შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო! ! !(თავი 19)


15-04-2016, 20:16
ავტორი niako crazy
ნანახია 4 367

ბოლო საბუთს ვიღებდი როდესაც ფურცელზე დაწერილ რიცხვს შევხედე და გავშეშდი. ეს რას ნიშნავს, კი მაგრამ რატომ მომატყუა ალექსანდრემ? გაურკვევლობამ მომიცვა, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რაში დაჭირდა ალექსანდრეს ეს. ეს ფურცელიც ავიღე და სხვა საბუთებთან ერთად კარადაში შევინახე. ალექსანდრეს ვკითხავდი მიზეზს, მაგრამ ამისთვის შესაფერის დროს დაველოდებოდი, არ მინდა ისევ ყველაფერი ავურიე ამ უბრალო მიზეზის გამო. იმაზე სულაც არ ვიყავი გაბრაზებული რომ გაცილებით ადრე წამომიყვანა, ვიდრე ეს საჭირო იყო. მე მხოლოდ ის მიზეზი მაინტერესებდა რის გამოც ალექსანდრემ მომატყუა.
მალე სახლის კარიც გაიღო და ოთახში ალექსანდრე შემოვიდა. სამზარეულოში გავიდა და სავსე პარკები მაგიდაზე დააწყო. მეც უკან გავყევი.
-ვიფიქრე საჭმლის მომზადება დაეზარება მეთქი და პირდაპირ მზა პროდუქტი ვიყიდე-მითხრა და დაღლილი სკამზე ჩამოჯდა.
მაგიდასთან მივედი და პარკიდან პროდუქტი ამოვალაგე. მალევე გავშალე სუფრა და ალექსანდრეს პირდაპირ დავჯექი.
-კარგად გეხერხება მსახიობობა-მითხრა ალექსანდრემ. ლუკმა კინაღამ გადამცდა და ხველება ამიტყდა.
-რას გულისხმობ?-ვკითხე და წვენი მოვსვი.
-ვიცი რომ არ გეძინა-უდარდელად მითხრა და ჭამა გააგრძელა.
-რატომ მომატყუე?-ვკითხე და დავაკვირდი.
-რაზე ამბობ?-ამჯერად მას დაეტყო სახეზე გაკვირვება.
-რატომ წამომიყვანე ლილეს დაბადებისდღიდან, ასე ადრე როცა შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ იმართებოდა, რაში დაგჭირდა ჩემი მოტყუება?
-შენი მოტყუება არ მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა მომზადებულიყავი შეხვედრისთვის, ასე შენთვის უფრო ადვილი იქნებოდა. მშვიდად ისადილე-მითხრა და ფეხზე წამოდგა.
დარწმუნებული ვიყავი რაღაცას მიმალავდა. შეიძლება ის რაც მან მითხრა სიმართლეა, მაგრამ რაღაც ბოლომდე არ უთქვამს ჩემთვის, სამწუხაროდ ამას ჯერ ვერ გავიგებდი.
მადა დავკარგე, დასვრილი ჭურჭელი გავრეცხე და კარადაში შევინახე.
ნახევარი საათი ვსეირნობდი უზარმაზარ და ულამაზეს ბაღში. აქ ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი დამავიწყდა. ბოლოს რომ დავიღალე და მარტოობაც მომბეზრდა გადავწყვიტე ალექსანდრესთან შევსულიყავი. როგორც ყოველთვის არც ახლა დამიკაკუნებია კარებზე ისე შევედი ოთახში. გაკვირვებულმა შემომხედა. ხელში ულამაზესი წითელი კაბა ეკავა.სწრაფად დადო კაბა საწოლზე და ჩემსკენ დაიძრა.
-გინდოდა რამე?-მკითხა და ჩემს პირისპირ გაჩერდა.
-ხო, სახლში მოვიწყინე და სადმე წავიდეთ რა-ჩემი თავის თვითონვე გამიკვირდა. ისე ვიყავი მისი სიახლოვით დაბნეული, ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები.
-კარგი, აქვე კარგი კლუბია, მოემზადე და წავიდეთ.-მითხრა და ოთახიდან გასვლას აპირებდა როცა შევაჩერე.
-ხო მაგრამ, რა ჩავიცვა?
-ეს კაბა ჩაიცვი-მიმანიშნა საწოლზე დადებულ წითელ კაბაზე. ჩემი გაკვირვებული სახე რომ დაინახა ისევ გააგრძელა-ნატალისაა.
ამჯერად აღარ გამიჩერებია და საძინებელი დატოვა. კაბა მართლაც ლამაზი იყო. ლამაზი და სადა. საწოლთან ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეწყო.სიმართლე გითხრათ გაკვირვებული ვიყავი, რადგან ნატალის ჩემგან განსხვავებით წითელი ფერი არ უყვარდა და არც ამ ფერის ტანისამოს ყიდულობდა.
აღიარე, გაები ბაბნიკო! ! !(თავი 19)

ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი, ჩემი თავი სარკეში ავათვალიერე და კმაყოფილმა დავტოვე ოთახი. ვაუ. ალექსანდრეს რომ შევხედე ენა ჩამივარდა, ეს ტანისამოსი უფრო მეტად სიმპათიურს ხდიდა. თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი ჩაეცვა. თხელი თავისუფალი პიჯაკი კი იდაყვებამდე აეწია. ყველაზე მეტად მისი სუნამოს სურნელი მიყვარდა, თავბრუს რომ მახვევდა. ავტომობილის კარები გამიღო და სწრაფად დაძრა მანქანა. 10წუთში უკვე შენობის წინ ვიდექით.ალექსანდრემ ხელი ჩამჭიდა და კლუბში შემიყვანა. ცხვირი ამიწვა ალკოჰოლის და სიგარეტის სუნმა და შევიჭმუხნე. იქვე ჩამოვჯექით და მაშინვე მოვიდა მიმტანი.
-რას ინებებთ?
-ფორთოხლის წვენი და ჩემთვის ერთი ვისკი თუ შეიძლება-შეკვეთა მისცა ალექსანდრემ.
-ალექს როგორ ხარ?-ზურგს უკან მომესმა ხმა და მივტრიალდი. ჩემს უკან სამი ბიჭი იდგა.
ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და მათ გადაეხვია. როგორც ჩანს აქაური ნაცნობები იყვნენ.
-ემილი გაიცანი ეს დათაა, ეს საბა ეს კი ზუკა-სათითაოდ მიმანიშნა ახალგაზრდა, სიმპათიურ ბიჭებზე.
-ალექს, რამდენი ხანია არ მინახიხარ. წამო ჩემთან ავიდეთ. ნათიაც სახლია და გაუხარდება შენი ნახვა-იდეა გამოთქვა საბამ.
-რას იტყვი ემილი?-შემომხედა ალექსანდრემ.
-როგორც გინდა. თუ გინდა წავიდეთ-ვუპასუხე და უკვე მოტანილი ფორთოხლის წვენი მოვსვი.
ფეხზე წამოვდექით და ნახევარ საათში უკვე ყველანი სანდროს სახლის ეზოში გაშლილი მაგიდის გარშემო ვისხედით. ბიჭები წარსულს იხსენებდნენ, მე კი ვუსმენდი და მათ სიგიჟეებზე მეცინებოდა.
-ემილი იცი-შემომხედა უკვე საკმაოდ მთვრალმა ალექსანდრემ, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა ჰამაკში-ესე ადრე იმიტომ წამოგიყვანე რომ მინდოდა ჩემსგვერდით ყოფილიყავი. ის კაბაც შენთვის ვიყიდე.
-ვიცი-ვუთხარი და ტუჩები ოდნავ შევახე მის გახურებულ ლოყას.

P.S ესეც ახალი თავი. როგორ მომნატრებია წერა და თქვენი თბილი კომენტარები. არ მეგონა კიდევ თუ გემახსოვრებოდათ ეს ისტორია, მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი. რომ იცოდეთ როგორ გამაბედნიერე თქვენმა კომენტარებმა. ხო ისტორიას რაც შეეხება ვცდილობ ძალიან ბანალური არ გამომივიდეს და განსხვავებულიც იყოს. აბა რას იტყვით მოგწონთ?



№1 სტუმარი Nini

Dzalian magaria,momwons,tavebi gazarde cota

 


№2  offline წევრი mariam.mariam

Dzaan kargiaa magram patara tavi iyo gazarde cota

 


№3  offline მოდერი niako crazy

na-na
Kargia male dade da cota didi


მადლობა, შევეცდები უფრო დიდი თავი დავდო

mariam.mariam
Dzaan kargiaa magram patara tavi iyo gazarde cota


მადლობა რომ კითხულობ შევეცდები

 


№4 სტუმარი etiko

au dzaaan magaria velodebi axal tavs da cota gazarde dzaan patara tavebia

 


№5 სტუმარი nini

აუ დღეს დადე რა და ცოტა თავები გაზარდე ძალიან პატარებია

 


№6 სტუმარი ani

როდის დადებ?

 


№7  offline წევრი hermi

ნუ აგვიანებ, კარგია მომწონს

 


ვააააააააააააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent