შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა სიცოცხლისათვის თავი 5


15-04-2016, 07:58
ავტორი An geL
ნანახია 1 515

ნელ-ნელა მოსცილდა ჩემს ტუჩებს, ეს კოცნა ჩემთვის განსაკუთრებული იყო ასე მეგონა რომ ამხელა გრძნობა ჯერ არცერთ მის კოცნაში არ იდო.
- ახლა ჩაიცვი პატარავ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. - მითხრა სიცილით და ცხვირზე თითო დამკრა.
ოთახში სრულიად გაოგნებული დამტოვა, არამცთუ მოძრაობა არამედ სუნთქვაც კი არ შემეძლო, ვიდექი ერთ ადგილას გაშეშებული და მის საქციელზე სულელივით მეღიმებოდა.
ცოტა ხანში გინს მოვეგე და ჩაცმა დავიწყე, სპორტულად გამოვეწყვე, სველი თმა უსწორმასწოროდ მეყარა ზურგზე, როგორც ყოველთვის დავარცხნა დამეზარა და ფეხშველა გავედი მისაღებში. გიგა იჯდა და ხელში ორი ჩაის ფინჯანი ეკავა ერთი მე მომაწოდა მეორე კი თავისთვის დაიტოვა. მის წინ დივანში კომფორტულად მოვეწყვე, ფეხები შემოვიკეცე და ჩაი მოვსვი.
- გაშინაურებულხარ. - ვუთხარი სიცილით და ფინჯანზე ვანიშნე თვალებით.
- შენ კიდევ ძალიან შორს ზიხარ, - ადგა და ჩემსკენ დაიძრა - არ მომწონს ასე შორს რომ ხარ ჩემგან, მინდა სულ გიყურო, შენი სიმორცხვე და შენი მორიდებულება მაგინებს - ტუჩზე თითი გადამისვა - აი ამ ტუჩებზე ხომ საერთოდ ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე ჩემო პატარავ.
საერთოდ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, უბრალოდ თავი ჩავხარე დაბლა. ყველა ემოცია ერ თმანეთში ამერია. მისი სიუვარული თავს მახვევდა, მაბრუებდა. ყველაფერი იმაზე კარგად იყო ვიდრე წარმომედგინა მაგრამ მის დაავადებაზე ფიქრი ტვინს მირევდა.
- გიგა, მართლა მასე გიყვარვარ როგორც ამბობ? - ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
- რა კითხვებს სვავ მარიამ?!- ხმაში ბრაზი გაერია.
- უბრალოდ რომ მიპასუხო არ შეგიძლია? - თავი ჩავხარე.
- ოღონდ შენ ნუ მოიწყენ ჩემო პატარავ, ოღონდ შენ ნუ მოიწყენ და რასაც გინდა ვიზავ... - ხელები მაგრად შემომხვია.
- ხელი არასდროს გამიშვა, სულ სულ ჩემთან იყავი, სულ ასეთი თვალებით მიყურე. დამპირდი რომ არ წახვალ ჩემგან, დამპირდი რომ შენც არ მიმატოვებ... - ტირილი დავიწყე.
- ჩუ, ჩუ, ნუ ტირი, ჩუ - თავზე ხელს მისვამდა - ხომ იცი მაგას ვერ დაგპირდები მაგრამ, იმას დაგპირდები, რაც დამრჩა სულ შენთან ვიქნები...
- რა თქვი?
- რავთქვი გაუგებრად?
- ანუ მკურნალობას არ აპირებ?
- ხომ ვილაპარაკეთ მარიამ ამაზე?!
- ანუ არა?!
- არა!!!!- გადაწყვეტით თქვა.
- ადექი სასწრაფოდ ადექი, - ვყვიროდი განწირული ხმით არ ვიცი ამდენი ძალა საიდან, მაგრამ გიგას ხელი დავავლე და კარებისკენ გავაქანე, კარები გამოვაღე - ეხლა ამ კარიდან თუ გახვალ იცოდე ვერასდროს დაბრუნდები უკან, თუ ამ ზღურბლს გადააბიჯებ ანუ ჩემი ცხოვრებიდან მიდიხარ, ხოლო თუ აქ დარჩები ეს იმის დასტური იქნება რომ იმკურნალებ, და დიცოცხლისთვის იბრძოლებ! - ჩემდა გასაკვირვად წარბიც კი არ შემიხრია, მაგრამ შინაგანად საშინელ კანკალს ვგრძნობდი.
როგორ მინდოდა ჩემთან დარჩენილიყო, როგორ მინდოდა თანხმობა ეთქვა მკურნალობაზე, როგორ მინდოდა სიცოცხლისთვის ებრძოლა... ღმერთს ვთხოვდი ოთახში დაბრუნებულიყო, მაგრამ ყველა იმედი გადამიწურა როცა კარისკენ დაიძრა, ზღურბლს გადასცდა, აი მაშინ გაშეშდა ყველაფერი, აი მაშინ შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა, აი მაშინ ჩამომენგრა ჩემი ნაკოწიწები ბედნიერება თავზე... ვიცოდი მასაც ჩემსავით სტკიოდა ვიცოდი ისიც განიცდიდა, ყველაფერი თვალებზე ეტყობოდა, სახეზე უდიდესი ტკივილი აღბეჭვდოდა. ნელ ნელა კიბეებისკენ დაიძრა ძალიან მძიმედ მიაბიჯებდა წინ ცოტა ხანში კი თვალთახედვიდან საერთოდ გაქრა. ტკივილმა უფრო იმატა უფრო მეტად მოაკლდათ ფ
ილტვებს ჟანგბადი, ასე მეგონა მის გარაშე ვეღარც კი ვსუნთქავდი. კარები მივხურე, კარებთან ჩავიკეცე და საშინლად ავტირდი. ვტიროდი გიგას დაკარგვას, ვტიროდი მის სიყვარულს, სიცოცხლეს...
ასე მეგონა გული ნაფლეთებად მექცა. ჩემი ცხოვრება ყოვლად ერთფეროვანი გახდა, მის გარაშე ყველაფერმა აზრი დაკარგა, აღარც ვჭამდი, აღარც წყალს ვსვავდი, მხოლოდ სამსახურში დავდიოდი ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით. დღეები ერთმანეთს უფრო და უფრო ემსგავსებოდნენ. ყოველ დილით იმის იმედით მივდიოდი სამსახურში რომ გიგას ვნახავდი.ღამე კი მხოლოდ იმიტომ შემიყვარდა რომ სიზმარში მაინც მოდიოდა გიგა ჩემს სანახავად...
დაახლოებით სამი თვე გავიდა იმის შემდეგ რაც მე და გიგა ერთად აღარ ვართ მაგრამ ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეცვლილა... ყოველდღე ერთიდაიგივე. სულ მეგონა ახლა გაიღება კარები და გიგა შემოვათქო მაგრამ ლოდინი ლოდინად რჩებოდა...
იმ ღამით გიგა სიზმარში პირველად არ მინახავს, დედა ვნახე სიზმარში...
- დეე, მიშველე რამე, დე საყვარელი ადამიანი მიკვდება, დე შენ ხომ სამოთხეში ხარ დეე უთხარი ღმერთს ნუ წამართმევს მიყვარს დე, მჭირდება ძალიან მჭირდება... დედი მითხარი რამე დედიკო, ჩემო საყვარელო დედიკო, მითხარი დე ხო არ წაიყვანს უფალი თავისთან ხო დამიტოვებს დედი, ხო იქნება ჩემთან დეე...
დედაჩემი ხმას არ მცემდა, არც კი კიახლოვდებოდა, უბრალოდ იდგა და მიყურებდა როგორ ვტიროდი და მუხლებზე დამხობილი, როგორ ვევედრებოდი გიგას გადარჩენას, ის კი ერთ ადგილზე გაშეშებულიყო და ადგილიდან არ იძვროდა...
ტელეფონზე გაბმულმა ზარმა გამომაფხიზლა, ვიღაც მირეკავდა ეს ვიღაც კი ეკუნა იყო...
- მძინარა, კარი გამიღე უკვე ერთი საათია.ვაკაკუნებ.
- მოვდივარ - ნამძინარევი ხმით ვუპასუხე. კარებთან ძლივს მივედი, წინა ღამის ამბის გადამკიდე ყველაფრის ძალა და სურვილი დამეკარგა. კარი გავუღე.და შემოვუშვი.- მოდი ეკუნ, როგორ ხარ?
- მე კარგად ვარ მაგრამ შენ რა სახე გაქ?
- გიგას დავშორდი...
- რა? რატომ?
- მკურნალობას არ აპირებს...
ამის თქმა და ჩემი გულის წასვლა ერთი იყო, უკვე ჩემი ორგანიზმიც ვეღარ უძლებდა ამხელა დარდს, მინდოდა მეც მოვმკვდარიყავი და იქ მაღლა დედიკოსთან მივსულიყავი. დედიკოსთან რომელიც ასე მენატრებოდა, და გიგას იქ მაღლა დავხვედროდი... ყველაზე მეტად ახლა მიჭირდა...
რომ გამოვფხიზლდი თავზე თეთრ ხალათიანი ექიმები მეხვივნენ, ხელზე გადასხმა მიემაგრებინათ და ღიმილით დამყურებდა თავზე...
- აქ რას ვაკეთებ?- ვიკითხე ჩამწყდარი ხმით.
- ნუ გეშინია, გოგონა უბრალოდ გადაღლილობისგან გული წაგივიდათ, რამოდენიმე გადასხმა და უკეთ გახდებით. - სანდომიანად გამიღიმა შუა ასაკის ქალმა.
- შეგიძლიათ აქ გოგონა რომ მომყვა დაუძახოთ?
- კი რათქმაუნდა...
- დიდი მადლობა. - ქალმა პალატა დატოვა და ცოტა ხანში ანერვიულებული და ნამტირალევი ეკა შემოვიდა... - ეკუნ ძალიან შეგაშინე?
- კი ძალიან !- სლუკუნით მოვიდა და ჩამეხუტა. - ერთი მანახე ვინ ჩაგაგდო ამ დღეში უნდა ვცემო - მის ბავშვურობაზე გამეცინა მაგრამ სახე მაშინვე დამისერიოზულდა კარებში გიგა რომ დავინახე...
- ეკუნ ამას აქ რა უნდა?
- ვისზე მეკითხები?
- გიგაზე...
- აა ხო, გული რომ წაგივიდა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სასწრაფოც იგვიანებდა და გიგას დავურეკე, საბედნიეროდ შენს მეზობლად ძმაკაცთან ყოფილა და მან წამოგიყვანა მანქანით საავადმყოფოში. - თვალები დავუბრიალე გიგას იმის გასაგებად რომ ეკამ მის შესახებ არაფერი იცოდა. არა როგორ ვეტყოდი ეკა ბიძაშვილი გიკვდება მეთქი...
- მადლობა. - ნაძალადევად გავუღიმე - ახლა კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდე, არ მოვკვდები. - ბოლო სიტყვებს ხაზი გავუსვი და გიგას თვალებში შევხედე, თავისი ლურჯი თვალები იმ წამსვე აუწყლიანდა, თვალებით მეხვეწებოდა ნუ გამიშვებ აქ ყოფნა მინდაო, მაგრამ გული ამდენს ვეღარ უძლებდა... - ეკუნ, შენც ძალიან დაგღალე ჩემო პატარავ, მიდი გაყევი სახლში მიგიყვანს. ცოტა დაისვენე და მერე მოდი.
- კარგი, ოღონდ თავს გაუფრთხილდი, და ასე აღარ მანერვიულო კარგი? - ისევ სლუკუნებდა.
- კარგი ლამაზო - მის ბავშვურობაზე კიდევ ერთხელ გამეღიმა.
- კარგად მარიამ...
წავიდნენ და აი აქ გაქრა ჩემი სიძლიერე, უაზროდ ვტიროდი, განა ჩემს თავს არა, გიგას ვტიროდი, ეკუნას ვტიროდი, რა ეშველბოდა საყვარელი ბიძაშვილი რომ მოუკვდებოდა... გიგაზე ნერვები მეშლებოდა, საერთოდ არავიზე არ ფიქრობდა...
შუაღამისას ხმაურმა გამომაღვიძა, შეშინებულმა ხელში რაც პირველი მომხვდა ის ავიღე და ფანჯარასთან მოძრავი სილუეტისთვის უნდა ჩამერტყა, მაგრამ ხელი ერთ ადგილას გამიშეშდა როცა მასში გიგა ამოვიცანი...



ესეც მეხუთე თავი, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში მაგრამ სამსახური არ მაძლევს ხშირაად წერის საშუალებას, იმედია ისიამოვნებთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent