არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (8)
საღამოს დამლაგებელი მოვიდა და მეც სახლი დავტოვე, ხელი რომ არ შემეშალა.ფეხით გავუყევი სასაფლაოსკენ გზას და თან ვფიქრობდი რა იქნებოდა ამის შემდეგ.ვაჩე ფულს მასესხებდა,ამ ფულით ვალებს გავისტუმრებდი და საზღვარს გადავკვეთდი.ბინას გავყიდდი და თანხას შევინახავდი.ვიმკურნალებდი და გამოჯანმრთელების შემდეგ იქნებ სწავლაც დამეწყო და არქიტექტორი გავმხდარიყავი.მერე კი საერთოდ წავსულიყავი აქედან.ამბიციური ვარ არა? ნუ რას ვიზამთ თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. სასაფლაოსთანაც მივედი,როგორ არ მიყვარდა ეს ადგილი.რკინის კარები ჭრიალით გაიღო. ოთოს საფლავთან მივედი და იქვე ჩამოვჯექი. _ოთო მოვედი. ვიცი ცუდი გოგო ვარ,თან ძალიან!მაგრამ გამოვსწროდები,შენს თავს ვფიცავარ გამოვსწორდები. იცი ვაჩე მეხმარება, შენ მგონი არ იცნობ.პრინციპში არც მე ვიცი მასზე რამე.სიმართლე გითხრა აუტანელია,მაგრამ ვიცი შენ მოგეწონებოდა.შენ ხო მოგწონს ისინი ვინც ჩემს აზრზე მოყვანას ცდილობენ.რაღაც წილად მოაზერზა კდიეც,თვალები ამიხილა და მიმახვედრა,რომ ასე გაგარზელება არ შეიძლება. ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას ვაპირებ. იცი როგორ მჭირდები? განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაცნობიერებ თუ რად ვიქეცი. როცა ვხვდები, რომ ის რაც მჭირს ჩემი ბრალია. ეს კი ყველაზე მწარეა. ყოველ საღამოს ლომკაზე მწარეც კი. მაგრამ გამოვსწორდები, ვაჩემ მითხრა რომ ნიუ ორკში მისი ნაცნობი დამხვდება და მომხედავს. თავიდან არ მესიამოვნა, მაგრამ მერე მივხვდი რომ ასე აჯობებდა. იცი, ბინის გაყიდვას ვაპირებ. ვიცი შენ ამას არ გამაკეთებინებდი, მახსოვს როგორ გიყვარდა ამ სახლში ყოფნა, გახსოვს რამდენჯერ სირბილით და ბალიშების რტყმევით შემოგვივლია სახლი. მენატრები და მენატრება ის დრო’ც. მომბეზრდა უშენოდ ცხოვრება, მაგრამ უნდა ვიცოცხლო. უნდა დავამტკიცო, რომ მე ძლიერი ვარ და მე ამ სიტუაციიდან თავს დავაღწევ. ვის ვუმტკიცებ არ ვიცი, ალბათ საკუთარ თავს, მაგრამ ესეც ხო საჭიროა. კიდევ ვილაპარაკე და იქედან ფეხით მივედი სახლში, როგორც ჩანს დამლაგებელს ყველაფერი დაესუფთავებინა და ნინაჩკასთან ერთად ყავას სვამდა. ჩემი ბოლო დანაზოგი თანხა გავუწოდე და სამზარეულოშ შევედი. იმედი მქონდა ყავა მაინც მექნებოდა, მაგრამ ცარიელი კოლოფის დანახვისას მწარედ გამეღიმა. ისევ იმედგაცრუება, ძაან არ მომწონს ეს გრძნობა, მაგრამ ხშირად ვგრძნობ ხოლმე. ოთახში ავედი და თავს ვაიძულე დამეძინა. დილით კარზე კაკუნმა მომიყვანა. თავი მძიმედ წამოვწიე და კარებისკენ ძილბურანში მყოფი წავედი. კარები გამოვაღე და ვაჩე იდგა, ჩემს დანახვაზე ისტერიული სიცილი აუტყდა. _შემოხვალ თუ გავაგრძელო ძილი? ის მაინც არ ჩერდებოდა და მუცელზე ხელებს იჭერდა. შიგადაშიგ კი „ვაიმე დედას“ წამოიძახებდა. ნერვები მომეშალა და ისე ახლოს მივუკეტე კარები, მეგონა ცხვირი მოყვა, არადა სულ არ აქ დიდი ცხვირი. კარებზე ხელმეორედ დარეკა ზარი. გაბრაზებულმა გამოვაღე და მარჯვენა ხელი თეძოზე შემოვიდე. _ერთი შენი თავი დაგანახა. მძლივს შეკავებული სიცილით მითხრა. _არ შემომიშვებ? _უკვე მეკითხები, წინ გადადგმული ნაბიჯია. ვუთხარი და გვერდით გავიწიე. ისიც შემოვიდა და ტელევიზორის წინ მდგომ სავარძელში ჩაჯდა. _მეჩვენება თუ აქაურობა დაალაგე? _შენ წარმოიდგინე და კი. _ეხლა ყავასაც თუ დამალევინებ სულ გამომაშტერებ. _ვიზრუნებ შენს საღ გონებაზე და არ დაგალევინებ. _მიდი რა უკვე პირველი საათია და ჯერ არ დამილევია. _მაშინ ჩადი და იყიდე.მე ფული არ მაქ. _კაი. მე წავალ ყავას ვიყიდი, შენ კიდე მოწესრიგდი და ადამიანს დაემსგავსე. რომ ამოვალ ყავას დავლევ და წავალთ. არაფერი მითქვამს ჩემს ოთახში შევედი და სარკეშ ჩავიხედე. სიამაყე რომ არა,მეც კარგად გავიცინებდი ჩემს თავზე. აბურდული თმები, ძილისგან აწითლებული ლოყები და გაბუშტული ტუჩები. ვიცი რომ ძალიან პატარა. თანაც ეს ბოლოა რაც მაქ დაწერილი. ამის მერე უნდა დავწერო და შეიძლება დავაგვიანო კიდეც :დ ნუ წინასწარ ვამბობ რა :დ და ხო კიდევ არ შემიძლია რომ არ ვთქვა. მადლობა evangelistaს. გამიხარდა შენი შეტყობინება <3 დიდი სტიმულია ეს ჩემთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.