შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი გორილა (თავი მეხუთე)


18-04-2016, 20:53
ავტორი iceicebaby
ნანახია 1 654

თავი მეხუთე

სამშაბათი
დილის ხუთი საათი და ოცდათხუთმეტი წუთი
შორენა ლაჟვარდისფერ საცურაო კოსტუმს ირგებს,ზემოდან იმავე ფერის ატლასის ხალათს იცვამს,საცურაო ქუდს იღებს და ფეხშიშველი ტოვებს ოთახს.დერეფანს ნაზი,ქალური მიხვრა-მოხვრით გაივლის და ლიფტის ღილაკს ხელს აჭერს.დილაა,ჯერ არავის ღვიძავს-ლიფტიც თავისუფალია და დერეფნებიც.შორენა ლიფტში შედის,თითს ნომერ-7-ს აჭერს და ლიფტის სარკეში იხედება.თმას კოსად იხვევს,იმის გამო რომ სამაგრი ოთახში დარჩა,ხელით იჭერს და მეორე ხელით საცურაო ქუდს იმხობს თავზე.ეს ადრე იყო ძნელი ამ ქუდის მორგება,თორემ ახლა სულ რომ ორივე ხელი დაკავებული ჰქონდეს,ფეხით დაიფარებს თავზე.ლიფტი სასტუმროს ბოლო სართულზე ჩერდება,კარი იღება და შორენაც ქუდის სწორებით ტოვებს მას.მეშვიდე სართული მთლიანად საცურაო აუზს აქვს დაკავებული,რომელიც ცენტრში დგას და გარს მინი კაფე-ბარები ახვევია.მეშივდე სართულზე,აუზის გასწვრივ არ არის კედელი,მთლიანად შუშის ფანჯრითაა იგი ჩანაცვლებული და მზის ამოსვლისას საოცარ სანახაობას ქმნის.კაფე-ბარები ცხრა საათზე იხსნება.ეს ლაურას მიგნებაა,ამ კაფე-ბარებს აქირავებს.რათქმაუნდა შეუძლია თვითონ გახსნას საკუთარი და სარფიანი მოგებაც ნახოს თუმცა...თუმცა უბრალოდ აქირავებს და მხოლოდ ქირის ფულს იღებს,ისიც მიზერულს.მგონი უკვე აღვნიშნე,რომ ლაურა თანამედროვე „ოთარაანთ ქვრივია“ ა ბატონო,ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი!შორენა გამოსაცვლელ ოთახში შედის,ხალათის შესაკრავს ხსნის,ეს უკანასკნელიც ნაზად სცილდება ქალის სხეულს და ძირს ეფინება.ის ჯერ ერთ ფეხს დგამს გვერდით,მერე მეორეს.ხალათს იღებს,საკიდზე კიდებს,სახელურს მარცხნივ წევს და ცივი წყლის ჭავლიც უხეშად ეხება მის კანს.შორენა სახეს ჭმუხნის,არც ისე სასიამოვნოა მისთვის წყალთან შეგუების პროცესი.თუმცა,როგორც ყოველთვის,ცივ წყალს არ ნებდება და ზუსტად სამი წუთი ძლებს მის ქვეშ დგომას.მერე სახელურს ისევ ვერტიკალურ მდგომარეობაში აბრუნებს და ტანს,როგორც ველური ცხოველი ისე იფერთხავს,ამ დროს გაწუწულ კატას ჰგავს,წყლისგან რომ ცდილობს თავის დაღწევას.ხელებს სახეზე ისვამს და ღრმად სუნთქავს,შემდეგ ერთხელ კიდევ იფერთხავს ტანს და გასახდელიდან მშვიდი ნაბიჯებით გამოდის.ქალის სხეულს მაინც შერჩენია წყლის წვეთები,რომლებიც თამამად დაცურავენ კანზე და ლამაზ სანახაობას ქმნიან მზის სხივებზე მობრჭყვიალენი.გათენდა,მზეც ამოვიდა და დიდი მთლიანი შუშის ფანჯრებიდან დაჰნათის აუზის ცივ,კამკამა წყალს.შორენა მარტოა მეშვიდე სართულზე,ასეც უნდა იყოს.უთენია იმიტომ დგება,რომ არავინ შეაწუხოს.აუზთან მდგარ კიბეზე ადის,უკან იტოვებს პირველ,მცირე გადმოსახტომს და მეორეზე გადის.ადრენალინის გრძნობა ნელ-ნელა პიკს აღწევს.დაფის ბოლოში დგება,ჯერ მსუბუქად იწევა დაბლა,შემდეგ ხტება და რამდენიმე სანტიმეტრით სცილდება დაფას,მეორე ახტომის დროს კი უკვე საკმაოდ სცილდება,ხელებს მაღლა სწევს,წაწვეტებული ისრის ფორმას აძლევს თავის სხეულს,შემდეგ ერთხელ ტრიალდება ჰაერში,ისევ სწორდება ისრის ფორმას უბრონდება და წყალში თავით ხტება.როგორ უყვარს ეს შხეფების ხმა,შეუძლია დაჯდეს და სიკვდილამდე უსმინოს.იგრძნო თუ არა წყალთან შეხება,თავი სამშვიდობოს დაიგულა და წყალში ხელები მძლავრად მოუსვა,ფეხებიც რიტმულად აამოძრავა და აუზის მეორე ბოლოს ამოჰყო თავი.ლაყუჩები რომ ჰქონოდა,არც კი დაფიქრდებოდა ისე მიატოვებდა ყველაფერს და ოკეანში გადასახლდებოდა...
გრძნობს,რომ ენერგია გამოეცალა და წყლიდან ამოსვლის დროა.აუზის კედლისკენ ნელა მიცურავს და ფრთხილად ამოდის.უნდა ნახოთ როგორი სექსუალურია ამ დროს.ჯერ ტანს წევს მაღლა,კედელს ხელებით ეყრნობა თავს უკან სწევს,ღრმად ისუნთქავს მონატრებულ ჟანგბადს და წყლიდან ამოდის.ტანს ისევ იფერთხავს და გამოსაცვლელისკენ შეციებული მირბის.ამჯერად სახელურს მარჯვნივ წევს და ცხელ წყალს მთელი სხეულით ერწყმის.ო,როგორ სიამოვნებს გაყინულ სხეულზე ცხელი წყლის შეხება.მისთვის ეს ერთი ნეტარებაა.ერთიანად ლღვება და ითენთება.ბოლოს,როგორც იქნა, ამთავრებს ნებივრობას და სახელურს ატრიალებს.ტანს დიდი ფუმფულა ტილოთი იმშრალებს,საკიდიდან ხალთს ხსნის იცვამს და ოთახს ტოვებს.კიდევ ერთხელ ავლებს თვალს,საყვარელ აუზს და ლიფტის ღილაკს ხელს ჭერს.როგორც ჩანს,ვიღაც ზემოთ ამოდის,ამიტომ ცოტა ხნით ლოდინი უწევს სანამ ლიფტი ამოვა.საცურაო ქუდს იხსნის,ამასობაში ლიფტიც ამოვიდა და კარი ზუსტად იმ დროს გაიღო როდესაც შორენამ ქუდი მოიხადა,გაშლილი თმები აქეთ-იქით გააქანავა და თავის კანი თითებით დაიზილა.ქალი თავს მაღლა სწვს და ის ის არის ლიფტში ფეხს დგამს,რომ ლიფტის კართან გაშტერებულ მამაკაცს აწყდება.მის მზერაში გაოცება იმდენად დიდი დოზით იყო,რომ შორენასაც გადაედო და ისიც გაშტერდა.მამაკაცს უკვე მოესწრო,ქალის სხეულის თავიდან ბოლომდე დათვალიერება და ვნებამორეული შესცქეროდა სახე აწითლებულს.შორენა კი მას შემდეგ,რაც მამაკაცში ბუბა ამოიცნო თავს მაღლა არაფრის დიდებით არ სწევს და ხელის თითებს აწვალებს.ლიფტის კარი ამაოდ ცდილობს დახურვას,ბუბას ხელით უჭირავს და არ აძლევს საშუალებას დაიხუროს.მამაკაცი ტუჩს კბილებს შორის იქცევს და ქალის თმებს ეხება.შემცბარი შორენა უკან ხტება,თითქოს მოჩვენება დაენახოს და ბღვერით უყურებს ბუბას.ეს უკანასკნელი კი კარისთვის ხელის გაშვებას არ აპირებს და ირონიული ღიმილით დასცქერის თავზე.შორენა ვერ ხვდება,დიდი გამოცდილების მიუხედავად რატომ იბნევა ასე ამ კაცთან.ფიქრობს,რომ ეშინია და თავს ამით იმშვიდებს.
-კარს ხელი გაუშვი,თუ შეიძლება-რაც შეუძლია თავაზიანად ეუბნება მამაკაცს და თვალებში უყურებს.არ უნდა,რომ ამ მექალთანეს თვალები ასეთ ზეგავლენას ახდენდნენ მასზე.არ უნდა,რომ ყოველ მის დანახვაზე ავიწყდებოდეს საკუთარი ვინაობა.არ უნდა მის მზერაში მხოლოდ დაუოკებელ ჟინს ხედავდეს.არ უნდა სანანებელი გაუხდეს მასთან სიახლოვე და ამიტომაც გაურბის.ის კი,ბოლო სამი დღეა,ზუსტად იმ ადგილებში ჩნდება სადაც ამ ყველაფრის განხორციელება თითქმის შეუძლებელი ხდება.აი,ახლაც თვალებანთებული,ღიმილით დაჰყურებს ქალს.
-შეიძლება,თანაც როგორ.-კარს ხელს უშვებს და იმის მაგივრად,რომ აუზისკენ წავიდეს უკან შედის ლიფტში და ქალს ამჯერად ეშმაკური თვალებით უყურებს.შორენა იბნევა და რაც შეიძლება დიდი მანძილით შორდება კაცს.თითს სამიანს აჭერს და შეშინებული მზერით უყურებს,სიცილის პირას მისულ ბუბას,რომელსაც ხელები „ბრიჯის“ ჯიბეებში ჩაეწყო და ეტყობოდა ცოტაც და ახარხარდებოდა.შორენა ფიქრობს,რომ არაფერი აქვს დასაცინი და მისი სიცილის მიზეზი თვითონ არ არის.წინ იხედება,ცდილობს არ შეხედოს.მამაკაცი კი ორი ნაბიჯით უახლოვდეა,წელზე ხელს ხვევს და ღრმად ისუნთქავს მისი თმების სურნელს.
-მმმ...როგორი ტკბილი სურნელია!-უჩურჩულებს ქალს ყურში და მეორე ხელით სახეზე ეფერება,ქალი ცდილობს სახე გვერდზე გაწიოს და თვალებს არ ახლეს.მამაკაცს მის ბავშვურ ქცევაზე ეცინება,ხელს ნიკაპზე კიდებს,თავს მაღლა აწევინებს და მსუბუქად კოცნის ყელზე.ერთხელ,ორჯერ,სამჯერ.ხვდება,რომ ქალს ხელი თუ არ შეაშველა წაიქცევა და მეორე ხელით მჭიდროდ იკრავს სხეულზე.ზურგით კედელს აკრავს და ხელს არტერიაზე ადებს,როგორ სიამოვნებს ამ ნაზი არსების აჩქარებული გულისცემის მოსმენა.უნდა,რომ აქვე დაისაკუთროს მისი სხეული.აქვე და ახლავე.თუმცა ლიფტი მესამე სართულზე ჩამოდის და კარი იღება.დახუთულ სივრცეში სუფთა ჰაერი შემოდის და თითქოს შორენაც ფხიზლდება.წარბებს კრავს და ფართხალებს,ცდილობს მასზე აკრული სხეული მოიშოროს და მოშორდეს,თორემ თავს კარგავს.ქმედებებს ვერ აკონტროლებს.იცის ინანებს და არ უნდა ისეთი რამ ჩაიდინოს რასაც ვეღარ გამოასწორებს.ბუბას გამოფხიზლებული ქალი არ მოსწონს,ვნებისგან მინაბული უფრო მოსწონდა.არ მოსწონს რომ წინააღმდეგობას უწევს,არა მას არამედ საკუთარ სურვილებს.უხეშად აჭერს შვიდ ნომერს თითს,კარი იხურება ბუბა კი ისევ ქალს უბრუნდება.შუბლიდან ნიკაპამდე უსვამს ნაზად ხელს და ღრმად ისუნთქავს მის სურნელს.შორენა კაცის ყოველ შეხებაზე,სადღაც უსასრულობაში იკარგება,ჰაერში დაფრინავს,უწონადობის შეგრძნება ეუფლება.თუმცა მაინც ახერხებს,იმ სიტყვების თქმას რომელებიც მთელ გონებაში დაუკითხავად დარბიან და მოსვენების საშუალებას არ აძლევენ:
-გამიშვი გთხოვ-ჩურჩულით ამბობს ქალი,მამაკაცი კი კისერს გვერდულად ახრევინებს,რომ უფრო კოფორტულად აკოცოს და სულაც არ აპირებს გაშვებას.
-ჩშშ-ტუჩებზე ხელს ადებს-ნუ მთხოვ!მოვკვდები,რომ არ გაკოცო!-გოგონას ჟრუანტელი უვლის მთელს სხეულში და კანზე ეკლებად ეფინება.
-არა,არ მინდა-ბოლომდე ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას.
-ნუ მასწავლი!-ყელზე კოცნით გულს იჯერებს ბუბა და ნიკაპზე ავლებს ხელს.ქალს თვალები აქვს დახუჭული და სახეზე ნაზი,ვნებიანი ღიმილი დასთამაშებს.ბუბა სწორედ ამ ღიმილისგან და აჩქარებული გულისცემისგან იღებს ნებართვას და არა მისი სიტყვებისგან და ნაზად უკოცნის ორივე თვალს.
-თვალები გაახილე-უჩურჩულებს მას შემდეგ,რაც სახის თითოეულ ნაკვთს დაუკოცნის. არ ემორჩილება,იცის მისი თვალები ჟინს გაუღრმავებს მამაკაცს და არ უნდა გახელა.
-გაახილე თვალები პატარავ!-შედარებით ხმამაღლა ეუბენბა ბუბა და ცერა თითით ლოყაზე ეფერება.ქალი მეტს ვეღარ უძლებს და თვალებს ახელს.მის თვალებში იმ წუთას გიჟური ვნების გარდა სხვას ვერაფერს დაინახავდით.ვნებისგან ამღვრეული თვალები კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს კაცს და ქალთან ერთად იღიმის.
-აი ასე,ეს უნდა მენახა!-ამბობს და მოუთმენლად სწვდება ტუჩებს.ამ კოცნამ ორივეს სხეული გაიარა,ორივეს სხეულში აღძრა გრძნობა და ორივეს სხეულში ღრმად გაიდგა ფესვები.ჯერ ნაზად უკოცნიდა სასურველ ქალს ორივე ტუჩს,შემდეგ კი როდესაც ქალიც აჰყვა უხეშად ლაშქრავდა მონაცვლეობით ჯერ ზედა შემდეგ კი ქვედა ტუჩს.რომ არა ჟანგბადის უკმარსუბა,არც გაჩერდებოდა.იძულებით შორდება ქალის რბილ,მრგვალ,ტკბილ ტუჩებს და ღრმად სუნთქავს.ხვდება ახლა,რომ არ გაუშვას და უფრო ღრმად შეტოპოს ვეღარ გაჩერდება.საამისოდ კი ჯერ ძალიან ადრეა.ქალს სახეზე კიდებს ორივე ხელს თვალებში უყურებს და შემდეგ შორდება.
-წადი სანამ დროა!-შორენა თითქოს აზროვნების უნარს იბრუნებს და იმ წამს გაღებულ კარში გარბის.ბუბა კი ამ დროის მანძილზე წინ და უკან მიმავალ ლიფტს,ისევ მეშვიდეზე ასვლას კარნახობს და აღძრული ვნებების დასაოკებლად ცივ წყალში თავით ეშვება.
შორენა ოთახში შედის,მთელი სხეული უკანკალებს.ჯერ შვიდი საათიც არ არის,შეუძლია ცოტა ხნით კიდევ წაუძინოს.თანაც როგორ სჭრდება ახლა ძილი და ყველაფრის გადახარშვა...მზის სხივებს აფარებს აფარებს,კარს კეტავს,ყველაფრიგან თავისუფლდება,რაც აცვია,მაღვიძარას რვა საათზე აყენებს და საწოლში ემბრიონივით იკუნტება



№1  offline წევრი sofi_rio

ვაიმე მაგიჟეებს!!!!!!!! ბუბამიყვარს უზომოდ ! მალედადე ვეღავითმენუკვე

 


№2  offline წევრი iceicebaby

ვფიქრობ,ჯობია აღარ გავაგრძელო.მესამე თავზე დატოვებული კომენტარის შემდეგ ვფიქრობ.მაინც გადავწყვიტე გამეგრძელებინა და კიდევ ორი თავი დავდე თუმცა... მე არ ვარ მწერალი,შემოქმედი ან რაიმე მსგავსი.არ ვარ იმდენად "მაგარი" რომ მხოლოდ ჩემი თავისთვის ვწერო,ანდაც მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი აზრი,გემოვნება და სტილი გადმოვაფრქვიო.მე ვარ უბრალოდ გოგო,რომელიც შემოვიდა საიტზე და უბრალო ისტორიის წერა დაიწყო.მინდოდა გამოხატული ემოციები,მინდოდა გამოხმაურება,მინდოდა მოკლედ...ისეთი რაღაცები მინდოდა რაც ამ საიტზე არსებულ ნებისმიერ ავტორს.არ ვმალავ,ვაღიარებ!ეს საიტი არ არის მწერლების საიტი.ეს ბევრჯერ,ბევრს ბევრგან უთქვამს.ეს საიტი არის დამწყები ავტორებისთვის.კიდევ ერთს ვაღიარებ,ვარ იმედგაცრუებული,რა თქმა უნდა,საკუთარი თავით.ბევრი ვიშრომე ეს ხუთი დღე.არა ტყუილად,თუმცა არც შედეგიანად.ასე რომ ვფიქრობ,ჯობია,მართლაც რამე სხვა ახლის,უფრო უკეთესის წერა დავიწყო.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ნამდვილად არ უნდა იყო იმედგაცრუებული ძალიან მსუბუქი და საკითხავად კარგი წერის სტილი გაქვს. მე პირადად ძალიან მსიამოვნებს ამ მოთხრობის კითხვა. აქ ძალიან ბევრი მაგრად წერს მაგრამ მათ მოთხრობებზე ბევრ კომენტარს ვერ ნახავ ეს არ ნიშნავს რომ მკითხველი არ აყვს. პირიქოთ ყველაზე ეთგული მკითხველები მათ ყავთ. თავი კი არ უნდა დაანებო წერას პირიქით რაც შეიძლება დიდი და გემრიელი თავები მაალ მალე უნდ დადო და ნახავ ნელ ნელა როგორ გაიზრდება შენნი მკითხველის რაოდენობა. ამ საიტზე არიან მწერლწბი თავიდანვე ტოპ ათეულში რომ არ მოხვედრილან ჩაგრამ საბოლოოდ ვფიქრონ დღემდე ამ საიტის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მწერლებად რჩებიან. შენც ნამდვილად გაქვს პოტენციალი განვითარების B-)

 


№4  offline წევრი Brunette

ხომ არ გაგიჟდი?! რა არ უნდა გააგრძელო? ძალიან კარგია მართლა! არ შეწყვიტო რა! მართლა გულდასაწყვეტია რომ ამ საიტზე საშინელ მოთხრობებს საშინელი შინაარსით და საშინელი შეცდომებით ათასობით მკითხველი ჰყავს. დარწმუნებული ვარ უკეთესის დაწერაც შეგიძლია,მაგრამ ამას უბრალოდ თავს ნუ დაანებებ. მართალია ბევრი არ კითხულობს მაგრამ ჩვენ მაინც ნუ დაგვწყვეტ გულს :)

 


№5  offline მოდერი ნეფო1999

Hm eg rogor ifiqre? Ara chemo kargo ar gabedo eg..

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

გააგრძელე რა ეს ისტორია :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent