შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(დასასრული)


13-04-2016, 23:59
ავტორი tsn
ნანახია 5 205

სესილი..

ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო.დაგეგმილი.. ქორწილი შეუდარებელი იყი, მართლაც რომ ძალიან კარგი.. ხალხი გვიანობამდე არ დაშლილა.. სახლში გადაღლილები დავბრუნდით.. ნიას ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ყოველ წამს ბეჭედს დასცქეროდა და იღიმოდა..
ამ დღის მერე თითქმის ერთი კვირა გავიდა.. დილით თავს ნია დამესხა და გამომაფხიზლა
- სესილი, ადექი რა.. დღეს ხომ იცი სადედამთილო ჩამომდის და ყველაფერი მოსამზადებელია..
- უი ხოო, ვდგებიი - ვითხარი და წამოვხტი.. მოვემზადეთ, ნია გამოვპრანჭე და წავედით.. ჯერ ჯერობით მის სადედამთილოზე ის ვიცით, რომ რუსეთიდან ჩამოდის, ქმარს გაშორებულია კაი ხნის და ყოფილი მოცეკვავეა.. ჰო კიდევ, სილამაზის მოტრფიალე მწარე ქალბატონი, ანასტასია ვასილევნა.. წასვლისას ნია ღელავდა..
- აუ კარგი რა.. ნუ ნერვიულობ, გადმომედება.. - შევწუწუნე მას..,
- რომ არ მოვეწონო? თან დედაც არ იქნება, - მამაჩემი და მაია ამჟამად იტალიაში არიან, მამას საქმე აქვს და მაია გაიყოლა..
- მაშინ ვეტყვი, რომ გემოვნება საერთოდ არ აქვს..
-ყველაფერს ასე მხიარულად როგორ უდგები?
- წინასწარ ნერვიულობა არ ღირს რა.. - მხრები ავიჩეჩე, ხელი ჩავავლე და მანქანაში ჩავტენე.. დროზე ადრე მივედით.. ლუკა და ანასტასია ჯერ არ მოსულიყვნენ.. ამ დროს ტელეფონზე მამამ დამირეკა და ნიასთან ერთად ცოტა ხანს ვესაუბრე, ოთახში რომ დავბრუნდით ლუკა და დედამისი მოსულიყვნენ.. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ანასტასიაში ჩემი ცეკვის მასწავლებელი ამოვიცანი, გამიკვირდა, ადრე სხვა გვარზე იყო..
- ესაა დედა შენი საცოლე - გამოიშვირა ხელი ჩემკენ
- რას ბრძანებთ ქალბატონო ვასილევნა, ღმერთი ორ ადამიანს ასე ერთდროულად როგორ გაიმეტებს - ვუთხარი ღიმილით
- მოდი აქ შე მასხარა - ხელები გაშალა ქალმა, მეც მივედი და გადავეხვიე..
- როგორ შეცვლილხარ - მითხრა მან..
- თქვენ ვარცხნილობა შეგიცვლიათ - თმაზე მოვუთათუნე ხელი.. მან გამიღიმა და ხალხს მოუბრუნდა - ეს ჩემ მოსწავლეა.. წლების წინ ვასწავლიდი ცეკვას.. შემდეგ ნია წარვუდგინე და სიმართლე გითხრათ, მოეწონა და გადაეხვია.. როგორ შეიცვალა.. ადრე მკაცრი იყო ძალიან, მაგრამ მე მაინც ვეტლიკინებოდი და კარგად ვიყავით ერთმანეთთან, როგორც ჩანს დავამახსოვრდი კიდეც..
- მიდი ახლა გაცუნცულდი და შენ რომ იცი ისეთი ყავა მოამზადე - მხარზე მომითათუნა ანასტასიამ.. მეც ამოვიხვნეშე და სამზარეულოში გავჩანჩალდი..
- შენ ისევ იმ ტყლარჭია გოგოს ხვდები? - შეუბრუნდა დემეტრეს.. ამაზე გამეღიმა, მაგრამ გზა განვაგრძე.. ცოტა ხანში დემეტრე შემოვიდა, მაცივარში შეიჭყიტა, ისევ მიხურა და მიბრუნდა
- არ მეგონა ვასილევნასთან თუ ასე ახლოს იყავი..
- მაგარი ქალია ვასილევნა, პირდაპირი.. ენა კი აქვს მწარე, მაგრამ ოქროს გული აქვს.. - გავუღიმე მას..
- მასე ნუ მიღიმი რა..- ახლოს მოიწია
- როგორ?- ავიჩეჩე მხრები
- მასე, საყვარლად.. მითხრა და კისერში მაკოცა.. გადავწყვიტე ცოტა გეწვალებინა, შევბრუნდი და ცივი ყავა მაისურზე ვითომ შემთხვევით გადავასხი..
- უბს - გავიკვირვე.. - ისე არა უშავს, მაინც ზედმეტი იყო - მხრები ავიჩეჩე და ლანგარს ხელი დავავლე, ხო აბა მხოლოდ ანასტასიას ხომ არ გავუკეთებდი ყავას.. ცოტა ხანში ქორწილის დაგეგმვა დავიწყეთ.. თითქმის გამოპარული ვიყავი ოთახიდან, ვასილევნამ რომ დამიძახა,
- ნაბიჯი უკან, დავრტიალდით, ერთი ორი სამი.. - სხვა გზა აღარ მქონდა, შემამჩნიეს და მეც შევბრუნდი..
- აუ, გადავიწვები რა სადაცაა.. არც უნივერსიტეტი მინდა გავაცდინო, ესეც ისიც.. უჰ - ვბურტყუნებდი ჩემთვის..
- ნუ იტყვი - გვერდით მომიჯდა დემეტრე.. დივანზე ვისხედით, ხელი ჩემს საზურგეზე დადო და თითი კისერზე მომითათუნა.. ეგრევე ფეხზე წამოვხტი, ყველას გაუკვირდა, დემეტრეს კი ჩაეღიმა
- მოვიფიქრე- არ დავიბენი(უფრო ვეცადე) - რაჭაში იქორწინეთ.. .თან ნიას ყოველთვის ნიკორწმინდაში უნდოდა დაეწერა ჯვარი.. - ნიას თვალები შუბლზე აუვიდა, რადგან არასოდეს გვისაუბრია იმაზე, თუ სად უნდოდა ჯვრისწერა..
- მართლა ნია? - შეუბრუნდა ლუკა, მე კი ნიას თვალები დავუბრიალე
- მე, იცით.. ადრე მართლაც იქ მინდოდა.. უცებ ესემესი მომივიდა.. დემეტრე მწერდა ''კარგი რა სესი, თითქმის დაიწვი.. საყვარელი ხარ''.. მხოლოდ რამდენიმე ასო ავკრიფე და მივწერე ''seen''.. გაეღიმა და ტელეფონი შეინახა..
რაც შეეხება ქორწილს, ორ კვირაში დათქვეს, რადგან მეტს ვერ გაძლებდნენ, თანაც ანასტასია მეტს ვერ გაჩერდებოდა..
- უკვე იმდენ ქორწილს გავუწიე ორგანიზება, ჩემი ქორწილისთვის იდეები აღარ დამრჩა - წამოვიძახე უცებ და ამაზე გამეღიმა.. ხვალ წავალ და საჭმლის ამბავს გავარკვევ - ვუთხარი ყველას..
- რატომ ხვალ, დღეს წადი - მითხრა ტაიამ (დემეს დედამ) - დრო რატომ დავკარგოთ, ისედაც თავზე გვაყრია საქმე..
- მე წავიყვან - გამოაცხადა დემეტრემ.. მეც ჩანთა ავიღე და გავყევი.. მანქანაში ჩამსვა და წავედით.. ცოტა ხანში მივხვდი, რომ სხვა მისამართზე მივდიოდით..
- სად მივდივართ? - ვკითხე გაოცებით..
- რავი, მოგიტაცე - მხრები აიჩეჩა მან..
- კარგი, მიხარია, რომ ამ ბოლო დროს იუმორი გეძალება და დაბღვერილი არ დადიხარ, მაგრამ ახლა შენს თავსაც კი აჯობე - გამეცინა..
- კარგი,.მართალი ხარ.. მე ასე არ მომწონს.. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ასევე ყველაფრის ცივილურად მოგვარებაა შესაძლებელი
- არ გისმენ საერთოდ - ყურებზე ხელები ავიფარე.. მან კი, როგორც ყოველთვის, დამცინა.. - მორჩა, აღარ გელეპარაკები - ვუთხარი გაბუტულმა
- სულ სულ აღარ მელაპარაკები? - თავი დავუქნიე.. - არც ერთ სიტყვას აღარ მეუბნები?
- არა, გასალანძღ სიტყვებს გეუბნები მარტო - ხელები გადავაჯვარედინე.. უცებ გავჩერდით..
- მოვედით თქვა მან.. - მეც უსიტყვოდ გადავედი და გზა განვაგრძე.. ცოტა ხსნში ხელი მომჭიდა, მასთან ახლოს მიმიზიდა და მაკოცა..
- მასე ნუ შვრები.. არ გაქვს უფლება, როცა გინდა მაშინ მაკოცო - გავუბრაზდი მე..
- კარგი - ხელები დანებების ნიშნად ასწია.. შებრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა, მერე შემობრუნდა, გამოიქცა და ხელში ამიტაცა..
- დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ?- ვკითხე დაეჭვებულმა..
- სრულიად - მითხრა და დამსვა..
ყველაფერი მოვაგვარეთ.. ორი კვირა გადარბენით ვიარეთ.. უკვე ლაზარე და ანაც ჩამოვიდნენ.., მართალია ნაადრევად, მაგრამ ქორწილზე დასწრება ძალიან სურდათ..
ქორწილის დღეს ნერვიულობა ყველა ზღვარს გასცდა.. ნია ლამაზი იყო ძალიან.. საკურთხეველთან კი ყურებამდე გაღიმებული ლუკა ელოდა.. ცერემონია ლამაზად ჩატარდა.. თაიგულის სროლის დროს წინ დავდექი
- აღარავის ქორწილის ნერვები აღარ მაქვს.. აუცილებლად უნდა დავიჭირო.. - ვუყვირე ნიას.. ნიამაც ისროლა თაიგული, მაგრამ ამცდა..
- კარგი რა, რანაირად ისროლეე - დავიწუწუნე მე, როდესაც უკნიდან ყვავილების თაიგული გამომიწოდეს.. შევბრუნდი და დემეტრე შემრჩა ხელთ..
- არ მოგბეზრდა? - ვკითხე მას, რატომღაც ნერვების მოშლის ხასიათზე ვიყავი..
- არასოდეს - გამიღიმა და თმა ყურზე გადამიტანა.. ვიღაცამ კი იყვირა
- ცეკვავს ის, ვინც თაიგული დაიჭირა.. - დემეტრემ კი ისევ ჩემთან ერთად იცეკვა..

ლუკა და ნია ჯერ ვერ ახერხებდნენ თაფლობის თვეში წასვლას, რადგანაც სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიდიოდა და ვერანაირად მოხერხდა ლუკას გაგზავნა.. რამდენიმე დღის შემდეგ მათთან შევიარე.. უცებ შეტყობინება მომივიდა, გიორგი მწერდა, რომ მენახა.. არ ვიცი რა ხდებიდა, მაგრამ აქამდე მირეკავდა ხოლმე.. არასოდეს.მოუწერია.. მეც წავედი.და მის ბინაში ავედი.. ზარს რამდენიმე წუთით ვრეკდი, მაგრამ ამაოდ.. არავინ აღებდა.. სახელური დავწიე და ღია იყო.. ფრთხილად შევედი და გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.. გიორგი ძირს ეგდო და სისხლის.გუბე ედგა, უფრო მეტად კი იმან შემაშინა, რომ ლიკაც იქ დავინახე.. არ დავიბენი, პირველ რიგში ვიცოდი, რომ იარაღს არ უნდა გავკარებოდი.. ტელეფონი მოვიმარჯვე და შესაბამის სამსახურებს დავურეკე.. შემდეგ კი დემეტრესთან დავრეკე.. ძალიან.ვიყავი განერვიულებული.. ცრემლები თავისით მომდიოდა.. გამომძიებელი ცალკე.მიჩიჩინებდა რაღაცას.. დამკითხესსავით და.მეც ვუამბე რაც იყო'.. გიორგი პოლიციის ოფიცერი იყო და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, სწორედ იმ იარაღიდან ისროლეშ.. პოლიციამ კი განმიცხადა, რომ სანამ ერთ-ერთი დაზარალებული მაინც გონს არ მოვიდოდა, მე მთავარი ეჭვმიტანილი ვიყავი.. აზე დეტრე გადაირია, მაგრამ ვერაფერი გააწყო.. აღმოჩნდა, რომ გიორგი ძალიან მძიმედ იყო და შესაძლოა ვერც მოსულიყო გონს.. ლიკას მდგომარეობა კი უფრო მსუბუქი და მალე გაიღვიძებდა..
...

დემეტრემ იცოდა, რომ თუ გიორგი ვერ გაიღვიძებდა, მათი იმედი ლიკა იყო, მაგრამ ლიკას ვეღარ ენდობოდა.. ამ დროს ლუკა და ნია რამდენიმე დღით ქალაქგარეთ იყვნენ. დემეტერე საქმეს ისე ვერ დატოვებდა, ამიტომ ლუკასთან დარეკა, ნომერი აკრიფა, ზარი განახორციელა, მაგრამ ვერაფრის თქმა მოასწრო, რადგან ითხრეს, რომ ლიკამ გაიღვიძა და მასთან შეხვედრას ითხოვდა.. დემეტრეც შევიდა..
- ლიკა, როგორ ხარ? - ჰკითხა მას..
- კარგად..
- ვინ დაგჭრათ?
- რას იზამ, რომ ვთქვა ეს სესილი იყო-მეთქი - ირონიუკად თქვა ლიკამ..
- სესილის კარგად ვიხნობ, ვენდობი და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ის ვერ და არ ჩაიდენდა ამას..
- შენ გჯერა, აი პოლუციელების კი რა მოგახსენო..
- რას გულისხმობ ლიკა . პირდაპირ მითხარი რა გინდა - უღრიალა დემეტრე..
- მშვიდად ძვირფასო - დასცინა ლიკამ..- თუ გიმდა, რომ ეს არ ვთქვა და სესილის პრობლემა არ შევუქმნა, ჩემზე უნდა დაქორწინდე..
- რა, რას ბოდავ''
- ეს ბოდვა არაა.. მე ერთადერთი ვარ, ვისაც შეუძლია, რომ სესილი ამ ცრუ ბრალდებისგან იხსნას.
- ალბათ არ იცი, რომ გიორგი ცოცხალია..
- ან უფრო ცოცხალი მკვდარი, ის.შეიძლება ვერც გამოფხიზლდეს - ხმას აუწია ლიკამ.. - ჩემზე დაქორწინდები, თუ არა და სესილი ციხეში მოხვდება..
დემეტრე დაფიქრდა.. მიუხედავად იმისა, რომ სესილის მისთვის მიყვარხარო არ უთქვამს, ზუსტად ხვდებიდა მის გრძნობებს და იცოდა, რომ ამ ნაბიჯით ძალიან ეტკინებოდა გული, მაგრამ ვერ გაწირავდა.. ხვდებოდა, რომ ის, რასაც ლიკა ეუბნებოდა, განუხორციელებელი არ დარჩებოდა..
- შენი ნამოქმედარია არა? - იღრიალა დემეტრემ..
- დავუშვათ.. მერე რა? დიახ, ჩემი ნამოქმედარია, მე მივედი გიოეგისთან.. თავისივე იარაღით ვეაროლე, მერე საკუთარი თავიც დავჭერი.' თან მანამდე სესილის მოსვლა ვთხოვე.. ყველაფერი იდეალურად გავთვალე.. მაგრამ შენი სესი ჭკვიანია, იარაღს ხელიც კი არ დაადო - ბოროტულად იცინოდა ლიკა..
- შეწყვიტე - უღრიალა დემეტრემ.. - თანახმა ვარ, მხოლოდ ახლავე იტყვი, რომ სესილი არაფერ შუაშია და იქ სრულიად შემთხვევით მოხვდა.. - დემეტრემ პალატა დატოვა.. მაგრამ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ საუბარს ლუკას ავტო მოპასუხე იწერდა.. როცა ლუკასთან დარეკა, მაშინვე ჩაირთო დატოვეთ შეტყობინებაო, დემეტრემ გათიშვა ვერ მოახერხა, მერე კი აღარც შეუხედავს...
ლიკამ თქვა, რომ სესილი დამნაშავე არ იყო, ამიტომ ის ეჭვმიტანილად აღარ განიხილებოდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ფასად უჯდებოდა ეს ამბავი დემეტრეს..
დემეტრე ასეთი გამოუვალ მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა.. სესილი აღარც უნახავს ისე ჩაჯდა მანქანაში და უსწრაფესად წავიდა.. მას წარმოდგენა არ ჰქონდა ჩანაწერზე.. მოდიოდა და ბრაზს ძლივს იკავებდა.. რომელიღაც ხეობის წინ იდგა და გაჰყურებდა.. თვალებს ხუჭავდა, რომ ცრემლი შეეკავებინა..
- რატომ, რატომ, რატომ - ყვიროდა ის.. - ასე რატომ უბდა ხდებოდეს.. ნუთუ არ გვაქვს უფლება, რომ ბედნიერები ვიყოთ.. ცხოვრებაში პირვლად შემიყვარდა, ახლა კი ვიღაც არაადამიანი ბედნიერებას მართმევს.. მე ხომ ვიცი, რომ სესილის ძალიან ეტკინება.. ვერც ვერაფერს ვეტყვი, რადგან არ დაუშვებს ამას.. - მუხლებზე დავარდა - ასეთი რა ცოდვა ჩავიდინე, რისთვის ვისჯები - ნერვები აღარ ჰყოფნიდა.. ახლა ისე იყო განრისხებული, რომ შეეზლო ლიკა შუაზე გაებრდღვნა, მაგრამ ისევ სესილის გამო იკავებდა თავს..
...
ლუკას და ნიას გარესამყაროსთან კონტაქტი შეეწყვიტათ, შწსაბამისად არც შეტყობინება უნახავთ.. სესილი უკვე დამშვიდებული მივიდა სახლში,.მან ხომ არ იცოდა, რომ ხვალ უარესი ელოდა..
დილით გაიღვიძა და ადრიანად ადგა.. იცოდა, რომ ნია და ლუკა სახლში დაბრუნდებოდნენ.. საშინელი ამინდი იყო, ცა იქცეოდა.. წვიმდა გადაუღებლად.. სეაილი ვერ ისვენებდა.. მოემზადა და წავიდა.. კარი ტაიამ გაუღო.. უცნაურად გამოიყურებოდა ქალი, აშკარად ღელავდა.. სესილი შევიდა, ყველა მოიკითხა და მიესალმა.. მხოლოდ დემეტრე არ ჩანდა..
- დემეტრე სადაა? - ჰკოთხა ტაიას..
- არ ვიცი რა სჭირს შვილო, გუშინ გვიან მოვიდა, აღელვებული და გაბრაზებული.. ალბათ სძინავს.. ამ დროს კი შემოსასვლელში დემეტრე და ეტლში მჯდომი ლიკა შემოვოდნენ.. ყველამ მათ შეხედა..
- კარგია, რომ ყველა აქ ხართ - ამბობდა დემეტრე - მინდა მნიშვნელოვანი ამბავი გითხრათ.. მე და ლიკამ გადავწყვიტეთ - ღრმად ჩაისუნთქა - დავქორწინდეთ.. ყველას ელდა ეცა.. სესილი ადჰილს მიეყინა.. ეგონა, რომ მთელი სამყარო თავზე ჩამოექცა.. ყველას უკმაყოფილება ეხატა სახეზე.. დემეტრესაც ემჩნეიდა რა გულისტკივილით ამბობდა ამას, თანაც სესილის თვალს უსწორებდა, მის თვალებში მხოლოდ სევდა ჩანდა..
სესილის თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა.. საშინლად გრძნობდა თავს.. შებრუნდა და გარეთ გავიდა.. დემეტრე უკან გაჰყვა.. დაინახა, როგორ გადაკვეთა გზა, მაგრამ აღარ გადაყვა..
- შენთვის ასე აჯობებს სესილი, მაპატიე..- სესილის მარტო დარჩენა სურდა და პირდაპირ კახეთისკენ წავიდა.. იქვე ნინოწმინდაში პატარა სახლი ჰქონდათვდა იქ შეაფარა თავი.. არ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა.. თვლიდა, რომ ურჩხულმა მის გრძნობებზე ითამაშა.. თვლიდა, რომ შეცდა, როცა იფიქრა, ურჩხული ადამიანად იქცაო.. ახლა მხოლოდ ის ეგონა, რომ მისი საყვარელი ადამიანი სხვას ირთავდა ცოლად.. ძალიან უნდოდა ყბელაფრისგან თავის დაღწევა.. ყველაფრისგან გაქცევა მოახერხა, მხლოდ საკუთარ თავს და ფიქრებს ვერ გაურბოდა..
...
ქორწილი რაც შეიძლება სწრაფად დაგეგმა.. ყველანაირი ცერემონიის გარეშე.. მთელი ეს დღეები დემეტრე ისევ ისეთი გახდა, როგორიც ადრე იყო'ლ.. მის სახეზე ღიმილს ვერავინ ამჩნევდა.. ნიას და ლუკას ძალიან უკვირდათ ეს ყველაფერი.. რაღა მათ, ყველასაც რომ ძალიან უკვირდა.. ნია ცდილობდა სესილის შეხმიანებოდა.. ასევე ლაზარეც, მაგრამ ვერ ახერხებდნენ.. ლაზარემ ოცოდა კიდეხ სად იქნებოდა, მაგრამ არ უნდოდა მისი შეწუხება, იცოდა, რომ ახლა მარტო უნდა დაეტოვებინა.. ყველა ეკამათებოდა დემეტრეს, ის კი ჯიუტად არ ამბობდა სიმართლეს, დღეებს კი საგურამოში, თავის ''თავშესაფარში'' ათენ-აღამებდა..
ერთ დილას კი ნიამ თავისი პირადობა ვერ ნახა, დაფიქრდა და გაახსენდა, რომ ქალაქგარეთ როცა გავიდნენ თან ჰქონდა.. ამ ვითომ ქპრწილის დღეც იყო და საშინლად არ უნდოდა დასწრებაც.. ლუკას დაურეკა და წავიდა.. როცა სახლში შევიდა მაშინვე ძებნა დაიწყო.. დიდ ხანს ეძება, ძირს დაიხარა, ადგომისას თავბრუ დაესხა და მაგიდას დაეყრდნო, ხელი ტელეფონის ღილაკზე მოუხვდა და ჩანაწერიც წავიდა.. უსმენდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.. ახლა მისთვის ყველაფერი ცხადი გახდა.. ცრემლება ვერ იკავებდა.. სასწრაფოდ წავიდა პოლიციაში და ჩანაწერი აჩვენა.. რამდენიმე მათგანიც გაიყოლა და ის ადგილი მოძებნა, სადაც დემეტრეს და ლიკას ხელი უნდა მოეწერათ.. ლუკას და ლაზარეს გზიდან დაურეკა და მისვლა სთხოვა.. ელვის სისწრაფით აირბინეს კიბეები.. სწორედ რომ დროულად მივიდნენ.. დემეტრემ კარში პოლიცია რომ დაინახა, მაშინვე გააცნობიერა რაც ხდებოდა.. როცა ჰკითხეს თანახმა იყო თუ არა განაცხადა
-არა, არ ვარ.. არც არასოდეს ვიყავი თანახმა. მე ამ ბოროტმოქმედს ვერ მოვიყვან ცოლად..- ამის თქმა იყო და ლიკაც აიყვანეს.. კიოდა, წიოდა, ფრთციალებდა, თუმცა ამაოდ.. ისე მოხდა, რომ ეს სცენა ვიღაცამ.გადაიღო და მედეაში მოახვედრა..
....
რამდენიმე დღე იყო გასული, რაც სესილი კახეთში იყო.. უსაშინლესი იყო მონატრება.. ჩანთიდან ის ზედა გადმოუვარდა, რომელიხ დემეტრემ აჩუქა.. მაშინვე ხელახლა გაახსენდა ყოველივე.. ზედა აიღო და საყვარელი მამაკაცის სურნელი შეისუნთქა.. გასეირნება გადაწყვიტა, უკვე აღარ შეეძლო.. ცოტა მანძილი გაიარა თუ არა მოესმა, როგორ საუბრობდნენ დემეტრე შერვაშიძის ჩაშლილ ქორწინებაზე.. ახლოს მივიდა, იკითითხა და იგივე გაუმეორეს.. შემდეგ სახლში შევარდა, ტელევიზორი ჩართო და მართლაც აჩვენეს ის კადრები.. აღარ იცოდა რა ეფიქრა.. ახლა უნდა წასულიყო და სიმართლე გაერკვია, გონებაში შესაბამის ვარიანტებზეც ფიქრობდა, მაგრამ დაზუსტება უნდოდა.. მოემზადა და წავიდა.. წამოსვლისას მანქანა არ წამოუყვანია, ამიტომ ტრასაზე ფეხით გავიდა.. მიდიოდა ფეხით და იეცრად რაღაც საშინელი ხმა გაიგო.. ეს თვითმფრინავის ხმა იყო, არ ეჩვენებოდა, დაინახა კიდეც, როგორ დაეშვა დიდ მდელოზე.. არ მიაქცია ყურადღება თავიდან, მაგრამ, როდესაც ხმა გაჩუმდა, საყვარელი ადამიანის ხმა გაიგო.. გაჩერდა, შებრუნდა და დეტრე დაინახა.. ადგილს მოსწყდა ბიჭი,.ახლოს მივიდა სესილისთან და ხელში აიფრიალა.. არაფერს ამბობდნენ, უბრალოდ მთელი ძალით ეხუტებოდნენ ერთმანეთს..
- წამომყევი კარგი? - ხელი ჩასჭიდა დემეტრემ და წაიყვანა.. მალე დაბრუნდნენ თბილისში, მეტიც, დემეტრემ სესილი საგურამოში წაიყვანა..
ცოტა ხანში საწოლზე იწვნენ, სესილი დემეტრეა მიჰყუდებოდა, დემეტრე კი უკნიდან ეხვეოდა..
- იცი, პირველად რომ დაგინახე, პირველ რიგში შენი თვალები შევნიშნე - დაიწყო დემეტრემ.. - მადინ.გავიფიქრე, რომ მსგავსი არაფერი მენახა.. მერე შემეკამათე, უბრალო სამაჯის გამო ძალაინ გამლანძღე.. საოცარი იყავი და სწორედ ეს მაშინებდა.. შენ გამორჩეული იყავი სხვებისგან, ეს კი მაცოფებდა.. ყოველთვის უემოციოდ ვცხოვრობდი და ნელ-ნელა რაღაც გრძნობები მეძალებოდა.. არ მინდოდა, ყველანაირად ვცდილობდი, რომ გულამდე არ მიმეშვა, მაგრამ ვერ შევძელი.. გვირაბში რომ ჩავცვივდით, პირველად მაშინ გავაცნობიერე, თუ რა ძვირფასი იყავი ჩემთვის.. მინდა იცოდე, რომ არცერთი ჩემი კოცნა, არცერთი ჩახუტება არ ყოფილა ყალბი.. ყოველყვის გულიდან წამოსული იყო.. ახლა კი.. ახლა ვიცოდი, რომ გული გეტკინებოდა, მაგრამ ვერ გაგიმეტებდი.. ვიცი, ადრე თუ გვიან გიორგი გამოფხილდება, მაგრამ იმის მეშინოდა, რომ ეს გვიან მოხდება.. მე შენი უპირობოდ მჯეროდა, მაგრამ ეს მე და არა პოლიციას..
- მაპატიე კარგი? - გააწყვეტინა სესილიმ..- მე არც კი მოგისმინე.. ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარ ტკივილზე ვიფიქრე და სხვაზწ არაფერზე.. მე გავიქეცი, პრობლემებს დავემალე..
- მიყვარხარ - აღარ აცალა არაფრის თქმა დემეტრემ და ტუჩებზე ეცა.. იმ საღამოს ერთმანეთზე მიკრულებს დაეძინათ, სრულ სიმშვიდეში, ერთმანეთის გულუსცემის ხმის ფონზე..
ეს მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი იყო.. დემეტრემ სესილის ხელი მალევე სთხოვა.. მართალია სესი იძახდა, ჩემი ქორწილისთვის იდეები აღარ მექნებაო, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო.. ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ.. ქორწილის დღეს გაიგეს, რომ ლაზარე და ანა მალე მშობლები გახდებოდნენ.. არც ლუკა კარგავდა დროს.. მათი ბავშვი სულ რაღაც სამი თვით პატარა იყო სანდროზე (ლაზოს ბავშვი)..
დემეტრე და სესილი ცოტა ხანს მხოლოდ ერთმანეთოთ ტკბებოდნენ, თუმცა მათაც მოუწიათ პასუხისმგებლობის აღება.. გიორგიც მოვიდა გონს, მართალია მეხსიერების პრობლემა ჰქონდა,.მაგრამ ციცხალი იყო.. სესილი ძალიან ბედნიერი იყო, ის პრინცესა იყო.. თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა, დრომ ესეც შეცვალა, რადგან პრინცესები ოდესმე აუცილებლად დედოფლები ხდებიან..


*****

დასასრულიი.. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თითოეული თბილი კომენტარისთვის.. ყველანი ძალიან მიყვარხართ ♥♥♥ შეცდომებისთვის ბოდიშით, გადაღლილმა დავწერე და გადაკითხვაც ვერ შევძელი..

პ.ს
დამთავრება არც მე მინდოდა, მაგრამ ისტორიამ ასე მოითხოვა.. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მიყვარხართ ♥♥♥



№1 სტუმარი Natia

Dzaan magari dasasruli iyo dzaan dzaan magari

 


№2  offline მოდერი tsn

Natia
Dzaan magari dasasruli iyo dzaan dzaan magari

გმადლობ ♥♥

 


კარგი იყო და მოეწონა არ ველოდი ასე განვითარებას მაგრამ ბოლოს მეგონა სადღაც გეჩქარებოდა ისეე მიაყარე
საბოლო ჯამში კარგი იყო
--------------------
romantikosi mwerali

 


№4  offline მოდერი tsn

რომანტიკოსი მწერალი
კარგი იყო და მოეწონა არ ველოდი ასე განვითარებას მაგრამ ბოლოს მეგონა სადღაც გეჩქარებოდა ისეე მიაყარე
საბოლო ჯამში კარგი იყო

მიხარია, თუ მოგეწონა ♥♥♥

 


№5  offline წევრი nini :)

აუ რა კარგი იყოოოო<მიყვარს დემე და სესი კარგი წყვილი იყო

 


№6  offline მოდერი tsn

nini :)
აუ რა კარგი იყოოოო<მიყვარს დემე და სესი კარგი წყვილი იყო

მიხარია, თუ ნოგეეონა.. გმადლობ თბილი კომენტარისთვის love

 


№7  offline წევრი gvanciii kereselidze

DZaliann magarii iyooo
--------------------
G.ke

 


№8  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
DZaliann magarii iyooo

გმადლობ ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent