შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო! ! !(თავი 18)


14-04-2016, 18:24
ავტორი niako crazy
ნანახია 3 625

ალექსანდრე მეტრეველი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ ეს გრძნობა შემენარჩუნებინა. ოთახში სული მეხუთებოდა, მაგრამ ვერც გარეთ გასვლას ვბედავდი. თითქოს მეშინოდა ისევ ის უემოციო თვალები არ დამენახა. თავი ვაიძულე დავწყნარებულიყავი და ცოტახნით სხვა რამეზე მეფიქრა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მისაღებში გავედი, სადაც მხოლოდ კოტე დამხვდა.
-შვილო ასე ადრიანად რამ გაგაღვიძა? ალექსანდრეც ასე ადრე წავიდა.
-რა? ალექსანდრე წავიდა, კი მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს. ხომ არ იცით სად წავიდა?-ღმერთო, ნუთუ აქ დამტოვა. არა ემილი, ეს სისულელეა. გონებიდან ამოიგდე ეს აზრი.
-დაიბარა რომ მალე დაბრუნდებოდა. შვილო ჩაის ხომ არ დალევ?
-არა, გმადლობთ. ცოტა ხნით გარეთ გავალ.
სასწრაფოდ დავტოვე ოთახი. ასე ცუდად თავი არასდროს მიგვრძვნია. ნეტავ ეს ტელეფონი მაინც არ დამჯდარიყო. როგორ მჭირდებოდა ახლა ნატალისთან ლაპარაკი და მისი რჩევები. მაგრამ ახლა მარტო ვარ, სრულიად მარტო. მხოლოდ ახლა მივხვდი რამდენს ნიშნავს ალექსანდრე ჩემთვის. მის გარეშე ვერ გავძლებ.
-ღმერთო, ალექსანდრე თურმე როგორ მყვარებიხარ-ჩემთვის ვლაპარაკობდი და თან ეზოდან გამავალ პატარა ბილიკს მივუყვებოდი.
ყველაფერი გავიხსენე ჩვენი შეხვედრიდან დღემდე. როგორ უცბადაც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ისევე უცბად აპირებდა დასრულებას. თუმცა, მე ამის უფლებას არ მივცემდი. ფიქრებიდან რომ გამოვერკვიე, სახლიდან უკვე ძალიან შორს ვიყავი წამოსული. ძვლივს-ძლივობით მივაგენი უკან დასაბრუნებელ გზას. სიარული მიჭირდა მაღალქუსლიანების გამო. ფეხები საშინლად მტკიოდა.გამახსენდა როგორ მომიყვანა გუშინ ალექსანდრემ აქამდე და გამეღიმა. სახლში რომ დავბრუნდი ალბათ პირველი საათი იქნებოდა. კარის ურდული უნდა ჩამომეწია, როდესაც კარები თვითონ გაიღო და ალექსანდრე დავინახე.
-ემილი, სად ხარ აქამდე, იცი რო-უცბად გაჩერდა და შემომზედა- ამდენი ხანია გელოდები, შენ გამო ძალიან დავაგნიანეთ. სწრაფად მოემზადე და წავიდეთ-უცნაურად ჟღერდა მისი ხმა.
გული საშინლად მეტკინა. მას არც კი აინტერესებდა სად ვიყავიი ამდენი ხანი, არც კი უკითხავს. შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი და "ჩემს" ოთახში შევედი. საწოლზე პატარა პარკი იდო. გავხსენი და იქიდან შარვალი, მაისური და კეტები ამოვიღე. როგორც ჩანს ალექსანდრეს ეყიდა ჩემთვის. სწრაფად მოვემზადე და მისაღებში გავედი. მინდოდა ბატონ კოტეს დავმშვიდობებოდი და მისთვის მადლობა მეთქვა.
-ბატონო კოტე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დაგვეხმარეთ-ვუთხარი მდივამზე მჯდომს და გადავეხვიე.
-რას ამბობ შვილო, ისეთი არაფერი გამიკეთებია. ყოველთვის მიხარია როცა ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილს ვხედავ. ალექსანდრეს დანახვაზე ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა. მეც ასე ვღელავდი ჩემს ცოლზე. დღეს რომ მოვიდა და სახლში არ დახვდი, კინაღამ გაგიჟდა. მაშინვე შენს მოსაძებნად წამოვიდა, მაგრამ კარებში შენ შეხვდი. კარგი შვილო, სიტყვა გამიგრძელდა. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.
ეზოში გავედი და მანქანაში ჩავჯექი. ალექსანდრემ სწრაფად დაძრა ავტომობილი.
-სად მივდივართ?-ვიკითხე საუბრის წამოსაწყებად.
-შეხვედრაზე-მოკლედ მომიჭრა.
ბატონი კოტეს ნათქვამი გამახსენდა. "დღეს რომ მოვიდა და სახლში არ დახვდი, კინაღამ გაგიჟდა. მაშინვე შენს მოსაძებნად წამოვიდა, მაგრამ კარებში შენ შეხვდი." ნუთუ კოტე მართალს მეუბნებოდა და ალექსანდრემ ჩემზე ნამდვილად ინერვიულა. მაგრამ მე რატომ არაფერი მითხრა ამის შესახებ, ასე ცივად რატომ მომექცა.
ღმერთო, ემილი რაზე ფიქრობ. ადრე ასეთ წვრილმანებს ყურადღებასაც არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა?! სრულიად შევიცვალე. ალექსანდრემ ჩემში სრული გადატრიალება მოახდინა. მანქანაში სიჩუმეს მხოლოდ რადიოდან გამომავალი ხმა არღვევდა. აღარ მახსოვს ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა.
ხელის შეხებამ გამაღვიძა. ალექსანდრეს ხელში აყვანილი შევყავდი სახლში. თვალები ისევ დავხუჭე და მის მკლავებში უფრო კომფორტულად მოვკალათდი.საწოლზე დამაწვინა, ცოტა ხანი მიყურა, ბოლოს ჩემთან მოვიდა ლოყაზე ცხელი ტუჩები მომაკრო და მალე კარის ხმაც გაისმა. მაშინვე "ვჭყიტე" თვალები, ხელი იმ ადგილას ჩამოვისვი სადაც წამების წინ ალექსანდრე შემეხო. ირგვლივ გავიხედე. ოთახი შავი და მუქი მწვანე ფერებით იყო შეღებილი და ერთმანეთთან იდეალურ კომბინაციას ქმნიდა. კედლებზე უამრავი პოსტერები იყო დაკიდებული.
ცოტა ხანი ოთახში გავჩერდი, ალექსანდრეს რამე რომ არ ეეჭვა და შემდეგ გავედი მისაღებში. უფროსი მეტრეველი მდივანზე იჯდა და რაღაც საბუთებს ჩაჩერებოდა, მერე გამომხედა და გამიღიმა.
-გაიღვიძე?-მკითხა სიცილით.
-კი-ვუპასუხე დაბნეულმა.
-კარგი, მე წავალ პროდუქტებს ვიყიდი. ხო მართლა ეს საქაღალდეები კარადაში შეინახე-ხელით მანიშნა კუთხეში მდგარი კარადისკენ და ოთახი დატოვა.
საბუთები ავიღე, თან თვალი საათისკენ გავაპარე და... ჯანდაბა ფეხი ხალიჩას წამოვკარი და ყველა საბუთი ძირს მიმოიფანტა. სწრაფად დავიხარე. ბოლო საბუთს ვიღებდი, როდესაც ფურცელზე დაწერილ რიცხვებს შევხედე და გავშეშდი.

P.S არც კი ვიცი რა ვთქვა. ვიცი ძალიან უპასუხისმგებლო ვარ და საშინლად ვიქცევი. დიდიხანია ახალი თავი არ დამიწერია. მაპატიეთ, ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა და ვერაფრით მოვახერხე დაწერა. თუ ვინმე შემორჩა ვისაც ახსოვს ეს ისტორია გამიხარდება. და თუ გადაწყვეტთ რომ ისევ გააგრძელოთ კითხვა, მაშინ ყოველდღიურად დავიწყებ დიდი თავების დადებას.



№1 სტუმარი lile

Dzlivsss gaagrdele raa

 


№2 სტუმარი Mariami

Martalia dzalian cuad moiqeci ramdeni xania velodebi am istorias agar daagviano dzalian gtxov

 


№3  offline წევრი eto-elene

Dzalian magari istoria amitom gagrdzele da agar dagviano rac mtavaria cota didi tavebi dade :D

 


№4 სტუმარი mariami

vaimee rogorc iqnaa! agar megona saertod tu gaagrdzlebedi :* shemddgi tavi ufro didi dade ra :(

 


№5  offline წევრი maritsa

აუუ ძლივსს.. როგორ ველოდებოდი მეგონა აღარ გააგრძელებდიი.. ახლა წავიკითხაავ

 


№6 სტუმარი kati

გააგრძელე რა, თავიდანვე გგულშემატკივრობდი.

 


№7  offline წევრი mariam.mariam

Gaagrdzele da upro didi tavi dade ra

 


ვაი.ეს ისტორია რომ არ გააგრძო ატვიცი რას გიზამ.რასქვია არ გააგრძელო ხომ არ გაგიჟდი ასეთი კარგიაბეს ისტორია როგორ შეილება დაგავიწყდეს
--------------------
romantikosi mwerali

 


№9  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Uf rogor gamaxareeeee gaagrdzelee kaia dzaan da tavebi gazarde raa

 


№10 სტუმარი nini

გთხოვ კიდევ აღარ დააგვიანო

 


№11  offline მოდერი niako crazy

TaTe
Me piradad sheni am istoriis didi moyvaruli var amitom ar gapatieb rom ar gaagrdzelo.xval velodebi axal tavs.saswauli gogo xar saswauli istoriit


ძალიან დიდი მადლობა. ხვალ აუცილებლად დავდებ ახალ თავს და მაქსიმალურად შევეცდები დიდი და საინტერესო გამომივიდეს. love

რომანტიკოსი მწერალი
ვაი.ეს ისტორია რომ არ გააგრძო ატვიცი რას გიზამ.რასქვია არ გააგრძელო ხომ არ გაგიჟდი ასეთი კარგიაბეს ისტორია როგორ შეილება დაგავიწყდეს


ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამახარე შენი კომენტარით. ვეცდები იმედები არ გაგიცრუო love

tatuka20
Uf rogor gamaxareeeee gaagrdzelee kaia dzaan da tavebi gazarde raa


აუცილებლად, მადლობა რომ წაიკითხე

 


№12 სტუმარი ani

აუ დად რა ძაან მომეწონაა. და მალე დადეხოლმეე

 


№13  offline წევრი სალოო

აუ ამის გაგრძელებას როდის დადებ? :( მალე დადე რა ერთისულიმაქვს როდის წავიკითხაავ ^_^ <3 <3

 


№14  offline მოდერი niako crazy

სალოო
აუ ამის გაგრძელებას როდის დადებ? :( მალე დადე რა ერთისულიმაქვს როდის წავიკითხაავ ^_^ <3 <3


დღეს იქნება შემდეგი თავი, მადლობა რომ კითხულობ love

 


№15  offline მოდერი niako crazy

na-na
მე სიმართლე რომ გითხრა დღეს დავიწყე ამ ისტრიის კითხვა და ძალიან მომეწონა......უკვე ყველა თავი წავიკითხე ,,,,,,,,მალე დადე რა არ გვალოდინო.....წარმატებები


უკვე დავდე ახალი თავი. გამიხარდა რომ მოგეწონა. შევეცდები გავამართლო თქვენი იმედები. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ კითხულობ love

 


№16  offline წევრი hermi

კიდევ კარგი დაბრუნდი, ძალიან მომეწონა

 


აუუუ, ინტრიგა ხარ რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent