შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –4–


16-04-2016, 11:16
ავტორი sopiko
ნანახია 2 460

[თავი 4]
–მე ხომ ალქაჯი ვარ! დაუკითხავად შემოვიჭერი ანგელოზების სამყაროში! ყველას გეგმები ავურ–დავურიე და მხოლოდ იმიტომ, რომ დავიკარგე! როგორი უნამუსო უნდა იყო ადამიანი, შენი ტყავის გამო ასე რომ მოიქცე... ასეთი სიტყვებით რომ წაიბილწო პირი! საკუთარ თავში დარწმუნებული ფლამინგო მიხვდა, რომ მისი შესაძლებლობები ნულს ვერ აცდენია და მე მადანაშაულებს!–ხმამაღლა ვთათხავ თომას და ჩემს ჩემოდანს გამხეცებული ვეძებ.–ხეპრე! ტეტია! შავი ანგელოზი!
–ინა, რა მოხდა? რას ეძებ? რამე დაკარგე?–ორსულობის გამო მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ამოდის ცისია იმ ოთახში, სადაც მე გავიღვიძე. უკან გიორგი უდგას. გვერდითა ოთახის კარიც იღება და იქიდან გაკვირვებული ლეო გამოდის.
–დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ! თქვენ ძალიან კარგი ადამიანები ხართ... უფრო სწორად ყველას გაცნობა ვერ მოვახერხე, მაგრამ ცისია... დიდი მადლობა!–მივმართავ სევდიანი ღიმილით ცისიას.–დიახ, უნდა წავიდე იმიტომ, რომ ერთ–ერთმას თქვენგანმა ამიხსნა ის, თუ რამხელა ტვირთი და პრობლემა ვარ თქვენთვის. ბოდიში მომიხდია! გმადლობთ ყურადღებისთვის!
ამ სიტყვებით კარადის იქითა მხარეს დადებულ ჩემოდანს ვპოულობ, ხელში ვიტაცებ და კიბეებზე ვეშვები. თან მალიმალ ვიწმენდ ცრემლებს.
და უცებ... კითხვები მიჩნდება! ვის გამო ვტირი? ან რა მატირებს? თომას მიზანიც ხომ ეს იყო! უნდოდა თავიდან მოვეშორებინე და მეც მის მახეში გავები! არა, ის დათმობის ღირსი არ არის! ფრონტი პირველად მე რატომ უნდა დავტოვო? თანაც ამ სახლიდან ფეხის გადგმისთანავე უამრავი ბარიერი გადამეფარება წინ! პირველ რიგში ის, რომ დაკარგული ვარ და ამ ღამით გზის პოვნაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთი ფაქტორიც არსებობს! როგორც უნდა დავტოვო ისინი? ლეომ, გიორგიმ და ცისიამ რა დააშავეს, მათ შორის ნადირიც თუ გამოირევა? არა, აქედან ვერ წავალ, სანამ ეს ამბავი ბედნიერი დასასრულით არ დაგვირგვინდება!
კართან კმაყოფილი თომა მხვდება. ჩემოდანს გაღიმებული ვდებ და გამოდევნებულ ''მხლებლებს'' ვუტრიალდები.
–როგორ მოგეწონათ?–ვეკითხები ერთმანეთზე მატარებლის ვაგონებსავით მიბმულებს და თითებს ვატკაცუნებ.
–მოგვეწონა?–ერთხმად მეხმიანებიან ისინი.
აჰ, უკვე წარმომიდგენია შენი იმედგაცრუებული და გამოჩერჩეტებული სახე, ქისტაურო თომა!
–დიახ, თქვენ ყველანი ძალიან ცუდ ხასიათზე იყავით! მე კი გამოგაცოცხლეთ!–მხრებს ვიჩეჩ და ყველას სათითაოდ ვეხვევი.
საერთოდ ადამიანების გამორჩევა არ მიყვარს, ასე რომ... არც თომა მავიწყდება!
ფეხის წვერებზე ვიწევი და გავეშებულს კისერზე ვეკიდები. მოულოდნელად ვარჭობ ბრჭყალად ქცეულ ფრჩხილს ყელში და ისიც ციებიანივით იხევს უკან.
–შენ რა გაგიჟდი? რას აკეთებ?–ტკივილისგან და გაცხარებისგან უკვე ალი ასდის მას.
–უი, გეტკინა? რწყილი გეჯდა და მოვკალი.–მიამიტად ვპასუხობ და ჩემოდანს ხელს ვავლებ.
–ავიტან ამას მაღლა. ისე, რა შეგეშინდათ, ხალხო! მე აქედან წამსვლელი ვარ?!–მთელ სითბოს სამეულისკენ ვტყორცნი, თომას ენის გამოყოფით ნიშნს ვუგებ და ისევ ზემოთ მივცუქცუქდები.
გეგმის გარეშე ვიმუშავე და ასეთი შედეგი გამოიღო... თუ გეგმაც იქნება, მით უკეთესი ჩემთვის! მით უარესი თომასთვის!
ყველაფერს ავიტანდი! ყველაფერს გადავყლაპავდი! მის იგნორსაც, გვერდის ავლასაც, ზიზღიან მზერასაც, მაგრამ შეურაცხყოფის და დაცინვის ნაზავი ისეთი უგემურია და თან ისეთი მყრალი სუნი უდის, რომ თავისი ადგილი თუ არ მივუჩინე, მთლად ამაყროლებს!
აქამდე თავს მხოლოდ იმიტომ ვთოკავდი, რომ ასეთი სიტუაცია იყო, თუმცა დღეიდან აღარაფერს გავითვალისწინებ!
თუ ტვირთი ვარ, ტვირთი ვიქნები! ოღონდ ნამდვილი ტვირთი!
***
მთელი დღის განმავლობაში კვლავ ლოგინში ჩაწოლაზე და ძილზე ვოცნებობდი ჯერ მარტო იმის გამო, რომ გავიგე სად შევაფარე თავი და ვისთან... ვისთანში რაღა თქმა უნდა მხოლოდ ერთ ადამიანს ვგულისხმობდი, თუ შეიძლება ადამიანი ეწოდოს... ვერ წარმომედგინა, რომ ის ნერვების გლეჯვა, რომლის მიზეზსაც თომა ერქვა, ჟურნალი იყო... წინ მრავალსერიანი სერიალი მელოდა!
საათისმაგვარი რამაც კი არ აღმოაჩნდათ გატაცებულებს. ჩანთაში ვიჩხრიკები და პატარა ჯიბიდან ჩემს მობილურს ვაძრობ. ასეც ვიცოდი! მაშინ არ იჭერდა, ახლა დაჯდა! სულელი ვარ, ნამდვილი სულელი! ხომ შემეძლო 112–ზე დამერეკა და თავისთვის მეშველა. ახლა ამ ოთხის სიცოცხლეზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე, რადგან რაც მათ იციან და რის გამოც მოსაკლავად მოსდევენ, მეც ვიცი.
რეპლიკებს არ მაკლებს თომა ბატონი. უტვინო რომ ხარ, მაგიტომაა ბადეში შენც რომ მოყევი და ჩვენც რომ ვერ მოვასწარით ვერაფერიო. ჯერჯერობით დუმილის უფლებას ვიყენებ და მასაც ჩემი ტვინის უჯრედების განადგურება რჩება, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი წინ ყოფილა!
პირველ სართულზე ერთადერთი ოთახია, სადაც იატაკზე გაფენილ დამპალ ლეიბებზე ლეოს და თომას სძინავთ. მეორე სართულზე მდებარე ორი ოთახიდან ერთ–ერთი ცოლ–ქმარს, ცისიასა და გიოს ''ეკუთვნით'', მეორე კი როგორც ცისიამ მითხრა, ჩემს განკარგულებაშია.
–კი, მაგრამ აქ ხომ საწოლი დგას და ლეო და თომა იატაკზე რატომ იწვნენ? ნუ, რა თქმა უნდა ჩემს მოსვლამდე.–ინტერესი მიჩნდება მე.
–ხომ იცი მამაკაცების ამბავი. არა, შენ დაწექი, არა, შენ დაწექიო და ბოლოს ორივე იატაკზე გაიშოტა.–მიხსნის ცისია და საწოლზე მიმითითებს.–მართალია საშინელ მდგომარეობაშია, ჭუჭყიანი, დიდი ხნის გაურეცხავი, მაგრამ რბილია. სამწუხაროდ სხვა პირობები ჩვენ არ გვაქვს.
–რას ამბობ, ცისია! ჩემთვის ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს მდგომარეობას თქვნი მდგომარეობაც დაემატა და ახლა ჯამში ყველაფერი უფრო გართულდა. მე თქვენ გვერდით ვარ! იცოდე, იმედი არ გადაიწურო! ხვალიდან მეც გამოვიყენებ ჩემს ცოდნას და დილით კიდევ რამეს შევძლებ, მზის შუქზე.–ვაწყნარებ ღელვით შეპყრობილ ქალს და ლოყაზე ვკოცნი.–ახლა კი დაიძინე. მართალია არ ვიცი, რომელი საათია, თუმცა გვიანი იქნება.
ამასობაში გიორგიც ამოდის მაღლა და ცოლთან ერთად დასაძინებლად მიდის.
დაბლიდან ცოტა ხანი კი მესმის რაღაც ფაჩუნის და სიარულის ხმა, მაგრამ გადაღლილს მალე მეძინება და აღარც თომა მახსოვს და აღარც ხვალინდელი დღე!

ისეთი შეგრძნება მაღვიძებს, თითქოს ცივ მდინარეში ჩამაგდეს... ვაიმე, ვაიმე, მგონი იმ ბოროტმოქმედებმა გვიპოვნეს, ჰგონიათ, რომ მომკლეს და წყალში დასახრჩობად მაგდებენ. არ გაინძრე, ინა! ჰგონიათ და ეგონოთ... ისღა მაკლია მეორედ გამომჭრან ყელი... დინება კი მიმათრევს და მიმათრევს...
ჰმ, მგონი რაღაც მეშლება! კარგი, ერთხელ მდინარეში ჩამაგდეს, მაგრამ კიდევ?
თვალების გახელაა და ვის ვხედავ?!
გვერდით თომა მიდგას, ხელში ორლიტრიანი ბოთლი უჭირავს და წყალს მასხამს და მასხამს!
–გაჩერდი!–ჩემკენ წამოღებულ მის ხელს ვაჩერებ, ბოთლს მოდუნებული თითებიდან ვართმევ და იატაკზე ვდებ.–შენ ხარ მძარცველი და აქ შემოგგზავნეს?
არანაირი ხუმრობა! დამალული ეჭვი შეიძლება შემდგომ სანანებელი გაგიხდეს!
–თითოეული სიტყვა ჩურჩულით!–ჩურჩულით მაფრთხილებს ის.–იმედია საწოლში ტიტველი არ წევხარ. ფეხზე წამოდექი, აიღე რისი აღებაც გინდა და წამომყევი.
–წამოგყვე? კარგ საქმეზე შენ არსად წამიყვან! მომეცალე, თორემ ვიყვირებ!–ვიმუქრები დიდის ამბით, თუმცა ჩემი მუქარა შედეგს ვერ იღებს! მამაკაცი წარბსაც არ იხრის...
–შენი მოკვლის დრო ჯერ არ მოსულა! ორ წუთში მზად იყავი. მზე უკვე ამოიწვერა. დრო ცოტა გვაქვს, ამიტომ ახლავე მივდივართ შენი ცოდნის გამოსამჟღავნებლად.–ასე თუ ისე მარკვევს თომა და კიბეებზე ფეხაკრეფით ჩადის.
–მართალი ყოფილა ცისია. ერთადერთი მას წყალობს ბედი, შენ ასე რომ გიყვარს და უფრთხილდები!–ვბურტყუნებ უკმაყოფილოდ და ფეხებს თასმებშეხსნილ ბოტასებში ვყოფ.
სველ ტანსაცმელს ვიცვლი. თმას თითებით ვივარცხნი და რეზინით ვიკრავ. პირველად ვემზადები ასე სწრაფად! ორ წუთში უკვე პირველ სართულზე ვარ და სიკვდილს მივყვები სადღაც... სად? მოდი, ეს კითხვა ჯერჯერობით კითხვად დავტოვოთ...

^^^
ხომ კარგი გოგო ვარ? გავიღვიძე თუ არა, ახალი თავიც დავდე!
ინტრიგა ჩადებულია, ვნახოთ, თქვენზე რამდენად მოახდენს გავლენას!
ველი თქვენს შეფასებებს, ჩემო ძვირფასებო...
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. ისა, ხო, პროტოტიპები როგორ მოგწონთ?



№1 სტუმარი Black

Magari tavia sopachka ;) veli shemdegs yvela kaia vabshe<3

 


№2  offline წევრი teddy))

Dzalian momwoons! Tomas ar damitbobs es gogona? Amaze rogor brazdeba pirikit unda dadnes :D :D dzalian magari xar <3

 


№3  offline მოდერი sopiko

Black
Magari tavia sopachka ;) veli shemdegs yvela kaia vabshe<3

teddy))
Dzalian momwoons! Tomas ar damitbobs es gogona? Amaze rogor brazdeba pirikit unda dadnes :D :D dzalian magari xar <3

გმადლობთ, გმადლობთ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent