შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო! ! !(თავი 20)


16-04-2016, 19:57
ავტორი niako crazy
ნანახია 3 854

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, მეგონა თავში ჩაქუჩს მირტყამდნენ. ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოში შევედი. ცივმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა. კარადიდან ალექსანდრეს მაისური გამოვიღე, გვერძე ოთახში კი ნატალის შარვალი ვნახე და ის ჩავიცვი. ალექსანდრეს მისაღებში ეძინა მდივანზე. ისეთი სასაცილო სანახავი იყო, თავი ვერ შევიკავე და ფოტო გადავუღე. ჩემთვის ყავა მოვამზადე და ეზოში გავედი. სასიამოვნო ნიავი ქროდა. ტელეფონი მოვიმარჯვე და ნატალის დავურეკე.
-გისმენთ-გაისმა ტელეფონში ლუკას დაბოხებული ხმა, როგორც ჩანს ეძინა და მე გავაღვიძე.
-როგორ ხარ ძამიკო?-ვუთხარი სიცილით და ჰამაკში კომფორტულად მოვეწყვე.
-ემილი, კარგად შენ როგორ ხარ? მომენატრე. რახდება მაქეთ, რა ამბებია?-მომაყარა ერთიანად.
-რავიცი ისეთი არაფერი. მოვიწყინეთ უთქვენოდ. ნატალი სადაა?
-ძინავს.
ლუკასთან დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრე, მერე ქალბატონ ნატალისაც გამოეღვიძა და მანაც გამომკითხა აქაური ამბები. ძალიან მინდოდა მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ, მაგრამ ვერ გავბედე. ვარჩიე რომ ჩამოვიდოდა მერე მეთქვა. როგორღაც გავძლებდი სამი დღე.
გარეთ შემცივდა, მაგრამ იმდენად კარგად ვიყავი მოთავსებული ჰამაკში ადგომა ძალიან მეზარებოდა. ბოლოს რომ მივხვდი რომ საქმე ცუდად ვიყავი, უკმაყოფილოდ ამოვწიე ხელი. მაგრამ ამ დროს მხრებზე სითბო ვიგრძენი და გაკვირვებულმა მივიხედე უკან.
-შეგცივდა?-მითხრა ალექსანდრემ და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მეც უხმოდ დავუქნიე თავი.
-ცხვირი სულ გაგიწითლდა-ღიმილით ჩამომკრა ხელი ცვხირზე და მიმიხუტა. როგორ მაბნევდა მისი საქციელები, განსაკუთრებით მაშინ ჩემს თმებში რომ დაიწყო თითებით თამაში.
-ალექსანდრე გაჩერდი, თორემ ჩამეძინება.
-მერე რა-კვლავინდებურად უდარდელად მითხრა და თავისი საქმე განაგრძო.
-არ გშია?-როგორღც მოვახერხე მისი მკლავებიდან თავის დაღწევა და ფეხზე წამოვხტი.
-თუ გინდა რესტორანში ან კაფეში წავიდეთ.
-ნწუ-თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად-მე მოვამზადებ რამეს.
-შენ? კარგი რა-სიცილი დაიწყო ალექსანდრემ.
-რაა, გგონია ვერ გაავკეთებ? თან შენც დამეხმარები-ხელი მოვკიდე და ისიც "წამოვაგდე" ფეხზე.
ჩემი მცდელობა იმისა რომ ხაჭაპური გამომეცხო, კრახით დასრულდა და მე და ალექსანდრეც ფქვილში აღვმოჩნდით დასვრილები. ბოლოს ისევ სალათს და ნახევრად დამწვარ კარტოფილს დავჯერდით.
-რა გინდა გემრიელია-მაჯავრებდა ალექსანდრე.
-ნუ დამცინი-ჩემი ჭკუით გავიბრაზდი, მაგრამ ერთი წუთიც ვერ გავძელი გაბრაზებული სახე მიმეღო და სიცილი ამივარდა.

-ემილი-მითხრა მას შემდეგ რაც ჩემს გვერდით მოთავსდა დივანზე-არ გინდა სადმე წავიდეთ? მარტო მე და შენ..
-ახლაც ასე არ ვართ-გავიკვირვე მე.
-მაშინ აქ დავრჩეთ, ხელსაც არავინ შეგვიშლის-სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ტელეფონზე რომ დაურეკეს.
-გისმენთ-თავი არ აუწევია ჩემი კალთიდან ისე უპასუხა-იცი რა, მოდი მაგ შეხვედრაზე გვანცა გაუშვით... რაც გითხარით ისე გააკეთეთ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.
-რა ხდება?-ვიკითხე დაისევ გავაგრძელე მის თმაზე თამაში.
-ირაკლის დარეკა იმ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენ რომ უნდა წავსულიყავით-სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე, ახლა ნამდვილად არ მინდოდა იქ წასვლა.-ვუთხარი რომ გვანცა გაეშვით, ძალიან ნიჭIერი გოგოა, დარწმუნებული ვარ ამას შეძლებს.
-მართალი ხარ, მის შესაძლებლობებში ეჭვები არც მე მეპარება.

ვიცი პატარაა, მაგრამ სახლში ახლა მოვედი და მაშინვე დავიწყე წერა, თან მხოლოდ ორი თავი დარჩა ასე რომ.... ხვალისთვის იქნება დიდი თავი.



№1 სტუმარი Nini

Kargi iyo,magram dzalian patara,es ar gekadreboda.

 


№2  offline წევრი Peoplefallformysmile

აუ რა პატარა იყო -_-

 


№3  offline წევრი lamazmani

Kargia velodebi male dade

 


№4 სტუმარი kesa

Amis dadebas saertod rom ar dagedo jobda

 


№5 სტუმარი ani

მალე დადე გთხოვ

 


№6 სტუმარი nini

როდის დადებ ახალ თავს?

 


№7 სტუმარი mari

ახალი თავი დადე გთხოვ

 


№8 სტუმარი მარიკუნა))

რატო არ დებ ახალ თავს??

 


№9  offline წევრი hermi

არ გვალოდინო რა

 


ვაიმეეეე ინტრიგაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent