შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (9)


13-04-2016, 21:40
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 091

როგორ მივედით სახლში არ მახსოვს, გონზე მხოლოდ თბილი ხელების შეხებამ მომიყვანა..
-მარ გაიღვიძე რა, სახლში ვართ უკვე... - ქუთუთოები ნელა დავაშორე ერთმანეთს და ანერვიულებულ ზუკას ავხედე.. - კიდევ კარგი გამოფხიზლდი, მიდი ეხლა ცხელი წყალი გადაივლე და გათბები...
შუბლზე მაკოცა და ოთახის კარებთან ჩამომსვა...
თავი ოდნავ შესამჩნევლად დავუქნიე და გაყინული შევედი ოთახში...
კარადაში უცებ ვიპოვე საჭირო ნივთები და აბაზანაში შევიკეტე...
ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ ძლივს მოვედი გონს და პირსახოც შემოხვეული გავედი ოთახში და კარებიც გაიღო
-აუ მარიამ, ბოდიში, მოსაკითხად შემოვდი და არ მგონა .... აუ ბოდიში...
უცებ მომაყარა ზუკამ და უკუსვლით გაბრუნდა უკან...
უცებ გადავცვი პენუარი, ხალათი მოვიხვიე და კარები ნელა გავაღე...
წინ კი ანერვიულებული ზუკა დამხვდა..
-როგორ ხარ?
-უკეთესად შენ?
ხმაწართმეულმა ვუპასუხე და ოთახში შევატარე..
-წეღანდელისთვის ბოდიში რა..
უცებ დაუბრუნდა ძველ თემას და ჩემი ღიმილიც გამოიწვია.
-კაი დაივიწყე არაფერია..
ღიმილით ვუპასუხე და ლოგინისკენ წავედი...
-კარგი, დაიძინე მე წავალ
უკვე დამშვიდებული ხმით მითხრა და კარებისკენ წავიდა..
-დარჩი რა - მეც არ ვიცი რატომ ვუთხარი, მაგრამ როგორც კი მის გაკვრვებულ სახეს შევხედე მაშინვე დავამატე -რა თქმა უნდა თუ შენ გინდა..
ნელა მობრუნდა ჩემკენ და ლოგინის მეორე მხარე დაიკავა...
-შენი აზრით შემდეგ რა მოხდება?
სხვათაშორის მკითხა და ჩემკენ გადმობრუნდა...
-რაზე მეკითხები?
-კარგად იცი მარიამ რაზეც...
მკაცრად მითხრა და ლოგინზე მოხერხებულად წამოჯდა....
-რამდენიმე დღეში წავალთ თბილისში, მერე ვატო და ნინიაც ჩამოვლენ და ქორწილში კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, აი მერე კი აღარ ვიცი...
-ჩამეხუტე კარგი?!
ხმაწართმეულმა მითხრა და ხელები გაშალა...
მეც უცებ მივჩოჩდი მისკენ და სასურველი სხეულის სურნელი კიდვ ერთხელ შევიგრძენი...
კიდევ ერთხელ დავბუსუსდი...
კიდევ ერთხელ გაიღვიძა მთელმა ბუნებამ ჩემ მუცელში...
და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ზუკა ჩემთვის სხვა განზომილებაა..
-რატომ ხარ ესეთი ტკბილი, თბილი, სასურველი... რატომ მიკეთებ ამას ხო იცი რომ გამიჭირდება უშენოდ ყოფნა... ჩემი ენამწარე ხარ...
ძილბურანში გაურკვევლად ჩამესმოდა მისი სიტყვები და ბედნიერებით ვივსებოდი, ბედნირებით, რომელსაც ზუკა გურჩიანი ქვია..
ბედნიერებით, რომელი მხოლოდ ჩემია...
ცხვირი ნელა გავუხაუნე მის კანს და ბედნიერების ღიმილით ჩამეძინა...
დილით რომ გავიღვიძე ოთახში მარტო ვიყავი...
ნელა წამოვწიე თავი ბალიშიდან და გუშინდელი დღის გახსენება დავიწყე...
ყველაფერი კადრებად ამომიტივდივდა თავში და სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა..
თითები ნელა გადავისვი ჯერ კიდევ აწითლებულ ტუჩებზე და სულელივით გამეცინა..
მალე მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი..
-დილამშვდობის
ღიმილით მივესალმე ბიჭებს და სამზარეულოში შევედი...
-დილამშვიდობის გოგოებო
უცებ მივესალმე და ყავა გავიმზადე...
-მოყევი
პირდაპირ მაჯახა ნინუცამ და სკამზე ჩამოჯდა...
-რა?
-რა რა თავს ნუ ისულელებ გუშინ სად იყავით შენ და ზუკა?
უცებ გააგრძელა ჩხუბი მარიმ და თავზე დამადგა...
-კარგით ჰო მოვყვები, ოღონდ ის მანქანა ვისია მითხარით ეზოში რო აყენია...
ინტერესით გავიხედე ფანჯრიდან და გარემო კიდევ ერთხელ მოვათვალიერე..
-წუხელ ნინა და აჩი ჩამოვიდნენ...
უცებ მიპასუხა ნუკამ
-ვა დათანხმდაა უკვე ნინა? საღოლ მაგათ..
გაოცების ნიშნად ამოვილაპარაკე და ფანჯრის რაფაზე შმოვჯექი..
-თემა ნუ გადაგაქ, მოვა და მოგიყვება მანამდე კი შენ მოყევი....
ყველაფერი სიყვასიტყვით ვუთხარი და მათ გაოცებულ, გაღიმებულ და გაბრაზებულ სახეებზე გულიანად მეცინებოდა..
-ეხლა რას ფიქრობ?
დიდხნიანი დუმილი დაარღვია ნინუცამ და ინტერესით გადმომხედა...
-არ ვიცი... ეს ის ურთიერთობა არაა რასაც მეგობრობა ქვია და არც ის რასაც სიყვარული ქვია... არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ თითოეული მისი შეხება ათას ცვლილებას იწვევს ჩემში, გული მიჩქარდება, სუნთქვა მიხშირდება, გონება მეთიშება, კანი მიბუსუსდება და კიდე რავი..
ღიმილით ვუთხარი გოგონებს და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი...
-ოუ ოუ ოუ თვით მარიამ გამყრელიძე შეყვარებულია ან თითქმის შეყვარებულია.
სამზარეულოში გაღიმებული ნინა შემოვიდა და ყველას ყურადღებაც მიიქცია...
-ნინააა
უცებ ვიყვირე და მისკენ გავიქეცი... მთელი ძალით შემოვეხვიე და მანამ არ გავუშვი სანამ ძვლება ტკაცანი არ დაიწყეს..
-აბა ეხლა შენი ჯერია...
ღიმილით გადახედეს გოგოებმა და ინტერესიანი მზერა მიაბყრეს...
-კარგით რა არაფერია მოსაყოლი ,კიდე სამი დღე მომცა ვადა, ამ სამ დღეში თუ არ ვუთხარი პასუხი ისე წავა ჩემი ცხოვრებიან, თითქოს აარც არასდროს ყოფილა..
ანერვიულებულმა ამოილაპარაკა და სკამზე მოწყვეტით დაჯდა..
-რას აპირებ?
დუმილი მე დავარღვიე და გაბრაზებულმა გავხედე..
-არ ვიცი..
-გიყვარს?
-იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება...
-აბა რა გიშლის ხელს?
გაღიზიანება უფრო და უფრო მიბყრობდა და ხმასაც ვერ ვინარჩუნებდი.
-პასუხისმგებლობა...
-რა თქმა უნდა, ნინა და მისი პასუხისმგებლობა..
ირონიულად დავისისინე და სამზარულოდან გამოვედი...
-მე გავდივარ..
გასვლისა გავძახე ყველას და კარბი გავაღე, გასასვლელად ვემზადებოდი, როცა ცხრავეს ხმა ეთდროულად გავიგე..
-საით?
-ჩემი ძმა უნდა ვნახო
გაღიზიანებულმა ვუპასუხე და კარები გამოვიხურე...
ისევ წვიმდა...
გზა ნელი სვლით განვაგრძე, ვგრძნობდი ვიღაც როგორ მომყვებოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ტელეფონი ამოვიღე...
-ლუკ სად ხარ?
-კაფეში ვაპირებდით გასვლას მე და ლაშა რა იყო?
-აუ მომწერე მისამართი და მეც მოვალ რა...
-კარგი მაგრამ ხო მშვიდობაა?
-კი კი ...
უცებ ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე...
მალევე მომივიდა მესიჯი და მითითებულ მისამართისკენ წავედი...
ქუჩა უნდა გადამეჭრა, როცა პირდაპირ ფეხებთან მანქანამ დაატორმუზა...
მინები სულ დაბურული იყო, შესაბამისა მძღოლის ვინაობა ვე დავინახე...
ჩხუბს ვაპირებდი, როცა იქედან ნაცნობი სხეული გადმოვიდა და ტანში ერთიანად გამცრა...
ფეხებმა კანკალი დაიწყო, გული კი რაღაც ცუდის მოლოდინში გაჩერდა...
გაჩერა ისე რომ მისი ფეთქვა მეც არ მესმოდა...
-მარიამ გამრელიძევ, როგორ გამიხარდა შენი ნახვა...
ირონიული ღიმილით დამიდგა წინ და სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადამიწია...
რა ვიგრძენი?
ზიზღი...
ზიზღი რომლის დაფარვაც უბრალოდ შეუძლებელი იყო..
-გაწიე ხელი
უხეშად ვუთხარი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიწიე..
-ოჰ გვისწავლია უხეშობა...
-ყოველთვის ვიოდით, ეხლა კი გამატარე უნდა წავიდე...
გვერდის ავლა ვცადე, როა მაჯაში მწვდა და მისკენ მიმატრიალა...
-მთელი ოთხი წელი ველოდი როდის მოვიდოდა ეს დრო... შენი ფეხით მოხვედი ჩემამდე, ეხლა კი ნება იბოძე და მანქანაში ჩაჯექი, სანამ სხვა ხერხებით ჩაგსვი...
-მემუქრები კიდეც?
არ ვიცი ამდენი გამბედაობა საიდან მქონდა, მაგრამ ჩემი თავით აშკარად არ ვიყავი უკმაყოფილო...
-მუქარა შენთან არ ჭრის ესეთი ხერხით, მაგრამ ის მუქარა რომელიც შენთვის მაქვს შემონახული იძულებულს გაგხდის მარტო მანქანაში კი არ ჩაჯდე მთელი ცხოვრება ჩემი მონა იყო...
თვითკმაყოფილმა ჩაიცინა და მანქანიდან რაღაც ფორმატი გადმოიღო...
-როგორც ვიცი ესენი შენთვის იმაზე ძვირფასია ვიდრე წარმოდგენა შიძლება...
ამის თქმა იყო და სიმწრის ცრემლები მომადგა...
ყველას სურათი ერთ დიდ ფორმატზე ქონდა გადატანილი...
ყველასი ვინც სიცოცხლეს მირჩევნია...
ყველა....
-არ გაბედო და თითი არ დააკარო..
მუქარაავით გაისმა ჩემი ხმა და მორიგი ცრემლიც ჩუმად მოვიწმინდე...
-შეხდს იმ კაფეში ვინ გელოდება..
თითით წინა კაფისკენ მანიშნა და ფანჯარასთან მჯდომი ლუკა და ლაშა დამანახა....
-ოღონაც მათ არ შეეხო და სადაც მეტყვი იქ წამოვალ...
-სწორედ ეგ თვისება მიყვარს შენში მარიამ, ოღონდაც შენ საყვარელ ხალს არ შეეხონ და თავსაც მოიკლავ....
ირონიულად მითხრა და მანქანის კარები გამიღო...
ბოლოჯერ შევხედე ლუკას და ლაშას და მანქანაში ჩავჯექი....



№1  offline წევრი mariami ♥

ვაიმეე თუარგინდა წამივიდესს გულიი მალეე მომდევნო თავი :D <3

 


№2 სტუმარი nini

au es ra iyooo??male dade ra shemdegi tavii

 


№3 სტუმარი Teo..

Yvela tavebi ertad wavikitxe.dzalian momewona.gtxov male dadevi ra axali.warmatebebi.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მეზიზღება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent