შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარე, გაები ბაბნიკო! ! !( დასასრული)


18-04-2016, 22:10
ავტორი niako crazy
ნანახია 4 187

ამ ღამით ყველაზე კარგად მეძინა. დილით ალექსანდრე რომ ვერ დავინახე, მაშინვე ფეხზე წამოვდექი. დივანზე წოლისგან ყველაფერი მტკიოდა. ცოტა დამშვიდდი ალექსანდრე სამზარეულოში რომ დავინახე, გაზქურასთან იდგა და რაღაცას აკეთებდა, უფრო სწორად ცდილობდა გაეკეთებინა.
-დილამშვიდობისა-ვუთხარი და მაცივრიდან წვენი გამოვიღე.
-გამარჯობა-მომესალმა და თეფშზე ბლინები გადმოიღო, მშვენივრად გამოიყურებოდა-არ გასინჯავ?
ერთი ცალი ავიღე და ჩავკბიჩე, უნდა ვთქვა რომ ძალიან გემრიელი იყო.
-დარწმუნებული ხარ, რომ შენ გამოაცხვე? ძალიან მაგარია
-ამერიკაში საკუთარი თავის მიხედვა თავად მიწევდა ასე რომ... თუმცა ნორმალურად მხოლოდ ეს გამომდის. მოკლედ ცოლს შიმშილიტ არ მოვკლავ-გამიცინა და ამჯერად მან გასინჯა თავისი ნახელავი.
-ხო ალბათ-უკმაყოფილოდ ვთქვი და ფეხზე წამოვდექი-ხო მართლა ალექსანდრე თბილისში როდის დავბრუნდებით?
-რახდება, აღარ მოგწონს აქ ყოფნა?
-კი, უბრალოდ ზეგ ნატალი და ლუკა ჩამოდიან და მინდა დავხვდე.
-კარგი, როგორც გინდა, მოემზადე და დღესვე დავბრუნდეთ უკან.
-კარგი.
სახლი ცოტა მოვაწესრიგე, თორემ ჩვენი იქ ყოფნის დროს ყველაფერი ავურიეთ. მიუხედავად იმისა რომ სახლი სამ სართულიანი იყო, ჩვენ მხოლოდ პირველ სართულზე ვიყავით მოთავსებულები. დაახლოებით ორ საათში უკვე ორივენი მანქანაში ვისხედით და თბილისისკენ მივდიოდით.
-ემილი, ჯერ ჩემთან ავიდეთ კარგი?
-ალექსანდრე სახლში დამტოვე, შენთან რა მინდა?-გამიკვირდა, როგორც ვიცოდი სახლში მხოლოდ ელენე და თიკო იყვნენ.
-გიორგის შენთან საქმე აქვს, უფროსწორად ჩვენთან აქვს საქმე.
-კარგი, მაგრამ ასეთი საჩქარო რა საქმეა?
-რომ მივალთ ყველაფერს გავიგებთ.
უკვე დარამებული იყო ალექსანდრეს სახლში რომ მივედით. დემეტრე, გიორგი, ელენე, თაკო. ყველანი მისაღებში ისხდნენ და როგორც ჩანს ჩვენს მოსვლას ელოდებოდნენ. ყველა გადავკოცნე და ალექსანდრეს გვერდით დავიკავე ადგილი.
-მოკლედ, არ დავიწყებ მიკობ-მოკიბულ ლაპარაკს და პირდაპირ გეტყვით რომ მე და თაკოს ერთმანეთი გვიყვარს და დაქორწინებას ვაპირებთ.
როგორ ჩანს ეს ამბავი ყველამ იცოდა და გიორგის ნათქვამიც არავისთვის იყო ახალი ამბავი. მხოლოდ მე ივყურებოდი გაკვირვებული. ბოლოს აზრზე მოვედი და ორივეს მივულოცე. უფრო მეტად მაშინ გამიკვირდა რომ მითხრეს ერთ კვირაში ვქორწინდებითო.
-კი მაგრამ ასე სწრაფად რატომ, ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაა რაც ერთმანეთი გაიცანით, შეიძლება ერთმანეტი გიყვართ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლავე უნდა დაქორწინდეთ. ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ არ მინდა მერე რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და ორივეს გული გეტკინოთ.
-ემილი, მაგაზე ნუ ღელავ, ჩვენ ამაზე უკვე ბევრი ვიფიქრეთ. რას იტყვი დაგვეხმარები?
-რათქმაუნდა, აბა მითხარით მე რაუნდა გავაკეთო?
-იცი ემილი მე და გიორგი ზეგ უნდა გავფრინდეთ ამერიკაში, იქაც უნდა მოვაგვაროთ რაღაც პრობლემები, ქორწილის შემდეგ იქ ვიცხოვრებთ. ხომ გესმის არა?-ამჯერად თაკომ მითხრა.
-მოიცა მოიცა, რას ქვია უნდა გაფრინდეთ, თუ ქორწილი ერთ კვირაშია როოგრ უნდა წახვიდეთ-ახლა უფრო დავიბენი.
-მთავარია კაბის და ბეჭდის ყიდვა მოვასწროთ, მერე ნატალიც ჩამოვა და დაგვეხმარება-პირველად ამოიღო ამდენიხნის შემდეგ ალექსანდრემ ხმა.
იქიდან ღამის ორ საათზე წამოვედი. იმდენი უცნაური რამ მოვისმინე თავი კინოში მეგონა. სახლში რომ მივედი მშობლებს უკვე ეძინათ. მათი გაღვიძება არ მინდოდა. წყალი გადავივლე და მეც ტკბილად დავიძინე.
დილით თორმეტი იყო რომ გავიღვიძე და მაშინვე ალექსანდრესთან წავედი. დღეს უნდა წავსულიყავით ბეჭდის ასარჩევად. როგორც ველოდი გიორგი უკვე იქ დამხვდა და მალევე ორივენი სავაჭრო ცენტრთან ვიდექით.
-დაახლოებით მაინც იცი როგორი გინდა?-ვკითხე და კარი შევაღე.
-წარმოდგენაც არ მაქვს, რაღაც განსხვავებული მინდა.
-კარგი, იმედია ვნახავთ რამეს.
მთელი დღე დავდიოდით მე და გიორგი მაღაზიებში. ნამდვილად არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა შესაფერისი ბეჭდის პოვნა. სად აღარ ვოყავით, თუმცა გიორგის და ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვნახეთ. გიოს ტელეფონზე დაურეკეს და გარეთ გავიდა, მე კი ისევ განვაგრძე თავლიერება იქნებ რომელიმე შევარჩიო.
-ემილი-დამიძახა გიორგიმ და მეც მისკენ მივბრუნდი-თაკომ დამირეკა, საბუთებზე რარც პრობლემებია და სასწრაფოდ უნდა წავიდე.
-კიმაგრამ, ჯერ ბეჭედი არ აგვირჩევია.
-მოდი,იცი შენ აარჩე. ძალიან აკრგი გემოვნება გაქვს, თან უკეთ იცი თაკოს რაც მოსწონს.
-კარგი-გიორგის დავემშვიდობე დაისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
უკვე მაღაზიიდან გასვლას ვაპირებდი. უცებ თავბრუ დამეხვა და რომ არა იქვე მდგარი გოგონა, რომელმაც ხელი შემაშველა წავიქცეოდი.
-გოგონა, კარგად ხართ? ექიმი ხომ არ გჭირდებათ?
-არა, არა გმადლობთ. კარგად ვარ.
მადლობა გადავუხადე და კარებისკენ დავიძარი, როდესაც მისი ხმა შემომესმა.
-სესილი ნახე რა ლამაზი ბეჭედია, ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა. კარგი არაუშავს, წამოდი სხვა ავარჩოთ-ეუბნებოდა თავის მეგობარს.
მის მზერას თვალი გავაყოლე და ულამაზესი ბეჭედი დავინახე. მაშინვე გამყიდველთან მივედი.
-უკაცრავად ეს ბეჭედი რა ღირს?
-1500$. უახლესი მოდელია, თანაც დღეს მივიღეთ. აი იმ გოგონასაც მოეწონა თქვენს უკან რომ დგას, თუმცა საკმარისი თანხა არ აქვს-მანიშნა იმ გოგონაზე რომელიც წეხან დამეხმარა.
ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ერთი თოჯინა გაგიჟებით მომწონდა, მაგრამ მის საყიდლად საკმარისი თანხა არ მქონდა. ყოველდღე მივდიოდი იმ მაღაზიაში და ვამოწმებდი ისევ იქ იყო თუ არა. ერთ დღეს კი დავინახე მოლარემ როგორ გადასცა ეს თოჯინას პატარა გოგონას და მანაც სიხარულით ჩაიკრა ფუმფულა სათამაშო გულში. რატომღაც ეს ორი ამბავი ერთმანეთს დავუკავშირე.
-უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით იმ გოგონას თანხა რამდენი დააკლდა?-ვკითხე მოლარეს.
-500$.
-კარგით ამ თანხას მე მოგცემთ, თქვენ კი უთხარით გოგოსან რომ თანხა შეგეშალათ და შეუძლია ეს ბეჭედი იყიდოს.
ქალმა გაკვირვებით შემომხედა თუმცა მაინც შეასრულა ჩემი თხოვნა. არასდროს დამავიწყდება იმ გოგონას თვალები, სიხარულს და ბედნიერებას რომ ასხივებდა. მეც ზუსტად იგივე ბეჭედი ვიყიდე და კმაყოფილმა დავტოვე მაღაზია.

როგორც ველოდი ჩემი არჩეული აქსესუარი ყველას მოეწონა. ალექსანდრეს რესტორნის პრობლემა მოეგვარებინა და რაღაც დეტალებს უთანხმებდა გიორგის. მე კი დიზაინს ვადგენდი.
ყველანი დაღლილები ვიყავით. ხვალ უფრო მძიმე სამუშაო მელოდა. თაკოს უნდა გავყოლოდი კაბის ასარჩევად.
არ დავიწყებ იმის მოყოლას თუ რამდენი ვიარეთ, მგონი თბილისში არცერთი მაღაზია არ დავტოვეთ ისეთი რომელიც არ გვინახავს. მაგრამ როგორც ბეჭდის ამბავი ესეც როგორც იქნა მოვაგვარეთ და ულამაზესი კაბა ავარჩიეთ.

გამიკვირდა თიკომ კაბა რომ არ მოიზომა, თუმცა დიდად ყურადღება არ გამიმახვილებია და დაღლილები დავბრუნდით სახლში. დღეს ღამით ვაცილებდით გიორგის და თაკოს, ნატალი და ლუკა კი დილით ჩამოდიოდნენ. ჩვენი დიდი თხოვნის მიუხედავად გიორგიმ მკაცრი უარი განაცხადა გაცილებაზე და ყველანი შინ დაგვტოვა.
სახლში აღარ წავსულვარ, და ის ღამე იქ დავრჩი. ალექსანდრეს საწოლში ვიწექი, დანარჩენები და დალა ისხდნენ და საუბრობდნენ. ამ მზადებაში ისე ვიყავი გადაღლილი რომ ისე ჩამეძინა ვერაფერი გავიგე. დილით რომ გავიღვიძე და საათს შევხედე, მაშინვე ფეხზე წამოვვარდი. ჯანდაბა, მე ხომ ნატალის და ლუკას უნდა დავხვედროდი, რატომ არავინ არ გამაღვიძა.გაბრაზებული გავედი ოთახიდან და პირველ სართულზე ჩავედი. მისაღებში უნდა შევსულიყავი როცა ალექსანდრეს ხმა გავიგე.
-ვიცი რომ სარისკოა და შეიძლება ჩაიშალოს მაგრამ სხვანაირად ვერ ვფიქორობ.
-უარი რომ თქვას?-ამჯერად ნატალი საუბრობდა.
მაშინვე შევედი ოთახში. ყველამ მე შემომხედა თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მონატრებულ ძმას და მეგობარს გადავეხვიე.
-როგორ მომენათრეთ, ალექსანდრე წუხელ რატომ არ გამაღვიძე-შევუბღვირე და ნატალის ლოყაზე ვაკოცე.
-ტკბილად გეძინა და ვიფიქრე აღარ გავაღვიძებთქო-თქვა დაბნეულად ფეხზე წამოდგა-გაემზადეთ და წავიდეთ, უამრავი საქმე გვაქვს.
მთელი სამი დღე ყველანი გადარბენებზე ვიყავით, არავის ეცალა. წესიერად ნატალისთან საუბარიც კი ვერ მოვასწარი. ხან რესტორანში ვიყავით, ხან მაღაზიებში, მერე მოსაწვევებს ვარჩევდით და ამ დავიდარაბაში მიილია სამი დღე. ამ დროის განმავლობაში ალექსანდრესთან ვიყავი გადასახლებული, ნატალი და ლუკა კი ცალკე ცხოვრობდნენ.
უკვე ქორწილის წინა დღე იყო. გიორგი და თაკო ღამით უნდა ჩამოფრენილიყვნენ და ტრადიციულად უარს აცხადებდნენ დახვედრაზე.
მე თაკოს ოთახში მეძინა, ალექსანდრეს კი ჩემს გვერდით, თავის ოთახში. ყველანი ძალიან ვღელავდით, განსაკუთრებით ალექსანდრე იყო ყოველდღე აღელვებული.
ტკბილად მეძინა, როდესაც ზარის ხმამ გამაღვიძა. ვინ უნდა იყოს ღამის სამ საათზე, თუ არა ალექსანდრე.
-გისმენ სანდრო-ვუთხარი და თან "დავამთქნარე".
-ემილი, შეგიძლია მოხვიდე, რაღაც პრობლემაა.
-რა პრობლემა, ან სად უნდა მოვიდე ალექსანდრე ამ დროს.
-მძღოლს გამოყევი.-მხოლოდ ეს მითხრა და გამითიშა.
ფეხზე წამოვდექი, და ჩემს ტანსაცმელს დავწვდი, რომელიც იქვე სკამზე იყო გადაკიდებული. უბრალო ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური. მაგრამ, ჯანდაბა რამ დაალაქავა ეს შარვალი. სხვა ჩასაცმელი არაფერი მქონდა. კარადასთან მივედი, იქნებ თაკოს ჰქონდეს რაიმე დატოვებული. როგორც ველოდი სულ კაბები.ერთ-ერთი ავარჩიე და სწრაფად ჩავედი დაბლა, სადაც მძღოლი მიცდიდა.
გზაში კინაღამ ჩამეძინა, მაგრამ სწრაფადვე გამოვფხიზლდი როცა მივხვდი რა ხდებოდა.
იქ რაც მოხდა არ ვიცი როგორ ავღწერო, იმდენად ვიყავი გაკვირვებული გონზეც კი ვერ მოვედი და თითქმის აღარაფერი მახსოვს. ლამაზი მაგიდა, ცალ მუხლზე დაჩოქილი ალექსანდრე და ნიშნობის ბეჭედი.

-კი მაგრამ, ეს როგორ მოახერხე?-გაკვირვებულმა ვკითხე ალექსანდრეს ორი საათის შემდეგ. რათქმაუნდა დავთანხმდი, ალექსანდრე ცხოვრების ის შანსი იყო რომელსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას ყოველთვის ვინანებდი.
-ალბათ გაგიკვირდება პატარა ქალბატონო მაგრამ თითქმის ორი თვეა უკვე მიყვარხარ.ქალაქგარეთ რომ ვიყავით გასული მაშნ მივხვდი რომ ამას ახლა თუ ვერ გავაკეთებდი ამას, მერე მსგავსი შანსი აღარ მომეცემოდა. რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცოდი შენ ესეთი რაღაცეები რომ გიყვარდა. გიორგის და თაკოს მოველაპარაკე. სინამდვილეში მათ მართლა უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ჯერ დაქორწინებას არ აპირებენ და ახლა ამერიკაში კი არა საქართველოში გიორგის სახლშ არიან. მთელი ამ დროის განმავლობაში მათი კი არა, ჩვენი ქორწილისთვის ემზადებოდი.
**********************
-ემილი ნაკაშიძე თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ ალექსანდრე მეტრეველს?
-დიახ
-ალექსანდრე მეტერევლი თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოთ ემილი ნაკაშიძე?
-დიახ

***************************
აი ესეც დასასრული, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ამდენი ხანი მელოდებოდით და კითხულობდით ჩემს ისტორიებს. იმედს ვიტოვებ მოგეწონებათ. თუ თქვენი სურვილი იქნება მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით.



№1 სტუმარი nini

uketesic sheidZlebodaa magram esec kargi iyooo.

 


№2  offline წევრი eto-elene

ძალიან მაგარი იყო ძან მომეწონა მართალია პატარა მაგრამ ძალიან კარგი იყო ყველაფერი ძან კარგად გქონდა დაწერილი და წარმატებებს გისურვებ სხვა ისტორიებშიც :*

 


№3  offline მოდერი niako crazy

eto-elene
ძალიან მაგარი იყო ძან მომეწონა მართალია პატარა მაგრამ ძალიან კარგი იყო ყველაფერი ძან კარგად გქონდა დაწერილი და წარმატებებს გისურვებ სხვა ისტორიებშიც :*


ძალიან დიდი მადლობა love

 


№4  offline წევრი lamazmani

Kargi iyo momewona kargi dasaruli qonda male dabrunfi axali istotiit mara agar maxsovs tako da giorgi romlebi arian da shemaxsenet ra

 


№5  offline მოდერი niako crazy

lamazmani
Kargi iyo momewona kargi dasaruli qonda male dabrunfi axali istotiit mara agar maxsovs tako da giorgi romlebi arian da shemaxsenet ra


დიდი მადლობა რომ წაიკითხე და დააკომენტარე, შევეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით. love გიორგი და დემეტრე არიან ალექსანდრეს მეგობრები,( თავიდან იყვნენ ისოტრიაში გამოჩენილი), ხოლო თაკო და ელენე დები არიან და იყვნენ ნატაილს მეჯვარეები. ამეიკაში ცხოვრობდნენ და ლუკას და ნატალის ქორწილისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში, მერე ცოტახნით დარჩნენ აქ და ალექსანდრეს სახლში ცხოვრობდნენ wink

 


№6 სტუმარი LaNa

Male dasrulda, magram rac mtavaria kargi dasasruli hqonda :-*

 


№7  offline მოდერი niako crazy

LaNa
Male dasrulda, magram rac mtavaria kargi dasasruli hqonda :-*


მადლობა love

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

უფფ რა ჰეფენდი იყო :D wink

 


№9  offline წევრი hermi

კარგი იყო და დაველოდები ახალ ისტორიას

 


№10 სტუმარი reiki gogo

ra uazrot daaamtavre arada dz momwonda

 


რა გოგო მყავხარ შენ მე, რატო დაიკარგე, შემოდი რააა, და დადე ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent