შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (6)


14-04-2016, 00:15
ავტორი Psychopathic
ნანახია 2 070

თითქოს წამწამებზე რაღაც მძიმე მეკიდა,ვცდილობდი ერთმანეთს დამეშორებინა და ბევრი წვალების შემდეგ გავახილე თვალი.პირველი რაც ვიგრძენი წამლების გამაბრუებელი სუნი იყო.გონს რომ მოვედი გავაცნობიერე,რომ საავადმყოფოში ვიყავი.პალატაში მედდა შემოვიდა და დამხედა.
_როგორ გრძნობთ თავს?
_უკეთესად არც შეიძლება.
_რამე ხომ არ გჭირდებათ?
_აქედან გასვლა.
_ეხლა სუსტად ხართ დაისვენეთ და ერთ საათში ფსიქოლოგთან გაგიყვანთ.
_რა საჭიროა?მე არ ვარ გიჟი.
_ამას არც არავინ გეუბნებათ.უბრალოდ თავად ფსიქოლოგს სურს თქვენთან გასაუბრება.
_კარგი იყო ისე როგორ თქვენ გინდათ,შეწინააღმდეგების თავიც არ მაქვს ისე დავიღალე ცხოვრებით.
გვერდი ვიცვალე და დაძინებას შევეცადე,მაგრამ ხელის ტკივილის გამო ნაკლებად გამომდიოდა.როგორღაც მოვახერხე და ჩამეძინა.
სუსტმა რხევამ მომიყვანა გონს.ისევ ის გოგო იყო.
_ბატონი მამუკა გეძახით.
მივხვდი, ეს ბატონი მამუკა ფსიქოლოგი იქინებოდა.მძლივს წამოვდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი, შემდეგ დერეფანში გავედით და ყავისფერ კართან გავჩერდით,რომლის გვერდით ოქროსფერი ოთკუთხედი იყო,რომელსაც ეწერა: „ფსიქოლოგი: მამუკა კოხრეიძე“.მედდამ დააკაკუნა და სასურველი პასუხის მიღების შემდეგ ოთახში შემიშვა.
_ბატონო მამუკა ანასტასია მოგიყავნეთ.
_მადლობა ეკა,თუ შეიძლება დაგვტოვეთ.მე და ანასტასიას ბევრი გვაქ სალაპარაკო.
ეკაც თავის დაკვრით გავიდა ოთახიდან, მამუკამ გამომხედა და მანიშნა მის წინ მდგომ ტყავის სავარძელში ჩავმჯდარიყავი.
_პირველ რიგში გაგეცნობი.მე მამუკა კოხრეიძე ვარ შენი დროებითი ფსიქოლოგი.ამ სიტყვამ არ შეგაშინოს,უბრალოდ ვისაუბრებთ ხოლმე.შენგან ერთადერთი რასაც ვითხოვ გულახდილობაა.
მორჩა და გამომხედა.
_აქ მოწევა შეიძლება?
_ზოგადად არა,მაგრამ თუ გსურს პრობლემა არ მაქვს.
მეც ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე(რომელიც არ მახსოვს როდის ჩავდე)
_აჰ ხო მე ანასტასია ლეხმანიუკი ვარ 22 წლის.მეტი არაფერი მაქ სათქმელი.
_კარგი.ალბათ იცი აქ შენმა მეზობელმა,ვინმე ნინო გაბისონიამ მოგიყვანა,თან საკმაოდ რთულ მდგომარეობაში.პირველრიგში რაც მაინტერესებს,რატომ დალიე ამდენი ტკივილგამაყუჩებელი?
_მე უბრალოდ თავი მტკიოდა და მის გაყუჩებას ვცდილობდი.
_რატომ დააყოლე ვისკი და არა წყალი?
_წყალი სამზარეულოში იყო და გასვლა დამეზარა.
_გასაგებია.რატომ ცადე თვითმკვლლელობა?
_თვითმკვლელობას არ ვფიქრობდი.
_მაშინ სხვანაირად გკითხავ.რატომ გადაიჭერი ვენები?
ჩემს შეხვეულ მკლავს დავხედე და სიგარეტი საფერფლეში ჩავაჭყინტე.
_უბრალოდ მაინტერესებდა ძვლები თუ მქონდა.
_და თუ ძვლები არ გექნებოდა,წამლის აღებას როგორ შეძლებდი?
_არ მიფიქრია მაგაზე.
ამის მერე ბევრი არაფელი გვილაპარაკია,შემატყო როგორ დამღალა ლაპარაკმა და გამომიშვა.ოთახში შევედი.ვხვდებოდი,რომ აქ გიჟის იარლიყს მომაკრავდნენ და საგიჟეში მიკრავდნენ თავს,თან ვაჩეს სიტყვები გამახსენდა: „ ისე გაქრი ვერავინ ვერასდროს რომ ვერ ნახოს შენი დამპალი სახე! ისე გაქრი, რომ ყველამ დაგივიწყოს. ასე დამთავრდება ყველაფერი, ასე მოეღება მათ ტანჯვას ბოლო.“. ამ მიზეზებისგან გამომდინარე ერთი აზრი დამებადა და ეხლავე დავიწყე განხორციელება.


P.s. ერთადერთი მიზეზი რის გამოც წერას არ ვწყვეტ ისაა,რომ ჯერ "ის მთავარი მომენტი" არაა.მაგრამ აი აწყმოში წერის დროსაც თუ ესეთი "აქტიურობა" იქნება შევწყვეტ ალბათ.



№1 სტუმარი Kargia

Ar shewyvito

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent