოდა.
-დილამშვიდობისა..-ღიმილით უთრა ვატომ. ელენემაც გაუღიმა და უცებ მისკენ მიიწია და მთელი სახე დაუკოცნა.
-არ მაინტერესებს ვიღაც თამთა და არც არაფერი! შენ ჩემი ვატო ხ არ მენამდე და მე ვარ შენ! მე მინდა კიდევ შვილები შენგან! ჩემს შვილს ბევრი და-ძმა სჭირდება. და არც ის მაინტერესებს კიდევ ვინ დააპირებს ჩვენს ურთიერთობაში ჩარევას, მე არ ვაპირებ შენი თავი ვინმეს დავუთმო იმიტომ, რომ შენი მჯერა. იმიტომ მჯერა, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და შენ გამ ო ბევრ რამეზე ვარ წამსვლელი!-უთრა ელენემ და ვატოს კისერში ჩარგო თავი. ვატოს პატარა ბიჭივით აუფართხალდა გული, აღარ იცოდა რა ეთქვა. ეგონა სიზმარში იყო,-ხო, და კიდევ! ჩემი არა თითი უშნოდ გამოიყურება რაღაცის გარეშე..!-უთხრა ღიმილით ელენემ და თითი აჩვენა. ვატომ მაშინვე უჯრიდან ამოიღო ბეჭედი და გაუკეთა საყვარელ ქალს:
-დროს პატრონმა ატაროს ეს ბეჭედი..!



***

ძალიან მიყვარს ეს ისტორია! მინდოდა სრულად ამეტვირთა, მაგრამ პირველი ნაწილი (5 თავიანი) კომპიუტერიდან წამეშალა და აქედან ვერ გადავაკოპირე სამწუხაროდ!

იმედი მაქვს ვისაც არ გაქვთ წაკითხული ისიამოვნებთ:)



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargia uffff

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent