ჩუმი სიყვარული (სრულად)
არ ვიცი რითი დავიწყო იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ, ძალიან რთული ყოფილა დაწყება, შემდეგ ადვილად მიდის. რა რთულია არა ცხოვრება? უფრო სწორად, მას ჩვენ–ადამიანები ვართულებთ. რა მოხდება ადამიანებმა ერთმანეთი რომ ისეთი მივიღოთ და შევიყვაროთ, როგორიც ის სინამდვილეშია, ასე ხომ ყველასთვის უკეთესია, უფრო მარტივი და ასატანი ხდება ცხოვრება. ყველაფერი კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო, მაშინ როცა გაზაფხულის არც ისე მცხუნვარე მზე თავისი ამოსვლით ახარებდა დედამიწას. გოგონა მიაბიჯებდა სახლთან ახლოს მდებარე პარკში ძაღლთან ერთად და მზის პირველი თბილი სხივები მასაც უთბობდნენ გულს და კარგ ხასიათზე აყენებდა. ნინა ულამაზესი გოგონა იყო, დიდი ცისფერი ბრიალა თვალები ჰქონდა და გრძელი, წელამდე ჩამოშლილი ქვიშისფერი და ხვეული თმა ამშვენებდა, საოცარი შესახედაობის იყო ნინა, ლამაზი და სიფრიფანა, ატმის ყვავილივით ნაზი ფერი დაჰკრავდა ლოყებზე და არცერთ გამვლელს არ ტოვებდა გულგრილს. ჩაფიქრებული მიაბიჯებდა პარკში, მისი ფიქრები კი მის მეგობარს, ვაზუსტებ, უახლოეს მეგობარს ეკუთვნოდა. ლიკაც ცხრამეტი წლის იყო, ნინას საპირისპირო გარეგნობის და ისიც ულამაზესი იყო, განსაკუთრებულად ეშხიანი, ეს ორნი როცა ერთად მიდიოდნენ, აუცილებლად ჩერდებოდა ხალხი და ამ ქალღმერთების ცქერით არ იღლებოდნენ, ისინი უბრალოდ ტკბებოდნენ, ბევრი კი არ ენახათ ასეთი სილამაზის გოგოები. ახასიათითაც გავდნენ ერთმანეთს, განსხვავება იმაში იყო, რომ ლიკას ადვილად შეეძლო ბიჭებთან ურთიერთობის აწყობა და სასიყვარულო რომანების გაბმა, ნინა კი მუდამ იმ ერთადერთზე ოცნებობდა და ელოდებოდა, რომელიც ჯერ არც კი ჩანდა ჰორიზონტზე. არცერთი მათგანი არ უჩიოდა თაყვანისმცემლების რაოდენობას, პირიქით ისინი მათ საჭირო რაოდენობაზე მეტიც კი ჰყავდათ. ნინა არცერთს არ აქცევდა ყურადღებას, თვლიდა რომ არცერთი მათგანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომელსაც ელოდა. აი ლიკა კი აღარ ინტერესდებოდა ბიჭებით, რადგანაც როგორც თვითონ თვლიდა, მან იპოვა თავისი ნამდვილი სიყვარული და მის გარდა არავინ არ ჭირდებოდა. ნინა არ იცნობდა ლიკას შეყვარებულს, პრინციპში, ეს მისი ბრალია, რადგან მიუხედავად ლიკას დაჟინებული თხოვნისა, თვითონ გადაწყვიტა არ გაეცნო ლიკას შეყვარებული თემო, რაღაც არ მოსწონდა ნინას მასში, მაგრამ კონკრეტულად რა თვითონაც არ იცოდა, ბოლოს დაასკვნა, რომ ალბათ მხოლოდ ეჭვიანობდა თავისი საუკეთესო დაქალის სიყვარულის გაყოფა რომ სჭირდებოდა სხვასთან. ლიკასაც ძალიან უყვარდა ნინა, მეტიც, მას შეეძლო საუკეთესო მეგობრისთვის ყველაფრის გაკეთება. მათი ხასიათის მსგავსება იმაშიც გამოიხატა, რომ ორივემ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ძალიან აინტერესებდათ სამოქალაქო სამართალი, ისინიც გამოირჩეოდნენ ხასიათის იმ თვისებებით, რაც ამ პროფესიის ხალხისათვის პროფესიულ საქმიანობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნინა ფიქრობდა თავის მეგობარზე და თემოზე, შემდეგ ლიკას წინა დღის თხოვნაზე, ძალიან არ უნდოდა თემოსთნ ფართიზე სტუმრად წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, როდესმე ხო უნდა გაეცნო დაქალის შეყვარებული, თან დიდი შანსია იმისა, რომ თემო ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდეს, ბოლოსდაბოლოს იგი ძალიან კარგად იცნობდა თავის დაქალს და ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ცუდ ბიჭს მისი დაქალი არ შიყვარებდა. ბოლოს როგორც იქნა მივიდა ნინა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო მეგობრის ხათრით ამ წვეულებაზე, დაიწყო იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ჩაეცვა, გაახსენდა ბოლოს ნაყიდი ძალიან ლამაზი,მუხლს ცოტა ზევით ავარდნილი შავი კაბა, რომელსაც მთელი ზედაპირი ხელით ულამაზესი ნაქარგით ჰქონდა დამშვენებული, წინიდან კაბა მთლიანად დახურული ჰქონდა, ზურგი კი მთლიანად ამოღებული. ნინა ნამდვილად მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიგებს, რომლებმაც იციან საკუთარი თვის ფასი და ისიც მშვენივრად მოეხსენებათ თუ რა უხდებათ, ნინამაც მშვენივრად ცოდა თავისი ულამაზესი ფეხები, ქვიშისფერი თმა და ცისფერი თვალები რომ წარმოეჩინა, შავი კაბა უნდა ჩაეცვა. გოგონამ საათს დახედა და აღმოაჩინა, რომ უკვე წასვლის დრო იყო, თუ არ უნდოდა დაეგვიანა, ლესის საყელური შეაბა და გამხიარულებულმა გაუყვა სახლის გზას, მას ძალიან უხაროდა, რომ ასე ადვილად შეძლო საღამოსთვის ტანსაცმლის არჩევა, მალე სახლსაც მიუახლოვდა და კმაყოფილმა გადააბიჯა სახლის ზღურბლს. *** ნინამ მაკიაჟს ბოლო შტრიხები შეჰმატა, კაბა შეისწორა და სარკეში ჩახედვისას კმაყოფილების ღიმილმა გაუპო ბაგეები. სანამ ის ქლაჩს აიღებდა მეგობრის ხმაც შემოესმა მისაღები ოთახიდან. სასწრაფოდ გავიდა და მეგობრის გაოცებულ თვალებს შეეჩეხა. ლიკა: ულამაზესი ხარ ნინაჩკა, მეშინია იქ ვინმემ არ მომტაცოს შენი თავი ნინა: ნუ აჭარბებ, ისე ბევრი ხალხი იქნება? ლიკა: მეც არ ვიცი, თემოს მეგობრები იქნებიან ალბათ, ზოგიერთს არც ვიცნობ და გამაცნობს ჩემი ბიჭი ნინა: იმედია თავხედი ბიჭები არ იქნებიან, ხო იცი როგორ ვერ ვიტან უზრდელ და ნაგლ ბიჭებს ლიკა: აუ ვინმე რომ მოგეწონოს იქ რა მაგარი იქნებაა ნინა: კაი რა ლიკუ, იცოდე თუ არ მომეწონა სიტუაცია, მაშინვე წამოვალ ლიკა: აუცილებლად მოგეწონება ნინა: მეეჭვება ლიკა: აი ნახავ ნინა: წამოდი ხო ტაქსი მოვიდა *** ტაქსი უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა, აშკარად ჩანდა რომ უამრავი ხალხი იყო ამ წვეულებაზე მოსული. ლიკამ ხელი ხელში გაუყარა და შეაბიჯა ეზოში, როგორც კი სახლის ზღურბლს გადასცდა, თემოც შეამჩნია, რომელიც მათკენ ღიმილით გამოემართა თემო: გამარჯობა საყვარელო ლიკა: თემო ეს ნინაა, ჩემი დაქალი თემო: სასიამოვნოა, ბევრი მსმენია თქვენზე ნინა: ჩემთვისაც სასიამოვნოა, ლიკა ბევრს მიყვებოდა თქვენზე თემო: იმედია ცუდს არაფერს გეუბნებოდათ ლიკა: არა რას ამბობ საყვარელო თემო: შემოდით, იმედია მოგეწონებათ წვეულება ნინა უკან გაჰყვა ლიკას და მისაღებში შევიდნენ, აღელვებამ მეგობრის გამო ცოტათი გადაუარა, რადგან თემო არც ისე ცუდი ბიჭი აღმოჩნდა მათი მციეხნიანი საუბრიდან გამომდინარე, იმედია იმედებს არ გაუცრუებს. როგორც კი დიდ ოთახში შევიდნენ, ფიქრები მოიშორა თავიდან და ოთახის თვალიერება დაიწყო, ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი, იგრძნობოდა მინიმალიზმი, რაც ასე ძალიან უყვარდა ნინას, თვლიდა, რომ ასე უფრო კომფორტული იყო და მეტი თავისუფლების შეგრძნება ეუფლებოდა. თემომ გოგონებთან მიიყვანა და გააცნო, კარგები აღმოჩნდნენ და ადვილად შევიდნენ ახალგაცნობილებთან კონტაქტში. ნანა: აუ კიდევ კარგი ბიჭებმა ამ წვეულების გამართვა ლექსოს სახლში გადაწყვიტეს, თემოს სახლში სტუმრები ჰყოლია და გადაიფიქრეს იქ გაკეთება ლანა: ხო გოგო კიდევ კარგი წვეულება აქ გადაიხადეს და არა მიშიკოს სახლში ლიკა: ლექსოს არ ვიცნობ, დიდი ხნის მეგობრები არიან თემო და ლექსო? ადრე არასდროს არ შემინიშნავს თემოსთან ნანა: კი ლიკა, დიდი ხნის მეგობრები არიან, მაგრამ ლექსო რაღაც პერიოდის განმავლობაში გერმანიაში იყო საცხოვრებლად წასული და ეხლახანს ჩამოვიდა, სწორედ ამიტომ გამართეს ეს წვეულებაც ლიკა: მართლაა? არ ვიცოდი ლანა: აი შენი შეყვარებული მოდის და ლექსოც მოჰყავს ნინამ გაიხედა იქეთ, საითაც ლანამ მიუთითა, დაინახა თემოს გვერდით მომავალი ძალიან სიმპათიური ბიჭი, ქერა თმა და შავი თვაელები ჰქონდა, ძალიან სიმპათიური იყო, ნინას ერთი წუთით სუნთქვაც შეეკრა, ვერც კი მიხვდა როგორ მიუახლოვდნენ და როგორ უღიმოდა ლექსო მას . ლექსო: გოგონი ვიცი რომ ძალიან მიმზიდველი ვარ, მაგრამ ასე სახალხოდ მაინც ნუ მჭამ თვალებით.– ეშმაკურად გაუცინა და თვალი ჩაუკრა სიბრაზისგან ერთიანად გაწითლებულ გოგონას. ნინა უცებ გამოერკვა და საშინლად გაბრაზდა იმაზე, რომ უცნობი ადამიანი ამდენის უფლებას აძლევდა თავს მასთან მიმართებაში. ჰმ, ჩვეულებრივი თავდაჯერებული იდიოტია ნინა: უკაცრავად და ვინ გაგეხუმრათ რომ მიმზიდველი ხართ? ლექსო: შენმა თვალებმა გაგყიდა გოგონი ნინა: ჩვენ მგონი მეგობრები არ ვართ და ასე ფამილარულად არ უნდა მელაპარაკებოდეთ ლექსო: კარგი ერთი, მე როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები, შენ ვერ დამიშლი ნინა: რა უნდა გელაპარაკო, ერთი ჩვეულებრივი თავხედი ვირი ხარ ლექსო: ჰაჰა, გამაცინე, კარგად ხუმრობ შენ ხომ იცი ნინა: და მერე ვინ გითხრა რომ ვიხუმრე? ლექსო: აუ რა წაკლა ენა გაქვს ნინა: თავხედო ლექსო: მეცოდება შენი შეყვარებული შენს ხელში ნინა: მე კი შენი შეყვარებული მეცოდება შენს ხელში ლექსო: ღმერთს მადლობა არ მყავს ნინა: რატო? ვერ გიძლებენ ხო? ლექსო: არა მეშინია შენნაირი ენის პატრონი არ იყოს ნინა: საზიზღარი იდიოტი ხარ, ჩემნაირი გოგო შენ არც გაგიჩერდება ლექსო: რას მელაპარა,ები პატარავ, რომ მინდოდეს შენ ძალიან ადვილად შეგაბამ ნინა: თავდაჯერებულო იდიოტო, ვერ ეღირსები ლექსო: არაფერში მჭირდები მერე ნინა საშინლად გაბრაზებული გაეცალა კმაყოფილებით გაბერილ ლექსოს და ლიკას ამოუდგა გვერდით, ვერ მოითმინა და ყურში გადაუჩურჩულა მეგობარს ნინა: რა საშინელი მეგობარი ჰყავს თემოს ლიკა: არადა მე მომეწონა ლექსო, თან ძალიან თემომ როგორც კი შენიშნა, რომ ნინა და მისი მეგობარი ლექსო რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ, თან ნინას სიბრაზისგან გაწითლებული სახისა და ლექსოს თვითკმაყოფილი ღიმილის დანახვის შემდეგ, სასწრაფოდ გაეშურა მათკენ. ნინა წავიდა ლიკასკენ, ხოლო თვითონ მკლავში ჩაავლო ხელი მეგობარს და გარეთ გაათრია. თემო: ბიჭო რეებს აკეთებ, გააფრინეე? ლექსო: რა იყო ? თემო: ეგ ჩემი შეყვარებულის, ლიკას საუკეთესო დაქალია და არ მინდა მას ეფლირტავებოდე, ხო იცი ლიკა მართლა მიყვარს და მის ცოლად მოყვანასაც ვაპირებ ლექსო: კაი ბიჭო რა გჭირს, ჯერ არ ვეფლირტავებოდი, სულ არ მომეწონა ეგ გოგო, თან ნერვებს მიშლიდა თემო: როგორც ლიკამ მითხრა, ძალიან სერიოზული და ჭკვიანი გოგოა და ვერ იტანს ცანცარა ხალხს, განსაკუთრებით ბიჭებს ლექსო: კაი ერთი, ატანა არ მაქვს მაგ გოგოსი თემო: აბა რას ერჩოდი ისე რო გააბრაზე? ლექსო: რავი რაღაც მსიამოვნებს ნერვებს რომ ვუშლი და მის ემოციებს რომ ვხედავ თემო: სადისტი ხარ რა მეგობარო, მაგრამ ფრთხილად იყავი არ შეგიყვარდეს, ნინა ძალიან განსხვავდება სხვა გოგოებისგან ლექსო: რა უნდა შემიყვარდეს ბიჭო კარგად თუ ხარ? თან მაგ წიკვინას ატანა არ მაქვს თემო: აი ნახე ეს ბიჭი ჩემი მეგობარია, კაი ხანია რაც ნინა უყვარს, მოიცა გაგაცნობ – ხელი დაუქნია მათგან ცოტათი მოშორებით მდგარ ბიჭს და ანიშნა რომ მათკენ მისულიყო თემო: ძმაო როგორ ხარ? გაიცანი ეს ლექსოა, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი ლექსო: სასიამოვნოა გიო: ჩემთვისაც თემო: როგორ მიდის შენი საქმეები, ნინასთან რა ხდება? გიო: ეეჰ, ნინამ არაო, არ მიყვარხარო და თავი დამანებეო. სხვა მიყვარსო ასე თქვა, მაგრამ მისი არ მჯერა, ჩემი თავიდან მოშორება უნდა ლექსო: რა მოგეწონა ამ გოგოში ისე, გოგოები დაილია ამ ქვეყნად? გიო: მე სხვა არ მჭირდება, ნინა განსაკუთრებულია, იგი სხვებს არ ჰგავს. უზომოდ და უიმედოდ მიყვარს თემო: ძმაო უნდა დაივიწყო რა ნინა, სხვა გზა არ გაქვს, ლიკამაც მითხრა შანსი არ აქვსო, არ შეიყვარებსო გიო: კარგი გავედი ეხლა მე, ნინას მივესალმები– როგორც კი გაშორდა ბიჭებს,ლექსომ ერთი ჭიქა გადაჰკრა და მეგობარს მიუბრუნდა ლექსო: ეს ვერ არის ხო? თემო: ნუ ხარ ლექსო საზიზღარი, მას უბრალოდ უყვარს ლექსო: რამ შეაყვარა მაინც ვერ ვხვდები თემო: შენ პირდაპირ ჩხუბით დაიწყე ნინასთან ურთიერთობა და როგორ მოგეწონება ახლა. ლექსო: მაინც ვერ გავიგებდი თემო: შენ არ იცი როგორი კარგი გოგოა და იმიტომ, ყველას უყვარს აბსოლუტურად ლექსო: მე არ მიყვარს თემო: შენ დებილი ხარ და იმიტომ ლექსო: დებილი კი არ ვარ უბრალოდ ჯანსაღი თვალებით ვუყურებ ყველაფერს და არ ვგიჟდები მაგ თქვენს სათაყვანებელ ნინაზე თემო: ცოტათი მაინც რომ იცნობდე ზუსტად ვიცი თავდავიწყებით შეგიყვარდება ლექსო: ნუ მაცინებ თუ კაცი ხარ თემო: არაფერი შენ არ გეშველება, წავედი ეხლა მე ჩემს გოგოსთან *** მარტო დარჩენილმა ლექსომ სასმელი წაიღო და ვერანდაზე გავიდა რათა საქანელაზე დამჯდარიყო და ეფიქრა. მას ძალიან მოეწონა ნინა, როგორც კი თემომ უთხრა წამოდი ვიღაცეები უნდა გაგაცნოო, მისი ცისფერი თვალები შეეფეთა, წამით გაშტერდა, შემდეგ თავი ხელში აიყვანა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მეგობრისკენ, თემომ გააცნო ორივე გოგონა, შემდეგ კი თვითონ ლიკასთან ერთად ბარისკენ წავიდა, თვითონ კი დარჩა ამ საოცარ ქმნილებასთან ერთად. თვითონაც არ იცოდა რატომ ელაპარაკა ასე უტიფრად და დაცინვით, მაგრამ ძალიან მოსწონდა მისი გაბრაზება, ის უბრალოდ შეუდარებელი ხდებოდა ამ მომენტში. ლექსოსთვის რთული აღმოჩნდა იმის აღქმა, რომ პირველივე დანახვისას ძალიან მოეწონა ეს კაფანდარა გოგო, რომ გაიგო გიოს უყვარდა გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია, უნდოდა გაეგლიჯა მის წინ მდგარი ბიჭი, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას პატარა ნინას სიყვარულზე, გიჟდებოდა როცა წარმოიდგენდა, რომ გიოსნაირი კიდევ რამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო, აკი თემომ უთხრა, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ძალიან რთულია მისი გულის მოგებაო. ლექსო თავის თავზეც ბრაზობდა, როგორ შეძლო ასე უცებ ვინმეს მოწონება, თან ნინას არც კი მოსწონს, უფრო მეტიც, ეჯავრება მისი სულელური საქციელის გამო. ეხ ლექსო, წასულია ძმაო შენი საქმე. არა, მე მას დავივიწყებ, ეს ძალიან ადვილი იქნება, საერთოდ არ გამიჭირდება, სულ ასე მოვუშლი ნერვებს, გავაწამებ და ვანანებ რომ ასეთი კარგია, არ შევიმჩნევ არაფერს, საერთოდ არაფერს. ლექსომ ბოთლიდან ბოლო წვეთიც მოსვა და ცარიელი ბოთლი გვერდით ყვავილებში მოისროლა. ნინა: არ წავიდეთ ლიკა? ლიკა: კი მოიცა, თემო გაგვიყვანს სახლში ნინა: ჩემთან ხო რჩები დღეს? ლიკა: კაი დავრჩები, მაგრამ შენი ტანსაცმელი უნდა მათხოვო ხვალ ნინა: კარგი თემომ გოგონები სახლამდე მიიყვანა, დაემშვიდობა და მანქანასთან გაბრუნდა. ორივე ძალიან დაღლილები იყვნენ, ტანსაცმელი გაიხადეს და საწოლზე ჩამოსხდნენ ლიკა: თემო როგორ მოგეწონა? ნინა: სიმართლე გითხრა არ მოველოდი ასეთი კარგი ადამიანი თუ იქნებოდა, მთელი საღამო გაგვიხალისა, გონიერიც არის ეტყობა ლიკა: რომ იცოდე შენს აზრს ჩემთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, თან ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ნინა: ძალიან გიყვარს არა? ლიკა: სერიოზულად ვარ ჩემო ნინა მგონი შეყვარებული ნინა: მასაც ეტყობა, რომ ძალიან უყვარხარ ლიკა: ლექსოზე რას იტყვი? ისიც ძაან მაგარი ვინმეა, ნახე როგორ გიყურებდა? ნინა: ეგ თავხედი დეგენერატი მეორედ არ მიხსენო ლიკა, საშინელი და აუტანელი ვინმეა, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ ყველა გოგოს დაკერვა შეუძლია, ოღონდ მოინდომოს, ხო იცი ესეთი ბიჭები მე არ მომწონს ლიკა: კარგი, კარგი, მოდი დავიძინოთ, ხვალ უნივერსიტეტი გვაქვს და თან მერე თემო მოგვაკითხავს ამ შაბათ–კვირას აგარაკზე უნდა წავიდეთ, შენც დაგპატიჟა, მეწყინება რო არ წამოვიდესო ნინა: კარგი და ხვალ ხო ხუთშაბათია ლიკა: ხვალ ისე სასეირნოდ მივდივართ და კინოშიც გვინდა ნინა: მერე მე რა მინდა, თქვენ წადით ლიკა: მეგობარი მეხლება და ნინა წამოიყვანეო ნინა: კარგი მაშინ დავწვეთ თორემ ხვალ ვეღარ ავდგებით *** ნინა: ამ იდიოტს აქ რა უნდა? – დაიყვირა გაბრაზებულმა, როდესაც მანქანაზე, თემოს გვერდით მიყუდებული ლექსო დაინახა, რომელიც გაკრეჭილი უყურებდა ლექსო: ოჰ მობრწყინდა ჭყიპინა ქალბატონი ნინა: აგაჭყიპინებ ახლა მე შენ იცოდე ლექსო: რა ხასიათი გაქვს გოგონი, ასეთი ხასიათით ვერ გათხოვდები ნინა: შენ მაგაზე არ იდარდო, თაყვანისმცემლების რაოდენობას არ ვუჩივი ლექსო: შეყვარებული არ გყავს ხო? ნინა: მერე შენ რა? ლექსო: არაფერი, გამიკვირდებოდა რომ გყოლოდა ნინა: თავი დამანებე რა ლექსო: დანებებული არ გაქვს მერე? ნინა: ჰმ... იდიოტი ვირთხა ნინა და ლექსო ისე შეყვნენ კინკლაობას, რომ ვერც კი შენიშნეს ჩახუტებული თემო და ლიკა როგორ იცინოდნენ, უფრო სწორად მათ დასცინოდნენ. ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ამ ორ საოცრად ჯიუტ ადამიანს ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაუჩნდათ, მაგრამ იმდენად ჯიუტები იყვნენ, ვერაფრით გამოტეხდნენ. ორივე ბედნიერი იყო იმით, რომ მათი დახმარებით და მათ ცხვირწინ ახალო და ლამაზი სიყვარული იბადებოდა, მათ ძალიან კარგად იცოდნენ ნინასა და ლექსოს ხასიათი, იმასაც კარგად აცნობიერებდნენ, რომ ეს სიყვარული სამუდამო იქნებოდა. ორივეს აბედნიერებდა იმის წარმოდგენა, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ, მართლაც ულამაზესი წყვილი იყო ნინა და ლექსო, ლიკა ძალიან კარგად აცნობიერებდა იმას, რომ ლექსო შეიძლებოდა ყოფილიყო ის ერთადერთი, რომელსაც ნინა მთელი ცხოვრებაა ელის, მართლაც რომ კარგი ბიჭია, ძლიერი ხასიათი, სულიერი სიფაქიზე და საოცარი მამაკაცურობა წარმოადგენს მის განსაკუთრებულობას, ნინა კი ის ადამიანია, რომელსაც ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდება გვერდით, რომელიც მუდამ დაიცავს, ეყვარება სიცოცხლის ბოლომდე და იქნებოდა მისი ერთგული მეგობარი. ლიკა და თემო უკვირდებოდნენ მათ და ფიქრობდნენ თუ როგორი საოცარი წყვილი იდგა მათ წინ. ნინა: ნუ ხარ შტერი ლექსო ლექსო: რა გინდა გოგო, რატომ მკბენ, დაჯექი და წავედით რა ნინა: ვერ ხარ შენ ხო იცი ლიკა: კარგი გეყოთ, რა ახალდაქორწინებულებივით ჩხუბობთ ნინა: ღმერთმა დამიფაროს ამის ცოლობისგან ლექსო: ამის ქმრობაა? არაა, არასოდეს ვერცერთი ვერ ხვდებოდა რატომ გაჩუმდნენ ამ წინადადების შემდეგ, სინამდვილეში ორივე გრძნობდა რომ ეს ასე არ იყო, არც ნინა იტყოდა უარს ლექსოს ცოლობაზე და ლექსოც ხვდებოდა, რომ ბედნიერი იქნებოდა თუ ნინას ქმარი გახდებოდა. *** მანქანა კინო რუსთაველის წინ გაჩერდა და მალევე ოთხივე სტენდთან ფილმს არჩევდნენ, აქაც არ უთმობდნენ ერთმანეთს ნინა და ლექსო, მათ კინკლაობაზე ხალხს ეცინებოდათ, მაგრამ მათ ეს არ ანაღვლებდათ, უფრო სწორად, ვერც კი ამჩნევდნენ ლექსო: გოგო რა რომანტიკული კომედია აგიტყდა, ნახე რა მაგარი ფილმი გამოსულა, ამას ვუყუროთ ნინა: აუუუფ, რა უბედურებაა ეს საშინელებათა ფილმი, არ მინდა ნამდვილად ამ საზიზღრობის ნახვა, რამ მოგანდომა ამ იდიოტური ფილმის ნახვა? ლექსო: იდიოტობა შენი არჩეული ფილმია, წიკვინ მოდი კენჭი ვყაროთ ნინა: ძლივს ერთი ჭკვიანური იდეა არ გავიგონე შენი პირიდან კენჭი ჰყარეს, თემომაც საშინელებათა ფილმი აირჩია და ლიკას თვალი ჩაუკრა, ამ უკანასკნელმა უთქმელად მიხვდა რაც უნდა აერჩია და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა თავის სატრფოს, კენჭისყრის შემდეგ, კმაყოფილი სახით და ყურებამდე გაღიმებული ლექსო მიჰყვებოდა უკან აბუზღუნებულ ნინას, თან ნერვებს უშლიდა. როცა თავიანთ კუთვნილ ადგილებზე გადანაწილდნენ და ნინა შემოვიდა ბატიბუტებით ხელში, აღმოაჩინა, რომ მისი ადგილი აუტანელი ლექსოს გვერდით იყო ნინა: ამ ვირთან მე არ მინდა დაჯდომა ლექსო: გოგო დაჯექი მიდი, ნუ წიკვინებ ნინა: ვირო ლექსო: მე რატო არ წამომიღე ბატიბუტი ენაჭარტალავ? ნინა: არ იყავი ღირსი და იმიტომ ლექსო: მასე ხომ? კარგი ბიჭმა გოგონას ბატიბუტის მოზრდილი კოლოფი გამოსტაცა და ნინას ნერვების მოსაშლელად დაიწყო ჭამა, გოგონა თავს ძლივს იკავებდა რომ არ გაელანძღა ეს თავხედი ადამიანი, სხვა გზა არ ჰქონდა მას, იძულებული გახდა ლექსოს კალთაში ჩადებული კოლოფიდან ეჭამა ბატიბუტი და არ შეემჩნია ბიჭის მომღიმარი სახე. დაიწყო ფილმი, ნინას საერთოდ არ უყვარდა მსგავსი ფილმები, უფრო სწორად ეშინოდა, ლექსომაც მშვენივრად იცოდა ეს, წინა ღამით თემოს ლიკასთვის აკითხინა რა ჟანრის ფილმი მოსწონდათ და რისი ეშინოდათ. თავიდან ნინა ცდილობდა არ შეემჩნია, რომ ეშინოდა, ლექსოს მაინც არ დაანახებდა მის შიშს, მერე ხომ მუდამ დასცინებს ეს უკანასკნელი მისი სიმხდალისთვის. ფილმი მიდიოდა, გოგონას თავი კარგად ეჭირა, მაგრამ უცებ ერთ–ერთ გმირს თავს დაესხა სერიული მკვლელი და მთლიანად გამოფატრა, ამის დანახვაზე ნინამ შეჰკივლა, მაგრად ჩაეხუტა გვერდით მჯდომ ლექსოს და ცხვირი მის კისერში ჩარგო. ლექსო ელოდა რაღაც მსგავს, მაგრამ არა ამას, იგი გრძნობდა გოგონას გახშირებულ სუნთქვას კისერში და მის პატარა ხელებს თავის სხეულზე, რომლებიც მთელი ძალით ეკვროდნენ ბიჭს და აზროვნების უნარს უკარგავდა. ლექსოს თავი მობრუნებული ჰქონდა და დასცქეროდა მასზე მიხუტებულ გოგონას, რომელიც შიშისგან კანკალებდა და არც კი ფიქრობდა ბიჭისთვის ხელის შეშვებას, ბიჭს კი სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში გოგონას ტკბილი სურნელი, არ უნდოდა რაიმე გაეკეთებინა ისე, რომ გოგონა გაებრაზებინა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ რაიმე უნდა გაეკეთებინა ლექსო: რა მშიშარა ყოფილხარ პატარავ ნინა: მოკეტე იდიოტო, შენი ბრალია ეს ყველაფერი, რად გინდოდა ეს უაზრო ფილმი? ლექსო: შენ ასეთი მშიშარა თუ იყავი არ ვიცოდი, თორემ საერთოდ საბავშვო მულთფილმზე შეგიყვანდი ნინა: იდიოტი ხარ... ლიკუ მე წავალ კარგი სახლში, თემო: კარგი რა, მაშინ ჩვენც წამოვალთ ნინა: არა, მადლობა, ჩემით წავალ ლიკა: გაგაცილებ მაინც ნინა: არა გოგო, არ მინდა, დღეს ჩემთან ხომ გამოხვალ და დარჩები? ლიკა: კაი გამოვალ, ვილაპარაკოთ და მერე ვიმეცადინოთ ნინა: მე დავიწყებ დავალების ქეისის განხილვას და მერე შენც შემომიერთდები ნინამ გადაულაპარაკა თუ არა მეგობრებს, წამოდგა და ისე, რომ ლექსოსთვის ყურადღებაც არ მიუქცევია დატოვა დარბაზი და ჩქარა ჩაჯდა იქვე მდგარ ტაქსში. სახლში მისული მაშინვე ჩაუჯდა დავალების შესრულებას, რთული ქეისი იყო, ცოლისა და შვილების მკვლელობაში ედებოდა კაცს ბრალი, საკმაოდ ჩახლართული ისტორია იყო, მაგრამ ნინას ძალიან უყვარდა სირთულეები. ისე ჩაითრია ამ ქეისმა, რომ ვერც კი შენიშნა სახლში მისული ლიკა, რომელიც ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ლიკა: აუ რა ცუდი ქენი ნინა რომ წამოხვედი ნინა: ხო იცი, რომ მეშინია მსგავსი ფილმების, ვერ ვუყურებდი ბოლომდე ლიკა: ისე უცნაურია, გუშინ თემომ მომწერა და შენზეც მკითხა, რომელი ჟანრის ფილმები უყვარს და რომლის ეშინიაო. მე ვუთხარი, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმების გეშინოდა, წესით ეგ ფილმიც არ უნდა აერჩიათ, არ ვიცი რა მოხდა ნინა: მართლაა? სამაგიეროდ მე ვიცი რაც მოხდა, მისმა იდიოტმა ძმაკაცმა სპეციალურად აარჩია ეს ფილმი ჩემთვის გული რომ გაეხეთქა. იდიოტი, დებილი, უგრძნობი, კრეტინი. ნინა ლექსოს ლანძღვაში იყო, როცა ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა, ეგრევე ამოიცნო უტიფარი ლექსო ლექსო: გული ჩადგა საგულეში ქათამო? ნინა: იდოტო ვიცი რომ ეს სპეციალურად გააკეთე, ნამდვილი სადისტი ხარ ლექსო: ოჰ ენამწარე ქალბატონო, კიდევ რას მეტყვი? ნინა: თავი დამანებე, საერთოდ ხმაც კი არ გამცე და გვერდით ისე ჩამიარე, თითქოს საერთოდ არც მიცნობ ლექსო: კიდევ რა გავაკეთო ისიც მითხარი ნინა: ნუ ხარ უტიფარი, შენ რაც გითხარი ის გააკეთე და დანარჩენს მე გავაკეთებ ლექსო: მაინც რას გააკეთებ საინტერესოა ნინა: ხმას არ გაგცემ და შენ სადაც იქნები, იქ მე არ ვიქნები ლექსო: ვნახოთ, ვნახოთ ნინა: ხო და კიდევ, ეს ნომერი სამუდამოდ დაივიწყე ლექსო: ტკბილი ძილი ნინამ გაბრაზებულმა მოისროლა ტელეფონი ლოგინზე, რა უნდა ლექსოს მისგან, რას ერჩის, დაანებოს თავი, რატომ უნდა სულ, რომ რაღაცა დაუშავოს, გული ატკინოს და ატირებამდე მიიყვანოს? არადა როგორ მოსწონს, არა ნინა, უნდა ამოიგდო ლექსოზე ფიქრი გონებიდან, თან აუცილებლად! თვალებზე ცრემლები გაუბრწყინდა გოგონას, მაგრად დახუჭა თვალები და ბალიშში ჩარგო თავი. **** ლექსოც არ იყო უკეთეს დღეში, მიხვდა, რომ ნინასთან ზედმეტი მოუვიდა და ძალიან ატკინა გოგონას გული. გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს და ნინაზე ფიქრობდა, წარმოიდგენდა თუ როგორ იყო გოგონა ეხლა, მისი ცრემლების წარმოდგენაზე საერთოდ გიჟს ემსგავსებოდა, თავს უკანასკნელ ნაძირალად გრძნობდა, აღარც მისი მეგობრის ლაპარაკი ესმოდა, სანამ მისი საყვარელი ადამიანის სახელი არ გაიგონა თემო: აუ ბიჭო მართლა ზედმეტები მოგივიდა რა, რომ მცოდნოდა ნინას შეშინებას აპირებდი სულ არ გეტყოდი მაგას ლექსო: შენი აზრით ძალიან გაბრაზდა? თემო: ვერ ნახე რა სახე ჰქონდა, გათეთრებული იყო და კანკალებდა, შენც კი ჩაგეხუტა შიშისგან ლექსო: კაი ნუ ღადაობ რა თუ ძმა ხარ თემო: ბიჭო გოგო ისე შეაშინე, ალბათ შენი დანახვაც კი არ უნდა და კიდევ მე ვღადაობ? ლექსო: არ ვიცოდი ასე ძალიან თუ ეშინოდა თემო: და მაგით რა გინდა რომ თქვა? არ შეაშინებდი? ლექსო: არა რა თქმა უნდა! თემო: არ მჯერა, შენ ხომ ნინა არ მოგწონს? საიდან ამდენი სინანული? ლექსო: არც მომწონს მერე, უბრალოდ შემეცოდა, ძალიან შეეშინდა მართლა? თემო: ლიკამ როგორც მითხრა, ეშინია, მაგის გარდა სიბნელის ეშინია და ღამე მარტო არასოდეს დადის გარეთ, წარმოიდგინე ეხლა როგორ შეაშინე, რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ამ შუაღამეს ლექსო: ხვალ რომ გავუვლით, ბოდიშს მოვუხდი თემო: არა მგონია გადაუაროს გაბრაზებამ ლექსომ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, აწყობდა წინადადებებს, რომლებიც უნდა ეთქვა ნინასთვის, ნერვიულობდა, ასე არაფრის გამო არ უდარდია, ეს რა უქნა, რა დღეში ჩააგდო ამ პატარა ცისფერთვალება გოგონამ. ***** ლექციაზე ნინა ძალიან გაფანტული იჯდა, რამდენჯერმე ლექტორმა შენიშვნა მისცა, ბოლოს როგორც იქნა დასრულდა ლექციები და გოგოები გამოვიდნენ გარეთ, ნინამ თვალი მოჰკრა ბიჭებს, ლიკას ხელი ჩაავლო და მისკენ შეაბრუნა ნინა: ლიკ მე ეხლა უნდა წავიდე, გთხოვ თემოს ბოდიში მოუხადე რომ ვერ მივესალმე და უთხარი ძალიან ეჩქარებოდაო ლიკა: კარგი, მესმის შენი და ამიტომ გავაკეთებ რასაც მთხოვ, მაგრამ არ მომეწონა გუშინ რაც მითხარი ნინა: კარგი რა ლიკა, ხო იცი ვერ წამოვალ ლექსოსთან ერთად შაბათ – კვირას, უბრალოდ არ შემიძლია ლიკა: ჩვენ დღეს მივდივართ და ორშაბათს ჩამოვალთ დილას ნინა: გოგო კარგი დღის გატარებას გისურვებთ, მე კი მოვიწყენ უშენოდ ლიკა: იმედია ბიჭები არ გადაირევიან ნინა: ლექსოს აზრი ნაკლებად მაინტერესებს და თემოს რაიმე უთხარი ლიკა: კაი წავედი ახლა და მერე მოგწერ ნინა: მიდი აბა შენ იცი ***** თემო: რას შვები ჩემო ტკბილო? ლიკა: რავი, ძალიან დავიღალე და თან შენც ძალიან მომენატრე თემო: მეც მომენატრე, ნინა სად არის? ლიკა: ნინას საქმეები აქვს სამწუხაროდ და ვერ მოდის თემო: ოო ეგ ცუდია, ერთი ბიჭი მოკვდა ერთ გოგოზე დარდით, მთელი ღამე არ სძინებია ლიკა: არც ერთ გოგოს არ სძინებია ერთ ბიჭზე ფიქრით თემო: ჩვენ მივეშველოთ ცოტა და რაიმე გამოვა ლიკა: ხო კარგი იდეაა თემო: ეხლა რომ ვეტყვით ლექსოს, ნამდვილად გადაირევა ლიკა: წარმომიდგენია ***** ლექსო: ლიკუ როგორ ხარ? სადაა შენი მშიშარა დაქალი? ლიკა: სამწუხაროდ ვერ მოდის, რაღაც საქმეები აქვს თემომ და ლიკამ დაინახეს თუ როგორ გაფითრდა მათი მეგობარი და თვალებში საოცარი სევდა ჩაუდგა ლექსო: ანუ შაბათ–კვირასაც არ მოდის ჩვენთან ერთად? თემო: სწორად მიხვდი ლექსო: ლიკა გთხოვ სიმართლე თქვი, ჩემს გამო არ მოდის ხო? ლიკა: ნინამ მთხოვა არაფერი არ თქვაო, მას თვითონ კითხე როცა ნახავ ლექსო: ანუ ჩემს გამო არ მოდის – გასცა თავისსავე კითხვას პასუხი თემო: კაი რომ ჩამოხვალ მერე დაელაპარაკები ლექსო: თემო თქვენ წადით ეხლა და მე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, მოვაგვარებ და უცებ ამოვალ თემო: იმედია ყველაფერს უფრო არ გააფუჭებ ლექსო: არ ინერვიულო შენ *** ღამით კარზე გადაბმულმა ზარმა დააფრთხო და აიძულა სწრაფად წამომდგარიყო ლოგინიდან გოგონა, თვალების ფშვნეტით გავიდა შემოსასვლელში, გაიხედა სათვალთვალოდან და ნაცნობი სახის დანახვისას უცებ გამოფხიზლდა ნინა: რა გინდა ლექსო? მგონი ყველაფერში გაგარკვიე და ამ დროს საჭირო არ იყო აქ მოსვლა, წადი ლექსო: საჭირო იყო შენთან მოსვლა, წასვლით არ წავალ სანამ არ მომისმენ, გამიღე კარი ნინა: არ გავაღებ, შეგიძლია თავი არ შეიწუხო და წახვიდე, მე არ მინდა შენთან ლაპარაკი. ლექსო: გამიღე, თორემ მეზობლებს გაგიღვიძებ ნინა მიხვდა, რომ ლექსო არ ხუმრობდა და ჯობდა კარები გაეღო. გოგონამ გაბრაზებული სახით შეიპატიჟა ბიჭი სახლში. ლექსომ როგორც კი ფეხი შედგა სახლში, კარს გასაღები შეუმჩნევლად გამოაძრო და გარეთა მხრიდან გაუკეთა, სანამ ნინა რამეს მიხვდებოდა, ბიჭმა ხელი დაავლო, ბუმბულივით მსუბუქ გოგონას, მხარზე გადაიკიდა და გარეთ გავიდა, კარები გადაკეტა და მიუხედავად ნინას წიკვინისა და ბეჭებზე დარტყმული პატარა მუშტებისა, გაღიმებულმა ჩაარბენინა გოგონა კიბეებზე და მანქანაში ჩასვა. *** ლექსო მიუჯდა თუ არა ნინას გვერდით, ნინამ ისევ დაუწყო ჩხუბი, მაგრამ ლექსო უღიმოდა და არ უშვებდა, კარებიც ჩაეკეტა, რაც ნინას უფრო აცოფებდა ნინა: ბიჭო შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ? ლექსო: გოგო ნუ ჩაირთე ეხლა, ცოტა ხანი დამასვენე ნინა: დაგენებებინა თავი და ისე მოქცეულიყავი, როგორც მე გითხარი და სულ დასვენებული იქნებოდი მერე ლექსო: და თუ მე არ მინდა შენგან დასვენება? ნინა: ეს რაღაც ახალია ლექსო: გეხუმრე ნინა: იდიოტო არ ხარ შენ მთლად დაწყობილი ხო იცი შენ ლექსო: რაიმე ახალი გეთქვა შენც კიდევ ნინა: სად მიგყავარ, დამაბრუნე ახლავე უკან ლექსო: რა კატეგორიული ხარ პატარავ ნინა: მე არ ვარ პატარა ლექსო: ზუსტადაც რომ პატარა ბუტია ბავშვი ხარ ნინა: ჩემზე დიდი რომ ხარ, ნეტა რა გიყრია მაგ თავში? ლექსო: აი შენ მოგიტაცე, ესეიგი მთლად უტვინოც არ ვარ ნინა: რა ქენი ბიჭოო? შენ მაგრად უბერავ, ეხლავე წამიყვანე უკან. რას მიპირებ? ლექსო: რას გიპირებ და ცოლად უნდა მოგიყვანო და ბევრი შვილი უნდა ვიყოლიო შენთან, ჭელიძეები გავამრავლოთ ნინა: რაა? ლექსო: კაი ხო გეხუმრე, იუმორის გრძნობა საერთოდ არ გაქვს ნინა: ასეთ იდიოტურ ხუმრობებს ვერ ვიგებ ნამდვილად, სად მიგყავარ? ლექსო: წყნეთში მივდივართ, აგარაკზე, გველოდებიან ისინი უკვე ნინა: ლიკამ არ გითხრა, რომ ვერ მოვდიოდი მერე? ლექსო: ვერ თუ არ? ნინა: როგორც არის ლექსო: ისე გიხდება ეგ პიჟამო, უბრალოდ ცოტათი მოკლეა და უცხოსთან არ უნდა გამოხვიდე მასე ჩაცმული ნინა: იდიოტო რას მომაშტერდი მერე, გზას უყურე ნინამ ლექსოს სიტყვების შემდეგ გააცნობიერა, რომ ძალიან მოკლე საღამურებში იყო და ისიც ლექსოს თვალწინ, ძალიან შერცხვა, ხელებით შეეცადა საღამურების ‘’დაგრძელებას’’, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და სირცხვილისგან ლოყები საყვარლად შეეფაკლა, რაზეც ლექსოს გაეღიმა და ნინამაც არ დააყოვნა ნინა: რა გაცინებს იდიოტო, სად მომაპორწიალებდი ასე, გეცლია და ჩავიცმევდი ტანსაცმელს ლექსო: ჯერ ერთი, რომ მეთქვა, შენი ნებით არ გამომყვებოდი და მეორეც, მე ძალიან მომწონს შენი საღამურები. ნინა: იდიოტი ხარ ნამდვილი და რა გასაკვირია, რომ არ გამოგყვებოდი საკუთარი ნებით ლექსო: ხოდა გაჩუმდი და ეს აიღე ბიჭმა მანქანა გააჩერა, თავისი კუბოკრული პერანგი გაიხადა და გოგონას ჩააცვა მზრუნველად. ნინა გაოცებული უყურებდა მასზე მაღალ ბიჭს ქვემოდან, თვალს არ აშორებდა და ხვდებოდა, რომ ცუდათ იყო მისი საქმე. ლექსომ შეუკრა თუ არა ბოლო ღილიც, მთელი სინაზით გაუღიმა და ლოყაზე ჩამოუსვა თბილი ხელი, ტუჩზე გადაუსვა ცერა თითი და გოგონა ისევ ჩასვა მანქანაში. ამის შემდეგ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ, ორივე თავიანთ ფიქრებში იყვნენ წასულები, თუმცა არცერთმა არ იცოდა, რომ მათი გონება ერთმანეთს ეკუთვნოდა. გვიანი ღამე იყო როცა, წყნეთში დიდ სახლს მიუახლოვდნენ, ლექსომ მანქანა გააჩერა ეზოში და აღმოაჩინა, რომ გოგონას ჩასძინებოდა, რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა, ასეთი სილამაზე მას არასოდეს არ ენახა, გოგონას გრძელი წამწამები ერთმანეთზე იყო მიწეპებული, ნამიან შუბლზე ქვიშისფერი კულული იყო მიწეპებული, ლოყები ვარდისფრად შეფაკვლოდა და ტუჩები გაპობილიყვნენ შუაზე, თითქოს კოცნას ითხოვდნენ, გრძელი და თლილი თითები შემოხვეული ჰქონდა თავისსავე მაღალ ყელზე. ლექსომ ძლივს შეიკავა თავი, რათა არ ჩაეკოცნა მისი თვალები, ლოყები, კისერი და საკოცნელად გამოშვერილი ტუჩები, ბოლოს თავი ხელში აიყვანა და გოგონას მიუახლოვდა, გასაღვიძებლად შეეცოდა, ამიტომ ხელში აიყვანა და თავის სახლში შეიყვანა. ბიჭი დაბნეული იყო, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მსახური წასული იქნებოდა, ლიკას და თემოს ალბათ უკვე ეძინებოდათ და ვერ მიეხმარებოდნენ გოგონასთვის საძინებლის გამზადებაში, ნინას ისე ტკბილად ეძინა, რომ მისი გაღვიძების იდეა უმალ გააქრო გონებიდან, ბოლოს გადაწყვიტა თავისი პატარა ანგელოზი თავის ოთახში წაეყვანა და მის ლოგინში დაეწვინა, იგი ძალიან კარგად იცნობდა გოგონას და ისიც მშვენივრად იცოდა, თუ რა ამბებს მოაწყობდა როცა აღმოაჩენდა, რომ ღამე ლექსოს ლოგინში ეძინა და თან მის გვერდით. ლექსომ დახედა მძინარე მზეთუნახავს და გაეღიმა, ფრთხილად, ისე რომ არ გაეღვიძებინა გოგონა, გახადა თავისი პერანგი და საბანი გადააფარა. თვითონაც გაიხადა ტანსაცმელი და გვერდით მიუწვა, იგი გრძნობდა, რომ ახლა, აი სწორედ ამ წუთას, ყველაფერს გაიღებდა იმისათვის, რომ მას ჰქონოდა ამ მშვენიერებასთან ჩახუტებისა და მასთან ერთად დაძინების უფლება, რომ შეძლებოდა მისი მუდმივად მოფერება და ჰქონოდა კოცნის უფლება. ლექსო ხვდებოდა, რომ ნინას მოფერებისა და მასთან ყოფნის სურვილი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ექნებოდა, არასოდეს არ მოჰბეზრდებოდა. თვითონაც ვერ გაიაზრა ისე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეუყვარდა, თან სამუდამოდ და თავდავიწყებით ეს პატარა გოგონა. ლექსოს გაეღიმა და ახალი აღმოჩენით აფორიაქებული გადაეშვა მორფეოსის საუფლოში. დილას შვიდი საათი არ იქნებოდა, როცა ტკბილად მძინარე ლექსო ნინას განწირულმა კივილმა გამოაღვიძა ლექსო: რა გაკივლებს გოგო, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო თუ რა ხდება? ნინა: შტერო რა გინდა ჩემს ლოგინში, სხვა ოთახი ვერ ნახე? ლექსო: ეს ჩემი ოთახია და თან სხვა ოთახი რომ ყოფილიყო შენთან არ დავწვებოდი – ხვრინავ ნინა: რას ვშვებიი? მატყუარა და საზიზღარი ხარ ლექსო: არ იცოდი რომ ხვრინავდი? ნინა: მე არ ვხვრინავ იდიოტო, აი შენ კი დილას რომ გავიღვიძე, ნამდვილად მეგონე ღამეული კოშმარის ნაწილი ლექსო: მასე ხომ? ნინამ მხოლოდ ირონიულად და გამარჯვებულის ღიმილით გადმოხედა, მაგრამ სახე შეეცვალა, როდესაც ლექსო გადმოიწია ლოგინიდან, ხელი დაავლო და საწოლში შეათრია, კმაყოფილი ბიჭი ზემოდან მოექცა და ისე უღიმოდა მის ქვეშ მოქცეულ ლოყებ აწითლებულ გოგონას, რაღაც მომენტში თავი ვერ შეიკავა, დაიხარა და ლოყაზე აკოცა, ნინამ გაბრაზებულმა ჰკრა ხელი, მაგრამ რას გააწყობდა მასთან გაცილებით ძლიერ ბიჭთან ნინა: რას აკეთებ იდიოტო? ლექსო: შენ გამომიწვიე ნინა: მეორეჯერ აღარ გაბედო და აღარ მაკოცო, გაიგე კრეტინო? ლექსო: კიდევ რა გინდა? ნინა: ადექი, მძიმე ხარ ლექსო: არ ავდგები სანამ არ დამშვიდდები ნინა: რა გინდა ლექსო? ლექსო: არაფერი ისეთი, უბრალოდ მაპატიე კინოში რაც გავაკეთე, კიდევ რომ მოგიტაცე ისიც მაპატიე და მორჩა ნინა: ის არ გინდა გაპატიო, რომ ღამით ჩემი სურვილის გარეშე შემათრიე ლოგინში და ერთად გვეძინა? ლექსო: არა, იმიტომ რომ ერთად გვეძინა მხოლოდ, სექსი კი არ გვქონია ნინა: გააჩერე ენა ნინა ლექსოს სიტყვებზე იმდენად გაბრაზდა, რომ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ისევ შეეცადა გათავისუფლებას, ბოლოს ზურგში ჩაარტყა ფეხი, ბიჭმა მოულოდნელობისგან ოდნავ შეჰყვირა და ამ დროს ნინას ზედმეტი მოძრაობის გამო ორივე იატაკზე აღმოჩნდა და თან ერთმანეთში გადახლართულები, ნინა უმოწყალოდ ურტყამდა თავის პატარა მუშტებს, ლექსო კი სიცილით იგერიებდა მათ. კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მათი ხელჩართული ბრძოლა ხმაურზე ლიკა და თემო რომ არ შემოსულიყვნენ, ორი წყვილი თვალი შეეგება მათ და ამ სურათის დანახვისას შეყვარებულები ლამის დაიხოცნენ სიცილით. ნინამ თავი გაინთავისუფლა ლექსოსგან, გამანადგურებელი მზერა ესროლა ბიჭს, რომელიც უმანკო ბავშვის თვალებით უყურებდა მე რა შუაში ვარო, შემდეგ გოგონამ განაწყენებული მზერა გადაიტანა მეგობარზე, რომელიც ცდილობდა სუნთქვის აღდგენას და სიცილის შეწყვეტას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს იგრძნო თუ როგორ მოახურა ლექსომ პლედი და მალე მისი ხმაც გაიგო ლექსო: ახლა თქვენ გადით, ჩვენ ჩავიცმევთ და მალე გამოვალთ ლიკა: თქვეენ? რაიმე ისეთი ხდება რაც ჩვენ არ ვიცით ნინა: არაფერი, უბრალოდ ეს იდიოტია ლექსო: ცოტა ხანი გვაცადეთ და გამოვალთ – კარი მიუხურა თუ არა გოგონას მიუბრუნდა ნინა: რა იდიოტი ხარ, ახლა იფიქრებენ რომ ჩვენს შორის რამე ხდება ლექსო: შენ გინდა თქვა რომ არა? ნინა: არა რა თქმა უნდა, ახლა კი თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, მითხარი მე რა ჩავიცვა? ლექსო: ჩემი ჯინსი და პერანგი ძალიან მოგიხდება ნინა: არ მინდა მე შენი ტანსაცმელი, არ ჩავიცვამ და მორჩა ლექსო: მაგ პიჟამოებით არ ივლი ნინა: შენი საქმე არ არის მე რითი ვივლი და რითი არა ლექსო: ჩემი საქმეა ზუსტადაც, ან ჩემს ტანსაცმელს ჩაიცვამ ან პლედს მოგახვევ და ისე ივლი ნინა: იდიოტო, მაგაზე რატო არ იფიქრე აქ რომ მომათრევდი? ლექსო: კარგი მორჩი ეხლა, ხო იცი აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს, მაინც ვერაფერს ვერ ვიზამთ და ჩემი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა ნინამ ხელის კვრით გააგდო ლექსო ოთახიდან და დაიწყო ჩაცმა, მალე მორჩა და სარკეში ჩაიხედა, აშკარად ნათხოვარს ჰგავს გაიფიქრა და გაეცინა, კარგი გემოვნება კი ჰქონია ამ იდიოტს ისე თქვა და ღრმად შეისუნთქა ლექსოს პერანგზე შერჩენილი სურნელი, როგორ უყვარდა ეს სუნი, ახლა კი თავბრუ ეხვეოდა, იმის წარმოდგენით, რომ მის სხეულზეც გადმოვიდოდა ეს სუნი. სარკის წინ კიდევ ერთხელ დატრიალდა და მეგობრებთან ჩავიდა სამზარეულოში, რომლებიც ეტყობა რაღაც გემრიელს ამზადებდნენ ნინა: მოხმარება ხომ არ გჭირდებათ გვრიტებო? ლიკა: არა გოგო უკვე მოვრჩით – გვერძე ჩავლისას კი ყურში ჩასჩურჩულა: ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები ნინა: ისე შენ ასე ადრე როდის მერე დგები? თემო: ისე განწირულად კიოდი, გვეგონა, რაღაც უბედურება მოხდა და ლოგინიდან გადმოვარდით ლექსო: თქვენზე მეტად მე შემეშინდა, მე ხომ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი ნინა: დებილო მისაღები ოთახის დივანზე რომ დაწოლილიყავი, ხომ არ იქნებოდა ამხელა ამბავი, რომ მომისკუპდი გვერდით ლექსო: კიდევ რა გინდოდა, მე ჩემს ლოგინში დავწექი, ნამდვილად არ ვაპირებდი წინა ღამის დივანზე გათენებას თემო: კარგი გეყოთ, ნუღარ ჩხუბობთ, ნინა შენ კი მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი აქ? ნინა: შენ ამის ახლო მეგობარი ხარ და ალბათ ვერ გაგაკვირვებ, მაგრამ მომიტაცა სახლიდან ამ კრეტინმა ლიკა: რა ქნაა? – ლიკას გაოცებისგან პირი დარჩა ღია თემო: არ მიკვირს, იგი ხომ ყველასგან განსხვავებულია, საყვარელო შენ კიდევ დახურე პირი, ასეთი უცნაურობები ახასიათებს ლექსოს ნინა: მერე გზაში ჩამძინებია და თავის ლოგინში დამაწვინა ლექსო: ხო იმიტომ, რომ არც დამლაგებელი იყო, თქვენც გეძინათ და ამასაც ეძინა და შემეცოდა გასაღვიძებლად, ამან კიდევ ლამის მცემა თემო: კარგი ხო, მოდი ვისაუზმოთ ახლა და მერე რამე ვქნათ, ისე ნინა ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძა? ლიკა: ეგ სულ მასე იღვიძებს, ბიოლოგიური საათი კარგად უმუშავებს, დილის შვიდ საათზე აუცილებლად გაიღვიძებს რომელ საათზეც არ უნდა დაწვეს წინა ღამით, თან მაღვიძარას გარეშე თემო: აუ მერე არ გეძინება ხოლმე? ნინა: არა ისე ვარ როგორც თქვენ, შუადღეზე რომ იღვიძებთ ხოლმე – გადაიკისკისა გოგონამ მათ გაოცებულ სახეებზე ლექსო: საცოდავი შენი ქმარი 88888 ადრიანი საუზმის შემდეგ აუზთან გავიდნენ, მზე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ამოსული. ყველას ზეზეულად ეძინებოდა, მხოლოდ ნინა გამოიყურებოდა მხნედ, რა თქმა უნდა, ეს ხომ მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, თვლიდა თუ ადრე ადგებოდა და თანაც კარგ ხასიათზე, ყველაფერს ძალიან კარგად გააკეთებდა. თემო და ლიკა აუზის მოპირდაპირედ, ფანჩატურში დასხდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ შეყვარებულები, ლექსოს კიდევ პირდაპირ აუზთან მდგარმოწნულ სკამზე ჩაეყვინთა და კარგა ხანს არ აპირებდა გაღვიძებას, ნინა ენთუზიაზმით იყო სავსე, ჭარბ ენერგიასაც გრძნობდა, რომელიც აუცილებლად უნდა დაეხარჯა, ჯერ შეყვარებულ წყვილს გახედა, შემდეგ ლექსოს, მოწყენილობამ სძლია ბოლოს და აღარ იცოდა რა ეკეთებინა, ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტა და აარჩია თავისი მსხვერპლი, ლექსოზე გაბრაზებულიც იყო და თან მისთვის შესანიშნავი შანსი იყო მძნარე ლექსო, რათა მისთვის სამაგიერო გადაეხადა. თავისი თავით კმაყოფილმა სახლში შეირბინა და მაცივრიდან ყინულივით ცივი წყალი გამოიღო, თემომ თვალი მოჰკრა თუ არა რას უპირებდა ნინა მის მეგობარს წამოიყვირა მეგობრის გადასარჩენად, მაგრამ გვიანი იყო, ნინას უკვე დაეცალა მთელი ბოთლი წყალი მძინარე ბიჭზე და უკვე ისმოდა მისი გამაყრუებელი ღრიალი. ლექსო საოცარ დაღლილობას გრძნობდა, წინა ღამით ძალიან გვიან ჩამოვიდნენ აგარაკზე, ღამე დიდხანს არ დააძინა გვერძე მწოლიარე სხეულის სიახლოვემ, დილას კიდევ ნინას წივილმა გააღვიძა ადრიანად. საოცრად უნდოდა ძილი ამიტომ საუზმის შემდეგ აუზთან ჩამომჯდარს, პირდაპირ სავარძელში ჩამოეძინა. თუმცა ძილი დიდხანს არავის არ დაუცლია, იგრძნო როგორ შეეხო მის სხეულს გაყინული წყალი და სუნთქვა შეეკრა, თვალები გაახილა და განრისხებული თვალებით შეხედა წინ მდგარ მოცინარ გოგონას –სულ გადაირიე გოგო? ნამდვილი ეშმაკის მოციქული ხარ, მოგკლავ მე შენ – იყვირა და უცებვე წამოენთო, უკანმოუხედავად გაეკიდა გაქცეულ გოგონას და სანამ ეს უკანასკნელი სახლში შეაღწევდა, დაიჭირა და მაგრად მოაქცია თავის ძლიერ მკლავებში. –კარგი ხო მოვიწყინე და გახუმრება გადავწყვიტე, რა დაგემართა, აბა რა დროს ძილია, უკვე დიდი ხანია რაც გათენდა –გახუმრება გადაწყვიტე ხო ქალბატონო? ახლა მეც გაგეხუმრები და აუზში ჩაგაგდებ –ოღონდ ეგ არა რა, აუზში ცივი წყალია და გავცივდები, ჯერ მაინც არ არის აუზში ბანაობის დრო –ხოო, ნუთუ მაცივრის გაყინული წყლით წუწაობის დრო იყო? –აბა რა მექნა, შეყვარებულები ცალკე ჭუკჭუკებენ, მე კიდევ მარტო მოვიწყინე და არ ვიცოდი რითი გამერთო თავი –უთხრა სევდიანი ხმით გოგონამ და იმის იმედით, რომ წყალში არ ჩააგდებდა თვალისმომჭრელად გაუღიმა. –ჩემზე მეტი გასართობი ვერ ნახე ხომ მერე? მგონი შენთვის კარგი გასართობი მოვიფიქრე –მართლაა?– დაეჭვებით ჰკითხა გოგონამ –ცივ აუზში ბანაობაზე რას იტყოდი? მგონი არაჩვეულებრივი იქნებოდა სიჯანსაღისთვის –ბოროტად გაიცინა ბიჭმა, აღარ დაელოდა გოგონას შეპასუხებას და გაემართა აუზისკენ, არ მიუქცევია ყურადღება გოგონას წივილისთვის და ასე, ტანსაცმლიანად ჩააგდო ცივ აუზში, ნინას ცივ წყალთან შეხებისას ააკანკალა, საოცარი სურვილი გაუჩნდა, რომ ლექსოც მის გვერდით აღმოჩენილიყო წყალში, ამიტომ ბიჭს გაბრაზებული თვალებით შეხედა და დახმარება თხოვა, ლექსომაც, როცა სიცილს მორჩა გოგონას სახეზე, ხელი გაუწოდა, ნინამ ამით ისარგებლა და თავისკენ გადმოქაჩა, მოდუნებული ბიჭი არ ელოდა მსგავსს არაფერს და მალევე წყალში აღმოჩნდა თავადაც. ლექსო უფრო ახლოს მიცურდა სიცილისგან გაწითლებულ გოგონასთან და ჩააყვინთინა, მათ ხმაურს მალევე შეუერთდნენ თემო და ლიკაც, კარგას ხანს დაჰყვეს აუზში, მაგრამ ნინამ იგრძნო რომ საშინლად ტეხავდა სხეულში და შუბლიც საკმაოდ ცხელი იყო, გადაწყვიტა აუზიდან ამოსულიყო, მას კი უკან ლექსოც მიჰყვა. გოგონამ როგორც კი კიბეები აიარა, მაშინვე იგრძნო რომ ლექსოს მასზე გაცილებით დიდი შარვალი მძიმედ ჩაცურდა, მალე ამას მოჰყვა ლექსოს ხმამაღალი სიცილი, ნინამ დაავლო შარვალს ხელი და ორივე ხელით მაგრად ჩაებღაუჭა, რათა კვლავ არ ჩაცურებულიყო, თვითონ კი ლოყებდაწითლებული შერცხვენილი ბავშვივით იდგა და ლექსოს უკან დაიმალა, რათა თემოს და ლიკასაც არ შეემჩნიათ მისი შარვალი, რას იზამდა ნინა, ლექსო შეესწრო ამ სცენას და მისი პირიდან ვერასოდეს ამოვიდოდა. –იდიოტო რა გაცინებს, შენი შარვალი გამძვრებოდა აბა რა იქნებოდა –ვეღარ მოითმინა რომ არ ეთქვა –ძალიან სასაცილო იყავი, შენი საყვარელი გულებიანი ტრუსები ძალიან მომეწონა – უთხრა და კმაყოფილი ღიმილით გადახედა კიდევ უფრო გაწითლებულ გოგონას –მოკეტე კრეტინო, არ ჩაგეგდე აუზში და არაფერიც არ მოხდებოდა, თან თუ გამაცივე ხომ მოგკლავ –ოჰ შემაშინე ხო იცი, წადი გამოიცვალე თორემ ამოდიან ისინიც და ასე ხო არ დახვდები, ტეხავს –შენი საქმე არ არის, მე უკეთ ვიცი როგორც უნდა მოვიქცე – მიაძახა გაბრაზებულმა და ჩქარა ავიდა ლექსოს ოთახში, ცხელი აბაზანა მიიღო და როცა გამოვიდა თავი შეუძლოდ იგრძნო, უჩვეულოდ მოთენთილიც იყო, ლოყები ისევ აწითლებული იყო, სიცხის გაზომვა დააპირა მაგრამ არ იცოდა სად ინახავდნენ ამ სახლში თერმომეტრს. აპირებდა ვინმესთვის დაძახებას, როცა ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა მშრალ ტანსაცმელშ გამოწყობილი ლექსო. ნინამ მოულოდნელობისგან შეჰკივლა და სველ ტანზე შემოხვეულ პირსახოცს მაგრად მოკიდა ხელი. ლექსოც არ ელოდა ოთახში ნახევრად შიშველი ნინას ნახვას, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა მისი სილამაზის დანახვისას და დანანებით გაიფიქრა აუცილებლად უნდა დამეკაკუნებინა სანამ შემოვიდოდიო. 88888 რამდენიმე წუთი გაფართოებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, ლექსო გონს გოგონას წიკვინმა მოიყვანა, რომელიც რაღაცას გაცხარებით ეუბნებოდა და რაღაცაზე ბრაზობდა. ბიჭს არაფერი არ ესმოდა, მხოლოდ გონებაში მონოტონურად იმეორებდა ნინას სახელს და ფიქრობდა თუ რა მშვენიერი იყო გოგონა. –ლექსო სანამ შემოხვალ კარზე რომ უნდა დააკაკუნო არ უსწავლებიათ? გადი დროზე, უნდა ჩავიცვა –ეს ჩემი ოთახია და თუ ასე გინდა, შეგიძლია გახვიდე, მე არსად არ ვაპირებ წასვლას, ძალიან მეძინება –შებრუნდი მაინც იდიოტო და მაცადე ჩავიცვა ტანსაცმელი –თქვა თუ არა გაბრაზებულმა გოგონამ მაშინვე დაავლო ხელი თავის პიჟამოს და უცებ ჩაიცვა. –მორჩი უკვე? გამოვბრუნდე? –თუ გინდა შეგიძლია გამობრუნდე –გაიგონა თუ არა გოგონას პასუხი, იგი უცებვე შემობრუნდა და დაიწყო გოგონას უტიფრად თვალიერება, გოგონა გააღიზიანა მისმა მზერამ, რომელიც ზურგს უწვავდა და ნაწყენი სახით გამოხედა ბიჭს –რატომ მიყურებ? –ძალიან მომწონს შენი პიჟამოები, თუ ეს უკვე გითხარი? –ეშმაკურად გადახედა ლოყებ აფორაჯებულ გოგონას –კრეტინი ხარ და დაანებე ამ ჩემს პიჟამოებს თავი რა – წყენა გაურია გოგონამ ხმაში –რთულია არ შევიმჩნიო –ლექსო თერმომეტრი მომიტანე? მგონი სიცხე მაქვს და დაგახრჩობ, ხო კიდევ, შენს გამო თუ სიცხე მექნება, შენ მოგიწევს ჩემი მოვლა ბიჭს არაფერი აღარ უთქვამს, მხოლოდ გაუღიმა, გულში კი გაიფიქრა, სიამოვნებით მოგივლიდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ოხ ლექსო, ლექსო, წასულია შენი საქმე, შეყვარებული ხარ და თან ასე ჩუმად, სიტყვის უთქმელად, ლექსოს ყოველთვის ეგონა, რომ თუ ეწვეოდა ოდესმე სიყვარული, ეს იქნებოდა ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე ხმაურიანი მოვლენა მის ცხოვრებაში, ნამდვილად არ ეგონა ყველაფერი ასე რთულად თუ წარიმართებოდა და მისი გრძნობა მის მთელს არსებაში ასე ჩუმად გაიდგამდა ფესვებს და დაიწყებდა ზრდას. რატომ არ შეუძლია ლექსოს თავის გრძნობებზე ხმამაღლა ილაპარაკოს და გააგონოს მთელ მსოფლიოს თუ როგორ უყვარდა ერთი პატარა, სიფრიფანა, ცისფერთვალება გოგონა, საოცრად ნაზი, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ საკმაოდ ჯიუტი. ნინა რას მიშვები, რას? გინდა შენი სიყვარულით გამაგიჟო? გინდა ამ გიჟურმა და უთქმელმა სიყვარულმა საბოლოოდ მომიღოს ბოლო? გიჟი ვარ, დიახ გიჟი ვარ, შენმა სიყვარულმა გამაგიჟა, დამღალა ამ ყველაფერმა, ჩემს თავთან ამ უაზრო ბრძოლამ დამღალა, უკვე აღარც შემწევს იმის ძალა, რომ შენს სიახლოვეს გავუძლო, როგორ მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო და გკოცნო სანამ არ დავიღლებით და სანამ ჰაერი გვეყოფა. სამზარეულოს კარადა გამოაღო დაბნეულმა ლექსომ და თეთრი აფთიაქის ყუთი გამოიღო, და სწრაფად წავიდა ზემოთა სართულისკენ. –სიცხე გაქვს? – მოუთმენლად ჰკითხა ბიჭმა, რომელიც ერთ ადგილს ვერ პოულობდა ოთახში და თერმომეტრის ამოღებისთანავე მოუთმენელი თვალებით შეხედა სიცხისაგან წითელ გოგონას –39.8 მაქვს და დაგახრჩოობ ლექსო ძალა თუ მეყოფა, რატო ჩამაგდე იმ გაყინულ აუზში რა– უთხრა ტუჩებგაბუსხულმა გოგონამ წყენით ფანჯარასთან მდგარ ბიჭს –რა ვქნა ნინა? ისინი ოთახში არიან და ძინავთ, მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ – ბიჭი დამნაშავედ გრძნობდა თავს და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა დაბნეულობისგან. ბიჭის დანახვაზე გოგონას გაეღიმა და ბიჭს შეხედა –კარგი ლექსო, შენ უბრალოდ ის გააკეთე რასაც გეტყვი, ცოტა მაღალი სიცხე მაქვს და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება –გოგონას თბილმა ნოტებმა ხმაში, ლექსოს გული გაუთბო, გვერდით მიუჯდა გოგონას და მისი ხელი მოიქცია თავის დიდ ხელში –მაპატიე კარგი ნინ, ვიცი ჩემი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ არ შეგეშინდეს, მე შენთან ვარ და მოგივლი, ახლა კიდევ დაწექი ლოგინში და მე მოგემსახურები. ლექსომ ჩააწვინა ლოგინში, ანტიბიოტიკები დაალევინა, ჩაიც გაუმზადა ლიმონით და თაფლით, დიდი სინაზით, თავისი ხელით მიუტანა ტუჩებთან და ასე დაალევინა ჩაი, საოცრად სიამოვნებდა ბიჭს გოგონაზე ზრუნვა, იგი გრძნობდა, რომ არასოდეს არ იტყოდა უარს მთელი ცხოვრება ეზრუნა მასზე. გოგონას ყურება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ტუჩები ტილოთი მოუწმინდა და გვერდზე მიუჯდა, გოგონა საოცრად მოთენთილი იყო და ოფლი სდიოდა, ანტიბიოტიკები იწყებდა მოქმედებას. გოგონა კანკალებდა და ბოდვაც დაეწყო, ამბობდა რომ ციოდა, ლექსომაც გადააფარა კიდევ ერთი საბანი, მაგრამ მაინც არ უშველა გოგონას, ლექსომ ფრთხილად გაუშვა გოგონას ხელი და მის გვერდით დაწვა, გოგონას სიცხისაგან გათანგული თხელი სხეული ფრთხილად მიიკრა მკერდზე და ასე სცადა მისი გათბობა, თავიდან ლექსო ვერც კი ხვდებოდა თუ როგორ გაუჭირდებოდა ასეთ საშიშ სიახლოვეზე ყოფნა გოგონასაგან, მაგრამ ეხლა როცა ნინა ცოტათი დაწყნარდა და შფოთვაც შეწყვიტა, მის მკერდზე ედო გოგონას თავი და იქ, გულთან გრძნობდა გოგონას ცხელს სუნთქვას, მისი თმის სურნელს, რომელიც აგიჟებდა. გოგონა მის მკლავებში იყო, მასზე იყო მინდობილი და მხოლოდ ახლა შეეძლო ლექსოს მშვიდათ დაეძინა, ნინას ასეთმა სიახლოვემ და დაბალმა ტემპერატურამ, რომელიც შუბლზე ტუჩის შეხებით იგრძნო, უფრო დაამშვიდა. გოგონა უფრო მჭიდროთ მიიკრო სხეულზე და ასე ჩახუტებული ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა ცდუნება იყო მისთვის გოგონას საყვარლად გაბუსხული ტუჩები, მაგრამ არა, მას არ შეეძლო ესარგებლა სიტუაციით და ეკოცნა მისთვის, მას უნდოდა მათი პირველი კოცნა ნინასაც ეგრძნო და სამუდამოდ დამახსოვრებოდა. ღრმად ამოისუნთქა ლექსომ, კვლავ დარწმუნდა რომ გოგონა შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, მარჯვენა ხელით მიეფერა მძინარე გოგონას და კმაყოფილი მშვიდ ძილში გადაეფლო. სახიდან ლექსოს ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა ძილშც კი, მიუხედავად იმ ნერვიულობისა, რაც მან გადაიტანა გოგონას მაღალი სიცხის გამო, მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს, რადგან მისი ოცნების ქალი მასთან იყო, თუნდაც ერთი ღამე მის მკლავებში მომწყვდეული გაატარებდა. ლექსო კი სიამოვნებით გამოამწყვევდა ამ საოცარ ქმნილებას თავის მკლავებში მთელი ცხოვრების განმავლობაში. 88888 დილას ნინამ როგორც ყოველთვის ადრე გაიღვიძა, თავი რაღაც მაგარზე ედო, არა ეს მისი ბალიში არ ყოფილა, თვალები ნელა გაახილა და დაინახა ლექსო, რომელსაც ტუჩები საყვარლად გამობურცვოდა და ძალიან მშვიდად ეძინა. ნინას საოცარმა სურვილმა წამოუარა რომ ამ ვარდისფერი ტუჩებისთვის ეკოცნა. გოგონამ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა თავის შეკავება, ფრთხილად გაინთავისუფლა ბიჭის მკლავებისგან თავი, წამოიწია და ფრთხილად შეეხო ბიჭის ბაგეებს, როგორი საამო და გემრიელი იყო ბიჭის ტუჩები, იგრძნო თუ არა ბიჭის ტუჩებიც როგორ შეეხო მისას, გველნაკბენივით წამოხტა და დაინახა ბიჭი, რომელიც თბილად უღიმოდა –არ მინდოდა, შემთხვევით მოხდა და ნუ იცინიხარ იდიოტო –შეუბღვირა შერცხვენილმა გოგონამ –ძვირფასო ჯერ მკოცნი შენი ნებით, მერე მეჩხუბები, არ გინდა მომიყვე რა ხდება შენს თავს? –შენი ძვირფასი არ ვარ და ეს კოცნაც არაფერს ნიშნავს, ჯობს დაივიწყო საერთოდ –შორს დაიჭირა ბიჭის კითხვაზე პასუხისაგან –ანუ არ გინდა იმაზე ლაპარაკი რაც ცოტა ხნის წინ მოხდა? –არაფერიც არ მომხდარა და არ მინდა როდესმე კიდევ გამახსენო ეს კოცნა –ნინა... –არავითარი ნინა, გთხოვ არასოდეს არ მელაპარაკო ამ თემაზე, თითქოს არც არაფერი არ მომხდარა –ჩემთვის მოხდა ნინა, რატომ არ გესმის რატომ? –ვეღარ გაუძლო ლექსომ –არც შენთვის არ მომხდარა არაფერი და წამოდი, უკვე დროა რომ ქვევით ჩავიდეთ –ამ თემაზე საუბარი ჯერ არ დაგვიმთავრებია და აუცილებლად მივუბრუნდებით მას. სიცხე აღარ გაქვს? –არა, უკვე აღარ მაქვს, დიდი მადლობა რომ გუშინ მივლიდი, იმედია ძალიან არ დაგღალე და არ გაგაწვალე–თბილად გაუღიმა ბიჭს –დღეს რა გჭირს ნინა, რაღაც სხვანაირი ხარ, მადლობას მეუბნები, ისე უხეშადაც აღარ მექცევი, ნუ ისე მაინც აღარ, როგორც ადრე, დილას შენი კოცნაც მაგემე –მორჩი ლექსო, უბრალოდ მადლობა გადაგიხადე და ყველაფერს ასე ნუ აბუქებ –კარგი, კარგი, ღამე კიდევ სულ ჩემს სახელს იმეორებდი და მიძახდი– ნახევრად ღია თვალებით გახედა გოგონას და გაეღიმა, როცა ამ უკანასკნელს ლოყები აუფორაჯდა –ნუ იგონებ ლექსო რაღაცეებს, მაგას მე არ ვიზამდი –არაფერსაც არ ვიგონებ, სიმართლეს ვამბობ –უთხრა და თვალი ჩაუკრა გოგონას, ამის დანახვაზე გაბრაზებულმა ნინამ საჩქაროდ დაავლო ხელი ლექსოს ახალ ჯინსსა და პერანგს, შემდეგ ერთი გახედა ბიჭს, ენა გამოუყო და სასწრაფოდ დატოვა ბიჭის ხმამაღალი სიცილით სავსე ოთახი. *** საუზმემ სრულ სიჩუმეში ჩაიარა, ეს ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ლექსო და ნინა არ ჩხუბობდნენ, ნინა ქვემოდან უყურებდა ბიჭს, რომელიც თავს ვერ იკავებდა ამ უკანასკნელის ბავშვურ საქციელზე და ეღიმებოდა. –დღეს საღამოს ვბრუნდებით არა? აუ არ მინდა წასვლა, აქ მინდა თქვენთან ერთად დარჩენა –მოიწყინა თემომ და ლიკას აკოცა –შენ გინდა ერთმა გოგომ მოგვკლას? –სიცილით თქვა და გადახედა დაქალს –ოჰ დამაბრალა მარტო მე ეხლა, ვერაფრის მეცადინეობა ვერ მოვასწარით, ხვალ კიდევ ტესტირება გვაქვს, ერთი მაინტერესებს, რას იზამ ხვალ ქალბატონო? –გადახედა ვითომ გაბრაზებული სახით მეგობარს ნინამაც –ასეთი წიგნების ჭიები ხართ?–გაეცინა ლექსოსაც –ეს ქალბატონია წიგნის ჭია, მე არა–მიუთითა ლიკამ –წიგნის ჭია არც მე ვარ, უბრალოდ ნორმალურად ვსწავლობ და სხვათა შორის კარგი იქნება თუ დღეს ადრე ჩავალთ და ვიმეცადინებთ, ხო იცი ბატონი გიორგი ძალიან მკაცრია და მაქსიმუმს ითხოვს ყველა სტუდენტისგან –გაუწყრა ნინა მეგობარს –ბატონ გიორგის ხო იცი, რომ ძალიან უყვარხარ და ერთხელ რო ჩააგდო ტესტი არაფერს გეტყვის, მისი საუკეთესო სტუდენტი ხარ –შეეწინააღმდეგა ლიკა –ხო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უსწავლელი უნდა მივიდე ლექციაზე, თან ბავშვებმაც მომწერეს უკვე –თქვა და გაუცინა ნინამ მეგობარს –ეგენი ხო ერთ ქვიზსაც კი არ ჩაგაგდებინებენ რაა –შეიცხადა ლიკამ –ვინები არიან ან რა უნდათ? –იკითხა ლექსომ და თვალები ნინას მიაპყრო –ჩვენი კურსელები არიან, თქვენ უნდა ნახოთ ტესტების დროს ნინას ირგვლივ რა ხდება, მთელი ამბებია ხოლმე, ერთმანეთს ხოცავენ, ყველას მასთან უნდა დაჯდომა რომ გადაწერონ–გადაიხარხარხარა ლიკამ –მართლა? –იკითხა მისი საყვარელი ქალის გონიერებით აღფრთოვანებულმა ლექსომ და მისთვის გაიღიმა, რაც ნინას არ გამოჰპარვია და გაწითლდა –ხო, შენ გამოცდების პერიოდი უნდა ნახო, იქ გადაწერა შეუძლებელია ვიდეოკამერებისა და დამკვირვებლების გამო, ამ ჩემს დაქალს წინა დღით გამოიჭერენ ხოლმე და ახსნევინებენ ყველაფერს ერთად, რაც მთელი სემესტრის განმავლობაში არ უსწავლიათ. –კარგი გვეყოს ლიკა სწავლაზე ლაპარაკი, უბრალო ტესტია –უბრალო უძახე ხუთი ლექციის მასალა შედის, თითო ლექცია 20 გვერდი მაინც არის და ამ ქვიზისთვის ას გვერდზე მეტი გვაქვს სასწავლი, არაა, ხვალ უეჭველი შენთან ვჯდები, არ მაქვს მაგის ნერვები ეხლა ეგ ვისწავლო –თავი შეაცოდა მეგობარს –კარგი და თბილისში როდის დავბრუნდებით? –იკითხა ნინამ –საღამოსთვის ადგილზე ვიქნებით, იმედია დიდ სირთულეს არ შეგიქმნით სწავლაში გოგოებო–გაუღიმა თემომ მის გვერდით მსხდარ გოგონებს. *** საღამოს უკვე თბილისში იყვნენ და გოგოები ყავას მიირთმევდნენ და თან საუბრობდნენ. ნინამ ყავა დალია თუ არა აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და თავის ოთახში სამეცადინო მაგიდას მიუჯდა. გადახედა თუ არა სამეცადინოს, ერთი ამოიოხრა, გაიფიქრა ნეტავი მეც ვინმესგან ვიწერდეო, შემდეგ ფიქრებით ლექსოსაც გადაწვდა, დილანდელი კოცნა გაახსენდა და ბოლოს თავის თავზეც გაბრაზდა სწავლას გულს რომ ვერ უდებდა. ნინამ უბრძანა თავის თავს, რომ გონება გაეთიშა და მთლიანად ხვალინდელი ტესტისთვის დაეთმო გონება. დაიწყო მეცადინეობა და იმდენად შეჰყვა, როცა ლიკა შემოვიდა დილას ოთახში, მხოლოდ მაშინღა დახედა საათს და გაუკვირდა დრო როგორ გამეპარაო. ადგა თუ არა სკამიდან თავბრუსხვევა იგრძნო, ასე იცოდა ყოველთვის, როცა ღამეს გაათევდა ხოლმე, არადა როგორ ვერ იტანდა ღამის გათენებას, კიდევ კარგი ეს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდებოდა და ასატანი იყო მისთვის. დაღლილი სახით გადახედა შემოსულ მეგობარს და გაუღიმა –შენს ლამაზ სახეს უთხარი მადლობა, რომ ახლა სახეზე ისე ძალიან არ გეტყობა ღამისთევა. რატო გაათენე ღამე, ძილი აუცილებელია ორგანიზმისთვის ხომ იცი? –გაუწყრა ლიკა მეგობარს –მე თვითონაც ვერ გავიგე, მიდი ყავა გამიკეთე გთხოვ თორემ აუდიტორიაში მისვლამდე სადმე ჩამეძინება –კარგი გაემზადე, ყავას გაგიკეთებ და წავიდეთ *** მიუხედავად ძალიან მაგარი დაღლილობისა, ნინამ კარგად გაართვა თავი მორიგ ტესტირებას, შესაბამისად მისმა მეგობრებმაც. გამოვიდნენ თუ არა აუდიტორიუმიდან, უნივერსტიტეტის შემოსასვლელში ბიჭები ელოდებოდნენ. ლიკა გაიქცა და ყელზე შემოეხვია თემოს –რა ქენით აბა, როგორ დაწერეთ?–დაინტერესდა თემო –ძალიან კარგად გადავწერეთ ერთი ვინმესგან–გადაიკისკისა ლიკამ –ბავშვებო სასიამოვნო იქნებოდა თქვენთან ერთად დროის გატარება, მაგრამ ძალიან დავიღალე და მეძინება –დაღლილი ხმით ამოთქვა ნინამ და ტუჩებზე ხელი მიიფარა, რათა მთქნარება დაეფარა –ღამე გაათენა და ახლა ეძინება, გაგაცილებთ ნინა–ლიკამ მანქანის კარი გამოაღო –არა, შანსი არაა, თქვენ წადით სადაც მიდიოდით, მე ტაქსით წავალ, არ იქნება პრობლემა–შეეწინააღმდეგა ნინა –ასე ვერ გაგიშვებთ, ისე გეძინება ბანცალებ ლამის, ასე არ შეიძლება–გამოესარჩლა თემოც ლიკას –მე გავაცილებ, თქვენ წადით სადაც მიდიოდით –დაამშვიდა ლექსომ ყველა და ნინაც გამოაფხიზლა უცებ –არ არის საჭირო ლექსო–როგორც იქნა ხმა ამოიღო დაბნეულმა გოგონამ –საჭიროა, წამოდი წავედით უკვე– ხელი ჩასჭიდა გოგონას და წაიყვანა ის იქვე, ქუჩის კუთხეში გაჩერებული ტაქსისკენ 88888 დაემშვიდობნენ თუ არა ლიკას და თემოს, ლექსომ ხელი გამოდო და წაიყვანა კუთხეში მდგარი ტაქსისკენ. უცხო ხმამ შეაჩერა ორივე. ნინამ გახედა და თავისი მეგობარი დაინახა, რომელიც ერთი წლით ლონდონში იყო გაცვლითი პროგრამით. გოგონამ ხელი გაინთავისუფლა ლექსოსგან და ნიკასკენ გაიქცა მაგრად რომ ჩახუტებოდა. ლექსო დაბღვერილი უყურებდა ამ ახალ გამოჩეკილ ‘’მეგობარს’’ და საშინლად ბრაზობდა –ნინაჩკა ჩემო პატარა როგორ ხარ? როგორ მომენატრე რომ იცოდე – ‘’თავხედი, როგორ ბედავს, ის მხოლოდ ჩემი პატარაა’’–შეეპასუხა ლექსო გულში –მეც ძალიან მომენატრე ნიკუშ, როდის ჩამოხვედი?–‘’ჰმ ნიკუშა ხომ?, ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ სახლში, ჯერ მიგიყვანო’’ –გუშინ ღამით ჩამოვედი, უნივერსიტეტში გამოვედი, მაგრამ იქ ვერ გნახეთ, საღამოს ვაპირებ თქვენთან ამოსვლას, სხვა გეგმები ხომ არ გაქვთ? –‘’უყურეთ ერთი ამ ვირს, საღამოს აპირებს ბიჭი თურმე ამოსვლას, ნეტა ვინ პატიჟებს?’’ –უფრო და უფრო ბრაზობდა ლექსოც –ძალიან გაგვიხარდება თუ ამოხვალ, ლიკუნასაც ძალიან მოენატრე, როგორი სიმპათიური გამხდარხარ ისე ნიკუშა, მოგიხდა ხო იცი ლონდონი –გადაიკისკისა ნინამ –ლექსომ კბილები გაახრჭიალა და მხოლოდ გაიფიქრა ‘’გავასიმპათიურებ ახლა მე მაგას, პრინციპში, ლურჯი ფერი ალბათ მოუხდება’’ –ხო ლონდონი მომიხდა, შენც უფრო და უფრო ლამაზდები, საშიშია ვინმემ არ მოგიტაცოს–გაიცინა ბიჭმა, რაზეც ლექსო ძალიან გაბრაზდა ‘’რა ნახა ამ იდიოტმა მერე ამაში სასაცილო?’’ –ოჰოჰ გეყოფა მაიმუნობა, ეხლა საით? –ჰკითხა ნინამ და თითქოს ეხლა შეამჩნია ლექსოს არსებობა –უი ბოდიში, ნიკუშ გაიცანი ეს ლექსოა –ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ნიკამ მხოლოდ გაიღიმა, როცა ლექსოს ბრაზიანი თვალები დაინახა, მიხვდა რომ მას ნინა უყვარდა და ეჭვიანობდა. ნინას იგი ბავშვობიდან იცნობდა და საუკეთესო მეგობრებიც იყვნენ, ამიტომ ნიკა ძალიან კარგად იცნობდა გოგონას, ლექსოს თვალებში მან სიყვარული ამოიკითხა, ახლა კი საჭირო იყო გაერკვია მისი მეგობარიც თუ გრძნობდა იგივეს მის მიმართ. აღარ მოაცდინა წყვილი, დაემშვიდობა მათ და ნინას შეჰპირდა რომ საღამოს ესტუმრებოდა. ლექსო მთელი გზა ჩუმად იყო, ხმა არ ამოუღია, სულ იმ ვიღაც ‘’ნიკუშაზე’’ ფიქრობდა და ბრაზობდა მასზე. ეჩვენა, რომ ის ძალიან ძვირფასი იყო ნინასთვის და ნიკას თვალებშიც სიყვარული ამოიკითხა, რაზეც საშინლად იყო გაბრაზებული. გზაში მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნინასთან რჩებოდა საღამომდე, სანამ ის ვიღაც ნიკა არ წავიდოდა იქამდე იქ იქნებოდა. მერე ნინას მოსთხოვდა პასუხს, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ მას და იმ ბიჭს, თუ არ ეტყოდა, მაშინ ლიკასგან გაიგებდა. ოოოჰ ღმერთო ჩემო, რას ვაკეთებ მე თვითონაც არ ვიცი, რატო ვეჭვიანობ, რა უფლება მაქვს ვკითხო იმ ბიჭზე და მასთან ურთიერთობაზე? ალბათ ნინა გამომლანძღავს და მეტყვის შენი საქმე არ არისო, მაგრამ მაინც უნდა გავარკვიო, ვერ მოვისვენებ, უბრალოდ ღამე ვერ დავიძინებ რომ არ გავიგო ვინ არის, რა ადგილი უკავია ნინას ცხოვრებასა და გულში. *** სახლის კარი შეაღო თუ არა ლექსოს გახედა, იმანაც არ შეიმჩნია არაფერი და სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა. ნინა გაბრაზდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ისე ეძინებოდა, რომ ეხლა ჩხუბი არ შეეძლო. ფეხსაცმელები გაიხადა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო გეზი, თან უკან ლექსოსაც გასძახა –შეგიძლია იყო აქ, მე ვიძინებ, ოღონდ შენი ხმაც კი არ გავიგო თორემ არ ვიცი რას გიზამ–გააფრთხილა გოგონამ –კარგი, ოღონდ მეც იქ შემოვალ, თან სალაპარაკო მაქვს, რაღაც უნდა გკითხო –ოღონდ ახლა არა ლექსო, ახლა არა, ძალიან დავიღალე და მეძინება –კარგი ხო შენ დაიძინე და მე შენს გაღვიძებას დაველოდები –მე არ ვიცი როდის გავიღვიძებ, თუ რაიმე საქმე გაქვს, შეგიძლია წახვიდე –არა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, მირჩევნია აქ დავრჩე –კარგი როგორც გინდა *** გაღვიძებულ ნინას, ლექსო ჩაძინებული დახვდა, თავი მის ლოგინზე ედო და თვითონ იატაკზე იჯდა, თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგე. შემდეგ საათს გახედა და უკვე დიდი დრო გასულიყო, საღამოს ექვსი იყო. შიმშლი იგრძნო გოგონამ, ფრთხილად ადგა, ლექსო რომ არ გაეღვიძებინა, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა საჭმლის მოსამზადებლად, ბევრი იფიქრა რა უნდა გაეკეთებინა, არ იცოდა ლექსოს რა უყვარდა, ბოლოს გადაწყვიტა მაკარონი გაეკეთებინა ხორცით, ძალიან უყვარდა ეს კერძი, თან საკმაოდ ადვილი გასაკეთებელი იყო მისთვის, თან კარგადაც ანაყრებდა. თითქმის უკვე ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული, როცა ოთახში თმაგაბურძგნული ბიჭი შემოვიდა თვალების სრესვით, ნინას გახედა და შემდეგ კამყოფილმა ჰკითხა –რას აკეთებ? რაღაცა ძალიან გემრიელი სუნი მოვიდა ჩემამდე –მაკარონს ვაკეთებ ხორცით–გაუღიმა გოგონამ –ეს რაღაც ახალია, გემრიელი უნდა იყოს –გაიცინა ბიჭმა –ნუთუ არასდროს გაგისინჯავს? –გაიოცა ნინამ –არა, არასოდეს, სამაგიეროდ ახლა გავსინჯავ შენს ნახელავს, ძალიან მშია –უკვე მზად არის, მაგიდას გავშლი და ვჭამოთ, კეტჩუპთან ერთად უგემრიელესია, მე და ლიკა ვგიჟდებით ამ კერძზე და ძალიან ხშირად ვაკეთებთ ხოლმე –თავმომწონედ უთხრა გოგონამ –ანუ არაჩვეულებრივი სარძლო ხარ, ძალიან გემრიელია და აწი სულ შენთან ვარ, ვერ მომიშორებ –გაიცინა ლექსომ –მასხარა ხარ სუფთა –გაიცინა ნინამაც –არა რატო, დედაჩემი რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად მომაყვანინებდა შენს თავს ცოლად –სრული სერიოზულობით უთხრა ბიჭმა და გოგონას გამჭოლი მზერა ესროლა –მე თუ გამოგყვებოდი იმას არ კითხულობ? –მისი სიტყვების ხუმრობაში გატარება სცადა ნინამაც –მაშინ შენი მოტაცება მომიწევდა –თავის სიტყვებზე გაეღიმა ლექსოსაც ისე იყვნენ საუბარში გართულნი, რომ ვერც კი შეემჩნიათ სახლში დაბრუნებული ლიკა და თემო, რომლებიც ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ და თან ეღიმებოდათ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ მთელი ის ჩხუბი და კამათი რაღაცა უფრო დიდში გადაიზრდებოდა ადრე თუ გვიან, ისინიც მოთმინებით ელოდნენ იმ მომენტს, როცა ორივე მათგანი აღიარებდა ამას. ისინი ნათლად ხედავდნენ, რომ უკვე საფუძველი ჩაყრილი ჰქონდა დიდ გრძნობას, ახლა მხოლოდ საჭირო იყო ნელნელა მისულიყვნენ ჭეშმარიტ მიზნამდე. შეამჩნია თუ არა ნინამ მოსულნი, მიესალმა და წამოდგა –ოჰ როდის მოხვედით თქვენ? საერთოდ ვერ გავიგეთ–გახედა მეგობარს გაღიმებულმა ნინამ –რას გაიგებდით, ისე იყავით ერთმანეთთან ჭუკჭუკით გართულები, ჩვენ კი არა, ბომბი რომ გახეთქილიყო იმას ვერ შეამჩნევდით –გაეცინა ლიკას –ნუ ხარ ენამწარე გოგო, დააცადე შეყვარებულებს, მარტო უნდოდათ ყოფნა –თავი ვერ შეიკავა თემომაც და გაიცინა –თქვენ ვერ ხართ საერთოდ ხომ? ლექსო უთხარი რომ შეყვარებულები არ ვართ –მიუბრუნდა ნინა მავედრებელი თვალებით ლექსოს –ძმაო, შეყვარებულები რომ არ უნდა შეაწუხო, თქვენ არ იცით მერე, მარტო ყოფნა გვერჩივნა ჩვენ –თვალი ჩაუკრა მეგობრებს და აჰყვა ხუმრობაში. –მაიმუნები ხართ და ნერვებს მიშლით ხო, როგორ ყველა ერთდროულად გაგიჟდით, რა არის ვერ გავიგე –გაბრაზებულმა ნინამ ხელი აიქნია და თავის ოთახში გავიდა, კარგა ხანს ესმოდათ, როგორ დასცინოდნენ მას და უფრო ბრაზდებოდა, აწყობდა გეგმას თუ როგორ უნდა მოეკლა იდიოტი ლექსო, დავახრჩობ აუცილებლად, მოვკლავ და მერე მის სხეულს მდინარეში გადავაგდებ. ამ ფიქრებში იყო, როცა ოთახის კარი ლექსომ შემოაღო და გვერდით მიუჯდა, ნინამ გვერდზე გაიხედა და აგრძნობინა, რომ არ ელაპარაკებოდა. ლექსომ გაიღიმა და მისკენ დაიხარა –კიდევ არ მელაპარაკები ხო ნამცეცა? –მე არ ვარ ნამცეცა და შენც არ გელაპარაკები –გაიბღუსა გოგონა –რატო, გავიხუმრეთ უბრალოდ, რა მოხდა მერე –რა მოხდა და იმათ უთხარი შეყვარებულები ვართო, არადა ტყუილი იყო –კაი ხო არ უნდა ავყოლოდი, მაგრამ ეხლა რა ვქნათ, წამოდი გველოდებიან უკვე და გავიდეთ –რომ გავალთ, ყველას ეტყვი იცოდე, რომ შეყვარებულები არ ვართ და უბრალოდ გაიხუმრე, გესმის –კარგი ხო, ახლა წავიდეთ –თბილად გაუღიმა გოგონას და ლოყაზე აკოცა. 88888 ნინა ჯერ კიდევ გაბრაზებული იჯდა მისაღებ ოთახში და ხმას არ იღებდა, მშვიდად უსმენდა ცოტა ხნის წინ წამოწყებულ ხუმრობას, ლექსოზეც საშინლად იყო გაბრაზებული, რადგან ხმას არ იღებდა და მათთან ერთად იცინოდა. ცოტა ხნის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა და ნინა წამოხტა, რომ კარი გაეღო და თან ამ სიტუაციასაც ცოტა გარიდებოდა. მისაღებში ნიკასთან ერთად დაბრუნდა და წამით როცა ლექსოს შეხედა, დაინახა მისი გაბრაზებული თვალები და მიხვდა მას არ მოსწონდა მის გვერდით მდგარი ბიჭი,’’მასე ხოო’’ გაიფიქრა გოგონამ და კმაყოფილმა ჩაიღიმა, შურისძიება იწყება, ახლა ჩემი ჯერია... –ნიკუშაა, ჩამოხვედიი –ლიკამ დაინახა თუ არა დიდი ხნის უნახავი მეგობარი, გახარებული წამოხტა სავარძლიდან და გაექანა ბიჭისკენ ჩასახუტებლად, ერთმანეთის ჩახუტებას და მოკითხვას როცა მორჩნენ, შემდეგ ლიკამ გააცნო თემო და იქვე დასხდნენ სალაპარაკოდ, ბევრ საინტერესო მოგონებებს იხსენებდნენ წარსულიდან. ნინა მისაღებში ისევ დაბრუნდა ყავით ხელში და ნიკას მიუსკუპდა გვერდით თან მაგრად ჩაეხუტა, როცა ლექსოსკენ გააპარა თვალი, დაინახა სიბრაზისგან აკანკალებული ბიჭი, მაგრამ არ შეიმჩნია არაფერი, ძალიან უხაროდა ლექსოს ასეთი რეაქცია და გულიც გამალებით უცემდა. დრო სასიამოვნოდ გადიოდა, ნიკა ბევრ ამბავს იხსენებდა საერთო ბავშვობიდან და ყველას აცინებდა –არა ის თუ გახსოვთ, ნინას ბიჭი, რომ დასდევდა ბაღში მიყვარხარო, რა ერქვა? –გიგა –შეახსენა ლიკამ –ხო ეგ, დასდევდა უნდა მოგიტაცოო, თეთრ კაბას ჩაიცმევ და ძალიან მაგარი ქორწილი გვექნებაო –იცინოდა ნიკა –მერე რამდენი ვიტირე მაგის გამო, გახსოვს? –გულით იცინოდა ნინაც –როგორ არ მახსოვს, მთელი ღამე არ გძინებია მაგის გამო თურმე –გაიღიმა ლიკამ –ხო ისე, ეგ გიგა შემხვდა ლონდონში ორი დღის წინ, სანამ წამოვიდოდი, გავიხსენეთ ბაღის პერიოდი, ეგ ამბავიც გავიხსენეთ და მოგიკითხა, როგორ არის და რას შვებაო, ნუ მე მოვუყევი შენი ამბებიც, მერე მანახე ახლა როგორი არისო და შენს პროფილზე შემოვაჭყიტე, იმედია არ ბრაზობ –გაუღიმა მეგობარს და დაიჭირა ლექსოს სიბრაზისგან მოელვარე თვალები, ნიკამ შუბლზე ხელი მოისვა ხო არ გაატარა მისმა მზერამო, ამ დროს კი გაცოფებული ლექსო თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გაეგლიჯა მის წინ მჯდომი ბიჭი შუაზე, ‘’ჯერ თვითონ საიდან გამოიჩეკა ეგ არ გამირკვევია და ვერ მომინელებია, ახლა კიდევ ვიღაცა მუტრუკს უყვება ჩემი გოგოს ამბებს და ათვალიერებინებს მის პროოფილს, მაჭანკლობა დაიწყო ამხელა სირმა და თავს წავაცლი’’ –ვერ მშვიდდებოდა ლექსო და წინ მჯდობს თვალს არ აშორებდა –მერე რაო რა თქვა? –ინტერესით ჰკითხა ლიკამ –რაო და ძალიან ლამაზი გოგო გამხდარაო, მერე ამაყად გადმომხედა და მითხრა, ნახე ბავშვობიდან როგორი მაგარი გემოვნება მქონდაო –ხმაში მიბაძა ნიკამ გიგას და ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, ყველას გაეცინა ლექსოს გარდა –მერე, მერე? –ინტერესს ვერაფრით მალავდა ლიკა –მერე შეყვარებული თუ ჰყავსო? მგონი თავიდან ჩაუვარდა გულში –ეშმაკურად ჩაიცინა და ლექსოს გახედა, თავისთვის კი გაიფიქრა ‘’დღეს მგონი აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ’’ –არ არსებობს –გაიცინა ნინამ –ასე შემოგითვალა, ბავშვობაში ჩემგან მიღებული წინადადება ისევ ძალაში რჩება, ოღონდ იმ პირობით, ისევ ტირილს თუ არ დაიწყებსო –სიცილით დაამთავრა ნიკამ –ისევ ისეთი მაიმუნია ეგ , თუმცა რა შეცვლიდა –ღიმილით თქვა ნინამ –გოგო ისე შეგიძლია შენ იფიქრო გიგაზე, როგორც გავიგე ძაან მაგარი ბიჭი გამხდარა, ხასიათებითაც ძაან მაგარი ვინმე ყოფილა –ეხუმრა ლიკა –ხო ისე მართალი ხარ, ფიქრი შეიძლება გიგაზე, დღეს არ დავიძინებ და მასზე ვიფიქრებ –აჰყვა მეგობარს ხუმრობაში ნინაც თან თვალი გააპარა ლექსოსკენ, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა და ხასიათიც გაფუჭებული ჰქონდა, ‘’მიზანი მიღწეულია, გეგმა შესრულებული’’ გაიფიქრა ნინამ, მას არ დაჭირვებია თავისი მიზნისთვის ნიკას გამოყენება, ყველაფერი თავისით, ბუნებრივად მოხდა. –კარგი, ახლა უნდა წავიდე, გვიანია და ხვალ გნახავთ გოგოებო უნივერსიტეტში და იქ მოგიყვებით კიდევ რაღაცეებს –უთხრა ნიკამ გოგოებს და გადაკოცნა –ხვალ რა დღეა?–იკითხა ნინამ –სამშაბათი, რა არის?–კითხვა შეუბრუნა ლიკამ –მერეეე? ნუთუ დაგავიწყდა ლიკაა?–შეშფოთებულმა ჰკითხა მეგობარს –რა დამავიწყებდა გოგოო, სამშაბათს ნიკა გვპატიჟებს ჩვენს კაფეში–გაიცინა ლიკამ –არც მე არ დამვიწყებია სხვათაშორის, ხვალ ლექციების შემდეგ მივდივართ ჩვენს კაფეში–გაიცინა ნიკამ ნიკას წასვლის შემდეგ ლექსომ ვეღარ მოითმინა და ნინას სთხოვა მასთან ოთახში შესულიყვნენ სალაპარაკოდ. ლიკამ და თემომ არჩიეს სასეირნოდ წასულიყვნენ და მარტო დაეტოვებინათ ისინი. ლექსო მიუახლოვდა საწოლზე მჯდარ გოგონას და მის გვერდითვე დაიკავა მანაც ადგილი –რა არის ლექსო? რა მოხდა ასეთი სასწრაფო?–ჰკითხა მოუთმენლად გაბრაზებულ ბიჭს –ვინ არის ეს ნიკა და რა გაკავშირებს მასთან? –ვერ მოახერხა, რომ გაღიზიანება დაეფარა ხმაში –არ ვარ ვალდებული, რომ ამ კითხვაზე გიპასუხო–უთხრა გოგონამ მკაცრი სახით, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგ ხასიათზე დადგა და სულაც არ უნდოდა ლექსოსთან ჩხუბი, არც აპირებდა, უბრალოდ ცოტას კიდევ მოუშლიდა ნერვებს, სანამ სიმართლეს ბოლომდე მოუყვებოდა –ნინა ნუ მაღიზიანებ და დაიწყე მოყოლა ბოლოს და ბოლოს –იფეთქა ლექსომ –მასეთი ტონით ნუ მელაპარაკები ლექსო გაიგე? –იფეთქა ნინამაც –კარგი, ბოდიში, ახლა მომიყვები?–მშვიდი ხმით ჰკითხა და შეხედა გოგონას –თავიდანვე ასე უნდა დაგეწყო ლაპარაკი–წყრომით უპასუხა ნინამ –თავი ვერ შევიკავე–თავი იმართლა ლექსომ –კარგი, როგორც დღეს გაიგე, ნიკა ბაღის ასაკიდან ჩვენი მეგობარი იყო, ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან მეგობრობენ და ჩვენც ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით, ნიკა ჩვენთვის ყოველთვის იმ ძმასავით იყო, რომელიც არასოდეს გვყოლია, ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო, ყველასგან და ყველაფრისგან გვიცავდა ყოველთვის, როცა წავიქცეოდით და რამეს ვიტკენდით, გვამშვიდებდა, თავის წილ შოკოლადს ყოველთვის მე და ლიკას გვაძლევდა, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით, რომ მისთვისაც ისეთი ძვირფასები და ახლობლები ვიყავით, როგორც ის ჩვენთვის იყო. მერე იყო სკოლა, ყოველ დღე გამოგვივლიდა და ერთად მივდიოდით, იქედანაც ერთად ვბრუნდებოდით, ერთმანეთს ველოდებოდით სკოლის ეზოში ხოლმე, მარტო არ არსებობდა წამოსულიყო ან ჩვენ გამოვეშვით, ჩვენს აბეზარ თაყვანისმცემლებსაც კი იგერიებდა. ერთად ვმაიმუნობდით ხოლმე, ჩვენი მშობლები და დირექტორი იკრიბებოდნენ ჩვენი დანაშაულის გამო, სათითაოდ შევყავდით და ისე გვეკითხებოდნენ თუ ვინ იყო დამნაშავე, ყველა ერთსა და იმავე პასუხს ვცემდით, ყველა საკუთარ თავზე ვიღებდით დანაშაულს, ჩვენს მშობლებს ეღიმებოდათ და გაბრაზებაც მალე გადაუვლიდათ ხოლმე. შატალოზეც სულ ერთად ვიყავით, არ არსებობდა ადგილი, სადაც ჩვენ სამი ერთად არ მივდიოდით, მერე იყო ის, რომ სადაც ერთს პატიჟებდნენ, იქ დანარჩენ ორსაც პატიჟებდნენ –სასიამოვნო მოგონებების გახსენებაზე ნინას გაეღიმა –ანუ არ უნდა ვინერვიულო ნიკაზე ხო? –ამოისუნთქა ლექსომ –და აქამდე რატომ ნერვიულობდი?–ჰკითხა გოგონამ და პასუხის მოლოდინში იგრძნო თუ როგორ შეუჩერდა გულის მოძრაობა –მე შენ მიყვარხარ ნინა, არ ვიცი რა დამემართა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ როცა გონს მოვედი, აღმოვაჩინე რომ თავდავიწყებით მიყვარხარ, მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, სიგიჟემდე მიყვარხარ. ვიცი, რომ არ გიყვარვარ, იმასაც ვხვდები, რომ ის არ ვარ ვინც გჭირდება, შენ მეტს იმსახურებ, მაგრამ რა ვქნა რომ მიყვარხარ, ამ გულს რა ვუშველო, იმ ეჭვიანობას რა ვუყო, იცი დღეს როგორ გავმწარდი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ნიკა შუაზე გამეგლიჯა, მეგონა არ იყავით მხოლოდ მეგობრები, გიგასთან დაკავშირებით რაც მოგიყვა იმაზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ და პასუხს მაინც გავცემ, მაგრამ მაინც –ლექსო სათქმელს თავს ვერ უყრიდა, ძალიან არეულად ლაპარაკობდა, თუმცა ნინას არც არაფერი არ ესმოდა, გარდა მისი აღიარებული სიყვარულისა. ლექსო კი აგრძელებდა თავის მონოლოგს–მე შენ თავიდანვე თავდავიწყებით შემიყვარდი, ერთი ნახვით, ერთი გამოხედვით, არ ვიცი მაშინ რა დამემართა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ამ გრძნობაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, ახლა კი არ შემიძლია, ვეღარ დავმალავ ამ გრძნობას, თუ უარს მეტყვი გაგიგებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი სიყვარულისთვის არ ვიბრძოლებ, მიყვარხარ, ვიცი ჩემნაირი ბიჭები არ მოგწონს, მაგრამ... ნინა მასთან სწრაფად მივიდა და ტუჩებში კოცნით შეაწყვეტინა თავისი მონოლოგი, ლექსოც აზრზე მოვიდა, წელზე ხელი შემოხვია, მუხლებზე დაისვა და მთელი არსებით მიიკრა გულზე და კოცნიდა მთელი სინაზით, მთელი სიყვარული ჩააქსოვა მან ამ კოცნაში, კოცნიდნენ იქამდე, სანამ ჰაერი ეყოფოდათ, შემდეგ ნინამ ლექსოს სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა –მართალი ხარ ლექსო, მე შენნაირი ბიჭები არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა, სწორედ შენ რომ შემიყვარდი? –ლექსომ გაფართოებული და თან ბედნიერი თვალებით შეხედა გოგონას, ნამდვილად არ ეგონა თუ ისიც სიყვარულით უპასუხებდა მის გრძნობას. ძლიერად მიიკრა გულზე და ლამის გაჭყიპა ისე ჩაეხუტა –მიყვარხარ ჩემო ნამცეცავ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ –უთხრა და მოუთმენლად დაუკოცნა მთელი სახე –მე უფრო მეტად მიყვარხარ, შენ კიდევ იმდენს მაწვალებდი, რომ არ მეგონა შენც თუ გიყვარდი, მე მეგონა ცალმხრივი სიყვარულისთვის ვიყავი განწირული –შესცინა და ბიჭის მკერდიდან ახედა თვალებგაბრწყინებულ ლექსოს. 88888 დილას ნინას კოცნამ გააღვიძა ლექსო, როცა თვალები გაახილა და მისი გოგო დაინახა, ბედნიერების ღიმილი გადაეფინა მთელ სახეზე, შემდეგ ხელი შემოხვია წელზე და მსუბუქად წააქცია ლოგინზე რათა მაგრად ჩახუტებოდა –აი ეს არის ბედნიერი დილის დასაწყისი –გაიღიმა კმაყოფილმა და ტუჩები დაუკოცნა გოგონას –მართალი ხარ–შესცინა ნინამაც და აკოცა –ისინი სად არიან, ახალი ამბავი არ უნდა ვუთხრათ? –ჰკითხა ბიჭმა, რომელიც საწოლზე იყო წამომჯდარი და დაჭმუჭნულ ტანსაცმელს ისწორებდა –არ არიან სახლში და მაგიტომ გაგაღვიძე, მთელი ღამე არ ყოფილან, სახლში ღამე არ გაუთენებია ლიკას და არ ვიცი რა ვიფიქრო –უთხრა შეშფოთებულმა თავის ბიჭს, რომელიც იღიმოდა –შეყვარებულები არიან, ალბათ გასეირნება გადაწყვიტეს, მერე გვიან იყო და თემოსთან დარჩნენ –სცადა აღელვებული გოგონას დამშვიდება ბიჭმა, მხრებზე ხელი დააწყო და ისე გაიყვანა სამზარეულოში –დავურეკოთ რა გთხოვ, ძაან ვნერვიულობ, რამე ხო არ მოხდა, ლიკა ყველა შემთხვევაში დამირეკავდა და გამაფრთხილებდა –კიდევ უფრო ნერვიულობდა ნინა –კარგი დაურეკე, რომ დამშვიდდე და აღარ ინერვიულო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად არის, თან ეძინებათ ამ დილას რომ ურეკავ, კარგი ხო, აიღე ჩემი ტელეფონი –ნინამ გამოართვა ბიჭს გამოწვდილი ტელეფონი და მეგობრის ნომერი აკრიფა, თავიდან არავინ პასუხობდა, მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ აიღეს ყურმილი –ლიკა სად ხართ? როგორ ხართ? ხომ არაფერი გიჭირთ? სახლში რატომ არ დაბრუნდით? ტელეფონს რატომ არ იღებდით ან საერთოდ სად ხართ? –ყველა კითხვა ერთდროულად მიაყარა რაც კი აინტერესებდა –მორჩიი? ნინა იცი მე გავთხოვდი, უფრო სწორად თემომ მითხრა გავიპაროთო და მეც დავთანხმდი –რა ქენიით? თქვენ ნორმალურები თუ ხართ? გეთქვათ მაინც –რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უთხრა ნინამ, შემდეგ ლექსოს შეხედა, რომელიც ინტერესიანი თვალებით უყურებდა და მოთმინებით ელოდა თუ როდის აუხსნიდა ნინა რა ხდებოდა –უცებ გადავწყვიტეთ და წავედით, ვერც კი მოვიფიქრეთ რომ დაგვერეკა–თავი იმართლა ლიკამ –კარგი ხო, ეხლა სად ხართ?–განაგრძო ცოტათი შემსუბუქებული ხმით ნინამ –არ ვიცი თემოს რამ მოაფიქრა, მაგრამ ანანურში ამომაყოფინა თავი, მითხრა აქ მინდა ჯვარის დაწერაო. გოგო მოველაპარაკეთ მამაოს და ხვალ გვაქვს ჯვრისწერა. შენ ერთი საქმე უნდა მომიგვარო, კაბა და ფეხსაცმელები მიყიდე ძალიან გთხოვ და ყვავილებზეც იზრუნე, ხო ტორტიც მაქედან უნდა წამომიღო, დანარჩენს აქ მე მოვაგვარებ –შენ კარგად თუ ხარ, ამდენი რაღაცა ერთ დღეში როგორ მოვასწრო, თან მე რო არ ამეფეთქებინა შენი ტელეფონი, ალბათ ამ ყველაფერს შუადღეს გავიგებდი და თავსაც წაგაცლიდი –ვიცი, რომ შენ შეძლებ, შენი იმედი მაქვს, კიდევ კარგი რომ დარეკე, ახლა თემოსაც გავაღვიძებ, რომ რესტორნის ამბები მოაგვაროს, აქ გუშინ რაღაც რესტორანი შევათვალიერეთ გუშინ, თან ხალხიც უნდა დავპატიჟოთ, ნახე რა მაგარია, ქორწილი ერთ დღეში –გაეცინა ლიკას –ხო იცინე, სასაცილოდ გაქვს საქმე, სტილისტს და ვიზაჟისტს დაურეკე ახლავე და ხვალ დილიანად მანდ ჩამოსვლაზე მოელაპარაკე, გესმის? –ხო მასე ვიზამ, შენ არ დაგავიწყდეს კარგი რაც გთხოვე, კაბის და ფეხსაცმლის ზომა კი იცი, კაბა უნდა იყოს მოკლე ხო იცი? ჩემს ლეპტოპში ნახავ სურათს და აი ისეთი, ფეხსაცმლის სურათიც მიდევს და ყვავილისაც, ასე რომ შენი იმედი მაქვს, გესმის? –ხო კარგი არ დაგაღალატებ, ადექი ახლა და საქმეებს მიხედე შენც, ცოტა ნამდვილად არ გექნება. ისე რამდენი კაცი იქნება სულ? –დაახლოებით 70, რავიცი გუშინ ამდენი მოვთვალეთ და დღეს უნდა დავურეკოთ ყველას –კარგი მიდი, აღარც მე მოგაცდენ და აღარც შენ მომაცდინო–უთხრა ნაჩქარევად და ტელეფონი გაუთიშა –რა მოხდა, მშვიდობაა?–მაშინვე ჰკითხა ლექსომ –გაპარულან და ხვალ ჯვრისწერა და ქორწილი აქვთ წარმოგიდგენია?–უთხრა სიცილით გოგონამ –რაა?–პირი დააღო გაოცებისგან ლექსომ–არ მოველოდი ნამდვილად –არც მე. ახლა მე და შენ ბევრი საქმე გვაქვს, ხომ დამეხმარები?–ეშმაკურად გაუცინა ბიჭს –დაგეხმარები თუ მაკოცებ და თუ სიარულით არ გამთიშავ დღეს–გაუცინა ბიჭმაც და ტუჩები მიუშვირა, ნინამაც არ დააყოვნა, აკოცა და მაგრად ჩაეხუტა _____ საქორწინო კაბების მაღაზიებში დადიოდნენ და კაბებს არჩევდნენ, ბოლოს ძლივს იპოვეს ისეთი კაბა, როგორიც ლიკას უნდოდა, ნინამ გადაწყვიტა მოესინჯა კაბა, რადგან ისინი ერთი ზომის იყვნენ და ფორმებითაც არ იყვნენ დიდად განსხვავებულნი, კაბა ძალიან ლამაზად ედგა ტანზე, მოკლე იყო და კრემისფერი, ლიკას არ მოსწონდა დიდი და გაშლილი კაბები, ერჩივნა მოკლე ყოფილიყო და სექსუალური, აი ნინას გემოვნება ამ საკითხში კი რადიკალურად განსხვავებული იყო. გასასინჯი ოთახიდან გამოვიდა და გაოცებული ლექსოს წინ დატრიალდა, ლექსომ ნერწყვი გადაყლაპა და ძლივს გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთს –ნინა ისე არ გიფიქრია, ჩვენც რომ გავიპაროთ, შენ ეგ კაბა გეცმეოდა, მე აი იმ პიჯაკს ჩავიცმევდი და დავქორწინდებოდით –მადლობა კომპლიმენტისთვის საყვარელო, ანუ ეს კაბა წავა ლიკუნასთვის–გაუცინა თავის ბიჭს და მაგრად აკოცა ლოაზე –კარგი ხო, გადავიხადოთ და წავიდეთ, მთელი დღე მოგვიწევს სიარული კიდევ? რა დარჩა გასაკეთებელი?–ჰკითხა დაღლილი ხმით ლექსომ –ანუ ტორტზე ვიყავით და ხვალ დილისთვის იქნება მზად სამოცდაათ კაცზე, კაბა გვაქვს, ფეხსაცმელები, აქსესუარები, თავშალი ეკლესიისთვის და ყვავილების შეკვეთა, აუ ლექსო, ისინი ისეთი გამოშტერებულები არიან, დაავიწყდათ ფოტოგრაფი და ვიდეოგადაღება, ეგ კი მე არ ვიცი როგორ მოვაგვარო –უთხრა ანერვიულებულმა გოგონამ ბიჭს და შეშფოთებული სახით შეხედა. –მაგას მოვაგვარებ, ჩემი ძმაკაცის ძმა მაგრად იღებს და უეჭველი წამოვა–დაამშვიდა ლექსომ გოგო –კარგი, მაგრამ რა უნდა გადაიღოს? მარტო ჯვრისწერა და რესტორანი რა პონტია, რაღაც განსხვავებულიც გვინდა–ჩაფიქრდა ნინა და შემდეგ ხმამაღლა წამოიძახა –მოვიფიქრე –აბა რა, მიდი მითხარი –ჩვენ გვინდა თეთრი მტრედები, ორი ცალი მაინც, კიდევ გვინდა წითელი გულის ფორმის ცაში გასაშვები, კიდევ ფოიერვერკები, კიდევ დარბაზში პირველი ცეკვისას ბუშტების ჩამოყრა, კიდევ შუშხუნა ფანტანები შესვლის დროს და კიდევ კონფეტები–ამოსუნთქვის გარეშე მიაყარა ლექსოს და თან უყურებდა როგორ იცინოდა მის ბავშვურ ტიტინზე ეს უკანასკნელი, ხელი ნელა გაჰკრა და უთხრა –კარგი რა, ნუ დამცინი, მინდა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის ეს დღე დაუვიწყარი იყოს –კარგი ხო პატარავ, მასეც გავაკეთებთ, წამოდი ახლა ყვავილებიც შევუკვეთოთ და ცოტა საქმე დაგვრჩება–შეაგულიანა ლექსომ საყვავილეში ლამაზი ორქიდეების თაიგული შეუკვეთეს, შემდეგ სამკაულების მაღაზიაშიც შევიდნენ და სვაროვსკის ცრემლის ფორმის საყურეები და ყელსაბამი იყიდეს, ფეხსაცმელებზე დიდი ხნის სიარული არ დასჭირვებია, რადგან ნინამ ზუსტად იცოდა, თუ რა მოსწონდა თავის მეგობარს. საღამოს ბოლოს, როგორც იქნა მიაღწიეს დიდ მაღაზიამდე, სადაც ყველანაირი ფოიერვერკები და კონფეტები იყიდებოდა, ანუ იქ ყველაფერი იყო წვეულებისთვის. დიდი დრო არც დასჭირვებიათ, მალევე აარჩიეს რაც უნდოდათ და იყიდეს. როცა გარეთ გამოდიოდნენ, ნინამ წამოიყვირა, რაზეც შეშინებულმა ლექსომ უცებვე გამოხედა –რა მოხდა, რა გჭირს?–ჰკითხა შეშნებულმა –ეს ყველაფერი ხო, მაგრამ ჩემთვის რომ არაფერი არ მიყიდია, საერთოდ არ გამხსენებია, რომ კაბა და ფეხსაცმელი უნდა მეყიდა –თვალები ცრემლებით აევსო გოგონას, რაზეც ლექსოს გაეცინა და მხრებზე ხელები ნაზად შემოჰხვია –მაგიტომ ტირი ანგელოზო? წამოდი თბილისი მოლი ან რომელიმე სხვა სავაჭრო ცენტრი ღია იქნება და აუცილებლად ავარჩევთ შენს მოსაწონ კაბასაც და ფეხსაცმელსაც ნინამ თავი დაუქნია, ნაზად გაუღიმა და გაემართნენ სავაჭრო ცენტრისკენ. დიდხანს ეძებეს მისი მოსაწონი კაბა, ბოლოს როგორც იქნა იპოვა, მოკლე ყავისფერი კაბა, მთლიანად დახურული და სადა იყო, მაგრამ ნინას ტანზე ძალიან ეფექტური იყო, მალევე მიაგნი ხორცისფერ ფეხსაცმელს, ქლაჩს და სანამ გამოვიდოდნენ, ერთ–ერთ ვიტრინაში შეამჩნია თავშალი თავისთვისაც და ლიკასთვისაც. ძალიან კმაყოფილი იყო ყველაფრით, ზუსტად ის იყიდა რაც უნდოდა მას და ლიკასაც ზუსტად მისი მოსაწონი კაბა უყიდა ––––– დილას ჩვეულებრივ ადრე ადგა და პირდაპირ სალონში გაიქცა, თმები მაღლა აიწია და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. საკმაო დრო მოუანდომა სალონში ყოფნას, ამ დროს ლექსოც მოვიდა და კარებთან ელოდებოდა –ძალიან ლამაზი ხარ ნამცეცა, თმაც გიხდება ასე, მაგრამ მე ჩემი კულულები მიყვარს–უთხრა და აკოცა მოცინარ გოგონას –მადლობა საყვარელო, ახლა წავიდეთ ყვავილები გამოვიტანოთ, მერე ტორტი ტანსაცმელები და დედოფლის რაღაცეებიც ავიღოთ და ისე წავიდეთ –ხო ნინა, ჩემი და თემოს ძმაკაცი მოდის და ტორტს ის იჭერს რომ იცოდე–გაეცინა ლექსოს –როგორც გინდა, ხო ტანსაცმელი იქ ჩავიცვათ, თორემ სულ დაგვეკუჭება–გაუღიმა ლექსოს და ცხვირზე აკოცა ––––– როგორც იქნა ყველაფერი მოაგვარეს და ანანურის გზას დაადგნენ, ნინას საბარგულიდან რაღაც ხმები მოესმა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო ეს რა იყო, ბოლოს ლექსოს ჰკითხა –უკან რა არის საყვარელო, რაღაც უცნაური ხმები ისმის –შენ რომ დაგავიწყდა ის არის ძვირფასო–თვალისმომჭრელად გაუღიმა ბიჭმა –მაინც რა დამავიწყდა?–გაეცინა ნინასაც –მტრედები ჩემო ნინა, მტრედები–ბიჭმა ხმამაღლა გადაიხარხარა –ჩემი ჭკვიანი ბიჭი, როგორ არ დაგავიწყდა, მიყვარხარ–უთხრა, შემდეგ გადაიხარა და ლოყაზე მაგრად აკოცა –ჩემი ნამცეცა ხარ შენ და მე უფრო მიყვარხარ–გაიღიმა ლექსომ დარჩენილი გზა მხიარულად გაიარეს და მიადგნენ სასტუმროს სადაც მათი მეგობრები იყვნენ დაბინავებულები 88888 –სად ხარ აქამდე გოგო, ქორწილი ორ საათშია და მოწესრიგებულიც კი არ ვარ –ოთახის კარი გააღო მანამ, სანამ ნინა დააკაკუნებდა –შენ რა აქ იდექი და ისე მელოდებოდი?–გაეცინა მეგობრის სულსწრაფობაზე გოგონას –შემოდი დროზე, ნერვები ისე მაქვს არ ვიცი რას გიზამ, მგონია ვერაფერს ვერ მოვასწრებთ–წაიწუწუნა პატარძალმა –ოჰ, მითხრა ამანაც ახალი ამბავი, ერთ დღეში გაკეთებული ქორწილისგან მეტი რაღა გინდოდა?–გაეხუმრა მეგობარს, მაგრამ როცა დაინახა, რომ ლიკა, ცოტაც და ატირდებოდა, მოეხვია და მისი დაწყნარება სცადა –კარგი გოგო, სხვისთვის შეიძლება შეუძლებელია, მაგრამ არა ჩემთვის და შენთვის, გუშინ ლექსო გავთიშე იმდენი ვატარე, ჯერ შენსაზე და მერე რო ეგონა, სახლში მივდივარ და ამოვისუნთქებ როგორც იქნაო, გამახსენდა რომ არც მე არ მქონდა არაფერი ჩასაცმელი და შენ ლექსოს სახე უნდა გენახა–გაეცინა გოგონას –შენ და ლექსო ძაან დაახლოვდით თუ მე გამოვტოვე რამე ამ ერთ დღეში? –ეშმაკურად გახედა ლიკამ დაქალს –შენ გამოტოვე რა თქმა უნდა, მერე მოგიყვები, ახლა კი ნახე კაბა და ფეხსაცმელი, ყვავილები ქვემოთ დავტოვე ლარნაკში, ტორტს სასტუმროს მაცივარში წაიღებენ დროებით, გაგიჟდები ისეთი მაგარია, ძაან ბევრი ვეხვეწე კონდიტერს რომ დღეს დილისთვის მოესწრო–გაეცინა ნინას –ჩემი მაგარი გოგო ხარ და ვიცოდი ყველაფერს ადვილად მოაგვარებდი–გაუცინა და მოეხვია თავის მეგობარს ლიკა –კარგი ხო, მადლობა მერე მითხარი, შე შტერო, ფოტოგრაფი და ვიდეოს გადამღების წამოყვანა რომ დაგავიწყდა, მე გამახსენდა და უკვე ჩამოსულები არიან, ქვემოთ ჭამენ და 15 წუთში ამოვლენ, მაკიაჟის და თმის კეთების დროსაც ადაგიღებს ფოტოგრაფი– თქვა თუ არა კმაყოფილი ღიმილით გადახედა თვალებ აციმციმებულ მეგობარს –რა მაგარია, რა მაგარია, რა მაგარია–თან ეხუტებოდა და თან ყვიროდა ბოლო ხმაზე –კარგი ნუ დამახჩვე და მოდი დაგეხმარო ––––– ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, ულამაზესი დედოფალი იყო ლიკა, ხელის მოწერის დროს, ლექსომ ხელი გაჰკრა და ანიშნა ჩვენც ხო არ მოგვეწერა ხელიო, ნინამ ანიშნა ნუ მაიმუნობო და ენა გამოუყო, ჯვრისწერა მართლაც ულამაზესი გამოვიდა, ამაზე ლამაზი ადგილი და ეკლესია ჯვრის დასაწერად ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში, ეკლესიიდან გამოსულებს, ნინას მითითებით, ხალხი დახვდა ორად გაპობილი და თავზე ბრინჯს და ვარდის ფურცლებს აყრიდნენ. ლიკამ აღფრთოვანებული თვალებით გახედა მეგობარს და ამ უკანასკნელმაც ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. უამრავი სურათი გადაიღეს, რესტორანში მისვლამდე ბევრ ლამაზ ადგილას გაჩერდნენ და სანახაობით ტკბებოდნენ. ერთი მინდორი მოეწონათ განსაკუთრებით, სადაც ხეც კი არ იდგა, ახლად აბიბინებული ხასხასა ბალახი და ცისფერი ცის კაბადონი შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენდა, ნინამ ლექსოს გადაუჩურჩულა მტრედები გამოიყვანეო და ბიჭიც სწრაფად წავიდა მანქანისკენ. ულამაზესი სანახაობა იყო ცაში ნეფე–დედოფლის პირველად აჭრილი თეთრი მტრედები, რასაც სტუმრების გაშვებული მტრედებიც დაემატა და მართლაც ულამაზესი სანახაობა იყო, ლიკა ბედნიერი იყო, თვალები უბრწყინავდა, საოცრად ამაყიც იყო იმ მომენტში, მას ხომ ასეთი არაჩვეულებრივი მეგობარი ჰყავდა, რომელმაც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გაულამაზა და უჩვეულო გახადა დღე, რომელსაც ჩვეულებრივად უნდა ჩაევლო. რესტორანში შესვლისას ლიკა არ ელოდა სიურპრიზს, რომელიც მისმა მეგობარმა დაახვედრა და რომელიც საერთოდ ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა დღეს. დარბაზში შესვლისთანავე შუქი ჩაქვრა, გვერდებიდან ჩანჩქერის ტიპის ფეიერვერკმა და წითელი გულის კონფეტებმა ამოფეთქა და მათ მაგიდასთან მისვლამდე არ შეჩერებულა. შემდეგ იყო პირველი ცეკვა, ირგვლივ დანთებული ფეიერვერკებით და ჭერიდან ჩამოყრილი ბუშტებით. მართლაც არაჩვეულებრივი ქორწილი გამოვიდა. ნინა მთელი ეს დრო სტუმრებს ესალმებოდა და დარბაზში დადიოდა, რათა ყველასთვის სათანადო ყურადღება მიექციათ. ბოლოს როცა სიტუაცია დალაგდა, მაშინ მოეშვა და მიუჯდა ლექსოს გვერდით –აღარ შემიძლია მე მეტი –მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ საშინლად იყო დაღლილი –მჯერა ჩემო ნამცეცავ, არ გშია? მოდი ჭამე, თორემ მთელი დღის უჭმელი ცუდათ გახდები –ჯერ არ მინდა, ცოტას დავისვენებ, სულს მოვითქვამ და მერე–გაუღიმა ბიჭს და მის ხელის თითებს დაუწყო თამაში –ძაან მაგარი გამოვიდა არა, შენ რომ არ ყოფილიყავი, ალბათ უღიმღამოდ ჩაივლიდა ეს ყველაფერი–უთხრა და ლოყაზე აკოცა თავის გოგოს –ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მართლა არ იქნებოდა ასეთი კარგი–გაუცინა ბიჭს და მათი თითები მჭიდროდ გადახლართა ერთმანეთში –ისე კარგი იქნებოდა ჩვენც რომ მოგვეწერა ხელი ამათთან ერთად–გაეკრიჭა ლექსო გოგონას –უნივერსიტეტის დამთავრებამდე ქორწილი არ გამაგონო–თითქოს მკაცრად უთხრა ბიჭს –ოო, მე ბებერი ცოლი კი არ მინდა–გაეცინა ბიჭს და მაგრად მიიკრა გოგონა მკერდზე–რომ იცოდე როგორ ძალიან მიყვარხარ, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ ჩემო პატარავ, არ ვიცი როგორ აგიხსნა, შენთვის თავსაც კი გავწირავ–უთხრა და თავზე მსუბუქად აკოცა –არაფრის ახსნა არ გჭირდება ჩემო საყვარელო, ვიცი რასაც გულისხმობ, მეც ზუსტად მაგას ვგრძნობ, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, უზომოდ მიყვარხარ და ჰაერზე მეტად მჭირდები, სულ ვფიქრობ ხოლმე, აქამდე უშენოდ როგორ ვიყავი, მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ის მხოლოდ არსებობა იყო და არა ცხოვრება–თბილად გაუღიმა და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა ბიჭს ––––– ქორწილი საკმაოდ გვიან დაიშალა, ნეფე–დედოფალი თბილისისკენ გააცილეს, საიდანაც იმ ღამესვე იტალიაში გაფრინდებოდნენ, ნინა და ლექსო კი საშინლად დაღლილები იყვნენ და პირდაპირ სასტუმროში წავიდნენ, ადმინისტრატორს მათი ოთახის გასაღებები სთხოვეს, როგორც ლიკამ უთხრა, ორივეს დაუჯავშნეს ოთახები –უკაცრავად, მაგრამ თქვენთვის ერთი ოთახია დაჯავშნული–ნაძალადევად გაუღიმა ადმინისტრატორმა –რაიმე შეცდომა ხომ არ არის? ჩემმა მეგობარმა დაჯავშნა ორივესთვის–გაბრაზდა ლიკას დაბნეულობაზე –არა, შეცდომა გამორიცხულია, თან თქვენს მეგობარს ვუთხარით, რომ მხოლოდ ერთი ოთახი იყო წყვილისთვის, დანარჩენი ქორწილისთვის ჩამოსულმა სტუმრებმა დაიკავეს, მან მითხრა, რომ არაუშავდა და დამეჯავშნა ბატონი ლექსოსთვის და ქალბატონი ნინასთვის –კარგით, რაღას ვიზამთ, მშვიდი ძილი –გასაღები გამოართვა და დაემშვიდობა სასტუმროს ადმინისტრატორს ლექსო ––––– –არა ლექსო წარმოგიდგენია, რა დაბნეული ბატები არიან, როგორ მოაფიქრდათ ჩვენთვის ერთი ოთახის აღება, თან მითუმეტეს არ იცოდნენ შეყვარებულები რომ ვართ და რას გვიჩალიჩებდნენ ხედავ?–არ ცხრებოდა ნინა –წარმოგიდგენია ეხლა ერთად რომ არ ვიყოთ და ისევ ისეთი კატა–თაგვური ურთიერთობა რომ გვქონდეს, ხომ დავჭამდით ერთმანეთს–გაეცინა ლექსოს –წარმომიდგენია, მათაც წარმოიდგინეს და ალბათ კარგ ხუმრობად ჩათვალეს, მაგრამ არ გაუმართლათ, მე და შენ ერთად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და ერთ ოთახში ძილიც არ წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას, რომ ჩამოვლენ, ვუთხრათ რომ მათმა ხუმრობამ არ გაჭრა და მაგრად დავცინოთ, მერე მაგათ სახეებზეც ვიცინოთ კარგად და ეგ იქნება შურისძიებაც–ტაში შემოჰკრა თავისი თავით კმაყოფილმა ნინამ და ლექსოს ჩაეხუტა. იმდენად დაღლილები იყვნენ, რომ დაწვნენ თუ არა მაშინვე ჩაეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს, ღიმილით სახეებზე ––––– თითქმის ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ლიკა და თემო იტალიაში იყვნენ, ნინას ძალიან ენატრებოდა მეგობარი, ისინი ხომ არასოდეს არ შორდებოდნენ, ეს ფაქტობრივად პირველი ხანგრძლივი განშრება იყო მათი, ლიკა ყოველდღე ურეკავდა, მაგრამ მაინც ძალიან ენატრებოდა დაქალი. სამაგიეროდ ლექსო ჰყავდა გვერდით, სულ ერთად იყვნენ და მათი სიყვარული დღითი დღე იზრდებოდა. –ნინაა –ჰოო –დღეს გითხარი რომ მიყვარხარ? –კი ოღონდ ძაან ცოტაჯერ, კოცნითაც ერთი–ორჯერ მაკოცე და ეგ იყო სუულ–ეშმაკურად გაუღიმა ბიჭს, რომელმაც მისკენ გადმოდგა ნაბიჯი და წელზე მოხვია ხელი –ოოო ეგ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, ჩემი საყვარელი ნამცეცა ხარ–უთხრა და მთელი გრძნობით აკოცა –ჩვენები როდის ჩამოდიან ხო არ იცი? ძალიან მომენატრნენ–მოიღუშა ნინა –ოჰ, ერთი კვირა დარჩა იქამდე კიდევ –იმედია მალე გავა ეს დროც–თქვა და მაგრად მიეხუტა შეყვარებულის მკერდს –ნინაა –ჰოუ –იცი ამ დღეებში ჩემში გარდატეხა მოხდა –აბა რა გარდატეხა მოხდა მომიყევი–გაუცინა გოგონამ ლექსოს და თმები საყვარლად აუჩეჩა –შვილი მინდა, ცოლიც რა თქმა უნდა–სრული სერიოზულობით უთხრა ბიჭმა –რაა? ლექსოო ჩემს გარდა კიდევ ვინმეს ხვდები და მისი ცოლად მოყვანაც გინდაა?–თვალცრემლიანი წამოხტა ბიჭის მუხლებიდან –არა სულელო, მე მხოლოდ შენ მინდიხარ ცოლად და შენ წარმომიდგენიხარ ჩემი შვილების დედად, სხვა როგორ უნდა შემიყვარდეს, როცა ჩემს გულში აღარავის ადგილი არ დატოვე და მთლიანად დაიკავე იგი?–გაუღიმა დამშვიდებულ გოგონას და ისევ თავის ადგილზე დასვა –ლექსო მიყვარხარ, მაგრამ ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი, ჯერ უნდა ვისწავლო, მუშაობა დავიწყო და მერე გამოგყვები–გაუცინა ბიჭს და ლოყაზე უკბინა მსუბუქად –მიყვარხარ ჩემო, ხო კიდევ, ამ წლის ბოლომდე გაძლევ დროს მოსაფიქრებლად –თორემ? –მოგიტაცებ–უთხრა და აკოცა ნინას ცხვირზე –ვერ გაბედავ –გამომცადე–ეშმაკურად გაუღიმა ბიჭმა 88888 რამდენიმე თვე გავიდა უკვე, ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, ლიკა და თემო ბავშვს ელოდებოდნენ, ნინასა და ლექსოს კი დღითი დღე უფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი. ლექსოს მიერ დათქმული ვადა ამოიწურა, ამიტომ ის ემზადებოდა, რომ ნინასთვის ცოლობა ეთხოვა. თემო ეხმარებოდა მეგობარს ყველაფრის გაკეთებაში. ღია ცის ქვეშ აწყობდნენ რომანტიკულ ვახშამს ორზე და მაშინ უნდა ეთხოვა ლექსოსაც ცოლობა. დილიანად, ჯერ კიდევ ძილ–ბურანში მყოფ თემოს თავისი ტელეფონის ხმა მოესმა, ერთი ხმადაბლა შეიგინა და ტელეფონს დახედა – რა გინდა ამ დილიანად, რა უბედურებაა ძილსაც კი რომ არ მაცლი? –მიაყარა გაბრაზებულმა –ოო, ბიჭო ხო იცოდი არა შენ რო დღეს ბეჭდის ასარჩევად უნდა წამომყოლოდი, თან ტანსაცმელიც უნდა მაყიდინო–შეახსენა ლექსომ მეგობარს –შე ერთუჯრედიანო, დილის რვა საათზე რომელი მაღაზია იქნება ღია? აუ ჩემიი, მაგრად გაკლია რაა –კაი ტვინი ნუ შემიჭამე, მთელი ღამე არ მძინებია და როგორც კი გათენდა დაგირეკე–ღრმად ამოიოხრა ბიჭმა –ნოოფენი დაგელია ჩემს გაღვიძებას არ ჯობდა მერე? – რეებს მელაპარაკები, არ ვარ ახლა მე ხუმრობის ხასიათზე, უარი რომ მითხრას? მერე სად წავიდე?–ბოლოს გაანდო თავისი სადარდებელი მეგობარს –კაი ბიჭო, რა დედაკაცივით პანიკიორობ, რატო უნდა გითხრას უარი მაგალითად? –რა ვიცი აბა მე, სწავლობს ჯერ უნივერსიტეტში და ჰგონია, რომ ისევ პატარაა –რამდენი წლისაა , 20–ის ხდება, პატარაა აბა რა არის, ეს შენ რო ხარ დიდი ვირი, ყველა ეგრე გგონია?–გაეხუმრა მეგობარს თემო –ლიკა არ იყო პატარა ცოლად რომ მოიყვანე? თუ პედოფილი ხარ და არ ვიცი –გაბრაზდა ლექსო –პრინციპში ნინაც არ არის პატარა, კაი ხო ჯანდაბას შენი თავი, ვდგები ჩემი თბილი ლოგინიდან და მოვდივარ შენთან –ძმა ხარ რაა, მიყვარხარ მაგრად –კაი ახლა ჩემი ცოლი იეჭვიანებს–გაიცინა და ახლად გაღვიძებულ მეუღლეს ნაზად გადახედა და ტკბილად აკოცა ლოყაზე –ვინ იყო საყვარელო?–ჰკითხა ჯერ კიდევ ძილში მყოფმა ლიკამ –ლექსო იყო ბაჭია, რაღაც საქმე აქვს და უნდა მივაკითხო, შენ და ჩემი პატარა ხომ კარგად იქნებით, ხაჭო ჭამე იცოდე აუცილებლად, არ დაგავიწყდეს –საყვარელო დამირეკე კარგი მერე –ხო დაგირეკავ, ახლა კი მშვიდათ დაიძინე–დაიხარა თემო, ტუჩებში აკოცა, თმა გადაუწია სახიდან და ფეხაკრეფით გამოვიდა საძინებლიდან ––––– –აჰაა, აქ ვარ შენი მონა–მორჩილი–შეაღო მეგობრის სახლის კარი და ლექსოს სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა –კაი გეყოს ტოო, რას დამცინი, არ ვარ მაგის ხასიათზე მე –წამო ყავა დავლიოთ სადმე და მაღაზიაც გაიხსნება მერე–ხელი გადახვია და ნელა უბიძგა ლექსოს კარებისკენ –კარგი წავედით, წავედით ––––– ბევრი იარეს, მაგრამ ლექსოს მოსაწონი ბეჭედი ვერსად ნახა. თემო კი ძალიან ცდილობდა დახმარებოდა მეგობარს, ეხმარებოდა სასურველი ბეჭდის არჩევაში –აი ეს ნახე ლექსო, მგონი მოეწონება –კაი ტოო, რა უბედურებაა, ამ ყვავილს არ გაიკეთებს შანსი არაა, ძაან დახვეწილი გემოვნება აქვს–შორს დაიჭირა მისი შეთავაზებისაგან –არც ეეს?–მიუთითა მარგალიტის თვლიანი ბეჭდისაკენ –აუ არაა, ეს ბურთი რო აზის შუაში არ მომწონს–დაიჭყანა ბიჭი –აბა ეს ნახე –შემდეგ სილამაზის ნიმუშზე მიუთითა თემომ –ბიჭო რა ყვითელ თვლიანი ბეჭედი, ნორმაზე თუ ხარ შენ? გემოვნება სახლში დატოვე თუ მაღადავებ–ვერ მოითმინა ბოლოს ლექსომ –არა რა გეღადავები ტოო, უბრალოდ ამათ ყველაზე დიდი ფასი ადევთ და ქალების ამბავი არ იციი, რაც უფრო ძვირი ღირს, ანუ მით უკეთესია–დაბნეულად უთხრა თემომ და უცოდველი თვალებით შეხედა ლექსოს. ბიჭს გაეცინა მეგობრის ასეთ სახეზე და მხარზე ხელი დაჰკრა გაგების ნიშნად –ძმაო, ბეჭედი მარტო ფასიანი არ უნდა იყოს, ძალიან დახვეწილი და ლამაზიც უნდა იყოს თან. შენ მაგრად გაგიმართლა, ლიკას აარჩევინე ბეჭედი, მე კიდევ სიურპრიზი მინდა მოვუწყო და ისე ვთხოვო ხელი–გაეცინა ლექსოს –მაგდენი აღარ ვიცი მე–უხერხულად გაეცინა თემოს–ლიკა რომ მიდის მაღაზიებში ყველაფერს ფასიანს ყიდულობს და მეგონა ასე იყო საჭირო, აბა მე რა ვიცი ქალები რა პრინციპით არჩევენ რარაცეებს საყიდლებზე –კაი, ნახე ეს ბეჭედი როგორი ლამაზია, არც უზაროდ დიდია და თან ლამაზი ფორმა აქვს, ვიცი ჩემს გოგოს ასეთი ერთ თვლიანი ნიშნობის ბეჭდები მოსწონს, მის ლეპტოპშიც მსგავსი ბეჭედი ვნახე როცა ვათვალიერებდი სურათებს –ხოდა ძალიან კარგი ეს ავიღოთ, მაგრამ ზომა რომ არ ვიცით–კითხვით შეხედა მეგობარს თემომ –ბიჭო ვთხოვოთ და გადაცვლის პირობით ვიყიდოთ მერე, რო რამე მოიტან და გადაცვლი ზომას, ნინას და ლიკას ორივეს წვრილი თითები აქვთ და ზომაც დაახლოებით ერთნაირი ექნებათ –ლიკას რა ზომის ბეჭედი უყიდე თემო? მაგ ზომასვე ვუყიდი მეც და თუ რამე გადავცვლით–ამოისუნთქა ლექსომ ––––––– ბეჭედი შეაფუთინეს და მათი შოპინგის დამღლელი ნაწილისკენ, ტანსაცმლის შესარჩევად წავიდნენ. ლექსოს ძალიან უნდოდა, რომ ყველაფერს იდეალურად ჩაევლო, მისი გარეგნობიდან დაწყებული, რომანტიკული ვახშმით დამთავრებული – ეგ რა არის, შკოლნიკ ბოტანიკოსს გავხარ, ბაბოჩკა გაკლია ერთი კისერში და ეგ არის–გაუჩერებლად იცინოდა თემო, რაზეც ლექსო საშინლად ბრაზდებოდა –აუუ შენ სულ გამოშტერდი რაა, იდეალურად უნდა ვიყო თქო ხო გითხარი,რატო არ გესმის რაა? –მერე შენ გგონია ამ გამოკვანწულ ტანსაცმელში იდეალურად გამოიყურები?–სიცილს ვერ წყვეტდა თემო –შენი გაჩერება ხო არ იქნა, ესეც არ მოგწონს?–გასძახა და გამოვიდა გასახდელიდან, მის სიმაღლეს საოცრად უხდებოდა, ღია ყავისფერი, ბოლოშ ოდნავ დავიწროებული და დაბალწელიანი შარვალი, თეთრი შარვალში ჩატანიებული პერანგი კი ხაზს უსვამდა ბიჭის სხეულის იდეალურ ნაწილს. ლექსოს პერანგის მკლავები ლამაზად აეკეცა იდაყვამდე და დატრიალდა მეგობრის წინ. მართლაც იდეალურად გამოიყურებოდა, მის ნათელ სახეს და ღია თმას საოცრად უხდებოდა ეს ჩაცმულობა, მაგრამ მისი ყველაზე ლამაზი სამშვენისი მაინც მისი თვალები იყო, ბედნიერებისგან აციმციმებული შავი თვალები. თემოს კმაყოფილი ღიმილი გადაეკრა სახეზე და მარჯვენა ხელის ცერა თითი აუწია კმაყოფილების ნიშნად. ––––– საღამოს დაურეკა ლექსომ ნინას, სადღაც მივდივართ და გაემზადეო. რვა საათი იყო როცა ლექსომ გოგონას სახლის მიუახლოვდა, ღრმად ამოისუნთქა და ზარს დააჭირა თითი. ნინამაც მალე გაუღო კარი, იმდენად ლამაზი იყო, რომ ლექსოს ერთი წუთით სუნთქვა შეეკვრა. თავისი ლამაზი ხვეული თმა მაღლა აეწია, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული დ ატმისფერი მოკლე, ჰაეროვანი კაბა ეცვა. ნინამ არ იცოდა რატომ გამოიპრანჭა ასე, უბრალოდ ლიკამ დაურეკა და უთხრა ლამაზად გამოეწყვე, დღეს ყველანი ერთად ვვახშმობთო. ნინაც გამოიპრანჭა, ლექსოს თვალებს რომ ხედავდა, გრძნობდა, რომ ტყუილად არ გასარჯულა, ბიჭს ძალიან მოსწონდა მისი ჩაცმულობა. ბოლოს გამოერკვა და ლექსოს ჩაეხუტა –შენ მე ბოლოს იქნება და გამაგიჟებ–ლოყაზე აკოცა გოგონას –შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები საყვარელო–გაუღიმა ნინამ –წავედით უკვე, თორემ აღარ შემიძლია, თავს ვერ მოვთოკავ და მაკიაჟიც გაგიფუჭდება–მუქარის ტონით დაუქნია თითი –და მერე ვინ გთხოვს თავის მოთოკვას ვაჟბატონო?–ეშმაკურად გაუცინა ნინამ –ასე ხოომ, მოდი აბა ჩემთან–ლექსომ ხელი დაავლო, სახლში შეიყვანა, კარებზე ზურგით ააყუდა და მთელი მოთოკილი ვნებით, მთელი სიყვარულით აკოცა. ნინაც კოცნითვე პასუხობდა, თავიდან აზრზე ვერ მოვიდა, მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, რომ ეს ბიჭი სიგიჟემდე უყვარდა და სულ ასე იქნებოდა. როცა გონს მოვიდნენ და ერთმანეთს მოშორდნენ, გაოცებულები ათვალიერებდნენ ერთმანეთს, ბოლოს სიცილი აუტყდათ, ასეთ ფორმაშ ვერსადაც ვერ წავიდოდნენ, ნინას მაკიაჟი გაფუჭებული ჰქონდა, თმები კი ლექსოს დაეშალა კოცნის დროს, მას ხომ ძალიან უყვარდა თავისი გოგოს გაშლილი ხვეული თმა, არც ლექსო იყო უკეთესს დღეში, ნინას წითელი პომადა ამშვენებდა მის თეთრ პერანგს, რომელსაც რამდენიმე ღილი მოწყვეტილი ჰქონდა, ხოლო კისერზე გოგონას ნაკბენები წითლად ემჩნეოდა. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და დიდ სიყვარულს გრძნობდნენ, ლექსომ ისევ დაიწყო სიცილი, როცა გოგონას სახეს შეხედა, მერე მზერა ნინას თხელი კაბაზე გადაიტანა, რომელიც ჩამოჩაჩვოდა და იქედან ნათლად ჩანდა მისი მკვრივი და სავსე ხორბლისფერი მკერდი, ნინამ მის მზერას თვალი გააყოლა და მკერდზე დაიხედა, შემდეგ ლექსოს გახედა, რომელსაც თავის შეკავება ძალიან უჭირდა. 88888 იმ ღამეს მოხდა ის რაც მოსახდენი იყო, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო თავის შეკავება და გადაეშვნენ ვნების მორევში. ორივე გრძნობდა, რომ ერთმანეთის ალერსით არ დაიღლებოდნენ არასოდეს და მუდამ ეყვარებოდათ ერთმანეთი. მთელი ღამე არ მოუსვენიათ, ვნებამორეულები დაღლილობასაც კი ვერ გრძნობდნენ ისე იყვნენ სულიერ და ახლა უკვე სხეულის ერთიანობასაც მოწყურებულები. მათ არ შეეძლოთ შეჩერება, ისინი ხომ უკვე ერთ მთლიანობად იქცნენ და ენანებოდათ ერთმანეთის გაშვება. ლექსო მთელი ძალით ეკვროდა გოგონას, ორივეს სიამოვნებდათ, ორივე ბედნერები იყვნენ. მიუხედავად იმ საშინელი ტკივილისა, რომელმაც გოგონა ბოლო ხმაზე ააკივლა და თან აატირა, მიუხედავად იმისა თუ მომავალში რა მოხდებოდა, ნინა ბედნიერი იყო, მას უღირდა, დიახ, მას უღირდა ეს ღამე, ეს ხომ უბრალო ღამე არც ყოფილა, ის თავის საყვარელ მამაკაცს ეფერებოდა მთელი ღამე, მამაკაცს, რომელსაც თავისი პირველი კოცნა აჩუქა, კაცს, რომელსაც თავისი უმანკო სხეული აჩუქა, კაცს, რომელსაც თავისი სული და გული მიუძღვნა. ნინას მთელი გულით უყვარდა ბიჭი, რომელიც ვნებიანი ღამისგან ძალა გამოცლილი მასზე იწვა ზემოდან და კისერში კოცნიდა, თან უამრავ სასიყვარულო სიტყვას ეჩურჩულებოდა. მიუხედავად სიმძიმისა, გოგონას სიამოვნებდა ბიჭის სხეულის სიმძიმის მის სხეულზე შეგრძნება. დილამდე გასტანა მათმა ვნებიანმა ღამემ, ორივეს საოცრად დაღლილებს და კმაყოფილებს ჩაეძინათ. დილას როგორც ყოველთვის ნინას ადრე გაეღვიძა, თვალები გაახილა და ლექსოს დიდი სიყვარულით გადახედა, შემდეგ ვერ მოითმინა, ტუჩებზე ნაზად შეეხო და ფრთხილად წამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ტკიოდა, მაინც არ ნანობდა წინა ღამეს, იგი ხომ ქალად იქცა, თან ყველაზე ბედნიერ ქალად ამ ქვეყანაზე. ლექსო რომ არ გაეღვიძებინა მეორე ოთახის სააბაზანოში გავიდა, წყალი გადაივლო და ოთახში შემობრუნდა რათა ტანსაცმელი აეღო. მალე ჩაიცვა ტანსაცმელიც და სამზარეულოში გავიდა, რათა ახალ გაღვიძებული ბიჭისთვის გემრიელი საუზმე დაეხვედრებინა. სამწუხაროდ მაცივარში მისთვის სასურველი პროდუქტები არ აღმოჩნდა და იგი იძულებული გახდა მაღაზიაში წასულიყო. კარებთან იყო მისული, როცა რაღაც გაახსენდა, უკან მობრუნდა და ფურცელი მოძებნა უჯრაში, რათა ლექსოსთვის წერილი დაეტოვებინა. მალე დაწერა თავის ბალიშზე დადო რათა ადვილად შეემჩნია ბიჭს იგი, კიდევ ერთხელ აკოცა მძინარეს და გაეცინა როცა თავისი ტუჩების ვარდისფერი კოპია დაამჩნდა ბიჭს ლოყაზე. ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან და სახლიც მალე დატოვა. ნინამ სადარბაზო მალე დატოვა და გადაწყვიტა ქუჩის ბოლოში არსებულ დიდ სუპერმარკეტში ფეხით წასულიყო. ტროტუარს ნელა მიუყვებოდა და თან გასულ ღამეზე ფიქრობდა, იხსენებდა მათ ოფლით დაცვარულ სხეულებს, ლექსოს ჩახლეჩილი ხმით ნათქვამ მიყვარხარს, მათი სხეულების ერთმანეთთან სიმჭიდროვეს, მათი სხეულების ერთმანეთთან შერწყმას, ლექსოს ვნებით დაბინდულ თვალებს, თავის კივილს და სიამოვნებისგან კვნესას, ლექსოს ღრიალს და აჩქარებულ ტემპებს, იხსენებდა და ძალიან დიდ ბედნიერებას განიცდიდა. მათ უყვარდათ ერთმანეთი და ახლა გრძნობდა, რომ ერთნი იყვნენ, ერთი მთლიანობა, რომლის გაყოფაც არავის არ შეეძლო. გოგონამ იგრძნო, რომ ეს ძალიან დიდი გარდატეხა იყო მის არსებაში, რომელიც ძალიან დიდ ბედნიერებას მოუტანდა ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი მიუყვებოდა გზას, ღიმილიც არ შორდებოდა სახიდან. არაფერს არ აქცევდა ყურადღებას ისე მიდიოდა, უცებ მის წინ მანქანამ დაამუხრუჭა და იქედან კაცი გადმოვიდა, რომელიც ნელ–ნელა უახლოვდებოდა გოგონას –ნინა –შეეენ?–თვალები გაუფართოვდა და დიდი შიში ჩადგა გოგონას თვალებში –არ მელოდი საყვარელოო? –აქ რა გინდა? –შენ მოგაკითხე ნინამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, რადგან უკნიდან ვიღაცა კაცი მიეპარა და პირზე ააფარა სითხით გაჟღენთილი ცხვირსახოცი. გოგონამ გონება დაკარგა და ცვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე დაეცა უღონოდ მამაკაცის ძლიერ ხელებში, რომლებმაც ატატებული გოგონა ჩასვეს მანქანის უკანა სავარძელში. ––––– ლექსოს გაეღვიძა მაგრამ თვალების გახელა არ უნდოდა, იხსენებდა წინა ღამეს, თავიდან ეგონა სიზმარი იყო, მაგრამ მალე ცხვირში გოგონას ბალიშის სურნელი ტკბილად მოელამუნა, რამაც დაარწმუნა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ყველაფერი მართლა განეცადა წინა ღამით და ეს სიზმარი არ ყოფილა. ბედნიერი იყო, მისი გოგო მთლიანად მისი გახდა, მას უნდოდა სიურპრიზი მოეწყო ნინასთვის, მაგრამ გოგონამ უფრო მაგარი გაუკეთა. ახლა უფრო დიდი სურვილი ჰქონდა გოგონა ცოლად მოეყვანა, ამ ღამემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იგი, რომ ნნა მისთვის ყველაფერი იყო, მისი ერთადერთი სიყვარული, მისი ცხოვრების მთავარი აზრი და გამლაზებელი. იხსენებდა ნინას აწითლებულ ლოყებს, ვნებისაგან ანთებულ თვალებს, რომელშიც საკუთარ თავს ხედავდა, პირველი ღამის ტკივილისგან გამოწვეულ სახის გამომეტყველებას და აუტანელი ტკივილისგან გამოწვეულ თავშეუკავებელ კივილს, ბიჭი იხსენებდა გოგოს ფრჩხილებს თავის ზურგზე, მის პატარა კბილებს თავის მკერდზე და კისერზე, ბიჭს რაც უფრო ახსენდებოდა წინა ღამე, მით უფრო დიდ ბედნიერებას გრძნობდა, ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ წინა ღამემ კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ ისინი ერთმანეთის ნახევრები იყვნენ და მუდამ ერთად უნდა ყოფილიყვნენ, ლექსო ხვდებოდა, რომ უკვე ვეღარ შეძლებდნენ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლის გაგრძელებას, უბრალოდ აზრი არ ექნება მათ ცალ–ცალკე, უერთმანეთოდ ცხოვრებას. ლექსომ თვალები გაახილა და ნინას მხარეს გადაბრუნდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა, მხოლოდ წერილი იდო ნინას ბალიშზე. სწრაფად დაავლო ხელი წერილს, მოუთმენლად გაშალა ორად გაკეცილი ფურცელი და ხმამაღლლა დაიწო კითხვა: „ჩემო საყვარელო, გუშინ მე ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი მთელი დედამიწის ზურგზე, ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა, ჩემი შიშებიც პირველ ღამეზე უკვალოდ გაქრა, შენ ხომ ჩემთან იყავი ამ ღამეს, მე კიდევ შენ საკუთარ თავზე მეტად გენდობი და მჯერა. მე შენ მიყვარხარ, გუშნდელი ღამე კიდევ ერთი დასტური იყო ჩემთვის იმისა, რომ უშენოდ ვერასოდეს, გესმის ვერასოდეს ვერ ვიცოცხლებ. მიყვარხარ უზომოდ და დღეიდან შენს გარეშე ყოფნა ჩემთვის უფრო აუტანელი იქნება, ვიდრე უჰაერობა. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, ძალიან მიყვარხარ და გკოცნი ძალიან ძალიან ბევრს.“ პ.ს. ხო ნახე რა დღეში ჩამაგდეე? იმის თქმა დამავიწყდა, რისთვისაც ამ წერილის დაწერა გადავწყვიტე მე ქუჩის ბოლოს სუპერმარკეტში წავედი, შორს არაა ფეხით მალე მივალ, ვიყიდი საჭირო პროდუქტებს შენი საყვარელი საუზმისთვის და მალე აქ გავჩნდები, იმედია ჩემს მოსვლამდე არ გაიღვიძებ, რადგან მინდა ვიგრძნო შენი ახლად გაღვიძებული ტუჩების გემო. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. ახლა მართლა წავედი, თორემ ეს წერილი კი არა ვეფხისტყაოსანი გამოვა და შენც უსაუზმოდ დარჩები შენი უსაყვარლესი და უერთადერთესი ნინა ––––– ლექსომ წაიკითხა თუ არა წერილი, გაეცინა მის გოგოზე, გულშ დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა, ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა ნინა და კოცნით როდის დაახრჩობდა, უკვე ენატრებოდა, თან საშინლად, ნინა ეს რა დამმართე, შენს გარეშე ვეღარ ვძლებ, ერთი საათიც არ იქნება ალბათ რაც მაღაზიაშ წახვედი, მე კიდევ საშნლად მენატრები და მოუთმენლად გელოდები, აი ეს არის სიყვარული, ნამდვილი და უსასრულო. ლექსომ ნინას სურათი აიღო ტუმბოდან, ეფერებოდა სურათს და იღიმოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და სურათს აკოცა, რომ გააცნობიერა რომ სურათს კოცნიდა, თავის თავზე გაეცინა და სურათი თავის ადგილას დააბრუნა. სურათის დადებისას ზეწარი გადმოიწია და ლექსომ სისხლის წითელი ლაქები დაინახა, ნინას მორცხვი თვალები გაახსენდა და გულში სითბო ჩაეღვარა, ის დიდ სიამაყეს გრძნობდა იმიტომ, რომ მისი საყვარელი ქალი მხოლოდ მას ეკუთვნოდა, აქამდე სულ ამტკიცებდა, რომ მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ქალიშვილი იქნებოდა თუ არა მისი ცოლი, მაგრამ ახლა გააცნობიერა, რომ ცდებოდა, მისთვის ძალიან დიდი და დადებითი ემოციების მომტანი იყო ის, რომ მისი ცოლისთვის პირველი და უკანასკნელი მამაკაცი იქნებოდა. –ცოლი, გაიმეორა წუთის წინ გულში ნათქვამი სიტყვა, იგი ბედნიერი იყო, თავისი გადაწყვეტილების სისწორეშ ისე არასოდეს ყოფილა დარწმუნებული, როგორც ახლა. ლექსო დაწვდა ლოგინთან დაგდებულ თავის პიჯაკს და იქიდან ოთხკუთხა პატარა ყუთი ამოაძვრინა, გახსნა და დააცქერდა ბეჭედს, რომელსაც მალე მისი უსაყვარლესი მეუღლე გაიკეთებდა მარჯვენა ხელზე, რგოლის საქორწინო ბეჭედთან ერთად. მარჯვენა ხელზე დაიხედა ბიჭმა, ხელი მოუსვა იმავე ხელის არათითს და მიხვდა, რომ ასე არასოდეს არ სდომებია, ამ თითზე ისეთივე ბეჭედი ჰკეთებოდა, როგორიც ნინას ექნებოდა იგივე ხელის იგივე თითზე. –არა, როგორც კი მოხვალ, მაშინვე მოგვიწევს ლაპარაკი ცოლო–უკვე ვეღარ ითმენდა ლექსო, სწრაფად შევიდა სააბაზანოშ და წყალი გადაივლო. 88888 ლექსო უკვე ძალიან ნერვიულობდა, წინ და უკან დადიოდა და ფრჩხილებს იკვნეტდა ნერვიულობისაგან. უკვე ექვსი საათი გასულიყო ნინას მაღაზიაში წასვლიდან მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა, არც ტელეფონს არ იღებდა, მუდმივად გამორთული იყო. ვერ ხვდებოდა რა შეიძლებოდა მოსვლოდა მის გოგონას, ლამის იყო გაგიჟებულიყო, ერთის მხრივ მშვიდდებოდა იმით, რომ არც ერთ საავადმყოფოში და არც ერთ პოლიციის განყოფილებაში არ იყო მასზე ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი საშინლად ღელავდა, ამ უჩვეულო გაუჩინარების გამო, არაფრის ცოდნა უფრო ანერვიულებდა ბიჭს. კარებზე ზარის ხმა გაისმა და ლექსოც სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარის გასაღებად. კარებში ლიკა და თემო იყვნენ, გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო, თემოსაც დაძაბულობა ეტყობოდა სახეზე. ლექსომ ხელები უღონოდ დაუშვა კარებიდან, როგორ ეგონა, რომ ეს მისი პატარა იქნებოდა, როგორი იმედი ჰქონდა. რაც მეტი დრო გადიოდა ლექსოს გული მით უფრო ეწურებოდა და შიშით ევსებოდა –საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით. მას ხომ ასე ძალიან არასოდეს არავინ არ ჰყვარებია, მას ხომ არც არავინ არ ჰყავდა ნინას გარდა, ჯერ იყო და ბავშვობაში დაკარგა მშობლები და პატარა ძმა ავტო კატასტროფაში, მერე გამზრდელი ბიძაც გამოაცალა ხელიდან ვერაგმა სიკვდილმა და ასე დარჩა მარტო. ხოლო როცა ნინას შეხვდა და თავდავიწყებით შეუყვარდა, იგრძნო ის, რაც არასდროს განუცდია, ახლა აცნობიერებდა, რომ ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ ცხოვრობდა, იცოდა, რომ უფრო დაფიქრებით უნდა მოქცეულიყო, მას ხომ პასუხისმგებლობა აკისრია და თან ძალიან დიდიც, ის საყვარელ ადამიანს უნდა გაფრთხილებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, უნდა ეზრუნა მასზე და ხელის გულზე ეტარებინა. ლიკა და თემო ხვდებოდნენ თუ როგორ უჭირდა ლექსოს, თვითონაც არ იყვნენ უკეთეს დღეში, მაგრამ ახლა საჭირო იყო ერთად დგომა, ასე ყველაფერს მოაგვარებდნენ, ყველაფერს ეშველებოდა და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდებოდა. სიჩუმემ დიდხანს გასტანა, ყველა თავის ფიქრებში იყო, სტუმრები აცნობიერებდნენ იმასაც, რომ ახლა ლექსოს მარტო ყოფნა სჭირდებოდა, მაგრამ ასე არ შეიძლებოდა, ჭკუიდან გადავიდოდა, ნერვიულობა გააგიჟებდა. თემო მიუახლოვდა ფანჯარასთან მდგარ მეგობარს და მხარზე ხელი მაგრად მოუჭირა თანაგრძნობის გამოსახატავად –ის აუცილებლად გამოჩნდება, ჩვენ მას ძალიან მალე ვიპოვით და სულ შენთან იქნება, გესმის ლექსოო? ახლა ყველაზე ძლიერი უნდა იყო, წარმოიდგინე ახლა რა დღეშია, შეიძლება ძალიან შეშინებულია ან სადმე არის მიყუჟული, არ ვიცი, მოკლედ შეიძლება ძაან უჭირს –მის სიტყვებზე ლექსო მკვეთრად მოტრიალდა და ძველ მეგობარს ამღვრეული თვალებით შეხედა –მეც მაგის მეშინია, ახლა ვინ იცის, სად არის, როგორ არის, ვისთან ერთად, ეგებ შეშინებულია, ეგებ ცუდ ადგილზეა სადმე, არ ვიცი, გესმის, არ ვიციი, ეს გაურკვევლობა კიდევ ალბათ მალე ბოლოს მომიღებს –ლექსო მაინც ვერ გავიგე რა მოხდა, სად წავიდა ან როგორ გაუჩინარდა?–ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა, რომელიც სავარძლის კუთხეში იჯდა და ნინას დათუნიას ეხუტებოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თვითონ აჩუქა საუკეთესო მეგობარს და ეს უკანსაკნელიც არ იშორებდა საყვარელ სათამაშოს –არ ვიცი ლიკა, მართლა ვერ ვხვდები რა შეიძლებოდა მომხვდარიყო, დილას რომ გავიღვიძე, ბარათი დამხვდა დატოვებული და ეწერა, რომ ქუჩის ბოლოში სუპერმარკეტში მიდიოდა პროდუქტების საყიდლად და რომ ძალიან მალე ამოვიდოდა სახლში, აგერ უკვე ექვს საათზე მეტი გავიდა და არაფერი არ ისმის მისგან, ტელეფონი გამორთული აქვს, პოლიციაში და საავადმყოფოში არაფერი არ იციან. მინდოდა საქმის აღძვრა, მაგრამ დაკარგვიდან 48 საათი მაინც უნდა იყოს გასულიო და არ ვიცი ახლა რა წყალშ გადავარდე, სად ვეძებო, ლიკა რაიმე ხომ არ იცი ისეთი რაც მე არ ვიცი, ნუ მოკლედ რაც შეიძლება დაგვეხმაროს ჩემი გოგოს პოვნაშ–მუდარით და იმედით აღსავსე თვალები მიაპყრო გოგონამ ნერვიულობისაგან აკანკალებულ გოგონას –არა ლექსო, მართლა არაფერი არ ვიცი, ვერ ვხვდები რა შეიძლებოდა მომხდარიყო –ვინმე მეგობართან ან ნათესავთან ხომ არ წავიდოდა–ხმა ამოიღო თემომაც –გამორიცხულია–თავი მკაცრად გააქნია ლიკამ–თუ თქვა, რომ პროდუქტების საყიდლად წავიდოდა ასეც იქნებოდა, არსად არ წავიდოდა თუ მითუმეტეს სახლში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ელოდებოდა, თან ნინა უყურადღებო არ არის, რომ წასულიყო სადმე, აუცილებლად დარეკავდა და ლექსოს ჩააყენებდა საქმის კურსში–დარწმუნებით განაცხადა და თანაგრძნობით შეხედა ლექსოს –იქნებ ვინმემ მოიტაცა? –შეეკითხა ცოლს თემო –მაგრამ რა მოტივით?–გაიკვირვა ლექსომ –ლამაზი გოგოა, კეთილი, ჭკვიანი და სასურველი საცოლე იქნებოდა ნებისმიერი ბიჭისათვის ლექსო, შეიძლება რომელიმე მასზე უიმედოდ შეყვარებულმა ბიჭმა, სხვა გამოსავალი როცა ვერ იპოვა, დაავლო ხელი და მოიტაცა –არ არსებობს, შეუძლებელია–კბილები გაახრჭიალა გამწარებულმა ლექსომ და კედელს მთელი ძალით დასცხო მუშტები, თემომ ძლივს შეაჩერა გააფთრებული მეგობარი და სავარძელშიც ძალით დასვა. ლექსომ სახე თავის ხელებში ჩარგო და ხავილის მსგავს ხმებს უშვებდა, თან მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდა–მის თავს ვერავინ ვერ წამართმევს, ის მხოლოდ ჩემია, ხელი რომ ვინმემ დააკაროს გეფიცები არ ვაცოცხლებ. ლექსოს ლიკა მიუახლოვდა და თმაზე ხელი დაუსვა, თან ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა ბიჭი და ძველი წონასწორობა დაებრუნებინა მისთვის –ჰეი, ლექსო, მისმინე, ნუ ნერვიულობ, ვერცერთი ბიჭი ვერ გაბედავდა მის მოტაცებას, ჯერ ერთი ნინა ყველაფერს მეუბნება და საუბარში არასოდეს უხსენებია ვინმე ძალიან მაწუხებსო, მეორეც, მართალია უნივერსიტეტში ჰყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან ნინას შეუვალი ხასიათი და ისიც მშვენივრად იციან, რომ ვერასოდეს ვერაფერს ვერ აიძულებენ, ასე რომ მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით გამოვრიცხოთ –ვერ გადავიტან, გესმით, მის დაკარგვას ვერ გადავიტან, ყველაფერს შევეგუები, რომ დამშორდეს, რომ მიმატოვოს, ჩემგან შორს რომ იყოს იმასაც ავიტან, მაგრამ ვიცოდე რომ კარგად არის, მხოლოდ ამის ცოდნა მჭირდება, გესმიით? მირჩევნია ჩემს გარეშე ბედნიერი იყოს, ოღონდ ცოცხალი, ჯანმრთელი და საღ–სალამათი იყოს –რა სისულელეს ამბობ ხვდები მაინც ლექსო?–ვერ მოითმინა და შეუტია ლიკამ აღელვებულ ლექსოს– ნუთუ იმდენად სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები თუ რამდენად უყვარხარ და სჭირდები ნინას, მას შენ ყველაფერზე მეტად უყვარხარ და ეხლა აქ რომ იყოს, საშინლად გაბრაზდებოდა შენი ამ სიტყვების გამო –თქვენ მაინც უნდა გესმოდეთ ჩემი, თქვენც ხომ ასეთივე დიდი სიყვარულით გიყვართ ერთმანეთი, აბა მითხარით, განა ერთმანეთისთვის თავს არ გასწირავთ? განა ერთმანეთის კარგად ყოფნისთვის ყველაფერს არ დათმობთ? გამიგეთ მეგობრებო, უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, სიყვარული არ გულისხმობს ეგოიზმს, ეს უფრო ალტრუიზმია, ვისაც ნამდვილი გრძნობით უყვარს, ის ყველაფერს დათმობს, ყველაფერს გაუძლებს საყვარელი ადამიანისთვის. –მესმის ლექსო შენი, ისიც ვიცი თუ როგორ გტკივა მთელი სული, მაგრამ ახლა ძლიერი უნდა იყო, შენი გოგონასთვის, ის გამოჩნდება, ჩვენ მაას აუცილებლად ვიპოვით და შენ აუცილებლად აჩუქებ იმ ბეჭედს და სთხოვ ცოლობას–ტელევიზორის წინ დადებულ პატარა ოთხკუთხა ყუთზე ანიშნებდა თემო –––––– ლექსოს ასე არასოდეს არ გასჭირვებია, ასე გრძელი ჯერ მისთვის ღამე არ ყოფილა. ენატრებოდა, სულის კივილამდე და გულის გახლეჩამდე ენატრებოდა. თავის სახლში არ წასულა, თუმცა იქ რა უნდა ეკეთებინა, მისთვის სახლი ის იყო, სადაც შეეძლო თავისი მეორე ნახევარი ეგრძნო ყველაფერში, ნინას სურათები, მისი სუნამო, მისი ტანსაცმელი, აქ ხომ ყველაფერი მისი ნინასეული იყო, ასე ცოტათი მაინც უმსუბუქდებოდა ტკივილი, რადგან მცირედ სიახლოვეს მაინც გრძნობდა საყვარელ ქალთან. ლექსწო გადაბრუნდა, ნინას ბალიშში ჩარგო ცხვირი და ღრმად ჩაისუნთქა მასზე ჯერ კიდევ შერჩენილი გოგონას ტკბილი სურნელი. მთელი ღამე თვალის მოხუჭვა ვერ შეძლო, შემდეგ წამოდგა ლოგინიდან და ნინას ტანსაცმელს იღებდა, მის სიახლოვეს გრძნობდა და ამიტომ სიამოვნებდა მის ნივთებთან შეხება. უცებ დიდი ღუნღულა ჟაკეტიდან ნინას დღიური გადმოვარდა, ბიჭს სუნთქვა შეეკვრა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, აქ ხომ შეიძლებოდა რამე ისეთი ყოფილიყო, რაც მიუთითებდა გოგონას ადგილსამყოფელს. ბოლოს როგორც იქნა გადაშალა და ბოლო გვერდიდან დაიწყო კითხვა. ბიჭს თვალები გაუნათდა, როცა ნინას ლამაზი კალიგრაფიით შსრულებული ბოლო წინადადებას მოჰკრა თვალი „მან მე სიყვარული მასწავლა, განსხვავებული, ყველასგან გამორჩეული, ჩვენი სიყვარული არ არის ეგოიზმით სავსე, მე ყველაფრის გაღება შემიძლია მისთვის და დარწმუნებული ვარ ლექსოც არ დაიხევდა უკან არაფერზე. მადლობა უფალო, ასეთი დიდი ბედნიერებისთვის. მე ხომ ის საკუთარ თავზე მიყვარს და არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ ოდესმე შეიძლება დავშრდეთ, თუნდაც რმოდენიმე დღით, ალბათ მე მაშნ გავათავებ ერთ სიკვდილს. ძალიან მიყვარს ჩემი ბიჭი, მართლა არ მეგონა თუ ამხელა სიყვარული შემეძლო.“ 88888 ნინა ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში იყო მიყუჟული და შიშისგან კანკალებდა, თავიდან ვერ მიხვდა ვინ იყო გამტაცებელი და რა უნდოდა მისგან. როცა რეზო დაინახა ძალიან შეშინდა, არ ეგონა თუ ის იპოვიდა მას, აქაც თუ მოაგნებდა ვერ წარმოიდგენდა. ფიქრობდა ყველაფერზე, გატაცებაზე, ლექსოზე, რეზოზე, ისევ ლექსოზე. ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მისი ფიქრი კვლავ ლექსოსთან ბრუნდებოდა, გული ეკუმშებოდა იმის გაფიქრებაზეც კი, რომ მათი სიყვარული მალე დასამარდებოდა, ყველაზე მეტად ამის გაფიქრების ეშინოდა, როგორ კარგად იყვნენ ის და ლექსო, ერთმანეთს ეკუთვნოდნენ სულით, გულით და სხეულითაც უკვე. ნინას გული ეწურებოდა როცა მათ წინა ღამეს იხსენებდა, ბოლო კოცნას და უკვე ძალიან ენატრებოდა ლექსო, ნეტა ახლა რას შვება? ალბათ გაგიჟებას არის, ალბათ მეძებს კიდეც, უცებ გოგონა გაფითრდა და თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა –იმედია არ მომძებნი, გთხოვ დამივიწყე, სამუდამოთ დამივიწყე, ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, რეზომ რომ გაიგოს...მოგკლავს ჩემო სიცოცხლევ, მე კი ამას ვერ გადავიტან, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, გთხოვ არ მომძებნო, მირჩევნია შენგან შორს ვიყო, ძალიან შორს, ოღონდ ვიცოდე, რომ კარგად ხარ, მხოლოდ ის მინდა, რომ არაფერი დაგემართოს არასოდეს და ბედნიერი იყო, განა ასე ბევრია ეს ყველაფერი? მზად ვარ საფასურად ჩემი სიცოცხლეც კი გავიღო, ტანჯვა ყველაზე მცირე იქნება ჩემთვის თუ ამით შენ აგარიდებ მას. მიყვარხარ ძვირფასო, იმედი მაქვს მალე დაანებებ ჩემს ძებნას თავს და ცხოვრებას ჩვეულებრივად გააგრძელებ, თითქოს არაფერი არ ყოფილა, მე კი მეყვარები ჩემთვის ჩუმი სიყვარულით– გულში კი მთელ ხმაზე ყვიროდა, თითქოს და ამით ლექსოს ხმას მიაწვდენდა, თითქოს ბიჭი გაუგებდა. ძალიან დიდ ტკივილს გრძნობდა ლექსოსთან ამ გონებრივი მონოლოგის გამო, ისიც კი ზარავდა, რომ შეიძლებოდა ბიჭს მართლა დავიწყებოდა იგი, მაგრამ ნინა მიუხედავად სულის გამანადგურებელი ტკივილისა, გრძნობდა, რომ უყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად, ამ სიყვარულისთვის იგი ყველაფერს გაიღებდა, სიცოცხლესაც კი თუ ეს მისი ცხოვრების აზრს ნებისმიერი სახის უბედურებას აარიდებდა. გოგონამ ფიქრი მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა კარში გასაღები გადატრიალდა და ოთახში რეზომ შემოაბიჯა მძიმედ –როგორ ხარ პატარავ? –დიდი თითი ჩამოაყოლა გოგონას სახეს –მასე ნუ მეძახი–კაცის ხელი უხეშად მოიშორა გოგონამ –მეგონა უფრო თბილად დამხვდებოდი, როგორ მეგონა, რომ მოგენატრებოდი–თითქოს დანანებით თქვა მამაკაცმა, ეშმაკურად გაეცინა და ახლა თმები აუჩეჩა რეზომ, რასაც მისივე ხარხარი მოჰყვა –თავს რატომ არ მანებებ, რა ჯანდაბა გინდა, შემეშვი რაა–ვეღარ მოითმინა ნინამ და ხმამაღლა დაუყვირა კედელთან აყუდებულ კაცს –ნუ ცხარობ საყვარელო, მაინც ვერაფერს ვერ მოახერხებ მაგ აგრესიით, უფრო თბილად თუ მოიქცევი შენთვის უკეთესი იქნება და მეც მესიამოვნება –სულ შენს სიამოვნებაზე ვფიქრობ ახლა მე–ირონიულად ჩაილაპარაკა გოგონამ –არადა ღირდა გეფიქრა ნამდვილად, დედაშენსაც რომ ეფიქრა ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა და შენც არ იქნებოდი ამ მდგომარეობაში –რომ იცოდე როგორ ვერ გიტან, დედაჩემმა თავის ცხოვრებაში ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა შენ რომ არ გამოგყვა ცოლად და მამაჩემი აირჩია–სარკაზმი არ შორდებოდა გოგონას –ჯობდა მე ავერჩიე, ახლა ყველაფერი ექნებოდა, სრულ ფუფუნებაშ იცხოვრება–დედოფალივით, მან კი ის ღატაკი, ჯიბე გაფხეკილი არჩია ამ პრივილეგიებს, ამიტომაც წავიდნენ ასე მალე ამ ქვეყნიდან–ჩაიქირქილა კაცმა –სამაგიეროდ მათ უყვარდათ ერთმანეთი, დედას არც შენი ფული სჭირდებოდა და არც არაფერი უნდოდა შენგან, მას დიდი სიყვარული ჰქონდა და ამას ვერაფერი ვერ შეედრება –ოხ ეს სიყვარული, სპლაშნაია რომანწტიკა–ტიტანიკის უნიჭო იმპროვიზაცია შეასრულა კაცმა –თქვენ ამას ვერ გაიგებთ, სულ მცირე გული უნდა გქონდეთ ეს რომ გაიგოთ –შესანიშნავად მესმის, ცნობისთვის გულიც მაქვს დიდი სიყვარულით სავსე –რაღაც მეეჭვება–ცალი წარბი ასწია გოგონამ –აი, მაგალითად, მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად ნინამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი გააქნია და თვალები დახუჭა, რათა მამაკაცისთვის ეგრძნობინებინა რომ საუბარი დასრულებულია –ეს საუბარი ჯერ არ დასრულებულა ჩემო გოგო, მალე ისევ მოგვიწევს მისი გაგრძელება, ლექსოზეც მაინტერესებს რაღაცეები, ახლა რაღაც საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა გავიდე და ხვალ ისევ გინახულებ. ნინას სახე წაეშალა ლექსოს სახელის გაგონებაზე, ესეიგი ამ ნაგავმა ლექსოზეც იცის რაღას–ამის გაფიქრებაზე ლამის ცუდათ გახდა, უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელი და მთელი ტანით მიბრუნდა, რათა მამაკაცისკენ ზურგით მდგარიყო. ლექსო ლოგინის გვერდით სავარძელში იჯდა და ნინას დღიურს კითხულობდა, ბოლო ნაწილი მთლიანად მასზე და მათ სიყვარულზე იყო, ბიჭს გული საოცარი სითბოთი ევსებოდა და ტკივილი უმსუბუქდებოდა მისი გოგოს ნაწერის ხმამაღლა წაკითხვის დროს, ამიტომ კიტხულობდა და თან თვალებიდან გადმოგორებულ ცრემლს იმშრალებდა ხელის დიდი თითით. „გოგოებმა მიგვახედეს თემოსკენ და მიგვითითეს ბიჭისკენ, რომელიც მას მოჰყვებოდა, გვითხრეს რომ ეს იყო ლექსო, ამ სახლის პატრონი. უნდა ვაღიარო პირველივე დანახვისას მომეწონა, მაგრამ იგი თავდაჯერებული იდიოტი აღმოჩნდა და ყველაფერი გააფუჭა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის მიმართ თან სიყვარულს ვგრძნობდი, თან მინდოდა მისი თავდაჯერებულობა გამექრო. მთელი საღამო ერთმანეთის ლანძღვაში და კამათში გავატარეთ. სიმპათიური კი არის, მაგრამ მეტისმეტად ცანცარა და იდიოტია, არაა, ჩემს გემოვნებაში არანაირად არ ჯდება“. –ლექსომ ამ აბზაცის წაკითხვისას გულწრფელად გაიცინა და ის დღე გაიხსენა, როცა ნინა გაიცნო, მასაც პირველივე დანახვისას მოეწონა იგი, მაგრამ მისი გაბრაზებაც ძალიან მოსწონდა. ფურცელი გადაშალა და შემდეგი გვერდის კითხვა დაიწყო: „ლექსომ ძალიან შემაშინა, უფრო სწორად გული გამიხეთქა, მან სპეციალურად აარჩია ისეთი ფილმი, როგორისაც საშინლად მეშინოდა. განა რა დავუშავე ასეთი რომ ვერ მიტანდა. არადა ვგრძნობ, რომ უკვე მომწონს, მაგრამ არა აუცილებლად გადავიწონებ, ეგეთ იდიოტს და საზიზღარს არავინ არ შეიყვარებს, ყოველ შემთხვევაში, ნორმალური. იმ დღესაც ისეთი რაღაცა გააკეთა, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა, მასზე გაბრაზებული ვიყავი და არ ვაპირებდი აგარაკზე მათთან ერთად წასვლას, ეს სულელი ბიჭი კიდევ ღამე სახლში დამადგა, ნახევრად მძინარე და ნახევრად შიშველი ხელში ამაპორწიალა და ისე წამიყვანა აგარაკზე, უუუჰჰჰ როგორ ვერ ვიტან. პ.ს. მაგრამ მაინც საყვარელია“. –ლექსომ რამდენიმე ფურცელი კიდევ გადაშალა და კითხვა განაგრძო „ლექსოს წყალობით გავცივდი და მაღალი სიცხე მქონდა, მასაც სხვა რაღა გზა ჰქონდა დარჩენილი, იძულებული გახდა ავადმყოფისთვის მოევლო, ნეტავ გაცოდინათ როგორ მსიამოვნებდა მის სახეს რომ ვუყურებდი, საშინლად წვალობდა, არ იცოდა რა და როგორ ექნა, მე კიდევ ამაზე ძალიან მეცინებოდა, მისი ჩახუტება დამატებითი საბნის ნაცვლად, ალბათ ყველაზე მაგარია რაც კი ცხოვრებაში განმიცდია, მაგრამ ლექსო მაინც იდიოტია და ამას არაფერი არ შეცვლის, იგი უნდა შეიყვარო ისეთი როგორიც არის–ი დ ი ო ტ ი“–ლექსო ყველაფერს გაიღებდა ამის წაკითხვის შემდეგ რომ ჰქონდეს ნინას ნახვის შესაძლებლობა, ძალიან მოუნდა ბიჭს მისთვის ეთქვა, რომ ეს არ იყო მისთვის იძულება ან ვალდებულება, უნდოდა ეთქვა, რომ მას სიამოვნებას ანიჭებდა იმ დღეს სიცხისაგან გათანგული გოგონას მოვლა და კიდევ რომ ძალიან ნერვიულობდა მაშინ, რადგან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. „ ლექსომ მითხრა მიყვარხარო, არ მეგონა მასაც თუ ვუყვარდი, როგორ შეძლო და უფრო ადრე არ მითხრა, მეც ხომ ძალიან მიყვარს, ყველა შესაძლებელზე მეტად, ის ჩემი ყველაფერია, ჩემის სულის და გულის ნახევარი, მაინც არ მჯერა აქამდე როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე, მისი სითბოსა და სიყვარულის გარეშე. ადრე რომ ეთქვათ, ლექსო შეგიყვარდებაო და თან მთელი არსებითო, ალბათ გულიანად გავიცინებდი, ახლა კი... ჩემს თავზე ვიცინი გულიანად, უბრალოდ როგორ შეიძლება ლექსო გაიცნო და არ შეგიყვარდეს? წარმოუდგენელია და დიდი სისულელეც“ –ლექსომ ამ სიტყვების ამოკითხვისას ცრემლები ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე ატირდა, არა, ის არ იყო ძლიერი, როცა საქმე მის პატარა ფერიას ეხებოდა, მისი ცხოვრების გამლამაზებელს, ახ როგორ ძლიერ ენატრებოდა ნინა, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და ეკოცნა მონატრებულ ტუჩებზე. ლექსო წამოდგა, კარადას მთელი ძალით დაარტყა ხელი და თავისთვის ჩაილაპარაკა–აუცილებლად გიპოვი ჩემო ანგელოზო, უშენოდ არ შემიძლია, უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ უშენოდ ჩემო სიყვარულო, გიპოვო სადაც არ უნდა იყო და ჩემთან დაგაბრუნებ, თან სამუდამოდ და არ მოგცემ წასვლის ნებას არავითარ შემთხვევაში. 88888 ნინა ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში იყო მიყუჟული და შიშისგან კანკალებდა, თავიდან ვერ მიხვდა ვინ იყო გამტაცებელი და რა უნდოდა მისგან. როცა რეზო დაინახა ძალიან შეშინდა, არ ეგონა თუ ის იპოვიდა მას, აქაც თუ მოაგნებდა ვერ წარმოიდგენდა. ფიქრობდა ყველაფერზე, გატაცებაზე, ლექსოზე, რეზოზე, ისევ ლექსოზე. ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მისი ფიქრი კვლავ ლექსოსთან ბრუნდებოდა, გული ეკუმშებოდა იმის გაფიქრებაზეც კი, რომ მათი სიყვარული მალე დასამარდებოდა, ყველაზე მეტად ამის გაფიქრების ეშინოდა, როგორ კარგად იყვნენ ის და ლექსო, ერთმანეთს ეკუთვნოდნენ სულით, გულით და სხეულითაც უკვე. ნინას გული ეწურებოდა როცა მათ წინა ღამეს იხსენებდა, ბოლო კოცნას და უკვე ძალიან ენატრებოდა ლექსო, ნეტა ახლა რას შვება? ალბათ გაგიჟებას არის, ალბათ მეძებს კიდეც, უცებ გოგონა გაფითრდა და თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა –იმედია არ მომძებნი, გთხოვ დამივიწყე, სამუდამოთ დამივიწყე, ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, რეზომ რომ გაიგოს...მოგკლავს ჩემო სიცოცხლევ, მე კი ამას ვერ გადავიტან, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, გთხოვ არ მომძებნო, მირჩევნია შენგან შორს ვიყო, ძალიან შორს, ოღონდ ვიცოდე, რომ კარგად ხარ, მხოლოდ ის მინდა, რომ არაფერი დაგემართოს არასოდეს და ბედნიერი იყო, განა ასე ბევრია ეს ყველაფერი? მზად ვარ საფასურად ჩემი სიცოცხლეც კი გავიღო, ტანჯვა ყველაზე მცირე იქნება ჩემთვის თუ ამით შენ აგარიდებ მას. მიყვარხარ ძვირფასო, იმედი მაქვს მალე დაანებებ ჩემს ძებნას თავს და ცხოვრებას ჩვეულებრივად გააგრძელებ, თითქოს არაფერი არ ყოფილა, მე კი მეყვარები ჩემთვის ჩუმი სიყვარულით– გულში კი მთელ ხმაზე ყვიროდა, თითქოს და ამით ლექსოს ხმას მიაწვდენდა, თითქოს ბიჭი გაუგებდა. ძალიან დიდ ტკივილს გრძნობდა ლექსოსთან ამ გონებრივი მონოლოგის გამო, ისიც კი ზარავდა, რომ შეიძლებოდა ბიჭს მართლა დავიწყებოდა იგი, მაგრამ ნინა მიუხედავად სულის გამანადგურებელი ტკივილისა, გრძნობდა, რომ უყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად, ამ სიყვარულისთვის იგი ყველაფერს გაიღებდა, სიცოცხლესაც კი თუ ეს მისი ცხოვრების აზრს ნებისმიერი სახის უბედურებას აარიდებდა. გოგონამ ფიქრი მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა კარში გასაღები გადატრიალდა და ოთახში რეზომ შემოაბიჯა მძიმედ –როგორ ხარ პატარავ? –დიდი თითი ჩამოაყოლა გოგონას სახეს –მასე ნუ მეძახი–კაცის ხელი უხეშად მოიშორა გოგონამ –მეგონა უფრო თბილად დამხვდებოდი, როგორ მეგონა, რომ მოგენატრებოდი–თითქოს დანანებით თქვა მამაკაცმა, ეშმაკურად გაეცინა და ახლა თმები აუჩეჩა რეზომ, რასაც მისივე ხარხარი მოჰყვა –თავს რატომ არ მანებებ, რა ჯანდაბა გინდა, შემეშვი რაა–ვეღარ მოითმინა ნინამ და ხმამაღლა დაუყვირა კედელთან აყუდებულ კაცს –ნუ ცხარობ საყვარელო, მაინც ვერაფერს ვერ მოახერხებ მაგ აგრესიით, უფრო თბილად თუ მოიქცევი შენთვის უკეთესი იქნება და მეც მესიამოვნება –სულ შენს სიამოვნებაზე ვფიქრობ ახლა მე–ირონიულად ჩაილაპარაკა გოგონამ –არადა ღირდა გეფიქრა ნამდვილად, დედაშენსაც რომ ეფიქრა ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა და შენც არ იქნებოდი ამ მდგომარეობაში –რომ იცოდე როგორ ვერ გიტან, დედაჩემმა თავის ცხოვრებაში ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა შენ რომ არ გამოგყვა ცოლად და მამაჩემი აირჩია–სარკაზმი არ შორდებოდა გოგონას –ჯობდა მე ავერჩიე, ახლა ყველაფერი ექნებოდა, სრულ ფუფუნებაშ იცხოვრება–დედოფალივით, მან კი ის ღატაკი, ჯიბე გაფხეკილი არჩია ამ პრივილეგიებს, ამიტომაც წავიდნენ ასე მალე ამ ქვეყნიდან–ჩაიქირქილა კაცმა –სამაგიეროდ მათ უყვარდათ ერთმანეთი, დედას არც შენი ფული სჭირდებოდა და არც არაფერი უნდოდა შენგან, მას დიდი სიყვარული ჰქონდა და ამას ვერაფერი ვერ შეედრება –ოხ ეს სიყვარული, სპლაშნაია რომანწტიკა–ტიტანიკის უნიჭო იმპროვიზაცია შეასრულა კაცმა –თქვენ ამას ვერ გაიგებთ, სულ მცირე გული უნდა გქონდეთ ეს რომ გაიგოთ –შესანიშნავად მესმის, ცნობისთვის გულიც მაქვს დიდი სიყვარულით სავსე –რაღაც მეეჭვება–ცალი წარბი ასწია გოგონამ –აი, მაგალითად, მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად ნინამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი გააქნია და თვალები დახუჭა, რათა მამაკაცისთვის ეგრძნობინებინა რომ საუბარი დასრულებულია –ეს საუბარი ჯერ არ დასრულებულა ჩემო გოგო, მალე ისევ მოგვიწევს მისი გაგრძელება, ლექსოზეც მაინტერესებს რაღაცეები, ახლა რაღაც საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა გავიდე და ხვალ ისევ გინახულებ. ნინას სახე წაეშალა ლექსოს სახელის გაგონებაზე, ესეიგი ამ ნაგავმა ლექსოზეც იცის რაღას–ამის გაფიქრებაზე ლამის ცუდათ გახდა, უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელი და მთელი ტანით მიბრუნდა, რათა მამაკაცისკენ ზურგით მდგარიყო. ლექსო ლოგინის გვერდით სავარძელში იჯდა და ნინას დღიურს კითხულობდა, ბოლო ნაწილი მთლიანად მასზე და მათ სიყვარულზე იყო, ბიჭს გული საოცარი სითბოთი ევსებოდა და ტკივილი უმსუბუქდებოდა მისი გოგოს ნაწერის ხმამაღლა წაკითხვის დროს, ამიტომ კიტხულობდა და თან თვალებიდან გადმოგორებულ ცრემლს იმშრალებდა ხელის დიდი თითით. „გოგოებმა მიგვახედეს თემოსკენ და მიგვითითეს ბიჭისკენ, რომელიც მას მოჰყვებოდა, გვითხრეს რომ ეს იყო ლექსო, ამ სახლის პატრონი. უნდა ვაღიარო პირველივე დანახვისას მომეწონა, მაგრამ იგი თავდაჯერებული იდიოტი აღმოჩნდა და ყველაფერი გააფუჭა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის მიმართ თან სიყვარულს ვგრძნობდი, თან მინდოდა მისი თავდაჯერებულობა გამექრო. მთელი საღამო ერთმანეთის ლანძღვაში და კამათში გავატარეთ. სიმპათიური კი არის, მაგრამ მეტისმეტად ცანცარა და იდიოტია, არაა, ჩემს გემოვნებაში არანაირად არ ჯდება“. –ლექსომ ამ აბზაცის წაკითხვისას გულწრფელად გაიცინა და ის დღე გაიხსენა, როცა ნინა გაიცნო, მასაც პირველივე დანახვისას მოეწონა იგი, მაგრამ მისი გაბრაზებაც ძალიან მოსწონდა. ფურცელი გადაშალა და შემდეგი გვერდის კითხვა დაიწყო: „ლექსომ ძალიან შემაშინა, უფრო სწორად გული გამიხეთქა, მან სპეციალურად აარჩია ისეთი ფილმი, როგორისაც საშინლად მეშინოდა. განა რა დავუშავე ასეთი რომ ვერ მიტანდა. არადა ვგრძნობ, რომ უკვე მომწონს, მაგრამ არა აუცილებლად გადავიწონებ, ეგეთ იდიოტს და საზიზღარს არავინ არ შეიყვარებს, ყოველ შემთხვევაში, ნორმალური. იმ დღესაც ისეთი რაღაცა გააკეთა, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა, მასზე გაბრაზებული ვიყავი და არ ვაპირებდი აგარაკზე მათთან ერთად წასვლას, ეს სულელი ბიჭი კიდევ ღამე სახლში დამადგა, ნახევრად მძინარე და ნახევრად შიშველი ხელში ამაპორწიალა და ისე წამიყვანა აგარაკზე, უუუჰჰჰ როგორ ვერ ვიტან. პ.ს. მაგრამ მაინც საყვარელია“. –ლექსომ რამდენიმე ფურცელი კიდევ გადაშალა და კითხვა განაგრძო „ლექსოს წყალობით გავცივდი და მაღალი სიცხე მქონდა, მასაც სხვა რაღა გზა ჰქონდა დარჩენილი, იძულებული გახდა ავადმყოფისთვის მოევლო, ნეტავ გაცოდინათ როგორ მსიამოვნებდა მის სახეს რომ ვუყურებდი, საშინლად წვალობდა, არ იცოდა რა და როგორ ექნა, მე კიდევ ამაზე ძალიან მეცინებოდა, მისი ჩახუტება დამატებითი საბნის ნაცვლად, ალბათ ყველაზე მაგარია რაც კი ცხოვრებაში განმიცდია, მაგრამ ლექსო მაინც იდიოტია და ამას არაფერი არ შეცვლის, იგი უნდა შეიყვარო ისეთი როგორიც არის–ი დ ი ო ტ ი“–ლექსო ყველაფერს გაიღებდა ამის წაკითხვის შემდეგ რომ ჰქონდეს ნინას ნახვის შესაძლებლობა, ძალიან მოუნდა ბიჭს მისთვის ეთქვა, რომ ეს არ იყო მისთვის იძულება ან ვალდებულება, უნდოდა ეთქვა, რომ მას სიამოვნებას ანიჭებდა იმ დღეს სიცხისაგან გათანგული გოგონას მოვლა და კიდევ რომ ძალიან ნერვიულობდა მაშინ, რადგან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. „ ლექსომ მითხრა მიყვარხარო, არ მეგონა მასაც თუ ვუყვარდი, როგორ შეძლო და უფრო ადრე არ მითხრა, მეც ხომ ძალიან მიყვარს, ყველა შესაძლებელზე მეტად, ის ჩემი ყველაფერია, ჩემის სულის და გულის ნახევარი, მაინც არ მჯერა აქამდე როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე, მისი სითბოსა და სიყვარულის გარეშე. ადრე რომ ეთქვათ, ლექსო შეგიყვარდებაო და თან მთელი არსებითო, ალბათ გულიანად გავიცინებდი, ახლა კი... ჩემს თავზე ვიცინი გულიანად, უბრალოდ როგორ შეიძლება ლექსო გაიცნო და არ შეგიყვარდეს? წარმოუდგენელია და დიდი სისულელეც“ –ლექსომ ამ სიტყვების ამოკითხვისას ცრემლები ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე ატირდა, არა, ის არ იყო ძლიერი, როცა საქმე მის პატარა ფერიას ეხებოდა, მისი ცხოვრების გამლამაზებელს, ახ როგორ ძლიერ ენატრებოდა ნინა, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და ეკოცნა მონატრებულ ტუჩებზე. ლექსო წამოდგა, კარადას მთელი ძალით დაარტყა ხელი და თავისთვის ჩაილაპარაკა–აუცილებლად გიპოვი ჩემო ანგელოზო, უშენოდ არ შემიძლია, უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ უშენოდ ჩემო სიყვარულო, გიპოვო სადაც არ უნდა იყო და ჩემთან დაგაბრუნებ, თან სამუდამოდ და არ მოგცემ წასვლის ნებას არავითარ შემთხვევაში. 88888 „ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ ახლა სულ მარტო ვარ, სულ მარტო. იმ არაკაცმა ორივე მომიკლა, ორივე წამართვა და ახლა ალბათ ტკბება იმით, რომ სულ მარტო ვარ ამ დედამიწაზე, აღარავინ აღარ მყავს იმათგან ვინც სიცოცხლეს მერჩივნა, მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი ლიკუნა,ისიც რომ დავკარგო არ ვიცი რას ვიზამ, ალბათ მეც მას გადავყვები. როგორ მძულს, ღმერთო ყველაზე მეტად მძულს ის ადამიანი, რომელიც უნდა მყვარებოდა და ჩემთვის საიმედო საყრდენი უნდა ყოფილიყო ამ მურტალ ცხოვრებაში, მან კი ყველაზე დიდი ბოროტება და გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა ჩემს წინაშე, მომიკლა ჩემი საყვარელი მშობლები და ჯერ არ დაბადებული ძამიკო, რომელიც უკვე სიგიჟემდე მიყვარდა, მტკივა იმის გამო, რომ ის ბედნიერად ცხოვრობს და მშვიდათ დააბიჯებს ამ ცოდვილ დედამიწაზე თან დაუსჯელად“–ლექსო სუნთქვა შეკრული კითხულობდა, ტკიოდა ნინას წარსული, რომელიც ბოლომდე ჯერ არ იცოდა, მაგრამ რაც გაიგო მისთვის შოკის მომგვრელი იყო, ვერ გაეგო ვინ იყო ის კაცი ვისაც მისი გოგო ასე ძალიან ვერ იტანდა და ვინც მშობლები დაუხოცა, ბიჭს მაინც უხაროდა რაღაცა ხელჩასაჭიდს რომ მიაგნო და უფრო დიდი ენთუზიაზმით განაგრძო დღიურის კითხვა „რეზო დევდარიანი ჩემთვის ყველაზე საძულველი ადამიანია, ის მამაჩემია. ალბათ ძალიან გასაკვირია ჩემი ისტორია, მაგრამ შევეცდები მაინც დავწერო, მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რასაც ამ ისტორიის გახსენებისას ვგრძნობ. დედაჩემს მარიკას შეჰყვარებია რეზო სტუდენტობისას, ბიჭი მდიდარი მამიკოს განებივრებული შვილი ყოფილა და თავში ავარდნილიც ჰქონდა თავისი მდგომარეობა. მან თვალი დაადგა დედას, რა თქმა უნდა მარიკა ხომ ყველაზე სუფთა და წმინდა ადამიანი იყო მთელს მსოფლიოში, ისე მოხდა, რომ თავი შეაყვარა და შეაცდინა სასიყვარულო ურთიერთობებში გამოუცდელი გოგონა, მარიკა მალე დაორსულდა მისგან, მაგრამ გადაწყვიტა რეზოსთვის არაფერი ეთქვა და გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან, რამდენიმე თვის შემდეგ მეც გავჩნდი, ბებიამ და ბაბუამ თავიანთი შეცდენილი ქალიშვილი გერმანიაში გაუშვეს სასწავლებლად, იქ წლები გავატარეთ მე და დედამ, თითქმის 1 წელი გავიდა რაც იქ ვიყავით, დედამ იქ გაიცნო ადამიანი, ვისაც მართლა უყვარდა და მართლა იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ბედნიერების შანსი მიეცათ, ამავე შანსს მარიკაც იმსახურებდა, რადგან ცხოვრებაში არ გაუმართლა და ძალიან დაიტანჯა რეზოს გამო. მათი ქორწინებიდან თითქმის 15 წელი გავიდა, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, მათ ბედნიერებას მეც ვიზიარებდი, მიხაროდა რომ ასეთი მშობლები მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ მე სიმართლე თავიდანვე ვიცოდი, ნიკოს მამად ვთვლიდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო, თუ ვინ გამზარდა, ვინ მაძლევდა ამოდენდა სიყვარულს და ვინ მავსებდა დიდი სიხარულით, მოკლედ, ნიკო ჩემი მამა იყო. ერთადერთი რაც ყველას გვანერვიულებდა ის იყო, რომ შვილი არ უჩნდებოდათ, ყოველთვის ვოცნებობდი და ან ძმა მყოლოდა, დედასაც ძალიან უნდოდა შვილები, მხოლოდ ნიკო არ ამბობდა არაფერს, ხშირად საყვედურობდა კიდეც მარიკას, მერე რა მოხდა, ნახე როგორი ქალიშვილი გვეზრდება, მეტი რაღა გვინდა ბედნიერებისთვისო. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენმა ბუზღუნმა გაჭრა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე დავითანხმეთ, როცა განაყოფიერება ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით, დედას დავტრიალებდით ყველანი თავს, ვლოცულობდით რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. ერთ საღამოს მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდით, გვეწვია ყველაზე მოულოდნელი სტუმარი–ჩემი ბიოლოგიური მამა, რომელმაც საშინელი სკანდალი აუტეხა დედას და როცა დამინახა ეჭვი გაუჩნდა, რადგან გაჭრილი ვაშლივით ვგავდი მას, ალბათ საკუთარმა ეგოიზმმა დაახრჩო, ვერ ეპატიებინა მარიკასთვის რომ წლების წინ მიატოვა, დაემუქრა ქმარს გაშორდი და დამიბრუნდი, თორემ ჩვენი ლამაზი გოგონა დაობლდება და ჩემთან მოუწევს ცხოვრებაო, დედამ კატეგორიული უარი განუცხადა და კარი ცხვირწინ მოუჯახუნა. ამის შემდეგ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მარიკას და ნიკოს დიდი სატვირთო დაეჯახა, რამდენიმე მეტრზე ათრია მსუბუქი მანქანა და ამან შეიწირა ჩემი მშობლები. ამის შემდეგ დაიწყო ტანჯვა ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 16 წლის ვიყავი, ყველაფერს კარგად ვაცნობიერებდი და ვხვდებოდი ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, გამახსენდა მისი მუქარაც და ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა წავსულიყავი ისეთ ადგილზე, სადაც მისი ბოროტი საცეცები ვერ მომწვდებოდა. ჩავალაგე ცოტა ტანსაცმელი, დედას ოქროულობა, ნაღდი ფული და ნიკოს ჩეკების წიგნაკიც წავიღე, საიდანაც დიდი თანხის განაღდებას მეორე დილასვე ვაპირებდი, რათა იმ ბოროტ სულს განაღდებული ჩეკებით არ მოეგნო ჩემთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად ვიცოდი, რომ იგი ყველაფერზე იყო წამსვლელი. გადავწყვიტე ქუთაისში წავსულიყავი, იმედი მქონდა ვერ მომაგნებდა, თან იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი ლიკა მეგულებოდა, რომელიც დიდი ხანი არ მენახა, ძალიან თბილად მიმიღეს, ლიკას მამა პოლიციელია და იგი დამეხმარა, ისე გადამმალა, რომ რეზოსნაირმა გაიძვერამაც კი ვერ მიპოვა, დღითი დღე ტკივილი უფრო მძაფრდებოდა, გული ბოღმით მევსებოდა არდაბადებული ძამიკოს გახსენებაზე, ჩემს მზრუნველ მშობლებზე და წართმეული ბედნიერების გახსენებაზე. ლიკა და მისი ოჯახი ერთადერთები იყვნენ ვინც იმ დროს მხარში მედგნენ და ყველაფრის დაძლევაში დამეხმარნენ. სკოლა ქუთაისშივე დავამთავრე და ჩემს მთავარ მიზნად სამართლის სწავლა დავისახე, რათა რეზო და ყველა მისნაირი დაუსჯელი არ დაპარპაშობდნენ ამ ქვეყანაზე და სამართლიანობა აღსდგეს, საკუთარ თავს და მშბლებს შევპირდი, რომ საუკეთესო სტუდენტი ვიქნებოდი. თბილისში ახალი ცხოვრება იწყებოდა, ახალი ბინა ვიყიდე, ყველა სახის კონტაქტი გავწყვიტე ძველ ცხოვრებასთან, რათა იმ ნაძირალას არ ვეპოვნე. დავბრუნდი თბილისში და დავიწყე ახალი ცხოვრება სუფთა ფურცლიდან“ 8888888 ლექსო საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა, არ ესმოდა როგორ შეიძლებოდა ადამიანები ასეთი ბოროტები ყოფილიყვნენ, ასეთი ხელაღებით გაენადგურებინა სხვისი ცხოვრება და ბედნიერება. ბიჭი ჯერ კიდევ შოკში იყო, არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ნინამ გამოიარა, მისმა ყველაზე საყვარელმა ადამიანმა, სიამაყეც იგრძნო მის გამო, ის ხომ სულიერად ისეთი ძლიერია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრების ხელახლა დაწყება შეძლო. რაც უფრო უფიქრდებოდა ბიჭი, უფრო დიდ ტკივილს გრძნობდა, ეშინოდა, პირველად ცხოვრებაში ეშინოდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის, ვერ გადაიტანდა ამას ვერაფრით, რადაც არ უნდა დაუჯდეს აუცილებლად გადაარჩენს. ლექსომ თავზე ხელები შემოიწყო, არ უნდოდა ეფიქრა, თუ რა შეიძლება დაუშავოს იმ არაკაცმა მის გოგონას, ალბათ როგორ ეშინია მისი, ალბათ ძველი ტკივილიც განუახლდა, ეჰ როგორ მინდა ახლა შენთან ვიყო და ერთად გადავლახოთ ეს ყველაფერი, როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად ძალიან ბედნიერი იყო. ლექსო ვერც კი მიხვდა ისე დაათენდა თავზე, თავის ფიქრებშ იყო ჩაფლული, როცა კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა, უცებ ადგა და კარის გასაღებად გაეშურა. 8888888 –გამარჯობა, როგორ ხარ ძმაო?–სევდიანად მოიკითხა თემომ –როგორ ვიქნები, ლამისაა გავგიჟდე, თუმცა ახლა უფრო ცუდათ ვარ –რატომ, რაიმე ცუდი ხო არ მოხდა? ნინას შეემთხვა რამე?–გაფითრებულმა შეჰკივლა ლიკამ –რატომ არაფერი მითხარი ლიკა რეზო დევდარიანზე? ამით ხომ საქმე უფრო გაგვიადვილდებოდა?–კითხვა შეუბრუნა იქვე აწურულ გოგონას –მე ნინას შევფიცე წლების წინ, რომ მას არასოდეს ვახსენებდით და არც გავიხსენებდით, მაპატიე მაგრამ არ შემეძლო ამის თქმა. შენ საიდან გაიგე?–მოიღუშა ლიკა –ღამით ვერ დავიძინე და შემთხვევით ნინას დღიური ვიპოვე, ვიფიქრე ეგებ რაიმე კვალზე გაგვიყვანოს თქო და წავიკითხე, როგორც ჩანს მართალიც აღმოვჩნდი–დღიური აჩვენა ხელით მეგობრებს და ოთახშ სიარულს მოჰყვა –კი მაგრამ, ეხლა რა იქნება?–ხმა ამოიღო თემომაც –ვიცი რასაც გავაკეთებთ, პოლიციაშ წავალთ და ყველაფერს ვიტყვით, დიდი ხანია დროა ეგ ნაგავი ციხეში ჩააგდონ და იქვე ამოლპეს–ამოისისინა ლექსომ –მართალი ხარ ლექსო, რაღას ველოდებით წავედით, ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება და ნინაც ჩვენთან ერთად იქნება ძალიან მალე––მზარზე ხელი შეახო თემომ მეგობარს და მშვიდი ღიმილით დაუდასტურა თავისი სიტყვები –ბიჭები რწმენა, უფლის რწმენა იქონიეთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ჩვენი გოგო ძალიან ძლიერია და ამასაც გაუძლებს, მან ერთხელ გაუძლო ყველაფერს, ახლა კი მით უმეტეს გაუძლებს, რადგან აქ მისი საყვარელი ადამიანი მოუთმენლად ელოდება, რაც მისთვის დამიჯერეთ სტიმულზე მეტია.–გაუღიმა ბიჭებს და მაგრად მოეხვია 88888 ლექსომ აიღო ნინას დღიური და მეგობრებთან ერთად პოლიციაში წავიდა. სარჩელის შეტანისა და საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ ლექსომ განცხადებას ხელი მოაწერა და ლეიტენანტს შესასვლელში დაელოდა –ბატონო ლეიტენანტო რას მეტყვით, გამოვა რამე? –მიეჭრა გამოსულ ლეიტენანტს ლექსო –ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით ბატონო ალექსანდრე, საქმე აღძრულია და თქვენი საცოლის ძებნას ვიწყებთ –რეზო დევდარიანს რას უპირებთ? არ დაიჭერთ? –ჩვენ არანაირი სამხილი არ გაგვაჩნია მის წინააღმდეგ, თქვენს მიერ გადმოცემული დღიურიც არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ ნივთმტკიცებად, სანამ თვითონ დღიურის პატრონს არ დაველაპარაკებით უშუალოდ და ის არ დაადასტურებს, რომ ნამდვილად მოქალაქე რევაზ დევდარიანმა მოიტაცა, ხელ–ფეხი შეკრული გვაქვს და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მოდით, დროს მივანდოთ ეს საქმე და ყველაფერი კარგად იქნება –ადვილი სათქმელია ლეიტენანტო, თქვენი გადმოსახედიდან ყველაფერი ძალიან ადვილია, მაგრამ მე რა ვქნა? ის ჩემი საცოლიეა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და ახლა ის საფრთხეშია. თქვენ ვერ გაიგებთ რას ვგრძნობ ეს დღეებია, თითქოს სული დამიცარიელდა და თუ მალე ვერ ვიპოვით, არ ვიცი რას ვიზამ–სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი ლექსო –კარგი, დამშვიდდით, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ რომ ჯანმრთელი და საღ–სალამათი დაგიბრუნოთ თქვენი საცოლე –კარგი, დიდი მადლობა, მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ მის დასაბრუნებლად, გთხოვთ ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენოთ და ყველაფერი გამაგებინოთ –დიახ ბატონო ალექსანდრე, ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, თქვენი საცოლის საქმის გამოძიება უნდა დავიწყოთ, ალბათ დღეს დავიბარებთ ბატონ რევაზ დევდარიანს, რადგან თქვენ ის საჩივარში მთავარ ეჭვმიტანილად დაასახელეთ, ასევე ლიკა გეგეჭკორი და მისი მშობლები უნდა გამოვიძახოთ დაკითხვაზე –კარგი გადავცემ აუცილებლად, კარგად იყავით და თქვენს ზარს ველოდები 88888 სახლისკენ მიმავალ გზაზე ლექსო ფიქრობდა და ბოლოს გადაწყვიტა პოლიციის შენობასთან მიბრუნებულიყო და დალოდებოდა, შემდეგ უკან გაჰყვებოდა, ადრე თუ გვიან ის არამზადა აუცილებლად ხომ წავიდოდა ნინას სანახავად და აი სწორედ მაშინ გამოიჭერდა მას და ნახავდა ნინას, თავის გოგოს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და ენატრებოდა, ხვდებოდა რომ ეს სამუდამო დაავადება იყო, რომელიც ერთმა პატარა გოგონამ შეჰყარა და აღარასოდეს გადაუვლიდა, ის უკვე ვეღარ გაძლებდა ამ საოცარი არსების გარეშე. თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა მოაბრუნა მანქანა და იქვე შორიახლოს გაჩერდა პოლიციის შენობასთან, იმედი ჰქონდა, რომ როცა ის მოვიდოდა პოლიციაში იცნობდა, მისი სურათი ნახა ლეიტენატთან და თურმე ნინასაც ძალიან ჰგვანებია გარეგნულად. ლოდინი დაიწყო, დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა მისი სკოლის და ძალიან ახლო მეგობრისთვის დაერეკა, დიტოსთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა ლექსოს, როგორც ბოლო შეხვედრისას უთხრა პოლიციელი იყო და მისი სამსახური მისთვის ყველაფერი იყო. მეგობარს არც ახლა დაუღალატებია და როგორც ყოველთვის მასთან ძალიან მალე გაჩნდა –აბა ძმაო რა ხდება, რა გაგჭირვებია?–მხარზე ხელი დაჰკრა ძველ მეგობარს –რეზო დევდარიანმა, რომელიც არის ჩემი საცოლის ბიოლოგიური მამა, მოიტაცა ჩემი გოგო, ის ძალიან ცუდი ადამიანია, კრიმინალი, ნინას მშობლები დახოცა და ახლა არ ვიცი ის ნაგავი რას დაუშავებს მას, ალბათ ძალიან ეშინია –მერე? რა გეგმა გვაქვს? –ახლა დაკითხვაზე არის ვაჟბატონი და რომ გამობრძანდება, ჩუმად უნდა გავყვეთ, ადრე თუ გვიან ნინას კვალზეც გავალთ –კარგი გეგმაა, არ ინერვიულო ძმაო და მენდე, ჩვენ შენს საცოლესაც აუცილებლად ვიპოვით, მენდე, ხომ იცი არასოდეს მომიტყუებიხარ –რომ გენდობი და მეიმედები, ამიტომ დაგირეკე შენ –მხოლოდ ერთი პირობით–თითი სასაცილოდ გაფშიკა დიტომ და მეგობარს ბავშვურად გაუღიმა –აბა რა პირობით? –მეგობრის ქცევაზე გაეცინა ლექსოსაც –თქვენს ქორწილში მეჯვარე მე ვიქნები და არ იწუწუნებ იცოდე–წინასწარ გააფრთხილა ბიჭი, რომელმაც გულიანად გადაიხარხარა და მხარზე ხელი დაჰკრა დიტოს –რა თქმა უნდა დიტო, აუცილებლად. ოღონდ იცოდე ნინა ისე არ გამიგიჟო, რომ ჩემთან ქორწინებაზე უარი თქვას, თორემ დაგასამარებ –ისე ყველაფერს ვიფიქრებდი, ოღონდ შენ თუ ცოლის მოყვანას გადაწყვეტდი ნამდვილად არ მეგონა –დასცინა ბიჭმა –ნუ დამცინი, მეც ზუსტად მასე მეგონა, მაგრამ შემიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად, თავს ვეღარაფერს ვუხერხებ, სულ მინდა ჩემთან იყოს, ვერ ვძლებ უიმისოდ. ასე რომ, წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებ, შეგიყვარდება და თავსაც დაკარგავ, გაიგე ბიჭო? –სიმართლე რომ გითხრა არ მესმის, ხო იცი, რომ სიყვარული ჩემგან ძალიან შორსაა, ხალასტოი ცხოვრება მირჩევნია –ფართოდ გაიკრიჭა დიტო და შემდეგ ყურადღება პოლიციის კარისკენ გადაიტანა, რომლისკენაც ლექსომ მიუთითა 88888 ბიჭებმა დიდხანს იარეს, დევდარიანის მანქანას შორი–ახლოს მისდევდნენ და ცდილობდნენ ხელიდან არ გაეშვათ ბოროტმოქმედი, ბოლოს ქალაქსაც გასცდნენ და თბილისთან არც თუ ისე შორს მდგარ სამ სართულიან სახლს მიადგნენ და იქვე ახლოს გააჩერეს მანქანა, იქვე დასახლება იყო და გადაწყვიტეს მათთვის გამოეკითხათ ყველა დეტალი და ისე დაესახათ სახლში შეღწევის გეგმა, ყველაფერი ფრთხილად უნდა დაეგეგმათ და არ უნდა ეჩქარათ, რათა ეს შანსი არ გაეშვათ ხელიდან, თორემ არ იცოდნენ რას მოიმოქმედებდა დევდარიანი, შეიძლებოდა საფრთხე ეგრძნო და შორს გადაემალა ლექსოს საყვარელი ქალი, ამის გაფიქრებაზეც კი კანკალი ეწწყებოდა ლექსოს. ბოლოს იქვე პატარა მაღაზიის წინ მსხდომ ხალხის ჯგუფთან გადაწყვიტეს მისვლა –გამარჯობა თქვენი –მათი ყურადღება მიიქცია დიტომ –კაი გამარჯობა შვილებო, რამ შეგაწუხათ?–იკითხა უხუცესმა მსხდომთ შორის –ჩვენ სახლის ყიდვა გვინდა და ეს სახლი გვაინტერესებს–მიუთითა ლექსომ დევდარიანის სახლზე –ეგ სახლი შეგიძლიათ დაივიწყოთ, რეზო დევდარიანს ეკუთვნის და ის ამ სახლს არაფრის დიდებით არ გაყიდის,მ მრავალი წელია უკვე რაც აქ ცხოვრობს. არ გვსმენია რომ სახლის გაყიდვა უნდოდეს –და მარტო ცხოვრობს ამხელა სახლში? –დიახ მარტო ცხოვრობს, არც ცოლი ჰყავს და არც შვილები –არც მოსამსახურეები, არც დაცვა და არც არავინ? ასე ხომ შეიძლება გაგიჟდე მარტო ცხოვრებით?–ხელოვნურად აღშფოთდა დიტო –დაცვაში ჰყავს 4 ბიჭი, მოსამსახურეებიც ჰყავს, ოღონდ საღამომდე, შემდეგ სახლში მიდიან, ჩვენივე სოფლის ქალები მუშაობენ მასთან –და მათი ნახვა სად შეიძლება უკაცრავად?–ენამ წინ გაუსწრო ლექსოს და შენმდეგ ინანა –რაში გაინტერესებთ? –ეჭვის თვალით გადახედა მოხუცმა ახალგაზრდებს –უბრალოდ სახლის ყიდვა გვინდა და დაველაპარაკებოდით მათაც, კარგი მოსამსახურეები ჩვენც დაგვჭირდება, თან გვსმენია რეზოს როგორ უყვარს ყველაფერში წესრიგი და ვიფიქრეთ, მოსამსახურეებიც იდეალურები ეყოლებაო, გვინდა შევთავაზოთ ჩვენს სახლში გადმოსვლა, თან უფრო მეტ ხელფასს გადავუხდიდით –ნუ ეგ არ ვიცი, მაგრამ აი ჩემს შვილიშვილს გაგაყოლებთ და ის მიგიყვანთ ნანის სახლამდე–კეთილად გაუღიმა მოხუცმა და ხელი ჩამოართვა ახალგაზრდებს –ძალიან დიდი მადლობა კეთილო ადამიანი, ღმერთი გადაგიხდით ამ სიკეთისთვის–გულწრფელად გაუღიმა ლექსომაც და თავისი მარჯვენა გაუწოდა მადლობის ნიშნად. 88888 მალე მათთან პატარა შვიდიოდე წლის თვალებმაყვალა ბიჭმა მიირბინა და უთხრა წავიდეთო. ჩასხდნენ მანქანაში და მცირე მანძილის გავლის შემდეგ ბიჭუნამ მიუთითა თუ სად იყო ნანის სახლი. მანქანა იქვე გააჩერეს და ეზოს კარი შეაღეს მასპინძლის სახელის ძახილით, სახლიდან მალევე გამოვიდა სახლის ფორმაში გამოწყობილი, საშუალო ასაკის, კეთილი სახის ნაკვთების მქონე ქალი და შეეგება მოსულთ. არავინ არ იცის რისი გამკეთებელია ის ადამიანი, ვისაც მთელი არსებით უყვარს და ვინც სატრფოს დააშორეს. სიყვარულისთვის შეყვარებული ადამიანი შეუძლებელსაც კი გააკეთებს თუ ეცოდინება, რომ მის სატრფოშიც ეს გრძნობა ისეთივე ფესვგადგმულია, როგორც თავად მასში. ლექსომ კი ზუსტად იცოდა, რომ ნინას იმდენად უყვარდა ბიჭი, რომ ამ გრძნობის სიტყვებით გამოთქმა შეუძლებელია. ლექსო კი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გოგონა გამოეყვანა ამ მისთვის ციხედ ქცეული სახლიდან. დიტო და ლექსო ღობეზე ფრთხილად და უხმაუროდ გადაძვრნენ, იქვე ხის ძირში გაშალეს მათ მიერ დახაზული სახლის გეგმა და კიდევ ერთხელ გადახედეს, რათა გაერკვიათ სად იყვნენ და საით უნდა წასულიყვნენ. ნანის მოცემული გასაღებით ფრთხილად გააღეს შესასვლელი კარი და რუკის მიხედვით მეორე სართულზე ავიდნენ, მცირე ხნიანი ძებნის შემდეგ მიადგნენ კიდეც ნინას ოთახს. ლექსოს გული ამოვარდნას იყო, თან ბედნიერებით ბრწყინავდა, ის ხომ ასე ახლოს იყო მის საყვარელ ადამიანთან, არც კი სჯეროდა... –ნახე კარი თუ არის ღია ლექსო, თუ არ იქნება ბოროტ სასიმამროსთან შენ მოგიწევს შესვლა –გაეხუმრა დიტო მეგობარს და ხმადაბლა გაიცინა –კაი ჩუმად იყავი , არ გაიღვიძოს თორემ კარგად გვაცინებს მერე –არ ჩამორჩა და შეეპასუხა დიტოს ლექსოც ლექსომ კარის გაღება სცადა, მაგრამ ჩაკეტილი იყო, ხმადაბლა შეიგინა და რეზოს ოთახისკენ წავიდა, მეგობარიც მიყვებოდა უკან, თან სიცილს ვერ იკავებდა. ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი და ფეხაკრეფით მიუახლოვდა მძინარე რეზოს სასთუმალს, კაცი ყურის წამღებად ხვრინავდა და ვერაფერს ვერ გაიგებდა, ლექსომაც ამოისუნთქა და ტუმბოზე დადებულ გასაღებების აცმას მოჰკრა თვალი. ნანიმაც ხო უთხრა, გასაღებების დიდ აცმას მუდმივად თან ატარებს და მასზე ხელის შეხების უფლება არავის არ აქვსო. ფრთხილად აიღო გასაღებების მძიმე აცმა და ასევე ფრთხილად დატოვა მისი საძინებელი ოთახი. როგორც კი ოთახიდან გამოვიდა მეგობარს გამარჯვებულის მზერით აჩვენა გასაღებების აცმა და ღრმად ამოისუნთქა, რეზოს ოთახში ნერვიულობისგან სუნთქვაც კი დავიწყებოდა. დიტომაც კმაყოფილი სახით გაუღიმა და მხარზე ხელი დაჰკრა. ახლა მხოლოდ რჩებოდათ გოგონას ოთახიდან გამოყვანა და ერთად ბედნიერად ყოფნა. 88888 გოგონას თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა არ ეძინა, აგერ უკვე რამდენი დღეა რაც ღამეებს ფიქრში ატარებს, ფიქრობს ყველაფერზე, ლექსოზე, რეზოზე, მის მდგომარეობაზე და კიდევ ლექსოზე. როგორ მოენატრა მისი ბიჭი, ნეტავ ახლა რას შვება. გოგონა თავის ფიქრებში იყო როცა გაიგონა ხმაური, უცებ წამოხტა ლოგინიდან და კარს ფრთხილად მიუახლოვდა, ვიღაცა კარის საკეტს აწვალებდა, ნინას შეეშინდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და სუნამოს ფლაკონით შეიარაღდა. მრავალი ცდის შემდეგ ღამის სტუმრებმა როგორც იქნა კარს შესაბამისი გასაღები მოარგეს და კარიც გაიღო. ლექსომ დაინახა თუ არა გოგონა, თვალები ბედნიერებისგან აუკამკამდა და მისკენ გაიქცა –ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლევ, რომ იცოდე როგორ ძალიან მომენატრე, ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა იმ ნაგავმა, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ –სათქმელს ვერ უყრიდა თავს ბიჭი, საოცრად დაბნეული და საოცრად ბედნიერი იყო, ბოლოს როგორც იქნა იპოვა გოგონას ტუჩები და ისე რომ არაფრის თქმა არ აცადა, აკოცა. მთელი გრძნობით კოცნიდა ლექსო ნინას და ცდილობდა მთელი ამ დღეების მონატრება, მთელი მისი სიყვარული, უნინაობით გამოწვეული სიცარიელე დაენახვებინა გოგონასთვის. თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს მანამ, სანამ ჩახველება და ამას მოყოლილი ფხუკუნი არ გაიგეს, ნინა სხვას არ ელოდა და შერცხვენილი ამოეფარა ლექსოს ზურგს. ლექსოსაცა გაეცინა –შენ ხომ კაცს არაფერს არ დააცდი რა –გამარჯობა ნინა, მე დიტო ვარ, ამ ბალამუტის ყველაზე ახლო მეგობარი–ღიმილით გააცნო თავი ბიჭმა –სასიამოვნოა შენი გაცნობა, ცუდია ამ სიტუაციაში რომ გაგიცანი, მაგრამ რას ვიზამთ–გაუღიმა ნინამაც და უფრო მაგრად მიეკრო ლექსოს –წავიდეთ ახლა თუ სასიმამროს გაღვიძებას დაველოდოთ ნებართვის ასაღებად? –გაიხუმრა დიტომ –ხო წავედით ჩქარა, ღრმა ძილი იცისო და რა ღმერთი გაუწყრება ახლა რომ გაიღვიძოს–ლექსომ ნინას ხელი მოჰხვია და უკუმიმართულებით ძველ გზას დაადგა. მალევე გააღწიეს ამ აკლდამიდან და მალევე გაიგონეს პოლიციელების მანქანების ხმა. ლექსომ მაგრად მიიკრა ნინა გულზე, ხოლო დიტო წინ გადაუდგა მათ და დაელოდა პოლიციელს, რომელიც მათკენ მოდიოდა –გამარჯობა, მე დიტო ჯეჯელავა ვარ, დეტექტივი ნაძალადევის განყოფილებიდან, რა ხდება შეგიძლიათ მითხრათ? –გამარჯობა, მე სოსო კაკალაძე ვარ საბურთალოს განყოფილებიდან, რევაზ დევდარიანის დაკავების ორდენი მაქვს, ბრალი ედება მკვლელობის შეკვეთაში და ადამიანის გატაცებაში, რამდენიმე წლის წინანდელი საქმე ოფიციალურად დაიხურა –ძალიან კარგი ამბავია, გოგონა ჩვენ გამოვიყვანეთ უკვე, წამობრძანდით და აგიხსნით როგორ გავაკეთეთ ყველაფერი, თუ შესაძლებელია მეც მივიღებ მისი აყვანის ოპერაციაში მონაწილეობას, თან სახლში ნამყოფი ვარ და უკეთ დაგეხმარებით ორიენტაციაში. –რა თქმა უნდა, თქვენი მონაწილეობა ჩვენს ოპერაციაში ნაყოფიერი იქნება –მეგობრებს დავემშვიდობები და ახლავე დავბრუნდები –კარგით დიტო მოშორდა პოლიციელს და თვალი მოავლო გარემოს, შემდეგ კი იქ წავიდა,სადაც შეყვარებულები იდგნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს –მეგობრებო, სამწუხაროდ თქვენთან ერთად ვერ წამოვალ, აქ ვარ საჭირო, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, რეზოს დაპატიმრების ორდენია გაცემული და ამ ვაჟბატონს მრავალი წლით მოუწევს ციხეში ჩაყუდება –ამაზე კარგ ამბავს ვერც კი გვეტყოდი ძმაო, ახლა მე და ნინა წავალთ, მერე კიდევ დაგირეკავთ, თავს მიხედე იცოდე–თმები აუჩეჩა და მაგრად გადაეხვია ლექსო მეგობარს –რძალო ეს ვირი თუ გაგაბრაზებს ეგრევე დამირეკე, მე ვასწავლი ამას ჭკუას–გაეცინა დიტოს –აუცილებლად, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე –არ არის საჭირო, თან შენ ხომ ჩემი რძალი ხარ თითქმის–გაუღიმა დიტოს და ლექსოს ფერდში გაჰკრა –ხო თითქმის–არც ლექსომ დააკლო და მუჯლუგუნი გაჰკრა 88888 ნინა დასცქეროდა მძინარე ლექსოს და ყველაფერს იხსენებდა მათი შეხვედრის დღიდან დღემდე მოყოლებული, ღიმილით იგონებდა თუ რა გამოიარეს იმისთვის, რომ ერთად ყოფილიყვნენ, რამდენი ბრძოლა გამოიარეს და აი ახლა ერთად არიან, ნინამ თითი დაუსვა ლექსოს ბეჭედს მარჯვენა ხელზე, აბედნიერებდა ის, რომ ერთად იყვნენ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მათ უცნაურად დაწყებულ სიყვარულს საფრთხე აღარ ელოდა. ლექსომ იგრძნო მეუღლის დაჟინებული მზერა, თვალებდახუჭულმა გაიღიმა და შემდეგ თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია გოგონა –დიდი ხანია გღვიძავს ლამაზო? –შენი ყურებით ვტკბებოდი ჩემო პრინცო –უთხრა და მის ტუჩებს დაეწაფა –არ მჯერა რომ ერთად ვართ –კომფორტულად მიიწვინა გოგონა მკერდზე და თმებზე დაუწყო თამაში –არც მე არ მეგონა, რომ ოდესმე ერთად ვიქნებოდით –რატომ ვითომ? –ცალი თვალი მოჭუტა ბიჭმა –მე შენ ჩემთვის, ჩუმად მიყვარდი და ყველანაირად ვცდილობდი ეს შენ არ შეგემჩნია, მაგიტომ გაწვალებდი და გაწამებდი თავიდან–გაუცინა ნინამ –მაშინ მეც მიყვარდი, ასევე ჩუმად, არც მე მინდოდა, რომ შენ გაგეგო ჩემს გრძნობებზე და არც მე გაკლებდი ტანჯვა–წამებას – დაიხარა და ცხვირზე აკოცა ნინას –გახსოვს როგორ მომიტაცე პიჟამოებით? –სიცილით უთხრა გოგონამ და თვალებში შეხედა –როგორ არ მახსოვს, შენმა პიჟამოებმა ბოლო მომიღეს, ყველაზე დიდი სატანჯველი შენგან რაც მახსოვს სწორედ ეგ პიჟამოებია –გაეცინა ლექსოს –რა გინდა, მშვენიერი პიჟამოებია. ის თუ გახსოვს რომ იმაიმუნე და საშინელებათა ფილმზე რომ წამიყვანე, ლამის გული გამისკდა შიშისგან –ხო, რამდენი ხანი არ მელაპარაკებოდი მაგის მერე –ლიკას და თემოს ქორწილი გახსოვს? რამდენი ვიარეთ, ძლივს რომ მოვასწარით –იმის მერე მაღაზიებში აღარ დაგყვები, ფეხები მტკივდება ის დღე რომ მახსენდება. ჩვენი ქორწილი თუ გახსოვს ნინაჩკა? –რომელი ერთი გინდა, დიტომ რომ მაგიდაზე იცეკვა და მერე თაიგულის დასაჭერად იმხელაზე ახტა, რომ ორი თვე მოტეხილი ფეხი გიფსში ჰქონდა, ან პირველი ცეკვის დროს, კაბაზე ფეხი რომ დამადგი და წამაქციე, თუ საქორწინო მოგზაურობა შენი წყალობით იტალიის ნაცვლად ხაიდარაბადში(ინდოეთი) რომ გავატარეთ და ერთი კვირა ტანი ვერ დავიბანეთ უწყლობის გამო. რომელი ერთი გავიხსენო ჰა ვაჟბატონო? –შენ ამ ყველაფერს მთელი დარჩენილი ცხოვრება შემახსენებ ხო? ხაიდარაბადში მეც არ ვიცი როგორ აღმოვჩნდით და დანარჩენი ყველაფერიც სრული შემთხვევითობა იყო –იტალიაში უნდა წამიყვანო რომ იცოდე, შენ შემპირდი –მამიკოს პრინცესა რომ დაიბადება, მერე წაგიყვანთ იტალიაში გპირდები –ლექსომ თავისუფალი ხელით უკვე ძალიან გაბერილ მუცელს მოეფერა და ცოლს მაგრად ჩაეხუტა –იცოდე სიტყვაზე გიჭერთ... გამარჯობა)) ადრე ვწერდი და ვდებდი ისტორიებს, ეხლა წაშლილი დამხვდა სიახლეები, შესაბამისად თავის შეხსენება ჩემი პირველი ისტორიით დავიწყე)) იმედია მოგეონებათ, ველი თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.